შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქის ეფექტი [თავი 2]


23-12-2015, 12:21
ავტორი sopiko
ნანახია 2 470

''მეგონა მეშველა და ამას ვის შევხვდი...''–იმედგაცრუებულმა გაიფიქრა დარიამ და ვითომ მართლა შეუძლოდ იყო, კვნესა დაიწყო და თან მალულად უცნობს გახედავდა ხოლმე. მის მზერას თუ შეხვდებოდა სახეზე სიწითლე გადაურბენდა, თუმცა მალევე თავისი მსახიობური მოსწრაფებულობის წყალობით, უხერხული მდგომარეობიდან გამოდიოდა.
გავიდა ხუთი... ათი... თხუთმეტი წუთი. არც ერთი მათგანი ხმას არ იღებდა, მაგრამ მამაკაცი აშკარად დარიას გასვლას უცდიდა. რისთვის აიღო ორი ბილეთი, თუ პატარა ბავშვთან ერთად მოუწევდა მგზავრობა, რომელიც ენას არ აჩერებს. ფიქრი უნდოდა, წარსულში გარკვევა და მომავლის დასახვა, ადამიანებისგან გარიდება, ეს თამამი გოგონა კი თავს არ ანებებდა.
–გულისრევის შეგრძნება მაწუხებს და ახლა ფეხზე რომ ავდგე, მატარებელი შემარწევს და კუპეს დაგისვრი. სჯობს დავრჩე და გამოვუმჯობესდე ჩასვლამდე, თორემ უამრავი გეგმა მაქვს.–თვითონვე გამოიტანა განაჩენი და სკამის საზურგეს მიეყრდნო. მამაკაცს არაფერი უპასუხია.
–სად მიდიხარ?–არ ისვენებდა დარია.
ისევ დუმილი!
–აუ, კარგი რა! არ მოგბეზრდა ჩუმად ყოფნა? გავერთოთ მაინც!–თვალები გადაატრიალა და მოწყენის ნიშნად ტუჩები გაბუსხა.
–უკვე შენ მომაბეზრე თავი!–მოკლედ მოუჭრა უცნობმა და დარიაც გაკაპასდა.
–კარგი, როგორც გინდა!–წამოიყვირა მან და მერე თავისთვის ჩაიბუტბუტა.–უჯიშო!
–მგონი თავი გტკიოდა, რა გაყვირებს? იქნებ მე გიფრთხილდები...–ირონიულად შენიშნა მამაკაცმა.
–მინდა ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო!–არ დაიბნა გოგონა და გაყუჩდა.
ჩავა ბაკურიანში და გაყინულ სახლს გაათბობს. მუსიკებს ჩართავს, ყოველ საგანს გააცოცხლებს. თხილამურებით ისრიალებს. კლუბებში ივლის. სხვადასხვა ატრაქციონებზე გაერთობა, ღამით კი იფიქრებს, თუ რა უნდა ამ ქვეყანაზე და რას ელის ამ ცხოვრებიდან. ღამეც ეყოფა, აბა რა! წინაზე ჩამოსული რომ იყო, ავეჯი და ნივთები რომ ჩამოიტანა, უამრავი წიგნიც თან წამოიღო. წიგნები მისი სუსტი წერტილია. სწავლაში ჩამორჩენილი იყო, მაგრამ მხატვრულ ლიტერატურას მასზე უკეთ მგონი არავინ იცნობდა. ისტორიულ ჟანრს ანიჭებს უპირატესობას და პირველი წიგნი, რომელიც ამ არდადეგებზე უნდა წაიკითხოს, ვიქტორ ჰიუგოს ''საბრალონია''. ჰიუგოს ''ოთხმოცდაცამეტი წელი'' ორი წლის წინ წაიკითხა და ემოციებიდან ვერ გამოდიოდა, ხოდა ახლა ამის ჯერია. კითხვა ყველაფერს ავიწყებს, სევდას უფანტავს და სადღაც მარადისობაში მოისვრის ხოლმე. სასიყვარულო რომანებს რომ კითხულობს, ფიქრობს, რა საჭიროა ეს ბანალური სიტყვები, შენ ჩემი მზე ხარ, ღმერთმა მაჩუქა შენი თავი და ა.შ. უბრალოდ თქვი ''მიყვარხარ'' და თუ მართლა უყვარხარ, მიზეზების ჩამოთვლა აღარ დაგჭირდება.
''ვერ ვიტან სენტიმენტალურობასა და ბანალურობას!''–ხშირად უთქვამს თავისი ემოციური მეგობრისთვის, ლიკოსთვის, ის კი მაინც ყოველ რომანტიკულ ფილმზე ცრემლებს ღვრიდა და ამბობდა, ნეტავ, მე თუ შემიყვარდება ასეო. რაც არ უნდა იყოს, დარიას სასწაულების სჯერა, ოღონდ ისეთი სასწაულების, ფანტასტიკის სფეროში რომ არ იჭრება.
–ბაკურიანში მივდივარ!–გვიან უპასუხა კითხვაზე მამაკაცმა. დარია ადგილზე შეხტა, ისე იყო სხვა სამყაროში გადაფრენილი. თავდაჯერებულმა ჩაიღიმა, ხომ მაინც ავალაპარაკე ეს რაჭველი ბრეტ პიტიო.
–ვაიმე, რა დამთხვევაა მეც!–ტაში შემოჰკრა და ლამის ჩაეხუტა თანამგზავრს.
–შემთხვევითობა არ არსებობს!–აღნიშნა ღიმილით და დარიას ახლა კი მართლა დაესხა რეტი.
''ეს ღიმილი ასე როგორ უხდება''–გაიფიქრა შეწუხებულმა და რამე სისულელე რომ არ მოემოქმედებინა, თქვა:
–იცით, მსგავრი რაღაცეების მეც არ მჯერა, მაგრამ...–უეცრად შეწყვიტა წინადადება.–თოვლი ხომ იქნება?
იტყვით, საიდან სად გადახტაო, მაგრამ უცებ სხვა ვერაფერი მოიფიქრა და თავს ხომ არ შეირცხვენდა. საკუთარ თავი შეაქო და ძალიან გაბრაზდა, ისევ რომ ჩაჩუმდა მამაკაცი.
–რა გქვიათ?
წინ მჯდომის დაკვირვებულმა მზერამ ლოყები აუწვა. უნებურად გახურებულ ყელზე ხელი მოისვა და თავი უკან გამომწვევად გადააგდო. იქნებ მეც ისევე მოვხიბლო ეს უცნაური მამაკაცი, როგორც მან გამაბრუაო.
–ვაჩე!–თვალმოუშორებლად მიუგო გულჩათხრობილმა მგზავრმა.
–ვაჩე! ძალიან ლამაზი, ისტორიული სახელია! ''ლაშარელაში'' ჩემ საყვარელ გმირს ერქვა.–გაუხარდა მის საყვარელ წიგნზე რომ ჩამოვარდა საუბარი და დაუღალავად ალაქლაქდა.
–ვიცი!–ღრმად ამოიხვნეშა ვაჩემ და ნაცრისფერ მოგონებებში გადაეშვა. ეჰ, რა ბედნიერი იყო მაშინ... ჯერ კიდევ ბავშვი, არაფერი რომ არ ესმოდა. ყველა მას ეფოფინებოდა, სურვილებს უსრულებდნენ. ერთს რომ წამოიტირებდა, მამა უკვე მაღაზიაში გარბოდა სათამაშოს საყიდლად. სტუმრად მოსულ ნათესავებს კართან ხვდებოდა, რა მომიტანეო და ოცდაექვსი წლისა მიხვდა, რომ მაშინ მისი სიხარულს ფასი არ ედო. რომ შეეძლოს... რომ შეეძლოს დროს უკან დააბრუნებდა და ყველაფერს შეცვლიდა, მაგრამ... და კიდევ რამდენი ''მაგრამ'' არ შეეძლო გადაელახა ვაჩე მეტრეველს.

...............................................................
ჩემო მკითხველებო!
მადლობელი ვარ იმისთვის რომ არ დაიშურეთ შეფასებები და ველი კვლავ!
თავების გაზრდას ვერ შეგპირდებით, რადგან ეს ჩემი ლიმიტია და არც პატარა არ არის. სამაგიეროდ ყოველდღე ვდებ თითო თავს, თუ რამე მნიშვნელოვანმა არ შემიშალა ხელი.
ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, იმედი მაქვს დარწმუნდებით რომ სასწაულები არსებობს და არამარტო ზღაპრებში.
თქვენი სოფო...



№1  offline წევრი marimari123

მომწონს გააგრძელე love

 


№2  offline მოდერი sopiko

marimari123
მომწონს გააგრძელე love

გმადლობ love

 


№3  offline წევრი teddy))

Dzalian kargi gmirebi arian! Shenze agar maqvs laparaki! Ar myofnis, erti amosuntqvit rom waikitxav egetia :*

 


№4  offline მოდერი sopiko

teddy))
Dzalian kargi gmirebi arian! Shenze agar maqvs laparaki! Ar myofnis, erti amosuntqvit rom waikitxav egetia :*

მადლობა! მადლობა! მადლობა! ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent