შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი (თავი 5-6)


19-12-2015, 00:21
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 3 680

მთელი ღამე არ მძინებია დილაადრიან ავდექი და პირდაპირ სააბაზანოში შევვარდი თბილი წყალი მესიამოვნა კიდე დითხანს მინდოდა სააბაზანოში ყოფნა მაგრამ დრო აღარ მქონდა მალე თედო და მისი მშობლები მოვიდოდნენ.
-გამოდი მალე სტილისტი მოვიდა თმას და მაკიაჟს გაგიკეთებს.
-კაი მოვდივარ.
მაკიაჟი მალე გამიკეთეს თმაც სადად და უბრალოდ გავაკეთებინე.
-კაბის ჯერიაა მოდი ახლა შენი პრინცესას კაბა ჩაიცვი და მერე მართლა თედოს პრინცესა იქნები.
-ნუ მაიმუნობთ გოგოებო.
-სოფო ნახე როგორ უბრწყინავს თვალები სანდრას ეს ბედნიერება უფრო ალამაზებს ვიდრე ეს მაკიაჟი და ვარცხნილობა.
თედოს მოსვლამდე იმდენი ფოტო გადაიღეს რომ დამღალეს ერთისული მქონდა თედო როდის მოვიდოდა რომ ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო არ მინდოდა ამ ფარსის დიდხანს გაგრძელება.
-სანდრა ვიცი რატომ არ ხარ ბედნიერი.
-არა სოფო მე ბედნიერი ვარ.
-მე მაინც ნუ მომატყუებ სიმართლე ვიცი შენი ბედნიერება მაშინ იქნებოდა უსაზღვრო თუ ეს ქორწინება ნამდვილი იქნებოდა და არა ფიქტიური.შენ თედო შეგიყვარდა ხომ ასეა.
-სიფო სულ სამი თვეა რაც გიცნობ მაგრამ უკვე უსიტყვოდ გესმის ჩემი.მიყვარხარ სოფი თან ძალიან.
-მეც მიყვარხარ.
-სანდრა დედიკო გამოდი მაგ ოთახიდან თედო მოვიდა.
თედოს მოსვლამ ისე გამამხიარულა სულ დამავიწყდა რომ ეს ქორწინება მხოლოდ ქაღალდზე ხელის მოწერა იყო და რამდენიმე თვეს გასტანდა.თედოს სიახლოვე მაგიჟებდა მის გვერდით ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო.
-იცი ნამდვილ პრინცესას გავხარ თვალს ვერ გაშორებ.
-შენ კიდე პრინცს გავხარ საოცრად ელეგანტური ხარ.
-ესეიგი მოგეწონე შენთვის გამოვიპრანჭე ჩემო პრინცესა.
-მე კი შენთვის ჩემო პრინცო.
ჯვარი დავიწერეთ და რესტორანში მივედით როგორც ყოველთვის გრძელი სადღეგრძელოები გაუთავებელი განსხვავებულები და დალოცვები ჩვენ კი მადლობას ვამბობდით და ვიღიმოდით.დადგა ნეფე-პატარძლის ცეკვის დრო.ჩაირთო მუსიკა მე და თედო გავედით ცენტრში საცეკვაოდ ნელა ვცეკვავდით.მისი ხელების შეხებამ ჩემს სხეულზე საოცარი სითბო და სიამოვნება მომგვარა.
-მართლა ულამაზესი ხარ.
-კარგი რა.
-ეს წელში გამოყვანილი და გაშლილი კაბა ისე გამშვენებს რომ სიტყვები არ მყოფნის.
-მართლა ხომ არ დაფიქრდი რომ სამუდამოდ ვიყო შენი ცოლი.
-მე წინააღმდეგი არ ვარ რომ სამუდამოდ ჩემი იყო.
-ისე მაგრად თამაშობ შეყვარებული მამაკაცის როლს რომ მეც კი ვიჯერებ.
-მეც მჯერა რომ უბედნიერესი ქალი ხარ.მინდა მალე დამთავრდეს ეს რიტუალები რომ ჩვენს საძინებელში,ჩვენს საწოლში დავწვეთ დაა.....
-და რაა?
-შენ რა იფიქრე მე ვიგულისხმე რომ ერთად დავიძინებდით.
-მეტი მეც არაფერი მიფქრია ძვირფასო ქმარო.
მუსიკა დამთავრდა მაგრამ თედო არ მიშვებდა.
-შეიძლება პატარძალს ვეცეკვო.
-რათქმაუნდა.
მე და ბაჩომ ცოტახანს ვიცეკვეთ მუსიკა დამთავრდა თედო არსად ჩანდა ამიტომ მისი ძებნა დავიწყე.
-სოფო ხომ არ იცი თედო სადაა?
-ჰაერზე გავიდა.
-აა კარგი წავალ მოვძებნი.
გარეთ გამოვედი თედო ტერასაზე იდგა და უსასრულობაში დაკარგულიყო,მოვუახლოვდი.
-თედოო! თედოოო!
-გისმენ რამე მოხდა.
-თედო არც მე მახარებს და მაბედნიერებს ეს ქორწინება მაგრამ ჩვენი მშობლების გამო უნდა გავუძლოთ.წამოდი შევიდეთ თორემ სტუმრები რას იფიქრებენ.
რესტორანში შევედით თაიგული ვისროლე და სახლში წავედით.დრო სწრაფად გადიოდა 4 თვე გავიდა ჩვენი ქორწინებიდან ჩვენი ცხოვრება ჩვეულებრივ ქორწინებას გავდა ხალხისთვის მაგრამ საძინებელში ფარსი მთავრდებოდა არც მე და არც თედო ერთმანეთს არ ვუახლოვდებოდით.ნინო დეიდას მდგომარეობა დამძიმდა ექიმები იმედს ვერ გვაძლევდნენ მხოლოდ ის გვითხრეს რომ სახლში გადაყვანა ჯობდა სიცოცხლის ბოლო დღეებს სახლში მაინც გაატარებდა.ოთხი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვსი რომ ეს ოჯახი შემესისხლხორცებინა.გული მიკვდებოდა როცა ვხედავდი როგორ იტანჯებოდა თედო დედამისი გამო მე კი ვერ ვეხმარებოდი.
-თედო გთხოვ ცოტა შეჭამე.
-არ მშია სანდრა მართლა არ მინდა არაფერი,შენ ჭამე მიდი.
-არც მე შევჭამ არაფერს.
-დილის შემდეგ არაფერი გიჭამია.
-არც შენ ერთად ვჭამოთ გთხოვ.
-კარგი ვივახშმოთ და მერე დედასთან ავიდეთ,მამა არ მოსულა?
-არა დღეს არ მინახავს საერთოდ.
ერთად ვივახშმეთ და დედასთან ავედით.
-დედა როგორ ხარ?
-კარგად ვარ შვილებო,სანდრა ჩემო ლამაზო გოგო თედოს გაუფრთხილდი ვიცი არ გაგრძნობინებს რომ ტკივა მარტო შეეცდება ყველაფრის გადალახვას ბევრი საუბარი არ უყვარს თითქმის არ საუბრობს ისიც არ მესმის სიყვარული როგორ აგიხსნა როგორ გითხრა რომ უყვარხარ,ის ყოველთვის ჩუმდ არის ცრემლებს არავის აჩვენებს ეს სისუსტე გონია.უცნაური ბიჭია ჩემი თედო არასოდეს იცი რას მოიმოქმედებს და რას იტყვის.მარტო არ დატოვო შენ უნდა დაეხმარო ტკივილის დაძლევაში.
-გპირდებით დედა რომ თედოს მარტო არ დავტოვებ და მასთან ერთად ვიქნები მანამ სანამ თედო არ მთხოვს წავიდე მისი ცხოვრებიდან.
-ახლა როცა ვიცი რომ ჩემი შვილი საიმედო ხელშია და შენთან კარგად იქნება შემიძლია მშვიდად მოვკვდე.
-არა თქვენ არ მოკვდებით.
თედომ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და ოთახოდან გავიდა.
-ხედავ შვილო არ უნდა რომ მისი ტკივილი გვაჩვენოს,მიდი გაყევი მარტო არ დატოვო,მე დავიძინებ დასვენება მინდა.
თედო როგორც ყოველთვის აივანის მოაჯირს დაყრდნობოდა მივედი ხელები მხრებზე მოვკდე და შემოვატრიალე არაფერი მითქმია ისე მივედი და ჩავეხუტე,თედომაც მაგრად მომხვია ხელები.
-მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ.
-მე მინდა რომ შენი ყველა ტკივილი ერთად დავძლიოთ იმ დროის მანძილზე სანამ შენი ცოლი მერქმევა მინდა რომ ჩემი გვერდში დგომა იგრძნო.
-მადლობა სანდრა შენ ნამდვილი ანგელოზი ხარ.
-არა შენ ხარ ანგელოზი ჩემი მხსნელი ხარ.
-შევიდეთ,დედას დავხედავ და მერე დავიძინოთ.
……………………………
სანდრას გვერდში დგომა მამხნევებდა ის არ მაძლევდა საშუალებას მარტო დავრჩენილიყავი ჩემს ტკივილთან დედას და მამას საძინებელთან მივედი შევიხედე დედას ეძინა მივუახლოვდი ვაკოცე და მივხვდი რომ ის აღარ იყო ცოცხალი ვეხუტებოდი მის უსულო და ცივ სხეულს აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი მინდოდა მეღრიალა ცრემლების დამალვა აღარ შემეძლო მეგონა რომ გული ამომგლიჯეს შიშველი ხელებით ნელა რომ უფრო დავტანჯულიყავი,სული გამეყინა.დედას ვეძახოდი მაგრამ მას ჩემი არ ესმოდა არ ახელდა თვალებს.
-დე დედიკო გთხოვ შემომხედე და მითხარი რომ აქ ხარ ჩემს გვერდით შენ ხომ დამპირდი რომ არ მიმატოვებდი რატომ წახვედი ჩემგან ასე უცებ მე ხომ უნდა მეთქვა შენთვის როგორ მიყვარხარ.
-თედო გთხოვ დამშვიდდი მე ვიცი როგორ ძალიან გტკივა მაგრამ უნდა დამშვიდდე უნდა გამაგრდე თედო.
-რატომ სანდრა რატომ? მე ხომ ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა რატომ მართმევს ღმერთი საყვარელ ადამიანებს? გიო,ბაბუა და ახლა დედაც წაიყვანა თავისთან რატომ?
-თედო შემომხედე მე აქ ვარ შენს გვერდით გთხოვ დამშვიდი.
-ის ჩემთვის დედაზე მეტი იყო საუკეთესო მეგობარი ოყო უფროსი დასავით მარიგებდა ყოველთვის,მის გარეშე რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას,მეც მინდა იქ ზეცაში დედასთან,გიოსა და ბაბუასთან ერთა მეც მინდა სიკვდილი.
-თედო აღარასოდეს თქვა რომ სიკვდილი გინდა.
ტკივილით იყო აღსავსე ჩემი ცხოვრება მაშინ როცა მამას უნდა გავემხნევებინე და ჩემს გვერდით მდგარიყო მას ერთი ცრწმლიც კი არ გადმოვარდნია არ დამინახავს მის სახეზე ტკივილი.მერე რა რომ აღარ უყვარდა ამდენი წელი იცხოვრა დედასთან ერთად და ნუთუ გული მაინც არ დაწყდა დედას გარდაცვალების გამო,დედას დასაფლავებიდან რამოდენიმე დღეში ბარგი ჩავალაგე სანდრას ხელი ჩავკიდე და ესპანეთში წავიყვანე.დრომ ჩემს ტკივილებს ვერაფერი დააკლო მაგრამ თანდათან შევეგუე იმ აზრს რომ დედა აღარ მყავდა არსაიდან აღარ მოვიდოდა და ჩემეხუტებოდა აღა მეტყოდა რომ მისი სიამაყე ვარ,მაგრამ მჯეროდა რომ ის მანამ იქნებოდა ცოცხალი სანამ მე მემახსოვრებოდა ანუ დედაჩემი უკვდავი იქნებოდა ჩემს გულში.
………….………
დილით ადრე ავდექი როგორც ყოველთვის თედოს საუზმე გავუმზადე მისი სამსახურში წასვლის შემდეგ კარადიდან პატარა ჩემოდანი გადმოვიღე ჩემი ნივთები ჩავალაგე და აეროპორტში წავედი სანამ წავიდოდი წერილი დავუტოვე თედოს ვიცოდი არ მოვიდოდა თედო ჩემს გასაჩერებლად მაგრამ მე მაინც ვოცნებობდი რომ მოვიდოდა მეტყოდა არ წახვიდე მჭირდები მიყვარხარო დამეც დავბრუნდებოდი მაგრამ ამაოდ თვითმფრინავი აფრინდა და ჩემი იმედიც სამუდამოდ ჩაკვდა.
………………
-სანდრა მოვდი,ნეტა სად არის,ტელეფონიც გამორთული აქვს,გამოვიცვლი და დაველოდები საწოლზე წერილი დამხვდა მივხვდი რაღაც რიგზე ვერ იყო წერილი გავხსენი და კითხვა დავიწყე.
"ძვირფასო თედო,ვიცი წერილი ბანალურად დავიწყე მაგრამ არაფერი მომაფიქრდა,არ ვიცი როგორ დავიწყო წერა როგორ გაგიმხილო ჩემი გრძნობები,თედო მე სუსტი აღმოვჩნდი ჩემს გრძნობებზე თამამად ლაპარაკი ვერ გავბედე მინდა ამ წერილით გაგიმხილო რომ მიყვარხარ,არ ვიცი ასე როდის შემიყვარდი გული მტკივა რომ უშენოდ მომიწევს ყოფნა მაგრამ მოვერევი როგორმე ამ ტკივილს,მე უშენოდ სუნთქვა მიჭირს,შენმა თბილმა დამოკიდებულებამ მაიძულა რომ შემყვარებოდი, დღეს ერთი წელი გავიდა ჩვენი გაცნობიდან გახსოვს ერთი წლის წინ შენ ჩემი მხსნელი გახდი გადამარჩინე. 9 თვეა უკვე ჩემი ქმარი ხარ ჩემი ნაწილი ხარ მიყვარხარ მაგრამ ვერ გეუბნები ის დღეები როცა ჩემს გვერდით იყავი და მეფერებოდი არასოდეს დამავიწყდება,მომენატრები თან ძაან მომენატრები უშენოდ გამიჭირდება,არავინ მეტყვის ჩემო პრინცესაო,გახსოვს ჩვენი პირველი კოცნა მე მახსოვს არც არასოდეს დამავიწყდება იმიტომ რომ ჩემი პირველი კოცნა იყო.ჩვენი ქორწილი გახსოვს მეგონა რომ ბედნიერი არ ვიყავი მაგრამ ახლა გვხვდები რომ უბედნიერესი ვიყავი,არ შეგეშინდეს ჯერ დედას არაფერს ვეტყვი მხოლოდ მაშინ მოვუყვები სიმართლეს როცა ოფიციალურად განქორწინებულები ვიქნებით,ვიცი შეიძლება იფიქრო სულელი ვარ მაგრამ მჯერა რომ საქართველოში ჩამოხვალ და მეტყვი რომ გიყვარვარ ხომ იცი როგორი მეოცნებე ვარ.სახსოვრად გიტოვებ ჩვენი ნიშნობისა და ქორწილის ფოტოებს,ხო კიდე ჩემს გულსა და უსაზღვრო სიყვარულს იცოდე რომ გელოდები მიყვარხარ.
P.S.კარგად ჭამე,თავს მიხედე იცოდე სოფო ყველაფერს მომიყვება,არ მამერვიულო,შენი ჯუჯღუნიც მომენატრება."
ჩემი სულელი გოგო როგორ ვერ მიხვდა რომ მიყვარდა ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ მითხოვია მისთვის განქორწინება ბევრჯერ მივანიშნე მაგრამ არ უნდოდა დაეჯერებინა რომ მეც მიყვარს.ცოტა დროს მივცემ იმიტომ რომ მის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ. ჩემი ჩერჩეტი გოგო.
…………………
ერთი კვირა გავიდა თედო არ შემხმიანებია არც დაურეკავს არც მოუწერია არადა მეგონა ჩამოვიდოდა.
-დე მე გავდივარ ელენე რომ გაიღვიძებს უთხარი ტასოს სანდრას საწოლში ძინავსო.
-სად მიდიხარ?
-უნდა გავისეირნო.
ჯერ სკოლისა და უნივერსიტეტის მეგობრები ვნახე.მერე ყვავილები ვიყიდე და სასაფლაოზე წავედი.
-მამიკო რატომ არ ხარ ეხლა ჩემთან შენ არ იცი როგორ მჭირდები მინდა მაგრად ჩამიკრა გულში და მითხრა რომ არავის მიცემ უფლებას გული მატკინოს.მე არასოდეს მინახიხარ მხოლოდ ჩემს ოცნებებში წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება შენ რომ ცოცხალი ყოფილიყავი.მტკივა მამა იცი როგორ ძლიერ მტკივა გული მეგონა თედო ჩამოვიდოდა ან დამირეკავდა მაინც,მაგრამ არა.
-ალო ელენე გისმენ.
-……………………………
-ვინ არს მითხარი.
-…………………………
-ოოო კაი მოვდივარ.
სანამ სახში წავიდოდი ნინო დეიდას საფლავზეც მივედი ცოტა ხანს გავჩერდი და სახლში მივედი გული მიფართხალებდა მეგონა თედო ჩამოვიდა მაგრამ.
-სოფო როგორ მომენატრე აქ საიდან?
-მადრიდიდან რა დაგემართა?
-ხო კაი ნუღარ ხუმრობ,ერთი წუთი მადროვე გამოვიცვლი და მოვალ.
-არა ბევრი დრო არ მაქვს მოდი დაჯექი.
-გოგოებო წავალ ტასოს დავაძინებ თქვენ კი მშვიდად ილაპარაკათ.
-კარგი ელენე მადლობა ყველაფრისთვის.
-სანდრა შენ რა ტიროდი თვალები დასიებული გაქვს.
-კი მაგრამ არა თედოს გამო დედას საფლავთან ჩემი მამამთილი შემხვდა?
-რამე ცუდი გითხრა?
-არა პირიქთ ბევრი კარგი რამ მითხრა სოფ იცი როგორ გამხდარა 55 წლის ასაკში კაცი 70 წლის გეგონება,იცი ბოდიში მომიხადა ისეთი რამეები მითხრა ვერ გავუძელი თითქმის ორი საათი ერთად ვტიროდით გული მომიკვდა.
-ესეთი რა გითხრა მომიყევი?
-რა და ვკითხე თუ სად იყო იმ ღამით როცა დედა გარდაიცვალა მან მითხრა რომ ბაბუასთან იყო ბოდიში მოუხადა რომ მისი იმედები ვერ გაამართლა,სახლში დაბრუნებული აპირებდა თედოსთვის,ჩემთვის და დედასთვის ბოდიშის მოხდას აპირებდა.მერე მომოყვა თუ როგორ შეუყვარდა სკოლის მოსწავლეს ნინო,როგორ იქორწინეს თუ რა ბედნიერი იყო თედოს დაბადების შემდეგ და როგორ ამაყობს მისით.მითხრა რომ თედო ენატრება და მასთან შეხვედრა უნდა მთხოვა რომ დავეხმარო თედოს დაბრუნებაში და დაველაპარაკო რადგან თედო მას არასოდეს უსმენს.
-კიდე რა გითხრა?
-კიდე ვკითხე თუ რატომ არ შეტოკებია ერთი ნერვიც კი როცა დედა მოკვდა,რატომ ერთხელ მაინც არ მინახია მისი ცრემლები,იცი რა მიპასუხა მითხრა რომ მკვდრები არ ტირტიან და ვერც ვერაფერს გრძნობენ მითხრა რომ იმ ღემით მოკვდა დედასთან ერთად და იმ დღეს დაიმარხა როცა დედა დავმარხეთ.
-სანდრა რას აპირებ დაეხმარები?
-რათმაუნდა მე ვიცი რას ნიშნავს ცხოვრება მამის გარეშე და არ მივცემ თედოს უფლებას რომ ცხოვრების რთული გზა მამის გარეშე გააგრძელოს.
-მართალი ხარ სანდრა,კარგი ეხლა წავალ მე.
-კი მაგრამ არ გითქვამს რატომ ჩამოხვედი?
-იმიტომ ჩამოვედი რომ ჩემი მეჯვარე წავიყვანო მადრიდში.
-რაააა?
-ვთხოვდები პედრომ ხელი მთხოვა.
-მომიყევი ყველაფერი ახლავე.
-ახლა არა რა ხვალ მოვალ და მერე რა.
-კაი წამო გაგაცილო.
სოფო გავაცილე და გეზი ჩემი საძინებლისკენ ავიღე დღეს სულიერად დავიღალე არაფრის თავი არ მქონდა.ოთახში შესული ნანახმა გამაოცა და გავშეშდი.
…………………………
მაპატიეთ დადება ვერ მოვახერხე ამიტომ ახლა ორ თავს ვდებ ერთად.



№1  offline მოდერი X.G

აუ ძააან მაგარია მომეწონა მალე რა ახალი თავი

დადე ახალი :-* <3

 


№2  offline წევრი kaxelii

კარგი თავი იყო. ვერ მივხვდი თედო რატომ არ დაურეკა მაინც. მალე დადე მაინტერესებს ოთახში მართლა ის ნახა თუ არა რასაც მე ვფიქრობ

 


№3  offline წევრი ma ri ami

ძალიან კარგი იყო და ველოდეი ახალ თავს :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent