შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა(8)


1-10-2015, 07:45
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 718

-უი ზურა შენ აქ ხარ?
-ხო აპა რა, ლიზის მარტო ხომ არ დავტოვებ. მეშინია რამე არ დაემართოს.
-აუ კარგი რა. მალე კარგად ვიქნები.
-ლიზი ზურა მართალია. შენი მიტოვება არ შეიძლება.
-აპა რა შენ რომ რამე დაგემართოს მეც მოვკვდები.
-კარგი ნუ ნერვიულობ გთხოვ. ანი ყავას დალევ?
-კი და იქნებ ცოტა გამომაფხიზლოს.
-კარგი ეხლავე. მალე მოვალ.
სამივე კარგად გაერთნენ. უყურეს ფილმს, იცინოდნენ მხიარულობდნენ. ანიმ ლიზის კითხა:
-გოგო შენებმა თუ იციან ეს ამბავი.
-არ ეგ რომ ვუთხრა დედაჩემი ნერვიულობისგან მოკვდება.
-კარგი რა. დაურეკე. ახლა უფრო მეტად ნერვიულობს. რამდენი ხანია გეძებს იცი?
ხო ლიზი მართალია ანი დაურეკე და შეატყობიმნე ამბავი.
-კარგით რა. ოპერაციას რომ გავიკეთებ მერე დავურეკავ.
-არა ეხლავე დაურეკე და უთხარი ოპერაციისთვის ჩამოვიდნენ.
-კარგით ხო დავურეკავ.
ლიზის არ სურდა დარეკვა მაგრამ ზურამ და ანიმ თავისი გაიტანეს.
-გისმენთ.
-უკაცრავად ნანა მინდოდა.
-დიახ მე ვარ. თქვენ ვინ ბრძანდებით?
-დედა ლიზი ვარ.
-ვაიმე ლიზი შვილო როგორ ხარ? სად ხარ? რამე ხომ არ გჭირს?
-კი დედა არამიშავს. გთხოვ ჩამოდით შენ და მამა.
-რა იყო შვილო ხომ მშვიდობაა?
-არც ისე კარგი ამბავია. დე მე გულის კიბო მაქვს და 1 კვრიაში მიკეთებენ ოპერაციას და გთხოვ ჩამოდით რა.
-ლიზი რატომ არ მითხარი ამდენი ხანი ეგ ამბავი. მარტო რას აკეთებ მანდ? დახმარება ხომ გჭირდება?
-ნუ გეშინია ანი და ზურა აქ არიან და მეხმარებიან.
-კარგია. შვილო მე და მ ამაშენი აუცილებლად ჩამოვალთ.
ლიზის გაუხარდა, რომ მშობლები და მისი საუკეთესო მეგობრები ოპერაციის დროს რომ მასთან იქნებოდნენ. მშობლებმა ჩამოსვლა ვერ მოახერხეს მაგრამ ლიზის იმედი ჰქონდა, რომ ოპერაციის დღეს მაინც ჩამოვიდოდნენ. ერთმა კვირამ მალე ჩაიარა. დადგა ოპერაციის დღე. ლიზი ძალიან ნერვიულობს. ლიზის მშობლებიც ჩამოვიდნენ. ყველა იქ არის მაგრამ ზურა არსად ჩანს. ლიზი ნერვიულობდა ნეტავ სად არისო. ოპერაციიის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მივიდა ზურა ლიზისთან და უთხრა: ნუ გეშნია ყველაფერი კარგად იქნება, აკოცა და წავიდა.
ზურას უცბად ტელეფონმა დაურეკა. ანერვიულებული ესაუბრა. როცა საუბარი დაასრულა მივიდა ლიზის მამასთან და უთხრა:
-ბატონო ლევან რაღაც მინდა გთხოვოთ.
-რაც გინდა მთხოვე შვილო.
-იცით მე მეჩქარება უნდა წავიდე დამირეკეს. არ ვიცი ზუსტად როდის ჩამოვალ და გთხოვთ ეს ყუთი შემინახოთ. მგონი ორ დღში ჩამოვალ და თუ ვერ ჩამოვედი ლიზის თქვენ გადაეცით. გთხოვთ შემისრულეთ ეს თხოვნა.
-კარგი რა პრობლემაა შვილო.
-მადლობა და ხო მართლა. როცა ოპერაცია დასრულდება გთხოვთ უთხარით ლიზის, რომ ყველაფერი კარგადაა.
-კარგი ზურა.
ოპერაცია დაიწყო. ექიმებს გაუჭირდათ ოპერაციის გაკეთება. ბევრი სირთულე შეხვდათ. ამიტომ ოპერაცია 5 საათი მიმდინარეობდა. ყველა ძალიან ნერვიულობდა. ანის ნერვიულობისგან ერთხელ გულიც კი წაუვიდა. მაგრამ ყველამ შვებით ამოისუნთქა, როცა ექიმი გამოვიდა და თქვა რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
დაახლოებით ერთი საათი იყო ლიზი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ სერიოზული არაფერი ჭირდა. როცა თვალები გაახილა მშობლები და ანი დაინახა გაკვირვებულმა იკითხა:
-ზურა სად არის?
-იცი შვილო ზურას რაღაც საქმე გამოუჩნდა და წავიდა, მაგრამ მითხრა ლიზის გადაეცი ყველაფერი კარგად იქნება და მალე მოვინახულებო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent