ცივი სხეულები 1
-------------------------------------------------------- ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვავს კითხვას თავის არსებობასთან,არსებობის არსთან,დაბადების ადგილსა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მე ადამ სალმონი ვარ,ალბათ გაგიკვირდებათ,მაგრამ 159 წლის გახლავართ.გადათვლა რომ არ დაგჭირდეთ გეტყვით,რომ დავიბადე 1856 წელს გერმანიაში,მაშინ როცა სულ ომი და დიდი გაჭირვება სუფევდა დედამიწაზე.ხანდახან თავს უბედურად ვგრძნობდი,რომ დავიბადე დაქუცმაცებული იმპერიის ნანგრევებსა და მტვერში,სიღარიბესა და ბედკრულობით გახუნებულ ქვეყანაში. სულ რაღაც 11 წლის ვიყავი,როცა მამა ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.ბევრი ფიქრის შემდეგ დედაჩემმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და გადაწყვიტა ინგლისში წასულიყო სამუშაოდ და თან მეც წავეყვანე.როდესაც დედაჩემის ეს ინიციატივა გავიგე არ მომეწონა,რადგან ვიცოდი რომ ვერ შევძლებდი სხვაგან ცხოვრებას,მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი როდი იყო. 23 ოქტომბერს,დიდი ყინვაში ჩავაღწიეთ ინგლისში და ერთი ქალის წყალობით დედაჩემი და მე ერთ გავლენიან ოჯახში მოვეწყეთ.დედაჩემი სახლის დამლაგებლად იქცა,მე კიდე როგორც ზედმეტი ტვირთი,მაფრთხილებდა რომ ზედმეტად არ გამოვჩენილიყავი მათ სიახლოვეს.თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მაგრამ მადლობა ღმერთს რომ სახლის პატრონები ''ორი ძმა'' არც ისეთი ცუდი ადამიანები იყვნენ.ერთ ძმას ვიქტორ ჰამილტონი ერქვა,მეორეს კი ედვარდ ჰამილტონი.ვიქტორი გარეგნობით ძალიან მკაცრი შთაბეჭდილებას ტოვებდა.ფერმკთალი,შავი დიდი თვალებით და დიდი წითელი ტუჩებით.ხასიათებითაც ცოტა უცნაური იყო.ხოლო ედვარდი ძალიან აუტანელი იყო.მიჭირს სიტყვებით გადმოცემა,ალბათ ასეთი ''ტირანი'' არ გინახიათ.ის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა,თითქოს ჯერ კიდევ უნივერსიტეტის კარებთან იცდისო.ჩვენი მისვლიდან ერთ წელიწადში ვიქტორმა რუსი ცოლი შეირთო.გოგონას დებორა ნიკოლაევი ერქვა.საშუალო სიმაღლის,სწორი თმით,ოდნავ კეხიანი ცხვირით და პატარა მოვარდისფრო ტუჩებით.ლამაზი კი არა ეშხიანი იყო.ნეტა გენახათ როგორი გამჭოლი მზერა ჰქონდა,მისი თვალები კი ისე ციმციმებდნენ თითქოს რაღაც ცოდვას ჩაგადენინებენო. ასე გავიდა ეს ბავშობის წლები.18 წლის რომ ვიყავი დიდი უბედურება დამატყდა თავს.ჩემი თბილი და სათნო დედიკოც გაუჩინარდა.დიდიხანი ვეძებდი უიმედოდ მაგრამ ვერსად რომ ვეღარ ვიპოვე მისი კვალი, ხელი ჩავიქნიე.საერთოდ ბავშობიდან ასე ვიყავი.გარედან არანაირი მწუხარება არ მეტყობოდ, მაგრამ შიგნიდან მთელი გული და სული მეწვოდა. და ბოლოს მოვედით მთავარ სათქმელადამდე,როდესაც გავხდი 19 წლის, მაშინ დაიწყო ჩემი სასტიკი ცხოვრება, და მე მას ცივი სხეული დავარქვი -------------------------------------------------------------------------------------------------- დილის შვიდი საათია,ძლივს გათენდა და ამოკაშკაშდა მზე,მაგრამ ჩემს მუქ ფარდებში ძლივს სწვდება მისი სხივები.საჭმელად გასვლის დროა,ნუთუ უკვე ეღვიძებათ კურდღლებსა და შვლებს?როგორ მეზარება სისხლით მოვითხვარო მთელი სხეული,მაგრამ რა ვქნა როცა კუჭი უკვე მუცლიდან ''ყვირის''? ნეტა შემეძლოს სალათის გაკეთება,მისი ჭამა და მერე ისეთი სლოკინი თითქოს ''გავძეხი'' როგორც იქნა გავახწიე გარეთ და ჩემი უმუშევარი ფილტვები ავავსე ტკბილი ჰაერით.როგორი კარგი სანახავია, დილით მწვანე მინდორი.ხეებზე ჩიტუნები, რომ ჭიკჭიკებენ.მაგრამ არა!ეხლა ძალიან ბანალურად ვყვები.ძალიან მაწუხებს შიმშლის გრძნობა და არ მცალია ამ სილამაზის ყურებით,თუმცაღა როდესაც ჩემს სახლში 60 წლის მოხუცი ცხოვრობდა ის ყოველთვის ამბობდა რომ ასეთი სილამაზის აღქმა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათო.ეჰ როგორ მომენატრა ჩემი მოხუცი პროფესორი ტომი.ძალიან ადრე მოაკითხა სიკვდილმა,მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო.ტყეებში ისეთი სისწარფით მივექანები რომ მთელი ფოთლები შრილისგან დაბლა ვარდებიან.დღეს რატომღაც არსად ჩანან პაწაწინა ცხოველები. მომიწევს ღრმად შესვლა ტყეში.გავაგრძელე ფოთლების ცვენა ჩემი სისწრაფით გამოწვეული.როგორ მსიამოვნებდა ასეთი სწრაფი ნიავი,სულ სახეში რომ მახეთქვებდა ჰაერს,გავიტრუნე და თვალები დავხუჭე.სწორედ მაშინ მოვედი გონს,როცა რაღაცას ფეხი წამოვკარი... ---------- პრივეტ ბავშვებო :* მე ნია ვარ და ამ პროფილის ახალი პატრონი ვარ.სამწუხაროდ ამ გვედრის ძველი პატრონი ვეღარ აგრძელებდა ისტორიების დადებას და ასე რომ ვთქავათ მე ''გადმომილოცა'' მე კი დავიწყე ახალი ისტორიის დადება.აბა შემიფასეთ :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.