შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანჯვით სავსე სიყვარული 1


19-12-2015, 18:44
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 243

• ჩემი კივილის ხმაზე,ყველა ჩემს ოთახში შემოვიდა,გაოცებულები მიყურებდნენ,ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა,მერე დედამ მომკიდა ხელი და მითხრა:
• -ელენე,შვილო,რა ხდება ?რა გაკივლებს?ხომ მშვიდობაა?
• -დედიკო იცი როგორი ბედნიერი ვარ?და მოვეხვიე დედას.
• -ჩვენც გვითხარი შენი ბედნიერების ამბავი და ჩვენც გაგვახარე შვილო.(მამა)
• -მამა სადაც მინდოდა იქ ხომ ჩავაბარე და თან სრული დაფინასება მივიღე,გესმით?სრული დაფინასება. ამის გაგონებაზე მშობლები მომეხვივნენ და მკოცნიდნენ,მათაც ძალიან უხაროდათ ეს ამბავი.ხო მართლა,მე ელენე ფალიანი ვარ,17 წლის,დედისერთა,დედასთან და მამასთან ერთად ვცხოვრობ თბილისში.წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში და ძალიან მიხარია რომ ჩემი მშობლები ამაყობენ ჩემით.მათ პირველებმა გაიგეს ეს ამბავი,ახლა კი ჩემს ყ ელაზე ახლო დაქალს,ჩემს თვალისჩინსაც უნდა ვახარო.ტელეფონი ავიღე და ლანას დავურეკე.
• -ლან,აბა თუ მიხვდები დღეს რა მოხდა?
• -ვერ ვხვდები და მითხარი,ხომ იცი არ მიყვარს გამოცანებით ლაპარაკი.
• -ლაან,სრული დაფინანსება მივიღე სწავლაზე.ვიკივლე მე.იგივე რეაქცია ჰქონდა მასაც,ძალიან გაუხარდა.ჩემი ოჯახი ფინასურად არც ისე სუსტი არ არის,თუმცა მე ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მინდოდა სწავლა,სადაც სწავლის გადასახადი საკმაოდ ძვირია,ამიტომ იქ სწავლა მხოლოდ ძალიან შეძლებული ოჯახის შვილებს შეუძლიათ.მე კი მათი გამოცდებიც ჩავაბარე და უნივერსიტეტის დაფინასება მივიღე. ამიტომ ვიყავი ასეთი ბედნიერი.სულ რაღაც ერთ კვირაში სწავლა მეწყებოდა და ძალიან ვნერვიულობდი.არ ვიცოდი უნივერსიტეტში როგორი სიტუაცია დამხვდებოდა,ბავშვებს როგორ შევეგუებოდი,საერთოდ კომუნიკაბელური ვარ,მაგრამ იქ ხომ ყველა მდიდარი დედიკოს და მამიკოს შვილები ისწავლიდნენ და სწორედ ეს მანერვიულებდა,ვერ ავიტან ვინმემ რომ ზემოდან დამიწყოს ყურება და ჩემი დამცირება სცადოს.ამის შესახებ ლანას ვუთხარი და გულიანად გადაიკისკისა.რა განერვიულებს,შენ ისეთი ხარ,იქით აქვთ სანერვიულოო.ნუ ესეც მართალია თავს არავის დავაჩაგვრინებ,ნუ მილიონრების შვილი არ ვარ,მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.მთავარი ხომ ადამიანობაა.მე ასე მიმაჩნია.მოკლეთ მთელი ეს ერთი კვირა შევეცადე რომ მშვიდად გამეტარებინა.როგორც იქნა დადგა დღე,რომელსაც ასე ველოდი და დილით ადრიანად წამოვდექი ფეხზე.
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩვეულებრივად ჩამეცვა,როგორც ყოვლთვს.თეთრი კეტები,შავი შარვალი,თეთრი მაისური და თხელი შავი ტყავი შემოვიცვი გარედან.თმა მაღლა ავიწიე და მსუბიქი მაკიაჟი გავიკეთე.მაკიაჟს ზოგადად არ ვატარებ ხოლმე,თუმცა დღეს ხომ უნივერსიტეტის პურველი დღე იყო.სასწავლებლის კარებთან რომ მივედი,გული აჩქარებული მქონდა და ძალიან ვნერვიულობდი,კარში შესვლას ვერ ვბედავდი,ვიდექი კართან და ვუყურებდი შესასვლელს,თან ადგილიდან ვერ ვიძვროდი.სწორედ ამ დროს გამოვიდა კარში ჩემი სიმაღლის,ლამაზი შავგრემანი გოგო და რომ დამინახა ასე გაშეშებული ვიდექი ჩემთან მოვიდა.
-პირველ კურსელი ხარ?
-კი,ცოტა მორიდებით ვუპასუხე მე.
-მეც პირველ კურსელი ვარ.რომელ ფაკულტეტზე ხარ?
-საერთაშორისო ურთიერთობები,ვუპასუხე ისევ ისე.
-მართლა?მეც,ანუ კურსელები ვართ,წამოდი აქ რატომ დგახარ?მოდი ვნახოთ იქნებ ჯგუფელებიც ვიყოთ. მან ხელი მომკიდა და სწრაფად ამარბენინა კიბეები.
-ხო მართლა,რა გქვია?
-ელენე,შენ?
-ნია,ნია ხომერიკი.სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც,ვუპადუხე მე და უსიტყვოდ გავყევი უკან.არ მეგონა უნივერსიტეტში მოსვლისთანავე თუ ასეთ საყვარელ გოგოს შევხვდებოდი,ის ისეთი უშუალო და უბრალო იყო,ვფიქრობდი,თურმე სულ ტყუილად ვნერვიულობდითქო,თუმცა ყველა მისნაირი ხომ არ არის.როგორც გავარკვიეთ ერთ ჯგუფში ვიყავით და ორივეს გაგვიხარდა ეს ამბავი.მერე წამიყვანა და ისინი გამაცნო ვისი გაცნობაც თვითონ უკვე მოასწრო.საკმაოდ თბილი სიტუაცია იყი,რაც ძალიან მესიამოვნა.ყველაფერი წესების მიხედვით ჩატარდა და პირველ ლექციაზეც გაგვიშვეს.ჯგუფში ყველა ვიყავით.ნია ჩემს გვერდით იჯდა.ვგრძნობდი რამდენიმე ბიჭის მზერას,თუმცა ერთისას განსაკუთრებულად,რომელიც თვალს არ მაშორებდა.მეც სპეციალურად შევხედე თვალებში,თუმცა ის ისევ ისე აგრძელებდა ყურებას.ძალიან ნაგლი გამოხედვა ჰქონდა,თუმცა უნდა ვაღიარო,ძალიან სიმპატიური იყო.ლექცია რომ მორჩა,ადგა და გავიდა,ჩემთვის საერთოდ არაფერი უთქვამს.მე ნიას მივუბრუნდი და ვკითხე.
-ნია,ჩემს პირდაპირ რომ იჯდა ის ბიჭი ვინაა,იცნობ?
-რომელი?თვალს რომ არ გაშორებდა?კი ვიცნობ,ჩემი კლასელი იყო და ახლა მხვდა ბედნიერება წილად ჩემუ ჯგუფელიც რომ იყოს.სიმართლრს გეტყვი,საშინელი ტიპია,ამპარტავანი,ამაყი და ნაგლია.
• -არ გირჩევ მასთან ურთიერთობას.შეყვარებული გყავს?
• -არა და რატომ მეკითხები?
• - არ გაბედო მასზე ფიქრი იცოდე,ბევრისთვის უტკენია გული და არც შენ იქნები გამონაკლისი ლუკასთვის იცოდე.
• -რა სისულელეს ამბობ,საერთოდ არ მაინტერესებს ეგ ბიჭი,მისთვის ნამდვილად არ მცალია.კარგი წავედით,შემდეგი ლექციისთვისაც მოვემზადოთ.ნია ჩემს წინ გავიდა,მე უკან მივყვებოდი,ოთახიდან გამოვედი თუ არა მაშინვე ლუკას დავეჯახე,ხელში ყავა ეჭირა და სულ ზედ დაეღვარა.გაცოფებულმა ჩამომხედა,ხო ჩამომხედა იმიტომ რომ ჩემზე საკმაოდ მაღალი იყო და იყვირა.
• -ცოტა ფრთხილად ვერ გაიარე?სად იყურებოდი რომ მოდიოდი?
• -თვალები იმისთვის გაქვს რომ დაინახო,ცოტა ფართოდ უნდა გაახილო და მაშინ არავის დაეჯახები.
• -ერთი ამ პატარა თავხედს დამიხედეთ,თვითონ დამეჯახა და კიდევ ამას აქვს გრძელი ენა,იცი მაინც ეს მაისური რა ღირს?
• -არ ვიცი და არც მაინტერესებს,თვალები სახლში არ უნდა დატოვო,მე არაფერ შუაში ვარ,ასე რომ უკაცრავად მეჩქარება. მაშინვე შემოვბრუნდი და წამოვედი,ნიას ხელი მოვკიდე და სწრაფად წავიყვანე.
• -ყოჩაღ შენ,როგორც შენ ელაპარაკე,ასე ლაპარაკს ვერავინ უბედავს ხოლმე,იცოდე ფრთხილად იყავი მასთან,შეიძლება ეს ძვირად დაგიჯდეს.
• -ვინ არის ასეთი ვერ ვხვდები?ერთი თავხედი ვიღაცაა,მე მისი არ მეშინია,კიდევ თუ რამეს მეტყვის,თავის დაცვა მეც შემიძლია.
• -კარგად ვიცნობ და ამიტომ გაგაფრთხილე.
• -არ მაინტერესებს კარგი ხო წავიდეთ. დღეს ლუკას აღარ შევხვედრივარ და გამიხარდა,ალბათ სახლში წავიდათქო ვიფიქრე.დღემ კარგად ჩაიარა და მეორე დღისთვის კიდევ უფრო კარგ ხასიათზე გავიღვიძე და ისე წავედი სასწავლებელში.ჯგუფის ჯგუფხელად ამირჩიეს და რექტორმა მითხრა,თუ ვინმე გააცდენს და მიზეზი არ გვეცოდინება რატომ,პასუხს შენ მოგთხოვთო.ეს არ მომეწონა მაგრამ რას ვიზამდი.ნია ყველაფერში მეხმარებოდა.სიტუაცია კარგი იყო,ნუ იყვნენ სწერვებიც ბევრი თან მაგრამ იმათთან საერთო არაფერი მქონდა,მე უკვე მყავდა ჩემი სამეგობრო.ყოველი ახალი დღე უფრო და უფრო სასიამოვნო იყო ჩემთვის.ლუკას იშვიათად ვნახულობდი,თითქმის ერთი თვე ისე გავიდა ერანეთს რომ ვხვდებოდით,გამარჯობასაც არ ვეუბნებოდით, მერე აღმოვაჩინე რომ ლუკა უკვე ორი კვირა იყო უნივერსიტეტში არ გამოჩენილა და არც არავინ იცოდა რატომ არ დადიოდა
• უნდა გამერკვია,სხვა გზა არ მქონდა.მისი ტელეფონის ნომერი გავიგე,ვურეკავდი მაგრ არავინ მპასუხობდა,მერე სახლის მისამართიც გავარკვიე და მასთან წავედი.ვიცი რომ ცუდი აზრი იყო,მაგრამ მიზეზის დასადგენად სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.მის სახლთან რომ მივედი მეგონა სასახლისწინ ვიდექი,ძალიან დიდი სახლი იყო,კარზე ზარი დავრეკე და ვიღაც ქალმა გამიღო,ალბათ მოსამსახურე იყო.
• -გისმენთ,ვინ გნებავთ?
• -ლუკა ნაკაშიძე აქ ცხოვრობს?
• -დიახ და რით შემიძლია დაგეხმაროთ?
• -შინ არის?მისი ნახვა მინდა,მისი ჯგუფელი ვარ.
• -დიახ მობრძანდით,თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ რომ სტუმრები ჰყავს.
• -არაუშავს სულ ორ წუთს წავართმევ. ქალი სახლში შემიძღვა,უზარმაზარი და ულამაზესი სახლი იყო.ხმაური შემომესმა და მალე უამრავ ადამიანს მოვკარი თვალი,როგორც ჩანს ბიჭს წვეულება ჰქონდა სახლში,სასმლის და სიგარეტის სუნი,უსიამოვნოდ უღიტინებდა ამ ყველაფრისთვის შეუჩვეველ ცხვირს.საშინელი სიტუაცია იყო,ვინ ვის კალთაში იჯდა და ვინ ვის კოცნიდა თვითონაც ვერ გაეგოთ.მე ლუკასთან მიმიყვანა ქალმა და თვითონ წავიდა.
• -ამას ვის ვხედავ,შენ აქ რას აკეთებ პატარა თავხედო?
• -სიტყვები შეარჩიე,ორი წუთით შეიძლება ვილაპარაკოთ?
• -მე და შენ?კი მაგრამ რაზე?
• -უნივერსიტეტზე რა თქმაუნდა.
• -აა ხო,რა გინდა დროზე მითხარი. თუ შეიძლება გარეთ გავიდეთ,აქ საშინელი ხმაურია.
• -რაო ჩემთან მარტო გინდა ყოფნა?რა პრობლემაა პატარავ.თქვა და ჩემსკენ წამოვიდა,ხელი წელზე მომხვიდა ზედ მიმიკრა.ძალიანაც ვეცადე მაგრამ თავი ვერ დავაღწიე.ბოლოს ვუყვირე
• -შემეშვი იდიოტო,შენს კახ...ეში ხომ არ გეშლები,ხელები მომაშორე,თავი ვინ გგონია?
• -არ მითხრა რომ არ მოგწონს ჩემთან,ლ?ამაზე უარს ვერავინ ამბობს.
• -ხელი გამიშვი,ვინ რას ფიქრობს არ ვიცი,მაგრამ ჩემთვის უბრალოდ გულის ამრევი ადამიანი ხარ დამეტი არაფერი.რაც მაინტეტესებდა უკვე გავიგე და დანარჩენი აღარ მაინტერრსებს.
• -მაინც რა გაინტერესებდა,როგორ ვერთობი?ცოტა კიდევ მოიცადე და ნახავ როგორც.ჩემსკენ დაიხარა და ჩემს ტუჩებს წვდა,თუმცა მოვახერხე და ხელიდან დავუსხლტი,მაშინვე კარისკენ წავედი,გარეთ გავვარდი,ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი.ნია და ლანა ერთად დამხვდნენ ჩემთან.მათ გავაცანი ერთმანეთი და უკვე ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით სამივე.მათ ვუამბე ყველაფერი.
• -ახლა რას აპირებ?(ნია)
• -ჭკუას ვასწავლი იმ იდიოტს,დამაცადოს.(მე)
• -თავი დაანებე,ხომ ხედავ როგორიცაა,შენ მას ვერაფერს დააკლებ,ის კი გატკენს იცოდე(ნია)
• -ნია გეყოფა,ამ თავხედობას ასე არ შევარჩენ.ვიცი რაც უნდა გავაკეთო.(მე)
• -ახლა რა მოიფიქრე?(ელენე)
• -დამაცადეთ და ნახავთ.კარგი აღარ მინდა მასზე ლაპარაკი.რომ მახსენდება ბოღმისგან ვიხრჩობი,მირჩევნია რამე სასიამოვნოზე ვილაპარაკოთ. საუბარი სხვა თემაზე გადავიტანეთ,მაგრამ მე ისევ ლუკაზე ვფიქრობდი.ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა და უნივერსიტეტში წავიდოდი.გვიან დავწექით და მალევე ჩამეძინა.დილით ადრე წამოვხტი ფეხზე და სასწრაფოდ გავემზადე.სწრაფად დავემშვიდობე მშობლებს და წავედი.უნივერსიტეტში მივედი თუ არა მაშინვე რექტორთან შევედი და გადავეცი იმ ბავშვების სია,ვინც აცდენდა,თან ისიც ჰქონდა დართული ვინ რატომ აცდენდა.მე კმაყოფილი გამოვბრუნდი უკან.თან იმაზე ვფიქრობდი ამას რა შედეგი მოჰყვებოდა.თქვენ წარმოიდგინეთ შედეგმა დიდხანს არ დააყოვნა.ბიჭი რომელიც უნივერსიტეტში არ გამოჩენილა კარგა ხანია,გიჟივით შემოვარდა ლექციაზე,ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა.გიჟივით გამატარა დერეფანი და ბოლოს კედელზე ისე მიმანარცხა მეგონა გონებას დავკარგავდი ტკივილისგან.სული ძლივს მოვითქვი.
• -შენ რა,სულ გაგიჟდი?ვინ მოგცა იმის უფლება რომ ასე მექცევი?(მე)
• -შენ ვინ მოგცა იმის უფლება რაც გააკეთე?როგორ გაბედე და ეს სისულელეები როგორ დაწერე ჩემზე,მერე კიდევ რექტორს აჩვენე.თავი ვინ გგონია?
• -ხო მაგრამ მე ტყუილი არაფერი არ დამიწერია.რაც ვნახე ის დავწერე.წესიერად რომ დამლაპარაკებოდი ასე არ გავაკეთებდი,რაც დაიმსახურე ის მიიღე.ტყული დავწერე?მართლა იმიტომ აცდენდი რომ მეგობრებთან ერთად ერთობოდი,სვამდით,ეწეოდით ყველაფერს რაც კი შეიძლება არსებობდეს და რაც დავამატე ეგეც არ არის ტყუილი ასე რომ მე შემეშვი.მხოლოდ სიმართლე დავწერე.
• -იცი რომ შეიძლება გამრიცხონ?
• -მართლა?ძალიან კარგი,გამიხარდება თუ ასე მოხდება,თვალში აღარ გამეჩხირები ხოლმე.
• -გოგო წესიერად მოიქეცი,თორემ...
• -თორემ რა?იმას დაემუქრე ვისაც შენი მუქარის ეშინია,მე თავი დამანებე თორემ კარგად არ მიცნობ იცოდე. შემოვბრუნდი და წამოვედი,არაფრის თქმა არ ვაცადე.მიხაროდა,ნეტავ მართლა გარიცხონთქო ვფიქრობდი.საშინელი ვიღაცაა
...ლუკა... ასე არასდროს არავის დაუმცირებივარ,რომ მახსენდება სისხლი მასხამს,ბოღმა მახრჩობს.ეს გოგო,არ ვიცი ასეთი ვინაა,ნამდვილი გიჟია,საშინლად თავხედი და აუტანელია.ვერც კი წარმოიდგენს ისე მეზიზღება.მის საქციელს ძვირად დავუჯენ. ...ელენე...დღეს დეკანმა თავისთან დამიბარა და მითხრა რომ უნივერსიტეტი არსებობის ოცდამეხუთე წლისთავს აღნიშნავდა და ამისთვის უნდა მეხელმძღვანელა.ხო დამავიწყდა აღმენიშნა რომ სტუდენტების თვითმმართველობის თავმჯდომარე ვიყავი.სწორედ ამიტომ მთხოვეს დახმარება.ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე,რომ ყველას ყველაფერი მოწონებოდა.საღამოს წვეულება იმართებოდა და მეც მზადებაში ვიყავი.ძალიან ვღელავდი,ყველაფერი ჩემი გაკეთებული იყო და როგორ მოეწონებოდათ არ ვიცოდი.მთელი უნივერსიტეტი იქ იყო.გრძელი შავი კაბა მეცვა,ტანზე გამოყვანილი,ღია ზურგით და დახურული წინიდან.ძალიან ლამაზი კაბა იყო,ფეხზე შავი მაღლები მოვირგე,თმა მაღლა ავიწიე და მაკიაჟიც შესაფერისი გავიკეთე.მოკლეთ,ჩემი თავი ძალიან მომწონდა.ბევრმა გამოხატა ჩემით აღფტთოვანება,ეს კი საკმაოდ სასიამოვნო იყო.ლუკაც იქვე იყო,მთელი საღამო ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.მერე ჩემთან მოვიდა,ძალიან ახლოს და პირდაპირ თვალებში მიყურებდა.სიმართლე რომ ვთქვა ძალიან მაშინებდა მისი ეს გამოხედვა,თუმცა არ შევიმჩნიე და ზურგი ვაქციე,მან კი ხელი მომკიდა და ისევ შემაბრუნა მისკენ.
-დღეს ძალიან ლამაზი ხარ?
-ხო?მადლობა.ამას ნამდვილად არ ველოდი შენგან.თუ ეს რაიმე გეგმის ნაწილია?
-ჯანდაბა,სულ ასეთი ხარ?
-ასეთი როგორი?
-რავიცი,აუტანელი.
-მადლობა კომპლიმენტისთვის, თუმცა შენთვის არ მცალია.
-ზედმეტად ამპარტავანი ხარ.არადა ამისი მიზეზი ნამდვილად არ გაქვს.ერთი უბედური მათხოვარი ხარ.
-უკაცრავად,რა თქვი?გამიმეორე თუ შეიძლება.
-არა სულ ასე არ მინდოდა მეთქვა,თუმცა ასეა,აქ შენნაირები არ უნდა სწავლობდნენ,შენი დონის ხალხი საერთოდ არსად არ უნდა სწავლობდეს,შენნაირები მხოლოდ იმისთვის იბადებიან რომ ჩვენ გვემსახურონ. ვეღარ მოვითმინე და ღვინით სავსე ჭიქა სახეში შევასხი,ყველა ჩვენ გვიყურებდა,თუმცა ისეთი გაცოფებული ვიყავი,რომ გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი
-ახლა კარგად მომისმინე საცოდაო და დაიმახსოვრე რასაც გეტყვი.შენ ყველაზე უბადრუკი არსება ხარ ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია.სიტყვა მათხოვარი შენთვის ზედ გამოჭრილია,შენ ხომ ერთი უბედური არსება ხარ,რომელიც მხოლოდ მამიკოს მისჩერებია ხელებში და ელოდება როდის მისცემს ფულს,რომ მერე ამ ფულით ძმაკაცებთან თავი მოიწონოს.ნაგავი ხარ,რომელსაც ამ ცხოვრებაში მხოლოდ წურბელის როლი აქვს მორგებული,რომელიც იმდენად უფუნქციოა რომ მისი ადგილი მხოლოდ სანაგვეზეა.კარგად დაიმახსოვრე,სანამ მე შემეხები კარგად დაფიქრდი. ვამაყობ იმით ვინც ვარ და ბედნიერი ვარ რომ ჩემი მშობლები არიან სწორედ ჩემი მშობლები და არა ვიღაც სხვები.დაფიქრდი სანამ ვინმეს შეურაწყოფას მიაყენებ და ატკენ,თორემ შეიძლება შენთვის ეს ცუდად დამთავრდეს.ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. გაცოფებული შემოვტრიალდი და წამოვედი.
ლუკა გაქვავებული იდგა და ვერაფერს ამბობდა,ალბათ არ ელოდა რომ ასე გავმწარდებოდი.სახლში მივედი,ჩემს ოთახში ავედი და ტირული დავიწყე.არ ვიცოდი რატომ ვტიროდი,უბრალოდ ვტიროდი.ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა,სულ ლუკაზე,მის სიტყვებზე და იმაზე ვფიქრობდი რაც მე ვუთხარი.მივხვდი რომ ზედმეტიც კი ვუთხარი და ყველას თვალში დავამცირე.მიუხედავად იმისა რომ საშინლად გამაცოფა,მაინც მეცოდებოდა.არ მინდოდა საკუთარი თავი მეღიარებინა რომ რაღაც ძალიან მომწონდა და მიზიდავდა ამ ადამიანში,მიუხედავად იმისა რომ სულ ვჩხუბობდით.ვგრძნობდი რომ მომწონდა და მინდოდა ეს გრძნობა ახლოს არ მიმეშვა გულთან.მეორე დღეს მთელი უნივერსიტეტი იმაზე საუბრობდა რაც წინა საღამოს მოხდა.ლუკა არსად ჩანდა.როგორც ჩანს მართლა ძალიან შეურაწყოფილად გრძნობდა თავს თორემ აუცილებლად მოვიდოდა და პასუხს მომთხოვდა.დერეფანში რომ გამოვდიოდი ყველა მე მიყურებდა.მერე იქვე ნია შემხვდა და იქიდან წამოვედით.
-გოგო გუშინ მთელი საღამო გირეკავდი და რატომ არ მპასუხობდი?
-მაპატიე,თავს საშინლად ვგრძნობდი და არავისთან არ შემეძლო ლაპარაკი.ჩემი წამოსვლის შემდეგ რა მოხდა?
-ლუკა გაცოფდა,იქაურობა სულ დალეწა,დღეს კი უნივერსიტეტიდან გარიცხეს.
-რა?ვიყვირე მე.
-ხო გარიცხეს,გუშინ ლექტორსაც შეურაწყოფა მიაყენა.ისე ყოჩაღ,მაგრად შეუსრულე ხომ იცი.ისეთი გამწარებული იყო რომ იქ რომ ყოლოდი მოგკლავდა.
-საშინლად გამაცოფა,ის არ უნდა ეთქვა რაც თქვა და მეც ამდენ რამეს არ ვეტყოდი.თუმცა მაინც მეცოდება,ჩემს გამო უნივერსიტეტიდან .

-ელე,რაღაც ისე ლაპარაკობ,მემგონი შენ ლუკა...
• - რა ლუკა,ახლა სისულელე არ თქვა იცოდე.
• -არა მართლა ასეა,ასე გაბრაზებს და მაინც მოგწონს,ვხედავ შენს თვალებს რა ემართება როცა მასზე ლაპარაკობ.
• -კარგი გეყოფა,სისიულელეს იძახი.
• -არა ეს სისულელე არ არის,შენ ის ძალიან მოგწონს და იმედი მაქვს ცოტახანში იმას არ მეტყვი რომ გიყვარს.
• -ნია მოკეტე,უკვე ნერვებს მიშლი.წამოდი ლექტორს ველპარაკოთ,იქნებ მომისმინოს და ლუკა დააბრუნოს.
• -რა?ამას მართლა აპირებ?ყველაფრის მერე ლუკას დაბრუნებას სთხოვ?
• -ხო,ვთხოვ,მე რომ არ გამომეყვანა წყობიდან არაფერი მოხდებოდა,ასე რომ მე უნდა გამოვასწორო სიტუაცია.
• -მერე კიდევ იტყვი არომწონსო.გაიღიმა ნიამ.
• ლექტორთან შევედი და დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ,როგორც იქნა დათანხმდა ლუკას უკან დაბრუნებას.ისეთი გახარებული ვიყავი,რომ ლუკასთან გავვარდი ყველაფრის სათქმელად.სახლთან რომ მივედი,გულმა მძიმედ დამიწყო ფეთქვა,მეშინოდა კიდეც იქ შესვლა,თუმცა ძალა მოვიკრიბე და მაინც დავრეკე ზარი.კარი ისევ იმ ქალმა გამიღო.ვთხოვე ლუკას ნახვა მინდათქო,შემიყვანა,მერე თვითონ ლუკას ოთახში ავიდა,მალევე უკან დაბრუნდა და მითხრა რომ მას არავის ნახვა არ უნდოდა.მე ვკითხე ლუკას ოთახი რომელი იყო და მასთან ავედი.კარზე დავაკაკუნე.
• -ხომ გითხარი,არავის ნახვა არ მინდა და აღარ შემაწუხოთქო.
• -ლუკა,შეიძლება შემოვიდე? კარი ფრთხილად შევაღე და მაშინვე მკვრივ სხეულს დავეჯახე
• . -აქ რა ჯანდაბას აკეთებ?როგორ გაბედე აქ მოსვლა,შენს გამო იცი რა გადავიტანე?
• -ლუკა მომისმინე.მან ხელი წამავლი,ითახში შემიყვანა და ისეთი ძალით მკრა ხელი,კედელს დავეჯახე და იქვე ჩავიკეცე,ის კი გაგიჟდა და ყვირილს განაგრძობდა.ძლივს შევძელი ფეხზე წამოდგომა,თვალებში ჩავხედე და ბოდიში მოვუხადე.
• -ლუკა მაპატიე.ამ სიტყვების გაგონებაზე გაჩუმდა.მაპატიე გთხოვ,უბრალოდ შენ ისე მელაპარაკე,თავი ვეღარ გავაკონტროლე,მაპატიე,არ მინდოდა უნივერსიტეტიდან რომ გაერიცხე,მაპატიე რომ ამდენი ადამიანის თვალში დაგამცირე.მაპატიე გთხოვ.
• -გაპატიო?ასე მარტივად?არა პატარა არა,შენს გამო ბევრი დავკარგე.შენი ბოდიში რას უშველის?ვინმეს თვალში თავმოყვარეობას აღმიდგენს?არა ნამდვილად არა.
• -ლუკა უნივერსიტეტში აღგადგინეს.
• -რა?რეებს ბოდავ,მეღადავები კიდეც?გოგო მოგკლავ იცოდე,უკვე ზედმეტი მოგდის.
• -არა მართლა დაგაბრუნეს,დღეს ლექტორს ვთხოვე და თხოვნა შემისრულა.
• -რა?შენ ჩემ გამო სთხოვე?არ არსებობს,ჯერ ასეთი რაღაცეები მითხარი და ახლა კიდევ ჩემზე ზრუნავ?ეს როგორ გავიგო?
• -როგორც გინდა ისე გაიგე,უბრალოდ არ მინდოდა ჩემს გამო ვინმე დაზარალებულიყო.
• -არა მაინც ვინ ხარ?ასე მექცევი და მერე ამის გამოსწორებას ცდილობ,ჩემთან მოდიხარ ისე თითქოს არაფერი მომხდარა და ბოდიშს იხდი.ცინიკოსი ხარ.
• -რაც მინდოდა მეთქვა გითხარი,ახლა რაც გინდა ის გააკეთე,მე წავედი.კარისკენ შევბრუნდი და წასვლა დავაპირე,მაგრამ ლუკამ ლაპარაკი გააგრძელა.
• -შენ მართალი ხარ,მე ეს მაგიჟებს,ის რომ შენ მართალი ხარ.მე ერთი უბედური და უიღბლო ნაგავი ვარ,სინამდვილეში შენი მშურდა,იმიტომ რომ შენ ისეთი ოჯახი გყავს რომელზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი.შენ მშობლებს უყვარხარ,მე ეს არასდროს მიგრძვნია.დედა პატარამ დავკარგე და მამამაც მაშინვე დედინაცვალი მომიყვანა სახლში,ორივე საშინლად მეზიზღება,ისე როგორც არავინ.ვგრძნობდი მათ გულცივობას და ბავშვურად ვიტანჯებოდი,დედა მენატრებოდა.სწორედ ამიტომ ვარ დღეს ასეთი. ამას რომ მიყვებოდა,თვალები ცრემლებით გამევსო,სხვა არაფერზე ვფიქრობდი ლუკას გარდა,მისკენ წავედი და მოვეხვიე,თავიდან გაოცებული იდგა,მერე მანაც მომხვია ხელები და რაღაც განსხვავებული საოცარი ვიგრძენი.არ მინდოდა მოვშორებოდი მის სხეულს,მაგრამ მივხვდი რომ დროზე უნდა მოვსულიყავი გონს.მას მოვშორდი.
• -მაპატიე,უბრალოდ თავი ვერ შევიკავე.
• -არაუშავს,ეს გუშინდელს ნამდვილად ჯობდა.თან გაიღიმა.არ ვიცი რატომ გითხარი ეს,მაგრამ რაღაცამ მაიძულა.
• -მაპატიე გთხოვ კიდევ ერთხელ. მან უბრალოდ გამიღიმა,მე კი წამოვედი.
• რატომღაც ბედნიერი ვიყავი,მიხაროდა რომ ყველაფერი მოგვარდა.არ მიყვარს როცა ვინმე უბედურია და მისი უბედურების მიზეზე მე ვარ.სწორედ ამიტომ მოვიქეცი ასე.პატიება მარტივად შემიძლია.აღარ მინდოდა მასთან ცუდი ურთიერთობა მქონოდა,არ ვიცი ლუკამ მაპატია თუ არა, მაგრამ ჯერჯერობით ამითაც კმაყოფილი ვარ.
• ...ლუკა...
• როცა ელენე ჩემთან მოვიდა,გამიკვირდა,გავცოფდი,მინდოდა მომეკლა მის სახეს რომ ვუყურებდი,მინდოდა ათასი საშინელება მეთქვა მისთვის,მაგრამ ვერ შევძელი,არ ვიცი რა მემართება მასთან, მაგრამ მის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო თავბედს ვაწყევლინებდი,მას კი ვერაფერი ვუთხარი,თუმცა ერთი ვიცი,მას ასე მარტივად არ ვაპატიებ.
• მეორე დღე ჩვეულებრივად დაიწყო.უნივერსიტეტში ისევ ადრე მივედი,ლუკა იქ დამხვდა,ჩემსკენ წამოვიდა,გადამკოცნა და მომიკითხა რასაც ნამდვილად არ ველოდი.ყველა გაოცებული გვიყურებდა.შოკში იყვნენ რადგან ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა.თუმცა მათ ყურადღებას არ ვაქცევდი,მთავარი იყო რომ ის დაძაბულობა აღარ არსებობდა და შემეძლო ლუკას გვერდით თავისუფლად ვყოფილიყავი.საუბარი ლუკამ დაიწყო
• -როგორ ხარ ელენე?
• -შენ როგორ ხარ?სიმართლე გითხრა შენგან ასეთ შეხვედრას არ ველოდი,მეგონა საერთოდ დამაიგნორებდი.
• -დაივიწყე რაც მოხდა,შენი დახმარება მჭირდება და დამეხმარები?
• -მე?კი მაგრამ რაში?
• -ბევრი გავაცდინე,მასალის სწავლაში მინდა შენ დამეხმარო,ლექტორმა მითხრა რომ რეფერატიც უნდა გავაკეთო და შენზე უკეთესს მემგონი ვერავის ვთხოვდი.შენ ხომ საუკეთესო ხარ კურსზე.ამიტომ გთხოვე და იმედია უარს არ მეტყვი.
• -არა,რათქმაუნდა უარს არ გეტყვი,დაგეხმარები.შენ მითხარი როდის დავიწყოთ და რეფერატი როდის უნდა გქონდეს მზად და ყველაფერს გავაკეთებთ.
• -მადლობა ელენე,მიხარია რომ უარი არ მითხარი.ორ კვირაში პრეზენტაცია უნდა მქონდეს,მთელი კურსი იქ იქნება,ამიტომ კარგი უნდა გამოვიდეს,ხო მარტო მე არ მივიღებ მონაწილეობას პრეზენტაციაში,შენც ჩემს გვერდით იქნები.
• -კი მაგრამ ეს რა საჭიროა?მე უკვე ყველაფერი ჩაბარებული მაქვს.
• -არაუშავს ზედმეტი ქულა არ გაწყენს და მეცადინეობა დღესვე შეგვიძლია დავწყოთ,ლექციების შემდეგ თუ გაცლია.
• -კი რათქმაუნდა.ბიბლიოთეკაში შევხვდებით,ახლა კი დროებთ.
• გული გამალებით მიცემდა,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს,მარტო ერთზე ვფიქრობდი,იმაზო რომ დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად გავატარებდი.ასეთი რამ ადრეარასდროს დამმართვია.როცა მას ვხედავდი,გული ამოხტომას ლამობდა,სუნთქვა მიხშირდებოდა და თავას ძლივს ვიკავებდი გონება რომ არ დამიბინდვოდა.მთელი დღე ისე გავიდა ვერც გავიგე და ლუკასთან ერთად მეცადინეობას შევუდექი.არაფერი მომხდარა განსაკუთრებული,ყურადღებით მისმენდა და საკმაოდ სწრაფად ითვისებდა ყველაფერს.მერე სახლში მიმაცილა,გზაზე ბერვრ რაღაცაზე ვისაუბრეთ,ზოგად თემებზე.დღე ისე გავიდა მსთან ერთად რომ ერც შევნიშნე.სახლში რომ მივედი,არავინ დამხვდა,ამიტომ პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე დავვარდი,მხოლოდ მაშინ ვიგრძენი დაღლილობა.წამოვდექი,აბაზანაში შევედი,შხაპი მივიღე და დასაძინებლად გავემზადე,ტელეფონზე შეტყობინება მივიღე,ლუკასგან იყო. „მადლობა იმისთვის რასაც ჩემთის აკეთებ,ამას არ დაგივიწყებ“ მხოლოდ ეს ეწერა მაგრამ რაღაცნაირად მესიამოვნა მისი წაკითხვა.პასუხი არ დავუბრუნე,დავწექი და დავიძინე,ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა.დილით ისევ ადრიანად წამოვდექი,მოვემზადე და ემმა ტელეფონმაც დარეკა,დავხედე და ლუკა იყო,მაშინვე ვუპასუხე.
• -გისმენ ლუკა?
• -ელენე როგორ ხარ?
• -კარგად და შენ?რამე ხდება?
• -არა არაფერი,შენს სახლთან ვარ,თუ მზად არ გელოდები,ერთად წავიდეთ.
• -კარგი მოვდივარ.გაოცებული გავედი გარეთ.ძალიან მიხაროდა რომ მომაკითხა და დღეს მასთან ერთად ვიწყებდი.მის შეხებაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ.მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა ხოლმე.მანქანით იყო.კარი გამიღო და მეც ჩავჯექი.ცოტახანს სრული სიჩუმე იყო,მერე კი ეს სიჩუმე ისევ მან დაარღვია.
• -ელო დღეს ისაუზმე?
• -არა არ მისაუზმია.ელო ისე დამიძახა მეგონა იქვე დავდნებოდი,თუმცა არ შევიმჩნიე.
• -ხოდა ძალიან კარგი მაშინ ერთად ვისაუზმებთ,მე გეპატიჟები,ჩემს საყვარელ რესტორანში წავიდეთ და შემიფასე როგორი გემოვნება მაქვს.
• გამიღიმა და მეც ღიმილითვე ვუპასუხე,სხვა არაფერი გვითქვამს რესტორანში მისვლამდე.მართლა მშვენიერი ადგილი იყო,საუზმეც ძალიან გემრიელი იყო.
• -აბა როგორ მოგეწონა?
• -შესანიშნავი იყო,მადლობა მშვენიერი დღის დასაწყისისთვის.
• -მადლობა არაა საჭირო.ახლა დროა წავიდეთ თორემ დავაგვიანებთ.
• მთელი დღე ერთად გავატარეთ,სე როგორც დანარჩენი დღეები,სულაც არ იყო ისეთი საშინელი როგორიც მეგონა და როგორც ნიამ დამიხასიათა.გოგოებს ყველაფერი მოვუყევი.ნიას არ მოსწონდა ეს ეს ამბავი და მეუბნებოდა იცოდე ფრთხილად იყავი თორემ ცხვირს წაიმტვრევო.ისეთი ბედნიერი ვიყავი არავის ლაპარაკს არ ვიგდებდი ყურს.ერთ დღეს,როცა ვმეცადინეობდით,ჩემს გვერდით დაჯდა,ბიბლიოთეკაში სხვა არავინ იყო.ავღელდი,ასე ახლოს მასთნ პირველად ვიყავი,მიჭირდა გონების მოკრება,იმდენად ახლოს იყო ჩემთნ,მის სურნელს და სუნთქვას კარგად ვგრძნობდი.მხელი მხარზე დამადო და სავარჯიშოსთან დაკავშირებით რაღაცას მეკითხებოდა,მერე გაცუმდა და უცებ ვიგრძენი ყურს უკან სველი ბაგეების შეხება.ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა,სხეულზე თითქოს ჭიანჭველებმა იწყეს სიარული,ხმას ვერ ვიღებდი,მერე ჩემი სახე თავის ხელებში მოიქია და მისკენ შეაბრუნა.ცოტახანს მდუმარედ მიყურა,შემდეგ კი როცა ჩემს ტუჩებს შეეხო,ლამის გონება დავკარგე.აი მაშინ ვიგრძენი პირველად პეპლების ფრენა მცელში,სხეულზე თითქოს ცეცხლი წამიკიდეს და ვიწვოდი.ერთიანად კანკალმა ამიტანა,საოცარი გრძნობა განვიცადე რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ.საშინლად ველავდი,გული ამოხტომას ლამობდა,სუნთქვას ვეღარ ვაკონტროლებდი,თითქოს სუნთქვაც კი მეკვროდა,ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად შეიგრძნო ლუკამ.როცა ჩემს ბაგეებს მოშორდა,თავი დაბლა დავხარე,ვიცოდი საშინლად გავწითლდებოდი და ასეც მოხდა.ლიკას გაეღიმა და მომეხვია.
• -საოცრება ხარ ელე,არ ვიცი ასე რა მომწონს შენში,მაგრამ რაღაც მაგიჟებს,მიზიდავს და სურვილი მიჩნდება სულ შენთნ ვიყო.
• სწრაფად მოვშორდი,თითქოს არაფერი მომხდარიყოს,წიგნები ავიღე და დავემშვიდობე.
• -ხვალამდე ლუკა,ჩემი წასვლის დროა თორემ ძალიან დამაგვიანდა უკვე.
• -მე წაგიყვან.
• -არა არაა საჭირო.მე თვითონ წავალ.გადავკოცნე და ისე დავემშვიდობე. სახლში აჟიტირებული დავბრუნდი.მაშინვე ლანას დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი.ლანა გაგიჟდა.
• -ელეე,შენ შეყვარებული ხარ,თანაც თავდავიწყებით.
• -ხო ლან,ვაღიარებ,მიყვარს თანაც სიგიჟემდე,მას ისეთი არაფერი გაუკეთებია ჩემთის მაგრამ მაინც სიგიჟემდე მიყვარს.
• -იცოდე ყველაფერზე კარგად დაფიქრდი,ზედმეტის უფლება არ მისცე.მე მაინც ნიას ნათქვამზე ვფიქრობ,დიდი ხანია იცნობს და ალბათ ტყულად არ ლამძღავს ასე.
• -ნიამ არაფერი იცის მასზე.ის ისეთი კარგია.როგორც სიყვარულით დაბრმავებული ნებისმიერი გოგო,მეც ისე ვჭიკჭიკებდი.მეორე დღეს ლექციებზე ლუკა არ გამოჩენილა,დავურეკე და არ მიპასუხა.დღე ისე გავიდა არ მინახავს.საღამოს სახლში მივდიოდი და კარებთან მისულმა დავინახე,ჩემი სახლის ეზოდან გამომავალი ლუკა.გამიკვირდა მეთქი აქ რა უნდათქო და მასთან მივედი.
• -ლუკა აქ რას აკეთებ?მომეჩვენა რომ ჩემს დანახვას არ ელოდა.
• -უი ელო,მოხვედი?შენთან ვიყავი,ეზოს კარი ღია იყო და შევედი,თუმცა სახლის კარი არავინ გამიღო,როგორცჩანს შინ არავინაა.
• -ტელეფონზე რატომ არ დამირეკე?ან მე რომ გირეკავდი რატომ არ მპასუხობდ?
• -სახლში დამრჩა და უკან დაბრუნება დამეზარა.სწორედ ამიტომ.
• -გასაგებია.სახლში შემოხვალ?
• -არა უბრალოდ შნი ნახვა მინდოდა.თან არ დაგავიწყდეს ზეგ პრეზენტაცია გვაქვს.
• არა,ეგ როგორ უნდა დამავიწყდეს,იმდენი ვიწვალეთ.ხვალ მოვრჩებით ყველაფერს და ზეგ ჩავაბარებთ.
• დავემშიდობე და სახლში შევედი.მეორე დღისთვის მოვემზადე.საღამოს გოგოები მოვიდნენ ჩემთან.ჩემს ოთახში ავედით.
• -ელ,მე მაინც ჩემს აზრზე ვარ.შესვლისთანავე ეგ მითხრა ნიამ.
• -კარგი რა,როდემდე უნდა იძახო ერთი და იგივე?
• -მთელი ბავშვობა მასთან ერთად გავატარე ვიცი ვინც არის.გთოვ არ ენდო.
• -კარგი ხო სხვა რამეზე ვისაუბროთ.
• -ნუ გაურბიხარ ამაზე საუბარს.იცოდე მერე ტირილით არ მოხვიდე ჩემთან.
• -არინერვიულო საყვარელო,ყველაფერი კარგად იქნება.
• -მე გაგაფრთხილე.
მთელი საღამო ერთად გავატარეთ,ფილს ვუყურეთ ბევრი ვიხალისეთ და ბოლოს ჩემთან დარჩნენ და ერთად დავიძინეთ.დილით მე და ნია ერთად წავედით.ლექციების შემდეგ,ისევ ლუკასთან ერთად ვიყავი და დავასრულეთ რეფერატზე მუშაობა.მეორე დღისთვის კარგად მოვემზადეთ.საღამოს სავახშმოდ დამპატიჟა.მთელი საღამო ერთად გავატარეთ და მერე სახლში მიმიყვანა.
-მადლობა ამ მშვენიერი საღამოსთვის.ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო.
-ჯერ სად ხარ ელ,სხვა დღეები კიდევ უკეთესი იქნება,აი მაგალითად ხვალინდელი დღე.
-რას გულისხმობ?
-არაფერს,სურპრიზია.ახლა წადი და დაიძინე.ხვალისთვის ფორმაში უნდა იყოს.
დავემშვიდობე სახლში შევედი და მაშინვე დასაძზინებლად წავედი.მეორე დღე კარგად დაიწყო.ლუკა ჩემთნ მოვიდა.პირდაპირ ჩემს ოთხში ამოვარდა და ნივთების ჩალაგებაში მეხმარებოდა,ჩანთა მან ჩალაგა.
-ელ პრეზენტაციის დისკი სადაა?
-მანდ დევს მაგიდაზე აიღე.
-ვიპოვე კარგი დროზე წავიდეთ.თან გზაზე ორი წუთის საქმე მაქვს და ვიქაროთ.
სწრაფად გავემზადე და წავედით.გზაზე სადღაც შეუხვია,მე მანქანაში დამტოვა და ათ წუთში უკან დაბრუნდა,არაფერი უთქვამს პირდაპირ უნივერსითეთში წავედით.მალე მთელი კურსი შეიკრიბა საპრეზენტაციო დარბაზში ისხდნენ.ყველა მანდ იყო და ჩვენც დავიწყეთ პრეზენტაია.ლუკამ ვიდეო ჩართო მე კი რეფერატი გადავშალე.დარბაზში საშინელი ხმაური ატყდა,იცინოდნენ,რაღაცეებს იძახდნენ,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და ინსტიქტურად ლუკას გავხედე,ის კმაყოფილი სახით იდგა და მანიშნა უკან ეკრანისთვის შემეხედა.მეც შევბრუნდი და მაშინვე მოცელილივით დავეშვი სკამზე.იქ ჩემი პრეზენტაციის ნაცვლად ჩემი შიშველი სხეული იყო გამოსახული,სრულიად შიშველი ვიყავი,ჩემს სააბაზანოში,შემდეგ საძინებელში,სრულიად დედიშობილა,იმდენად კარგად ჩანდა ჩემის სხეულის ყველა ადგილი ცუდად გავხდი.ბიჭებმა სტვენა დაიწყეს,იცინოდნენ.აი პრეზენტაია მესმის,იძახდა ერთი.მეორემ სხვა კომენტარი გააკეთა.აზრზე ლუკას სიტყვებმა მომიყვანა.
-გეგონა ის ყველაფერი ასე მარტივად შეგრჩებდა?ესეც შენი სურპრიზი.
შოკში ვიყავი,მისთვის არაფერი მითქვამს,გიჟივით გამოვარდი იქიდან.გავრბოდი მაგრამ არ ვიცოდი სად მივდიოდი.მთავარი იყო ამ სირცხვილისთვის დამეღწია თავი.
ამ დროს უნივერსიტეტში სრული საგიჟეთი იყო.ნია ლუკას მივარდა
-შე უნამუსო,არაკაცო,ეს როგორ გააკეთე?იცოდე ელეს რომ რამე დაემართოს ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ.
ნია ელენეს ურეკავდა მაგრამა არ პასუხობდა.მერე ლანასთან დარეკა,იმანაც არაფერი იცოდა.მაშინვე მასთან წავიდა.ელენეს ძებნა დაიწყეს მაგრამ ვერსად მიაგნეს.მერე მის მშობლებს დაურეკედს და უთხრეს რომ დღეს ერთად რჩებოდნენ და არ ენერვიულათ.უკვე ღამდებოდა და ელენე ვერსად ნახეს.ნიამ ტელეფონი აიღო და ლუკას დაურეკა.ტელეფონზე ლუკას ძმაკაცმა გიორგიმ უპასუხა.
-ახლავე გადაეცი შენს იდიოტ ძმაკაცს ტელეფონი.დროზე.უყვირა მან და გიომაც მაშივე გადასცა ტელეფონი ლუკას.
-რა გინდა გოგო რა გაყვირებს?
-მომისმინე კრეტინო.უკვე ღამე და ელენეს ვერსად ვპოულობთ,გირჩევნია შენი მამიკის ფინიები ფეხზე დააყენო და ქალაქი ყირაზე დააყენონ,ელენე იპოვნონ თორემ მოგკლავ იცოდე.
-მოიცადე,ელენე სახლში არაა?
-შე იდიოტო სახლში რომ იყოს დაგირეკავდი?დროზე ხელი გაანძრიე და იპოვეთ,ღმერთმა არ ქნას რამე დაემართოს.ლუკამ ტელეფონი გათიშა და სახლითან გიჟივით გავარდა.


ახლა უცებ მომინდა რომ დამეწერა და წერა დავიწყე,რა ვიბოდიალე არ ვიცი,მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ და ძაან გთხოვთ ბავშვბებო შემიფასეთ და დამიკომენტარეთ რა მოგეწონებათ და რა არა.იმედია ისიამოვნებთ <3



№1  offline წევრი Ana Tsintsadze

კარგი იყო

 


№2  offline წევრი Firefly

რადროს გაწყვიტეე რაა....ძალიან მომეწონა♥♥მალე დადე შემდეგი თავი.
--------------------
M.T

 


№3  offline მოდერი X.G

აუუ მალე დადებ ახალ თავს? ძააან მაგარია მომეწონა ველი მომდევნო თავს

 


№4  offline წევრი difference

გააგრძელე არ დაიგვიანოო

 


№5  offline წევრი Gauqmda Gauqmda

ყველანაირად შევეცდები მალე დავდო და არ დავაგვიანო. მადლობა თქვენ პოზიტიური განწყობისთვის <3 მიყვარხართ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent