სიყვარული მარადიულია 4
პირველ საათზე კი უკვე საავადმყოფოს შენობიდან გავდიოდით.ძალიან გამიკვირდა როცა შენობიდან გასულს ლუკა დამხვდა იქ.ჩვენსკენ წამოვიდა და გადამეხვია. -ლუკა,აქ რატომ ხარ?-გაკვირვებულმა ვკითხე და ოდნავ მოვშორდი. -ნუცამ დამირეკა.ყველაფერი კარგად იქნება,ძლიერი გოგო ხარ-გაიღიმა. - რა თქვი?ვინ დაგირეკა?-რაღაც მომესმა აშკარად. - ხო,რაიყო ხომ უნდა შევეგუო ძამიკოს?-ჩვენსკენ წამოვიდა და ორივეს ერთად გადაგვეხვია. -ძალიან გამახარეთ-გულწრფელად გამიხარდა.დედაჩემი ჩვენსგან ოდნავ მოშორებით იდგა თუმცა კარგად დავინახე თუ როგორ გვიყურებდა აცრემლიანებული თვალებით. -მე მიგიყვანთ სახლში-თქვა ლუკამ და მანქანის წინა კარი გამოაღო-ქალბატონო ნანა,გთხოვთ დაბრძანდით-დედას შეხედა და გაიღიმა.დედაც მანქანისკენ წამოვიდა და სიტყვისუთქმელად მოთავსდა.ჩვენც ჩავსხედით და მალე მივედით სახლში.დრო ჯერ კიდევ მქონდა მოსამზადებლად ამიტომ საწოლზე დავწექი და ფიქრი დავიწყე.ოჯახზე,მეგობრებზე,დაავადებაზე და ბოლოს დემეტრეზე ფიქრებმაც შემომიტიეს.ნერვები მომეშალა ისევ ის რომ გამახსენდა და თვალები დავხუჭე.ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო,ტელეფონი განათდა და ზედ დემეტრეს ნომერი გამოჩნდა.დაუფიქრებლად ვუპასუხე. -გისმენთ -როგორ ხარ კატო?-აშკარად ხმაურიან ადგილას იყო.ძლივს გავარჩიე მისი სიტყვები. - კარგად ვარ,შენ? -არამიშავს.დღეს გეგმები ხომ არ შეგიცვლია?ანუ იმას ვგულისხმობ რომ ვახშამი თუ გახსოვს?-მის დაბნეულობაზე გამეცინა და საწოლიდან წამოვდექი. -კი,მახსოვს-კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. -კარგი მაშინ მისამართი მითხარი და რვა საათზე გამოგივლი.მისამართი ვუთხარი და მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.არვიცოდი სად წავიდოდით ამიტომ უბრალოდ ლურჯი ტანზე მომდგარი,მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა გამოვიღე.მისთვის შესაფერისი შავი მაღლებიც და აბაზანაში შევედი.შხაპის მიღება დიდხანს გამიგრძელდა აშკარად.როცა გამოვედი უკვე ოთხი სრულდებოდა.სპორტული შარვალი და ნაცრისფერი მაისური ჩავიცვი.თმები გავიშრე,დავისწორე და დაღლილი გავედი სასტუმრო ოთახში.დედა ტელევიზორს უყურებდა.მივედი და ლუკაზე დალაპარაკება გადავწყვიტე.მან კი უარით გამომისტუმრა და მითხრა რომ არ უნდოდა ახლა ამ თემასთან დაკავშირებით ლაპარაკი.მეც აღარ დავაძალე და ნუცასთან შევედი.ლეპტოპით ფეისბუქში იყო და საწოლზე გაწოლილიყო.გვერდით მივუწექი და ლოყაზე ვაკოცე. - ვაიმე,შემაშინე!-უცებ შეჰკივლა და გულზე ხელი მიიბჯინა.გამეცინა და ხელი გადავხვიე. -ნუცა,გუშინ რომ ბიჭი გეხლა ის ვინ იყო? -რომელი?-დაიბნა. -აი ლუკას რომ გაარტყი სახეში,მაშინ ჩვენთან ერთად რომ იდგა. - ააა,ეგ არის დაჩი.ერთმანეთი გვიყვარს-საყვარლად გაიცინა და ლოყები შეეფაკლა.მის რექციაზე ავკისკისდი,თვითონ კი გაბუსხული იჯდა და მიყურებდა. - კარგი ბიჭია,გემოვნება გაქვს-გავუღიმე. -ხო,შენც გაქვს გემოვნება-ახლა თვითონ დაიწყო სიცილი.გავბრაზდი და თავში წამოვარტყი ხელი.ცოტახანი კიდევ ვილაპარაკეთ მერე საათს შევხედე და გამიკვირდა როცა ისარი 7 საათს უჩვენებდა.სწრაფად წამოვდექი და ოთახში გავიქეცი.სწრაფად ჩავიცვი წინასწარ გამზადებული ტანსაცმელი,ფეხსაცმელლი და მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე.წითელი პომადა წავისვი,სუნამო დავისხი და რვა საათზე უკვე მზად ვიყავი.ტელეფონზე მესიჯი მომივიდა დემეტრესგან და მეც სწრაფად ჩავედი ლიფტით ეზოში.დემეტრე მანქანასთან იდგა და არემარეს ათვალიერებდა.მერე უცებ შემომხედა და მზერა ,,მოეყინა’’. კმაყოფილმა გავიღიმე და მივუახლოვდი. -გამარჯობა ბატონო დემეტრე-ლოყაზე ვაკოცე და მანქანის კარის გაღება დავაპირე,თუმცა დემეტრემ ხელით მაჯაში მწვდა და შემატრიალა. - ასე კლასიკურად რომ გამოეწყვე,იქნებ არ მიმყავხარ რესტორანში ან კლუბში?-ირონიულად გამიღიმა და მაჯას უფრო მოუჭირა ხელი. -შევცდი?კარგი არაუშავს,აზრი არ აქვს რა მეცმება-გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.მალე თვითონაც დაიკავა მძღოლის ადგილი და გვერდულად შემომხედა.ძრავა ჩართო და გზა აიღო,საითკენ?ეს მეც არ ვიცი.დუმილის შემდეგ როგორც იქნა ხმა ამოიღო. -შენი შეყვარებული არ გაგიბრაზდება მე რომ წამომყევი?-ირონიულად განაგრძობდა საუბარს. - არ მყავს შეყვარებული-ავკისკისდი და თმა ყურის უკან გადავიწიე.დემეტრემ ამის გაგონებაზე მანქანა დაამუხრუჭა და გაკვირვებული მზერა მომაპყრო. -გოგო მეღადავები?ლუკა ვინაა აბა? -ჩემი ნახევარძმაა-სიცილით მივუგე და ხელით ვანიშნე რომ გზა გაეგრძელებინა. -გადამრევ მე შენ-ხელები მაღლა აღაპრო და შემდეგ მანქანა დაქოქა.-ესეიგი ხუმრობდი არა?ახლა ნახე ვინ იხუმრებს-ეშმაკურად გაიღიმა და სიჩქარეს მოუმატა.მგზავრობის დროს დემეტრეს ტელეფონზე დაურეკეს.ტელეფონს ალმაცერად დახედა და ცოტა იყოყმანა.შემდეგ კი უპასუხა. - გისმენ...არა,ჯერ არ მცალია მაგისთვის...ხელი არ დააკაროთ,მე დამელოდეთ...დაახლოებით ორ საათში მანდ ვიქნები-ეს უთხრა და გათიშა ტელეფონი.ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვკითხე: -რამე სერიოზული ხდება? - არაა შენი საქმე-ხმაში სიმკაცრე შეეპარა და თმაზე ცალი ხელი გადაისვა. - კარგი-გავბრაზდი და ტუჩები გავბუსხე-დემეტრემ შემომხედა და ბაგეები ღიმილით გაეპო. - ბუტია ბავშვი-გაიცინა და ისევ წინ გაიხედა. -არ ვარ ბუტია -ბავშვი ხომ ხარ?-უკვე სიცილი დაიწყო. - თავი დამანებე-ხელები გადავიჯვარედინე და ფანჯარაში გავიხედე. -თავი დაგანებო?ანუ არ დაგელაპარაკო?-ეშმაკურად გაიღიმა. - ხო-მეც გაბრაზებულმა ვუპასუხე.ამით დამთავრდა ჩვენი დიალოგი.უკვე ერთი საათია ვმგზავრობდით ისე რომ ხმა არ ამოგვიღია.ბოლოს დავიღალე დუმილით და ვკითხე: - სად მივდივართ? - ... -შენ გეკითხები დემეტერე! - ... -აუ კარგი რა!სად მივდივართ? - ... - დემეტრე!-ბოლოს დავიყვირე.დემეტრემ ერთხელ შემომხედა,ირონიულად ჩაიცინა და უკანა სავარძლიდან კალამი და ფურცელი გადმოიტანა.მანქანა დაამუხრუჭა და რაღაცის წერა დაიწყო.მერე კალამი უკან დადო და ფურცელი გამომიწოდა. - თავი დაგანებე-ფურცელზე ეს ეწერა.მის საქციელზე მეცინებოდა. - ჯიუტი ბავშვი-ირონიულად ვუთხარი და ფურცელი უკანა სავარძელზე დავდე.მან უბრალოდ გაიღიმა და გზა გავაგრძელეთ. - მალე მივალთ?-ვიკითხე და პასუხის მოლოდინში გავინაბე. - ...-უკვე დამღალა მისმა დუმილმა და მანქანის კარი გავაღე. - თუ არ გააჩერებ გადავხტები!-დავიყვირე და ვეცადე არ გამცინებოდა. მან გაიღიმა,ფურცელი გადმოიღო,რაღაც დაწერა და შემოატრიალა. - მიდი,გადახტი-გავბრაზდი და მანქანის კარი ხმაურიანად დავხურე.მერე წარბებშეკრულმა შევხედე მის მომღიმარ სახეს. -კარგი ჰო,არ დამანებო თავი-ჩავიბურტყუნე ჩემთვის. -კიდევ კარგი ეგ თქვი თორემ ვეღარ ვძლებდი რომ არ გელაპარაკებოდი-ამოისუნთქა და უცებ მომაყარა სათქემელი. -კარგი,ახლა მითხარი, სად მივდივართ? -უკვე მოვედით-მითხრა და გამიღიმა.გავიხედე და ვიფიქრე კლუბს ან რესტორანს ან თუნდაც კაფეს დავინახავდი მაგრამ მწვანე ბუნება რომ დავინახე თვალები გამიფართოვდა. - აქ რა გვინდა?-ვიკითხე გაოცებულმა. -სასეირნოდ მოვედით-გამიღიმა და ხელი გადამხვია. - ამ მაღლებით უნდა ვისეირნო ტყეში?მეხუმრები?-უფრო გავოცდი. - ,,კარგი არაუშავს,აზრი არ აქვს რა მეცმება’’.ეს სიტყვები შენ გეკუთვნის ბავშვო-გაიცინა. -აუ მეც ვერ ვარ ჭკუაზე შენნაირ იდიოტს რომ წამოვყევი სასეირნოდ.საერთოდ არ დაგემუხრუჭებინა იმ დღეს და მოვმკვდარიყა-სიტყვა დემეტრემ შემაწყვეტინა. - არც კი გაბედო მაგის თქმა-გაიღიმა და შუბლზე მაკოცა. ჩემი ბუზღუნის მიუხეედავად მაინც გავისეირნეთ ტყეში.მე უკან მივდიოდი ის წინ.ბოლოს წამოსვლის დროს რომ დავიღალე,ხელში ამიყვანა და ისე ჩამომიყვანა.ტყეში დაახლოებით ერთი საათი ვიყავით.მერე მშვიდობიანად ჩამომიყვანა სახლში. - კარგად ,,ბეიბი’’-გაიცინა და შუბლზე მაკოცა მანამ სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი. - იდიოტი-ჩავიბურტყუნე და კიბეებზე სწრაფად ავირბინე.სახლში მისულმა გამოვიცვალე და მაშინვე დავწექი.ცოტახანში უკვე მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.