შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მარადიულია 7


23-12-2015, 12:57
ავტორი Lana Tomlinson
ნანახია 2 672

დილით გვიან გამეღვიძა.საათს დავხედე და თერთმეტის ოცი წუთი იყო.მთელი სისწრაფით წამოვდექი საწოლიდან და საააბაზანოში შევედი.სამსახურში დამაგვიანდა.შხაპი მივიღე,კარადიდან შავი შარვალი და თეთრი ,,საროჩკა“ გამოვიღე.უცებ ჩავიცვი,ფეხზე ოდნავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი,თმები ,,ცხენის კუდად“ შევიკარი,ტუჩებზე თხლად წავისვი მუქი წითელი ფერის პომადა,ცოტა ტონალურიც ,ჩანთაც ავიღე და სამზარეულოში გავედი.ჩანთა სკამზე დავდე და მაცივარი გამოვაღე. ,,ბაუნტი“ გამოვიღე,ჩანთაში ჩავდე.ჩემს საქციელზე გამეცინა.დედასთან მივედი და ლოყაზე ვაკოცე.
- მაგვიანდება,წავედი.-კარებთან მისულმა დავიძახე.მერე უცებ შემოვტრიალდი და ვკითხე.-ნუცა წავიდა სკოლაში?
- კი,საათ ნახევრის წინ დაახლოებით.-დედამ თავი გააქნია და ისე მიპასუხა.
- კარგი.ახლა მართლა წავედი.-კარისკენ გავიქეცი და სადარბაზოში გავედი.ლიფტის ღილაკს დავაჭირე თუმცა იგვიანებდა,ამიტომ მთელი სისწრაფით ჩავირბინე ექვსი სართული.მანქანის კარი ,,გამოვგლიჯე“ და ჩავჯექი.მანქანა მთელი სისწრაფით მიმყავდა.ნელ-ნელა სიჩქარე იწევდა.70...80...100... და უცებ რაღაცას შევეჯახე.კიდევ კარგი ღვედი მქონდა გაკეთებული,თავი არ დამირტყმია ამიტომ არ წამსვლია გონება.სწრაფად გავაღე მანქანის კარი და მეორე მანქანისკენ გავიქეცი.აშკარად ის მანქანა უფრო დავაზიანე.საბედნიეროდ მძღოლი გადარჩენილიყო.როგორც კი დამინახა ჩემსკენ წამოვიდა და მაჯაში ჩამავლო ხელი.
- შენი ბრალია ეს ავარია.რამე რომ მოგვსლოდა რომელიმეს რას იზამდი?ქალი საჭესთან დაიშვება,კი? შარიანები ხართ. იმედია იცი რომ ეს მანქანა შენი გასაკეთებელია.იცი მეთქი?-ბოლოს ყვირილზე გადავიდა.ხალხმა მოიყარა თავი ჩვენს ირგვლივ.პოლიცია რომ მოსულიყო უარესი იქნებოდა.ჯარიმას ,,ამკიდებნენ“.ამიტომ სწრაფად გამოვერკვიე.სადაცაა ლაპარაკი უნდა დამეწყო რომ დემეტრეს ხმა მომესმა.
- რა უფლებით უყვირი?მშვიდად ვერ ეტყვი? შეიძლება მისი ბრალია მაგრამ იმდენი კაცობა მაინც უნდა გეყოს რომ ქალს არ უყვირო.მაგ მანქანას მე გაგიკეთებ, მაგრამ შენს კაცობას რა უნდა ეშველოს არ ვიცი..._ისე გამიხარდა დემეტრეს ხმის გაგონება ვერ წარმოიდგენთ.თუმცა გულს გონებამ აჯობა და უცებ გუშინდელი მომხდარი გამახსენდა.ხან ანანო მოწონს,ხან ლიკა? რატომ ტყუის?მისკენ შევტრიალდი და ირონიულად გავუცინე.
- დაცვა არ მჭირდება,ჩემითაც მივხედავ თავს.ჯარიმას რაც შეეხება...-სიტყვა შუაზე გამიწყდა როცა დაზარალებული მანქანის მძღოლი დემეტრესკენ წავიდა და მუშტი უთავაზა.ისიც არ ელოდა და ძირს დაეცა.
- შენ,ჩემს კაცობას რა უფლებით ეხები? გაუზრდელი,უსინდისო.-დაიწყო კაცმა დემეტრეს ლანძღვა.დემეტრემ უცებ გაიაზრა რაც მოხდა და უცებ წამოდგა.მუშტი მთელი ძალით მოუქნია კაცს სახეში.მძღოლი შეტორტმანდა და რომ არ წაქცეულიყო მანქანას დაეყრდნო.დემეტრემ დრო იხელთა და საყელოში ეცა.დაიჭირა და ერთი მუშტი კიდევ უთავაზა.მერე ოხვრით ამოაყოლა სიტყვები:
- კიდევ რომ ხელის დარტყმას ბედავ. არაკაცო შენ!-ჯიბიდან ას ლარიანი რამდენიმე კუპიურა ამოიღო და თვალწინ აუფრიალა.-აიღე ეს ფული და თვალში არ მომხვდე ზედმეტად.მერე უკვე სხვა ხერხებს მივმართავ.-ფული წინ დაუგდო და ჩემსკენ წამოვიდა.ხელი უხეშად ჩამავლო მკლავში და მისი მანქანისკენ წამიყვანა.მანქანაში ჩავსხედით და დაველოდე როდის დაიწყებდა ლაპარაკს.თუმცა ის ჯიქურ ჩუმად იყო.მერე ჩემი სამსახური გამახსენდა და მთელი ძალით დავიყვირე.
- რა მოხდა?-მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა და გაოცებულიი მზერა მომაპყრო.
- სამსახურში მაგვიანდება.დროზე მიმიყვანე!
- მერე ამისთვის დაიყვირე ამ ხმაზე?გოგო შენ კარგად ხარ?აზრზე მოდი ცოტა.
- ბატონო?-გამიკვირდა.
- კიდევ რომ გაკვირვებულია რა...
- ვაიმეეეეე.-კიდევ ერთხელ დავიყვირე როცა ძრავა ჩართო.
- კაააააააატო!- სახელი გაწელა და მთელი ხმით დაიყვირა.ახლა გაცინებას არაფერი აჯობებდა,მაგრამ მანქანაში ჩანთა დამრჩა სადაც საბუთები იდო.მანქანის კარი კი ღია იყო.
- რა იყო?რა გაღრიალებს?ბუზი შეგიფრინდება პირში,ასე აღარ დააღო ხოლმე პირი.-გავუღიმე და თმები გადავიწიე.
- ნერვებზე ცეკვავ.-განრისხებულმა თქვა.
- უი,მე ნერვებზე სიმღერა მინდოდა.-ხელი ჩავიქნიე.- კარგი არაუშავს,იყოს ცეკვა.
- რატომ დაიყვირე?-უკვე მოთმინებას კარგავდა ამიტომ მეც გავჩერდი და არარ გავაგრძელე ცანცარი.
- მანქანაში საბუთები დამრჩა.კარი კი ღიაა.-ტუჩები დავბრიცე და თმების ბოლოები თითზე დავიხვიე.
- კარგი მივბრუნდეთ და ავიღოთ.-შედარებით დამშვიდებულმა თქვა.
- კარგი.-ამის მერე არაფერი გვითქვამს.ეჭვები მღრღნიდნენ,მაინტერესებდა რატომ მომატყუა დემეტრემ ანანოზე.იქნებ ლიკაზეც მატყუებს?ამაზე თვალები გამიფართოვდა და უნებურად დემეტრეს ჩემს გვერდით ყოფნა დამავიწყდა ,პირზე ხელი ავიფარე.
- რა მოხდა?-გაკვირვებულმა შემომხედა დემეტრემ.
- იცი...რაღაცის თქმა მინდა მაგრამ...მრცხვენია...-თავი დავხარე.მალე მოესმა ჩემს ყურთასმენას დემეტრეს სიცილი.მანქანა დაამუხრუჭა და მუცელზე ხელი მიიდო.სიცილისგან უკვე გაწითლებულიყო.
- რა იყო?სიყვარულის ახსნას აპირებ?-სიცილს არ წყვეტდა.
- ხო...-უცებ ვთქვი მაგრამ მერე დავფიქრდი რაც ვთქვი და მისკენ შევტრიალდი.
- არა...რა სიყვარული. ტყუილში დაგიჭირე.-უცებ დემეტრემ სიცილი შეწყვიტა,სახე ეცვალა.
- რა ტყუილში?
- ჯერ მითხარი ანანო მომწონსო,მერე ლიკაა ჩემი შეყვარებულიო...- ბოლო სიტყვები შედარებით ხმადაბლა ვთქვი.დემეტრეს ამის გაგონებაზე ფერი დაუბრუნდა,თმაზე ხელი გადაისვა და მანქანის ტარება მშვიდად დაიწყო.ვიფიქრე რამეს მაინც იტყოდა მაგრამ არა.მალე მივედით ჩემს მანქანასთან.პოლიციაც მოსულიყო,ჯანდაბა.ისე გადმოვედი მანქანიდან,ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს.მწარედ გამეღიმა,დიდი ძალით მივკეტე კარი და პოლიციელებისკენ წავედი.მათაც ჯარიმა გამომიწერეს.ჩემი მანქანა ამწეკრანით წაიყვანეს თუმცა მანამდე მოვასწარი ჩანთის გადმოღება.ტელეფონი ამოვიღე და დაჩისთან დავრეკე.
- დაჩი,როგორ ხარ?
- კარგად კატო,შენ?
- მეც ვარ რა...-თვალი იმ ადგილისკენ გამეპარა სადაც დემეტრემ მომიყვანა,ისევ იქ იყო და მიყურებდა.თვალი ავარიდე და ლაპარაკი გავაგრძელე.
- სად ხარ?
- რუსთაველზე ვარ,საცობში მოვყევი.-მიპასუხა და ამოიხვნეშა.
- აუ,ბოდიში რომ გაწუხებ,მაგრამ მომაკითხავ?
- კატო მართლა ძალიან მეჩქარება.ნიკას დავურეკავ და მოგაკითხავს.-ოღონდ ნიკა არა.მთელი წელია ანანოს ეკითხება ვინმე თუ მყავს,ან ვინმე თუ მიყვარს. როგორც ჩანს რააღაც გრძნობები აქვს ჩემდამი.დაჩიმ რა თქმა უნდა არ იცის.
- არა,არ უნდა... ჩემით წავალ.მადლობა.-უცებ მივაყარე.
- კატო თუ ნიკას არ წაყვები,ჩავშლი ამ კრებას და კონტრაქტსაც გამიუქმებენ.იცი რატომ?შენთან მოვალ და მე წაგიყვან.-გამეცინა,სხვა გზა არ იყო.
- კარგი,მოვიდეს ნიკა.-ამ დროის განმავლობაში დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი თუმცა სპეციალურად არ ვიხედებოდი მისკენ.დაახლოებით თხუტმეტი წუთი ველოდებოდი ნიკას.მერე დემეტრემაც ვეღარ მიხვდა რატომ არ მივდიოდი ალბათ მისი მანქანისკენ და თვითონ წამოვიდა ჩემკენ.
- რატომ არ მოდიხარ?-თვალები დაიწვრილა და ისე მკითხა.სპეციალურად არ ვიღებდი ხმას.ტელეფონზე მესიჯი მომივიდა ნიკასგან.
- კატ სად ხარ?
- გორგილაძეზე ვარ .რომ მოხვალ თამაშში ამყევი აუცილებლად,გთხოვ.
- რა თამაშში?
- მოხვალ და მიხვდები.
-კარგი.-ეს მომწერა და ტელეფონიც კმაყოფილმა შევინახე ჯიბეში.
- პასუხი გამეცი.ან საერთოდ ტელეფონზე ვის წერდი ასე გაღიმებული?
- ...
- ნერვებზე ნუ თამაშობ!
- კარგი ყოფილა დუმილის ატანა?იგივეს ვგრძნობდი მანქანაში მეც.-ამოვიხვნეშე.დემეტრეს გაეცინა თუმცა მალევე დასერიოზულდა.
- ვის წერდი?
- შეყვარებულს ვახ...- დემეტრეს სახეზე გაცინება მინდოდა,მაგრამ თავი შევიკავე.
- არ გამოგდის ტყუილები.
- ესეიგი მე ვტყუი,არა?
- ჰო...
- მაშინ, შენი თვალით ნახავ ცოტახანში.-ირონიულად გავუღიმე და ნიკას დაველოდე.დემეტრემ ერთხელ შემომხედა ეჭვის თვალით და გულზე გადაიჯვარედინა ხელები.მალე გამოჩნდა გზაზე ნიკას ბრაბუსი.დემეტრე ისევ მე მიყურებდა.მერე ჩემს მზერას გააყოლა თვალი და ჩვენსკენ წამოსული საკმაოდ სიმპატიური სილუეტი რომ დაინახა ხელზე ძარღვები დაებერა.გამეცინა და ნიკასკენ წავედი.ხელები კისერზე შემოვხვიე და ჩავეხუტე.ნიკამაც იგივენაირად მოიქცა,მერე კი როცა დემე დაინახა,ჩემს გეგმას მიმიხვდა და გაიცინა.ხელი გადამხვია და დემეტრესკენ დაწვრილებული თვალებით წავიდა.მეც მას წავყევი.
- გამარჯობა.თქვენ ჩემი კატოს მეგობარი ხართ,ხომ ასეა?- ღიმილით უთხრა ნიკამ დემეტრეს.
- შენი კატო არა!-გაიღიმა დემეტრემ.
- რაა?-გამიკვირდა.
- ძალიან კარგად ვიცი მესიჯების კითხვა ჩემო საყვარელო.-გაიცინა დემეტრემ.ნიკა კი სიბრაზეს მოეცვა.
- შენი საყვარელი არ ვარ!-კბილებში გამოვცერი და ნიკას მანქანისკენ წავედი.მძღოლის გვერდითა ადგილი დავიკავე და ნიკას დაველოდე. ცოტა შეაგვიანდა ამიტომ მანქანიდან გადავედი და მათკენ წავედი. ერთმანეთს უყვიროდნენ.მათთან მივირბინე და შუაში დავდექი და ერთი ხელი დემეტრესკენ გავუშვირე,მეორე ნიკასკენ.
- ეი,რას აკეთებთ?გაგიჟდით?
- კი,შენმა სიყვარულმა გამაგიჟა!-დაიყვირა დემეტრემ.ხელები ჩამომივარდა.სახეზე ფერი დამეკარგა.არ მოველოდი.მთელს სხეულში სისუსტე ვიგრძენი.სახეზე ავიფარე ხელები,მერე კი თმაზე გადავისვი ცალი ხელი და უკანმოუხედავად გავიქეცი ტაქსისკენ.შიგ ჩავჯექი და ღრმად ამოვისუნთქე.მერე ღიმილი მომეფინა სახეზე და ბედნიერებისგან სიცილი დავიწყე.ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან და მდივანთან დავრეკე.
- ანი,დღეს ვერ მოვალ სამსახურში.პატარა ავარია მომივიდა და ვეღარ მოვდივარ.
- კარგი კატო.-ტელეფონი ღიმილით გავთიშე და ჩანთაში დავაბრუნე.
* * *
დემეტრე:
გზაზე რომ მივდიოდი და კატოს მანქანა დავინახე დაზარელებულისიმართლეს გეტყვით გულზე რაღაც მომხვდა მწარედ.მაგრამ თამაში უნდა გამეგრძელებინა ამიტომ იმ კაცთან მივედი ვინც კატოს უყვიროდა და პასუხიც გავეცი.მაგრამ ისეთი შეგრძნობა მქონდა,ამ სიტყვებს არა თამაშისთვის არამედ გულიდან წამოსულ სიტყვებს ვამბობდი .როცა კატომ მითხრა ტყუილში დაგიჭირეო გამიკვირდა.ვიფიქრე ბაჩოს ძმაკაცი რომ ვარ გაიგო მეთქი თუმცა მიზეზი რომ მითხრა გამეცინა.არაფერი მიპასუხია.რომ ველოდებოდი როდის მოვიდოდა,სპეციალურად არ მოდიოდა.მერე რაც მოხდა იცით. კატო რომ მანქანაში ჩაჯდა და მე და ნიკა დავრჩით,ჩხუბი დამიწყო.
- კატოს ახლოს არ გაეკარო!ჩემი გოგოა და ზედმეტი რომ მოგივიდეს,ცოცხლად დაგმარხავ!
- ჯერ ეს ერთი,კატო ადამიანია და არავის არ ეკუთვნის.მეორე ის რომ მუქარით ვერაფერს გახვალ ჩემთან!
- მგონი გასაგებად ვერ გეუბნები.მაინც და მაინც მუშტი უნდა მოგხვდეს რომ მიხვდე?
- მამიკოს ფულებით განებივრებული ბიჭი-გავიცინე.
- ზედმეტები მოგდის.
- ოუ, ცვენი ნიკუსა გაბლაზდა?-ენა მოჩლექილი ბავშვივით დავიწყე ლაპარაკი.
- ახლა მართლა მოგიწევს გაბერტყვა!-ნიკას გაბრაზება უკვე პიკს აღწევდა.
- არც გაა*რაკო.-გამეცინა.
- მოთმინების ფიალა მევსება.ეს კი შენთვის სასიკეთოდ არ დამთავრდება!
- გთხოვ ნუ მაშინებ ნიკუშა.-ირონიულად ვუთხარი და გავიცინე.
- ბო** შვილი ხარ!-მწარედ გაიცინა ნიკამ.ახლა კი მართლა დგებოდა მისი აღსასრულის დრო.
- ბიჭო წესიერად ილაპარაკე!
- რაო, არ მოგეწონა დემუსი?-სიცილს უმატა ნიკამ.
- არაკაცები მომრავლდით ხომ?-უკვე მასაც დაუსერიოზულდა სახე და გაბრაზდა.ამ დროს კატო მოვიდა და ჩაგვიდგა შუაში-
- რას აკეთებთ?გაგიჟდით?
- კი,შენმა სიყვარულმა გამაგიჟა!-თამაში გავაგრძელე მაგრამ მაინც მღრღნიდა რაღაც გულში.თითქოს ეს სიმართლე ყოფილიყო.ფიქრები გავიქარწ..ე და კატოს გავაყოლე თვალი,რომელიც ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა.

გამარჯობა.წინა თავზე კომენტარები რომ დავინახე ძალიან გამიხარდა love მადლობთ ყველას ვინც კითხულობთ love ვეცადე დიდი და საინიტერესო თავივ ყოფილიყო wink



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

nuuu dzaan magari iyo yochag momewona dzaliaan ox es demetre da shurisdzieba ra imedia eg male moegeba gons da rogorc chemtan moxda 4 wlit ar mouwevs gadakargva tore mecodebaa :D icode xval axali tavi damxvdeees :D
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

♡EPICLOVE♡
nuuu dzaan magari iyo yochag momewona dzaliaan ox es demetre da shurisdzieba ra imedia eg male moegeba gons da rogorc chemtan moxda 4 wlit ar mouwevs gadakargva tore mecodebaa :D icode xval axali tavi damxvdeees :D

არა მასე არ განვითარდება მოვლენები wink შეიძლება უფრო უარესადაც... ვეცდები დღეს დავწერო love მადლობ რომ კითხულობ და აზრს გამოთქვამ. love

 


№3  offline წევრი EmyLee

მომეწონა :** განაგრძე :*
--------------------
Rain Of Native Girl

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent