შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blow Up/1


24-12-2015, 18:48
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 4 370

რაღაც სასწაული ვიგრძენი უეცრად. ვუყურებდი, თვალმოუშორებლად ვუყურებდი და ნელ-ნელა მთელ სხეულზე მეკიდებოდა ცეცხლი. აუტანელი სურვილი მიპყრობდა, ერთდროულად ყველაფრის სურვილი. არადა, როგორი პატარა იყო, როგორი უმწეო. იჯდა და ჩაის სვამდა. ერთადერთი იყო იმ პატარა კაფეში, ვინც მარტო იჯდა და ჩაის სვამდა. ხალხს ათვალიერებდა. უყურებდა ყველას, ჩემ გარდა. ერთხელაც ვერ ჩავხედე თვალებში. გაუცნობიერებლად ღერს ღერზე ვეწეოდი და თანდათან ვკარგავდი კონტროლს. როგორღაც ავდექი და გარეთ გავედი. არც სუფთა ჰაერმა მიშველა. იმის გაფიქრებამაც კი, რომ შეიძლებოდა ჩემს იქ არყოფნაში წასულიყო, კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა. ისევ შიგნით შევედი. ისევ იქ იჯდა. ისევ ისეთი. ზუსტად ისეთი. პირდაპირ მივედი და მის წინ დავჯექი.
- შენში მინდა ავფეთქდე, - ვუთხარი და, როგორც იქნა, მოვახერხე თვალებში ჩახედვა. თაფლისფერი, გამჭვირვალობამდე სუფთა თვალები ჰქონდა.
- არ ჰგავხართ ტერორისტს, - თქვა თავდაჯერებით, მაგრამ ოდნავ მაინც შეკრთა.
- ჩემი ერთ-ერთი პლიუსია.
- რომ ტერორისტს არ ჰგავხართ?
- ჰო, რომ ტერორისტს არ ვგავარ.
- თქვენი აზრით, ეს ნორმალურია?
- რა ეს?
- რასაც ახლა აკეთებთ.
- არ მითხრა, რომ ვინმეს ელოდები, - ვთქვი სერიოზულად.
- რომც არ ველოდებოდე, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ აქ ჯდომის უფლება გაქვთ.
- რატომ მატყუებ?
- უკაცრავად? - ბრაზი გაუკრთა თვალებში და თმის ყველა ღერი ყალყზე დამიდგა.
- რატომ მატყუებ? - გავიმეორე ნათქვამი ოდნავ უფრო ნელა და მთელ ძალისხმევად დამიჯდა. რომ ხმაში სურვილი არ გამრეოდა.
- ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საერთოდ არ მომწონს ის, რაც აქ ხდება, - ცდილობდა მტკიცე ყოფილიყო, მაგრამ ვხედავდი, აშკარად როგორ უთრთოდა ხელები.
ჩემი სკამი მასთან უფრო ახლოს დავდგი, ჩაის ჭიქა გავწიე და მისი ორივე ხელი, ამოტრიალებული მაგიდაზე დავალაგე. შეეშინდა. ოდნავ გამიძალიანდა, მაგრამ რომ მიხვდა, აზრი არ ჰქონდა, წინააღმდეგობა შეწყვიტა. თეთრი კანი ჰქონდა. ძალიან თეთრი და თხელი. ჯერ მარჯვენა მაჯას შევეხე საჩვენებელი და შუა თითებით, ოდნავ, სულ ოდნავ ისე, რომ შეხების წერტილი მინიმალური ყოფილიყო და იდაყვამდე ავყევი. ზაფხული იყო. მოკლემკლავიანი ჩითის, ყვავილებიანი კაბა ეცვა. როგორ მინდოდა, მოვფერებოდი... მოვფერებოდი მაინც. მერე, მეორე ხელზეც იგივე გავიმეორე. მთელ სხეულზე ბუსუსებმა დააყარა. უნებურად დახუჭა თვალები და პირი ოდნავ გააღო. კინაღამ შევიშალე. დავიხარე და ზუსტად იქ ვაკოცე, სადაც თითებით მივედი. მაშინ გამოერკვა, მაგრამ მაინც ვერაფერი მითხრა. შიში უკრთოდა თვალებში. შიში, მაგრამ თითქოს ამ შიშის გამომჟღავნებისაც ეშინიაო, ისე არ აძლევდა უფლებას თვალებში არეკლილიყო.
- ჩუუ, - ვუთხარი ჩურჩულით ისე, რომ მისი მაჯებისთვის ხელები არ მომიშორებია, - დამშვიდდი, ემა. დამშვიდდი, - ალბათ სახელი გამოვიცანი. გაოგნება გამოეხატა სახეზე, - მონრეალში შენნაირ გოგოებს ან ემა ჰქვიათ ან მატილდა, ან ჟანეტი. დანარჩენი ინტუიციის ამბავია.
- ახლავე შემეშვით! - წამოიყვირა და ადგა.
- ჩაი? - ვიკითხე და მსუბუქი ღიმილით მივუთითე ფინჯანზე.
- რა ჩაი? - ისე დაიბნა, გამეცინა.
- ჩაის მე მიტოვებ?
- ავადმყოფი ხართ, - გაბრაზება სცადა, მაგრამ კანკალი უფრო გამოუვიდა და კაფე დატოვა.
პატარა ემა. პატარა, საყვარელი ემა. მოკლე თმით, წვრილი ძვლებით და პატარა მკერდით. ალბათ, ხელებში რომ მოვიქციო, შემომატყდება, - ვფიქრობდი და უკან მივყვებოდი შეშინებულ ქალბატონს. არა, სულაც არ იყო ისეთი პატარა. ქალი იყო. ჩამოყალიბებული ქალი. ასე რომ არ ყოფილიყო, ჭკუიდან ვერ გადამიყვანდა. ჩიხებით მიდიოდა. ალბათ ეგონა, რომ მემალებოდა. მისი სურნელი მიღიტინებდა ნესტოებში და ვერ დავუშვებდი, რომ დამეკარგა.
პატარა ქუჩაზე შეუხვია და კუთხეში უეცრად მოტრიალდა. ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა ჩემთან და შიშისგან ოდნავ შეჰკივლა.
- სუუ, სუუ, დამშვიდდი, - ვეუბნებოდი და ის იყო, სახიდან აბურდული თმა უნდა გადამეწია, რომ პანიკა დაეწყო. გაგიჟებული იქნევდა ხელებს აქეთ-იქით და კიოდა. ხელები ჩამოვუშვი და მშვიდად ვუყურებდი კონცერტს. ცრემლები მოსდიოდა ღაპაღუპით. ვერ წყნარდებოდა. მერე ხელები მოვხვიე, ძალიან ძლიერად. ისე, რომ შეიძლებოდა, მართლა დამტვრეულიყო. კიოდა, შემეშვითო გაიძახოდა. სუსტი ხელების ფართხალს ვგრძნობდი მკერდზე. მერე გაჩერდა. ჩუმად ტიროდა. ვგრძნობდი, როგორ მწიფდებოდა ჩემში სურვილი. ათრთოლებულ სხეულს ვიკრავდი და ლამის გამეფრინა, ისე მინდოდა, შიშველი, სულ შიშველი ყოფილიყო და მისი სხეულის ყველა კუთხე-კუნჭული მომეარა ტუჩებით. თმების სურნელს ვისუნთქავდი ღრმად, მისი ძლივსგასარჩევი ხმა რომ გავიგონე.
- დამანებეთ თავი, გთხოვთ... გემუდარებით.
ხელები გავუშვი. თითქოს ვერ დაიჯერაო, რამდენიმე წამს არ განძრეულა. კიდევ ცოტა ხნით რომ გაჩერებულიყო... გაიქცა. თავქუდმოგლეჯილი შევარდა სადარბაზოში. წელს ქვემოთ მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. ვერაფერს ვგრძნობდი. საერთოდ ვერაფერს.
ისე გავათენე ის ღამე მის სახლთან, თავადაც ვერ გავაცნობიერე. მან, ალბათ, უფრო მეტად. ისე გაუკვირდა ჩემი ნახვა, კინაღამ შებრუნდა. მივუახლოვდი და სახეზე ხელის ზურგი ჩამოვუსვი. შეკრთა. ვირგძენი რომ შეეშინდა. ძალიან შეეშინდა და სადისტურად მესიამოვნა. აღმაგზნო მისმა თრთოლამ. კიდევ ერთხელ აღმაგზნო. თვალები დახუჭა. რაღაც დანებებისმაგვარი იყო მის ქცევაში და ოდნავ გულიც კი დამწყდა. ტუჩები აუკანკალდა. მშრალი, ღია ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა. დავიხარე. სახე ძალიან ძალიან ახლოს მივუტანე. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეკოცნა. მთელ სახეზე მოვატარე სუნთქვა. მერე თეთრი, გრძელი კისრისკენ დავიხარე და მეც გამაჟრჟოლა მისი ბუსუსების დანახვაზე.
- ისეთი სურნელი გაქვს... - ვუთხარი ჩურჩულით, მაგრამ ისევ არ მიკოცნია.
ვგრძნობდი, როგორ კანკალებდა. ჯერ ისევ შიშის კანკალი იყო ეს. ჯერ კიდევ...
- მე ჟაკი მქვია. ახლა წადი, ემა.

____________

ძალიან ექსპრომტად დაწყებული ჩანაჯღაბნია.
დამთავრებული არ მაქვს, ამიტომ შეიძლება დამაგვიანდეს ხოლმე.
გკოცნით :)



№1 სტუმარი სტუმარი მ

ვგიჟდები შენს ჩანახატებზე, თუ რაც არი, არც კი ვიცი, რა ვუწოდო....

როგორც ყოველთვის, შეუდარებელი ხარ....

 


№2  offline მოდერი nicol

იდეალურია... არ შემეშინდება ამის თქმა. ყველას აქვს საკუთარი „იდეალური“ და ჩემთვის ესაა love
კიდევ ბევრი „ჩაჯღაბნე“ ასეთი თეო.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

სტუმარი მ
ვგიჟდები შენს ჩანახატებზე, თუ რაც არი, არც კი ვიცი, რა ვუწოდო....

როგორც ყოველთვის, შეუდარებელი ხარ....


მადლობა დიდი :)

nicol
იდეალურია... არ შემეშინდება ამის თქმა. ყველას აქვს საკუთარი „იდეალური“ და ჩემთვის ესაა love
კიდევ ბევრი „ჩაჯღაბნე“ ასეთი თეო.


ამას გაგრძელება ექნება. მეშინია ცოტა, მაგრამ მაინც ექნება ^^

 


№4  offline მოდერი sopiko

შესანიშნავი დასაწყისია!
შენ ნაწერს პირველად ვკითხულობ რადგან მოუცლელობის გამო ძველი სიახლეები არ მომიძებნია. ძალიან თავისუფალი, სასიამოვნო საკითხავია და ისე ჩამითრია, რომ დასრულდა ძვლივს მოვედი გონს.
ეს სინაზე, ეს ბავშვურობა ძალიან მომეწონა ემას პერსონაჟზე და მიხარია რომ ჟაკზეც იგივე შთაბეჭდილება მოახდინა მან.
უკვე სიტყვები აღარ მყოფნის... ანდაც რა საჭიროა...

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

საისამოვნო,ღრმა,სუფთა,თბილი და თან ამაღელვებელი იყო.ბოლომდე ისე ჩავედი ვერც მივხვდი,კითხვას რომ მოვრჩი მხოლოდ შემდეგ მივხვდი,რომ გული აჩქარებულად მუშაობდა.ახლაც ვერ ვიწყნარებ....შენი რამდენიმე ჩანახატი მაქვს წაკითხული,თუმცა კომენტარს პირველად ვტოვებ. განსხვავებული და განსაკუთრებული ხარ.

 


№6  offline წევრი NA NO

ეს ის არის ხო ? ძან გამიხარდა შენი დაბრუნება თეო:* ისევ განსხვავებული და შენეულია :*

 


№7  offline წევრი ფორთოხალი

makaterine
ეს ის არის ხო ? ძან გამიხარდა შენი დაბრუნება თეო:* ისევ განსხვავებული და შენეულია :*


არა, ეს ის არ არის. სხვაა ეს.
მადლობა <3

 


№8  offline მოდერი malena

ამას რას ხედავ ჩემი თვალებიიი!
შანსი არაა, სანამ ბოლომდე არ დადებ, არ გავეკარები. ;)

 


№9  offline წევრი Archive

შენ არ დაგლოდებივარ. ვნახოთ :))

 


№10 სტუმარი leizi

Au ra nagdia! Ra zusti! Mikvars ukve!

 


№11  offline წევრი N7

წუხანდელს აქეთ ვცდილობ არ შემომეხსნას, თვალი არ მომიტყუვდეს, მაგრამ...
რა მაქვს სათქმელი იმის გარდა,
რომ შენ ხარ
სა ოც რე ბა ?!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№12  offline მოდერი წითური გოგონა

პლიუსი არა, პლუსი.
დანარჩენი მშვენიერი იყო ))
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

მიყვარს შენი სტილი..ორიგინალური და განსხვავებული ხარ...
ვიცი რატომაც არ წერ ვნებებზე..ვნებებზე წერა მალევე ბანალურდება...ძალიან საფრთხილოა და უფრო ნაკლები სივრცე აქვს,ვიდრე გრძნობებს...

მოკლედ,ორიგინალური ხარ.შენ გაქვს თეოს სტილი და ისე წერ...არ ბაძავ ვიღაც სხვას და ეს საოცრად გამოგდის.
ჩემი ფავორიტი ხარ და არა მარტო ჩემი.

 


№14  offline წევრი ფორთოხალი

უნდა ვწერო
მიყვარს შენი სტილი..ორიგინალური და განსხვავებული ხარ...
ვიცი რატომაც არ წერ ვნებებზე..ვნებებზე წერა მალევე ბანალურდება...ძალიან საფრთხილოა და უფრო ნაკლები სივრცე აქვს,ვიდრე გრძნობებს...

მოკლედ,ორიგინალური ხარ.შენ გაქვს თეოს სტილი და ისე წერ...არ ბაძავ ვიღაც სხვას და ეს საოცრად გამოგდის.
ჩემი ფავორიტი ხარ და არა მარტო ჩემი.


მადლობა, მარიამ. უნდა ვცადო აქ რაღაც და ვნახოთ, რა გამოვა.

წითური გოგონა
პლიუსი არა, პლუსი.
დანარჩენი მშვენიერი იყო ))


მადლობა, რომ ასე კითხულობ :)

მადლობა ბავშვებო ყველას ერთად და ცალ-ცალკე. <3

 


№15  offline წევრი yvavi

რატომ ხარ ასეთი კარგი? love
შენი "ნაჯღაბნებიც" ძალიან კარგია, არა... იდეალური. love
მიყვარხარ ძაან <3 იდეალური ხარ ^^
ახალ წელს ვინატრებ, რომ შენნაირად შემეძლოს წერა :3 (აუხდენელი ოცნებებიც ხო უნდა მქონდეს ;დ )

 


№16  offline ახალბედა მწერალი lullaby

უბრალოდ წარმოუდგენელია შენი ნაწერი დაინახო და მისი წაკითხვა მომავლისთვის გადადო.
იგის კომენტარმა კარგად მაცინა, ცხოვრებისეული გამოცდილება მივეცი :დდ

სიგიჟე იყო აქ რაღაცა!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent