შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესმერალდა [7]


19-12-2015, 18:29
ავტორი ერკე
ნანახია 2 148

დღე 1
გლდანის N8 საპყრობილე
ყოველთვის მჯეროდა, რომ ადამიანს, როცა ყოველმხრივ მოინდომებს რაიმეს გაკეთებას, სამყარო აუცილებლად დაეხმარებოდა და აუსრულებდა ყველა ნატვრას, ოცნებას, რაც მის გულს უნდოდა და რაც სამყაროს მიზნებშიც უნდა ასახულიყო, მაგრამ უნდობლობამ შეცვალა ეს დამოკიდებულება. უნდობლობამ ცხოვრებისადმი და სამყაროსადმი, რომლის ერთ პატარა ნაგლეჯსაც კი არ შეეძლო, ოდესღაც ჩადენილი და ადამიანის მიერ ნაოცნებარი აესრულებინა. განსაკუთრებით საქართველოში!
ახლაც მაჟრიალებს ციხის კარების ჭრიალზე, რომელიც ჩემს ზურგს უკან ყურისწამღებად ისმოდა, მე კი ჩემი ერთი ხელი ტანსაცმლით ხელში შემაგდეს და სამუდამოდ მომიხურეს საძულველი კარი. არადა რის გამო... იმ არამკითხეს გამო, რომელიც ჩამეჭრა და საქმე გამაფუჭებინა, ყველაფერი რასაც ვნატრობდი დაიმსხვრა, ახლა არაფერი მეშველება, უბრალოდ ამ ციხის სველ და დამპალ საკანში ჩავძაღლდები, სრულიად მარტო, რომელსაც სიცოცხლის არანაირი უფლება არ აქვს. სიცოცხლე მათთვის არის, ვინც ამით ტკბება, მე კი თვითონ მოვუსწრაფე ადამიანს სიცოცხლე, ამით მეც უნდა ვზღო, ასეთია ბუნების დაუწერელი და სამართლიანი კანონი. თვალი თვალის წილ.
იქნებ დაიმსახურა კიდეც. იქნებ ის მიიღო, რაც უნდა მიეღო. თუმც მე არ მისვრია და შემთხვევით გავარდა, როგორ ავხსნა მაშინ ასეთი რამ? რატომ უნდა მოხვედროდა მას და რატომ არ გაისროლა მაშინ, როცა გოგონას ვუმიზნებდი. დამაფიქრა.
ჭუჭყიანი კედლების შემყურე თავი ბინძური თაგვი მგონია, ირგვლივ, ყველგან ნესტი, მისი შემაძრწუნებელი და გამაწამებელი სუნი, რომელიც დაძინების საშუალებას არ მაძლევს და ფიქრებსაც გარეთ გამოდევნა სწადიათ. მე კი ძილის მაგივრად, გარეთ დატოვებული ლამპრის მცირე სინათლეზე, ერთ ძალიან თხელ ტუალეტის ქაღალდზე ვწერ. იქნებ აღსარების თქმა მსურს, იქნებ მინდა ფურცელს მაინც გავანდო ყველაფერი, რასაც აქამდე ვიტევდი და ყველაფერს უმიზნოდ დატყვევებული გრძნობებით, სიფხიზლით და მარტოობით სავსე, სიტყვებით გადმოვცემ იმას, რაც სულს მიჭამს და მიღრღნის. სიტყვებით ადამიანის სულიერების გადმოცემა შეუძლებელია, ადამიანს რომელსაც სიცოცხლის უფლებაც კი არ გააჩნია, საერთოდ არც კი აქვს შანსი, ყოველივე ნაფიქრი გადმოიტანოს და მას ცუდად არ შეხედონ. მე პატიმარი ვარ, ამით კი ყველაფერია ნათქვამი. პატიმრები ვეღარ არიან თავისუფალნი გათავისუფლების შემდეგაც კი, პატიმარი ყველგან პატიმარი იქნება და ყოველთვის შეახსენებს საზოგადოება მის ცოდვებს. ხალხი არასდროს პატიობს არავის ჩადენილს.
შემოსვლისთანავე, ჯერ აქეთ-იქით მდგარმა ბადრაგმა (მაგათი დედაც, თუ გინდათ ნახეთ ბო*ებო... დატკბით) ეზოსკენ გამომაცილა. დიდი ეზოს გავლის შემდეგ კი რკინის კარში შევედით, საიდანაც დაიწყო ჯოჯოხეთი. გადადგმა არ მსურდა ფეხის, ვერ ვმოძრაობდი, გავქვავდი, მინდოდა იქვე მოვმკვდარიყავი ოღონდ იმ პატიმრებში არ ვყოფილიყავი, რომლებიც მაიმუნებივით ხმას გამოსცემდნენ და მათი აუარებელი ზუზუნი ტვინს მატკიებდა. თუმცა არ ვიცოდი რაზეც მივდიოდი? ამის შემდეგ ლუქსს არავინ მომცემდა, მე კი მაინც ჩავიდინე ეს. ღირსი ვარ!
ზლაზვნით და ნელი ნაბიჯებით მივდიოდი ჩემი კუთვნილი საკნისკენ, კიბეებზე რამდენჯერმე წავიბორძიკე და ლამის დავვარდი, ამის შემდეგ მკლავებში ჩამავლეს ხელი პირუტყვებმა (თუმცა კი ჩემგან ასეთი სიტყვის ხმარება გაუმართლებელიც კია) და ძალით მიმიყვანეს ჩემს პატარა, „მყუდრო“ და „თბილ“ საკნამდე, სადაც ორი საწოლი, ზევით-ქვევით აშოლტილიყო. სრულიად ცარიელ საკანში შემაგდეს და უკნიდან კარი ასევე რახუნით დამიკეტეს.
-შენი დამპალი დედა..... - მომაძახა ერთ-ერთმა და გავიდა, ამ დროს კი მეორე ჯერ კიდევ თვალს არ მაცილებს და მიყურებს. რაღაც ულმობელი თვალებით მაშტერდება, თითქოს იმის გაგება სწადია რატომ ჩავიდინე ეს. ან კი მე ვიცი? სხეულს ვერ ვგრძნობ, აქ საშინლად ცივა.
-აქ ქალებზე მოძალადეები არ უყვართ მეგობარო, შენ კი არაფრით განსხვავდები მათგან! – „მეგობარო“ ზიზღით წარმოთქვა და მე ეს ვიგრძენი. მისკენ შევტრიალდი, აქამდე თუ მხოლოდ კედელს ვუყურებდი და მოხედვას ვერ ვბედავდი, მხოლოდ მის მწველ მზერას ვგრძნობდი, ახლა კი მისი საშინლად დაბრიალებული თვალები პირდაპირ მე შემომენთო და სულში ჩაძვრომის ტოლფასად დამიბრიალა. ვერ გავუძელი და თავი დავხარე. - აქ მათ ძალიან ცუდად ექცევიან. - შემდეგ კმაყოფილი მზერა შემომანათა და გაუჩინარდა, გალღვა. ჩემი კარის წინ აღარ იდგა, მე კი ძლივს ამოვხედე გადასამოწმებლად, მართლა თუ წავიდა, შემდეგღა დავმშვიდდი. იმდენად დაძაბული ვიყავი, მეგონა იქვე გავსკდებოდი სირცხვილისგან. მოვავლე თვალები ჩემს ოთახს, რომელიც ალბათ უარეს შემთხვევაში, სამუდამოდ ჩემი ნაწილი უნდა გამხდარიყო, რადგან აქ არასდროს იცი, როდის დასრულდება შენი სიცოცხლე. ყოველთვის სიკვდილის სიახლოვეს გრძნობ და მასთან ერთად ბნელში იძირები, ნელ-ნელა. არასდროს გაქვს ხვალინდელი დღე გარანტირებული, რადგან ვიცი... არ მელის კარგი დღე.

დღე 2
ბოსის კაბინეტში შემიყვანეს. არა, შეყვანა არ ერქვა ამას, უფრო შემათრიეს და სრულიად ძალაგამოლეული და ღონემიხდილი მის წინ ნოხზე გავწექი ხელის გაშვებისთანავე. ცრემლები უნებურად მცვიოდა, საშინელი იყო ყოველი შეგრძნება, დამამცირებელი იყო ის ტკივილი, რასაც ხელებშეხვეულს მაყენებდნენ და მხრებში წამიერად მავლებდნენ ხელს, თითქოს ყინული ვიყო და არა ადამიანი. მიუხედავად იმისა, რაც ჩავიდინე, ჯერ კიდევ შემრჩენია სინანულის გრძნობა იმ წამიდან, რომ მტანჯავს, შემრჩა ტკივილი გულში და იმ ბიჭის საშინელი გამოხედვა. დიახ, ჯერ სიბრალულის, მერე კი ტკივილს რომ შეერწყა და გონმიხდილი ჩაიკეცა სისხლის გუბეში.
მე ვსუნთქავ, ცოცხალი ვარ, მაინც დავდივარ, მერე რა რომ ვიტანჯები და ამ ტანჯვაში მიწერია სიცოცხლის დასრულება, მაინც დავდივარ და იმით მაინც უნდა ვიყო ბედნიერი, რომ ცოცხალი ვარ... ის კი.. არც კი ვიცი გადარჩა თუ არა... მებრალება... მისთვის სროლა კი არა, საერთოდ არ მქონდა გეგმაში სროლა, რომელიც ანერვიულებულმა მაინც შევასრულე. ვისაც მკვლელები უგულოები გგონივართ, ცდებით. ზოგი შეიძლება არაფერს გრძნობდეს ადამიანის მოკვლით (მაგრამ ბევრი ვერ იქნება), თუმცა უმეტესობას ეს სინდისი კლავს, რომელიც დაძინების საშუალებასაც კი ნაკლებად აძლევს, სინდისი რომელიც სიცოცხლის დღეებს უქარწ....ბს და ღამისეული ზმანებასავით მოარული შემოაწყდება მთლიანად მის ტანს, მის ყოველ გოჯ კანს. წარმიტაცა სიბნელემ და მთლიანად გამაშავა. ვერ ვიტან ამ საძულველ შავ ფერს, მაგრამ მისი მორგება მაინც ყველას უწევს, უნდათ ეს თუ არა. ძალად შემოტმასნილი ეშმაკის ტყავის მოშორებას ვცდილობ, თუმცა ეს იგივეა, მატარებლის რელსებზე სქელი ჯაჭვებით დაბმულმა სცადო იქიდან გამოღწევა, როცა რამდენიმე წამში სიკვდილის მოახლოებას გრძნობ და მთლიანად საძულველ წარსულზე იწყებ გოდებას.
მოთქმას რომ მოვრჩი იატაკზე სახედადებული, უცებ წამოვიმართე და ორი ახმახი კაციც, რომელსაც ჩემს წარმოსახვაში შევარქვი სახელები (ალექსანდრე და იულიუსი, რადგანაც ორივეს ისეთი მკაცრი მზერა და დაუნდობელი შეხედულება აქვთ, გეგონებათ მთელი მსოფლიოს დაპყრობასაც შეძლებენ ნებაზე, რომ მიუშვაო), დამეხმარა წამოწევაში, უხეშად მომკიდეს ხელი და პირდაპირ დამაყენეს, თავი მაღლა ამაწევინეს მის პრიალა, ლურჯ, ზღვასავით მღელვარე თვალებში რომ ჩამეხედა და შევკრთი.
-სახელი... - დაიწყო გრძლად, მერე თავი წიგნაკში ჩახარა და თითი რაღაც ფურცელს დაადო, გვერდით გააყოლა და თქვა. - თორნიკე. - რაღა დამრჩენოდა, თავი დავუქნიე მისი კითხვით სავსე თვალები, რომ შემომენთო. საერთოდ, ჩემი მთლიანი საქმე ედება და რატომ მისვამს კითხვას, რომელზეც პასუხი თავადაც იცის, თან განგებ წელავს სიტყვებს და ვნერვიულობ. აუღელვებლობის ნიღაბს ვიფარებ და მკაცრად ვუყურებ, თითქოს ვუბღვერ, მაგრამ მას სულ არ აინტერესებს რას ვგრძნობ, როგორ ვუყურებ და საერთოდ არც კი მაქცევს ყურადღებას ისე აკვირდება თეთრ ფურცელს, სადაც ჩემ სურათსაც ვამჩნევ. - გვარი.... - ისევ მე მომჩერებია და თვალებში მიყურებს. იქნებ იქ, ჩემში შიშის დანახვა სურს, რომელიც ახლა საკმარისზე მეტი მაქვს და ვცდილობ არ შემეტყოს. მას მაინც უკრთება კმაყოფილების ღიმილი... შემეტყო! - ბიჭიაშვილი. - ისევ ამომხედა და დავიძაბე. ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს სუსტი ვეგონე და შიშისგან უნდა ავცახცახებულიყავი, მაგრამ ვერ მივართვი. შეუდრეკლად ვიდექი, წამიერ სისუსტეს, მხოლოდ იმ ჩადენილს ვაბრალებ. თავის დახრა არ მიყვარს, არავის წინაშე არ დავიხევ უკან, ყველას გავუსწორებ თვალს და საკადრისს მივაგებ, მაგრამ ახლა დუმილი ვარჩიე. უბრალოდ მკაცრად შევხედე და თავი დავუკარი.
-თუ იცი, აქ რისთვის ხარ? - მკითხა და წამოდგა. მეგონა დამარტყამდა, ვფიქრობდი რომ არ დამინდობდა, ისეთი მწარე და მჟავე კიტრივით მიყურებდა, მაგრამ შევცდი. ის მაგიდას მიეყრდნო, ხელები გადაიჯვარედინა და ისევ იმავე სახით დამიწყო ყურება. ვერ გავრკვეულვარ რას გულისხმობს, კაცი მოვკალი და ამისთვის ვარ აქ, კითხვა რაღად უნდა ამ ყველაფერს. ჩემი დანაშაულის გახსენებას ცდილობს, რომ ისევ დამნაშავედ ვიგრძნო თავი თუ ტკივილი უნდა რომ მომაყენოს ეს ჯერ კიდევ ვერ გამიგია. მათი ხერხები, პატიმრის დასამცირებლად, მინდა გავიცინო, სიმწრით გავიცინო, რომ მე, ერთ დროს სათანადო მოსწავლე და ისეთი ბავშვი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ბედის დაცინვითა და ცხოვრების უაზროდ ფლანგვისთვის ციხეში აღმოვჩნდი. ვინც მიცნობდა ადრე, ის ნამდვილად ვერ დაიჯერებს ამას, მაგრამ ფაქტის წინაშე ვერაფერს იზამს. ცხოვრებამ, ადამიანებმა, ყველაფერმა ჩემზე ასე იმოქმედეს, მაგრამ თავადვე ვერ ვხვდები აქამდე როგორ მოვედი, ან რამ მომიყვანა იმ რეალობასთან, რომელთან შეჯახებასაც საერთოდ არ ვისურვებდი.
-გაგიკვირდებათ და კი. - ისეთი ირონიული ღიმილი ავიკარი, რომ გაღიზიანდა და სიბრაზის ცეცხლები გაყარა თვალებიდან, მაგრამ ჩუმად იდგა და გარეგნული სიმშვიდით მიცქეროდა, რომელსაც მხოლოდ თვალები არღვევდნენ.
-ამ კაბინეტში რისთვის დაგიბარე ის თუ იცი-მეთქი გკითხე და არა ციხეში. - გული შემიქანდა. რამეს თუ მიპირებს, წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ მოვახერხებ, ამ სამ გაიძვერასთან, სანამ რამეს მოვასწრებ ორივე რომ მომადებს აქვე გავერთხმები, ყვირილს კი აზრი არ აქვს, ვინ უნდა გაიგოს? ვფიქრობდი და საშინლად დავიძაბე.
-თუმცა მეტყვით.
-ამ ციხის უფროსი უკვე ოცი წელია რაც ვარ და ყველაფერი ჩემ კონტროლს ექვემდებარება...
-ნუთუ? - შევუღრინე.
-როცა ვლაპარაკობ სიტყვა არ გამაწყვეტინო, თორემ მწარედ ინანებ. არ მიყვარს უაზროდ, არაფრის გამო რომ ჩამეჭრებიან საუბარში, თუნდაც საქმეს მომაცდენენ, იცი მაშინ ბრაზიან ლომს ვგავარ, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. - თავი დავუქნიე, შარის თავი ნამდვილად არ მქონდა, თუმცა არ მომეწონა მისი ტონი... საშინლად გამაღიზიანებელი ტემბრი, კლოუნივით სახე და გულისამრევი ჩაცმულობა, რომელიც ძველმოდურს ჰგავდა. თვალმოჭუტული გავცქეროდი, თითქოს მზე მიშლიდა დანახვაში ხელს, მაგრამ ასე არ იყო, ვერ შევძლებდი თვალებში მეყურებინა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
-ციხეში ბევრი საძაგლობა ხდება თორნიკე, ბევრი იდუმალი მკვლელობაც კი, რომელსაც უბრალოდ ყურად არ ვიღებთ, გამოძიება წარვმართოთ და ტყუილად გავფანტოთ ჩვენი ყურადღება ამაზე, მარტო ვერ გადარჩები, ვერ გაუმკლავდები იმ წინააღმდეგობას, რაც შენ მიმართ იქნება, რასაკვირველია ყველა გაიგებს, როგორ და რატომ მოხვდი ამ ჯურღმულში, აი მაშინ კი აღარ დაგინდობენ, აქ შეიძლება საშიში მკვლელები და დამნაშავეები სხედან, ბოროტმოქმედები და ტერაქტის მომწყობნიც კი, მაგრამ არც ერთს, გელაპარაკები, რომ არც ერთს არ აღუმართავს ქალის წინაშე ხელი, ვინც ეს გააკეთა კი მიიღო საკადრისი, შენ კი უცილობლად მათ რიცხვში ჩაგთვლიან, ხომ იცი ბრბოს რაც უნდა უთხრა ყველაფერს იჯერებს და თავისკენ წარმართავს. - თვალი ჩამიკრა, მე კი გავშრი. მემუქრება? - პირდაპირ საქმეზე გადავალ... მინდა, რომ ყველაფერი გაიხსენო, რაც მოხდა და როგორც მოხდა.
-ეს ყველაფერი, მთელი შესავალი და ამბები კი იმიტომ ახსენეთ, რომ ეს გეთქვათ? ჰა ჰა... - უნებურად გამეცინა, რა ვიცოდი მისი რეაქციის შესახებ.
-ბიჭიაშვილი! უფლება, რომ მქონდეს სიამოვნებით ჩაგაყუდებდი კარცერში საჭმელ-სასმელის გარეშე, რომ იქ ამოგხდონოდა სული! - გაღიზიანებულმა მომაძახა. უცებ რაღაცას მივამგვანე ეს სიტყვები. სადღაც მქონდა თითქოს მოსმენილი, მაგრამ სად არ ვიცოდი, თუმცა მეც ავყვირდი. არ ვიცი რა დამემართა. საშინლად არ მესიამოვნა მისი დამამცირებელი სიტყვები და შევშინდი უეცრად, ვაიდა მეტად ვერ გავჩერდე-მეთქი.
-უფლება, რომ მქონდეს უფროსო, მეც სიამოვნებით დაგალეწავდით მაგ ცხვირ-პირს.
-უყურე შენ! - გაიკვირვა და მაშინვე ტყუპი წიხლი მომხვდა სახეში. - ვიტყვი, რომ კიბეებიდან დაგორდი, მეტი არაფერი... - გაეღიმა. - ახლა კი მოყევი ყველაფერი ბატონო ბიჭიაშვილო. - გვარი გამოკვეთილად თქვა და ტანში გამცრა. ის ბიჭი თუ არაფერს მიშავებდა, ჩემ წინ მდგარ კაცს მაინც მოვუგრეხდი კისერს. გავიწიე, მინდოდა ავმდგარიყავი და მივვარდნოდი, მაგრამ საყვარელმა ბადრაგმა, ალექსანდრემ დამიჭირა, კისერში ჩამავლო ხელი და თავისკენ მომწია. პირიდან გაძმარებული ღვინის მძაღე სურნელი ამოუშვა და ცხვირში შემაფრქვია, რამაც ლამის მომკლა.
-წესიერად ელაპარაკე ბოსს და იქნებ ცოცხალი დარჩე. - მკაცრად გადმომხედა.
-არაფერსაც არ გეტყვით! - ჩავიხრიალე. - მე ვიცი ჩემი უფლებები...
-აჰჰააჰაააჰ... - გადაიხარხარა უფროსმა და ულვაშებზე გაისვა ხელი. ჯოჯოხეთური ხარხარი არ წყდებოდა, მეგონა მალე იმხელაზე დააღებდა პირს მეც გადამყლაპავდა და მის მუცელში, ანუ ეშმაკთან აღმოვჩნდებოდი „კარგ ადგილას“. ვიგრძენი ხელები დამეჭიმა, მინდოდა გამეწყვიტა და მთელი ძალით ვცდილობდი, ისე რომ არც კი მედარდებოდა რა მოუვიდოდა ჩემ ხელებს, თუნდაც კანი გადამყვლებოდა, აუცილებლად უნდა გამეხსნა.
-უთხარით ხელები გამიხსნან. - შევევედრე, ჩემ სახეს თვითონ ვერ ვხედავდი, მაგრამ თვალზე ცრემლებიც კი მომადგა, ისე შევხედე დიქტატორს, რომელიც აქაურობას განაგებდა.
-შემიძლია გენდო? - ეჭვით გადმომხედა.
-კი.
-გაუხსენით! - თვალებით ჩემკენ ანიშნა, მათაც დაუყოვნებლივ შეასრულეს ბრძანება, თან სამი წყვილი თვალი მე მომშტერებოდა. არ მესმის, ფილმებში ყველაფერი სხვაგვარად არის, დაკითხვის ოთახი, სადაც დამნაშავეს კითხავენ, რა ხდება? რატომ ვარ მე აქ და რატომ არ ვარ იმ კარგად დაცულ და დახურულ ოთახში, სადაც წყდება ადამიანის ბედი?
შვებით ამოვისუნთქე. ხელებში მგრძნობელობა გავსინჯე და მტკივანი ადგილები დავიზილე. თავისუფლება ვიგრძენი, მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად. წარმოვიდგინე, თითქოს ყველაფერი დასრულდა, არაფერში აღარ მადანაშაულებდნენ და მიშვებდნენ, მაგრამ ეს ოცნებაც უმალ იმავე ბოხმა ხმამ გამიქრო, რომელმაც საკუთარ თავში იმედიც კი ჩაახშო, იმედი ამ წყეული ადგილიდან შორს გაფრენისა და თავისუფლებისა. მე ისევ, მეორედ მოვკვდი.
-თქვენ აღარ ხართ საჭირონი... - გადახედა ალექსანდრესა და იულიუსს. - ახლა მე მივხედავ.
-კი მაგრამ... დამნაშავეა, ასე არ...
-მე ვენდობი, არაფერს იზამს, გადით. - დაამშვიდა ორივე, მათაც დაგვტოვეს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ესეც რაღაც გარკვეული სცენარის ნაწილი იყო. ძალიან მინდოდა, რომ ეს ასე არ ყოფილიყო, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარებოდა. რაღაც ხერხი, ისევ ჩემს ასალაპარაკებლად, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. მის დაწყებას ველოდი. მენდო, მაგრამ სულ ტყუილად. მაინც მოვუღებ ბოლოს, არავინ აღარ გვიყურებს, ჩემთვის კი უკვე სულერთია რას გამიკეთებენ, სულერთია რა მოუვა ჩემ სხეულს, რადგან მე უკვე მოვკვდი, დავკარგე იმედი აქედან გაღწევის და სიცოცხლეც აღარ მსურს. - იცი? რაღაც მინდა გაგიმხილო, თუმცა ვიცი, რომ ამით დიდ შეცდომასაც ვუშვებ, რადგან გენდობი. ნდობა ორმხრივი უნდა იყოს თორნიკე, ნდობა ერთიდან წამოსული, მაგრამ მეორისგან უნდობლობით არაფერი გამოვა. დარწმუნებული ხარ, რომ უნდა განდო ყველაფერი და შემიძლია გენდო?
ჩემდა გასაკვირად, რატომღაც თავი დავუკარი, მან კი ისევ განაგრძო.
-უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამ ციხის უფროსი ვარ, ბევრი საშინელება მაქვს ნანახი, ბევრი მკვლელობა, ბევრი მკვლელი და მსხვერპლიც, ყველანაირად დასახიჩრებული სხეული, რაც დამეთანხმები საშინელებაა, მე კი აქ ყოფნას დიდ ხანს აღარ ვაპირებ ჩემო თორნიკე.
-ეგ როგორ? - რაღაცას მემაიმუნება! მატყუებს, მაგრამ ხომ უნდა გავიგო რა აქვს ჩაფიქრებული, ამიტომ ვთამაშობ როლს, თითქოს ვენდობი და ნამდვილად ღირსეულად ვასრულებ კიდეც. ისე გულწრფელად გავიკვირვე, რომ მამა ღმერთსაც არ შეეპარებოდა ეჭვი ჩემს გულწრფელობაში.
-მომბეზრდა ციხის უფროსობა, ამას მხოლოდ შენ განდობ, არც კი იციან ჩემმა ხელქვეითებმა, იმიტომ გეუბნები, რომ მინდა შენც მენდო და ყველაფერი მომიყვე, რაც მოხდა. შენი მხრიდან მინდა ვიცოდე, თორემ კამერებმა ყველაფერი დააფიქსირეს და ჩანაწერს ათასჯერ მაინც გადავხედე. - შებრუნდა და კედლისკენ წავიდა. სურათი გადასწია, საიდანაც სეიფისმაგვარი რამ გამოჩნდა, შემდეგ ციფრები აკრიფა და დიდი ვერცხლისფერი რკინის კარებიც გამოსწია. ხელი შეჰყო შიგნით და ტომარა გამოიღო, წინ დამიგდო და მიბრძანა გამეხსნა. ბრძანება არ მომეწონა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე გამეხსნა. - აქ, ზუსტად მილიონია, შემიძლია გავიქცე აქედან და არასდროს აღარ დავბრუნდე უკან, თან ისე ვერავინ რომ მიპოვოს. გეფიცები, დღესვე ვაპირებდი გაქცევას, მაგრამ შენ გამოჩნდი, შენზე კი გული შემტკივა, არ მინდოდა აქ მარტო, უყურადღებოდ დამეტოვებინე, არ მსურს რამე დაგიშავდეს მეგობარო. მართალია ახლა ეს ყველაფერი გითხარი და თავიდან ვიღაც მკაცრი და საშინელი ადამიანი წარმოგედგინე, მაგრამ ასე იყო საჭირო, ისინი ასეთს მიცნობენ. მინდა დაგეხმარო, რადგან როგორც გითხარი, აქ შენ შეიძლება გაგანადგურონ, უარეს შემთხვევაში კი შენი უსულო სხეული ვიპოვოთ, სადღაც ჩვენს ეზოში. - ნაღვლიანი ჰქონდა თვალები და ადამიანობის სახე დავინახე, სითბო ვიგრძენი, პირველად ამდენი ხნის განმავლობაში ვიგრძენი, რომ ვიღაც ზრუნავდა ჩემზე, რაც მესიამოვნა კიდეც და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ადამიანს ვენდე, ბოლომდე ვენდე, თითქოს კარგად ვიცნობდი უკვე, მთელი დღეები გართობაში და საუბარში გაგვეტარებინოს, იცოდეს ჩემი ყველა საიდუმლო და მეც ვიცოდე. ისეთი ახლობელი გახდა წამში ჩემთვის, მეგონა ნამდვილად დამეხმარებოდა და მჯეროდა მისი. - შენ წარსულს გავეცანი. - ამან მთლად ტანში გამაცია და გამაჟრიალა. - ვიცი, როგორი ბიჭიც იყავი, ვიცი ვინც ჩაგითრია ამ ყველაფერში და რატომ მოხვდი აქ. შენ შეგაცდინეს, არ გინდოდა ამ ყველაფერში გარევა, მაგრამ შენმა ძმამ...
-გაჩერდით.. გთხოვთ. - მეტის გახსენება აღარ შემეძლო, ესეც საკმარისი იყო რომ ცრემლები წამომსვლოდა და პატარა ბავშვივით ავბღავლებულიყავი. ჩემი ძმის გახსენებაზე ისევ მომაწვა ის განცდები, გამანადგურებელი არსებობა, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი არარსებული წერტილი ვიყავი.
იმედგაცრუება.
ბრაზი.
ზიზღი.
სიძულვილი.
სიგიჟე.
-ჩემ ძმაზე არაფერი თქვა! - კიდევ ერთხელ ვთხოვე, როცა დავინახე პირის დაღებას და საუბრის წამოწყებას აპირებდა ხელახლა. - ყველაფერს გეტყვით. გეფიცებით, სხვა გზა რომ მქონოდა ასე არ მოვიქცეოდი, არ აღმოვჩნდებოდი ჯურღმულში, რომელშიც ჩამითრიეს. კაცის მოკვლას არც ვაპირებდი, მენდეთ, დამიჯერეთ. - თავს მიქნევდა ნდობით. - მას შემდეგ ზიზღი და სიძულვილი ჩემ განუყრელ მეგობრებად იქცნენ, არ აღმოჩნდა ჩემ გვერდით არავინ ისეთი, ვინც მეტყოდა რა უნდა გამეკეთებინა, ვინც მეტყოდა სწორად როგორ მოვქცეულიყავი, დედაჩემის დაკარგვის შემდეგაც კი ვერ აღვწერ რა არარაობად ვიგრძენი თავი. არავის ვჭირდებოდი, არსად მქონდა წასასვლელი, ძმასთან... - ხელები ამიკანკალდა. მან როგორც იქნა ხელი სავარძლისკენ გაიწვდინა და დაჯდომა შემომთავაზა. მეც დავჯექი და გავაგრძელე. - ძმასთან ვერ მივიდოდი, არ მივიდოდი! არაფრის დიდებით! მას არ ვთხოვდი დახმარებას!
-იარაღი საიდან გქონდა თოკო? - აი, თურმე რის ცოდნა უფრო ემნიშვნელოვანებათ. ვინანე იმ წამს, რომ გულწრფელი გავხდი, ყოველი სიტყვის თქმა ვინანე. მათ მე არ ვაინტერესებს, მათ ის უფრო აინტერესებთ, ვინ მომცა იარაღი, ვისგან ავიღე... ახლა ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ნაბი**ვრების უფროსი, ყველაზე დიდი ნაბი**ვარია, ადამიანს კი ვერაფერი გამოასწორებს, სანამ მას ეს არ უნდა. უნდა მივმხვდარიყავი, ყველაფერს უნდა მივმხვდარიყავი, რომ რაღაც ფარული მიზანი ჰქონდა ამას, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ან მე არ შემეძლო დამეღწია თავი ამ საუბრისთვის და გაფერმკრთალებული სახის დანახვაზე მეც ამიშხუილა სიტყვები, რომლებიც სითბოს გამოხატავდნენ. - თორნიკე, მინდა დაგიცვა გესმის? მინდა რომ არაფერი დაგემართოს, ამისთვის კი მჭირდება ყველაფერი ვიცოდე, არაფერი უნდა დამიმალო. მერე მეც მშვიდად გავიქცევი ამ უაზრობიდან, თავისუფალი კაცი უნდა იყო.... მალე!
-მპირდებით? - შევუღრინე უკვე უნდობლად.
-გპირდები.
-არა, არა! ვერ ვიტყვი... მომკლავენ, არ მაცოცხლებენ და თავისუფლებით ვერ დავტკბები. თუ გეტყვით, მთელი ცხოვრება აქ უნდა დავრჩე, რომ ჩემამდე ვერ მოაღწიონ.. მაინც მოაღწევენ! ღმერთო.
-ნუ გეშინია. არაფერი გემუქრება.. მათ ციხეში ჩავსვამთ, შენ კი თავისუფალი კაცი იქნები. ნუთუ, არ გინდა თავისუფლება? ნუთუ არ გინდა, რომ დაგვეხმარო იმაში, რომ ოდნავ უკეთესი გახდეს ქვეყანა.. და დამერწმუნე იმ საშიში დამნაშავეების გარეშე ყველაფერი კარგად იქნება. შენით ვერ მოიფიქრებდი ამ ყველაფერს, შენით ვერ იშოვნიდი იარაღს, დამისახელე თითოეულის სახელი, გთხოვ.
გავაჭიანურე. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისეთი თბილი იყო, მეგონა სიმართლეს ამბობდა. მეგონა ნამდვილად დამიცავდა, ვფიქრობდი არაფერი მოხდება თუ ვეტყვი, მაგრამ მაინც დარწმუნებული არ ვიყავი, ვერ ვენდობოდი ბოლომდე, ის ხომ გაქცევას აპირებდა, მე როგორღა დამიცავდა? დამტოვებდა აქ მარტოს და ყოველდღე უნდა დავლოდებოდი, როგორ მომიღებდნენ ბოლოს. სიზმრები და კოშმარები დამტანჯავდნენ, გავგიჟდებოდი სიკვდილის ყოველწამიერ მოლოდინში. ჩემი თავი საგიჟეთში რომ წარმოვიდგინე დამაჟრიალა და ამაცახცახა.
-არაფერი გემუქრება. - ისევ გადმომხედა და მზრუნველობა წავიკითხე მის თვალებში. მეც ცდუნებას ვერ გავუძელი, გარეთ მინდოდა, ციხე ჩემი ადგილი არ იყო და ვენდე!

დღე 5
ადვოკატმა მომაკითხა. მამცნეს პირდაპირ საკანში, მე კი სახეზე აშკარა გაკვირვება დამეტყობოდა. ადვოკატი? არაა... ვის უნდა დაექირავებინა, არავინ გააკეთებდა ამას, მე არავინ არ მყავს, არავინ არის ჩემი მომხედავი. უაზროდ ვიწექი და ჭერს ვუყურებდი, როცა მეორედაც გამიმეორეს იგივე. საკნის კარები გააღეს და აქეთ-იქით ჩემი ნაცნობები ამომიდგნენ. ყველაფერს ველოდი, მაგრამ... ჩემი ძმის დაქირავებულ ადვოკატს ნამდვილად არა.
როცა მომახსენა ვინც იყო და საიდან იყო ჩემი აშკარა გაღიზიანების დანახვის პატივი წილად ხვდა. ყვირილი დავიწყე, მინდოდა გაეთრიათ და მოეშორებინათ აქედან, მინდოდა რომ არაფერი მქონოდა საერთო ჩემ ძმასთან, რადგან მან მიმატოვა, დამტოვა და ამდენი ხნის განმავლობაში არც კი შემხმიანებია, დედაჩემის სიკვდილის შემდეგ, არც კი მოუკითხავს როგორ ვიყავი, ან სად ვიყავი, ძებნაც კი არ დაუწყია ჩემი და ახლა მოუნდა რომ დამიცვას? არა... ვერ დავიჯერებ და მის დახმარებას არც ავიღებ. როგორც აქამდე ვიყავი, ჩემით გამქონდა თავი, ისევე ვაპირებ ახლაც, მაგრამ ადვოკატის წასვლისას გული მაინც ამიჩუყდა და ავტირდი.
რა ხდება არ მესმის. ახლა ყველამ დაიწყო ჩემზე ზრუნვა, ყველას შევუყვარდი. ვკვდები?

დღე 9
მომდევნო დღეებშიც მაკითხავდა ადვოკატი. გუშინ კი ხმამაღლა ვუყვირე, აქედან დროზე გამიყვანეთ-მეთქი. მეტად ვერ ვჩერდებოდი, მძულდა აქაურობა და ყოველი კედელი მეზიზღებოდა, ყოველი პატიმრის გამოხედვა მაშინებდა, ყოველი სიტყვა ჩემკენ მომართული მაღიზიანებდა და სულ მუშტზე ვიყურებოდი, ჩემი მუშტის იმედი მქონდა და მედგრადაც ვიდექი, მაგრამ როცა გარშემო არავინ გყავს დამხმარე და ყველას შენი ცემა უნდა, მკლავმაგარი შვარცნეიგერის მუშტიც კი ვერაფერს გააწყობდა, რომ მქონოდა.
დიახ... დღეს ისევ ვიყავი ექიმთან, დალურჯებულ თვალზე ყინული მედო, რაღაც დამამშვიდებელიც დამალევინა და ნემსმაც ამწვა ვენაში, მაგრამ კაცურად ვითმენდი. ახლა ყოველ კუთხეში ჩასაფრებული ის ავაზაკი მელანდება, ყველაზე ზორბა ტიპი, რომელმაც თავში იმხელა ჩამცხო ტვინის შერყევას დამმართებდა უთუოდ. ვიგრძენი ჩემში სისუსტე, არც ერთი ძვალი არ მქონდა მთელი. ყველაფერი მტკიოდა, თავიც მისკდებოდა და თვალებიდან ვერ ვიყურებოდი, მაგრამ მაინც მარტო გამოვედი ექიმის კაბინეტიდან.
ისევ დამხვდნენ... ისევ ჩემს საკანთან მელოდებოდნენ, მე კი ტყუილად მქონდა ციხის უფროსის იმედი, მიუხედავად იმისა, რომ რაც უნდოდა მიიღო. შემდეგ მოინდომა სასამართლოში მეთქვა და გამემეორებინა იგივე სახელები, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო, რაზეც გაბრაზდა. ალბათ ამის დამსახურებაა, რომ აღარ ვედარდები, არც კი მაქცევს ყურადღებას და თავისთანაც არ მიძახებს, მხოლოდ დინებას მივყვები, რომელსაც სიკვდილამდე მივყავარ, თუ დროულად არ გავაღწიე აქედან.
-ჰეი, მოძალადე... - დამიღრინა ზორბამ და კედელს მოშორდა.
-გაგიმარჯოს პირუტყვო, თუ გირჩევნია ცხოველი გეძახო, ადამიანის მსგავსო ცხოველო. - ირონიულად მივმართე და გავაღიზიანე. არ მინდოდა მეც ვალში დავრჩენილიყავი. მისი არ მეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ ღონიერი იყო და ჩემზე დიდი. მაშინვე გარს შემომერტყნენ დანარჩენებიც და თვალი მოვავლე მათ სახეებს. ისინი მძვინვარე ცხოველებს ჰგავდნენ, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ადამიანებთან, ცხოველებს ყოველთვის შეგრძნებები ამოძრავებთ, ახლაც ისე იღრინებოდნენ, მეგონა ძაღლების ჯგუფთან მქონდა საქმე. გამეცინა, თუმცა უადგილოდ და მაშინვე წამოვიდა მუშტი ცხვირში.
-იცი რა არის მე და შენ შორის განსხვავება მოძალადევ? - მკითხა იგივე ხმამ საზიზღრად. - მე მხოლოდ მამაკაცებზე ვძალადობ და არა ქალებზე, იდიოტო!
-ქალს შეუძლია შენი ძალ-ღონის პატრონიც კი დააჩოქოს უმარტივესად, ისე რომ თვალებსაც არ დაახამხამებს, შემდეგ კი ჯოჯოხეთში გაგიშვებს. - წამოდგომა ვცადე და ცხვირზე ხელი მოვიკიდე, სისხლი წამსკდა, მაგრამ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. როცა უნდა გავსწორებულიყავი, წიხლი მუცელში ამომარტყა და გვერდზე გადავტრიალდი. აჰა! კიდევ ერთი ძვლის ჩატეხვის ხმა გავიგე. ტკივილი აუტანელი იყო, მაგრამ ჩემ სისუსტეს არაფრის დიდებით არ ვანახვებდი მათ, ვინც საერთოდ არც კი იცის ვინ ვარ. ხელი ფეხში წამოვუდე უეცრად, ძალიან კი გამიჭირდა, მაგრამ მოულოდნელობა იყო ჩემი კოზირი და ცხოველი ძირს დაეცა. თავი რკინის მოაჯირს ჩამოარტყა, მერე კი ბეტონის ბილიკს, რომელიც სისხლით იყო გადღაბნილ-მოსვრილი... მისით არა, ჩემი სისხლით. წამსვე ზედ შევაჯექი და მუშტები დავუშინე, რამდენიმეჯერ დავარტყი, მაგრამ დროულად მოეგო დანარჩენიც აზრზე და მისგან გამარიდეს. ძირს დამაგდეს და იმდენი მირტყეს სანამ არ გავითიშე.
ახლა კი.. ჩემს „თბილ“ საწოლში ვწევარ და პატარა ნათურა მთვარესავით დამნათის. ყველას ძინავს, ერთის გარდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ მის რეპლიკებს, მუქარებს, რომ მომკლავს და ჩემით ვეშვები ჩემ თხელ ფურცელში.

დღე 15
ყველაზე მეტად გამიხარდა და ხტუნვა დავიწყე ყურმილის წინ, როცა ახალი ამბავი გავიგე ადვოკატისგან. გადარჩენილა. არ მომიკლავს და კომიდან გამოსულა. ტკივილიც დამავიწყდა და ტანჯვაც, რომელიც ციხეში შებრუნებისას ისევ მელოდა, ახლა მიხაროდა რომ არაფერი გამომივიდა და ექიმებმა შეძლეს, გადაარჩინეს.
-როდის შევძლებ მის ნახვას, როდის გამოვალ აქედან? - ვკითხე ადვოკატს.
-ახლა უფრო გამარტივდება შენი გათავისუფლება. მკვლელობას ვეღარ მოგაწერენ და მარტივად თუ დავამტკიცებთ, რომ ძარცვის დროს შეურაცხადი იყავი, ვერ აზროვნებდი და საერთოდ არ გქონდა სხვა გზა, სასამართლო შეიძლება ჩვენ მხარეს აღმოჩნდეს, შემდეგ კი გირაოთიც შეგვეძლება შენი ამ ჯურღმულიდან დახსნა. - მერე გაწყრა, როცა ჩემი ცემის ამბავი ისევ გაიგო. - აუცილებლად ვეტყვი უფროსს და მოვთხოვ, უფრო უსაფრთხო ადგილას გადაგიყვანონ!
-არ გინდა. გავუძლებ, მაინც მალე გამოვალ აქედან. - ნაძალადევად გამეღიმა. შევიცვალე... ჩემი ძველი მე ძმისგან თანხას საერთოდ არ აიღებდა, არც დახმარების უფლებას მისცემდა, მაგრამ ჩემში ახლად გაჩენილმა „მემ“ იცის, რომ ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ გარეთ გააღწიოს, ეშმაკსაც კი მიჰყიდის სულს. - მინდა ბოდიში მოვუხადო ასე, რომ გამოვიდა. გულწრფელად ვნანობ, მაგრამ სრული უფლება აქვს არ მაპატიოს. სრული უფლება აქვს იქვე მომკლას.
-გაპატიებს. - დარწმუნებით მითხრა და ტელეფონს მოშორდა. რაღაც უთხრა იქვე ზომბივით მდგარ პოლიციელს, მან თავი დაუქნია. მომიბრუნდა, დამემშვიდობა და მეც გამიყვანეს ოთახიდან.

დღე 18
თავისუფალი ვარ... სასამართლოს არაფერი გააჩნდა ჩემ წინააღმდეგ, როგორც გავიგე, ლომიასაც არ სურდა ჩემი დადანაშაულება, მაპატია, ამის შემდეგ დანაშაულის გრძნობის გარეშე მსურდა გამევლო, მინდოდა, მაგრამ ჯერ ისევ მღრღნიდა რაღაც. საოცარია, ადრე არასდროს მინანია არაფერი, მაგრამ თურმე როგორ ცვლის ადამიანს თავისი ხელით ჩადენილი მკვლელობა, როგორ ცვლის თავის ტყავზე გადატანილი საშინელება. მე ვიტანჯე, მე საშინლად ვიტანჯე, ჯოჯოხეთში მოვხვდი, რაც დამეხმარა ცოდვების გამოსყიდვაში და ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩემი თავი მეპოვა. ახლა შემიძლია თავისუფლად დავტოვო ჩემი „აპარტამენტები“ და სიხარულით, სრულიად თავისუფალმა შევიგრძნო, შევიარსებო გამარჯვების სურნელი, რაც გარეთ, ამ ციხისგან შორს ჰაერში იტრიალებს.
***
-დედი, ოდნავ აუწიე რა... - სთხოვა დიტოს, დედამ.
მამაკაცის ხმა ალაპარაკდა, რომელიც ახალ ამბავს უემოციოდ აცხადებდა. ამბობდა, რომ მსჯავრდებული, მკვლელობის მცდელობის საფუძველზე დაკავებული ახალგაზრდა, თორნიკე ბიჭიაშვილი, დღეს დილით გაათავისუფლეს. დაზარალებულის ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი აჩვენეს, დიტომ ლელა იცნო, მტირალი და განადგურებული. მიხვდა, რომ ლომიას მკვლელზე იყო საუბარი და...
-ნაბი*ვარი... - დაიღრიალა და კარში გავარდა. დედამისის სიტყვებმაც კი ვერ შეაჩერა, გაკვირვებული და ძალაგამოლეული გაუნძრევლად იჯდა და შვილის რეაქციაზე დარდობდა. წამსვე წამოფრინდა, ხელი ტელეფონს დაავლო, უნდოდა დაერეკა, მაგრამ ხმა სახლიდან მოდიოდა. ტელეფონი სახლში დარჩა.
***
ლომია უკვე საოპერაციოდან გამოეყვანათ, ტკბილად ეძინა, დამამშვიდებლებით ძილს თუ ტკბილი შეიძლებოდა რქმეოდა. ძილშიც კი შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა. პალატაში მარტო იყო და თავის ტკივილს ებრძოდა, სიზმრად ესმერალდას გაბრწყინებულ სახეს ხედავდა. იმ ესმერალდას სახეს, რომელსაც ორი დღე აღარ მოუკითხია ბიჭი. იტანჯებოდა, მერე და როგორ. ნატრობდა მასთან ყოფილიყო, ენატრებოდა მისი ფაფუკი კანის შეხება, მისი მსხვილი და ვნებიანი ტუჩების შეხება, თუნდაც შუბლზე. მიაჩნდა, რომ ეს უმანკო არსება არ უნდა შეერყია, არ უნდა შეხებოდა, ამის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მისკენ იწეოდა მაინც.
ყველას კეთილი დასასრულის იმედი ჰქონდა, ლომია კი დარწმუნებული იყო, რომ ასე იქნებოდა. დარწმუნებული იყო ისევ გაივლიდა, რადგან მიხვდა ყველაფერს და იცოდა, რომ განსაცდელი, რაც მოევლინა, ეს მისი გონს მოყვანის მიზანი იყო. მიხვდა და ამას არც უარყოფდა, გრძნობდა.
თვალი გაახილა, დიტო გვერდით ეჯდა, ელოდებოდა. გახელისას კი მაშინვე მისკენ მიტრიალდა და საუბარი დაიწყო.
-მომისმინე... - ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა, ზედმეტი ღრიალისგანო, დაასკვნა თავისთვის ლომიამ, ჯერ კიდევ კარგად არ იყო გამოფხიზლებული თუმცა მეგობარს გულისყურით უსმენდა. - იმ ახ*რებმა გაათავისუფლეს, ჩემი კარგი მო******ან, ბიჯო გაათავისუფლეს. - შუბლზე აიკრა ხელი და ოდნავ გრძელ თმაზე გადაისვა.
-ვინ? - ძლივს ამოღერღა ლომიამ.
-ვინც გესროლა, ის ნაბი*ვარი გამოუშვეს ციხიდან. სათანადოდ ვერ დაისაჯა, გეფიცები მოვკლავ და არ ვაცოცხლებ იმის გამო, რაც შენ დაგიშავა. - გიჟს ჰგავდა, შეურაცხადი იყო, არც არაფერი დაუშლიდა ეს, რომ გაეკეთებინა, ლომია შეშინდა, სახეზე თეთრი ფერი დაედო და ხელი მისკენ გაიშვირა.
-არა დიტო. ეს გამოსავალი არ არის. მე მას ვპატიობ და ეს ვთქვი კიდეც უკვე. მას არ სურდა ჩემთვის სროლა, ეს შემთხვევითობა იყო და მეც ვადასტურებ.
-რა? - სახეზე გაოცება ეწერა დიტოს. - პატიობ? - ზიზღი და სიძულვილი გამოესახა იმ კაცის მიმართ. ხელი ხელზე მოუჭირა თანაგრძნობის ნიშნად ლომიას, ერთი ამოიზმუვლა და თქვა. - მე კი ვერ ვაპატიებ!
პალატა სირბილით დატოვა და გამწარებულს, ლომიას ხმაც კი არ გაუგონია.

***
ჩემო უსაყვარლესო ხალხო... იმედია მოგეწონათ და ისიამოვნეთ კითხვით... დიახ, ვეცადე ეს კარგი გამოსულიყო, უფრო დიდიც და ჩასატკბარუნებელიც, მაგრამ შინაარსი არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს ვთქვა.
წაიკითხეთ, შემიფასეთ და მე თქვენი კომენტარებით დავტკბები...
ჩემო ესმერალდა... ემილიკა ეს შენ (კოცნა)



№1  offline წევრი EmyLee

Ohhh.. mtlianad damattyveva am tavma.. raghac sxvanairi iyo. Tornike.. mmm.. sheudarebeli xar chemo nichiero.vamayob shenit
--------------------
Rain Of Native Girl

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
Ohhh.. mtlianad damattyveva am tavma.. raghac sxvanairi iyo. Tornike.. mmm.. sheudarebeli xar chemo nichiero.vamayob shenit

ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა love გადავწყვიტე იმის ფიქრებიც გადმომეცა, ვის გამოც მოხვდა ლომია საავადმყოფოში. მე შენით ვამაყობ და ძალიან LOVE YOU love request ჩემო ესმერალდა love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი nini :)

წავიკითხავ და გაგიზიარებ ჩემს აზრს
winked

აუ რა კარგი იყოოოოო, ხო ვამბობ ვგიჟდები ლომიაზე თქო love love
შენზეც ასეთ კარგს რომ წერ love love love

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

nini :)
წავიკითხავ და გაგიზიარებ ჩემს აზრს
winked

აუ რა კარგი იყოოოოო, ხო ვამბობ ვგიჟდები ლომიაზე თქო love love
შენზეც ასეთ კარგს რომ წერ love love love

მიხარია ძალიაააააააააააააან ^_^ love თორნიკე როგორ მოგეწონა? :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი nini :)

ერკე
nini :)
წავიკითხავ და გაგიზიარებ ჩემს აზრს
winked

აუ რა კარგი იყოოოოო, ხო ვამბობ ვგიჟდები ლომიაზე თქო love love
შენზეც ასეთ კარგს რომ წერ love love love

მიხარია ძალიაააააააააააააან ^_^ love თორნიკე როგორ მოგეწონა? :D

კარგი ბიჭია კარგად იქცეოდა და მომეწონა რომ ნანობს

 


№6 სტუმარი black

Erke kaia dzalian sagol dzma..velodebi shemdegs

 


№7  offline წევრი anuka^_^

ერკე მიყვარხარ...:(
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

კარგი მცდელობა იყო..არ ველოდი. <3

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Erke kaia dzalian sagol dzma..velodebi shemdegs

შემდეგი აუცილებლად იქნება love უი და ამ კომენტარს ახლა რატომ ვკითხულობ :D
anuka^_^
ერკე მიყვარხარ...:(

მეც :*
უნდა ვწერო
კარგი მცდელობა იყო..არ ველოდი. <3

მომყევი მომყევი <3
კიდევ ბევრ საინტერესო რამეს ნახავ love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

განსაცდელი თვალებს რონ გვიხელს ეს შენ უკეთ დაგვანახე... შეცდომა შეცდომაა... თუგინდ შემთხვევითი იყოს... (ესეთი სადისტი როდის მერე გავხდი) ? OMG

 


№11  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
განსაცდელი თვალებს რონ გვიხელს ეს შენ უკეთ დაგვანახე... შეცდომა შეცდომაა... თუგინდ შემთხვევითი იყოს... (ესეთი სადისტი როდის მერე გავხდი) ? OMG

მთავარია მოტრიალდე ისევ არასადისტებისკენ ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ერკე
terooo
განსაცდელი თვალებს რონ გვიხელს ეს შენ უკეთ დაგვანახე... შეცდომა შეცდომაა... თუგინდ შემთხვევითი იყოს... (ესეთი სადისტი როდის მერე გავხდი) ? OMG

მთავარია მოტრიალდე ისევ არასადისტებისკენ ^_^

მმგონი ჯობია მართლა მოვტრიალდე და ესეთ რაღაცებზე მეფიქრება ლომია მონაგონი იქნება

 


№13  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
ერკე
terooo
განსაცდელი თვალებს რონ გვიხელს ეს შენ უკეთ დაგვანახე... შეცდომა შეცდომაა... თუგინდ შემთხვევითი იყოს... (ესეთი სადისტი როდის მერე გავხდი) ? OMG

მთავარია მოტრიალდე ისევ არასადისტებისკენ ^_^

მმგონი ჯობია მართლა მოვტრიალდე და ესეთ რაღაცებზე მეფიქრება ლომია მონაგონი იქნება

აქ რისთვის ვარ. მე მოგატრიალებ....
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent