შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი.(ნაწილი პირველი-შეთავაზება.)


20-12-2015, 14:44
ნანახია 1 541

_ჯანდაბა და დოზანა შენ!აბო!რამდენი ხანია გიკაკუნებ,სად ჯანაბაში ხარ აქამდე! (გაბრაზებული ვყვიროდი და ჩემს იდიოტ ძმას კარადიდან ტანსაცმელებს ვესროდი,ის კი კარგად გამომუშავებული რეფლექსით მოხერხებულად იჭერდა და ჩემოდანში პირდაპირი გაგებით ტენიდა.)
_კაი რაიყო,რამ აგიშალა ნერვები ამ ახალგაზრდა გოგოს.(როგორც ყოველთვის,ახლაც კარგ ხასიათზე ბრძანდებოდა ვაჟბატონი.)
_რამ ამიშალა და შენნაირი უპასუხისმგებლო,დაუდევარი,იდიოტი,კრეტინი,მოუწისრიგებელი ძმა,რომ მყავს მაგან ამიშალა!არა,გამაგიჟებ შენ მე!დილის 8 საათზე უკვე ბათუმში უნდა ვყოფილიყავით,პლიუს ამას ბავშვებისთვისაც უნდა გაგვეარა ქუთაისში და შემდეგ ყველა ერთად უნდა წავსულიყავით,ახლა კიდევ ძალიან მაინტერესებს 4 საათში,როგორ მოასწრებ ამ ყველაფერს! (ერთი ამოსუნთქვით მივაყარე მე და ტანსაცმლის სროლა განვაგრძე.)
_კარგი რა ანო,მე ვიყო სანდრექსა თუ სამსაათში შენ ბათუმის ცეროდენაში არ იჯდე და აჭარულებს არ ჭამდე.
_სანდრექსა რომ იყო,რაღა გიჭირს შე უბედურო.ის შენნაირი დაბდურა მაინც არარის,მალე მოკიდე ხელი ჩანთებს და გავედით.(თითქმის ვუბრძანე და გასასვლელად მოვემზადე)
_რადღეში გაქვს ნერვები,მერე შემახსენე და ჩემს პირად ფსიქოლოგთან გაგატარებ კონსულტაციას.(მითხრა და კარებიდან გავარდა,ჩემმიერ ნასროლი ფეხსაცმელი,რომ აეცილებინა.)
ბავშვობიდან ასე ვიყავით,ის მუდამ დაბდურა,მოუწირეგებელი,გახეხილი თავკერძა იდიოტი იყო,სულ რაღაცას აფუჭებდა,შარში ეხვეოდა,მაგრამ თავისი ხასიათისა და თბილი ბუნების გამო ყველას უყვარს.ვერაფრით ვერ ვახერხებ იმ ფენომენის ახსნას,რასაც ჩვენი დაძმობა ქვია.მისგან რადიკალურად განსხვავებული ვარ,ნუ მე ასე მგონია,სხვები კი მუდამ საპირისპიროს მიმტკიცებენ.
_შენც აბოს ნაირი ხარ ზუსტად,მასავით არშეგიძლია ვინმეზე გაბრაზებული იყო ან ცუდი ხასიათი დიდხანს გაგიგრძელდეს.
მეტყოდა ხოლმე დედაჩემი,არადა რავქნა,ვერაფრით ვერ ვამსგავსებ ჩემსთავს აბოს.არიფიქროთ,რომ არმიყვარს,პირიქით ამქვეყნად ყველას მირჩევნია,თუმცა ამას რათქმაუნდა არგამოვხატავ.საერთოდ ასე ვარ,იმ ადამიანებისადმი სითბოს ვერასდროს ვერ გამოვხატავ,რომლებიც მიყვარს და ვერც ვეფერები,ჩემთვის მოფერება ადამიანის წვალებასთან ასოცირდება და ამიტომაც დადის დღემდე,ყველა ჩემი ახლობელი ლოყაზე დიდი ნაკბილარით და ხელზე უდიდესი ჩალურჯებით.
<<ჰომ,გეთანხმებით ამ საკითხში ძალზედ უცნაური ვარ>>
_დაძრავ მანქანას თუ დაველოდოთ,როდის გადმოდგამენ პირადად ჩვენთვის საქართველოს ორ უმნიშნელოვანეს ქალაქს? (კარის მოკეტვა არვაცადე ეგრევე ავტიტინდი)
_დილას ნანასთან შემთხვევით მჟავე მწნილი ხომ არ ჭამე?
_არა,ჩაი დავლიე,თანაც უშაქრო,ლიმონით.
_მეც არ გამიკვირდა დილიდან რამ აამჟავა,ასე ტკბილი გოგოთქო?
_გეყოს აბო და დაძარი მანქანა,სანამ ლოდინისგან მართლა არ აგიმჟავდი.
_შენგან კარგი მწნილი დადგებოდა ხოიცი?ნაბახუსევზე,მაგრად გაასწორებდი.
_თუარ გინდა ტვინი გაგისწორო,სწრაფად დაძარი მანქანა!
_კარგი ჰო,მართლა რა ტვინი წამგლიჯე.ხმა აღარ გავიგო შენი,ძილის საათები არ დაგიმთავრებია ჯერ,ამიტომაც იძინებ!
_ვაიმე!სამი წლით ხარ ადამიანო მხოლოდ უფროსი ჩემზე! სა_მით! (დავუმარცვლე და სამი გაშლილი თითი ცხვირწინ ავუფრიალე.)
_ჩუთქო! (თქვა და სიმღებს აუწია,მე კი სავარძელი გადავწიე,კომფორტულად მოვეწყვე და მორფეოსის სამყაროში,პირდაპირ თავით გადავეშვი.
___
_ანო!გაიღვიძე!ჩამოვედით! (გამეტებით მანჯღრევდა უკნიდან ვიღაც და მეც იძულებული გავხდი თვალები გამეხილა)
_სალო?!აქ რაგინდა?! (დაბნეულმა ვიკითხე)
_რადა მკვდარივით,რომ გძინავს მაგისი ბრალია ეგ!ბათუმში ვართ უკვე გენავე.
_კი მაგრამ,რომელი საათია ან აბო სადაა?
_რომელია და რვის ნახევარი,აბო კიდე ეგერ მოდის უკვე.
_რაო დაიკო როგორ გეძინა? (სასხვათაშორისოდ მკითხა)
_მშვენივრად,ზუსტად 8 ზე უნდა ვყოფილიყავით ისე აქ და არა რვის ნახევარზე! (ბიჭის ნერვების მოსაშლელად ვთქვი მე)
_ვაიმეე!ღმერთო ჩემო,ერთხელაც იქნება და მიგტყიპავ!შენკიდე სალო როგორ უძლებ ამას?! (თქვა და უკან ჩემს მომღიმარ დაქალს გადახედა)
_დამიწყნარდი შენ! (სიცილით გადახედა აბოს და მე მომიბრუნდა)დიანაც ჩამოვა დღეს ღამე!
_მშვენიერია,ძლივს დავისვენებთ რა!აუ ისე თავიდან რა გამიხარდა,ჩემი იდიოტი ძმის ყურება არ მომიწევს,ცოტახნით მაინც დავისვენებთქო! (ეს უკანასკნელი აბოს გასაგონად უფრო ვთქვი,ვიდრე სალოსი.ძამიკომ კი მრავალმნიშვლეოვნად გადმომხედა,ცხვირზე თითები მომიჭირა და მომიგრიხა.)
_ჯერ პატარა ხარ ისევ.(თქვა და ღიმილშეპარულმა თვალი ჩამიკრა.)
_აუუ ერთხელაც იქნება და მაგ შენს ცხვირს და თითებს ერთმანეთზე გადაგიბამ,ნახავ მერე,როგორია წამდაუწუმ ცხვირის წელვა.(ვთქვი მე და გაბუტვის ნიშნად ტუჩები გავბუშტე)
_მანქანაში კიდევ დიდხანს უნდა ვიჯდეთ?(შეწუხებულმა ამოილაპარაკა სალომ)
_არა,სალ.ჩემებს ველოდები პროსტა,ბათუმში არიან უკვე და აქუნდა შევხვდე,მერე ცალცალკე,რომ არ ვიაროთ,მაინც ყველა ერთ სასტუმროში ვიქნებით და.
_აი ეს მაკლდა სრული ბედნიერებისათვის.ჯერ აქ,რომ ხარ ეგ მაღიზიანებს და მერე ის,რომ შენი ძმაკაცებიც აქ იქნებიან.დავიჯერო ჩვენი დევნის მეტი სხვა საქმე არ გაქვთ?!და საერთოდ კითხვა მებადება,სულ იქ როგორ ხვდებით ხოლმე სადაც მე მიწევს ყოფნა?დავიჯერო ასეთი შემთხვევითობებიც არსებობს ყოველდღიურად?!
_დაიჯერე ანობანო,დაიჯერე!
_ნუმეძახი მაგ უაზრობას!
_აუ ეს შარზეა ტო!
_ჰე გავამზადო მანდილი?! (უკნიდან აფხუკუნდა სალომე)
_მანდილიც არ გააჩერებს ამას.(შეწუხებულმა ამოიბურტყუნა აბომ და მოხერხებულად მოეწყო.
___
რაც თავი მახსოვს,ყოველთვის გარშემო უამრავი ადამიანი მეხვია,ძალიან ბევრს ვიცნობდი და უფრო მეტი მიცნობდა.ძალიან კონტაქტური და კომუნიკაბელური ვიყავი,ხასიათიც შესაბამისი მქონდა და ყველას ადვილად ვუგებდი,როგორც იტყვიან ხოლმე „განურჩევლად სქესისა,რასისა,ეროვნებისა,წლოვანებისა“ და ა.შ.
ახლაც ასეთი ვარ.სექტემბერში დიდი გოგო ვხდები,აწ უკვე სტუდენტი მერქმევა.უცნაური ბავშვი ვარ,არც ეროვნული გამოცდების ქულები მითქვამს ჩემებისთვის და არც მოხვედრის ამბავი.სწავლა სანამ დაიწყება ერთი დღით ადრე ვახარებ ყველას,გილოცავთ თქვენი შვილი,დაქალი,დაიკო,ძამიკო სამედიცინოზე მოხვდა,100%-იანი გრანტითთქო,აქვე მივამატებ მართვისმოწმობაც უკვე ავიღე და ერთკვირაში შავი X6-ის გასაღები დაიდოს ჩემს მაგიდაზეთქო.არადა მანქანა თვითონ შემომთავაზეს,დაფინანსებას თუ აიღებ გიყიდითო,ამიტომ ველი.იმედები იშვიათად მიცრუვდება ხოლმე,რადგან მყარად მიდგანან ფეხზე და ხელიც კარგად უკიდიათ მოაჯირზე,სრიალის თავიდან ასაცილებლად.
<<ისე ჩვენში დარჩეს და საკმაოდ უცნაური იუმორის გრძნობა მაქვს,და გავაგრძელოდ ახლა სადაც გავჩერდით,ნუ გავიქეცით ფიქრებში>>
___
_სამ ადგილიანი ნომერი აიღე ჩვენთვის (უკვე დაღლილმა ვუთხარი აბოს და თავი მხარზე ჩამოვადე)
_მარტო არ გირჩევნია? (მზრუნველად მკითხა მან და თმები ამიჩეჩა)
_ნწუ(თავი გავაქნიე მე და გოგოებთან ერთად კუთვნილი ოთახისაკენ გავეშურე.)
___
_აუ კარგით რა,იმედი მაქვს ჩვენ მარტო ვივლით აქეთაქეთ და ფეხებში არ მოგვებლანდებიან!ჯერ პროსტა მაგათი გოგოები ვერ ნახე?სუფთა შპაკლები,მაგათთან ერთად სიარულს ყველაფერი მირჩევნია!სახე ატყლურწულები! (შესვლისთანავე აწუწუნდა დიანა და უკმაყოფლოდ გადახედა მეოთხე ლოგინს.) კიმაგრამ მეგონა ოთახში მარტო ვიქნებოდით (თქვა და მეოთხე ლოგინზე თვალით მიგვანიშნა)
_მოიც ახლავე გავარკვევ რახდება(ვთქვი და ისის იყო დასარეკად მოვემზადე კარები,რომ გაიღო და ოთახში დაახლოებით ჩვენი ასაკის გოგო შემოვიდა.)
_გამარჯობა,მე ელენე (თქვა მან და გაგვიღიმა.არა,აშკარად იმათნაირი არარის,მაშ ვინაა? ჩემთავს ვუსვამდი კითხვას და დებილივით უაზროდ ვიღიმოდი.)
_ვინ ხარ?(ამოსუნთქვა არაცალა,სალომ ეგრევე კითხა.
_სანდროს და ვარ,წელს მარტო მინდოდა წასვლა,მარა სანდრომ აიჩემა მარტომ სად უნდა იწანწალო,ჩემთან ერთად წამოდი,ჩემი ძმაკაცის დაც მანდ იქნება და უფრო გაერთობიო.(მომაბეზრებლად აიქნია ხელი და თავისი ცისფერითვალებით დაბნეულმა შემოგვხედა.)
_აჰამ გასაგებია,მე ვარ აბოს და ანო,სასიამოვნოა.ესენი ჩემი დაქალები სალომე და დიანა არიან.შენწარმოიდგინე და მეც ზუსტად შენნაირი გეგმები მქონდა, აბომაც ზუსტად შენსავით გამომიტყუა მეც,მაგრამ არაუშავს.ვიმედოვნებ ერთმანეთს კარგად გავუგებთ და მათი გულის გასახეთქად მშვენივრად მოვილხენთ.ახლა კიდე ჰომ დაგასწარით შუა ლოგინი ჩემია.(საყვარლად გავიკრიჭე და კუთვნილ ლოგინზე ვარსკვლავივით გავიშხლართე.)
___
ელენე საკმაოდ სასიამოვნო გოგო აღმოჩნდა,მეც,ძინკამ და სალომაც მშვენივრად გავუგეთ და საერთო ინტერესებიც მალევე აღმოვაჩინეთ.რადგანაც გარეთ საკმაოდ ცხელოდა,ზღვაზე გასვლა გადავიფიქრეთ და სასტუმროსთან მდებარე სუპერმარკეტს მივაკითხეთ,სასურველი სასუსნავებით დატვირთულები სასტუმროში ავბრუნდით,ჩვენთვის სატკბილო სუფრაც მალევე გავაწყვეთ და ჯოკერის თამაშს შევუდექით სურვილებზე.მესამე „პულკას“ ვამთავრებდით კარი ბიჭებმა,რომ შემოაღეს და კითხვისნიშნიანი თვალებით შემოგვხედეს.
_აქ რახდება?!რამხელა ხმაზე იცინით,ყველა თქვენ ოთახს მოსჩერებოდა,ვინმეს ხომ არ კლავენო! (უკმაყოფილოდ ამოთქვა აბომ და მაგიდაზე მდგომ ცარიელ ლუდის ქილებს წარბაწეულმა გადახედა.)არ მახსოვს მე თქვენთვის დალევის უფლება მომეცა.
_აუ აბო ბიძია,სასრიალოებზე ხომ გამიყვან?! (მსახიობური ოსტატობით ამოთქვა დინკამ და აბოს მობეზრებულად გადახედა)
_თქვენ,თქვენს გოგოებს,რომ მიხედოთ არა?!მარტოები ცოდოები არიან,ჩვენ ჩვენს თავს მივხედავთ,როგორმე.(გაღიზიანებული ჩანდა ელენე ძმის საქციელით)
_კარგით რა შარზე ხართ(გაეცინა დათას)გეყოთ თამაში,გავიდეთ სადმე.
_თქვენთან ერთად სიარულს არ ვაპირებთ,როცა გასვლა მოგვინდება გავალთ ჩვენთვითონ,ახლა კიდევ შეგიძლიათ გაბრძანდეთ,თორემ დაცვას გამოვუძახებ! (სიცილით ამოთქვა სალომ და ბიჭებს კარებისკენ მიანიშნა)
_ჭკუით!რო რამე ეგრევე ზარი ახლობელთან.(ჩაეცინა სანდროს და გარეთ გავიდა)
_ფუ რა იდიოტები არიან ღმერთო ჩემო!(როგორც კი ბიჭები გავიდნენ ეგრევე თქვა დინკამ
_კარგით რა ტეხავს,ასეთი გარეგნობის მქონე ასეთი რეგვენები,რომ არიან.(სიცილით ამოთქვა ელომ და თამაში განაგრძნო.)
___
_ზუსტად,რომ შესაფერისი ამინდია (კმაყოფილი ჩანდა სალო და თავის გრძელფეხებს კმაყოფილი დასცქეროდა.
_კი შესაფერისი ამინდია შებრაწვისთვის.(უკმაყოფილო ჩანდა დიანა)
_დილის 6 საათზე,რამ აგაყენა შე დალოცვილო (წუწუნებდა ელენე
_უფრო გვიან მარტო ვერ გამოვიდოდით!აბოსთან ერთად რო წამოვსულიყავით კიდე კოჭებამდე შეფუთულებს მოგვიწევდა ჯდომა.ახლა კიდე შეირგეთ!იქნებადა გამეხსნას ბედი და მეშველოს!
_სალო ნეტა არგაკლდეს.წავედი მე გავცურე.შემომიერთდებით? (ვთქვი მე და წამოვდექი.რადგანაც ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო ზღვაშიც აქაიქ თუ მოკრავდით თვალს ვინმეს,მეც მეტი რამინდოდა და თეძოების რხევით თამამად გავემართე წყლისკენ.
წყალი ჩემი სტიქიაა.ვგიჟდები მასზე და ის გიჟდება ჩემზე.ყველაზე თავისუფლად თავს წყალში ვგრძნობ.ბავშვობიდან ვცურავ,შესაბამისად კარგად ვერგები წყალს.ტივტივასთან ამოვყვინთე და ირგვლივ მიმოვიხედე.კაციშვილის ჭაჭანება არიყო.გამიხარდა.მესიამოვნა.ცურვის დროს შეხსნილი საცურაო კოსტუმის თოკიც შევიკარი და წყალზე დავწექი....
არაფერი არჯობია ამშეგრძნებას!წევხარ შენთვის წყნარად,არავინ გაწუხებს,წყნარად სუნთქავ და ზღვის ჩურჩულს უსმენ.მართლაც რომ ღვთაებრივი ნეტარებაა...არვიცი რამდენიხანი ვიწექი ესე და ეჭვი მაქვს კიდევ დიდხანს ვიქნებოდი ამ მდგომარეობაში,ვიღაცის ხელი,რომ არ მეგრძნო წელზე.თვალები უკმაყოფილომ დავჭყიტე და უცხო მამაკაცის დანახვაზე გავცოფდი.
_რაუფლებით!(გაბრაზებისგან სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი და უცნობის ხელებში ვფართხალებდი)
_დაწყნარდი და გაგიშვებ!(ღიმილით მითხრა მან და როდესაც დაწყნარებული მიგულა ხელები გამიშვა.კითხვისნიშნის თვალებით შევხედე და მისმა გარეგნობამ,პირდაპირდაპირი გაგებით დამატყვევა,ჩაძირვას დავიწყებიდი მის ძლიერ ხელებს,რომ არ დავეჭირე.
_რასაკეთებ!ახალვე გამიშვი ხელი!
_გაგიშვი და იმდენად მოიხიბლე ჩემით მოძრაობის უნარი დაკარგე,ამიტომ თავს ვიზღვევ და აღარ ვაპირებ ხელის გაშვებას!
_თავხედი ხარ!
_გმადლობთ მშვენიერო ქალბატონო!
_მშვენიერი ქალბატონი დიდად მადლობელი დაგრჩებათ,შეწუხების მიზეზს თუ გაუმხელთ.
_თქვენობით ლაპარაკი გვეყო.თორნიკე მეშველიანი.
_ანო.
_ლამაზი სახელი გაქვს ანო.
_სიმყურდროვე იმისთვის დამირღვიე,რომ ეს გეთქვა?! (გავცოფდი მე.)
_არა,არა.დაწყნარდი ლამაზო.შენთან ერთი ძალიან კარგი წინადადება მაქვს.იდეალური ფორმები გაქ,ვიზუალიც შესაბამისი.ზუსტად ისეთი ხარ,როგორსაც ვეძებდი.მოკლედ სამსახურს გთავაზობ.
_და რა სამსახურს?
_მაგას დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ გაიგებ.
_მანიაკი ხარ?
_სასაცილოც ყოფილხარ.(გაეცინა მას და ცხვირზე წამეთამაშა)
_იტყვი თუ დიდხანს ვიყოთ ასე?
_კარგი ჰო.უხერხულობა,რომ მოგეხსნას მაგისთის გეტყვი,რომ მე გეი ვარ.ნაპირზე ბიჭი,რომ ზის ეგაა ჩემი მეორე ნახევარი.(მიმითითა ქერათმიან ბიჭზე და გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა.)
_შოკში ვარ.
_ნუ დააღე პირი,თორემ წყალი შეგესხმევა.აგენტობას გთავაზობ,2 წლიანი კონტრაქტით და ძალიან კარგი ანაზღაურებით.ნებისმერ დროს მიგიღებთ,მანამ სანამ ცოცხლები ვართ.იმდენად შესაბამისი ხარ ჩვენი საქმისთვის.ნაპირზე,რომ ავალთ ნომერს მოგცემ და კარგად შეინახე.ოდესმე აუცილებლად დამთანმხდები.
_ნუ რა თავდაჯერებულობაა პროსტა.
_დროებით ანო.
ჯერ კიდევ გაუგებრობაში მყოფი,გოგოებთან მივედი,რომლებიც ინტერესით სავსე თვალებით მიყურებდნენ.
_ტყვილა იპრანჭებით,გეია.(ნიშნის მოგებით ვთქვი მე.
_უიმე,აბა შენთან რა უნდოდა? (ინტერესით მკითხა სალომ)
_არაფერი,ლიზარანს ეძებდა და მივასწავლე გზა.(უცებ მოვიტყუე მე,რატომღაც არმინდოდა გოგოებისთვის სიმართლის თქმა.შეზლონგზე კომფორტულად მოვკალათდი და გოგოებს ლაპარაკში ავყევი.

ბათუმში ყოფნის ათი დღე,მალე გავიდა.განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და რაცმთავარია თორნიკეც არ შემხვედრია არსად.ელენესთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და მადლობელი ვიყავი აბოსი,მასთან ერთად,რომ მაიძულა წასვლა ბათუმში.თბილისში დღეები სტანდარტულად გაგრძელდა.სწავლაც მალე მეწყება და მეც ჩემი სანაქებო X6-ით დავგრიალებ ქალაქში.ისევ ეულად ვარ.მყავს საუკეთესო სამეგობრო და ურცხვი თაყვანისმცემლების ურიცხვი არმია,რომლებიც ისე მანებივრებენ საჩუქრებით,რომ მეტი არ შეიძლება.ამასწინებზე ლაბრადორის ლეკვი დამხვდა კარებთან,ისე გამიხარდა ლამის გავგიჟდი.დედაჩემი ჩემზე მეტად გაგიჟდა.ამ არსებას სახლში არშემოვუშვებო ასე გამომიცხადა.ძლივს დავითანხმე დატოვებაზე,ახლა კიდე ჩემზე მეტად უყვარს მგონი.ჩვენში დარჩეს და ცოტაარიყოს ვეჭვიანობ.დედაჩემში საკუთარი ძაღლი მეცილება,სადაა სამართალი.და რომ არსად არაა სამართალი საქმეც მაგაშია.ძაღლს პოსეიდონი დავარქვი.შემოკლებით პოსკას ვეძახით.სახელის გამო ბევრი დამცინეს,მაგრამ გადავიტანეთ.;) პოსკაზე გვეყო.ახლა ჩემს თავს დავუბრუნდე.რუჯი ისე მომიხდა გავგიჟდი.თეთრი ფერი,ხომ საერთოდ დამაკვდა,ჰოდა ჩემი რა მიდის დავდივარ თეთრებში გამოწყობილი,ანგელოზივით.შოთა-ერთერთი თაყვანისმცემელი,მეუბნება,რომ ანგელოზი ვარ და დაე იყოს ესე.საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ რახან ეს ვთქვი ისიც უნდა დავუმატო,რომ სანამ ხმას ამოვიღებ მაქამდე ვარ ანგელოზი,მერე უკვე აღარ.შენი ხასიათი და ვიზუალი საერთოდ ვერ ერწყმისო ერთმანეთს ასე მეუბნება,ცოტა დაჭკვიანება გინდაო.არადა რა დაჭკვიანება მინდა,გადმომდის ტვინი ყურებიდან.აკლია ამ ბიჭს ცოტაარიყოს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent