გადარჩენა
მიდი, მიდი, მიდი... ბოლომდე აჰყევი რიტმს.. ააყოლე სხეული გულის და ტვინის მოძრაობას და... დაიკიდე Rebel Radio და ორგანიზმში გაჩენილი ამბოხება. დრამს აყოლილი ელექტრო-ხმა კანს შიგნით აღწევს და კი არ გესმის, გრძნობ. გრძნობ და თუ არ ამოძრავდი ნაწილებად დაგშლის მუსიკა, აგაფეთქებს, გაგაცამტვერებს, ჭკუიდან შეგშლის. უნდა დაიღალო, ისე უნდა დაიღალო რომ მთლიანად ფეთქავდე და კანკალებდე. ხალხს ენერგიის ტალღა მოაქვს და შენ ფიქრობ რომ ხალხის ნაწილი არ ხარ, ტალღა ხარ, ენერგია ხარ, ბიძგი ხარ და უსასრულობაში გავრცელების სურვილი გიპყრობს. ვერ იქნები მიტოვებული, ვერც გულგატეხილი და ვერც ცარიელი, როდესაც სამყაროს ყველა ხმა გამოფიტულ ორგანიზმს გივსებს და ფილტვებს გიკეტავს. მთავარია ისე დაიკარგო მუსიკაში, რომ შენში არსებული ყველა ცოდნა შეგრძნებად გადაიქცეს. მიდი, მიდი... დაემორჩილე პირველყოფილ ენერგეტიკას... სიგარეტს მოუკიდე და... დაიკიდე გრძნობ როგორ გეკიდება ცეცხლი. თითის წვერებიდან მომავალი მუხტი ტვინში აღწევს და ჟრუანტელიც კი მუსიკის რიტმში გივლის. ნერვიული სიცილი დიაფრაგმას გტკენს და მაინც ვერ ჩერდები. ცოტაც კიდევ, ცოტაც და მუსიკა ყველა შენს ცოდვას ცხოვრებად აქცევს. მუსიკაში ფეთქავ და ხვდები, რომ ყველაფერი რასაც ხედავდი შენში იყო, შენში არსებობდა, შენიდან იწყებობდა. და მუსიკაც შენშია ისე როგორც სამყაროს მთელი ისტორია დაბადებიდან მომავალ სიკვდილამდე. როგორც კი ეს აზრი შეგრძნებამდე რეალური ხდება, შენს შიშს თვალებს აცლის და ამ შიშსაც ისე ისისხლხორცებ, როგორც სიყვარულს, სიძულვილს ან შიმშილს. მიდი... აცადე მუსიკას ვნებასავით დაგიაროს ძარღვებში და მიხვდები, რომ მარტო ყოფნა ისეთივე ბუნებრივია, როგორც ის რომ მარტო ყოფნა არ გინდა. მიდი, მიდი... შემოუშვი შენში რიტმი, შემოუშვი ცხოვრება, შემოუშვი ყველაფერი, სიკვდილი, სიცოცხლე, ტკივილი, აღტაცება, ბგერები, ხმები, სინათლეები... მიდი, მიდი და... დაიკიდე მოუსმინეთ The Prodigy – Rebel Radio :)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.