შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნო ლაშქრობა(თავი 8)

21-12-2015, 21:20
ავტორი chica sol
ნანახია 4 914

1 კვირის შემდეგ.
უნივერსიტეტიდან ძალაგამოცლილი წამოვედი. სახლის კარს გაჭირვებით მოვარგე გასაღები და კარი ჯახუნით მივხურე.
-მოხვედი ლანა?-სამზარეულოდან გამომძახა ნატამ. დაიწყო...
-ხო.-გავძახე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. ვიცოდი ისევ დამოძღვრას დამიწყებდნენ და ახლა ამის თავი არ მქონდა.
ერთი კვირაა რაც ლაშქრობიდან დავბრუნდით და ერთი კვირაა ნორმალურად არ მისუნთქია. არც გოგონებთან მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ დღეში რამდენჯერმე ცდილობენ ამ თემაზე საუბრის წამოწყებას. არადა ყველაფრის დავიწყება მინდა. მინდა ყველა და ყველაფერი დავივიწყო იმ საძულველ 6 დღეს რაც გამახსენებს, რა თქმა უნდა ჩემი გოგონების გარდა...
-აქ შემოდი ქალბატონო და ჩაუშვი მაგ უკვე გამხმარ კუჭში საჭმელი.-დამიღრინა ნატამ. შევბრუნდი. სამზარეულოდან თავი გამოეყო და მიბღვერდა.
-აუ, არ მშია. მე...-ტყუილის მოსაფიქრებლად წამიერად ჩავფიქრდი, მაგრამ ვინ მაცალა?
-ახლა თუ იტყვი, ბუფეტში ვიყავიო, მაშინვე ამოგწიწკნი მაგ ენას ტყუილისთვის.-თვალები დამიბრიალა ნატამ.- ხელები დაიბანე და შემოდი მალე.
ფრუტუნით შევედი ოთახში. ჩანთა საწოლზე მოვისროლე და აბაზანაში შევედი ხელების დასაბანად.
-აბა, როგორ ჩაიარა გამოცდამ?-დავჯექი თუ არა მაგიდასთან, მაშინვე მკითხა მიამ.
-რა ვიცი.- მხრები უინტერესოდ ავიჩეჩე. ვიცოდი, ახლა ჩემს დაკითხვას დაიწყებდნენ და ღაც შეიძლება მოკლე პასუხებით უნდა შემოვფარგლულიყავი.
-ვაიმე რა... ჯერ სულ რა ხასიათი ჰქონდა და ახლა ხომ საერთოდ...-ჯუჯღუნით გადახედა მიამ ნატას.-გოგო! ეს ის გამოცდა იყო, მთელი ერთი თვე დღეს და ღამეს რომ ასწორებდი მეცადინეობით და ახლა ამბობ რა ვიციო?
-აუ, რა გინდათ? -ხელში აღებული ჩანგალი ისევ მაგიდაზე დავდე ბრახუნით. ხმაც გამიმკაცრდა.
-რა უნდა გვინდოდეს? არ იცი? ადამიანს აღარ გავხარ ლანა! გამოფხიძლდი ბოლოს და ბოლოს.-არც ნატა ჩამომრჩა ხმის სიმკაცრით.-შენზე ვნერვიულობთ გოგო! შენ კი გაჩუმებული ხარ , შენს თავში ხარ ჩაკეტილი და საკუთარ თავს იჭამ. რა გავაკეთოთ ჩვენ? გიყუროთ ასე?
ხმა არ ამომიღია. თავი ხელებში ჩავრგე და ხელის გულები თვალებზე მივიჭირე. ტირილის შეკავებას მთელი ძალით ვცდილობდი.
-ლანა!-ხელზე ხელი მომკიდა მიამ და თვალებიდან ჩამომაღებინა.-მომისმინე, არ ვიცი რა მოხდა და ამიტომ ვერაფრით გეხმარები, ვერც მე და ვერც ნატა. რისთვის გყავართ მითხარი... უბრალოდ მითხარი რა შეიცვალა ჩვენს შორის? აღარ გვენდობი, რაღაც გტკივა და ჩვენ არ ვიცით... ამ საქციელის შემდეგ რა ვიფიქროთ, მითხარი...
-მია, არ შემიძლია... ახლა არა...-ღმერთო, რატომ ვერ ვიღებ ხმას? რატომ ვერ ვყვები? რატომ არ ვიღებ გულიდან?
-აჰა... -მხოლოდ ეს წამოიძახა ნატამ, თავის თეფშს დაავლო ხელი და ნიჟარაში ჩადო. მიამაც მაგიდის ზედაპირს გაუსწორა თვალი. ვიცოდი ახლა რომ ისევ უთქმელად გავსულიყავი სამზარეულოდან, მათაც ძალიან ვატკენდი... მეგობრებს ვერ დავკარგავდი.
რატომ მტკივა ასე? რატომ მიჭირს მისი სახელის ხსენება? რატომ მეფლითება გული ნაწილებად? რატომ ვიშლები? რატომ გახდა ყველაფერი ერთი ფერის და უმნიშვნელო?
-მე... ლუკა მიყვარს...-გაუბედავად წარმოვთქვი, მაშინ როცა ნატამ წყალი გათიშა და ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. საკუთარ კითხვებს თავად გავეცი პასუხი და დიახ, მე ლუკა მიყვარდა, სიგიჟემდე, უსასრულობამდე...-სწორედ ეს იყო ჩემი დუმილის მიზეზი.საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებოდი ამაში, რაც ახლა ხმამაღლა ვთქვი.
-არ არსებობს...-წამოიძახა მიამ.
-რა მოხდა იმ საღამოს? რამე დაგიშავა? რამე გითხრა?-ნატა მეცა.
-არა!-უკვე ცრემლები მომდიოდა.
-აბა რა მოხდა? რატომ გამოვიქეცით ასე თავპირის მტვრევით?
და მოვუყვი. ყველაფერი, საწყებული თაგოში გატარებული ღამიდან, დასრულებული ბეშუმის სახლში მომხდარამდე...ორივე გაოგნებული მისმენდა. აშკარად არ მოელოდნენ ამას. მე კი გამალებით ვიწმენდდი ცრემლებს.
-იდიოტია ეგ ლუკა. დამპალი...-გამოლანძღა მიამ და მომეხვია.
-ის ძუ*ნა დეა ნახე რა... თმით უნდა მეთრია როცა, ამის საშუალება იყო.-წამოენთო ნატა.
-მისი რა ბრალია? ძალიათ არავის ახტებოდა...-ამოვისლუკუნე და ჩემს აზუზუნებული ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან.
-ვინაა?-მკითხა ნატამ, როცა უპასუხოდ გავთიშე.
-ნიკა.-უკმაყოფილო სახე მივიღე.
-მაგას ხომ უთხარი აღარ დარეკოო და რას გაგიწყალა გული?-ახლა მია აიჭრა.
ცოტა ხანი სამივე გავჩუმდით. მე გაშტერებული ვიჯექი და ჩემს ნათქვამზე ვფიქრობდი. ნუთუ შეიძლება ასე მცირე დროში ადამიანის შეყვარება? ასე ტკივილამდე შეყვარება... იმიტომ კი არ ვიყავი ეს ერთი კვირა ჩუმად, რომ ჩემი საქციელის მრცხვენოდა, იმიტომ რომ ჩემს თავში გარკვევა მჭირდებოდა და იმიტომ რომ მტკიოდა გახსენება და მით უმეტეს ლაპარაკი... ლუკა მტკიოდა...

1 კვირის შემდეგ.
-არ მინდა წამოსვლა.-ისევ ნაცნობი დიალოგი. ისევ მე ვჭირვეულობდი.
-მე არ მიკითხავს, ტონს თუ დააკვირდი...-წარბი ამიწია ნატამ.
-ხომ გითხარით, რომ შენი ცხოვრებისკენ მობრუნების ოპერაცია დავგეგმეთ? შენ კი ის უნდა გააკეთო, რასაც გეტყვით.-მიაც ჩაგვერთო.
-ცხოვრებისკენ ბარებში სიარულით უნდა მომაბრუნოთ?-ძალაგამოცლილნა ამოვილაპარაკე. საწოლზე ვიწექი და გოგონების მზერას ბალიშში თავის ჩარგვით ვირიდებდი.
-ზუსტად.-უხეშად მითხრა ნატამ.
-ადამიანები არ ხართ? არ მინდა წამოსვლა.-ბოლოჯერ გავიბრძოლე.
-სრული სერიოზულობით გეუბნები ლანა, ახლა რომ არ ადგე, იცოდე ძალით წამოგაგდებ და ძალითვე წაგიყვან ბარში.-შემომიტია მიამ.
-შენში რაიმე ნაწილი სერიოზულია?-დავცინე და ავიხლართე საწოლიდან. როგორც ჩანს, არ მქონდა არჩევანი.
გოგონების მომზადებული შარვალი და მაიკა ჩავიცვი.
-ესეც წამოიღე, წვიმაა გამოცხადებული.-თბილი ჟაკეტი მომაწოდა მიამ.
-შუა აგვისტოში რა წვიმა გოგო, საიდან მოიტანე, იწვის ქალაქი. -გამეცინა.
-ვაიმე... მოკიდე ხელი რომ გეუბნები რა.-დამიბრიალა თვალები. რა სჭირს დღეს ამას? ნატას ხასიათი გადამდებია?
გასასვლელში ნატამ დიდი ხელჩანთა მოიკიდა.
-რათ გინდა ამხელა ხელჩანთა? სამი საწვიმარი და სამი ქოგა ხომ არ გიდევს? -ირონიულად გადავხედე გოგონებს. მორჩა ხომ გაიტანეს თავისი და მიმათრევდნენ მაინც ბარში და მე მათ ნერვებზე ვითამაშებდი მთელი საღამო.
-აუ, შენი ჭირიმე რა, მოთოკე ირონია.- უკანმოუხედავად მომაძახა ნატამ. მოიცადე ქალბატონო ჯერ სად ხარ...

რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ბარში ვისხედით სამივე.
-დღეს ვსვამთ.-მიამ წამოიძახა მაგიდასთან დაჯდომისთანავე.- და ლან, შენი ხმა არ გავიგო. არანაირი წინააღმდეგობა.
-კარგი.- ხელები ზევით ავწიე, გნებდები მეთქი.
- ხოდა ძალიან კარგი.- ხელით მიმტანი მოიხმო და სასმელი შეუკვეთა.
-აუ ჩემთვის ერთი წვენიც რა.- ვუთხარი და საპირფარეშოში გავედი.

-მაგრად მეხვევა თავბრუ და მეძინება. წავიდეთ რა...- ამოვიკვნესე მაგიდაზე თავდადებულმა. რა მჭირდა? ბევრი არ დამილევია მხოლოდ რამდენიმე ყლუპი მოვსვი. პირი გამიშრა და წვენის ჭიქა ბოლომდე გამოვცალე.
-სად უნდა წავიდეთ? ხომ გითხარი დღეს ვთვრებით მეთქი და ჯერ ახლა დავიწყეთ ჩვენ.-მიამ გამიცინა.
-მაშინ მე წავალ. გეფიცებით ძალიან მეძინება.-თვალები მეხუჭებოდა.
-5 წუთიც და წავიდეთ. -ნატას უკმაყოფილო ხმა მომესმა.
მაგიდაზე ჩამოვდე თავი და თვალები დამეხუჭა. მერე კი აღარაფერი მახსოვს, დამეძინა.

_______________
ძილის სამყაროდან გამოსულმა, თვალებ გაუხელლად გავშალე ხელები. თავი საშინლად მტკიოდა. საბნიდან ამოვყავი თუ არა ხელები, სიცივე ვიგრძენი. მოიცა, მე რა ორი თვე მეძინა და უკვე ნოემბერი იყო? ცხვირიც გამყივნია. ოთახში ჰაერიც ცივი იყო. ..
თვალები გავახილე და ვინაიდან აღმა ვიწექი, ჭერს მივაპყარი მზერა, ჭერი თეთრი იყო. ჩემი ოთახის ჭერიც თეთრია, ასე რომ აქ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა თავი მარცხნივ რომ გადავაბრუნე და კედელი ღია ვარდისფრად შეღებილი დავინახე, აქ უკვე დამცხა ამ სიცივეში.
ოთახი მოვათვალერე, ერთი ერთკაციანი ხის საწოლი, რომელშიც მე ვიწექი, ერთი ტუმბო, კარადა, მაგიდა და ორი სკამი იდგა. კედელზე კი მოჩუქურთმებული დიდი სარკე იყო ჩამოკიდებული.
ოთახი მაშინვე მეცნო, მაგრამ რეალურად ვერ აღვიქვამდი. მით უმეტეს არარეალურად აღვიქვი ეს ყველაფერი მაშინ, როცა ერთ-ერთ სკამზე ლუკა დავინახე. ალბათ სიზმარია, მაშინვე გავიფიქრე.
ლუკა უდარდელი სახით მიყრდნობოდა სკამის საზურგეს, ხელები გულზე დაეკრიფა და ფეხი ფეხზე გადაედო. მგონი გამეღიმა კიდეც. საშინელი კმაყოფილება, შვება და სიხარული იგრძნო გულმა, როცა ლუკა დავინახე.
-დილა მშვიდობისა ცოლო.-გამიღიმა ლუკამ და ამ ღიმილმა მაიძულა მეც გამეღიმა.
-დილა მშვიდობის.- „ნეტავ არასდროს გამეღვიძოს“- გავიფიქრე და... მოიცა... ძილში ფიქრი შეგვიძლია? გონება დავძაბე. როგორ გამერკვია სიზმარში ვიყავი თუ რეალურად იჯდა ჩემს წინ ლუკა? უცებ გამახსენდა, რომ სიზმარში კითხვა არ შეუძლია ადამიანს და თვალებით რამე წიგნის მსგავსი მოვძებნე, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ დავინახე, ტელეფონს ვეცი და მაშინვე წერილებში შევედი. პირველივე წერილი გავხსენი და წავიკითხე:
„ლან! როგორ ხარ? ნიკა ვარ. უკვე რამდენი დღეა გირეკავ და შენ არ მპასუხობ. რამე გაწყენინე? შენთან მეგობრობა მინდა და რატომ მარიდებ თავს?მითხარი, რამე გაწყენინე? ამ წერილს რომ წაიკითხავ დამირეკე, გთხოვ“
წერილი ერთხელ რომ ჩავიკითხე, ახლა მეორედ მივუბრუნდი, მერე მესამედ... მივხვდი, რომ არანაირი სიზმარი არ არსებობდა, მაგრამ მექანიკურად ვაკეთებდი ერთი და იგივეს. მივხვდი, რომ ახლა მე და ლუკა ერთ სახლში, ერთ ოთახში ვიყავით... სახლში, რომელშიც ჩემი უსაყვარლესი ხალში ცხოვრობდა. შალვა და თინა, ნინო ბებო და გოგონები... კიდევ ერთხელ დავაპირე წერილის წაკითხვა.
-რას აკეთებ?-ლუკა ინტერესით სავსე თვალებს არ მაშორებდა.
შევკრთი. ტელეფონი ბალიშის ქვეშ შევაცურე. თვალებსა და ყურებს არ ვუჯერებდი. რა მინდა აქ? როდის და როგორ მოვხვდი აქ? ნელ-ნელა ამიხურდა ლოყები, როგორც კი ვიწამე სიყუაციის რეალურობა. ახლა ლუკა ჩემს წინ იჯდა... ჯანდაბა!
-ლანა!-წარბები შეყარა ლუკამ. ამან ცოტა გონს მომიყვანა.
-მე... ჩვენ... აქ რა გვინდა?- ვიკითხე როცა ენასა და გონებას შორის გარკვეული კავშირი დავამყარე.
-დაპირებას ვასრულებთ.-უდარდელად აიჩეჩა მხრები.
გულის საშინლად სწრაფად მიცემდა და დიდი ხანია გასცდა დასაშვებ ზღვარს. ეს რა ხდებოდა ჩემს თავს?
-რომელ დაპირებას?- გაშტერებულმა ამოვილაპარაკე.
-ნინო ბებოს დავპირდით, რომ მოვიდოდით ისევ, არ გახსოვს?- გაიოცა.
-რა? რეებს ბოდავ? რა დაპირება გადაირიე? აქ ვინ მომიყვანა?- როგორც იქნა ნორმალურად გავიაზრე რაც ხდებოდა და ხმას ავუწიე. ისევ თაგოში ვიყავით მე და ლუკა და ისევ ცოლ-ქმრის როლი უნდა გვეთამაშა?
არა! ეს არ მოხდებოდა, მე ეს თამაში წავაგე და ხელახლა ჩაბმას არ ვაპირებდი.
-მე მოგიყვანე. -ისეთი ტონით მითხრა ვითომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი იყო. ახლა ისე გამაბრაზა მისმა უემოციო პასუხებმა სიამოვნებით მივახრჩობდი...
-და რა უფლებით? ვის ჰკითხე? ვინ მოგცა ამის უფლება?-კიდევ ერთი ოქტავით ავწიე ხმა და საწოლიდან წამოვხტი.
-არავისთვის მიკითხავს. რამდენიმე დღე დავრჩებით და წავალთ.
-მე დარჩენას არ ვაპირებ. დღესვე წავალ. თავხედო! არამკითხევ! არ იცი რომ ამას გატაცება ჰქვია?- ხმამაღლა ვლაპარაკობდი და ოთახში ბოლთას ვცემდი. პულსის დარეგულირებას ვერა და ვერ ვახერხებდი. ლუკას სიახლივე საშინლად მოქმედებდა ჩემზე. გული ორად მეპობოდა. შოშისგან და სიხარულისგან.
-ვერსად ვერ წახვალ და რომელ გატაცებაზე ლაპარაკობ? ჩენ ხომ აქ ჩემი ცოლი ხარ? -რაღაცნაირად ჩეცვლილი, თოთქოს ვნებიანი ხმით მითხრა.
ამ ხმამ მისკენ გახედვა მაიძულა. მე მიყურებდა მისი თვალები, სხეულს მითვალიერებდა... ნელა, ძალიან ნელა დავიხედე ტანზე და... არა! მხოლოდ მაისურისა და ტრუსის ამარა ვიდექი მის წინ. მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე.
-ჯანდაბა! -ამოვიკვნესე ჩუმად და ისევ ლუკას გავხედე.
ერთი ხელით ტუჩებს იფარავდა და სიცილის დამალვას ცდილობდა. თვალებში კი ცუდად დაფარული ვნება უკიაფებდა.
-ვერ გიტან, ლუკა!-წამოვიძახე და საწოლში შევხტი. სახე ამიხურდა.
-გეყოფა ახლა და ნუღარ კივიხარ. მთელი დილაა შენს გაღვიძებას ელოდებიან სახლში.-სკამიდან საქმიანი სახით წამოდგა ლუკა და თვალებში ჩამხედა.-ხომ იცი, აქ ჩვენზე რასაც ფიქრობენ. მე ვიცი რას ნიშნავს ეს ოჯახი შენთვის და დამიჯერე, იმაზე ბევრამ მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე შენ ფიქრეობ. ასე რომ, დაფიქრდი რასაც იტყვი როცა ჩამოხვალ ქვემოთ. გულს ნურავის ვატკენთ.-მითხრა სრულიად სერიოზულად და კარისკენ წავიდა.
თვალი გავაყოლე და კართან დადებული ნატას დიდი ხელჩანთა დავინახე.
-ნატა და მიაც აქ არიან?- ერთდროულად გაოცებულმა და გახარებულმა წამოვიყვირე.
-არა, მარტო ჩვენ ვართ.- შემობრუნდა.
-აბა ნატას ჩანთას აქ რა უნდა?-დავიბენი.
-მანდ შენი ნივთები აწყვია და შეგიძლია გამოიცვალო. ძალიან მშია, მალე ჩამოდი ქვემოთ, თორემ მოგიკვდება ქმარი შიმშილით და ეგაა, დარჩები ქვრივი, ასეთ პატარა ასაკში- გამიცინა, ოთახიდან გავიდა და გაოცებისგან პირდაღებული დამტოვა საწოლში.

___________
ბავშვებო, მაპატიეთ დაგვიანებისთვის.
ახალ თავს ვამატებ და თანაც კიდევ იქნება მომდევნო თავი ( ვეცადე თქვენი თხოვნა გამეთვალისწინებინა და გამეზარდა ისტორია).
შეფასებებს ველი ძვირფასებო.
მიყვარხართ

№1  offline წევრი Crystal

იეს ^^ პირველი ვარ :დ ახლა წყნარად წავიკითხავ :დ

№2  offline მოდერი chica sol

Crystal
იეს ^^ პირველი ვარ :დ ახლა წყნარად წავიკითხავ :დ

:დდდდ მაინც მიხარიხარ მერამდენეც არ უნდა იყოო❤❤❤❤

№3  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმე შოკირებული ვარ.
აი ყველანაირი იმედი გამკმართლე ჩემო გოგო!!
ძალია. ვაიმეეეეე ემოციებში ვარ, არადა ლუკას ვეღარ ვიტანდი, რომ ასე უბრალოდ ადგა და დატოვა, მაგრმა ახლა ცამდე ბედნიერი ვარ, რომ ჯიუტი და მტკიცე ხასიათი აქვს!

ძალიან მომწონს აი ძალიან, ჩვენი გოგოებიც როგორი საყვარლები არიან, თან ეშმაკუნები....
მიყვარხარ!!!

№4  offline მოდერი chica sol

MariamG
ვაიმე შოკირებული ვარ.
აი ყველანაირი იმედი გამკმართლე ჩემო გოგო!!
ძალია. ვაიმეეეეე ემოციებში ვარ, არადა ლუკას ვეღარ ვიტანდი, რომ ასე უბრალოდ ადგა და დატოვა, მაგრმა ახლა ცამდე ბედნიერი ვარ, რომ ჯიუტი და მტკიცე ხასიათი აქვს!

ძალიან მომწონს აი ძალიან, ჩვენი გოგოებიც როგორი საყვარლები არიან, თან ეშმაკუნები....
მიყვარხარ!!!

ოხხ... თან როგორი ეშნაკუნები...
ჩემი გოგო ხარ შენ და მიყვარხარ ძალიან... უკვე აღარ გაგიკვირდება და აქაც გილოცავ დაბადების დღეს:დდდ
მიყვარხარ❤❤❤❤

№5  offline წევრი Crystal

სიტყვები აღარ მყოფნის რა :დ გააგრძელე აუცილებლად <3 ყველა ისტორიისგან გამორჩეულია <3 ეს წყვილი არ დააშორო :დ

№6  offline მოდერი chica sol

Crystal
სიტყვები აღარ მყოფნის რა :დ გააგრძელე აუცილებლად <3 ყველა ისტორიისგან გამორჩეულია <3 ეს წყვილი არ დააშორო :დ

მიხარია რომ ასე ფიქრობ<3
და მიხარიხარ შენ, უკვე დიდი ხანია love

№7 სტუმარი მატილდა

აუ საშინლად მომწონს ეს ისტორია :)

№8  offline მოდერი chica sol

მატილდა
აუ საშინლად მომწონს ეს ისტორია :)

მიხარია მე ეს. დიდი მადლობა love

№9  offline წევრი kora

აიი, ძალიან ძალიააან გამიხარდა, რომ ამ თავით არ დაასრულე. იმდენად მიყვარს ეს ისტორია და იმდენად მაბედნიერებს მისგან მიღებული ემოციები და სითბო, რომ ამ ცივ ზამთრის დღეს მათბობს საოცრად. მიხარია, რომ კიდევ შემეძლება მორიგი თავის წაკითხვა და ბეევრი პოზიტივის მიღება...
მარიკუნა, საოცარი გოგო ხარ შენ! არაერთხელ მითქვამს და არც მომბეზრდება ამის გამეორება,არ გიცნობ, მაგრამ იმდენი დადებითი ემოცია და სითბო მოდის შენგან, რომ შეუძლებელია ვინმეს არ შეუყვარდე, მიყვარხარ მე შენ ძალიან!(თავს კი გაბეზრებ უკვე, მაგრამ ვერაფრით გამოვდივარ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ ისე, რომ არ გაგიზიარო ემოციები და კვლავ და კვლავ არ გაგიმეორო თუ რა მაგარა მიყვარხარ <3)
--------------------
kira.G

№10  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგი გაგრძელებაა ამას არ ველოდი ყოჩაღ.

№11 სტუმარი darina

Ara ra me es bichi shemiwiravs, cota mewyina ratom ar chamomiara batumshi? :-D :-D uh xumrobac kargi iyo, ai me vfiqrobdi rom ukan unda dabrunebuliyvnen eseni colqmris statusit da ai es fiqri ganmixorciele, agfrtovanebuli var me shenit. chemi marikuna xar lukachistan ertad :-D :-D :-D ra vqna me am bichs ver veshvebi.

№12  offline მოდერი chica sol

kora
აიი, ძალიან ძალიააან გამიხარდა, რომ ამ თავით არ დაასრულე. იმდენად მიყვარს ეს ისტორია და იმდენად მაბედნიერებს მისგან მიღებული ემოციები და სითბო, რომ ამ ცივ ზამთრის დღეს მათბობს საოცრად. მიხარია, რომ კიდევ შემეძლება მორიგი თავის წაკითხვა და ბეევრი პოზიტივის მიღება...
მარიკუნა, საოცარი გოგო ხარ შენ! არაერთხელ მითქვამს და არც მომბეზრდება ამის გამეორება,არ გიცნობ, მაგრამ იმდენი დადებითი ემოცია და სითბო მოდის შენგან, რომ შეუძლებელია ვინმეს არ შეუყვარდე, მიყვარხარ მე შენ ძალიან!(თავს კი გაბეზრებ უკვე, მაგრამ ვერაფრით გამოვდივარ ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ ისე, რომ არ გაგიზიარო ემოციები და კვლავ და კვლავ არ გაგიმეორო თუ რა მაგარა მიყვარხარ <3)

ვაიმე კორა love love
იცი როგორ მაბედნიერებ? ცრემეებამდე. საკითხავია კიდევ ვინაა თბილი მე თუ შენ? უსაყვარლესი ხარ ჩემო გოგო love უთბილესი love და პოზიტივით სავსე.
მიყვარხარ და დამიჯერე, მე შეიძლება ამხელა თავი დავწერო და ის ემოცია ვერ გადმოვცე რასაც შენ კომენტარში ატევ...
ჩემი გოგო ხარ love

lalita
კარგი გაგრძელებაა ამას არ ველოდი ყოჩაღ.

მიხარია თუ მოგეწონა love მადლობა რომ კითხულობ

darina

აღარ ვიღებ ხმას ლიდერობ :დ
მიხარია რომ მოგეწონათ მოვლენების ასეთი განვითარება. მიყვარხარ მე შენ love

№13  offline წევრი kora

მარიამ ზაქარაშვილი

მარიამ, საყვარელო, მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის, ამავსე ზღვა ემოციებით <3
--------------------
kira.G

№14  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი მარიამიიიი.... შენ ხო ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე... უმაგრესი ხარ და მიყვარხარ მე შენ... მაგატია ჯერ რომ არ დაამთავრე.. გეუბნები მაგარი ვიღაცაა ეს ლუკა მეთქი როგორ გააბა გოგო უცებ ცოლოს ამპლუაში... მოკლედ ახლა ველოდები ისევ ისეთ სიგიჟეს მაგარი ხარ არ ვიცი სხვა რა გითხრა სიტყვები არ მყოფნის...

№15  offline მოდერი chica sol

უცნობი ქ

სალო❤❤❤
დამიჯერებ რომ გითხრა,რომ უკვე მაშინ ვიღიმი შენს ნიკს რომ ვხედავ. როგორ მიყვარს შენით დაწყებული დილა...
მი არია რომ გაგახარე ჩემო გოგო და მიყვარხარ ძალიან❤❤❤❤

№16  offline ადმინი ano23

au ra dzaliaan dzalian momwons es istoria shen ar ici ra ^_^ moutmenlad veli axal tavs ^_^

№17  offline მოდერი chica sol

ano23
au ra dzaliaan dzalian momwons es istoria shen ar ici ra ^_^ moutmenlad veli axal tavs ^_^

ძალიან მიხარია რომ მოგწონს ჩემო კარგო. ვეცდები არ დავაგვიანო❤❤❤❤

№18  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მარიამ ზაქარაშვილი
უცნობი ქ
ჩემი მარიამიიიი.... შენ ხო ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე... უმაგრესი ხარ და მიყვარხარ მე შენ... მაგატია ჯერ რომ არ დაამთავრე.. გეუბნები მაგარი ვიღაცაა ეს ლუკა მეთქი როგორ გააბა გოგო უცებ ცოლოს ამპლუაში... მოკლედ ახლა ველოდები ისევ ისეთ სიგიჟეს მაგარი ხარ არ ვიცი სხვა რა გითხრა სიტყვები არ მყოფნის...

სალო❤❤❤
დამიჯერებ რომ გითხრა,რომ უკვე მაშინ ვიღიმი შენს ნიკს რომ ვხედავ. როგორ მიყვარს შენით დაწყებული დილა...
მი არია რომ გაგახარე ჩემო გოგო და მიყვარხარ ძალიან❤❤❤❤

ჩემო კარგო თუ გინდა ჩემი კომენტარები ყოველ დილით ნახო ყოველ დღე დადე ახალი თავები და კომენტარს მოგაკლებ? შენბისე მაგრად წერ კიდევ ბევრი ახალი ისტორიით უნდა გაგვანებივრო ოცოდე (ეს ბრძანებაა და არანაირი პროტესტი არ მიიღება :დ)

№19 სტუმარი სტუმარი მ

ჩემი ბავშვები მოსულააა....
რა კარგი გოგო ხარ მარიკუნა, რომ არ დაასრულე, შიშკანკალით ველოდი დასასრულს. არა, ცუდი დასასრულის არ მეშინოდა,ვიცოდი ასე არ გაგვწირავდი, უბრალოდ ამ გემრიელობის დასასრული არ მინდოდა საერთოდ.....

ვატყობ, შემდეგი თავი კიდევ უფრო სახალისო და სასიამოვნო იქნება....ერთი რაც მინდა, ისაა რომ მინდა ეს ახალი გასეირნება ლუკას ინიციატივა იყოს, გრძნობის გამო იყოს აქ და არა ვალდებულების...

რო იცოდე როგორ გელოდები, ნუ გვაწამებ რააა, ადრე დადე უფროოო..

პ.ს. ლუკა ჩემია და დარინას ლიდერობას მაინც არ დავუთმობ winked

№20  offline მოდერი chica sol

სტუმარი მ

ჩემო საყვარელო❤❤❤
ვუცოდუ გაგახარებდა რომ არ დავასრულე.
რიმ იცოდე რა წვალებით ავტვურთე ეს თავი. ინტერნეტს აჯეთევებ და წამიერად ირთვებიდა და ითიშებოდა. ორ საათზე მეტი ვიყავი დარაჯებული და ძლივს დავაყენე საშველი, თორემ ვორდში ორი დღე ინახებოდა უკვრ მზა თავი...
გამახარე და გამაბედნიერე. მადლიბა დღის ასეთი განწყობისთვის❤❤❤❤

გუსმენ და გემორჩილები:დდდ
სად მაქვს ძალა თქვენგან შორს რომ ვიყო? დავწერ აბა რას ვიზავ? საერთოდ გეგმაშუ მქონდა ეს ისტორია ჯერ ბოლომდე დამეწერა და ნერე ამეტვირთა,მაგრამ დასრულებული არ მქონდა პირველი თავის დაწერა რომ მაშინვე ავტვირთე. მიყვარხართ და ვერ ვძლებ თქვენს გარეშე❤❤❤❤

№21  offline წევრი Xati Zaalishvili

Gvijdebii am orze ♡♡ rogor gamixardaa movlenebis ase ganvitareba didxanss datovee sofelshiii ♥♥♡♡ sauketesoo xarr :-*

№22  offline მოდერი chica sol

Xati Zaalishvili
Gvijdebii am orze ♡♡ rogor gamixardaa movlenebis ase ganvitareba didxanss datovee sofelshiii ♥♥♡♡ sauketesoo xarr :-*

მიხარია რომ მოგწონს. ნუ,ვცდილობ. ვნახოთ ჯერ მეც არ ვიცი რას და როგორ გავაკეთებ❤❤❤❤

№23  offline წევრი Salo me

რა კარგი თავი იყო. როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ მარიამ. დასალეცად წასვლას რომ აძალებდნენ ლანას მაშინვე ვიეჭვე ლუკას შეახვედრებენთქო მაგრამ მოვლენების ასე განვითარებას მაინც არ ველოდი და სასიამოვნოდ გაოცებულმა დავამთავრე კითხვა. რა გვეშველება ლუკას გარეშე როცა დაასრულებ?! ვგიჟდები შენზეეე მარიამ
--------------------
Sally

№24  offline მოდერი chica sol

Salo me

სალო მე❤❤❤
კი ასე გადავწყვიტე თანაც ისტორის ცოტა გაზრდა გადავწყვიტე და... მუხარია რიმ მოგეწონა.
მე ლუკაზე ხმას ვეღარ ვიღებ არ მაქვს შარის თავი:დდდ

№25  offline წევრი Salo me

მარიამ ზაქარაშვილი
Salo me
რა კარგი თავი იყო. როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ მარიამ. დასალეცად წასვლას რომ აძალებდნენ ლანას მაშინვე ვიეჭვე ლუკას შეახვედრებენთქო მაგრამ მოვლენების ასე განვითარებას მაინც არ ველოდი და სასიამოვნოდ გაოცებულმა დავამთავრე კითხვა. რა გვეშველება ლუკას გარეშე როცა დაასრულებ?! ვგიჟდები შენზეეე მარიამ

სალო მე❤❤❤
კი ანაც ისტორის ცოტა გაზრდა გადავწყვიტე და... მუხარია რიმ მოგეწონა.
მე ლუკაზე ხმას ვეღარ ვიღებ არ მაქვს შარის თავი:დდდ

ისე ეს რა დაგვმართე გოგოებს ლუკაზე რომ ყველას ჭკუა გვეკეტება?
--------------------
Sally

№26  offline მოდერი chica sol

Salo me
მარიამ ზაქარაშვილი
Salo me
რა კარგი თავი იყო. როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ მარიამ. დასალეცად წასვლას რომ აძალებდნენ ლანას მაშინვე ვიეჭვე ლუკას შეახვედრებენთქო მაგრამ მოვლენების ასე განვითარებას მაინც არ ველოდი და სასიამოვნოდ გაოცებულმა დავამთავრე კითხვა. რა გვეშველება ლუკას გარეშე როცა დაასრულებ?! ვგიჟდები შენზეეე მარიამ

სალო მე❤❤❤
კი ანაც ისტორის ცოტა გაზრდა გადავწყვიტე და... მუხარია რიმ მოგეწონა.
მე ლუკაზე ხმას ვეღარ ვიღებ არ მაქვს შარის თავი:დდდ

ისე ეს რა დაგვმართე გოგოებს ლუკაზე რომ ყველას ჭკუა გვეკეტება?

არ დამიგეგმავს გეფიცები :დდ
მიხარიხარ❤❤❤❤

№27  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მარიამ ზაქარაშვილი
სტუმარი მ
ჩემი ბავშვები მოსულააა....
რა კარგი გოგო ხარ მარიკუნა, რომ არ დაასრულე, შიშკანკალით ველოდი დასასრულს. არა, ცუდი დასასრულის არ მეშინოდა,ვიცოდი ასე არ გაგვწირავდი, უბრალოდ ამ გემრიელობის დასასრული არ მინდოდა საერთოდ.....

ვატყობ, შემდეგი თავი კიდევ უფრო სახალისო და სასიამოვნო იქნება....ერთი რაც მინდა, ისაა რომ მინდა ეს ახალი გასეირნება ლუკას ინიციატივა იყოს, გრძნობის გამო იყოს აქ და არა ვალდებულების...

რო იცოდე როგორ გელოდები, ნუ გვაწამებ რააა, ადრე დადე უფროოო..

პ.ს. ლუკა ჩემია და დარინას ლიდერობას მაინც არ დავუთმობ winked

ჩემო საყვარელო❤❤❤
ვუცოდუ გაგახარებდა რომ არ დავასრულე.
რიმ იცოდე რა წვალებით ავტვურთე ეს თავი. ინტერნეტს აჯეთევებ და წამიერად ირთვებიდა და ითიშებოდა. ორ საათზე მეტი ვიყავი დარაჯებული და ძლივს დავაყენე საშველი, თორემ ვორდში ორი დღე ინახებოდა უკვრ მზა თავი...
გამახარე და გამაბედნიერე. მადლიბა დღის ასეთი განწყობისთვის❤❤❤❤

უცნობი ქ
მარიამ ზაქარაშვილი
უცნობი ქ
ჩემი მარიამიიიი.... შენ ხო ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე... უმაგრესი ხარ და მიყვარხარ მე შენ... მაგატია ჯერ რომ არ დაამთავრე.. გეუბნები მაგარი ვიღაცაა ეს ლუკა მეთქი როგორ გააბა გოგო უცებ ცოლოს ამპლუაში... მოკლედ ახლა ველოდები ისევ ისეთ სიგიჟეს მაგარი ხარ არ ვიცი სხვა რა გითხრა სიტყვები არ მყოფნის...

სალო❤❤❤
დამიჯერებ რომ გითხრა,რომ უკვე მაშინ ვიღიმი შენს ნიკს რომ ვხედავ. როგორ მიყვარს შენით დაწყებული დილა...
მი არია რომ გაგახარე ჩემო გოგო და მიყვარხარ ძალიან❤❤❤❤

ჩემო კარგო თუ გინდა ჩემი კომენტარები ყოველ დილით ნახო ყოველ დღე დადე ახალი თავები და კომენტარს მოგაკლებ? შენბისე მაგრად წერ კიდევ ბევრი ახალი ისტორიით უნდა გაგვანებივრო ოცოდე (ეს ბრძანებაა და არანაირი პროტესტი არ მიიღება :დ)

გუსმენ და გემორჩილები:დდდ
სად მაქვს ძალა თქვენგან შორს რომ ვიყო? დავწერ აბა რას ვიზავ? საერთოდ გეგმაშუ მქონდა ეს ისტორია ჯერ ბოლომდე დამეწერა და ნერე ამეტვირთა,მაგრამ დასრულებული არ მქონდა პირველი თავის დაწერა რომ მაშინვე ავტვირთე. მიყვარხართ და ვერ ვძლებ თქვენს გარეშე❤❤❤❤

ამიტომ მიყვარხარ ასე ძალიან ისტორიის ატვირთვის დროს ასეთი უნებისყოფო რომ ხარ და ხშირად გვანებივრებ ახალი ისტორიებით

№28 სტუმარი Ninii

შოკი ხარ!! არდააგვინო რაა

№29  offline მოდერი chica sol

Ninii
შოკი ხარ!! არდააგვინო რაა

მადლობა request
ვეცდები love

№30  offline წევრი vikipiki.

- ვაიმეე გიჟეებიი გადარეულებიიი სუულლ ჩემეებიიიი ♥♥♥ რა გიჟი დაქალოშკებიიი ყავს ჩვეენნ გოგოოსს ♥♥♥ ლუკაზე და შენზეე ჩემო მარი ხოო ვაფრეენნ დაა ჭკუაა მეკეტეებააააა ♥♥♥ კარგიი ხარ რაა კარგიი :* :* მიყვარხარ ძალიან ♥ love

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent