შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლელი სანდრა მინდა მეე?(7)


19-12-2015, 22:14
ავტორი zoi
ნანახია 2 234

-კარგი მადლობა.

**ანას მწერალი**
როგორც ჩანს ანა და რიჩარდი ჩამოვიდნენ.არ ვიცი როგორ მოახერხა ანამ რიჩარდის დაყოლიება.სასწაულია ეს გოგო ხომ გეუბნებით.ფრენის მერე ისვენებდნენ.საღამოს ანამ გადაწყვიტა რიჩარდი რესტორანში წაეყვანა.მე უკვე ყველა ქართული საჭმელი გავსინჯე და ვიცი რომ რიჩარდს წინ დიდი სიამოვნება ელის.კარგად ვიხალისე რიჩარდის სახეზე ანამ 20 ხინკალი რომ შეუკვეთა.თან იმხელები იყო შეეშინდა
-ანა შენ რა გინდა რომ ეს რაღაც ვჭამოთ
-დაჯე დაჯე აგიხსნი..აი ეს რაღაც არის ხინკალი დამიჯერე ასეთი გემრიელი არაფერი გექნება ნაჭამი
რიჩარდმა დანა-ჩანგალს რომ მოკიდა ხელი ანამ ლამის იწიოკა.
-ეს ხელით უნდა მიყურე
ხინკალი მოკბიჩა და გემრიელად შეჭამა.მონატრებული იყო აშკარად.რიჩარდმაც იგივე გაიმეორა,ძლივს მოახერხა,მაგრამ ძალიან მოეწონა მეორე ცდაზე უკეთ გამოუვიდა,საერთო ჯამში თავისი წილიც და ანას დარჩენილი 4 ცალიც თვითონ შეჭამა.არ მეგონა ამდენს თუ შეძლებდა,მე მაგალითან 8ზე მეტი ვერ შევჭამე.
-ყოჩაღ რიჩარდ 14 ცალი ხინკალი შეჭამე
-ამდენი ცხოვრებაში არ მიჭამია
-დარწმუნებული ვარ
-მაგრამ მომეწონა
-ვიფიქრე ხაჭაპურსაც გავასინჯებ მეთქი მაგრამ სხვა დროისთვის გადავდოთ.
ანამ რიჩარდი ღამის თბილისის დასათვალიერებლად წაიყვანა.ერთი თვის განმავლობაში რაც აქ ვარ თბილისის თითოეული კუთხე ვიცი და ძალიან მომწონს,ვერ ვიტყვი ლონდონს ჯობს მეთქი მაგრამ,ძალიან ლამაზი და საყვარელი ქალაქია.მე მაგალითად უკვე მიყვარს.არ მიკვირს სანდრას რატომ უყვარს ასე სამშობლო.ანამ ძველი თბილისი დაათვალიერებინა რიჩარდს,ისიც ჩემსავით მოხიბლული იყო.
-ანა რა ლამაზიააა
-აბა რა გეგონაა
რიჩარდმა მხრები აიჩეჩა
-ხო. თბილისი პატარა ქალაქია მაგრამ სამაგიეროდ თბილია
-რიჩარდს ეგრევე სანდრა გაახსენდა,რომ წარმოიდგინა შეიძლებოდა სადმე თუნდაც ქუჩაში შეხვედროდა გააჟრიალა.არ იცოდა რას გააკეთებდა მისი დანახვისას.
სანდრამ მუშაობა დაიწყო როგორც თვითონ ამბობს კარგი ადგილია არ ვიცი მე რა ჰქვია.ცხრა წლის განმავლობაში დაგროვებული ფულით ოროთახიანი ბინა იყიდა.მუშაობდა და თავისუფალ დროს სულ მთაწმინდაზე ადიოდა.ხო მე მთაწმინდაც ვნახე,კი ვერ მივხვდი იქ ვინ იყვნენ დამარხული მაგრამ ალბათ გამოჩენილი ადამიანები იყვნენ.იქ როცა იყო მშვიდდებოდა.ცდილობდა გამოსავალი ეპოვნა თავისი ათართული მდგომარეობიდან.თითქოს სიმშვიდე იყო მაგრამ ანას ადრე თუ გვიან ხომ ნახავდა?ალექსანდრე ოდესმე ხომ უნდა წაეშალა.მისი ზიზღი ხომ უნდა დაევიწყებინა.რიჩარდზე უკვე აღარც ოცნებობდა,თავიდან ეგონა რომ რიჩარდთან ჰქონდა შანსი მაგრამ,ერთხელაც კი რომ არ შეეხმიანა მიხვდა ყველაფერი თვითონ გააფუჭა.თავს საშინლად გრძნობდა.ალექსანდრე ახლაც 10 წლის მერეც ახერხებდა მისთვის ცხოვრების დანგრევას.აღარ უკვარდა მაგრამ ახლა მისი ზიზღი არ აძლევდა ბედნიერების უფლებას.ხო ალექსანდრეც გამოჩნდა ერთი კვირის წინ.სანდრას შემთხვევით შეხვდა ქუჩაში.ხომ იცოდა რომ ადვოკატი,უგრძნობი გოგო სანდრა და თავისი ძველი სიყვარული ერთი და იგივე პიროვნება იყო მაგრამ სანდრას თბილისში დანახვამ მაინც გააშეშა.სანდრას კი გული ლამის აერია.
-შეენ?აქ რას აკეთებ?
-რას ვაკეთებ?იმედია არ ფიქრობ რომ ისევ შევეცდები დავმალო ვინ ვარ და გეტყვი რომ საქართველოში სჭირდებოდათ ინგლისელი ადვოკატი და დამიქირავეს
-არა არ ვფიქრობ,და აზრიც არ ექნება,მე ისიც ვერ მივხვდი იქ რატომ არ მითხარი არაფერი
-რამე უნდა მეთქვა??ნუთუ რამე დამრჩა სათქმელი?
-მართალი ხარ მე იმდენად იდიოტი ვარ ჩემთვის სათქმელი არაფერი გაქვს,მაგრამ იქნებ
-არავითარი იქნებ,ახლა მხოლოდ ის გვაქვს საერთო რომ ორივენი ქართველები ვართ მეტი არაფერი
-და ის სიყვარული
-შენ რა დამცინი?რომელ სიყვარულზე მელაპარაკები რომ მაიძულე ზიზღად მექცია?თუ შენს სიყვარულზე რომელიც ერთი ხელის მოსმით მოიშორე?
-მართალი ხარ ვტყუივარ მაგრამ მე არაფერი მომიშორებია ერთი ხელის მოსმით მე საერთოდ არ მომიშორებია ის სიყვარული
-ეგ მე არ მეხება მე მოვიშორე სამაგიეროდ
სანდრა განერვიულებული დაბრუნდა სახლში.ვერ იტანდა ყოველ დანახვაზე სურვილი უჩნდებოდა
დაეხრჩო.
ანა დავითთან იყო სანდრას ნომრის გამოსართმევად.ძალიან გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა.შუადღით ანამ რომ დაურეკა საღამოს აი იმ ბარში მიდი წლების წინ ჩვენი ადგილი რომ იყოო,გამოშტერდა.ეგონა ანა გაბრაზებული იყო და კარგა ხანი კიდევ არ შეეხმიანებოდა.მიხვდა რომ ანა ჩამოვიდა და გაუხარდა.მაგრამ თავი უცნაურადიგრძნო.თითქოს რიჩარდი იქ მარტო დატოვეს და ცუდად იქნება.საღამოს ბარში წავიდა ერთი სული ჰქონდა ანა ენახა და მაგრად მოხვეოდა.ამ დროის მანძლზე რაც მარტო იყო სულ ფიქრობდა როგორ მოეშრებინა ის საზიზღარი გრძნობა ასე რომ ახრჩობდა.თავს აიძულა რომ ზიზღი დაევიწყებინა,ასე თუ ისე გამოსდიოდა,ახლა ანას დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა,სანდრას ბოდიში უნდა მოეხადა თავისი საქციელისთვის.ბარში ალექსანდრეს დანახვას ნამდვილად არ ელოდა,საშინლად გაბრაზდა,ყველგან ამას როგორ უნდა ვხვდებოდეო.მაგრამ იმასაც მიხვდა რომ მისგან ჯერ კიდევ არ იყო თავისუფალი.მისი დანახვა არანაირ ემოციას რომ არ გამოიწვევდა სანდრაში აი მაშინ იტყოდა რომ განთავისუფლდა,მაშინ შეძლებდა შეყვარებას და ბედნიერებას.
-ოუ სანდრა აქ არ გელოდი
-რა დამთხვევაა არც მე გელოდი აქ
-სასმელზე დამეწვევი?
-არა მადლობა
-სანდრა კარგი რა ასე რატომ იქცევი?
- ასე როგორ?
-როგორ და თითქოს უცხო ვიყო და ერ მიტანდე
-ზუსტად ალექსანდრე ზუსტად გამოიცანი,შენ უცხო ხარ და თან ვერ გიტან
-შეუძლებელია
სანდრა ძლივს იკავებდა სახეში არ გაერტყა ალექსანდრესთვის,ხელები ისე ჰქონდა მოკუმული გაულურჯდა.
-ნუთუ
-ხო,ხო შეუძლებელია ვერ მიტანდე იმიტომ რომ მე მიყვარხარ,იმიტომ რომ შენ იმაზე მეტად გიყვარვარ ვიდრე მე შენ
ეს უკვე ბოლო წვეთი იყო,გაცოფებული წამოხტა ფეხზე,საერთოდ აღარ ცდილობდა თავის შეკავებას.
-ეს ადრე იყო ალექსანდრე,ადრე გახსოვს ის პერიოდი?მე შენზე ვგიჟდები შენ მე გიყვარვარ
სულ სხვა რაღაცას ამბობდა მაგრამ სულ სხვანაირად გაიგო ბარში შემოსულმა რიჩარდმა,სიხარულით რომ მოდიოდა სანდრას სანახავად.ასე ძალიან მაშინაც კი არ სტკენია სანდრას წერილი რომ ნახა.ღიმილი სახეზე შეეყინა.გული ლამის აერია მათ დანახვაზე.ყველაფერი იმაზე მიუთითებდა რომ შეცდა და არ უნდა ჩამოსულიყო მაგრამ რა ექნა იმ გრძნობისთვის რომელიც ეუბნებოდა რომ მართალი იყო?ეუბნებოდა რომ ახლა ყველაფერი ისე არ უნდა მიეღო როგორც გაიგონა.ახლა ისე იყო გამწარებული ნამდვილად არ უსმენდა იმ გრძნობას რომელიც ყველაფრის გაგებას სთხოვდა.ანაც გაოგნებული იყო,რიჩარდმა გაიგონა თუ არა ის სიტყვები რომლებიც ჯობდა არ გაეგო გარეთ გამოვარდა,სად უნდაწასულიყ ოარაფერი არ იცოდაამ ქალაქში მაგრამ იქ არ გაჩერდებოდა,ანაც მას გაყვა მარტო და ასეთ მდგომარეობაში არსად გაუშვებდა.იცოდა ყველაფერი ისე რომ არ იყო როგორც რიჩარდს ეგონა.ისიც იცოდა რომ სანდრასაც სჭირდებოდა მაგრამ ისიც კარგად იცოდა რომ სანდრაც ეტყოდა მას გაყევიო.სანდრამ რომ რიჩარდის შეშლილი სახე დაინახა,ორ წამში რომ გავარდა ბარიდან,გული სიხარულისგან ლამის გაუსკდა,მაგრამ მერე მიხვდა რა საშინელებაც დაატყდა თავს,მან ჩამოაკითხა მიუხედავად იმისარომ სანდრამ მიატოვა მან მაინც ჩამოაკითხა და რა ხედავს სცენას როგორ ეუბნება სნდრა ალექსანდრეს მიყვარხარო.თავი საშინლად იგრძნო მაგრამ უნდა დაემთავრებინა,ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესრულებინა ეს ტანჯვა.
-გახსოვს როგორ მიყვარდი?არ მგონია გახსოვდეს იმიტომ რომ მაშინაც ვერ აცნობიერებდი რომ შენზე ვგიჟდებოდი,შენც გიყვარდი ზუსტად ვიცი რომ შენც გიყვარდი მაგრამ რა?არაფერი შენ იმდენად არაკაცი იყავი რომ ვერ შეძელი შენი სიყვარულის დაცვა,ან არც გინდოდა,არ ვიცი რამ გამოგაშტერა მაგრამ შენ მე მიმატოვე გესმის?მე შენ განა მიყვარხარ მეზიზღები,ზუსტად მაგიტომ მეშლება ნერვები რომ მეზიზღები,შენს მიმართ არანაირი გრძნობა არ მინდა მქონდეს,შენ არ ხარ ჩემი ოდნავი ყურადღების ღირსიც კი,მე შენ ვერ გიტან და იმედი მაქვს ეს გრძნობაც მალე გაქრება.შენ არაკაცი ხარ,შენ დედაშენს დაუჯერე აბა სოფლელი სანდრა უნდოდა?თითქოს შენ ყავდი პრინცი,მაგრამ დედისერთა ხარ გასაკვირი არაფერია,შენ შენს მეგობრებს დაუჯერე სოფლელი გოგოს სიყვარული შეიძლებოდა?მაგრამ ხედავ ეს გოგო რად იქცა?ხედავ სოფლელი სანდრა როგორი გახდა?ერთადერთი რამ რაც შენ კარგი გამიკეთე ის იყო რომ დამშორდი,მე ძლიერი და წარმატებული ქალი ვარ.სოფლელი სანდრა სანატრელ სანდრად იქცა.შენ კი ვერასდროს ეღირსები სიყვარულს იმიტომ რომ არ ხარ ამის ღირსი,შენ იცოდი რომ ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებდა,მაგრამ მაინც მიმატოვე ახლა მგონი ხვდები რომ ასე არ უნდა მოქცეულიყავი,მაგრამ უკვე გვიანია,ახლა უკვე ჩემსავით არავის ეზიზღები.მე შენ ვერ გიტან და აღარ მინდა ოდესმე გნახო.თუ მაინც მოგვიწევს,შენ ხომ ანას ბიძაშვილი ხარ,ჩათვალე რომ არ გაქვს უფლება მომეკარო.
ალექსანდრე განადგურებული იყო.იდგა და ხმას ვერ იღებდა,რა უნდა ეთქვა ყველაფერი სიმართლე თქვა სანდრამ.თვითონ სანდრა თითქოს დაიცალაო,სწრაფად გამოვიდა ბარიდან და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი თითქოს ამდენი ხანი არ სუნთქავდაო,ახლა იგძნო ჰაერის გემო.დაიცალა მთელი ზიზღისგან და ამოისუნთქა.ხვდებოდა რომ სისულელე იყ ო10 წლის შემდეგ ალექსანდრესთან ჩხუბი მაგრამ ეს ჭირდებოდა უნდა ეთქვა რომ განთავისუფლებულიყო.ახლა მთელი ზიზღი მას დაუტოვა,ახლა ალექსანდრემ ატაროს,მას უკვე აღარ უნდა.ახლა რიჩარდი უნდა მოძებნოს და ყველაფერი აუხსნას.ანას ურეკავდა,ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ უპასუხა
-ანა
-ხოო
-სად ხართ ?მოვალ ახლავე
-არ გინდა რა გეხვეწები
-ანა თქვენ სულ სხვანაირად გაიგეთ,მე რაც ალექსს ვუთხარი..
-მოიცა მოიცა ოეე არაფერიც არ გამიგია სხვანაირად,შენ გგონია ვერ მივხვდი ალექსს რას ეუბნებოდი?შენ გგონია დავიჯერე რომ გიყვარს?უბრალოდ რიჩარდის გამო გეუბნები ახლა რომ მოხვიდე ყველაფერი ცუდად დამთავრდება,საშინლად გაცოფებულია,ძლივს დავითანხმე აქ ჩამოსვლაზე და იმ სცენამ რაც ნახა გაანადგურა.
რიჩარდი და ანა ერთ-ერთ კლუბში ისხდნენ და სვამდნენ რიჩარდი საკუთარ თავს ლანძღავდა რომ იმედი ჯერ კიდევ ჰქონდა,იმედი არაფრის,ანა ამშვიდებდა,მერე ამასაც შეეშვა და მასთან ერთად სვამდა ოღონდ ნაკლებს,სახლში ვინეს ხომ უნდა მიეყვანა იცოდა რომ ძალიან დათვრებოდა.

ბავშვებო უღრმესი მადლობა ვინც კითხულობთ და სანდრას აპატიეთ შემდეგ თავებში უკეთესად მოიქცევა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent