რა იქნებოდა... (11)
ვინმეს რომ ეკითხა რა არის ბედნიერებაო,იმ წუთში ვუპასუხებდი,რომ ჩემი ცხოვრებაა ბედნიერება,ის ყოველი წუთი,რომელსაც ლოლაძესთან ერთად ვატარებდი.ყველა დღე ერთმანეთზე უკეთესი იყო,აღარ სვამდა,აღარც მოსაწევს ეკარებოდა,სრულიად შეიცვალა,თბილი და მოსიყვარულე იყო.დედაჩემმა რომ გაიგო თავიდან მძაფრი რეაქცია ჰქონდა,მაგრამ მერე შეეგუა.თამრიკოს ძალიან გაუხარდა,შენზე უკეთესი ვინ უნდა მენატრა ჩემი გადარეული შვილისთვისო.მოკლედ ყველაფერი არაჩვეულებრივად აეწყო,მთელმა ვერამ იცოდა ჩვენი ამბავი და ყველას უხაროდა.მიყვარდა თუ არა გიო? ეს სიყვარულზე მეტი იყო. 3 თვე იყო გასული ჩვენი ერთად ყოფნიდან.უკვე თებერვლის თვე იდგა.ყველანი ცემთან ვიყავით შეკრებილები,მხოლოდ გიო გვაკლდა,უამრავჯერ დავურეკე,თუმცა გამორთული ჰქონდა,ნერვები დაწყვეტაზე მქონდა,ვიცოდი კარგს არაფერს აკეთებდა ასე რომ იკარგებოდა ხოლმე. ადგილს ვერ ვპოულობდი,ოთახში გიჟივით დავდიოდი -კარგი დაჯექი დაგვეხვა თავბრუ -სად გდია ამდენხანს სად? ჯანდაბაშიც წასულა! ხომ იცის ასე რო იკარგება როგორ ვნერვიულობ! -დამშვიდდი,მცხეთაში იქნება ასული სანდროსთან -კარგი რა ნინო,სულ მცხეთაში როგორ უნდა იყოს? -ლევანს და იკას დაურეკე? -კი,მათაც გათიშული აქვთ -ხომ ხვდები რაშიცაა საქმე? -არადა დამპირდა! -არიცი ეგენი როგორები არიან? როგორ გაძლო ამდენხანს დაჟე ეგეც მიკვირს -უარესად ნუ მიშლი ნინო ნერვებს! მთელი ღამე მის ლოდინში გავატარე თუმცა აღარ გამოჩენილა.თვალი არ მომიხუჭავს,ხმას არ ამოვიღებდი ოღონდ დაერეკა რომ კარგად იყო მეტი არაფერი მინდოდა,არც ვუსაყვედურებდი,საშინლად ვნერვიულობდი. ნერვიულობამ პიკს რომ მიაღწია თამრიკოს დავურეკე -თამრიკო დეიდა ხომ არ გაგაღვიძეთ? -არა შვილო,დღეს მორიგე ვარ,რა ხდება ხომ მშვიდობაა? -კი,კი უბრალოდ გიოს ვერ ვუკავშირდები,ტელეფონი გათიშული აქვს და ვიფიქრე თქვენ გეცოდინებოდათ სად არის-გავიწურე მისი პასუხის მოლოდინში -მობილური დაუჯდა დედი,სახლშია ძინავს წეღან დავრეკე სახლის ტელეფონზე,არ ინერვიულო ანუკი-გაეცინა -კარგით მადლობა თამრიკო დეიდა-დავმშვიდდი სწრაფად ჩავიცვი და გიოსთან წავედი,ისე რომ ჩემებს არაფერი გაუგიათ.რამდენჯერმე დავრეკე ზარი,ბოლოს როგორც იქნა კარები გამიღო,ისეთი სახე ჰქონდა გული გამისკდა. -ანუს! ვახ ჩემი1 მოდი ჩემო პატარა,როგორ გამისწორდა რო მოხვედი შენ ხო აზრზე არახარ-ხელი მომხვია და შიგნით შემიყვანა -შენ ნორმალური ხარ?!-წარბშეკრული ვიდექი მის წინ -რატო ტო? -რა რატო გიორგი? რატო იმაზე არ იფიქრე მაგ შენი დებილი თავით ნერვიულობით რო მოვკვდებოდი?! ან ტელეფონი სულ გათიშული რატო გაქვს? არ შეგიძლია ერთხელ მაინც ბოლომდე დატენო?-ხმას ძლივს ვაკონტროლებდი -კარგი რა,ნუ ატრაკებ.მოდი აქ და მაგას ჯობს ჩამეხუტო -ჩაგეხუტო არა ის კიდე,მაგარი უნამუსო ბიჭი ხარ! წავედი მე! -მოიცა სად მიდიხარ-ხელი დამავლო-წამო ჩემთან ერთად დაიძინე-ზურგზე მომიგდო -რა შენთან ერთად დავიძინო ხო არ გაკლია ბიჭოგამიშვი ხელი -თავი მისკდება ისედაც ანა,უუარესად ნუ მომიშლი ნერვებს და ნუ ფართხალებ -ხელი გამიშვი და არ ვიფართხალებ -ხელი რო გაგიშვა წახვალ-გაეცინა -აბა აქ ხო არ დავრჩები -აუ,მოდი რადარჩი და ბარემ სულ ერთად ვიქნებით. -სისულელეებს ნუ ამბობ,მიდი ახლა დაიძინე და ხვალ დაგელაპარაკეი-თითი დავუქნიე -მარტო გაგიშვებ გგონია? -რატო რა იყო ვინ შემჭამს? თანაც მარტო მოვედი და როგორმე შევძლებ უკანაც დარუნებას -შანსი არაა-ქურთულს დაავლო ხელი და სახლიდან ერტდა გამოვედით მიმაცილა,ცოტახანს ჩამეხუტა მერე კი წავიდა.მიუხედავად იმისა,რომ საშინლად ვიყავი მასზე გაბრაზებული მაინც მომილბა გული. მთელი თეერვალი დასვენება გვქონდა უნივერსიტეტში და მეც ვტკბებოდი ჩემი არდადეგებით. ჩემმა ჯგუფელმა გიგამ დამირეკა,გამიკვირდა მისი ზარი -ხო გიგა -როგორ ხარ ანა? -კარგად შენ? -რავი ნარმალნა,მისმინე ბაკურიანში ვაპირებთ ჯგუფი წასვლას და რას იზამ არ წამოხვალ? -უი მართლა? ჩემს გოგონებს ვკითხავ და თუ წამოვლენ წამოვალ მეც -მაგრად გაგისწორდებათ,უნივერსიტეტი გვიშვებს 3 დღით -ვა მართლა? და რა პონტში? -კარი სტუდენტებისთვის საჩუქარიო რავი მე,სალომემ დამირეკა წეღან და გააგებინე ბავშვებსაცო და წამო რა უეჭველი,მერე იქ რაღაც ღონისძიებებიც იქნება და მოკლედ გაგვისწორდება რა -ვნახოთ გიგა,ვკითხავ გოგონებსაც და გაგაგებინებ პასუხს გოგონებს გადავურეკე და იმატა მოეწონათ ეს აზრი,ახლა მხოლოდ გიოს დაყოლიება იყო საჭირო.საღამოს გიოსთან ავედით.როგორც ყოველთვის პახმელიაზე იყო ბიჭი და თავიც საშინლად სტკიოდა -რაო რა ბაკურიანიო?-ბორჯომი მოსვა და გვერდულად გადმომხედა -ხომ გითხარი უკვე,უნივერსიტეტიდან მივდივართ -უეჭველი უნდა წახვიდე?-თვალედაწვრილებულმა მკითხა -უეჭველი არა,მაგრამ კარგი იქნება-გოგონებს გადავხედე -ნუ მაშინ წადი -აბა რას იზამს,წამოვა-გაეკრიჭა ნინო -როდის მიდიხართ? -არვიცი,ჯერ გიგას უნდ ადავურეკო და ვკითხო -აა გიგას ხო -რა იყო?-გამეცინა -არაფერი,რა უნდ აიყოს -მოიცა,შენ რა გიგაზე ეჭვიანობ?-გულიანად გამეცინა -უეჭველი-ცინიკურად გადმომხედა არაფერი ვუპასუხე.მისი ტელეფონი გაუჩერებლივ რეკავდანერვები მომეშალა და წამოვედი,უკან გამომყვა მაგრამ მოვიმიზეზე ეკამ დამირეკათქო და წამოვედი.გიგას დავურეკე და გავაგებინე რომ ჩვენც მოვდიოდით. დილისთვის მზად იყავითოგოგონებსაც გადავურეკე და მომზადებას შევუდექი. -დე აქ ხარ?-ეკამ შემოიხედა ოთახში -კი,რა ხდება? -გიო მოვიდა -შემოვიდეს-გავუღიმე ეკას ცოტახანში ლოლაძეც შემოვიდა,ზედ არ შევხედე ისე განვაგრძე ბარგის ჩალაგება -3 დღით მიდიხარ თუ 3 თვით?-როგორც იცის ხოლმე ისე ჩააქსოვა ცინიზმი -პრობლემაა რამე?-მეც იმავე ტონით ვუპასუხე -არა,პროსტა ბევრი ხო არაა სამი დღისთვის? -არაა ეგ შენი საქმე,რა გინდა რისთვის მოხვედი?-ჩემოდნის ელვა შევკარი და გადავხედე -მომენატრე და მაგიტო,რა იყო მიზეზი მჭირდება რო მოვიდე შენთან? -როგორ მოხდა შენი ტელეფონი რომ აღარ რეკავს? -კაი რა,მაგაზე გაბრაზდი? ხო იცი შენზე წინ არავის ვაყენებ -ხო აბა რა-გამეცინა -სამი დღე უშენოდ? მაგრად ტეხავს ტო -აბა,აბა თორე გადაირევი რა -რა დამპალი ენა გაქ გოგო,მე ვცდილობ ურთიერთოა დავალაგო და შენ კიდე სულ იკბინები თუ არ გსიამოვნებს წავალ -ჰო კაი ჩუმად ვარ-მოვეხვიე და გავიყუჟე მთელი დღე ჩემთან იყო,აღარ გვიჩხუბია საერთოდ,პირიქით იეთი დამტკბარი იყო მეთქი ხო კარგად არისთქო. დილით მან გამაცილა,ავტობუსი უნივერსიტეტიდან გადიოდა.ისე მაგრად მომეხვია წასვლის წინ კინაღამ ძვლეი გადამიმტვრია.ბედნიერი წავედი ბაკურიანში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.