შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება (თავი 2)


23-12-2015, 21:24
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 3 197

-მოვედით.მარიამ მანქნიდან არ გადახტე თოვლში ჩავარდები და არ დაგეხმარები იცოდე.
-აბა სახლში როგორ შევიდე?
-ბავშვობა გავიხსენოთ?
-არა მირჩევნია დავსველდე.
-კარგი შენი ნებაა.
სახლში ჩევედი ჩემი სახლი არც ისე პატარა იყო აქ სითბოს,სიყვარულისა და ბედნიერების სუნი ტრიალებდა რაც ყველაზე მთავარია ჩემი ბედნიერი ბავშვობის წლები ამ სახლს უკავშირდებოდა.
-ბეეე მე ისევ ჩემი ოთახში დავბინავდები კარგი?
-მიდი შვილო წადი შენს ოთახში.
ჩემი ოთახი პატარა იყო აქ ერთი ხის საწოლი,სამეცადინო მაგიდა და ბევრი წიგნები იყო.უცებ ისევ ნიკა გამახსენდა ის დრო გამახსენდა ბებიას და ბაბუას გასაცნობად რომ ჩამოვიყვანე გამახსენდა როგორ შემოიპარა ჩემს საძინებელში და ამ პატარა საწოლზე ერთად გვეძინა.ნიკა ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი იყო.
-შემოდით.
-მე ვარ მარიამ.
-მოდი თემუკა შემოდი.
-მარიამ ისევ ტიროდი?
-არა თემუკა არ ვტიროდი.
-მარიამ,ხომ იცი როგორ მიყვარხარ შენ ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ხარ.
-ვიცი თემო ვიცი მაგრამ ნიკა ის ჩემი ცხოვრება იყო როგორ არ ვიტირო.
-იტირე მაგრამ მარტო არასოდეს როცა სევდა მოგეძალება იცოდე რომ აქ აი იმ სახლში შენი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს.
თემომ ხელები მომხვია და მკერდზე მიმიხუტა მეც თავი ვერ შევიკავე და ავტირდი.
-რატომ თემუკა?რა დავაშავე ასეთი,ჯერ მშობლები ახლა ნიკა,რამე დავაშავეე.
-არა მარიამ უნდა გამაგრდე ცხოვრება გრძელდება ჯერ მხოლოდ ოცდაექვსი წლის ხარ.
-როგორ გავმაგრდე თემო მაქვს მიზეზი რომ ცხოვრება გავაგრძელო?
-კი მარიამ შენ ბებია გყავს რომელიც შენთვის სიცოცხლესაც გაწირავს შენთვის ცოცხლობს და ბაბუა? მათაც შეეძლოთ ფარხმალი დაეყარათ როცა შენი მშობლები დაიღუპნენ მაგრამ მათ ცხოვრება გააგრძელეს შენს გამო გააგრძელეს იცხოვრეს ამდენი წელი შენს გამო ახლა შენ ხარ ვალდებული მათთვის იცხოვრო და არ დანებდე გესმის.
-კი თემო მაგრამ ნიკას გარეშე.
-მარიამ ნიკას დავიწყებას არავინ გთხოვს,გახსოვდეს მაგრამ შენთვის გულში გყავდეს.ბებიას და ბაბუას ცრემლები არ აჩვენო,ღამით იტირე მაგრამ მარტო არა.
-კარგი თემო მართალი ხარ.ახლა შენზე მომიყევი როგორ ხარ საცოლე არ გყავს?
-არა საცოლე არ მყავს არც ცოლი მაგრამ პატარა მარიამი მყავს.
-მარიამი?
-ხო ხვალ გაგაცნობ ახლა ალბათ სძინავს.
-მომიყევი მარაიამზე,მე......მე ვერ ვიჯერებ შენ შვილი გყავს?
-ვიცი გიკვირს მაგრამ მარიამ ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის.
-აბაა?
-მარიამი ჩემი უკრაინელი მეგობრის ვლადიმირის შვილია,ვლადიმირს და მის ცოლს მშობლები არ ყავდათ ბავშთასახლში გაიზარდნენ მათ არ უნდოდათ რომ მათ შვილსაც იგივე გადაეტანა ამიტომ მე ის ვიშვილე და ახლა საკუთარი შვილივით ვზრდი.
-შენ მართლა საუკეთესო ხარ.
-არა მარიამ უბრალოდ ის ბავშვი ანგელოზია თან ისე თბილად მეძახის მამას რომ არვიცი.
-მას მარიამი რატომ ქვია?
-ხომ გითხარი ანგელოზია თქო.
თემუკას მკლავებიდან თავის დაძვრენას არც კი ვცდილობდი რაღაც არაამქვეყნიურ სითბოს ვგრძნობდი.
-კარგი მარიამ გვიანია ახლა დაიძინე და დილით მოვალ მოემზადე.
-სად მივდივართ?
-ტაძარში მივდივართ,მერე ბავშვობა უნდა გავიხსენოთ.
-კარგი ნახვამდის.
……………………………………
-გამარჯობა გიორგი როგორ ხარ?
-ვაა თემურ ასე გვიან სად იყავი?
-შოთა ბაბუას ვეხმარებოდი.
-თემურ ისეთი ვინმე მოატყუე ვინც დაგიჯერებს რომ შოთა ბაბუას გამო იყავი იქაც და თბილისშიც.
-კარგი რა გიორგი.
-რა კარგი რა თემურ რაა მე ვიცი რამდენი წელია იტანჯები მარიამის გამო ჯერ კიდევ სკოლიდან გიყვარს,მის გამო არ იბრძოლე როდესმე ეტყვი რომ გიყვარს?
-გიორგი გაგიჟდი ასეთ მდგომარეობაში მყოფს როგორ შემიძლია მივიდე და ვუთხრა რომ მიყვარს,მან ქმარი დაკარგა რომელიც ამდენი წელი უყვარდა.
-შენ რომ გიყვარს ამდენი წელია ის არაფერს ნიშნავს?
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
……………………………
ვიწექი ჩემს საწოლში და ვფიქრობდი თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება სად ვიქნებოდი ახლა დედა და მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო.იქნებ ახლა თემოს ცოლი ვყოფილიყავი,ნიკას ვერ გავიცნობდი არ შემიყვარდებოდა ნეტა რაზე ვფიქრობ სულ გავგიჟდი,ჩემს ბავშვობას ვიხსენებდი,ვიხსენებდი თუ როგორ ატარებდა თემო ჩემს ჩანთას სკოლაში ვიხსენებდი რამდენჯერ მიმიყვანა სკოლაში ზურგზე აკიდებულმა. გამახსენდა როგორ ვეჩხუბე თამთას თემუკას გამო მაშინ თემუკა მიყვარდა,მაგრამ ახლა რატომ ვიხსენებ რამ გამახსენა ჩემი ბავშვობა,უნდა დავიძინო მაგრამ ძილი არ მეკარება თემო ისეთი კეთილია სხვის შვილს ზრდის როგორც საკუთარს არ შეუშინდა თუ რას იფიქრებდა ხალხი მასზე.
………………….
-მამა ვერ ვიძინებ შენთან დავწვები რა.
-მოდი ჩემო პრინცესა.
-მამა დღეს ნინო ბებიასთან რომ გოგო ჩამოვიდა ვინაა?
-ის მარიამია ჩემი ბავშვობის მეგობარი და ნინო ბებოს შვილიშვილი.
-მამა რატომ ტიროდა? შავები რატომ ეცვა?
-მამიკო ამას დიდი გოგო რომ გაიზრდები მაშინ მიხვდები.
-მამა ქვრივი რას ნიშნავს?
-ქვრივი არის ადამიანი რომელსაც ცოლი ან ქმარი მოუკვდა.ახლა დაიძინე მამა დილით ეკლესიაში მივდივართ თან მარიამს გაგაცნობ.
ჩემს ცხოვრებაში ორი მარიამია ორივე ძალიან მიყვარს,სხვა ქალისთვის არასოდეს შემიხედავს მხოლდ მარი იყო ჩემი ოცნების ქალი და დღემდე ის არის,ეხლა ყველაზე მეტად ვჭირდები მინდა იგრძნოს რომ მის გვერდით ვარ.
……………...…….
-ბებოოოო
-ხო ბებო აქ ვართ სამზარეულოში.
-აუ როდის ადექით უკვე საუზმეც რომ მოგიმზადებიათ?
-მარიამ ბაბუა შენ დაგავიწყდა სოფლის ცხოვრება?
-მგონი დამავბიწყდა.
-როგორ გეძინა?
-კარგად ბაბუა ძალიან კარგად მომნატრებია ჩემი ოთახი.
-თემურს რა უნდოდა?
-არაფერი უბრალოდ ჩემს გასამხნევებლად მოვიდა.
-კარგი ბიჭია თემური მიკვირს ცოლი რატომ არ მოყავს,დიდხანს ჭორაობდნენ მასზე მარიამი რომ ჩამოიყვანა უკრაინიდან.
მივხვდი რომ სიმართლე არ იცოდნენ მარიამის შესახებ ამიტომ გაჩუმება ვარჩიე,ალბათ თემოს არ უნდა რომ მარიამმა თავი ცუდად იგრძნოს.
-შოთა ბაბუაა.
-შემოდი ბაბუა ჩემი ლამაზი გოგო მოსულა.
-შოთა ბაბუა ნინო ბებო მომენატრეთ.
-ჩვენც მოგვენატრე ბებიკო ჩვენც.
-შენ ალბათ თემოს მარიამი ხარ ხომ?
-კი შენ ნინო ბებოს შვილიშვილი და მამას მეგობარი ხარ?
-ხო მე ვარ მართლა რა საყვარელი და ლამაზი ყოფილხარ.
-შენც ლამაზი ხარ.
-მარიამ წავედით.
-რომელს ეძახი?
-ორივეს გეძახით.
ჯერ ტაძარში ვიყავით მერე თემომ მარიამი დატოვა სახლში ხელი ჩამკიდა და ნაცნობ ბილიკს დაადგა.
-მარიამ.......
-ხო.
-ხომ არ შეგცივდა?
-არა,არ მცივა კარგად ვარ.
-იცი სად მივდივართ?
-მივხვდი.
-გახსოვს რამდენს გვეძებდნენ და ვერავინ გვპოულობდა?
-მახსოვს ალბათ ის ქოხი დაინგრა.
-არა ცდები ის ქოხი ისევ ისეთია,ის ქოხი მანამ იქნება იქ სანამ მე და შენ ცოცხლები ვიქნებით.გინდა ბავშვობა გავიხსენოთ?
-და როგორ?
-მოდი ზურგზე შემომახტი.
-არა ხალხი რას იფიქრებს.
-ისევ ისეთი კომპლექსიანი ხარ
-არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ.
-აი ჩვენი ქოხიც.
ქოხში შევედით აქ ადრე მხოლოდ ორი პატარა სკამო იყო ახლა უკვე ნამდვილა სახლს გავს საწოლი ბევრი წიგნები ღუმელი ესნამდვილად თემუკას გარემო იყო.
ახლა ვხვდები რომ თემუკა არასოდეს ყოფილა ტიპიური სოფლელი ბიჭი მიუხედავად იმისა რომ თემუკა ყოველთვის ეხმარებოდა მშობლებს სოფლის ყველა საქმეს აკეთებდა ის საუკეთესო მოსწავლე იყო ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი დაცვა იყო.
-მარიამ რაზე ფიქრობ?
-არაფერზე ჩვენს ბავშვობაზე ვფიქრობდი.
-მაინც კონკრეტულად?
-იმაზე რომ მე საუკეთესო დაცვა მყავდა.
-ეგეც გახსოვს?
-მე ყველაფერი მახსოვს რაც ჩვენს ბავშვობას ეხება.
-იცი ეხლა რა გამახსენდა შენ და თამთამ რომ იჩხუბეთ.
-ეგ მეც მახსოვს თოვლში რომ ვახრჩობდი გახსოვს.
-კარგი რა ძლივს აგათხრიშე იმ საწყალს.
-ის გახსოვს მაგრად რომ დავთვერით?
-მაგას რა დამავიწყებს,მე ბიჭი ვიყავი და დავლიე მაგრამ შენ რაღატომ დალიე იმდენი? თამთას რატომ ეჩხუბე.
-შენ უყვარდი და მითხრა ჩამოშორდიო.
-და მაგის გამო ცემე?
-ხო და არ მეცემა?
-კი უნდა გეცემა,ესეიგი ჩემს გამო ყველას ცემდი?
-ყველას.თემო ვინმე გიყვარს?
-კი ერთი გოგონა მიყვარს მაგრამ მას სხვა უყვარს.
-ეჰ ძალიან ვწუხვარ.
-ნუ წუხხარ იცი რა ლამაზია უსაყვარლესი.ის გახსოვს გზა რომ არ იყო სკოლაში წასასვლელი.
-კი და შენ მთელი გზა ზურგით მატარე.
-შენ კი თოვლში წამაქციე არც შეგეცოდე.როგორ გიხდება ღიმილი მარიამ.
-თემუკა ლექსებს ისევ წერ?
-კი ვწერ.
-ახლაც არ მეტყვი ვის ეძღვნება შენი ლექსები?
-გეტყვი მაგრამ ახლა არა.
-მაშინ წამიკითხე.
…………………….……...
ესეც მეორე თავი ❤




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent