შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება (თავი 1)


22-12-2015, 12:33
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 3 467

-მარიამ ნუ ტირიხარ საყვარელო მე მალე კარგად ვიქნები.
-მე მჯერა ნიკა რომ კარგად იქნები მგრამ ცრემლებს ვერ ვაჩერებ.
-მარიამ მე შენი ქმარი მოვითხოვ რომ ცრემლები შეიმშრალო.
-ქალბატონო მარიამ გთხოვთ დატოვოთ პალატა და გარეთ დაგველოდოთ.
უკვე ორი წელია ჯერ კიდევ იმ დროიდან როცა მე და ნიკა შეყვარებულები ვიყავით ლეიკემიას ვებრძვით,არც კი მიფიქრია უარი მეთქვა მასზე იმის გამო რომ ლეიკემია ქონდა 17 წლის ვიყავი როცა ნიკა შემიყვარდა ახლა 26 წლის ვარ 9 წელია მიყვარს 3 წელი ჩემთვის ჩუმად მიყვარდა არ მეგონა თუ შემამჩნევდა ოდესმე მაგრამ მითხრა რომ ვუყვარდი თავი უბედნიერეს ქალად ვიგრძენი,სამი თვეა ვიქორწინეთ ბოლო ერთი თვეა კი საავადმყოფოში ვცხოვრობთ მიჭირს მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა გული მეკუმშება დღითიდღე მძიმდება მისი მდგომარეობა ხელიდან მეცლება მე კი ვერ ვშველი მტკივა ყოველი წამი როცა მას ვერ ვშველი მის ძლიერ ტკივილებს ვერ ვაყუჩებ,იმ ძლიერი ნიკასგან აღარაფერი დარჩა.
-ქალბატონო მარიამ თქვენი ქმარი.....
-რა ექიმო?
-დამშვიდდით ის ჯერ კიდევ ცოცხალია,უბრალოდ კომაშია.
-როგორ შეგიძლიათ ასე ილაპარაკოთ ჩემს ქმარზე? გავცოფდი ჯერ ვყვიროდი და ექიმს ხელებს ვურტყამდი მერე ტირილზე გადავედი ბოლოს დავეცი საავადმყოფოს ცივ იატაკზე ვერ ვხვდებოდი ასეთი რა დავაშავე ჯერ მშობლები რომლებიც 16 წლის ასაკში დავკარგე ახლა ქმარი რომელიც სიგიჟემდე მიყვადა.
-მარიამ დამშვიდდი გთხოვ.
-არა ნინ არ შემიძლია დამშვიდება შენ ყველაზე უკეთ იცი როგორ მიყვარდა მე ნიკა,ეხლა კი ექიმი მეუბნება რომ ჯერ არ მომკვდარა მხოლოდ კომაშია,როგორ დავმშვიდდე რა დამამშვიდებს მითხარი.
-მარიამ ნიკამ ასეთ მდგომარეობაში რომ დაგინახოს გესმის რა მოუვა.
-ნიკა ვეღარ დამინახავს შეილება ვეღარც მე დავინახო,ვერ ჩავეხუტო,მის მკერდზე ვეღარ დავიძინო,მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ მას რომ რამე მოუვიდეს მოვკვდები,
არ მინდა მის გარეშე ერთი წამის კი არ მინდა.
ექიმები ნიკასთან შეცვივდნენ ერთი შედიოდა მეორეს ეძახოდა,ბინდი მეკვროდა თვალებზე ექიმებს ვერ ვხედავდი მათი არ მესმოდა ჩემს გარშემო ყველაფერი გაიყინა ყველა გრძნობა ერთად მომაწვა ყელში მინდოდა მეყვირა მეღრიალა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი უფალს ვთხოვდი რომ ნიკა კარგად ყოფილიყო.
-ქალბატონო მარიამ მიმძიმს ამის თქმა მაგრამ......
-მაგრამ რაა?
-ვწუხვარ ქალბატონო მარიამ..….მაგრამ თქვენი ქმარი ვერ გადავარჩინეთ....ის გარდაიცვალა.
ყურებში მხოლოდ მესმოდა სიტყვა "გარდაიცვალა" გავიყინე ვერაფერს ვგრძნობდი უბრალოდ ვიდექი და ველოდებოდი მე როდის მოვკვდებოდი როდის მოვიდოდა ნიკა ჩამკიდებდა ხელს და მეტყოდა რომ მოვენატრე და მასთან მივყავდი,არ მქონდა მიზეზი ცხოვრება გამეგრძელებინა არ მყავდა შვილი ახლა ვნანობდი და მტკიოდა ყველა ის წამი რაც მის გარეშე გავატარე.
-მარიამ შვილო წამოდი აქ დგომით ვერაფერს შეცვლი მალე ნიკას ცხედარსაც სახლში გადმოასვენებენ.
-არა,ააარააა ნიკა ცოცხალია დღეს მითხრა რომ კარგად გახდებოდა.
-მარიამ საყვარელო უნდა გაუძლო.
-რა? როგორ გავუძლო?
-მარიამ რა გჭირს?
-არაფერი კარგად ვარ,წავალ ნიკას ვნახავ ჩავეხუტები ვთხოვ რომ მოვიდეს და გითხრათ რომ კარგადაა და არაფერი არ სჭირს.(გიჟივით ვიცინოდი)
-მარიამ გაჩერდი, გეყოფა მარიააამ.
მხოლოდ მამიდაჩემის ყვირილი მესმოდა რომელიც გაბზარული ხმით ყვიროდა,ვიგრძენი როგორ გამარტყა ვიღაცამ,ერთბაშად იხეთქა ჩემი თვალებიდან ცრემლებმა ერთიანად დავსუსტდი და დავცარიელდი.
მერე იყო სამი ყველაზე მტანჯველი დღე ვიჯექი ცრემლები არ მდიოდა ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს მხოლოდ აქა-იქ ხალხის წარმოთქმული ფრაზები მესმოდა ჩემს მიმართ "რა ცოდოა სულ ახალგაზრდა დაქვრივდა" "კიდევ კარგი ბავშვი არ ყავს კიდე გათხოვდება" "საწყალი ვერცკი ხვდება რომ ქმარი მოუკვდა" მინდოდა მათთვის საკადრისი პასუხი გამეცა მაგრამ ძალა არ მქონდა,ხალხი მოდიოდა და მიდიოდა ჩემთვის უცნობი ადამიანები მეხვეოდნენ მისამძიმრებდნენ.მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე ყველაფერი როცა ნიკას ცხედარი სახლიდან გაჰქონდათ უკანასკნელად ჩავებღაუჭე მის პიჯაკს ბოლოჯერ ვაკოცე მის გაყინულ ტუჩებს რომელიც ყოველთვის ტკბილი იყო.
-არ წაიყვანოთ!...არ წამართვათ ჩემი ქმარი......ის მხოლოდ ჩემია დამიბრუნეთ.......განწირული ხმით ვტიროდი ვიცოდი ამაო იყო ჩემი ვედრება და ნიკას მალე წაიყვანდნენ მაგრამ იმედს არ ვკარგავდი.
-მარიამ, მარიაამ კარგად ხარ?
-არა ნიკა სადაა?
-მარიამ ნიკა......მარი უნდა დამშვიდდე ცხოვრება გრძელდება.
-არა არ გრძელდება დამთავრდა დღეს მეც დამმარხეს ცივ სამარეში ნიკასთან ერთად.თქვენ ვინ ხართ?
-მარიამ მე თემო ვარ შენი კლასელი ვერ მიცანი?
-თემო,თემუკა იცი როგორ ძლიერ მტკივა.
-ვიცი მარამ ვიცი.
-მარტო ჩამოხვედი?
-არა შოთა ბაბუა და ნინო ბებო ჩამოგიყვანე.
-სად არიან?
-დავუძახებ.
ბებიას მოფერებით გული ვიჯერე მის დამჭკნარ სახეზე ისევ ის ტკივილი დავინახე 10 წლის წინ ჩემი მშობლების გარდაცვალებისას რომ აღებეჭდა მერე მე მამიდამ წამომიყვანა და ბებოს ტკივილი გაუახლდა,აი ბაბუა კი მიუხედავად თავისი ასაკისა მხნედ იდგა ისევ ისეთი ჭაღარა წვერი და სევდიანი ცისფერი თვალები ქონდა როგორც ადრე.ჩემი ჭაღარა ბებია და ბაბუა როგორ ძლიერ მიყვარდა ახლა მათი მხარში დგომა მჭირდებოდა და ისინიც აქ იყვნენ.რამოდენიმე დღე გავიდა არ შემეძლო იმ სახლში ყოფნა აქ ყველაფერი ნიკას თავს მახსენებდა,ამიტომ გადავწყვიტე ჩემს მშობლიურ ხულოში დავბრუნებულიყავი ბებიასთან და ბაბუასთან ერთად.
-თეა მამიდა,დათო ბიძია მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის რომ 10 წელია საკუთარი შვილივით მზრდით თქვენთან ყოფნისას არასდროს მიგრძვნია რომ ობოლი ვიყავი.
-შვილო რა საჭიროა მადლობა ჩვენ საკუთარი შვილივით გვიყვარხარ.
-ვიცი მაგრამ აქ ყოფნა უფრო დამტანჯავს ამიტომ გადავწყვიტე სოფელში ვბრუნდები ბებიასთან და ბაბუასთან ერთად.
-ვხვდებით შვილო როგორ გიჭირს ამიტომ არ ვეწინააღმდეგებით შენს გადაწყვეტილებას.
გზა თბილისიდან ბათუმამდე საოცრად გაიწელა მთელ საუკუნედ მეჩვენებოდა ბევრჯერ ვთხოვე თემოს გაზისთვის მიეჭირა ფეხი მაგრამ ის ყოველთვის მახსენებდა რომ ჩვენთან ერთად ბაბუა და ბებია მგზავრობდნენ.ჩავედით ბათუმში როგორც იქნა აქ უკვე კარგად ვგრძნობდი მშობლიური მთების სიახლოვეს ზამთრის მიუხედავად საკმაოდ თბილი დღე იყო ბათუმში მაგრამ ვიცოდი რომ ჩემს ხულოში სუსხი და თოვლი იქნებოდა არც შევმცდარვარ ხულო ისეთი ლამაზი იყო მთლად თოვლში გახვეულიყო აქ დიდი თოვლი იცის ცივი ზამთარი მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდა ეს სიცივე ეს სუსუხი და ეს ზამთარი.
……………………….
ახალი მოთხრობა დავიწყე შემიფასეთ ღირს თუ არა გაგრძელება რახან პირველი თავია ცოტა პატარა დავდე საცდელად.ველოდები თქვენს შეფასებებს.



№1 სტუმარი ანაბელი

უმაგრესიააა.მალე დადე ახალი თავი კაი?.წარმატებები ჩემო კარგო.:-* <3

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

ანაბელი
უმაგრესიააა.მალე დადე ახალი თავი კაი?.წარმატებები ჩემო კარგო.:-* <3

მადლობა ❤

 


№3 სტუმარი მარო

ეტყობა განსხვავებული იქნება, მალე გააგრძელე. გელოდებით

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

მომეწონა ძალიაან ყოჩააღ მალე გააგრძელეე♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent