შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (2 თავი)


21-12-2015, 00:04
ავტორი murachashvili
ნანახია 3 486

თავი მეორე
მისაღებ ოთახში ხმაურით შელაგდნენ დათუნა და ალეკო. მისალმების ნიშნად აკას ხელი აუწია და სამზარეულოში თათიასთან შექანდა ვიკაც.
- ცივი ყავა რომ არ დავლიო მოვკვდები!. - უცერემონიოდ გამოხსნა მაცივარი, ნაყინი და ყინულები გამოალაგა და ყავის ჭიქებს დაუჭყო ძებნა.
ცალი ყურით მისაღებში ბიჭებს უსმენდნენ და ხმადაბლა ჭორაობდნენ გოგოებიც.
- რაღაც საეჭვოდ დაიკარგე... - მსუბუქად უსაყვედურა თათიამ.
- რომ იცოდე რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი... - თვალები უციმციმებდა ვიკას. - ოღონდ ამ ნადირებს რომ გავისტუმრებთ მაშინ მოგიყვები.
- დარჩი ამაღამ და მოვაწყოთ „დევიჩნიკი“... - თვალი ჩაუკრა გოგომ.
- ნადირები ჩვენ ვართ? - სამზარეულოს კარებში ალეკო გამოჩნდა.
- აუფ, თათულიკო რომ იცოდე როგორ მშია. - მეგობრის უკან აისვეტა აკაც. თვალი
მოავლო მაგიდაზე დასაწყობად გაშლილ სხვადასხვა სახის სალათებსა და დესერტებს.
- მოთმინებით, მოთმინებით... - დამრიგებლური ტონით შემოხტა დათუნაც, და პირველივე თეფშიდან ხაჭაპურის მოზრდილ ნაჭერს დასწვდა.
- რა ქცევაა ახლა ეს? - აღშფოთდა გაზქურასთან მდგომი თათია, რომელიც მჭადებს ატრიალებდა - ამ ერთი ბეწო სამზარეულოში მე ძლივს ვეტევი, თქვენ ღა მაკლდით...
- გაავდა ჩვენი კრუელა?! - აუვარდათ სიცილი ბიჭებს, შეთქმულებივით ნელ-ნელა მიეპარნენ, ძლიერად მოეხვია ალე, იგივე ალეკო, გოგონას ხელები გაუკავა და სამივემ ერთ დროულად შეუღიტინა.
- კარგით რა... - აკისკისდა და სასაცილოდ აფართხალდა მათი ხელებიდან თავის დასაღწევად. - მომეშვით, დამეწვება... - ტირილნარევი ხმით ეხვეწებოდა მათ.
- სულ ცოტა ღა მოითმინეთ და ორ წუთში გავაწყობთ. მოვრჩებით სადაცაა... - გამშველებლად ჩაერია ვიკაც.
- მორჩებით აბა რა. განსაკუთრებით შენ... ყავის სმისგან არ დაგვეღალო, ფიგურას მოუფრთხილდი... - გაკეწლა დათუნამ.
- შენ ღა მაკლდი ჭკუის დამრიგებლად. - შეუღვირა გოგომ.
- მე მგონი ვიღაც ეჭვიანობს და ყურადღებას ითხოვს. - ეშმაკურად ჩაუკრა ალემ აკას თვალი. ჰაერში მოფართხალე თათია დასვა და ნელი ნაბიჯით ვიკას მიმართულებით დაიძრა.
- არც კი გაბედოთ... - გაბზარული ხმით საცოდავად ამოიხავლა ვიკამ. თან თვალით ბიჭებსა და კარებს შორის მანძილს ზომავდა. უცებ კი წამოხტა სამზარეულოდან გასავარდნად, მაგრამ სად გაასწრებდა? აკამ იმარჯვა. გოგონა ხელში აიტაცა. არც დანარჩენები ჩამორჩნენ, ღიტინ - ღიტინით აკივლებული ვიკა მისაღებში გაიტანეს.
- თათი, შეგიძლია მშვიდად გააგრძელო საქმიანობა, ჩვენ ამ პატარა ველურს დავაოკებთ და დავაგემოვნებთ. - სიცილით გამოსძახა დათუნამ.
- ნადირებო, მხეცებო... - თან იცინოდა და თან ბრაზობდა ვიკა.
- გეუბნებით, ითხოვს ეს გოგო და რა ვქნათ?! - პირზე ხელები ააფარა ალემ და უფრო ძლიერად შეუღიტინა.
- გეხვეწებით, აღარ შემიძლია მეტი. სადაცაა გული წამივა... - თითქმის ამოიტირა, სიცილისგან შეწუხებულმა ვიკამ.
უცნაურია როგორ ახერხებდნენ ასეთ მხიარულებას. სუფრას ხუთივე ერთად შლიდნენ. თუმცა არც ერქვა ამას გაშლა. თამაშ-თამაშსა და ერთმანეთის დევნაში „შემოეშალათ“ მაგიდაც.
სალაპარაკო არ ელეოდათ. რამდენიმე თვეა ერთმანეთი არ ენახათ და აშკარად მონატრებულები იყვნენ. უცნაური ჩვევა ჰქონდათ. თუ ხუთივე ვერ იკრიბებოდნენ ერთმანეთს არ ხვდებოდნენ. ასე ერთმანეთის ლოდინში კი ორი თვეც გაეპარათ. ვიღაცისთვის ალბათ ეს დრო ბევრი არცაა, მაგრამ მათთვის თითქმის საუკუნეს უდრიდა.
- ჯიგრები ხართ. თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა არ ვიცი. - ოდნავ შემთვრალს სენტიმენეტები მოაწვა დათუნას.
- ჩვენი ბიჭი დამთვრალა... დათუნია დამთვრალა... - სიცილით მიუჯდნენ გოგოები და ჩაეხუტნენ მეგობარს.
- დათუნია დრუნჩასა ერბო ერგო ქილითა... - გაახსენდა აკას ლექსი.
თუ გინდოდა დინჯი დათუნას მდგომარეობოდან გამოგეყვანა, სწორედ ეს სიტყვები უნდა გეთქვათ. ვაჟმა ცალი წარბი ასწია და უკმაყოფილოდ ამოხედა ყურებამდე გაკრეჭილ აკას.
- არ აჰყვე, ინტრიგანია და შენი შურს... - სიცილით ჩაეხუტა ვიკა.
- ვის არ შეშურდება, ანგელოზივით გოგოები მიმშვენებთ მხარს. - კმაყოფილმა გადახედა დათუნამ, ხელი მოჰხვია ორივეს და გულში ძლიერად ჩაიკრა. - თქვენს გამო....
- რკინასაც გაკვნეტს კბილებით. - წინადადება დაასრულა ალემ და აკას თვალი ჩაუკრა.
- ეჭვიც არ შეგეპაროთ. - კმაყოფილი დაეჭყანა დათუნა.
- მკვეხარა ქოთანი... - ახარხარდა აკა.
- არ აჰყვე პროვოკაციას. - ლოყაზე აკოცა თათიამ დათუნას და ისევ მის მკერდს მიეყრდნო. თვალი მოავლო მომღიმარ მეგობრებს.
გრძნობდა გოგონა, რომ ამ წუთში ყველაზე ბედნიერი იყო.
მათთან ისევ პატარა, ხალისიანი, ზოგჯერ ჭირვეული ბავშვი გახლდათ. ისინი ყველანაირს იტანდნენ, უთმენდნე, გულში იხუტებდნენ და ეფერებოდნენ. ალბათ მის ემოციებს მეგობრებიც იზიარებდნენ. ხმას აღარ იღებდნენ. უბრალოდ ერთად ყოფნით ტკბებოდნენ და ბედნიერ წუთებს შეძლებისდაგვარად იხანგრძლივებდნენ.

წყნარად ყოფნა მობეზრდათ. ალემ იქვე დადებული მუსიკალური ცენტრი ჩართო. რამდენიმე წუთით დისკებს არჩევდა.
- ვითუხთუხოთ?! - თვალი ჩაუკრა აკას.
- აბა რა.... - დათუნა სწრაფად წამოხტა და შეუერთდა მათ.
სამი ამხელა კაცი კუნტრუშით დახტოდნენ მისაღებში, როკენ-როლს მთელი მონდომებით ცეკვავდნენ. აკა ხელებს ისე ამოძრავებდა თითქოს ვირტუალურ გიტარაზე უკრავდა.
გოგოები მათი შემხედვარე სიცილით ასკდებოდნენ ერთმანეთს. კიდევ ბევრი იბაცნეს და იცანცარეს ბიჭებმა, ბოლოს დაღლილები პუფებზე ჩამოსხდნენ.
- თქვენ რაღაც ძალიან დაგვისერიოზულდით! - ერთმანეთს ჩახუტებულ, სიცილისგან დაღლილ თათიას და ვიკას გადახედეს. - მშვიდობაა?! - ვიკას კითხა აკამ, როცა გოგონას თვალებში ჩამდგარი ცრემლები შენიშნა.
- ყველაზე მეტად ეს სიტუაცია მომენატრება. - ამოისლუკუნა მან და ცრემლები ხელის გულით მოიწმინდა.
- რას ჰქვია მოგენატრება?! - წარბი შეკრა თათიამ.
- პროექტში გავიმარჯვე. ამერიკაში მივდივარ...
- კაი. ტო... რა მაგარია... -გულით გაუხარდა დათუნას, მაგრამ როგორც კი მეგობრების, განსაკუთრებით კი აკას მოღუშულ სახეს შეხედა, გაჩუმდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- დიდი ხანია იცი? - ისევ თათიამ გაბედა სიჩუმის დარღვევა.
- ორი კვირაა რაც დამიკავშირდნენ. ხომ იცი, როგორ ვცდილობდი. ეს ჩემთვის შანსია. უკეთესი ცხოვრების შანსი.
- რა თქმა უნდა. - კბილებში ნაწყენი ხმით გამოსცრა აკამ. - რა გულმა მოგითმინა აქამდე რომ არ გვითხარი?
გოგონამ დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი: - რა ვიცი, ვერ მოვახერხე.
- კარგი, რას საყვედურობ? - მხარი გაჰკრა ალემ. - რამდენი ხნით მიდიხარ?
- სულ ცოტა სამი წლით. - ამოიკნავლა ქალმა.
აშკარად დაინახეს როგორ გაფითრდა აკა, არც მისი ნერვიულად შეკუმშული მუჭი გამოჰპარვიათ, თუმცა არაფერი უთქვამს.
- გილოცავ. იმედია აიხდენ ოცნებას. - გულში ჩაიკრა გოგონა და თავზე ფრთხილად აკოცა.
- ისეთი სახეები გაქვთ, თითქოს ომში უშვებთ. რა მოხდა ასეთი? ადამიანი წინსვლისთვის იბრძვის. მეც ვაპირებ წასვლას. - სიცილით გამოაცხადა ალემ.
- რა თქვი? შენ სად ღა მიდიხარ? - გაოცება ვერ დამალა თათიამ.
- საბერძნეთში. ხომ არ დაგავიწყდათ ჩემი ფესვები? როგორც დედით ბერძენს გარკვეულ შეღავათაბს მომცემენ, მაგისტრატურას იქ გავივლი და შემდეგ ვნახოთ. - მართალი ცდილობდა მხიარული ტონით ესაუბრა, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მეგობრებთან დამშვიდობება მასაც უჭირდა. მისი ცისფერი თვალები ემოციებს ვერ მალავდნენ.
- კაი, ტო.... რა გამოდის, მხოლოდ სამნი ვრჩებით? - ნირწამხდარმა გადახედა თათიას და აკას დათუნამ. - აი, მესმის სიურპრიზი.
- შენ როდის ღა მიდიხარ? - ცრემლებს ვეღარ იკავებდა თათია.
- იქით კვირას.
- გამოდის ეს საღამო დამშვიდობება ყოფილა. - ყრუდ ჩაილაპარაკა და ცრემლები გადაყლაპა.
- ნუ იცით ყველაფრის დრამატიზირება. რა დამშვიდობება, ეს დასაწყისია. ხშირად ჩამოვალთ. ისევ ერთად ვიქნებით... - აშკარად თავს ირწმუნებდა ალე.
დროისტარების სურვილი აღარავის ჰქონდა. მშვიდად ისხდნენ და დუმილით ტკბებოდნენ. თავ-თავის საფიქრალს ჩაღრმავებულები.
გვიანი იყო ბიჭები რომ წავიდნენ. ვიკა დაპირებისამებრ თათიასთან დარჩა. ამ სიცხეში მაინც ერთმანეთთან ჩახუტებულებს ეძინათ გოგოებს. ვინ იცის კიდევ როდის ეღირსებოდათ ერთად ყოფნა.
- ვიკ, გახსოვს რომ მპირდებოდი შენს ქორწილში მეჯვარე მე ვიქნებიო? - ჩუმად ჩურჩულებდნენ ისინი.
- აბა რა. იმედი მაქვს გათხოვებას ჩემს გარეშე არ დაგეგმავ. - გაეცინა მას.
- არა, მაგრამ ამერიკაში რომ იყო, მაინც ჩამოხვალ?
- როგორი გიჟი ხარ, თათულიკა. ჩამოვალ აბა რას ვიზავ. სულ რომ დედამიწის მეორე ბოლოში ვიყო, იქიდანაც კი დავბრუნდები.
-ვიკ, აკა არ გეცოდება? - თავი ვერ შეიკავა და მაინც.
- აკა?! აკას რა სჭირს შესაცოდი? - გაოცებულმა შეხედა მეგობარს.
- რა ვი, აბა. რატომღაც ვფიქრობდი, რომ უყვარდი.
- გაგიჟდი?! - სიცილი ვერ შეკავა ვიკამ - მე და აკა? რა სისულელეა... ხუმრობ ხომ?
შეუძლებელია ამას სერიოზულად მეკითხებოდე.
- ალბათ მართალი ხარ. - ყრუდ ჩაილაპარაკა თათიამ. თვალწინ კი ვაჟის გოგონას წასვლით განაწყენებული და ტკივილით მოღრეცილი სახე დაუდგა.
- შენც ხომ იცი, რომ ძმასავით მიყვარს. ისედაც აკასნაირ ტიპი ჩემს ქმრად წარმოგიდგენია? - მეტიჩარა, ირონიული ხმით ჰკითხა გოგონამ.
- მაინც როგორი უნდა იყოს შენი მეუღლე? - არ ესიამოვნა ვიკას ხმაში შემჩნეული ირონია, ხმაში წყენა შეეტყო თათიას.
- რა ვიცი, შემდგარი, ფულიანი, დამჯდარი, სერიოზული, სიმპატიური... აკა კი მხოლოდ ადამიანი პრობლემაა.
- ვერ გცნობ, რომ გკითხონ ძმასავით მიყვარსო. არა და... მართლა ასე ცუდი კუთხით ხედავ?
- ცუდი კუთხით კი არა, რეალურად ვხედავ. ეს შენ ხარ ბრმა და სიმართლის დანახვა არ გსურს. პატარები აღარ ვართ თათი. შეცდომების უფლებაც არ გვაქვს. აკას მარტივი ცხოვრება არ ექნება. მისი მშობლების დაულაგებელი, გაურკვეველი ურთიერთობები მასზეც მოახდენს გავლენას.
- აბა სხვანაირად არ მიფიქრიაო? - გაოცება ვერ დამალა თათიამ.
- ეხლა ვფიქრობ. უფრო სწორედ ვმსჯელობ. მომისმინე თათი, ამბობენ მამამისს ვიღაც ახალგაზრდა გოგოსთან აქვს ურთიერთობაო. ოჯახიდანაც წასულა.
- კარგი რა, ვიკა... საიდან მოგაქვს ასეთი ზღაპრები? ენა უნდა ამოაცალო მაგის მთქმელს. - გაბრაზდა გოგო. - ცოტა უცნაური კაცი კია, მაგრამ...
- უცნაური კი არა, „ჩუმი ჭაობიო“ ხომ გაგიგია?! თან რომ იცოდე ვისზე ლაპარაკობენ....
- არ მაინტერესებს! - გაკაპასდა თათია - სხვის ცხოვრებაში ხელის ფათურს არ ვაპირებ.
- გეუბნები მე შენ, მეოცნებე ხართქო და არ გჯერა. - აკისკისდა ვიკა. - ისე ძალინ კი მეცოდება აკა. მძიმე დარტყმა იქნება მისთვის. ნეტა იცის? - ცნობისმოყვარედ შეხედა დაქალს.
- არა მგონია. რამე რომ ხდებოდეს გვეტყოდა.
- ვითომ?! - ეჭვი არ ასვენებდა ვიკას.
- კარგი საკმარისია. დავიძინოთ. - მრავლისმეტყველად იცვალა მხარი და თვალები დახუჭა თათიამ.
და, რა იყო შემდეგ?! ერთ კვირაში ალე გააცილეს, წინა ღამით მასთან შეიკრიბნენ. ძველებურად „გააჯაზეს“, „ითუხთუხეს“, იცინეს, იტირეს, ბავშვობა გაიხსენეს, იოცნებეს. თავზეც დაათენდათ. ჟრიამულით, სიცილ-ხარხარით ერთი ავტომობილით წავიდნენ აეროპორტში. ხელის ქნევითა და მხიარული შეძახილებით კარგა ხანს უმზერდნენ ექსკალატორზე მიმავალ ძმაკაცს. შემდეგ ამშვიდებდნენ შვილის წასვლით გულ დაწყვეტილ დედას და ჰპირდებოდნენ, რომ ხშირად შეურბენდნენ და უმისობას არ აგრძნობინებდნენ.
მეორე კვირასაც იგივე სცენარი განმეორდა. თუმცა ამჯერად აბღავლებული თათია და ვიკა ძლივს გააწიწკნეს ერთმანეთს. ატირებული გოგოები აკამ ჩაიკრა გულში. ვაჟსაც სტკიოდა, მაგრამ ემოციებს იმორჩილებდა. ნაღვლიანი თვალებითა და ბედნიერი ღიმილით აცილებდა მის პირველ, გაუმხელელ სიყვარულს.
- რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ ყველა! - ტორებში მოიქცია სამივე დათუნამაც. ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ასე ჩახუტებულები, რომ არა ისევ ვიკა.
- დავაგვიანებ. - მოწყენილმა გაუღიმა მეგობრებს. - მიყვარხართ და მომენატრებით! - სათითაოდ ერთხელ კიდევ ჩაეხუტა გასაცილებლად მისულ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და წავიდა.
- ერთხელაც კი არ მოუხედავს უკან! - თავი დახარა აკამ და ტკივილს თითქოს გულიც ამოაყოლა. ძნელი მისახვედრი არ იყო რასაც განიცდიდა. მეგობრებიც მიუხვდნენ, თუმცა არაფერი უთქვამთ. აქეთ იქით ამოუდგნენ და აეროპორტიდან გამოვიდნენ.
- მუშკეტერებივით ვართ, რა... თათი შენც ხომ არ აპირებ სადმე გაპარვას?- ეშმაკურად უცინოდა საჭესთან მჯდომი დათუნა.
- ასე იოლად გინდა მომიშოროთ?! - ეცინებოდა გოგოსაც. სარკეში დაინახა ჩაფიქრებული მოწყენილი აკა და უცებ დასერიოზულდა. - დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება. აი, ნახავთ...
- ალბათ! - ვაჟს ტკივილით გაეღიმა და ემოციების დასამალად ფანჯრიდან გაიხედა.



№1  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ბოდიშს ვიხდი მექანიკური შეცდომების გამო. wink

 


№2 სტუმარი სტუმარი მ

ვაუუ, კაი იყო...

თანდათან ხურდება...

ეს ვიკა არ მომეწონა, ჩანახატების ავტორს ველოდებით შემდეგ თავში...

თავები გაზარდე ცოტა რააა...

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი მ
ვაუუ, კაი იყო...

თანდათან ხურდება...

ეს ვიკა არ მომეწონა, ჩანახატების ავტორს ველოდებით შემდეგ თავში...

თავები გაზარდე ცოტა რააა...


სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო პატარა თავები გამომდის, ვეცდები მომავალში "გამოვსწორდე" fellow მართალი ხართ, ნელ-ნელა გამოჩნდებიან ახალი გმირებიც.

 


№4  offline წევრი meri89

ra kargia da magari istoriaa

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ინტრიგა ამოვიცანიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent