შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“აღიარება“ (სრულად)


21-12-2015, 00:17
ავტორი მორი-ელი
ნანახია 23 160

აღიარება

„ნუ წუწუნებ,ნუ მოთქვამ ბებერივით“,გაიღიმე,გარშემო მიმოიხედე რამდენი კარგი რამ ხდება,გამოძვერი მაგ სოროდან,ყოველ წამს უმეორებდა,ლილის,რაღაც ხმა შიგნიდან,თუმცა იგი ყურს არ უგდებდა,,-„შემეშვი,“-ჩასძახებდა გაბრაზებული,და რაღაც ხმაც სადღაც უჩინარდებოდა,აღარ ესმოდა მისი მომაბეზრებელი რჩევა დარიგება,ლანძღვა და ასე შემდეგ,დეპრესიაში მყოფს საკუთარი ფიქრებიც კი აწუხებდა და მათ განდევნას ცდილობდა,თუმცა ეს ბედნირება არა და არ ეღირსა საწყალს,გრძელი შავი თმა სულ გაეშალა და შუბლზე ჩამოფხატვოდა,შავებში ჩაცმული იჯდა საფლავის წინ და მისტიროდა დაღუპულ დედ-მამას,ცრემლი ნიაღვარივით მიედინებოდა და მიწაში იმარხებოდა,იქიდან წამოსვლა არ სურდა თუმცა უკვე გვიანი იყო,აღარც მეტრო მუშაობდა,გამვლელს გაუკვირდებოდა ეს ახალგაზრდა გოგო რამ აიყვანა ამ ღამე სასაფლაოზეო,თუმცა ყველას აზრი არაფრად მიაჩნდა და წინ ყოველთვის თავის აზრს აყენებდა,სულ არ ადარდებდა ვინ რას იტყოდა ან იფიქრებდა მასზე,ძლივ ძლიობით წამოდგა,მხრებში გაიმართა,კაბა გაისუფთავა და გზას გაუყვა,ტროტუარზე მიაბიჯებდა გზას,ლამპიონები უნათებდა,ტაქსიც სადღაც გამწყვარიყო,სულიერი არავინ ჩანდა,უშიშრად მიაბიჯებდა შიშველი ფეხები ,დაღლილობისგან თავი უკონწიალებდა და თვალებიც ეხუჭებოდა,სახლამდე კარგა მანძილი იყო დარჩენილი და იქვე ბაღში შევიდა,სკამეინკა მოძებნა რომელსაც მთვარის შუქი ანათებდა და შუა წრეში ხეებით და ბუჩქებით გარშემორტყმული ამაყად იდგა,ლილი წამოწვა და თვალები მთვარეს მიაპყრო,ცრემლი აღარ ზდიოდა,ოხრავდა,დარდს და მწუხარებას ამ ოხვრას და ღრმად ჰაერის შესრუტვა გამოსრუტვას ატანდა თან,წამით სისუსტე იგრძნო,თვალებზე ლოდი დააწვა,მთვარისგან ზურგ შექცევით დაწვა,მისთვის მოუხერხებელ თუმცა ამ წუთისთვის კომფორტულ დასაძინებელზე და ღრმა ძილს მიეცა,მთვარე კი მის ზემოთ დანარნარებდა.

-აქ რას წამოწოლილხარ სახლი არ გაქვს?,-ძილბურანში მყოფს მოესმა ხმა,თუმცა თვალები არ გაუხელია ზურგი იბრუნა და ისევ განაგრძო ძილი
-შენ რა არ გესმის?-დაუყვავა და ხელით შეანჯღრია,-ლოთი კაცივით,რომ წამოწოლილხარ,ადექი
-რა მოხდა?-ოდნავ ღია თვალებით და გაკვირვებული ხმით კითხა მის თავზე,მდგარ უცნობს,-არ მაქვს უფლება დავიძინო?-კითხა გამწყრალი ხმით და ფეხზე წამოდგომა სცადა თუმცა ძალა გამოეცალა და ისევ სკამზე ჩამოჯდა,უცნობი შეცბა,ხელში წყლით სავსე ბოთლი ეჭირა,და ლილის გაუწოდა
-მგონი,რომ კარგად ვერ ხართ,ფერი არ გადევთ, წყალი გამომართვით ცოტა სულს მოითქვამთ,მაპატიეთ ძილი,რომ დაგირღვიეთ მაგრამ აქ ყოფნა საშიშია,მითუმეტეს ასე გვიან,-ოდნავ მორიდებულად გადახედა სკამზე მოკალათებულ ლილის რომელიც ბოთლს არ ართმევდა
-გმადლობთ,მაგრამ არ მინდა,სხვის წილ წყალს ვერ დავლევ
-ნუ ხართ ასეთი პრინციპული,გამომართვით სულს მოითქვამთ,გამოცოცხლდებით,-არ ეშვებოდა უცნობი
-კარგი რადგან ასე დაჟინებით მთხოვთ,შემთხვევით ექიმი ხომ არ ხართ?
-ყოფილი,-უთხრა და მწარედ ჩაიცინა
-რატომ ყოფილი?-
-გუშინ სამსახურიდან გამომიშვეს,-ამოიოხრა და ლილის გვერდით მიუჯდა,ორივეს თავები ჩაეღუნათ დასჯილი ბავშვებივით და ხმას არ იღებდნენ,ღამის სიმყუდროვეს,მხოლოდ ფოთლების შრაშუნი არღვევდა,ბოლოს სიმყუდროვე უცნობმა დაარღვია
-კარგით,კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს სიმყუდროვის დარღვევისთვის და ნება მომეცით სახლამდე მიგიყვანოთ,უარს არ ვიღებ,-ჩაიცინა და სკამიდან წამოდგა
-არც ვაპირებ უარის თქმას,-მიუგო ოდნავ ირონიულად და მშველელს თან გაჰყვა,ნელი აუჩქარებელი ნაბიჯბებით მიუახლოვდნენ,მანქანას,ჯიბეში გასაღების ძებნა დაიწყო უცნობმა,რომ მიაგნო,მანქანის კარს მოარგო.
მანქანაში,რომ მოთავსდნენ,ლილიმ ახლაღა შეამჩნია,მუქი შავი თმა,მუქი მწვანე თვალები,როელიც დაღლილობისგან,ნახევრად იყო ღია,პატარა აპრეხილი ცხვირი,მშვიდი სახე,რომელის სიმშვიდემაც მის სხეულშიც შეაღწია,მშფოთვარება,წუხილი დარდი ყველაფერი ერთიანად გააქრო,გაბადრული სახით უცქერდა,უცნობს.
-ჰაიკა,-უეცრად წარმოთქვა,უცნობმა და ლილის გადახედა,-მე ჰაიკა მქვია,მოფერებით ჰაკის მეძახიან,შენ?-გაკვირვებული დუმდა,არ მოელოდა ,უცნობის ასეთ წინსწრაფულობას
-ლილი,-მიუგო და ტუჩზე იკბინა,-ჰაიკა სადაური სახელია?
-სომხური,არ გეგონოს სომეხი ვარ,უბრალოდ მამაჩემს მოსწონდა ეს სახელი რატომღაც,“ჰაიკა“-წარმოთქვა ამაყად და პორთველიდან სურათი ამოაძვრინა,დახედა და მალევე ჩააცურა უკან,თვალზე მომდგარი ცრემლი შეიშრო და ნახევრად ჩაბნელებულ გზას გახედა
-კარგი სახელია
-ლილი,კი ლამაზი და თითქმის იშვიათია,პირველად მესმის,თუმცა ხომ გაგიგია რაც იშვიათია ის ყველაზე კარგიაო.-მის ნათქვამზე ლილი წამოწითლდა,ჭარხალივით,და თავი ჩაქინდრა
-სასაფლაოზე რას აკეთებდი?,-წარმოთქვა უეცრად ჰაიკამ და ლილის გაოცებულ სახეს შეეფეთა,
-შენ რა იცი მე სად ვიყავი?,-კითხა გულ მოსულმა და შეუბღვირა,-შენ რა უკან დამყვები?
-არა მაგას როგორ მკადრებ,მეც სასაფლაოზე ვიყავი ასული,ჩემი მშობლების საფლავზე და იქვე გვერდით შეგნიშნე,მერე გამოგყევი ცოტახანი გელოდე,და რომ არ გამოხვედი შიგნით შემოვედი,შენ კი თურმე ჩაგძინებია
-ესეიგი მითვალთვალებდი-უთხრა გაბრაზებული ხმით და კარს ეცა
-მოიცა სად მიდიხარ,რა მოგივიდა,ცუდი განზრახვა არ მაქ,მამის სულს ვფიცავარ ცუდს არაფერს გიპირებ,დამიჯერე,-ლილი გაბრუებული იყო და ჰაიკას ნათქვამი ერთი სიტყვაც არ ესმოდა,კარის გაღებაც ვერ შეძლო,რომ გადამხტარიყო და ეშველა,საკუთარი თავისთვის,თუმცა რატომ გარბოდა?ჰაიკა არ ჩანდა ის პიროვნება,ქალზე ძალა ეხმარა,კარის ჯაჯგურს მოეშვა და საზურგეზე გადაწვა,ცრემლი უნებურად ჩამოუცურდა და მძიმედ გადაყლაპა ყელში გაკვეტებული ნერწყვის ბურთულა
-მაპატიე,-მიუგო ნაღვლიანი ხმით ჰაიკამ და ხელი მხარზე შეახო-არ მეგონა თუ ასე განაწყენდებოდი,მე უბრალოდ დახმარება მინდოდა-ლილი მიხვდა დანაშაულს და ჰაიკას მაგრად მიეკრო,მისი ქცევით გაკვირვებული და გაოგნებული დარჩა ჰაიკა,მანქანა გააჩერა და ასლუკუნებული ქალი მკლავებში მოიქცია,შუბლზე აკოცა და,რომ დახედა, უკვა ჩასძინებოდა,სავარძელზე მიაწვინა და ისევ განაგრძო გზა.

-გმადლობ,რომ მომიყვანე,იქ ძილი საკმაოდ არაკომფორტული იყო,მაპატიე შინ ვერ შეგიპატიჟებ,არ მინდა მეზობლები ავალაპარაკო,ლილის ღამით უცხო კაცი მოყავს სახლშიო,მათი ჭორაობის თავი არ მაქვს,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაწეული დახმარებისთვის
-არაფერს,რას ბრძანდებთ დიდი პატივია თქვენი დახმარება,რომ შევძელი-უთხრა ღიმილი ნარევი ხმით ჰაიკამ და მანქანისკენ დაიძრა,სანამ მანქანა ადგილს მოწყდებოდა,უცქერდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,უცნობის გამოჩენამ მასში რაღაც გარდატეხა მოახდინა,სახიდან ღიმილს ვერ იშორბედა,აღარც ფიქრების განდევნა სურდა,ორი წელია უკვე რაც შავებით დადის,დროა გარდერობი განაახლოს,კარადაში ვერ ნახავდით ფერად სამოსს,არჩევანიც ძალიან იოლი იყო,შავი კაბა,შავი მაიკა,შავი ფეხსაცმელი,ყველაფერი შავი,რამდენიმე მაინც დაიტოვა დანარჩენი კი გადაყარა,მაღაზიები დაიარა და რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი იყიდა,ადრე თუ შავ ფერს აქცევდა ყველაზე მეტ ყურადღებას,ახლა თითქმის ყველა ფერის სამოსი იყიდა და კარადა ააჭრელა,წამ და უწუმ აღებდა ორი სათის წინ შელაგებულ სამოსს უცქერდა და თავისი ქცევით კმაყოფილი ხურავდა ისევ კარადის კარს,მეზობლებას არ გამოპარვიათ მისი ასეთი ცვალებადობა,საღამოობით კოჭებამდე კაბას იცმევდა,ჭრელაჭრულა ზოლებით და სასეირნოთ გადიოდა,თმები ისევ გაეშალა,ახლა უკვე კულულები გაეკეთებინა და პეპელასავით დაფარფატებდა ქუჩაში,

გვერდით ნაცნობმა მანქანამ ჩაუარა,მოშორებით გააჩერა და მაღალი საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი გადმოვიდა,შემდეგ გააღო კარი და ,მოკლე სადა კაბაში გამოწყობილი ქალი გადმობრძანდა,ხელი ხელში გაუყარა და ერთად შევიდნენ იქვე მდგარ კაფეში,ლილის დაინტერესდა და უკან გაჰყვა,როდესაც კაფეში შევიდა ძალიან არასასიამოვნო რამე შეიტყო,მამაკაცი,რომელსაც გუშინ ღამით ეხუტებოდა და ღამე მასზე ფიქრებში ვერ იძინებდა,ვიღაც ქალს წელზე ხელ შემოხვეული ებაასებოდა და უღიმოდა,ლილიმ შეუმჩნევლად დატოვა იქაურობა,ცრემლი ნიაღვარივით მიედინებოდა,გული ამოხეთქვას ჰქონდა,სიბრაზისგან ნესტოები დაბერვოდა,მუშტები შეკრა და ისეთი მიიწევდა წინ გეგონებოდათ,ვინმეს მოსაკლავად მიდისო,საშინლად განიცადა,ჰაიკას უცხო ქალთან დანახვა,ყველა ოცნება და იმედები წყალში ჩაეყარა,ეგონა ჰაიკა ის ერთადერთი იყო ვისაც ყველა ქალი ელოდება,რომელსაც“თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს უწოდებენ“,და მის მოლოდინში ბერდებიან.მთელი დღე დაბოდიალობდა,არც სახლში მისვლა სურდა არც ჰაიკასთან შეხვედრა,სიკვდილზე ფიქრი აეკვიატა,თუმცა არ სურდა ღვთის დაუკითხავად მოეწერა,ამ განაჩენზე ხელი.იმედ გაცრუებული და ბედით უკმაყოფილო დაბრუნდა ისევ სახლში.„თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი“,ესეც მეორე უკიდურესობა,ლილის სწამდა,რომ მართლაც არსებობდა,თეთრი ცხენი და მისი პატრონი,ეგონა ის გამოჩნდა,რომ ჰაიკა იყო სწორედ ის,მაგრამ გონს მალევე მოეგო ეცადა მასზე და იმ უცნობ ქალზე აღარ ეფიქრა,-იქნებ ცოლია,მეგობარი,შეყვარებული,-ფიქრობდა და ახსნას ვერ უძებნიდა,რატომ განიცდიდა ასე ჰაიკას სხვა ქალის გვერძე ნახვას,მთელი ღამე თეთრად გაატარა,წამითაც კი ვერ მოხუჭა თვალი,გაშტერებული უცქერდა ღია ფანჯარაში მთვარეს,რაფაზე ჩამომჯდარი და მის გაურკვეველ მოძრაობას აკვირდებოდა,მთვარე საოცრად უყვარს,ამშვიდებს,ყველანაირ დაღლილობას და სტრესს ხსნის,ის მისი მაგიური ძალაა,მზის ამოსვლა და მთვარის ჩასვლა საკმაოდ ლამაზი მომენტია,გათენებას ვინც შესწრებია მიხვდება,რაზეც მაქვს საუბარი,საოცარი ფერები იხატება გარშემო,მზე ნელნელა,იჭრება ცაში და იქიდან გადმოჰყურებს,მთვარე მორჩილად უთმობს ასპარეზსს და სადღაც იკარგება,ლილი ისევ გაშტერებული გაჰყურებდა,შემოგარენს ქალაქიც გამოცოცხლდა,ახმაურდა,ყველა სადღაც მიისწრაფოდა,ზოგი სამსახურში ზოგიც ალბათ მეგობართან.
რაფიდან ჩამოვიდა და ოთახში სიარულს მოჰყვა,საწოლზე გულაღმა დაემხო და ცოტახანს დუმდა,არც ცრემლი ზდიოდა,თუმცა ტირილი უნდოდა,გულში რაღაც საშინლად ტკიოდა,ჰაიკას ფიქრებიდან განდევნა სურდა,მაგრამ თავად ფიქრებს არ სურდა ლილის მიტოვება.-ვინ დამწყევლა,-ამოიგმინა და ყელში გაჩხერილი ბურთულა გადაყლაპა,ერთხანს ასე იყო საწოლზე გადაწოლილი,ცოტა სიმშვიდე,რომ იგრძნო წამოდგა კარადა გამოაღო და სარაფანი გამოიღო,ვსო მორჩა ლილი აღარ აპირებს ცრემლის ღვრას სრულიად უცხო ადამიანის გამო,დროა ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოს,ოღონდ არა ცუდი,უბრალოდ სიცოცხლით გაიხაროს,იმით,რომ არსებობს,თბილისში უკვე გაუსაძლისი იყო გაჩერება და გადაწყვიტა მამის სამშობლოში გურიაში,ფინა ბებოსთან წასვლა,კარადიდან უკლებლივ ყველა ტანისამოსი გადმოიღო და ბარგის ჩალაგებას შეუდგა,ყველაფერს,რომ მორჩა ტაქსი გამოიძახა.
სოფლის გზა ძალიან დამღლელი გამოდგა მისთვის,დიდი ხანია რაც ამ გზაზე არ გაუვლია,სოფელს,რომ მიუახლოვდნენ ქარმა დაუბერა,საოცრად ესიამოვნა ლილის იქაური სურნელი,სიმშვიდე მოჰგვარა,ოდნავ დაბურული ფანჯრიდან გაჰყურებდა,საოცრად ლამაზ ბუნებას,რომლის ნახვითაც არავინ დარჩებოდა უკმაყოფილო,დაღლილობისგან თვალებიდან ძლივს იხედებოდა,როგორც იქნა მიაღწია,სახლის კარამდე,ტაქსი ახლოს გააჩერებინა და ბარგის გადმოტანაში დაიხმარა მძღოლი,ეზოში შესულს,თვალწარმტაცი სილამაზე გადაეშალა,როგორ მონატრებია აქაურობა, ეზოში,რომ დარბოდა და ათას გასართობს იგონებდა,განვლილმა წლებმა თვალწინ ქარიშხალივით გადაურბინა,ძაღლის ყეფის ხმა მოესმა და გვერდიდან დაჯახება იგრძნო,დიდი ფუმფულა ძაღლი,ენა გადმოგდებული შესქეროდა ლილის და ფეხებზე ელაქუცებოდა,კუდს უქიცინებდა,მას მალევე მოყვა,წელში ოდნავ მოხრილი,მაგრამ მაინც ახალგაზრდული იერის მქონე მოხუცი,სიბერეს ვერაფერი დაეკლო მისი მშვენიერი სახისთვის და ერთ დროს,უმშვენიერესი ქალისთვის.მშვიდად მოაბიჯებდა ფინა ბებო და სახე ბედნიერებისგან და მოულოდნელობისგან გაბადვროდა,ლილის მიუახლოვდა და მონატრებული შვილიშვილი გულში ჩაიკრა
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო?-კითხა და მისი ხელი ხელში მოიქცია
-მოგეხსენებათ,ქალბატონო ფინა,რომ თბილისში ამ დროს გაუსაძლისია გაჩერება,ამიტომ,მე გადავწყვიტე მომენახულებინა ჩემი უსაყვარლესი ბებია,-უთხრა თვალებ გაბრწყინებულმა,და მოხუცს ძლიერად ჩაეხუტა
-კარგი გადაწყვეტილება მიგიღია,ამ დროს შენი ტოლი გოგონები აქეთ აღარ ჭაჭანებენ,აღარავის სურს სოფელი,მიგვატოვეს მოხუცები,ყველას ზღვა ურჩევნია ზაფხულში,მაკვირვებს შენი გადაწყვეტილება და დიდად მოხარული ვარ სხვებს,რომ არ გავხარ-ჩაიცინა მოხუცმა და ლილის გვერდით ფეხებზე მიკრულ ძაღლს მიაცქერდა,-სიმბასაც ძალიან მოენატრე,ხედავ აღარ გშორდება,შენთან თამაში მოენატრა,გახსოვს რამდენს თამაშობდით,მერე ორივე ენა გადმოგდებული,რომ მოლასლასებდით,ეჰ რა დრო იყო,მაშინ ჩემი შვილიც ცოცხალი იყო,-ოდნავ ნაღველი მოაწვა და მძიმედ ამოიოხრა
-კარგი ბებიკო,ვიცი ძნელია,მეც საშინლად განვიცადე,თუმცა ღმერთმა ასე ინება დაე იყოს ასე,ჩვენ მას წინ ვერ აღვუდგებით,ახლა კი ნუ გავიფუჭებთ ერთმანეთის ხილვით განცდილ სიხარულს და დავტკბეთ,ერთად ყოფნით,თორემ დრო მეწურება შვებულება მალე გავა და ისევ დავუბრუნდები ჩვეული ცხოვრების დინებას,სამსახურს,რომელიც ასე საშინლად მღლის,ხან გამოქცევა მინდა,მარა თავი ხომ უნდა ვირჩინო,-საუბარი ახლა უკვე სახლის ყველაზე დიდ ნაწილში მისაღებში განაგრძეს,ლილის ოჯახი შეძლებული იყო და სოფლის სახლი საკმაოდ კარგად იყო მოპირკეთებული,ირგვლილ საოცარი სურნელი ტრიალებდა,მოხუცს გაზზე თეთრი ბალი შემოედგა და მურაბას ხარშავდა,ლილის საშინლად ენატრებოდა,ფინას ნახელავი კერძები,ამ სურნელოვან მურაბასაც დიდი სიამოვნებით გაკრავდა კბილს,მთელი სამზარეულო მურაბის სუნით იყო გაჟღენთილი,ისხდნენ მაგიდასთან და ერთმანეთს მონატრებულები სოფლის და ქალაქის ამბებს უზიარებდნენ,ფინა ბებო დატრიალდა ხელად გააწყო სუფრა,სოფლის პროდუქტით აივსო მაგიდა,ლილი კი გემრიელად შეექცეოდა მონატრებულ საკვებს,მალევე მურაბასაც გაუგო გემო.
-ბებო სასწაული ხელი გაქვს,მინდა ავღნიშნო,რომ არა სამსახური სულ აქ შენს გვერდით ვიქნებოდი,როგორ შემოგთავაზო,იმ სიბინძურეში ცხოვრება საიდანაც გამოვიქეცი ცოტახნით,სიბინძურე არ ნიშნავს,რომ მაინც და მაინც ყველგან რაღაც უნდა ეგდოს,ზოგადად ვამბობ,მანქანების გამონაბოლქვი,უხარისხო საკვები,შენც კარგად მოგეხსენება,რომ თბილისში,არაა ისეთი ჰაერი,როგორიც სოფლებში,არ მინდა შენს ჯამრთლობას ზიანი მივაყენო-ლილის საუბარზე მოხუცს ეცინებოდა
-ქალაქის ჰაერი არც უნდა შეადარო,სოფლის ჰაერთან,იმდენ რამეს ამუშავებთ,რომ კიდევ კარგი ჰაერია,ახლაც იმდენი რამე გამოიგონეს,ჩვენ დროს სად იყო კოპიუტერი თუ რა ქვია?
-კომპიუტერი-შეუსწორა სიცილით
-ხო რაცაა,იმას,როგორ შევაცქერდები,ან ტელეფონი,რომაა ახლა ყველა,რომ გიჟდება მაგიზე რა ქვია?ვაშლი თუ რაცხა,მოკლედ არ ვარ კარგად ჩახედილი, თქვენი და ჩვენი თაობა საკმაოდ განსხვავებულია,თქვენ ჩვენზე მეტად ხართ განვითარებული ტექნიკურ საკითხებში,
-კი ეგრეა ბებო ეგრე,და წარმოიდგინე ჩვენი თაობის შემდეგ თაობას რა ექნებათ,გამომგონებლები ყოველ წუთს ახალ ახალ რაღაცებს იგონებენ და გვაოცებენ შესაძლებლობებით
-ეჰ შვილო,წლები მიდის,სულ ერთ ადგილას ხომ არ გავჩერდებით,მრავალფეროვნება კარგია,ერთფეროვნება ღლის ადამიანს,აგერა ყოველ დღე ვცდილობ არცერთი დღე არ გავდეს ერთმანეთს ყოველ დღე რახაც ახალს ვაკეთებ,შიოც აქაა,გუშინ ჩამოვიდა ბათუმიდან
-მართლა?რამდენი ხანია არ მინახავს ეგ საზიზღარი,თითქმის ათი წელია,ტიტუ რა ბევრია,ალბათ ვერც ვიცნობდი,შენ,რომ არ გაგეფრთხილებინე,ნეტავ თვითონ თუ მიცნობს?
-გიცნობს,გიცნობს-ჩაიცინა ეშმაკურად მოხუცმა და თითქოს რაღაც საიდუმლო იცისო,ტუჩები მაგრად მოკუმა, ვაი თუ რამე გადმომცდესო.
-გუშინ ბლის დაკრეფაში მომეხმარა,ალბათ დღესაც გადმოივლის,აგერ ჭიშკრის ხმაა მიდი გახედე მაგი ხომ არაა?-ლილი წამოდგა და გარეთ გაიხედა,ეზოში მაღალი,შავთმიანი მამაკაცი მოაბიჯებდა,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,ლილი ეზოში გავიდა და წინ დაუდგა.-აქა მშვიდობა,-მიუგო მამაკაცმა და გადაეხვია
-მიცანი?-კითხა გაკვირვებული ხმით ლილიმ და მონატრებულ მეგობარს მაგრად მოეხვია
-აბა რა,სულ არ შეცვლილხარ
-შენ ოდნავ,-ამის თქმაზე ორივეს გაეცინა
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
-თავად?
-დასავლეთის-გაუღიმა ხელი მხარზე გადახვია და ასე გაუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას
-როგორ მოიფიქრე აქ ჩამობრძანება?
-მომენატრა აქაურობა და ჩამოვედი,თბილისში ყოფნაც მოსაბეზრებელი გახდა უკვე
-ხო ეგრე ვარ მეც ბათუმში,ყველას უკვირს აქ როგორ იწყენო,მაგრამ ვიწყენ,ყოველდღე წყალს და ქათამივით შეტრუსულ ხალხს ვეღარ გაუძელი და აქეთ გამოვწიე,მიხარია შენც,რომ ჩამოხვედი,აქ თუ მოვახერხებ შენს ნახვას,თორემ ისე არ კადრულობ ბათუმში ჩამოსვლას
-ერთი ამ უნამუსოს დამიხედეთ-ჩაიკისკისა ლილიმ და მხარზე ოდნავ წამოარტყა ხელი,-თავად თუ მობრძანდები ხოლმე თბილისში,ჰა სხვას,რომ საყვედურობ
-მე ვიყავი თბილისში მაგრამ,ისეთი დაკავებული ბრძანდებოდით მდივანმა არ შემომიშვა-ჩაიცინა ოდნავ ნაწყენმა და ხელები მუხლებზე შემოიწყო
-როგორ თუ არ შემოგიშვა-გაკვირვებული შეაცქერდა ლილი
-როგორ და ასე,მივედი შენს ოფისში და მდივანს ვთხოვე:-ქალბატონო ნატალი მინდა ქალბატონ ლილისთან შემიშვათ თქო,მან კი უარი განმიცხადა დაკვაბულიაო
-ეგ როდის?-მეოცე საუკუნეში?
-არა სამი თვის უკან,კარგი რაც იყო იყო ახლა,ჩემს წინ ზიხარ და საკმაოდ მახარებს ეს ფაქტი,-კიდევ ერთხელ მოეხვია,მონატრებულ მეგობარს და კარგახანს არ უშვებდა,სანამ ლილიმ არ ამოგიმინა,
-კაი გამიშვი,დავიხრჩვი -და შიომაც შეუშვა ხელი
მისაღებში ნამცხვრებით სავსე სინით მოაბიჯებდა მოხუცი ფინა და ეშმაკურად უცქერდა მოჭუკჭუკე ახალგაზრდებს,გაახსენდა ერთ დროს თავადაც ასე იყო წამოსკუპებული სავარძელში და დიდი ხნის უნახავ მეგობარს ებაასებოდა.
-სოფელში,ჭორები დაიარება შიოს ცოლი მოყავსო,-წარმოთქვა მოშორებით მდგარმა და სინი ლილის გაუწოდა,თუმცა ისე დაიბნა კარგახანს გაწოდებული ჰქონდა ფინას, ყბა ჩამოვარდნილი და იმედგაცრუებული დარჩა მისი ნათქვამით,გონს მოსულმა მოხუცს,ბოდიშები უხადა და სინი გამოართვა
-ნაწილობრივ მართალია-და ლილის უკმაყოფილო სახეს მიაცქერდა-რაიყო არ გიხარია?-კითხა ოდნავ დაღონებული ხმით და ყბა დაუხურა
-არა,როგორ არა მიხარია,-დაბნეულობისგან სიტყვებს ვეღარ აბამდა-უბრალოდ აქამდე რატომ არ მითხარი,პირველი მე უნდა გამეგო,შე უნამუსო
-ხო რავი,ვეღარ მოვახერხე თქმა,თუმცა უმნიშვნელოა
-რა არი ბიჭო უმნიშვნელო,ჩემი ერთადერთი მეგობარი,რომ ქორწინდება ეგაა უმნიშვნელო?-გაუწყრა ლილი და გაბრაზებულმა ზურგი აქცია
-კარგი ხო ვიხუმრე,-მეგობრის გულის მოლბობას ეცადა შიო
-როდის უნდა გამაცნო?
-ახლა თბილისშია,რაღაც საქმეზე და,რომ ჩამოვა აუცილებლად გაგაცნობ,
-მოიცა აქ აპირებს ჩამოსვლას?აქვე ჩაგეკითხებით
-მე ვარ აქ დ მა სად წავა?,-კითხა გაკვირვებულმა და ფეხზე წამოდგა
-მიდიხარ?
-არა ფეხი ამტკივდა და ცოტა გავშალე,-მიუგო სიცილით და კარისკენ წავიდა,-კაი წავედი და,როცა ჩამოვა გადმოგივლით
-კარგი,იცოდე არ დამაღალატო ერთი ვნახოთ რავარი გოგოა
-კაი გოგოა-უთხრა და შუბლზე აკოცა,-აბა ჰე ხვალამდე,ცნობისთვის ხვალ მოდის და მოემზადე,-გვერდულად გაიცინა და კარი გაიხურა,ლილი დატოვა გაოგნებული და ახალი ამბით გახარებული,
?შიო?:მაღალი,საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი,მუქი ზღვისფერი თვალები და საოცრად ლამაზი პირისახე,ერთადერთი ვინც მასთან მეგობრობა შეძლო ლილი იყო რადგან სოფელში ყველა გოგოს უყვარდა ან მოსწონდა და მასთან ახლოს ყოფნას ვერ ბედავდნენ,ამაზე შიო და ლილი ბევრს ხალისობდნენ ხოლმე,ჯერ კიდევ ოცდახუთი წლისაა,მშვიდი და გაწონასწორებულია,მუდამ კარგ ხასიათზეა და სასაიმოვნო მოსაუბრეა,ლილის შურდა კიდეც იმ ქალის,ამისთანა ბედში,რომ ჩავარდა,ამის ფუფუნება ვინ მისცა.ფინას მიეხმარა სახლის საქმეებში,ამასობაში ღამის თორმეტი საათი მოვიდა და დაღლილ დაქანცული გაუყვა საძინებლისკენ.
დილით მშვენიერი ამინდი იყო,მზე ანათებდა,ეზოში კი ენა გადმოგდებული ძაღლი დარბოდა,ლილი ფანჯრიდან უცქერდა,მშვენიერებას და მთქნარებით კვდებოდა,ფანჯარას მოშორდა,ტანისამოსი ჩაიცვა და კიბეებს ჩაუყვა,იქვე შეჩერდა,დივანზე ზურგ შექცევით მჯდარი ქალი და მამაკაცი,რომ შეამჩნია,ფინა მასთან მივიდა და ყურში უჩურჩულა
-შიო და მისი საცოლე აქ არიან,-ლილის გაუკვირდა ამ დილა ადრიანად აქ რამ მოიყვანათო,ფინამ კი სიცილით მიუგო-უკვე პირველი საათი იწურება,-ლილიმ გვერდით ჩაუარა და იქვე სავარძელში მოკალათდა,ერთმანეთი გააცნო შიომ და ისევ განაგრძეს ყავის სმა,ლილი კარგახანს მიაცქერდა თამუნას,თითქოს სადღაც ყავდა ნანახი მაგრა,სად ვერ იხსენებდა,რატომღაც ამპარტავანი და ქედმაღალი მოეჩვენა,შიო კი ისე შესციცინებდა
ატყობდა ,რომ თამუნა ძალიან უყვარდა,თუმცა თავად თამუნას თვალებში სულ ხვა რამ იკითხებოდა,რამაც დიდად არ გაახარა,და ააღელვა კიდევაც ლილი.ცოტახანი ისაუბრეს,შემდეგ თამუნამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და შიო იძულებული გახდა შინ წაეყვანა,ლილი საშინლად ეჭვიანობდა თამუნაზე,გრძნობდა მეგობრას კარგავდა თუმცა ამას მას ვერ ეტყოდა,არ სურდა შიოსთვის გულის ტკენა ამიტომ დუმილი არჩია,გულ დაწყვეტილი მიყვა სახლის საქმეს,ბლის კრეფას და ძაღლთან თამაშს,შემდეგ შემოგარენის დათვალირება მოისურვა და,რომ გამოეწყო სასეირნოდ გავიდა,სახლს,რომ გასცდა,იქვე ხის მორზე წამომჯდარ მოხუცს მიესალმა
-რავა დაკოხტავებულა,გიორგის ქალიშვილი,შეხედე შენ-,მოხუცის ნათქვამზე ლილის გაეღიმა
-როგორ ბრძანდებით,ჟუჟუნა ბებო?
-მე რა მოსაკითხი ვარ,შენ მითხარი ახლა როგორ ხარ?ასე ცალად როდემდის უნდა დაიარებოდე,დრო მიდის არავის არ ელოდება,უნდა იყოჩაღო შვილო,ოჯახი ყველაზე კარგია,განსაკუთრებით დედობა
-მე კარგად ვარ,რაც შეეხება ჩემს ცალად ყოფნას,სულაც არ ვდარდობ ჟუჟუნა ბებო,რა საჭიროა ოჯახი და ზედმეტი პრობლემები
-მომესმა თუ მართლა შენ თქვი მაგი,რავა,არ აპირებ გათხოვებას?შინაბერა გინდა იყო?ტიტუ,გადამრევს ეს ახალგაზრდები-ხელები წაიშინა თავში
-ეგ არ მიგულისხმია,უბრალოდ ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი რომელთანაც ცხოვრების დარჩენილი წლების გატარება მსურს
-რამდენი წლის ხარ ახლა?
-ოცდაოთხის,-მიუგო და ალმაცერად გაუღიმა
-არ ხარ შვილო პატარა,მოუჩქარე ცოტა,ფინა ამხელა შვილიშვილს მოესწორა და შვილთაშვილსაც,რომ მოესწროს არ იქნება ურიგო,იფიქრე მოხუცის სიტყვებზე,მერე სანანებელი არ გაგიხდეს,იცოდე შემდეგ ჩამოსვლაზე მეორე ცალიც უნდა გამაცნო-ჩაიხითხითა ჟუჟუნა ბებომ და ხელი ხელზე დაადო
-აუცილებლად,-უთხრა ლილიმ და ხის მორიდან წამოდგა,-ილო პაპა მომიკითხეთ
მიუგო და ისევ გაუყვა სოფლის გზას,იქვე ნაძვნარშიც შევიდა და სიარულის დროს შენიშნა,ვიღაც მამაკაცი და ქალი ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ,ქალი ეცნო,ორი წუთის წინ მის სახლში,კოხტად მოკალათებული თამუნა,ხოლო მამაკაცი ზურგით იდგა და გაუძნელდა მისი ცნობა,წყვილს აერიდა და იქვე ბუჩქებში მიიმალა,იქიდან ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას,ბოღმა ახრჩობდა,სურვილი გაუჩნდა თამუნა ეცემა,შიო არ იმსახურებდა ამისთანა ქალს,-ფუი შენი,მიმიფურთხებია შენი ქალობისთვის-ჩაიდუდღუნა და უფრო ახლოს სცადა მისვლა,თუმცა უკნიდან ვიღაცამ წაავლო ხელი
-ჩუმად,უფროსებს არ უსწავლიათ,რომ სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა?-მიუგო შარვალ კოსტუმში გამოწყობილმა მამაკაცმა და მისკენ შეაბრუნა,საკმაოდ ძლიერი მკლავბიდან ლილი თავს ვერ ინთავისუფლებდა
-გამიშვი,იდიოტო,მანდილოსანთან მოქცევა არ უსწავლებიათ შენთვის?-შეუღრინა ლილიმ და ხელიდან დაუსხლტა ბუმბერაზ მამაკაცს,ასე მაგრად ცხოვრებაში არ ურბენია,გული ამოხეთქვას ჰქონდა,ვერაფერი გაეგო,რა საქმეში იყო თამუნა,რა ხდებოდა საერთოდ მის გარშემო,კანკალმა აიტანა,-შიო,შიო,-გაიძახოდა და მისი სახლისკენ მიიწევდა,ეთქვა თუ გაჩუმებულიყო,თუმცა მაინც თქმა არჩაი,შიოს,რომ რამე დამართნოდა მერე საკუთარ თავს ვერ აპატიებდა,რომ არ გააფრთხილა ვისთანაც იჭერდა საქმეს,შიო გულ გახეთქილს ეზოში მიეგება,ღიმილიანი სახე მალევე შეეცვალა,ოდნავ აღელვებაც დაეტყო ნამტირალევი და აკანკალებული ლილი,რომ დაინახა
-კი მაგრამ,რა მოხდა,რა მოგივიდა?-კითხა განცვიფრებულმა და გულში ჩაიკრა,ლილი კარგახანს ხმას ვერ იღებდა,უკან დახევა სცადა,მაგრამ თვალწინ გაურბინა წეღანდელმა ნანახმა და შიოსთვის ამბის მოსაყოლად გაემზადა
-თამუნას კარგად იცნობ?-მისმა კითხვამ შიო შეაცბუნა
-რათქმაუნდა,რომ არ ვიცნობდე ცოლად არ მოვიყვანდი
-არც მოიყვან,-ეს ისე გამოთქვა თხოვნა კი არა მოთხოვნას გავდა
-რას ქვია არც მოიყვან,მე ის მიყვარს
-სამაგიეროდ მას არ უყვარხარ
-რეებს,მიედ მოედები?-განრისხდა შიო
-თუნდაც ჩემთან ამდენ წლიანი მეგობრობა გაწყვიტო,მე მაინც გეტყვი იმას რაც ნაძვნარში დავინახე,არ გავჩუმდე და მაგ ვიღაც თამუნას ვაზღვევინებ
-კი მაგრამ არ გინდა ახმისნა,უფრო გარკვევით?ვერაფერი გავიგე
-გარეთ გამოვედი სასეირნოდ და ნაძვებში გადავწყვიტე შესვლა,იქ კი თამუნა ვიღაც კაცს ეკამათებოდა,მე კი ერთმა ბუმბერაზმა შემამჩნია და დამიჭირა,თუმცა გამოქცევა მოვახერხე,თამუნას უნდა უფრთხილდე,არ გეხუმრები არაა ეგ ნორმალური
-მგონი შენ არ ხარ ნორმალური,ჩემს საცოლეზე ასეთი რამ როგორ მოიგონე,არ გრცხვენია?ასე გაღიზიანებს მეგობრის ბედნიერება?
-მაგას როგორ მკადრებ,ძალიანაც მიხარია უფრო სწორად მიხაროდა,სანამ ფარდა აეხდებოდა ყველაფერს,თუ ჩემი არ გჯერა,მითხარი სადაა ახლა შენი ანგელოზი ქალბატონი?-შიო ერთხანს დუმდა
-არ ვიცი,-მიუგო აღელვებული ხმით,-მაგრამ შენი მაინც არ მჯერა
-იმიტომ,რომ დაბრმავებული ხარ,ასეთი რა გაგიკეთა იმ ქალმა,რომ ბავშობის მეგობრასაც კი აღარ მიჯერებ,-გაგულისდა ლილი,ზურგი აქცია და ჭიშკრისკენ გაეშურა,თუმცა გზაში წამოეწია შიო
-გთხოვ არ ინერვიულო მე კარგად ვარ,და რაც ნახე ყველაფერი დაივიწყე
-ვეღარ გცნობ,-უთხრა ლილიმ და მისი ხელი მხარდინა მოიცილა,თვალები აუწყლიანდა და თავ დახრილი გაუყვა გზას,შიო ერთ ხანს დადუმებული იდგა,ნაბიჯს ვეღარ დგამდა თითქოს მიწაზე მიეწებაო.
ლილი ეცადა ჩუმად შეპარულიყო სახლში,რომ ფინა ბებოს ნამტირალევი და გაუბედურებული არ ენახა,თუმცა შიგ კარებში შეეფეთა და გული კინაღამ გაუხეთქა
-რა მოგივიდა ბებიკო?-შეეკითხა აკანკალებულ შვილიშვილს და შესასვლელი გზა დაუთმო
-არაფერი რა უნდა მომხდარიყო,-მიუგო კიბეებთან მისულმა ისე,რომ არც კი შეუხედავს
-მოდი აქ,-დაუყვავა ფინამ,ცხოვრებაში პირველად,რა გაეწტობოდა ლილი მასთან მილასლასდა და თავ ჩაღუნული დუდღუებდა
-ხო რაიყო?
-თავი აწიე და თვალებში ჩამხედე,ხომ იცი მე ვერაფერს გამომაპარებ,რატომ გინდოდა ჩუმად შემოსვლა ისე,რომ მე არ გამეგო,თვალს რატომ მარიდებ
-დაღლილი ვარ და თავის აწევა მეზარება
-უყურე შენ,მატყუებს ვითომ თავის მოკლე ჭკუით,აი, შენ მომატყუებ ამ ხნის ქალს?აბა ჰა გისმენ თავი აწიე,თვალი თვალში გამიყარე და მოყევი რა მოხდა თვარა მე ვიყო ფინა თუ მთელი სოფელი არ შევძრა
-კარგი ხო კარგი,-უკვე ტიროდა ლილი
-შენ მოგიკვდა ბებო რა მოხდა ამისთანა,ნუ ტირი ახლა,თვარა მეც ქე ამატირე,შენ მოისპე,წამო დავსხდეთ,და მოყევი რა მოხდა,სად მოხდა,-დივანზე ჩამოსხდნენ,ლილიმ ფინას კალთაში ჩარგო თავი და ამბის მოყოლა დაიწყო
-ტიტუ რატომ ვარ ცოცხალი,ეგია კარგი გოგო?აი,რა დღე მოელის მაგენმა ხო არ იციან დამაცადონ,სულ კუდით ქვას ვასროლინებ ასეთ დღეში,რომ ჩააგდეს ჩემი ბაღანა,შენ არ იდარდო,იდარდოს შიომ,ცხონებული მამამისი საფლავში ტრიალებს,ღმერთო შენ უშველე და გაუნათე გონება ყველას,-ასეთს პირველად ხედავდა ლილი,სახეზე ოდნავ ღიმილიც კი ეპარებოდა გურული მოხუცის საუბარზე,კარგახანია გურული კილო არ მოესმინა მის ყურებს
-კარგი ბებო დამშვიდდი,სამწუხაროა,რომ მარტო შენ გჯერა ჩემი
-მოიცა,რაო რა თქვი?ვის არ ჯერა შენი
-შიოს
-ნუ გადამრიე ახლა სუ მთლად,რაიო რატო არ მჯერაო
-იგონებ რაღაცებს და ჩემი ბედნიერება არ გიხარიაო
-რაცხა,დიდობაში მთლა არევია მაგ საწყალს ტვინი,მე მოვუყვები და თუ არ დაიჯერებს რა ვუყო,ჩვენ გაფრთხილებული გვეყოლება და კისერს,რომ მოიმტვრევს მერე მოვა და ბოდიშებს მოგიხდის,რომ არ დაგიჯერა
-კარგი ბებო,არ ჯერა ნუ ჯერა,ყავდეს თავისი უნაკლო ცოლი მე უკვე აღარ მადარდებს,ახლა წავალ დავწვები საშინლად ვარ დაღლილი-უთხრა ძლივ ძლიობით ლილიმ და ოთახისკენ წავიდა,როცა სახლში შიო შემოვარდა ღრიალით
-ლილი,ლილი,მიშველე მოკლეს,გესმის მოკლეს,-ლილი გაფითრდა მთელ ტანში სიცივემ დაუარა,თითქოს სუსხიან ამინდში მდგარიყო გარეთ,აკანკალდა,შიოსკენ გაიქცა და ძლიერად ჩაეხუტა,ორივე აქვითინდა,შიოს ფეხებში ძალა გამოეცალა და ჩაიკეცა,ლილიც თან გაიყოლა,ორივე მუხლიჩოქა იყვნენ ერთმანეთს მიკრულები
-დამშვიდდი გთხოვ
-როგორ დავმშვიდდე მითხარი,ის აღარაა გესმის,მოკლეს ჩემი ცხოვრება მოკლეს ახლა რა უნდა ვქნა
-გთხოვ მშვიდად,ასე ვერაფერს ვიზამთ,რა მოხდა მითხარი მე,რომ წამოვედი
-სადაც შენ იყავი იქ მივედი და.....-ხმა გაუწყდა და თავი ხელებში ჩარგო,-და ის იქ......
-კარგი დაწყნარდი,ვწუხვარ,ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ ჩემი იმედი გქონდეს,ახლა კი წამოდი დავსხდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ,-როგორღაც წამოაყენა მასზე ბევრად დიდი ტანის მამაკაცი და მისაღებში მდგარ დივანზე წამოაწვინა,ფინა გაშეშებული იდგა ხმას არ იღებდა,უცქერდა სასოწარკვეთილ შიოს და ლილის და გული საშინლად ტკიოდა.-კარგი დაწყნარდი,ვწუხვარ,ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ ჩემი იმედი გქონდეს,ახლა კი წამოდი დავსხდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ,-როგორღაც წამოაყენა მასზე ბევრად დიდი ტანის მამაკაცი და მისაღებში მდგარ დივანზე წამოაწვინა,ფინა გაშეშებული იდგა ხმას არ იღებდა,უცქერდა სასოწარკვეთილ შიოს და ლილის და გული საშინლად ტკიოდა.,შემდეგ მათ გაეცალა,საშუალება მისცა მარტო ესაუბრათ და ყველაფერი გადაეხარშათ
-ასეც ვიცოდი,ვიცოდი,რომ თამუნა კარგ საქმეში არ იყო,იქ,რომ მივედი კამათობდნენ,თამუნას ფერი აღარ ედო,საწყალს,სამწუხაროდ ის მამაკაცი ვისაც თამუნდა ელაპარაკებოდა ზურგით იდგა და ვერ დავინახე
-არ ვიცი უკვე აღარაფერი ვიცი,უსუსური ბავშვივით ვარ,თითქოს ჩემს გარშემო ყველაფერი გაქრა,სამყარო მიწამ შთანთქა და სატანჯველად მხოლოდ მე დამტოვა,სიბნელის მეტს ვერაფერს ვხედავ,ასე გულ-ხელ დაკრეფილი ვერ ვიჯდები უნდა მივხედო საქმეს ყველაფერი დაწვრილებით გამოვიძიო თუნდაც ამას ჩემი სიცოცხლე შეეწიროს,მაინც გავიგებ მკვლელის ვინაობას-თვალებ ჩასისხლიანებულმა შეხედა გაფითრებულ ლილის,დივნიდან წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა
-მოიცა საით,ასე განადგურებულს ვერ გაგიშვებ მეშინია თავს რამე არ მოუწიო-შიო ლილის მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა
“აღიარება“ (სრულად)

-ნუ გეშინია პატარავ,არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც შენ გულს გატკენს,ახლა კი უნდა წავიდე და საქმეს შევუდგე,ეს ჩემი ვალია
-მეც წამოვალ,-დააწია სიტყვები კართან მისულს და შიოც შეჩერდა,ლილიმ სწრაფად აირბინა კიბეები გამოიცვალა და შიოსთან ერთად პოლიციაში წავიდა,პროზექტურაში ესვენათ თამუნა,ლილიმ ვერ გაბედა იქ შესვლა და შეხედვა,შიო კი ძლივს ფეხების გრეხვით შევიდა და თვალებ ამღვრეული დააცქრედა გვამს,ერთი წუთიც ვეღარ გაძლო ისიც მალევე გამოვიდა.
ლილის და შიოს პოლიციის თანამშრომელმა უხმო და ისინიც მორჩილად გაყვნენ
-ქალბატონო ლილი,როგორც გავიგეთ თქვენ გარდაცვლილი სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გინახავთ ტყეში ვიღაც მამაკაცთან ერთად
-დიახ ეგრე იყო,ერთი საათით ადრე,-შეუსწორა ლილიმ
-კარგით,ერთი საათით ადრე,უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაიხსენოთ?-შეაცქერდა ეჭვისთვალით ახოვანი ოდნავ სრული მამაკაცი და მუშტით მაგიდას დაეყრდნო
-მე რაც დავინახე გეტყვით,მხოლოდ თამუნა,ვისაც იგი ელაპარაკებოდა,არა კიარ ელაპარაკებოდა კამათობდნენ და უცნობმა რამდენჯელმე ხელიც აღმართა,სამწუხაროდ ის ზურგით იდგა და არ ვიცი ვინ იყო,სამაგიეროდ მე ვინც შემამჩნია შემიძლია მისი ფოტო რობოტი შეგადგენინოთ-ოდნავ კმაყოფილმა მუშტი მოაცილა მაგიდას სკამი გამოწია და ზედ ჩამოჯდა
-დარწმუნებული ხართ?
-სავსებით-მიუგო ლილიმ და ფეხზე წამოდგა,შიო მასთან მივიდა და მაგრად მოეხვია
-მადლობ ლილი-სრულმა მამაკაცმა ჩაახველა და ისიც წამოდგა ფეხზე
-კარგით მაშინ წამობრძანდით მისი ფოტო რობოტი შევადგინოთ,წინ გაუძღვა ლილის და შიოს.
ფოტო რობოტის შედგენის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოიკითხეს,ყველაფერი ერთმანეთში შეაჯერეს და გამოძიებაც დაიწყო,საკმაოდ ჩახლართული საქმე იყო ზედაპირულად თითქოს უბრალო მკვლელთან ჰქონდათ საქმე და ყველაფერს უბრალოდ შეხედეს,შიო და ლილიც ეხმარებოდნენ გამოძიებას თავისებურად რითაც შეეძლოთ,რომ დახმარებოდნენ,ყოველდღე ახალ ახალი ცნობები მოდიოდა,საქმე იწელებოდა და იწელებოდა,თუმცა მკვლელამდე ჯერ ვერ მიეღწიათ ვერც ის ბუმბერაზი დაიჭირსე ვისი ფოტო რობოტიც ლილიმ შეადგენინა,ორივე დამნაშავეს უშედეგოდ ეძებდნენ,ლილის შვებულება ამოეწურა და თბილისში დაბრუნდა,გული საშინლად დაწყდა ფინა ბებოს თუმცა რას გააწყობდა შვილიშვილს ულუკმაპუროდ ხომ ვერ დატოვდა ქალაქში,ლილი ჩასული არ იყო,რომ შეუდგა თამუნას საქმეს,ძიება ძიებაში საკმაოდ ნაცნობ ადამიანს ჰაიკას წააწყდა,თუმცა გვერდი აუარა და ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული მისი ხმა,რომ შემოესმა

-გამარჯობა ლილი-მისკენ შებრუნდა და თავ აუწევლად მიუგო
-გამარჯობა ჰაიკა
-როგორ ხარ?
-არამიშავს თავად?-კითხა ცივად და ისევ შემობრუნდა
-მოიცა საით ამდენი ხანია არ მინახავხარ და ასე მხვდები?
-აბა,როგორ გინდა,რომ დაგხვდე?რომელი საუკუნის მეგობრობა გვაკავშირებს მე და შენ,რომ დიდი ხნის უნახავი მეგობარივით მოგიკითხო,გადაგეხვიო სახლში შეგიპატიჟო-?-კითხა გამწყრალი ხმით ზურგ შექცევით მდგარმა-მხოლოდ ერთხელ გნახე ისიც ღამით
-კარგი ბოდიში შეწუხებისთვის არ მეგონა ასე ცივად თუ მიმიღებდი-თქვა გულ დაწყვეტილმა და ისიც ზურგით შებრუნდა,ნაბიჯი უნდა გადაედგა როცა ლილიმ შეაჩერა
-კარგი მაპატიე ,უბრალოდ ისეთი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში,რომ უკვე თავგზა მაქვს აბნეული და არ ვიცი რას ვლაპარაკობ,მაპატიე,-თქვა ამღვრეული ხმით და ჰაიკას უკნიდან ჩაეხუტა-წამობრძანდი ჩემთან ყავაზე გპატიჟებ,უარი არ მიიღება
-არც ვაპირებ უარის თქმას,-მიუგო სიცილ ნარევი ხმით და უკან გაჰყვა.
ცდილობდა არ დამჩნეოდა ის ზიზღი რასაც მის მიმართ გრძნობდა და ეს საკმაოდ კარგად გამოზდიოდა ამ ცხოვრებაში ხომ ყველა ადამიანი ნიჭიერი მსახიობია ზოგიც სცენის ზოგიც ცხოვრების
-მაშინ ერთმანეთის კარგად გაცნობა ვერ მოვახერხეთ ახლა კი საკმაო დრო გვაქვს
-გისმენ რა გაინტერესებს
-მარტო ცხოვრობ ხომ,არ გიჭირს?
-რა მარტო ცხოვრება?-გაუმეორა ისე თითქოს კარგად ვერ გაიგო
-აჰამ-დაუკრა კვერი მანაც
-არა მივეჩვია,ჩვენ ადამიანები საერთოდ იოლად ვეჩვევით ყველაფერს ტკივილის გარდა,-დააყოლა ბოლო სიტყვა სისინით-იცი მე გნახე ერთ საღამოს როდესაც მე სასეირნოდ გამოვედი ვიღაც ქალთან ერთად კაფეში შეხვედი,ვინ იყო შენი მეგობარი?-ამ კითხვას და საერთოდ ამის თმას არ მოელოდა ჰაიკა რაღაცნაირად აუთამაშდა ხელები შუბლი დაეხაზა,ლილის თვალი აარიდა თითქოს არ სურდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა,ნერვიულად დაიწყო თითების ტკაცუნი და ფეხების ბაკუნს მოჰყვა
-რაზე მეკითები?ვერ მივხვდი-მიუგო,ისე თითქოს მართლაც ყურს დააკლდა და ვერ გაეგო მისი,ლილიმაც ხელახლა გაუმეორა და ყავა მოსვა,მასაც ნერვიულად აუთამაშდა მარჯვენა თვალი,ჰაიკას შემყურე
-ჩემი მეგობარი იყო და ჩემი ძმის შეყვარებული
-შენ ძმაც გყავს?თვალები გაუფართოვდა ლილის,გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა ასეთ პასუხს არ მოელოდა
-ხო,ახლა არ ვიცი სადაა რაც შეყვარებული მოუკვდა არ გამოჩენილა
-მოიცა მოიცა,მის სეყვარებულს თამუნა ხომ არ ერქვა?
-კი შენ საიდან იცი-ამის თქმაზე ლილი გაშეშდა ,გალურჯდა ხმას ვეღარ იღებდა,-ლილი კარგად ხარ?,გინდა სასწრაფოში დავრეკო?
-არა,არა-ძლივს ამოთქვა სასოწარკვეთილმა და ფეხზე წამოდგა,-და ახლა არ იცი სადაა შენი ძმა?
-არა თამუნას სიკვდილის დღეს ისინი ერთად წავიდნენ სადღაც მერე მარტო დაბრუნდა სახეზე ფერი არ ედო,ამბობდა მოკლესო,თუ მოვკალიო აღარ მახსოვს,მერე ოთახში შევარდა ყველაფერი გადმოყარა და გიჟივით გავვარდა ისე,რომ არაფერი მითხრა რა მოხდა
-შენმა ძმამ იცის თამუნდა ვინც მოკლა?-კითხა აღელვებულმა და ლოყა ჩამოიხოკა
-ლილი ფერი არ გადევს რა ხდება გამარკვიე
-მეც არ ვიცი რა ხდება,-ძალა გამოცლილი ჩაეშვა დივანში-შიო,-წარმოთქვა ხმა ჩახრეწილმა და თავში წამოირტყა ხელი
-შიო ვინაა?-გაკვირვებული მიაცქერდა ჰაიკა,ფეხზე წამოდგა და ოთაში სიარულს მოჰყვა
-შიო ჩემი ბავშვობის მეგობარია,ის დღე დღეზე ჯვარს იწერდა,ქორწინდებოდა ქალთან რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ გამოასალმეს სიცოცხლეს
-ვერაფერი გავიგე
-რა არი აქ გაუგებარი,-ოდნავ ხმამაღლა წარმოთქვა ლილიმ და ფეხზე წამოიჭრა
-თამუნა შენი ძმის შეყვარებულიც იყო და ჩემი მეგობრის საცოლეც და ეს მკვლელი შენი ძმაა,მან გაიგო,რომ თამუნა თხოვდებოდა ეს ვერ გადაიტანა და მოკლა.
-არა ჩემი ძმა მკვლელი არაა რაღაცებს ნუ იგონებ
-მე ვიგონებ?ფაქტი სახეზეა-წარმოთქვა ცინიკურად და ჰაიკას შეშფოთებულმა შეხედა

-შეიძლება მართლაც ისაა დამნაშავე მაგრამ,ამით რას იზამთ,მე ვერაფრით დაგეხმარებით ისე წავიდა არაფერი უთქვამს,სად მიდიოდა,ან საერთოდ რატომ გარბოდა-წარმოთქვა გულ დაწყვეტილმა და ნაღვლიანი თვალებით გადახედა რაფასთან მდგომ ქალს,რომელსაც ხელები დაეყრდნო ზედ და ჰორიზონტს გაჰყურებდა
-ყველაფერს ვიღონებ,რომ შენი ძმა ციხეში ამოვალპო,-უთხრა პირდაპირ და მკაფიოდ
რაფას მოცილდა და ჰაიკას გვერდით დივანზე ჩამოჯდა-მაპატიე მაგრამ,მკვლელს ასე ვერ ვაპარპაშებ,გინდაც ის შენი ძმა იყოს,ვიცი გული გწყდება ასეთი,რომ გამოდგა თუმცა რას ვიზამთ,ასეც ხდება ხოლმე,სიყვარული ადამიანს აბრმავებს,გონებას უბინდავს
-მე იმაზე მწყდება გული,რომ ვერ გეხმარებით,ჩემი ძმა არაა შესაცოდი,რადგან პატარაობიდანვე დესპოტი და აღვირახსნილი იყო,მის გამო ბევრი ვითმინე,ახლა დროა პასუხი აგოს იმ ცოდვებისთვის რაც გააკეთა,მითუმეტეს ადამიანის მკვლელობისთვის-ლილის უკვირდა ჰაიკას ლაპარაკი და თვალებ გაფართოებული უსმენდა,ვერ დაეჯერებინა ჰაიკა ამხელა ბოღმას თუ ინახავდა გულში და ძმის სიძულვილს
-ჩვენ უშენოდაც გავართმევთ თავს,ახლა კი ერთ რამეში უნდა დამეხმარო,მისი ფოტო უნდ ამივიტანოთ პოლიციაში,რომ უფრო გაუადვილდეთ საქმე,ამაში შენს მეტი ვერავინ დაგვეხმარება და შემდეგ თავისუფალი ხარ
-კარგი,როგორც იტყვით ქალბატონო ლილი-მიუგო ღიმილ ნარევი ხმით და მისკენ უფრო ახლოს მიჩოჩდა
-კარგი ჩემო ბატონო,მაშ წავიდეთ ახლავე და ჩავაბაროთ სურათი პოლიციას
-კარგი დღეს თავისუფალი ვარ და თქვენს სამსახურში მიგულეთ ქალბატონო-გაუღიმა და წამოდგომა სცადა,როდესაც ლილიმ ხელი დაუჭირა
-გმადლობ,ვიცი ეს შენთის ყველაფრის მიუხედავად ძნელია-ჰაიკას ირონიულად ჩეცინა ხელი ხელზე მოუჭირა
-სულაც არა პატარავ,პირიქით და შიო ვინაა?
-შიო ჩემი ბავშვობის მეგობარია,ძალიან კარგი და უაღრესად პატიოსანი ადამიანია,მას თამუნდა ძალიან უყვარდა სიცოცხლეს ერჩივნა,ნეტავ მეც ასე ვყვარებოდე ვინმეს და სიკვდილზეც არ ვიტყოდი უარს
-შენ რა გაგიჟდი?და რა იცი,რომ არ უყვარხარ,იმაზე მეტადაც კი ვიდრე შიოს თამუნა-ეს ისე წარმოთქვა ჰაიკამ თითქოს ლილის მიმართ გრძნობები ჰქონდეს,რომლის გამომჟღავნებაც სურს თუმცა შიში იპყრობს
-ვიცი,მე არავის ვუყვარვარ,არავის ვჭირდები ფინას და შიოს თუ არ ჩავთვლით
-მეც მჭირდები-წარმოთქვა დაუფიქრებლად და ენაზე იკბინა,ლილის ჩაეცინა და კარისკენ წავიდა
-დროა სახლიდან გავაღწით,თორემ დაგვიანდა-წარმოთქვა და კარი გამოაღო,ჰაიკაც დაჰყვა მის ნებას და სახლი დატოვეს,გზაში ორივე დუმდა,სანამ ლილის ტელეფონი არ აწკრიალდა და მანქანაში „ბატონო“,გაისმა
-დიახ შიო,ახლა პოლიციაში მივდივარ მკვლელის ფოტო სურათით,ახლა ყველაფერს ვერ აგიხსნი,მოდი თბილისში ჩამოდი რა და აქ უფრო კარგად გამოვიძიებთ ყველაფერს,კარგი კარგი ფინა ბებო მომიკითხე-ტელეფონი,რომ გათიშა უკვე პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ,ჰაიკამ მანქანა დატოვა და ლილის კარის გასაღებად გაემართა,ის მომენტი წარმოუდგა თამუნას,რომ გაუღო და ერთ ხანს შეყოყმანდა,შემდეგ თავაზიანად როგორც ჯელტმენს შეეფერებოდა კარი გამოაღო და სასიამოვნო გარეგნობის,სილამაზის განსახიერება „ლილი“ გადმობრძანდა,შენობას აავლო თვალი და მისკენ გაეშურა,ჰაიკა უკან მიჰყვებოდა
დამნაშვესავით,თავ ჩხრილი სურათით ხელში,ეს მოგაგონებდათ,როდესაც ადამიანი გილიოტინაზე მიჰყავთ,ჰაიკას მარჯვენა ხელი აუკანკალდა და ძმის სურათმაც კანკალი დაიწყო,მეორე ხელით მაჯაზე წვდა,თითქოს ამით ხელის დამშვიდება სურდა,მარჯვენა ხელმაც შეწყვიტა ცახცახი,ახლა სურათი უკვე მარცხენა ხელში გადაანაცვლა,ხელის გული ჩაეოფლა და შარვლის უკანა ჯიბეში მოათავსა სურათი,რომელსაც ჯერ ზიზღით შეავლო თვალი ლამის ხელებში მოეკუჭა,სახე დაებრიცა,თვალები ჩაუსისხლიანდა,-მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის,ძმაო,-ჩაისისინა და აის შემდეგ მოათავსა უკანა ჯიბეში,ფეხდა ფეხ მიჰყვებოდა ლილის,სანამ მათ წინ მაღალი მამაკაცი არ აეყუდა და ძალაუნებურად შეჩერება მოუწიათ,ლილი თავაზიანად მიესალმა სიმპატიურ მამაკაცს და ჰყაიკას ანიშნა,რომ სურათი იყო საჭირო,მანაც არ დააყოვნა,უკან წაიღო ხელი და ძმის სურათი ხელის კანკალით გაუწოდა მის წინ მდგომ კაცს.გადაანაცვლა,ხელის გული ჩაეოფლა და შარვლის უკანა ჯიბეში მოათავსა სურათი,რომელსაც ჯერ ზიზღით შეავლო თვალი ლამის ხელებში მოეკუჭა,სახე დაებრიცა,თვალები ჩაუსისხლიანდა,-მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის,ძმაო,-ჩაისისინა და აის შემდეგ მოათავსა უკანა ჯიბეში,ფეხდა ფეხ მიჰყვებოდა ლილის,სანამ მათ წინ მაღალი მამაკაცი არ აეყუდა და ძალაუნებურად შეჩერება მოუწიათ,ლილი თავაზიანად მიესალმა სიმპატიურ მამაკაცს და ჰყაიკას ანიშნა,რომ სურათი იყო საჭირო,მანაც არ დააყოვნა,უკან წაიღო ხელი და ძმის სურათი ხელის კანკალით გაუწოდა მის წინ მდგომ კაცს.
-საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ,ეს პირი საქართველოში არ იმყოფება,ანუ დამნაშავემ მიმალვა მოასწრო სანამ აღმოაჩენდნენ,ახლა დაუდგენელია ჯერჯერობით რომელ ქვეყანაში ან კუნძულზე იმყოფება,და საერთოდ სად არის ახლა,მთელი საპატრულო ეკიპაჟი მობილიზებულია იმ ქვეყნებშიც შევიხედეთ სადაც ხელი მიგვიწვდებოდა,ამ ფოტო სურათს გავგზავნით და ამით უცხოელ პოლიციას უფრო გავუადვილებთ საქმეს,ჩვენ სხვა რა დაგვრჩენია,უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას,-ლილი ერთხანს დუმდა და ყურებ დაცქვეტილი უსმენდა მოსაუბრეს
-კარგით,ბატონო დავით ყველაფერი გასაგებია,ჩვენ წავალთ თუ დახმარება არ გჭირდებათ
-არა ქალბატონო ლილი,ახლა ჩვენ გავართმევთ თავს ყველაფერს დიდი მადლობა,რომ თანამშრომლობთ პოლიციასთან
-რომ გიტხრათ ეს სასიამოვნოა-მეთქი მოგატყუებთ,ბავშვობიდან მეშინია თქვენი-და ჩაეღიმა
-რატომ დამნაშავე ხომ არ ხართ?-მიუგო მანაც სიცილით
-მშობლის გაბრაზებას და ბავშვების ცემას თუ არ ჩვთვლით მგონი არაფერში მიმიძღვის ბრალი
-ხოდა ძალიან კარგი,ასე განაგრძეთ
-კარგით,კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო დავით-თავაზიანად დაუკრა თავი და ჰაიკასთან ერთად შენობა დატოვა,ჰაიკას თავი ჩაეღუნა და ხმა ამოუღებლად მიყვებოდა
-ჰაიკა თავს შეუძლოდ ხომ არ გრძნობ?
-არა არა,-ამოიდუდღუნა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილმა და ნაბიჯს აუჩქარა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-ნიჭიერი მხატვარი ბრძანდებით ქალბატონო ლილი,არ შემილია არ ავღნიშნო,-წარმოსთქვა გაბედულად ასაკიანმა მამაკაცმა და კიდევ ერთხელ შეხედა ნამუშევარს,-დიდი სიამოვნებით ვიხილავ ამ საოცრებას ჩემს სახლში,-ჩაიღიმა და თავზე ხელი გადაისვა,ეს ნიშანი იყო თავმოწონების,თუმცა ლილი ზედაც არ უყურებდა მოსაუბრეს,უფრო სწორად,რომ ვთქვა მოლაყბეს და თავის დემონსტრანტს
-ძალიან დიდი მადლობა,ბატონო ზურა,ასე,რომ დაინტერესდით ჩემი ნამუშევრით,ანუ ყიდულობთ-ეჭვისთვალით აათვალიერა მასზე ოდნავ მაღალი ასე ორმოც წელს მიტანებული მამაკაცი და ცხვირი დაებრიცა
-რათქმაუნდა,ამდენი ტყვილად კიარ მიქია,-გვერდულად გაეღიმადა მზერა ახლა უკვე ლილიზე გადაიტანა,ყველა პროცედურის გავლის შემდეგ კი ეს სილამაზე ლილის შემოქმედება შინ წააბრძანა.
გადაღლილი,გონება გამოწურული მილასლასდა სახლში და შიოს დაურეკა,იმ ამბის მერე ერთი თვე გავიდა,ჰაიკას ძმა დააპატიმრეს და ამჟამა უცხოეთის ციხეში იხდის სასჯელს,შიოც ოდნავ დაწყნარდა,საქმეების გადამკიდე ლილი მასთან კონტაქტს იშვიათად ახერხებს ისიც თუ დაურეკავს და „როგორ ხარ“,მხოლოდ ამის თქმას ახერხებს,რაც დამნაშავე დაიჭირეს ჰაიკა მის მერე ჰორიზონტზე არ ჩანს,ლილისაც გადაუარა გატაცებამ,გული დაუცარიელდა,როგორც იტყვიან და ახლის მოლოდინშია,იმ მოხუცის სიტყვები გაახსენდა,ასე ცალად როდემდის უნდა იაროო და გადაწყვიტა რამე ეღონა საკუთარი თავისთის,ბოლო,ბოლო როდემდე ივლიდა მარტო,იცხოვრებდა ცარიელ კედლებში,თანამოსაუბრის გარეშე და საღამოს ექვსზე შინ დაბრუნებულს ცივი კედლები დახვდებოდა,მისათავებული მიწვა ლოგინზე,ტელეფონი მუცელზე დაედო,შიოსთის უნდა დაერეკა თუმცა იმდენად იყო ძალა გამოცლილი ჩაეძინა
ღამის ორი სამი საათი იქნებოდა ტელეფონის ხმა,რომ გაისმა და დაფეთებულმა წამოყო თავი,ნომერს,რომ დახედა ეუცხოვა თუმცა მაინც,გაბრაზებულმა აიღო
-გისმენთ-ამოილუღლუღა შეწუხებულმა და ბალიშზე დაეშვა
-ლილი მე ვარ შიო გაგაღვიძე?-მის ხმის გაგონებისას თვალები გაუფართოვდა
-არა,არა შიო,გისმენ რა ხდება?-მიუგო მშვიდად
-როგორ ხარ?არაფერი არ ხდება,უბრალოდ მოგიკითხე,გაგიკვირდება ამ შუაღამისას რამ გაახსენა ჩემი თავიო მაგრამ,იცოდე მე სულ მახსოვხარ-და ტელეფონი გაითიშა,ლილის ეგონა ხომ არ დამესიზმრაო და ხელზე იჩმიტა,თუმცა ეს ცხადიო იყო ტელეფონში შიოს უეცარმა გაელვებამ და მისმა თბილმა ხმამ ძალიან გააოცა და აღაშფოთა ნახევრად მძინარე ქალბატონი,გვერდით ტუმბოზე დადო და ისევ განაგრძო ძილი,როდესაც ტელეფონი ხელმეორედ აწკრიალდა
-გისმენ
-მაპატიე,მაპატიე რა იდიოტი ვარ,ბოდიში ძილი,რომ დაგირღვიე მაგრამ ახლავე ჩაიცვი და გარეთ გამოდი გთხოვ
-შიო შენ ხარ?-ჩაიდუდღუნა ლილიმ,რომელსაც თალები ნახევრად ღია ჰქონდა და ერთი სურვილი კლავდა,როდის გაითიშებოდა ტელეფონი და ისევ დადებდა თავს ბალიშზე,რომ ძილი გაეგრძელებინა,თუმცა ეს უკანასკნელი მას არ ეღირსა,ძლივ-ძლიობით წამოფოფხდა ლოგინიდან-ჩამოფოფხდა და აბაზანას მიაშურა,ისე,რომ ტელეფონი არც კი გაუთიშავს
-კი მე ვარ,გთხოვ მაპატიე და ჩამოდი დაბლა რაღაც მინდა გითხრა-ზედმეტად გრძნობა მორელულს აღმოხდა სიტყვები და ტელეფონში დუმილი ჩამოწვა,შემდეგ ისევ ააცმაცუნა ტუჩები-ლილი ხომ ჩამოხვალ,ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა
-მთვრალი ხარ?-მიუგო ოდნავ შეწუხებულმა
-გეფიცები ორი წვეთი დავლიე,-ამის თქმაზე ლილიმ თავი ვეღარ შეიკავა და გემრიელად გაიცნა ტელეფონში
-ორი წვეთი რა მასხრობაა,კაი ჩამოვალ და ერთად დავლიოთ,მივხვდი სასმელზე მეპატიჟები ხომ,აი შე კუდიანო კაი მოვდივარ-მისმა სიტყვებმა თითქოს ლახვარი ჩასცეს გულში,ერთიანად განადგურდა და დაიმსხვრა შიოს ოცნებები,ყველაფერი წყალში ჩაეყარა,რა გაეწყობოდა,აცუნდრუკებულ ლილის თანხმობის ნიშნად ორად ორ ასოიანი სიტყვა უბოძა
-ხო,-და ტელეფონი გათიშა
ზლაზვნით გამოეწყო,უბრალო სამოსში და კიბეებს დაუყვა,სადარბაზოში ბნელოდა,ლიფტიც გაფუჩებული იყო და ფეხით ჩსვლა მოუწია,კორპუსთან შიო ელოდებოდა,რაღაცებს ბურტყუნებდა და თან შუშის “ ბოთლს“ იყუდებდა,ფეხები ძლივს გადაადგა,რომ ლილისკენ მისულიყო და მეგობარი ენახა
-ამ შუაღამისას რა დალევა აგიტყდა?-კითხა სიცლით და“ ბოთლი“ გამოართვა
-აუ იცი რამდენი ხანია არ დამილევია მაგრად მომენატრა ის დრო მე და შენ,რომ დავსხდებოდით და გათიშვამდე ვსვამდით ყველანაირ ტკივილს სასმელში ვახრჩობდით,შენი დამსახურებით ბევრი ტკივილი გადავიარე და ჩემი დახმარებით შენც,ახლა მინდა ის დრო გავიხსენოთ და ერთი მაგრად დავთვრეთ იქნებ ის დარდი და ტკივილი გამიქრეს,გთხოვ-წარმოსთქვა და საწყლად მოიფუზა,ლეკვივით რომელიც ზამთარში პატრონს სთხოვ შინ სეუშვას,რომ სიცივემ არ მოკლას
-დალევა არც მე მაწყენდა მაგრამ,ამ შუაღამისას გაგიჟდი?
-კი გავგიჟდი,მთელი ამ ხნის განმავლობაში პირვლად ვიგრძენი,პირვლად მივხვდი თუ რა არის სიყვარული,ხო გიჟი ვარ და შიძლება გეგონოს ამას სიმთრალე მალაპარაკებს მაგრამ,იქნებ დაფიქრდე ბათუმიდან აქამდე იმისთვის ჩამოვედი,რომ სასმელზე დაგპატიჟო?ნუთუ ვერ ხვდები თუ არ გინდა,რომ მიხვდე-ლილი გაოცებული უსმენდა,მობარბაცე შიოს და გამწარებულმა „ბოთლი“ მოიყუდა დ ასულ დაცალა
-ახლა შენ შენ ხარ,-თქვა შიომ და მაგრად გადაეხვია,ორივე ბარბაცით გაუყვნენ ტროტუარს,გარშემო საოცარი სიმშვიდე სუფევდა,ღამის ოთხ საათზე სხვა ვინ ივლიდა უკუნით სიბნელეში,შიოს და ლილის მეტი
-მიყვარხარ-აღმოხდა სამ მარცვლიანი სიტყვა შიოს და გაითიშა,ლილი გაშეშდა არ იცოდა რა მოეფიქრებინა თავადაც გადაკრულში იყო და შიოს აყვანა გაუჭირდა,ძლივ-ძიობით წამოაყენა და სახეში გაულაწუნა,რომ გამოფხიზლებულიყო და აეხნა ეს რას ნიშნავდა,შიომაც დააჭყიტა თვალები და ისევ გაიმეორე,ახლა უკვე დამარცვლით და საკმაოდ მკაფიოდ-მი-ყვარ-ხარ,-და ლილის ტუჩებს დაეწაფა,თავიდან ეწინააღმდეგებოდა თუმცა მანაც ვერ გაძლო უკოცნელად,თითქოს ერთი გახლეჩილი სხეული ერთ მთლიანად იქცა,რაღაც არაამქვეყნიური იგრძნო ორივემ,ლილისთვის პირველი იყო ეს კოცნა,არც კი უფიქრია ასეთ ვითარებაში თუ ექნებოდა,შიომ ოდნავ მოაცილა ტუჩები და შუბლი შუბლზე მიადო,ხელები კი ლილის თმაში შეაცურა-ნუთუ აქამდე ვერ ხვდებოდი,ნუთუ ერთხელ მაინც ვერ შეამჩნიე,როგორ მიყვარხარ,შეიძლება არ მაპატიო და ამდენი წლის მეგობრობა გაწყვიტო,რადგან ახლა გაგიმხილე,რომ მიყვარხარ,ხო მიყვარხარ,არ დავიწყებ იაფასიან სიტყვებით შენს მონუსხვას არც სიყვარულის ახსნა მეხერხება,ეს ერთი სიტყვა ყველაფერს ნიშნავს,იგი ჰარმონიულად ერწყმის ჩემს ყველა გრძნობას და აფსურდულ არაფრის მთქმელ სიტყვებს,ხომ გაგიგია სიყვარული თვით ღმერთია,ხოდა მე,მე ვიწამე იგი და ვიგრძენი ნამდვილი სიყვარული,ჩავწვდი სიტყვა,“სიყვარული“_ს არსს,და მე თამამად ვაცხადე,რომ შემიყვარდა ქალი,უმშვენიერესი,ულამაზესი,ფრთები,რომ გქონდეს ღმერთი თავისთან ანგელოზად წაგიყვანდა,იმდენად მშვენიერი ხარ,მინდა სულ შენთან,შენი იყო და შენ ჩემთან ჩემი იყო არ მინდა სხვისი იყო ოდესმე,არ მინდა შენს ტუჩებს სხვა შეეხოს,ისინი მხოლოდ ჩემია-ვეღარ ჩუმდებოდა შიო,მთელო გრძნობებს და განცდებს ამ სიტყებში აფრქვევდა,ბაგე შუბლზე შეახო შემდეგ,ცხვირზე ნაზად აკოცა და ისევ დაწვდა მწყურვალივით,ხელმეორედ ლილის ბაგეს,ლოყაზე სისველე იგრძნო ლილი ტიროდა,ცრემლი ღაპაღუპით ცვიოდა,მისი თვალებიდან,ცერა თითი შახო შიომ და ცრემლები მოწმინდა
-გთხოვ ნუ ტირი პატარა,თორემ თავი არაკაცი მეგონება ჩემს გამო,რომ ქალი ავატირე,ხელი ნიკაპზე მოკიდა და თავი ააწევინა,ლილი თვალებში მიაშტერდა,ხმას ვეღარ იღებდა,იქნებ სიზმარია მაგრამ,ეს ცხადია და ესაა ყველაზე მტკივნეული
-შიო-წარმოთქვა ნამტირალევი ხმით და ხელები წელზე მაგრად შემოხვია-არ ვიცი რა გითხრა,მგონი მთვრალი ხარ არ მჯერა შენ მე არ გიყვარვარ,მაპატიე არ მჯერა,არ მჯერა,-უკვე ყვიროდა ლილი და წელზე უფრო მაგრად უჭერდა ხელს
-ასეც ვიცოდი,რომ სიმთვრალეს დააბრალებდი,-ლილის ხელები ცივად მოიშორა და გზა ბანცალით განაგრძო
-მოიცა შიო დამელოდე,სად მიდიხარ,-თუმცა შიო სვლას არ ანელებდა,ცრემლ მორეული მიუყვებოდა ჩაბნელებულ ტროტუარს,სადაც აქაიქ თუ დანათოდა ქუჩის სანათებლები,ლილი ვეღარ დაეწია,რადგან შიო ძალიან სწრაფად იდიოდა და შემდეგ წყვდიადში გაქრა,გული შეეკუმშა ჩიკეცა და ძლიერ ატირდა,მიხვდა შეცდომა დაუშვა,რომლის გამოსწორებასაც აზრი აღარ ჰქონდა,მან ისეთი ადამიანი დაკარგა რომელიც პატარაობიდანვე ტავს ევლებოდა ყველგან დაჰყვებოდა,არიგებდა ვითომ თავისი ჭკუით,სხვებისგან იცავდა,მთელმა განვლილმა წლებმა თვალწინ გაურბინეს ქარიშხალივით და უფრო მწარედ აატირეს.
შიო დაეხეტებოდა ბნელ ქუჩებში და თავის თავზე გაბრააზებული აგინებდა,ყველაფერი იკადრა თავიც დაიდანაშაულა,ლილიც და მთელი სამყაროც თავის უიღბლობაში გარდა უფლისა,მან ვერ გაბედა უფლისთვის ზედემტი სიტყვა ეთქვმა ან რაიმეში დაედანაშაულებინა,მხოლოდ გაძლიერება შესთხოვა უფალს,ამ ტკივლის გადატანა,იგი გრძნობდა უფლის თანადგომას,მის გვერდში ყოფნას,ანგელოზებს,რომლებიც სულ თავზე დასტრიალებდნენ და მარტო ყოფნისას მათ ელაპარაკება,სიკვდილიც კი იფიქრა,განადგურებულმა მაგრამ,მალევე მოუბოდიშა ღმერთს ამ სიმდაბლისთვის და უსუსურობისთვის და დაპირდა,რომ მისი თანხმობის გარეშე არაფერს გააკეთებდა,ღვთის საწყენს.
რა გაეწყობოდა,შიო ჰორიზონტზე აღარ გამოჩნდა ლილისაც იმედი გადაეწურა და შინ დამწუხრებული,განადგურებული დაბრუნდა,ვერცერთი იფიქრებდა ამხელა ტკივილს თუ მიაყენებდნენ ერთმანეთს.
დილით,რომ გაიღვიძა თავი საშინლად ტკიოდა,თითქოს ერთდროულად ორი ედო მხრებზე და საშინლად ამძიმებდა,ზანტად წამოდგა,საშინლად კი ეზარებოდა სამსახურში წასვლა თუმცა გაცდენა არ აწყობდა,რომ გეკითხათ გუშინ რა მოხდა ვერაფერს გეტყოდათ,არაფერი ახსოვდა და იქნებ ასეცაა უკეთესი,შიოს ნათქვამმა სიზმარივით გადაუარა და ისევ ჩვეულ კალაპოტში ჩადგა,კი უკვირდა მის ზარებს,რომ აღარ პასუხბდა თუმცა დიდად არც ამაზე ღელავდა,ერთ დღეს როდესაც სამსახურში მიდიოდა ტროტუარზე ნაცნობი სილუეტი დალანდა,თავიდან იფიქრა მეჩვენებაო, მაგრამ,მერე ახლოს მივიდა და გამოსახულება მისთვის უფრო თვალსაჩინო გახდა
-შიო აქ რა ქარმა გადმოგაგდო?-კითხა ღიმილით და მეგობარს გადაეხვია,იმ ღამის შემდეგ ჩვენი შიო მოტყდა,ფიზიკურად მორალურად ყველანაირად,აღარ იყო ძველი შიო,მხრებში მოხრილი,წვერ გაუპარსავი,სახე ჩამომდნარი,თავიდან კიდევაც გაიფიქრა ლილიმ ხომ არ შემეშალაო სანამ მისი ხმა არ გაიგო
-საცხოვრებელი შევიცვალე,ბათუმში ცხოვრება მომწყინდა და თბილისში გამოვწიე-მიუგო ცივად თითქოს მისთვის უმნიშვნელო ადამიანს ელაპარაკებოდა,კარის მეზობელს თუნდაც რომელსაც ყოველი მისი ნაბიჯი აინტერესებს
-კარგია მაგრამ,ამას შენს გარეგნობაზე ვერ ვიტყვით სულ დაჩაჩანაკებულხარ რა უცებ დაბერდი?ჯერ ოცდაათამდეც კი არ მიგიღწევია,წვერი გაუპარსავი არასოდეს გქონია,ძალიან ხარ შეცვლილი,ასე მაშინ არ იყავი თამუნა,რომ მივაბარეთ მიწას
-ხო,რას ვიზამთ,ცხოვრება ყველას ტეხს წელში და წუთისოფელმა არც მე დამაკლო ასე,რომ ნუ გიკვირს,შენ კიდევ უფრო გალამაზებულხარ,დაქალებულხარ,-ამას ისე ამბობდა თითქოს წლებია ერთმანეთი არ ენახათ,თუმცა კვირები მათთვის წლებს კიარა საუკუნეს უდრის
-მერე ეს ცუდია?-ჩაიხითხითა ლილიმ
-არა არა ცუდი რატომ უნდა იყოს პირიქით,კარგია,რომ მის მერე ასეთს გხედავ
-რის მერე?-გაკვირვებით აათვალიერა მხრებში მოხრილი შიო,ელდა ეცა ხმა გაუწყდა ვეღარაფერის თქმა გაბედა,არ მოელოდა ლილისგან ასეთ კითხვას
-არა არაფერი,-მიუგო ნაწყენი ხმით და თავი ჩახარა
-ახლა სამსახურში მივდიოდი,თუმცა არაუშავს გავაცდენ,მოდი სადმე სევიაროთ,ნაყინები მივირთვათ,ყავა,ნამცხვარი
-ახლა ზუსტად პაემანზე მივდივარ და ვერ მოვახერხებ მაპატიე
-აა,კაი კაი არაა პრობლემა წარმატებებს გისურვებ,-ისეთი ხმით წარმოთქვა ლილიმ ბოლო სიტყვები თავადაც ვერ გაეგო რატომ,ასე რამ გაანაწყენა,შიოს სიტყვებზე გულში რაღაც ჭიკარტივით შეერჭო,შიომ იგრძნო ლილის გუნება ეცვალა ეს,რომ უთხრა,თუმცა უკან დახევას არ აპირებდა,ცხელ-ცხელი ტყუილი გამოაცხო და მის დაგემოვნებაზე უარი ვეღარ თქვა
-ხომ,კარგი მაშინ ჩემი წასვლის დროა მიხარია,რომ გნახე,-უნდა გადაეკოცნა თუმცა თავი შეიკავა,თვალი ჩაუკრა და იქაურობას მოშორდა,ერთმანეთის საპირისპიროთ მიდიოდნენ,რამდენჯელმე გახედა შიომ ლილის,თუმცა მალევე მოტრიალდა,რომ მას არ დაენახა.
ლილიმ ვეღარ გაძლო მიუხედავად და სანამ შიო ჰორიზონტზე ჩანდა უყურებდა და როდესაც გაუჩინარდა მანაც განაგრძო გზა,
შიო გზაში თავის თავს უბრაზდებოდა ამხელა ტყუილი,რომ თქვა,თუმცა რას გააწყობდა,ამის თქმა ლილიმ აიძულა,-იმდენად კარგად და ბედნიერად გამოიყურება ალბათ შყვარებული ან საქმრო ყავს,ჰაიკა მას ხომ ჰაიკა უყვარს აქამდე,როგორ ვერ მოვიფიქრე ასე გულგრილიც მაგიტომაა,ისინი ერთად არიან,მე კიდევ მე...,მე რაღა დამრჩა ღმერთის და ცემი ტავის გარდა არავინ ერთი საცოდავი,უბადრუკი ადამიანი ვარ,-გაბრაზებულმა მუშტი შეკრა და შენობის კედელზე ძლიერად მიარტყა ისე,რომ სისხლი წასკდა,ხელმორედ მიარტყა ხელი კედელს,მთელი ხელები დაისისხლიანა,ბოლო ხმაზე ყვიროდა,-ლილი,მარტო ჩემი ხარ,მარტო ჩემი,-და იქვე დაგდებულ შუშის ბოთლებს ამსხვრევდა,გარშემო მყოფნი გაკვირვებულები უყურებდნენ,გამვლელები პირჯვარსაც კი იწერდნენ,
-გაუფრენია ამ საცოდავს,-წარმოსთქვა ერთმა ქალმა,შიომ ეს გაიგო და ხნიერ ქალბატონს სიძულვილით სავსე თვალები შეანათა,იგი საკუთარ თავს აღარ გავდა,მტაცებელ ცხოველს მოგაგონებდათ,რომელიც თავის ნადავლზე გამეხებით იბრძვის,აბსოლიტურად არაფერი არ აინტერესებს გარდა თავისი ნადავლის,თუმცა შიოსთვის ლილი ნადავლი არ იყო,ის იყო ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული,რომელიც დაკარგა,სამუდამოდ დაკარგა,რადგან აქამდე ვერ მიხვდა,რომ ბავშვობიდან მოყოლებული ყვარებია,მისი ცელქი და მოუსვენარი მეგობარი,პატარა გოგონა,რომელიც ახლა უკვე ზრდასრული ქალია და ნებისმიერი მამაკაცის გულის მოგება შეუძლია,ნებისმიერს აურევს თავგზას,დახეთქილი ხელებიდან სისხლი წვეთ წვეთად მოედინებოდა,შიოს ტკიოდა თუმცა ამას ვინ ჩიოდა,გული სულ მთლად დაეფლითა და ხელზე უბრალო ნაკაწრი ამასთან შედარებით არაფერი იყო,განადგურებულმა ჩაიმუხლა და ცაში აღაპყრო ხელები-ღმერთო,სად ხარ სად,ნუთუ არ არსებობს ჩემთვის,გთხოვ დამეხმარე,ნუ გამწირავ სამუდამო სატანჯველისთვის,ერთხელ მაინც მომანიჭე ბედნიერება,სად ხარ სად რატომ არ გესმის ჩემი,-გაიძახოდა და ხელებს ასფალტზე ურტყამდა,მალევე გონებაც დაკარგა,ამდენს მისმა გულმა ვეღარ გაუძლო.

სამსახურში მისულ ლილის,საკუთარ კაბინეტში ყვავილების თაიგული დახვდა,ზედ ბარათით,თუმცა ბარათის უნახავად ჩუძხა ნაგავში,სავარძელში მოწყვეტით დაეშვა და თავი ხელებში ჩარგო,თუმცა ვინ აცალა ფიქრი,მდივანი გამოეცხადა
-ქალბატონო ლილი,თქვენთან ბატონი დავითია მოსული-მიუგო მდივანმა სახე გაბრწინებულმა და კართან აიტუზა,ლილის დიდად არ გახარებია ბატონი დავითის მოსვლა თუმცა რას გააწყობდა
-კარგი შემოვიდეს-უთხრა და ცალი წარბი აზიდა,მდივანი გავიდა და მალევე შემობრძანდა სპორტული აღნაგობის მამაკაცი,თვალი მოავლო ოთახს და სავარძელზე დაბრძანდა
-გისმენთს რით შემიძლია დაგეხმაროთ?-მიუგო მშვიდად
-მოგეხსენებათ მე მაღალ წრეს მივეკუთვნები და ვაწყობ წვეულებას,ჩვენი სიტყვით,რომ ვთქვათ ვახშამს და დიდად დამავალებთ თუ მობრძანდებით,ჩემს ოჯახს გაგაცნობთ,მეუღლეს შვილს,-მეუღლის და შვილის ხსენებაზე ლილი დამშვიდდა
-დიდი მადლობელი ვარ მაგრამ,მე თქვენს წრეს არ მივეკუთვნები
-ჩემთვის არაქვს ამას მნიშვნელობა,თქვენი ნამუშევარი,ჩემს წრეზე მაღლა დგას ასე,რომ უარს ნუ მეტყვით,იქ რამდენიმე ახალგზარდა ასე თქვენი ასაკის მამაკაცებიც იქნებიან და იქნებ თქვნი საბედო ნახოთ,-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი და წამოდგა-ახლა კი უნდა წავიდე,საქმეები მაქვს აუარებელი,ეს მოსაწვევი კი თქვენ-კოსტუმის ჯიბიდან ყვითელი ბარათი ამოაცურა და ლილის მაგიდაზე დაუდო,შემდეგ კი ხმის ამოუღებლად დატოვა იქაურობა,ბარათს წვდა და გადაიკითხა,ერთხანს დუმდა,ვერ მოეფიქრებინა წასულიყო,ღირდა?თუმცა გულს გადააყოლებდა და მართლაც შეიძლება საბედოც კი ენახა,ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
სამსახურის შემდეგ სავაჭროდ გაიარა საღამოსთვის შესაფერისი კაბა იყიდა და სახლში წავიდა.
შიო გონს საავადმყოფოს ოთახის კედლებში მოვიდა,თავიდან გააზრება გაუჭირდა თუმცა მალეევ მიხვდა რაც მოხდა,ექიმს დაუძახა და გაწერა სთხოვა
-სუსტად ხართ და ჯობია ორი დღით იწვეთ და ურჩობთ ბატონო
-არა ვერ დავრჩები,დღეს ვარ დაბარებული გადაუდებელ საქმეზე ,არ სიძლება,რომ არ წავიდე,ჩემს უფროსს გული დაწყდება,-როგორც იქნა მოთაფლა ასე ვთქვათ ექიმი და საავადმყოფოსაც დაახწია თავი.შიო გონს საავადმყოფოს ოთახის კედლებში მოვიდა,თავიდან გააზრება გაუჭირდა თუმცა მალეევ მიხვდა რაც მოხდა,ექიმს დაუძახა და გაწერა სთხოვა
-სუსტად ხართ და ჯობია ორი დღით იწვეთ და ურჩობთ ბატონო
-არა ვერ დავრჩები,დღეს ვარ დაბარებული გადაუდებელ საქმეზე ,არ სიძლება,რომ არ წავიდე,ჩემს უფროსს გული დაწყდება,-როგორც იქნა მოთაფლა ასე ვთქვათ ექიმი და საავადმყოფოსაც დაახწია თავი.
-მიხარია,რომ მობრძანდით ქალბატონო ლილი,-მიუგო ბატონმა დავითმა და ხელზე ემთხვია,შენმეგ თავის ოჯახის წევრებს უხმო დ ალილის ამაყად წარუდგინა,ისიც ძალიან მოიხიბლა მათი სტუმართმოყვარებოით და ცოლის სისხარტით,ყველა სუფრასთან იყო მოკალათებული როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა და ყველამ ზედ მიაბჯინა თვალები,სტუმრები და მათ შორის ლილიც გაფაციცებული ელოდებოდა ვინ შემოდგამდა ფეხს,კარის გასაღებად მოსამსახურე მივიდა
-გამარჯობათ,-მიუგო შიომ და გაუღიმა,-თუ შეიძლება ბატონ დავითს დაუძახეთ,-მოსამსახურე აღარ შეყოვნებულა გაბრიელის თხოვნა ელვისისწრაფით მიიტანა ბატონ დავითამდე,ისიც დიდი ბოდიშის მოხდით წამოდგა სუფრიდან და შიოსთან მივიდა
-შიო შემოდი აქ რას დამდგარხარ არა გრცხვენია?-მხარზე წამოკრა ხელი
-ჯერ შენთან ლაპარაკი მსურს დავით და შემდეგ შემოგიერთდებით,აქვე გეტყვით და დავბრუნდეთ შემდგომ
-კი ბატონო არაა პრობლემა გისმენ აბა ჩემო ბიჭო,ხომ იცი მე მამაშენის ბავშვობის მეგობარი ვარ და ყველაფერში შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს
-საქმე ქალს ეხება-წარმოთქვა შიომ და სახე დაეჯღანა
-მერე რა გაგჭირებია?ამისთანა ბიჭი დაგიწუნა?თუ?
-სხვა უყვარს და შენთან როგორც გამოცდილ ადამიანთან გთხოვ მირჩიე რა ვქნა,თავი როგორ შევაყვარო,იგი მეგობრულად მიყურებს,ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ და ალბათ მაგიტომ ვერ ახერხებს შემომხედოს როგორც ქალმა მამაკაცს და მე კი ისევ ვუყურებ როგორც ბავშობის მეგობარს კიარა როგორც ქალს და მიყვარს
-საერთოდ ქალები ძნელი მისადგომები არიან ფაქიზები,ფარფატებენ პეპლებივით არ ვიცი შენს სატრფოს რა უყვარს რა ხიბლავს თუმცა ერთს გირჩევ მოექეცი ისე როგორც მას სურს და არა როგორც შენ გსურს და ნახავ იგი მალე მოეგება გონს
-კარგი დარიგებაა მადლობ დავით ვიცოდი,რომ შენი იმედი უნდა მქონოდა-გაეღიმა შიოს და დავითს გადაეხვია
-ამდენი რამ შევიტყვე და ბარემ ისიც მითხარი რა ქვია სადაური გოგოა
-მას ლილი ქვია,წარმოშობით გურიდანაა აქ ოფისი აქვს გახსნილი საკუთარი, სხვათაშორის გადასარევად ხატავს,-ამის გაგონებაზე დავითს ღიმილი მოერია თვალები დახარა და თითი ტუჩზე მიიტანა
-ლილი,ლილი საოცარი ქალია გემოვნება მშვენიერი გქონია ყმაწვილო,აქ სტუმრად ზუსტად ლილია და საშვალება მოგეცა ნახო და ყველაფერი უკეთ აუხსნა,აბა შენ იცი წარმატებები და წამოდი ახლა სირცხვილია-შიო გაოცებული დარჩა,უკან მიყვა დავითს და კუთვნილ ადგილას მოთავსდა,როდესაც მისი და ლილის მზერა ერთმანეთს შევხდა მაგიდიდან წამოდგა და მასთან მივიდა,დათომ თვალი გააყოლა და შიოს ხელით ანიშნა
-წაიყვანეო,-მანაც არ დააყოვნა და ლილის გარეთ გასვლა სთხოვა .

-ნახე?-რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ კითხა ნაღველ მორეულმა ლილიმ და ცრემლით ამოვსებული თვალები შეანათა შიოს
-ვინ?-გაკვირვებით კითხა შიომ და მასთან უფრო ახლოს მივიდა,
-შუადღით,ხომ მითხარი,რომ პაემანზე მიდიოდი ესაა პაემანი?-მიუგო გაბრაზებულმა და ზურგი აქცია,შიომ მოშიშვლებულ მხარზე ხელი შეახო და მთელი სხეულით მიიკრა,ლილი შეკრთა ამას არ მოელოდა,გაიტრუნა
-მოვიგონე,მინდოდა გეეჭვიანა,ხომ იეჭვია და რატომ?შენ ხომ არ გიყვარვარ-ლილიმ ცრემლები ვეღარ შეიკავა მისკენ შებრუნდა და ბაგეზე დაეკონა,წამიერი კოცნის შემდეგ მაგრად ცეხუტა და ჩუმად ამოილუღლუღა
-მიყვარხარ-შიოს ეგონა მეოლანდა და ხელემეორედ გაამეორებინა
-ვერ გავიგე
-მიყვარხრა,ხო მიყვარხარ ვაღიარებ,რომ მიყვარხარ,ახლა გაიგე?-მკერდში დაუშინა მუშტები,შიო ვეღარ აწყნარებდა სანამ მაგრად არ მოუჭირა ხელები და ლილიც ჩაყუჩდა
-ვიცი პატარა,მე ამას ვგრძნობ-და ისევ დააცხრა მის შევარდისფრებულ ბაგეს.
სანამ სიმყუდროვე ვიღაცის ჩახველებამ არ დაურღვია
-მაპატიეთ ახალგაზრდებო მაგრამ სუფრასთან გიხმობენ,-უთხრა ბატონმა დავითმა და შიოს თვალი ჩაუკრა სემდეგ სამივე დაბრუნდა სუფრასთან,მთელი საღამო თალს ვერ წყვეტდნენ ერთმანეთს,შიო თვალებით ჭამდა,როდესაც ცეკვის დრო მოვიდა ვერავის დაუთმო,ეგრევე ეძგერა იმის შიშით არავინ დამასწროსო,ცეკვის დროს ცხვირზე აკოცა და ხელზე გადაიწვინა,ლილის სიცილი წასკდა,ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა,ყოველი მუსიკის ცრთვისას სტარტზე იყვნენ და ბოლოს საშინლად დაღლილები მიუყვებოდნენ ჩაბნელებულ ტროტუარს,ლილის თავი შიოს მხარზე ედ,შიოს კი ცალი ხელი წელზე შემოეხვია ცალით თმაზე ეფერებოდა,გადაკრულში მყოფები ძლივს ადგამდენ ფეხს,თითქოსბ ბეწვის ხიდზე გადიოდნენ,ისე ფრთხილად ადგამდე ფეხს,რომ არ წაქცეულიყვნენ და ხიდიდან არ გადავარდნილიყვნენ.როგორც იქნა მიაღწია ლილიმ სახლამდე და ჩანჩალით აუყვა კიბეებს,შიომ სადარბაზომდე მიაცილა და სანამ არ გაიგო ლილი სახლში შევიდა მანამ არ მოცილებია კორპუსს,აივანზე გამოვიდა და იქიდან გადასძახა შიოს
-წადი-და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა,შიოც დამშვიდებული წაბაჯბაჯდა სახლში,მეორე დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა,აღარ იცოდა რა დაელია ნაბეღლავიც არ შველიდა,ბოლოს ლილის დაურეკა
-ჩემო წამალო რას შვები დღეს ხომ გცალია,წავიდეთ სადმე ლამაზ ადგილას,ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა,ბატონ დავითსაც ვთხოვე და ერთი კვირით შვებულება მომცა
-ბატონ დავითთან მუშაობ?-გაოცება ვერ დამალა ლილიმ
-ხო მამაჩემის ბავშვობის მეგობარია და სამსახური დამაწყებინა თავის ოფისში
-მშვენიერია,კარგი მეც არაფერი არ მაქ ისეთი აქ საქმე და წავიდეთ ზღვაზე
-ახლა ბათუმი არ თქვა თორემ
-ბათუმში-და სიცილი აუტყდა
-რა ბათუმი კაი ჰა მაგას მირჩევნია სოფელში წავიდეთ-ლილიმ სიცილი შეწყვიტა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია ისე თითქოს შიო დაინახავდა-დუმილი თანხმობის ნიშანია
-ხო წავიდეთ მაშ,
-კარგი გადაწყვეტილია სოფელში მივდივართ ფინა ბებოსთან

***
-ბებო რამდენი ხანია არ მინახავხარ როგორ მომენატრე-გახარებულ ფინას გადაეხვია ლილი
-მეც მომენატეთ ბებო გენაცვალოს,აბა რა ხდება რა ამბები ჩამომიტანეთ რაცხა წყვილად ხართ და რამეს ხომ არ აპირებთ?-ეშმაკურად ჩაიცინა ფინამ და შიოს თვალი ჩაუკრა,ერთმანეთს გადახედეს,შენ უთხარი,არა შენ უთხარი მუნჯურად თვალებით ეკამათებოდნენ ერთმანეთს ბოლოს ლილიმ გადაწყვიტა ახალი ამბის თქმა
-ბებო მე და შიო შეყვარებულები ვართ?
-რას ქვია შეყვარებულები რავა არ უნდა დაინიშნოთ?-გაკვირვებული იყო ფინა,ლილიმ დაამსვიდა ხნიერი ქალბატონი და ახსნას შეუდგა
-ყველაფერს დრო გვიჩვენებს ჯერ ასე იქნება მერე დავინიშენბით,ვიქორწინებთ და ვიქნებით ერთი მთლიანი ოჯახი,-ფინამ ვეღარაფერი უთხრა მის ერთადერთ შვილიშვილს,გარდა იმისა,რომ ორივე გადაკოცნა კიდევ ერთხელ მიულოცა და სახლში შეიპატიჟა,სოფლის ნობათით აივსო ისევ სუფრა უწინდელივით და მოჰყვენ აქაურ-იქაური ამბების თქრობას,მათ საუბარში გვერდითა მეზობელიც ჩაერთო,ჟუჟუნა,შიოს და ლილის ამბის გამგონეს სახტად დარჩა თვალები მოულოდნელობისგან ვეღარაფერი მოიფიქრა,ფინამ საკუთარი გამოხდილი არაყი გამოიტანა და ახალგაზრდები დალოცა,კარგად,რომ შეზარხოშდენ,შიომ სახლში წასვლა დააპირა
-ხვალ გადმოგივლი ცხოვრება კაი?არ მინდა სოფელი ავალაპარაკო,აბა შენ იცი ჭკვიანად და სმა აღარ გააგრძელო არ გამილოთო ფინა იცოდე-სიცილით უთხრა ფინას შიომ
-არა,არა ამას შემოევლოს ბებო რა გავალოთო არა გრცხვენია?წაი ახლა სახლში გათენდება მეორე დღეც,ერთხელ მაინც,ხომ უნდა მოგენატროთ თავები ასეც არ შეიძლება,ხომ გაგიგიათ სიყვარული უფრო მტკიცდება როდესაც ხშირად ვერ ნახულობენ ერთმანეთს,მონატრებაც უნდა იგრძნოს ადამიანმა,მასე თვალებში მაზოლები ამოგივათ-მოკლედ ძლიას გააგდეს შიო და სახლის მილაგებას შეუდგნენ,შემდეგ ლილიმ ძაღლთან ერთად ითამაშა ეზოში და გადაწყვიტა ჩუმად გაპარულიყო შიოს სანახავად,გულმა მაინც ვერ მოუთმინა,წყალი გადაივლო და ჩუმად დაიძრა შიოს სახლისკენ,რომ მიუახლოვდა შიო ეზოში ბოდიალობდა და ბოლთას სცემდა,ხან ცაში იყურებოდა,ხან ხეზე ჩიტებს მისჩერებოდა,ვერც შეამჩნია ისე მიეპარა ლილი უკან და მაგრად ჩაეკონა,ისე,რომ სუნთქვა გაუძნელდა
-აქ რა გინდა ფინამ რა გვითხრა,-ლილიმ თავი მოისაწყლა,ხელები გაშალა და უფრო ძლიერად ჩაეხუტა საყვარელ მამაკაცს,თავი მკერდზე დაადო
-რა ვქნა ვერ ვძლებ უშენოდ,თუ გინდა წავალ-ხმაში მოწყენა შეეტყო,ხელები უშვა და უხაკ დახევა სცადა,როცა შიომ წელზე მოხვია ხელი მთელი ძალით მიიკრა სხეულზე
-მოიცა სად წახვალ,დარჩი,მეც მომენატრე უშენოდ წამითაც ვეღარ ვძლებ რა გვეშველება სიცოცხლე?-ჩაიცინა და ცხვირზე წაეთამაშა
-არც არაფერი,ხოდა ამიტომ სულ ერთად უნდა ვიყოთ
-სულ ერთად,-გაიმეორა შიომაც და ბაგეებს დაეწაფა
-უნდა წავიდე-ამოილუღლუღა მის მკერდზე დაკვესებულმამართალია შიოსთან განშორება გაუჭირდა მაგრამ,ეს სამუდამო ხომ არ იყო,კიდევ ერთხელ აკოცა შიომ და ისე გაუშვა,შინ მისულ ლილის ფინა ჩაძინებული დახვდა დივანზე,ეცადა ფრთხილად გადაედგა ნაბიჯი მაგრამ,ახლა აკრაწუნდა იატაკი,ახლა მოუნდა ძაღლს ყეფა,მოკლედ ჩუმად შესვლის მაგიერ მთელი ხმაურით და აჟიოტაჟით შევიდა და ამან ფინა დაფეთბული წამოახტუნა დივნიდან
-რა მოხდა?სად იყავი?ძაღლს რა დაეტაკა
-არაფერი ბებო დამშვიდდი,მეც მაგიტომ გავედი გარეთ ყეფა,რომ ატეხა მეგონა ქურდები შემოვიდნენ-მოიმიზეზა უცებ ლილიმ
-რაის ქურდები აქ რა უნდათ მაგენს,კაი თუ ქალი ხარ უჰ გამისკდა გული,
-წყალი გინდა?-დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით შეეკითხა ლილი
-კი თორემ გავფშიკავ ფეხებს
-მაგას ნუ ამბობ ახლა,აქ რატომ დაიძინე საწოლი არ გაქ?წყალს მოგიტან და მერე წავიდეთ დავიძინოთ
-ხო,ხო-დაეთანხმა ფინალილი დილა ადრიან წამოფრინა ფინამ
-ადე,ადე შიო მოსულა,-და ისიც ფრენა ფრენით წამოხტა თბილი საწოლიდან,სწრაფად გამოეწყო და შიოს სანახავად დაბლა ჩავიდა,რომ დაინახა გაექანა და მაგრად ჩაეხუტა,ახლა მართლა გავდა პატარა ბავშვსს,თავისი საყვარელი ტკბილეულის დანახვისას მისკენ,რომ მიიწევს,დიდხანს გასტანეს ასე სანამ
-ლილ ხვალ უნდა წავიდეთ თბილისში-გულ დაწყვეტილმა მიუგო თვალებ გაფართოებულს
-რატო?-ესღა თქვა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა
-ბატონი დავითი შეუძლოდაა
-რა მოუვიდა?
-ავარიაში მოყვა-ამის თქმაზე ცრემლები წამოსცვივდა შიოს, ლილი მივვარდა და მაგრად ჩაეხუტა
-ხომ კარგად იქნება-ცრემლ ნარევი ხმით ამოილუღლუღა
-კი,ფერია დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება შენ არ ინერვიულო,თუ გინდა დარჩი და მარტო მე წავალ მოვინახულებ და ჩამოვალ
-არა მეც წამოვალ მისი ნახვა მინდა-კატეგორიულად განაცხადა ლილიმ და ცრემლი შეიმშრალა
-რადგან ასე გინდა და ჩემთვისაც უკეთესია, მაშ წავიდეთ თუმცა მერე არ ვიცი დავბრუნდებით თუ არა-ნაძალადევად გაეღიმა შიოს და გაურკვევლობაში მყოფ ფინას გადახედა,ლილი გონს მოეგო ფინას შეუბრუნდა და დაამშვიდა,მართალია ფინა დავითის არ იცნობდა თუმცა ქრისტიანია და მას ყველაზე შესტკივა გული.
დილით ადრიანად გაუდგნენ თბილისის გზას,მგზავრობამ საკმაოდ დაღალა ლილი ამიტომ ცოტახნით სახლში შეიარა,შიო კი საავადმყოფოში წავიდა,ცოტახანი გამოიძინა ლილიმ და დავითის სანახავად წავიდა.
-ექიმო როგორაა?-ჰკითხა პალატიდან გამოსულ ექიმს შიომ,ხანში შესულმა მამაკაცმა ხელი დაადო მხარზე
-ნუ ღელავთ ბატონო,პაცინეტის მდგომარება ნორმალურია რამდენიმე დღეში გავწერთ,თქვენ ვინ ხართ მისი?
-მე მისი მეგობარი ვარ-მიუგო ხმა ოდნავ გამკაცრებულმა და ლილისკენ შებრუნდა
-ხომ გაიგე ექიმმა რა თქვა,ბატონი დავითი კარგადაა და სანერვიულოც არაფერია-შუბლზე აკოცა და ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა
-კი გავიგონე და ძალიან მახარებს ეს ფაქტი,ბატონი დავითი არაჩვეულებრივი ადამიანი და უაღრესად პატივსაცემი პიროვნებაა,მისი დახმარებით ბევრი ნამუშევარი გაიყიდა,ერთ-ერთი ნამუშევრის მფლობელიც თავად გახლავთ-სახე გაბადრული საუბრობდა ლილი
-კარგი პრინცესავ,ახლა დაღლილები ვართ წამოდი სახლში წაგიყვან-უთხრა და ხელით ნიკაპზე ეამბორა,ლიი დაღლილობისგან თავს აკინწიალებდა და აღარ უთხრა უარი შიოს,რომელიც ფეხზე ძლივსღა იდგა.

***
-როგორ ხარ ?-გახარებული გადაეხვია შიო ყავავარჯნებზე დაყრდნობილ დავითს
-რავიცი,არამიშავს გავლა მიჭირს ამიტომ ყავარჯნებს ვიშველიებ,შენსკენ რა ისმის ახალი?-როგორც იქნა მიაღწია დავითმა სავარძელამდე,ყავარჯნები გვერდით დააწყო და მოკალათდა,შიოც გვერდით მიუცუცქდა ფინია ლეკვივით
-ჩემსკენ არის კი,სიახლე,მე და ლილი დაქორწინებას ვაპირებთ-ამის თქმა იყო და დავითი მოწყდა საზურგეს და მაგრად ჩაეხუტა შიოს
-მართლა?,ვა გილოცავთ და როდისაა ქორწილი?
-ორ თვეში-ღიმილით თქვა შიომ და მხრებში გაიშალა
-ცოტა ვერ დააჩქარეთ?რა ამბავია ორი თვე
-ჩვენ არსად გვეჩქარება დავით
-ოჰო,ხმამაღალი განაცხადია,კი ბატონო ნება თქვენია-ჩაიქირქილა დავითმა
-რაო ექიმმა რა თქვა ფეხი როდის მოგირჩებაო?
-სამ კვირაში დაახლოებით,ნუ ღელავ დიდი არაფერია მთავარია ცოცხალი ვარ და დაზიანებებს ნელნელა აღვიდგენ
-ღმერთმა ქნას,ყველაფერი ღვთის ნებაა
-ხო,თქვენი ერთად ყოფნაც ღვთის ნებაა-ეშმაკურად ჩაიღიმა დავითმა და ნიკაპი მაგიდის კიდეზე ჩამოდო.

***
დრომ სწრაფად გაიარა ორი ტე წამში ჩაეწერა წარსულში, ვერც კი გაიგეს როგორ მალე მოიპარა ქორწილის დღე,ლილი ისე იყო სამზადისში გართული,ყველაფერი მზად იყო და ქორწილის დღის გათენებას ელოდა ყველა,განსაკუთრებით ლილი და შიო,მთელი ღამე აქეთ იქით დადიოდნენ,ვერცერთი იძინებდა,ფინაც თავისებურად ღელავდა შვილიშვილის ქორწილზე,არც მას მოუხუჭავს თვალი მთელი ღამე,მიშტერებოდა სავსე მთვარეს,სტუმრები მწირი იყო რადგან არც შიოს და არც ლილის არ ყავდა დიდი სანათესაო და სამეგობრო,როგორც იტყვიან თავზე დაათენდათ,ლილიმ სახეზე უძილობის ნიშნების გასაქრობად მაკიაჟი გაიკეთა,კაბის ჩაცმაში დაეხმარნენ,ცალკე შიო ეწყობოდა შარვალ კოსტუმში,მას ჩაცმაში მეჯვარე კაკი ეხმარებოდა,მისი მეგობარი და კოლეგა
-ჰალსტუხი არ მინდა ყელში მიჭერს და მგონია ვიხრჩობი-შეღონებულმა უთხრა კაკის და ჰალსტუხი შეიხსნა
-ოო კაი რა მაგრად უხდება გაიკეთე,ერთი დღე არაფერი გიჭირს,იხრჩობი არა ის-მიუგო გამწყრალმა და ჰალსტუხი ისევ წამოაცვა თავზე
-ყოველთვის შენი როგორ უნდა გაგქონდეს-უთხრა ბუზღუნით და კოსტუმი შეისწორა.
-რავქნა ასეთი ვარ და ნუ ჭირვეულობ პატარა ბავშვივით სკოლაში კიარ მიდიხარ-გვერდულად გაეღიმა კაკის.
-ნუ ტლიკინებ ბევრს დრო აღარ გვაქ წავედით-დაუბღვირა შიომ და ოთახიდან გავიდა,კაკიც გაჰყვა მეგობარს

***
-ამ ჭიქით მინდა ჩემს საყვარელ ადამიანებს შიოს და ლილის მივულოცო გაბედნიერება,ღმეთი გფარავდეთ ორივეს-ჭიქა ტუჩთან მიიტანა დავითმა და წამში დააძირავა,იყო ერთი ქეიფი განცხრომა როგორც ქართულ ტრადიციულ ქორწილს შეეფერება,ერთი ტრადიციის დარღვევით ქორწილმა წყნარად მშვიდად ჩაიარა,ყველა ნასიამოვნები დარჩა ამ დღით,შიო და ლილი უკვე კანონიერი ცოლქმარი იყვნენ და ღამე სასტუმროში გაიპარნენ
-მიყვარხარ-ნომერში შესულებს შემოეხვია შიო და ყურში ჩასჩურჩულა
-მეც
-არა მე უფრო მიყვარხრა
-მე უფრო
-სუ ახლა გაჩუმდი მე უფრო თქო,რომ გეუბნები ესეიგი მე უფრო
-ოო არა მე უფრო და ნუ მეკამათები
-არა-და მოუღუტუნა,ლილი სიცილისგან ჩაიკეცა
-კაი ხო კაი-ეუბნებოდა სიცილით შიოს-გეყოს აღარ შემიძლია,-ძლივას გააჩერა შიო,ფეხზე წამოდგა და მაგრად ჩაეხუტა
- და მაინც,მე უფრო მიყვარხარ-ჩაიცინა ლილიმ და კიდევ უფრო მაგრად ჩაეხუტა,ისე,რომ შიომ ხელის გამოძრავება ვეღარ შეძლო,რას გააწყობდა დანებდა,პატარა ქალბატონს შუბლზე აკოცა და ხელები წელზე შემოხვია,ორივემ იგრძნო აჩქარებული გულისცემა,გახშირებული სუნთქვა,შიო მისკენ დაიხარა და ნაზად შეეხო ბაგეზე,ხელში აიყვანა და ფრთხილად მიაწვინა საწოლზე,ნაზად ეხებოდა მისი სხეულის ყოველ ნაწილს და დაუსრულებლად კოცნიდა,ფანჯარაში მთვარე ანათებდა,ირგვლილვ სიჩუმე სუფევდა,მხოლოდ ორი ადამიანის გახშირებული სუნთქვა ისმოდა,შიო ნაზად დაუყვებოდა ლილის მკერდს,იგი პატარა დაუცველი ბაშვივით კანკალებდა და ძლიერად ეხუტებოდა შიოს

***
-ნუ ხარ შენ ცუღლუტი-ცხვირზე დაადო თითი ლილიმ პატარა ერეკლეს
-დაანებე მაგ ბავშვსს თავი-მიუგო ღიმილით შიომ და პატარა ხელში აიყვანა
-რაც მამა ის სვილი ნეტავ რა მიკვირს-თქვა კისკისით და სამზარეულოში შებრუნდა
-შენ მამას ნუ კბენ,მშვენიერი მამა ყავს,არა შვილო?-ერეკლემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია-აი კიო
-კაით მამა და შვილო,მე სამსახურში წავედი საჭმელი მაცივარშია,აბა ვნახოთ ერთი როგორ მოგივლის მამიკო-დამცინავად გადახედა დივანზე მოკალათებულ შიოს და ერეკლეს და კარისკენ წავიდა
-ძალიან მშვენივრადაც მოვუვლი,ვაჭმევ ,გამოვუცვლი, დავბან, და დავაძინებ
-დაძინება სანამ მე არ მოვალ არ გაბედო მერე ვეღარ ვნახულობ ხოლმე
-კაი მოვა დედიკო და ის დააძინებს-უთხრა სახე გაბადრულმა,ერკლე ხელში აიყვანა ლილისთან მივიდა და შუბლზე აკოცა,შემდეგ ლილიმ პატარას და სახლიდან გავიდა.

***
ყველაფერი მიედინება ისე როგორც საჭიროა,ცხოვრობენ მშვიდად,წყნარად,დიდ ბებიასთან ფინასთან ერთად,ხანდახან თუ სტუმრობენ ბატონ დავითსაც,ისინი თუ არა ბატონი დავითი სტუმრობს,ამ ცოტახნის წინათ ლილის აცნობეს,რომ ჰაიკა ავარიის შედეგად გარდაიცვალა და მას შვილები დარჩა ორი ბიჭი დიმა და საბა,ცოლს გაშორებული იყო და ამიტომ მან არ იკადრა ბავშვების შინ წაყვანა,ბავშვთა სახლში მიაბარა,ლილიმ საჭიროდ მიიჩნია მათი იქიდან გამოყვანა და იშვილა.


პ.ს თეოფინე15_ის პირველი ისტორია ამ ნიკით. ნახეთ როგორ დავიწყე უფრო სწორად ამით არ დამიწყია,მაგრამ ეს ისტორია გახდა ჩემი წერის განვითარების საწყისი.



№1  offline წევრი მოლურჯო

ძალიან განსხვავებულ ისტორიებს წერ და მე ეს ძალიან მომწონს
პირველი ისტორიაა რომელიც წავიკითხე შენი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი
--------------------
მარიამი

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

გიჟი - ♥♥♥
ძალიან განსხვავებულ ისტორიებს წერ და მე ეს ძალიან მომწონს
პირველი ისტორიაა რომელიც წავიკითხე შენი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი

გმადლობ <3 შენს კომენარებს პირველად ვხედავ და ეს ძალიან მახარებს. :* love love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline წევრი yvavi

ეჰ დედუცი :3
პირველია და მაინც კარგი <3
კიდევ კარგი სრულად დადე თორე თავებად წაკითხვა მეზარებოდა love

 


№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

yvavi
ეჰ დედუცი :3
პირველია და მაინც კარგი <3
კიდევ კარგი სრულად დადე თორე თავებად წაკითხვა მეზარებოდა love

;დდ ძველებს თავებად არ ვდებ <3 მადლობ შვილუცც <3
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№5  offline წევრი Nikalaevnaa:D

კარგიაააა ძაააალიაან

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინი

თავიდან ბოლომდე დევს ახლა აა ეს?

 


№7 სტუმარი სტუმარი ნელი

გრამატიკული შეცდომები შეასწორე: მაქვს და არა მაქ, როგორც პირველი ნაწარმოები, არაუშავს, მერე დახვეწავ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent