შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ


18-06-2015, 18:07
ავტორი ШИРЯЕВА
ნანახია 3 197

დრო იყო თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად მიმაჩნდა და ეს მხოლოდ ოჯახის წყალობით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ჩემი „ბედნიერება“ არც ისე დიდხანს გაგრძელდა. 9 წლის ვიყავი დედაჩემი მეორედ რომ დაფეხმძიმდა, ექიმები სულ იმას ეუბნებოდნენ რომ აბორტი უნდა გაეკეთებინა (ამის მიზეზი არ ვიცი მაშინ პატარა ვიყავი და ასეთ თემებზე ჩემთან არ ლაპარაკობდნენ) თუმცა დედაჩემი ამას ყოველთვის აპროტესტებდა. მალე ამან შედეგიც გამოიღო და დედაჩემი მაკა მურვანიძე მშობიარობას გადაყვა, დემეტრე გადარჩა და ოჯახში ჩემი ადგილიც დაიკავა. ახლა ის იყო საყვარელი შვილი, ამ ყველაფრის მიუხედავად ძმა არ შემძულებია. რა მისი ბრალი იყო მამას გვარის გამგრძელებელი და კომპანიის პრეზიდენტი თუ უნდოდა.
დედის სიკვდილის შემდეგ დაიწყო ჩემი ტანჯვა–წამება. ყოველ საღამო ერთი და იგივეს მოსმენა: შენ რომ ბიჭი ყოფილიყავი დედაშენიც ცოცხალი იქნებოდა. სანამ შემეძლო ვითმენდი, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ შეურაწყოფას ბოლოს ბებიამ გაიგო ყველაფერი და ჩემთან მოკარება აუკრძალა. მამაც იმის შიშით რომ საყვარელ ცოლთან ერთად ქონებასაც დაკარგავდა საერთოდ არ მენახებოდა. სამწუხაროდ ბებიაც მალევე დავკარგე და სულ მარტო დავრჩი.

დღეს კი „გათხოვილი ქალი“ და ერეკლე ბურდულის „ცოლი“ დამერქვა. ახლა ოთახში კუკლასავით გამოწყობილი ვზივარ დიდ თეთრ კაბაში და ვფიქრობ მე ალექსანდრა დადიანი 17 წლის წინ რატომ არ დავიბადე ბიჭად. ჩემს უკვე ქმარს არც კი ვიცნობ, მისი გაცნობის სურვილიც არ მაქვს. ხელის მოწერის ცერემონიალზე რობოტივით ვიყავი, ახლა რომ ვიხსენებ ისიც არ მახსოვს როგორი იყო ჩემი „ქმარი“.



№1  offline წევრი სალობალო

ძალიან პატარაა.. შემდეგში უფრო დიდი დადე რა..

 


№2  offline წევრი cancara

Rogor getyoba axalbeda roxar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent