შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი სხეულები 3


24-12-2015, 18:45
ავტორი Lydia
ნანახია 1 942

უკვე გათენებულიყო,მაგრამ ბიჭს მაინც წიგნში ჰქონდა თავი ჩაქინდრული და კითხულობდა.თვალები სასიამოვნოდ უციმციმებდნენ.წარბები კი მაღლა ჰქონდა აშვერილი და ტუჩებს იწვალებდა. წიგნი ხმაურით და დიდი ზარზეიმით დახურა და მისი ამოსუნთქვით მიხვდებოდით რომ მისი საყვარელი წიგნის კითხვა სრულიად დაამთავრა.ძლივს წამოდგა სავარძელიდან და გაიზმორა.უი თურმე როგორ შიოდა მის კუჭს,თვალბებს,ყურებს,კისერს,ხელებს.ყველა ნაკვთზე ეტყობოდა შიმშლი.გარეთ საშინელმა წვიმამ დასცხო,აგრილდა და ცივმა სუსხმა ააშრიალა ფოთლები.ოთახში შევიდა და შავი მაისურიდან წითელ სვიტრზე გადავიდა,თითქოს შესცივდაო.ეხლა ყველაზე კარგი დრო იყო შიმშლის დასაკმაყოფილებლად,როგორ უყვარს წმიმაში ხეტიალი.კარებისკენ გაემართა და მისი გამოღებისას უცნაურად პირი დააღო.მის წინ სულ მთალად გალუმპული,თავჩაქინდრული გოგონა იდგა და სიცივისგან კანკალებდა.
-(ლინდა) თქვენი წინადადება ისევ ძალაშია?
ბიჭს გაეღიმა და კარებს ხელით დაეყრდნო
-(ადამ) ეს თქვენი ხანმოკლე გასეირნება იყო?თუ რას მივაწერო ეს ყოველივე?
-(ლინდა) უბრალოდ ბევრი ვიარე ტყის გარშემო და მაინც ვერ მივხვდი სად წავსულიყავი,ბოლო იმედი ეს სახლი იყო,მაგრამ თუ წინააღმდეგი ხართ წავალ
გოგონა ნელა გაბრუნდა უკან,ბიჭმა მაჯაში ხელი ჩაავლო და უკან მოიზიდა
-(ადამი) შეგიძლია შემოხვიდე!
გოგონამ ჯერ მაჯაზე დაიხედა,მერე სამადლობელოდ თავი დაიქნია და სახლში შევიდა
-(ადამი) მოდი ბუხართან დაჯექი
ადამი ბუხართან დაიკუზა და მისი ხელახლა გაღვივება სცადა.ზუსტად ორ წუთში ბუხარი გიზგიზებდა
გოგონა კი ჩუმად იჯდა სველი და ხმას არ იღებდა
-(ადამი) კიდევ ხომ არ გცივა?
-(ლინდა) არა მადლობა
ადამი თავის ოთახში შევიდა და მისი გარდერობიდან შეეცადა ყველაზე პატარა ტანსაცმელი გადმოეღო.რაღაცეები აარჩია და ისევ გოგონასთან დაბრუნდა
-(ადამი) მიდი ეს ჩაიცვი,თორე სველ ტანსაცმელში გაცივდები
გოგონამ მორიდებით გამოართვა და იმ პატარა ოთახში შევიდა
ბიჭმაც ამასობაში დიდი ტყავის ‘’კურტკა’’ შემოიცვა და მაგიდიდან რაღაც აიღო
ლინდა პატარა ბავშვივით გამოვიდა ოთახიდან და ბიჭსაც სიცილი წასკდა
-(ლინდა) ხო, ვიცი რომ საშინლად გამოვიყურები,ეს ჩემთვის ზედმეტად დიდია
-(ადამი) კარგი,ეგ დროებითი ტანსაცმელია.ბუხართან დაჯექი და მეც მალე მოვალ
გოგონამ ცოტა გაკვირვებით შეხედა,სად მიდისო იფიქრა
ბიჭმაც შეატყო გაკვირვება და საპასუხოდ სამი სიტყვა ესროლა
-(ადამი) მართლა მალე მოვალ
დიდი ხის კარები გაიჯახუნა და გავიდა
ბუხარი ისევ გიზგიზებდა და სახლში სასიამოვნო ხის სუნი იდგა.გოგონას უკვე ჩასძინებოდა და მოკუნტული იჯდა სავარძელში,მაგრამ კარების ჯახუნმა გამოაღვიძა.
ბიჭი დაზურგული შემოვიდა და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო
გოგონა ნელ-ნელა წამოდგა და ადამს მიჰყვა უკან
-(ლინდა) უკვე შუაღამე,ან მე მეძინა ცოტახანი ან შენ დაიგვიანე ძალიან
-(ადამი) ქალაქში ვიყავი,რაღაცეები მოვიტანე
ბიჭმა ერთი დიდი ყუთი გოგონას გაუწოდა
-(ლინდა) ეს რა არის?
-(ადამი) ამჯერად ქალის ტანსაცმელია,იმედია გემოვნებაში არ დამიწუენბ
-(ლინდა) არა რას ამბობ,რატომ შეწუხდი!
-(ადამი) არ შევწუხებულვარ!
ბიჭმა კონკრეტულად თქვა და ეხლა მეორე ცელოფანზე გადავიდა
-(ადამი) აქ მზა საკვებია,შეგიძლია მაცივარში შეინახო.ხოლო აქ კი ბოსტნეული ხილი და კიდევ სხვა რაღაცეებია
ლინდამ მაცივარი გააღო რომ საკვები შეეწყო და დაინახა რომ შიგნით ერთი ნამცეციც არ იყო.შემდეგ კარადა გამოაღო და იქაც არაფერი იყო
-(ლინდა) შენ რა იყო ჰაერით იკვებები?
-(ადამი) შესაძლებელია
ცინიკურად განაცხადა ბიჭმა
-(ლინდა) კარგი,მე გამოვიცვლი თორე საშნილად გამოვიყურები
დიდი ყუთი ოთახში შეათრია და იქიდან ვიწრო ჯინსით,სვიტერით და ლამაზი პულავერით გამოვიდა
-(ადამი) მგონი კარგია ხომ?
-(ლინდა) კი ძალიან ლამაზებია,დიდი მადლობა!
-(ადამი) მიხარია თუ მოგეწონა.
ბიჭმა გვერდი აუარა და ისევ ბუხართან მივიდა
-(ლინდა) რამე ცხელს გავაკეთებ
გოგონა ცოტა გათამამდა და ცხელი ჩაის გაკეთება დაიწყო
ადამი სავარძელში ჩასკუპდა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება
-(ადამი) რა უნდა დაგიძახო?
-(ლინდა) ვერ გავიგე? გოგონამ სამზარეულოდან გამოსძახა
-(ადამი) სახელი რა დაგიძახო თქო?სულ რატო მამეორებინებ კითხვას
-(ლინდა) არ ვიცი რაც შენ გინდა,ჩემთვის სულ ერთია
-(ადამი) ლინდა მოგწონს?
-(ლინდა) კი
-(ადამი) კარგი მაშინ ლინდას დაგიძახებ სანამ შენს ნამდვილ სახელს გაიხსენებ
გოგონა ოთახში ორი ჭიქით შემოვიდა,ერთი ადამს დაუდგა და ერთი ხელში მოიქცია
-(ადამი) ეს რა არის?
-(ლინდა) ეს ჩაია,შენ იყიდე და არ იცი?
-(ადამი) ხო არ ვიცი,რაც ხელში მომყვა ყველაფერი ჩავაგდე ცელფონაში
-(ლინდა) არ სვავ ხოლმე?
-(ადამი) არაჰ
-(ლინდა) მიდი მაშინ ეხლა დალიე
-(ადამი) არა არ მინდა!
-(ლინდა) მხოლოდ ერთი ყლუპი და თუ არ მოგეწონება გადავაქცევ.
გოგონამ დაიჟინა და ბიჭმაც ჭიქა აიღო ხელში,არ უყვარს რამეს რომ აძალებენ
ადამმა მოსვა და სასიამოვნოდ მოისმუსნა ტუჩები
-(ლინდა) როგორია?
-(ადამი) არ ვიცი,კარგია მგონი,მაგრამ რაღაც მცენარის გემო აქვს
-(ლინდა) ხო,ერთ-ერთი მცენარის ჩაია
ბიჭმა მოიყუდა და ეგრევე დალია
გოგონამ ჩაიცინა და თბილი ჭიქას ხელებს უსვავდა
ბიჭმა წარბი აწია და დაკვირვებით შესცქეროდა გოგონას.მისმა ღიმილმა კვლავ გაიელვა მისი გონებაში,თითქოს სადღაც უნახავს მსაგვსი მოცინარი გოგონა
-(ადამი) ესეიგი არ გახსოვს აქ როგორ აღმოჩნდი ხო?
-(ლინდა) არა სამწუხაროდ!
-(ადამი) არც შენი ოჯახის წევრი არ გახსოვს?
-(ლინდა) არა!საერთოდ არავინ
-(ადამი) რომ გიპოვე სულ სისხლიანი იყავი,რაღაც უბედურება გადაგტყდა თავს
-(ლინდა) ვიცი,ჯერაც კარგად ვხედავ ჩემს სხეულზე დალურჯებულებს
-(ლინდა) შენ არ გითქვია რა გქვია
-(ადამი) ააა ხო! მე ადამ სალმონი ვარ
ბიჭმა თავმომწონედ თქვა და გაიღიმა
-(ლინდა) სალმონი ხომ გერმანული გვარია?
-(ადამი) დიახ
-(ლინდა) რამდენი წლის ხარ?
-(ადამი) მეეე..მეეეე.მეეეე
ბიჭი დაიბნა და აღარ იცოდა რა ეთქვა
-(ლინდა) კარგი თუ გინდა ნუ მეტყვი.ისევ გაიცინა გოგონამ
ბიჭს მისმა ღიმილმა ისევ დააფიქრა
-(ლინდა) სად არიან შენი ოჯახის წევრები?
-(ადამი) გარდაცვლილი მყავს
-(ლინდა) სამწუხაროა
-(ადამი) შესაძლებელია
-(ლინდა) და ამ შუაგულ ტყეში რატომ ცხოვრობ?
-(ადამი) ალბათ ეგრე არის საჭირო
ბიჭმა თავისი უხეშობა გამოამჟღავნა და სავარძელიდან წამოდგა
-(ადამი) ჭამე რამე და დაიძინე
-(ლინდა) არ მშია,ეხლავე დავიძინებ.
გოგონა წამოდგა და პატარა ოთახში შევიდა
-(ადამი) მოიცადე!
ბიჭმა კარადიდან პლედი გამოღო და გოგონას გადაუგდო
ლიდიამ ორივე ხელით დაიჭირა და თავისი ოთახის კარები მიიკეტა
ადამს გოგონას ყოველივე ქცევა რაღაცას თუ ვიღაცას ახსენებდა,თითქოს ეს ყველაფერი უკვე მომხდარიყო და ისევ მეორდებოდა
როდესაც დარწმუნდა რომ გოგონას ტკბილად ეძინა.გადაწყვიტა ამ ყველაფრით ესარგებლა და ახლა მაინც დაეკმაყოფილებინა შიმშილი.ჩუმად გაიხურა კარები და წავიდა.

****************************************************************
გოგონას შუა ღამეს შეშფოთებულს გამოეღვიძა,სულ კანკალებდა და ოფლისგან იწურებოდა.რაღაც საშინელ სიზმარში იყო და ძლივს გამოიღვიძა.სწრაფად სუნთქავდა და გულიც უფრიალდება.იგრძნო ოთახში როგორ დადიოდა ვიღაც და შეშინებულმა საბანი ყელამდე ამოიწია.
-(ლინდა) ადამ შენ ხარ?
ხმა არვინ გასცა,ისევ ხედავდა ვიღაცა როგორ შეაფრიალებდა ყავისფერ ფარდას და კედლებზე მისი ჩრდილი ისახებოდა.მერე დაძველებული ფანჯარა გაიღო და ქარმა ტუმბოზე მდებარე ‘’ნაჩნიკი’’ გადმოაგდო.გოგონას შეეშინდა და ყვირილი ატეხა.მადლობა ღმერთს რომ ზუსტად მაშინ შემოაღო ადამმა კარები და მისი ყვირილის გაგებისას ლინდას ოთახში შევიდა
-(ადამი) ლინდა აქ ვარ! რა მოხდა?
ბიჭმა შუქი აანთო და დაინახა საწოლზე მოკუნტული გოგონა
-(ლინდა) აქ ვიღაც არის
ლინდა აქეთ-იქით იყურებოდა შეშინებული და ათვალიერებდა ყველაფერს
-(ადამი) არა,აქ არავინ არ არის! აქ მხოლოდ მე ვარ დაწყნარდი
-(ლინდა) არა მეთქი! აქ კიდევ ვიღაც იყო
-(ადამი) აქ ხშირად დადიან სხვადასხვა ცხოველები,შეიძლება ერთ-ერთი მადგანი იყო და მისმა ხმამ შეგაშინა
ბიჭმა,ყველანაირად სცადა მისი დამშვიდება,მიუხედავად იმისა რომ მის სახლთან არასდროს მოსულა რომელიმე ცხოველი
-(ადამი) ეხლა დაწექი და ნუღარ ფიქრობ მაგაზე.მე გვერდითა ოთახში ვარ
ლინდა ნელ-ნელა დაწვა საწოლზე და ბალიში ხელებით მოკუნტა
ბიჭმა შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა
ქარმა კვლავ გადმოაგდო რაღაც უცნობი საგანი და გოგონამ კვლავ ყვირილი ატეხა
ადამი უკვე გაბრაზებული შევიდა მის ოთახში
-(ლინდა) ვერ ვიძინებ და რა ვქნა
გოგონამ წუწუნი დაიწყო სახე მოეღუშა
-(ადამი) კარგი,მაშინ ასე მოვიქცეთ....
ბიჭმა სავარძელი საწოლთან დადგა და იმაზე დაჯდა
-(ადამი) მე აქ ვიქნები,და რომ დაგეძინება მერე წავალ
-(ლინდა) ასე ვერ შეგაწუხებ,შენც ხომ გინდა ძილი
-(ადამი) ბევრი ლაპარაკის გარეშე,მიდი და დაიძინე,გითხარი აქ ვიქნები თქო
გოგონამ პლედი გადიფარა და თავში ბალიშს მსუბუქად დაადო.ადმიც მოხერხებულად მოკალათდა და ელოდებოდა როდის დაიძინებდა ლინდა

ესეც ახალი თავი :***
აბა შეაფასეთ :****



№1 სტუმარი Sandra

Auu zedmedat kargiaa gaagrdzele <3

Kaia es bichi ragac ucnauria da mgoni vxvdebi am ucnaurobis mizezs:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent