შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადზე ტკბილი ტუჩები გაქვს, პატარავ! (სრულად)


25-12-2015, 14:45
ავტორი ROLIKA
ნანახია 5 686

სულ რაღაც 1 დღე იყო დარჩენილი ახალწლამდე, დიდი ამბებით ვემზადებოდით მთელი ოჯახი, საოცრად მახარებს ახალი წლის დადგომა, ახალი სურვილები, ახალი თავგადასავლები..ჩემი გიჟი ხუთეულიც ჩემთან ერთად იყო: მე ანუ ლალუკა, სალი, დემეტრე, ალექსანდრე და ქეთა. ახალწელს ბედისანაბარა ეულად ვხვდები და აი, მოვიყვანე ჩემთან ჩემი გადარეულები..
-ახალწლამდე 1 დღე დარჩა და რა მოხდა 1 დღით ადრე თი დავიწყეთ ქეიფი?-დაიწყო ცქმუტვა ალექსანდრემ
-შესანიშნავი აზრია-გაიცინა ლალუკამ-ახლავე მოვიტან, მეორე სახლში არის ღვინო
-მიდი დემეტრიუს გამოიტანე, გოგოები თქვენ მარკეტში გადით, 3 ბოთლი ჯეკ დანიელსი ,2 ბოთლი მარტინი და დასაყოლებელი იყიდეთ-გაიცინა ალექსანდრემ და გოგოებს კარებისკენ გაუძახა
-მე მეზარებ-მიუჯდა გვერდით სალი ბიჭს
-კაიც თქვენ ჩადით-გადახედა ქეთასა და ლალუკას
-ჩვენც რომ გვეზარება?მიკერძოებას აქვს ადგილი-თქვა ქეთამ და ჩახუტებულ სალის და ალექსის გადახედა
-კაი წამო, წამო.-ჩაჰკიდა ხელი ქეთას ლალუკამ
-ქეთა, ლალუკა, დამეხმარეთ რა-გამოსძახა მეორე სახლიდან დემეტრემ
-წავალ დავეხმარები-ადგილს მოწყდა ქეთა
-კარგით ჰო, პროსტა მარტო ვერ ავზიდავ რა-ამოიწუწუნა ლალუკამ და მარკეტში გავიდა

ყველაფერი დიდ პარკში ჩააწყო, მაგრამ რად გინდა! მაინც ვერ ზიდავს ამდენ რაღაცას, ეშინია ბოთლები არ გაუტყდეს და გაშეშებული დგას მარკეტის წინ
-ახლა დამრჩა მაინც და მაინც ტელეფონი სახლში, რომ დავიძახო ესენი ან გაიგებენ ან არა, აღრიალებული ექნებათ სიმღერები, რა შევცოდე, იქმებ გავახსენდე მაინც-ბუტბუტებდა ჩუმად თავისთვის
-დახმარება ჰო არ გჭირდებათ?-მიუგო დაახლოებით 15 წუთი კარებთან მდგარმა მამაკაცმა, რომელიც თვალმოუშორებლივ აკვირდებოდა გოგონას ქცევას
-არა, მადლობა-თვალი აარიდა უცხოს და ზურგი აქცია
-კარგი-გაუარა გვერდი ბიჭმა და თვალს მიეფარა
-ოჰ, რა, დავთანხმებოდი, მიმატანინებდა კარებამდე მაინც-ამოიკრუსუნა-მაგრამ უცხო იყო და რავიცი, თან სახეზეც ვერ შევხედე ვინ იყო-ფიქრობდა და ელოდა მეგობრებს, რომელს გაახსენდებოდა, !აგრამ ამაოდ!

* * *
-სადაა ერთი ამდენ ხანს ლალუკა გადით ნახეთ რა-გაიცინა ალექსიმ
-წავალ მე ვნახავ-წამოდგა დემეტრე და მარკეტისკენ წამოვიდა

-ჰალელუია-წამოხტა ფეხზე ლალუკა და დემესკენ გაიქცა-კიდევ კარგი თუ გაგახსენდით
-რატო არ მოდიოდი?
-მძიმე იყო და ვერ ვზიდავდი
-სულელო-გაუცინა დემემ და თავზე აკოცა

უკან მიჰყვებოდა ბიჭს გოგონა, უეცრად შეხება იგრძნო ხელზე, სწრაფად მიატრიალეს ლალუკა უკან და იქვე ჩიხში შეიყვანეს, მაშინ მოეგო გონს, როცა ტუჩებზე ვიღაცის ცხელი და დიდი ტუჩები იგრძნო, ერთიანად დაუარა მთელს ტანში ჟრუანტელმა, ასე არასდროს დამართნია, პირველი კოცნა იყო და საოცრად გამაგიჟებელი, არ უნდოდა დამთავრებულიყო, ვერაფერს აკეთებდა, ბიჭი კი განაგრძობდა კოცნას, სწრაფად მოშორდა და გოგონას ყურთან უჩურჩულა
-შოკოლადზე ტკბილი ტუჩები გაქვს, პატარავ!-ლოყაზე ფრთხილად აკოცა და ჩიხში გაუჩინარდა..დემეტრე რაღაცას ლაპარაკობდა და გზას აგრძელებდა, როცა ხმა არავინ გასცა მოტრიალდა, სად გაქრა ლალუკა? ეგონა ეთამაშებოდა
-ლალუკა, კარგი რა, ისევ მაწვალებ ჰო?-გაიცინა დემეტრემ
-ლალუკა, გამოდი რა..-მუდარა გაისმა ბიჭის ხმაში
-ლალუკა..-კიდევ ერთხელ დაიყვირა, ამდროს გამოყო თავი ჩიხიდან გოგონამ
-რას გამიხეთქე გული რა იყო, ისევ მაწვალებდი ჰო?-გაიცინა და გოგონას მაგრად ჩაეხუტა
-ჰო, მეთქი გავაწვალებთქო-ანერვიულებულმა მიუგო
-ასეც ვიფიქრე-გაიღიმა და სახლში შევიდნენ..

* * *
მთელი საღამო დაბნეული დადიოდა, ბავშვები ვერ ხვდებოდნენ ამის მიზეზს, ფიქრობდა პირველ კოცნაზე, რომელმაც ასე დააფრთხო და ააღელვა, გაახსენდა როგორ მინაბა თვალები, როცა ტუჩები მომთხოვნად და ნაზად კოცნიდნენ მის თხელ ტუჩებს, გაახსენდა როგორ დაუარა ჟრუანტელმა და დაეხორკლა ტანი მთლიანად, რას არ მისცემდა, ოღონდაც გაეგო ვინ იყო ეს ბიჭი, სიბნელეში ვერ გაარჩია მამაკაცის სახე, მაგრამ კარგად ჩანდა ალისფერი თვალები და მასში მოგიზგიზე ცეცხლი, არასდროს დაავიწყდება როგორ ჩაესმა ყურში ხავერდოვანი და სასიამოვნო ხმა, რომელმაც კიდევ ერთხელ მოჰგვარა სიამოვნება..
-ამას რა ჭირს?-გაიკვრივა სალიმ
-ლალუკა
-ჰო-გამოერკვა ფიქრებიდან
-რაზე ფიქრობ გოჭ?-გაუცინა ქეთამ
-არაფერზე, ისე ჩავფიქრდი
-მოდი დალიე გოგო-გაუცინა დემეტრიუსმა და სირჩა მიაწოდა, უცებ გადაკრა არაყი...ერთს მეორე მიყვა, მეორეს მესამე, დაცალეს 5 ბოთლი და პლუს 4 ლიტრი ღვინო..ხუთივე ფეხზე ძლივს იდგა..ბიჭები დივანზე იჯდნენ ერთად, ორივეს ეძინა, ერთმანეთზე მიხუტებულებს, ალექსანდრეს დემეტრეს ფეხი ჰქონდა შემოდებული და უკანალზე ეფერებოდა, მეორე კიდევ მიხუტებული იყო დემეზე და გაღიმებულს ეძინა, ეჰჰ..ვინ იცის რა ესიზმრებოდათ და ელანდებოდათ ძილში..

სალი კიბეებზე იყო გაწოლილი და ხვრინავდა..რაო?? ხვრინავდა? ეს რომ გაიგოს ალბათ თავს მოიკლავს...კი მაგრამ აქამდე რომ არ უხვრინია? ნუთუ სიმთვრალის ბრალია, თუ..თუ..ნუ რავიცი...ერთი აღსანიშნავია, რომ ქეთას სამზარეულოში მაგიდაზე მოკუნტულს ეძინა...ლალუკა? ლალუკა აივანზე იყო და იღიმოდა, უღიმოდა სივრცეს, ისეც მასზე ფიქრობდა...არასდროს იფიქრია ბიჭზე ასე, თუ მოეწონებოდა და მეორე დღესვე უკვე სხვა მოწონდა...მოკლედ გულით ასე არასდროს დაფიქრებულა არავიზე..ბიჭებიც არ აძლევდნენ სხვებს გოგოებთან მოკარების საშუალებას..განაბული იდგა მოაჯირთან და ტკბებოდა, ნაზად ელამუნებოდა სახეზე ცელქი სიო, სასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრიდა თითოეული ფაქტი..თვალები დახუჭა რამდენიმე წუთით და ტკბებოდა წამებით, სახეზე ცხელი სუნთქვა მიეფრქვია, ეგონა მელანდებაო, მაგრამ ისევ და ისევ გრძნობდა ცხელ ჰაერს, ჯინაზე არახელდა თვალებს და უფრო ძლიერ აჭერდა ერთმანეთს..
-გაახილე თვალები ნუ გეშინია-მოესმა უკვე საშინლად მონატრებული ხმა, ოჰ, როგორ უნდოდა კიდევ გაეგონა ეს ბარიტონი და როცა ამის საშუალება მიეცა, სწრაფად ჭყიტა თვალები, დაინახა მოაჯირზე ჩამომჯდარი მამაკაცი, ჯერ კიდევ არ განათებულიყო, სახის გარკვეულ ნაკვთებს ამჩნევდა, მაგრამ შეუძლებელი იყო გაქცეოდა ცეცხლისფერ თვალებს, რომლებმაც დანახვისთანავე მოაჯადოვეს, როცა გააცნობიერა ლალუკამ მამაკაცი სად იყო, მაშინვე მიმართა
-გადავარდები, ჩქარა გადმოდი-ჩაჰკიდა ხელი და აივანზე გადაიყვანა
-ზრუნავ უკვე ჩემზე?-ისევ სითბოთი გაჟღენთილი სიტყვები
-არა, უბრალოდ..მე..მე შემეშინდა
-რისი?
-არ გადავარდნილიყავი, აქ როგორ ამოძვერი?-გაიკვირვა გოგონამ
-მარტივი იყო-გაიცინა მამაკაცმა
-რატომ მოხვედი?
-მომენატრე
-..
-ლალუკა, ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ, თან უკვე რამდენი ხანია, ფეხდაფეხ დაგყვები, ყოველი შენი ნაბიჯი ვიცი, მიყვარხარ ლალუკა-მიუახლოვდა მამაკაცი და ფრთხილად აკოცა ჯერ ერთ, მერე-მეორე ტუჩზე, სასიამოვნო შეგრძნებამ კვლავ დაუარა გოგონას, თვალები მინაბა და მამაკაცს კოცნაში აყვა, გახელებული ბიჭი უფრო მაგრად და მომთხოვნად დაეწაფა გოგონას ბაგეებს
-მახსოვს-სწრაფად მოშორდა ბიჭის ბაგეებს
-რა გახსოვს?-იმედიანად გახედა გოგონას
-შენი თვალები, ცეცხლისფერი თვალები მახსოვს-თითქოს გაახსენდა რაღაც, მაგრამ სიმთვრალე არ აძლევდა საშუალებას უკეთესად აღედგინა მეხსიერება
-ლალუკა, პატარავ-მაგრად ჩაეხუტა გოგონას მამაკაცი-იცოდე შენ აუცილებლად ჩემი გოგო იქნები-აკოცა ტუჩებში და აივნიდან გადავიდა

5წლის შემდეგ
კიდევ ახსოვდა, ახსოვდა 5 წლის წინანდელი დაპირება,რომელიც ახალწლამდე 1 დღით ადრე მიიღო ,,უცნობი" მამაკაცისგან, რომელმაც მოპარა პირველი კოცნა და დაასო დაღი მის გულს, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს ღიმილით იხსენებდა. 2 წლის წინ გაიცნო მისი მომავალი ქმარი და მამამისის პარტნიორი..გაბრიელსაც ,,მასავით" ცეცხლისფერი თვალები ჰქონდა, ალბათ ეს მოეწონა მამაკაცში, რადგან ახსენებდა მის თავს..სწორედ 30 დეკემბერს, ამ დღეს გაბრიელმა საოცარი სიურპრიზი გაუკეთა გოგონას..ერთად იდგნენ ბათუმის პლიაჟზე, ხალხი მათ ირგვლივ იყო, გაბრიელმა მოჰკიდა ლალუკას ხელი და ხალხის დერეფანში გაატარა, მეორდებოდა ამბავი 30 დეკემბრიდან უკან, მათ გაცნობამდე..

* * *
-ეი, გაბრიელ-გადაიკისკისა ლალუკამ და ზღვაშ გაიქცა ბიჭისკენ, მამაკაცმა დაუკოცნა ტუჩები და წყალში ჩააგდო, სწრაფად ამოვიდა წყლიდან და მამაკაცს ააცოცდა მზრებზე, სწრაფად გადაატრიალა ბიჭი და ორივე წყალში აღმოჩნდა

\ \ \
-აბა დამეწიე თუ გაბედავ-სწრაფად მოწყდა ადგილს და გაიქცა დაღმართში
-დაგეწევი ლალუკ-გაიცინა ბიჭმა და სწრაფად დაედევნა, ერთი ხელის მოსმით აიყვანა ჰაერში გოგონა და დაატრიალა

\ \ \
-დღეს მივდივართ ზღვაზე, ჩვენს ბათუმში-ო-მღეროდა ორივე და კაბრიოლეტიდან ხელებს ჰაერში წევდნენ, სიმღერები ბოლო ხმაზე ჰქონდათ ჩართული და გზაში ცეკვავდნენ

\ \ \
ნელა ირხეოდნენ და ერთმანეთს ეკვროდნენ ლალუკა და გაბრიელი, ლალუკას ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი დღე იყო, ოქროს დაბადების დღე ჰქონდა, გაბრიელმა დიდი მინიონი მოუტანა ვარდების თაიგულთან ერთად

\ \ \
კლუბში იჯდა ლალუკა, როცა გაბრიელი მიუახლოვდა და ცეკვა სთხოვა..მთვრალი იყო და ცეკვა დაიწყო მასთან ერთად, ორივე გიჟურად ცეკვავდა, მაგიდაზე ახტა ლალუკა და სიმღერა დაიწყო, დაცვა გამოეკიდათ გაბრიელსა და ლალუკას და გარეთ გამოაგდეს ორივე

\ \ \
მამის სავარძელში იჯდა ლალუკა, როცა ვიღაც გიჟივით შეუვარდა ოთახში
კინაღამ მოკლა ლალუკამ რა უფლებით შემოდი დაუკითხავად ვიღაც ბიჭიო, მაგრამ როცა მამამ წარუდგინა მისი ახალი თანაშემწე, შერცხვა რომ დაუყვირა.
* * *
ყოველივე სცენას იხსენებდა გაბრიელი და ამაში მრგობრებიც ეხმარებოდნენ, ლალუკას ეგონა დასრულდებოდა, რადგან სწორედ აქედან გაიცნო გაბრიელი, ახარებდა და აბედნიერებდა ყოველივე, მაგრამ ო, არა... რახდება? სად აყავს გაბრიელს ლალუკა? ეს რა მოაჯირია?ოღონდ ეს არა..! არ თქვათ, რომ!! კი..! ეგ არის!!


მოაჯირთან იდგა მთვრალი ლალუკა და ნაზი სიო ელამუნებოდა სახეზე, ცრემლები მოაწვა, სწრაფად დახუჭა თვალები, უნდოდა ისევ, კვლავ შეეგრძნო იგივე
-გაახილე თვალები ნუ გეშინია-მოესმა უკვე მისთვის ძვირფასი ბარიტონი, შეუძლებელი იყო გაქცეოდა ცეცხლისფერ თვალებს, რომლებმაც დანახვისთანავე მოაჯადოვეს, კვლავ მიმართა მამაკაცს ღიმილით
-გადავარდები, ჩქარა გადმოდი-ჩაჰკიდა ხელი და აივანზე გადაიყვანა
-ზრუნავ უკვე ჩემზე?-კვლავ სითბოთი გაჟღენთილი სიტყვები
-არა, უბრალოდ..მე..მე შემეშინდა
-რისი?
-არ გადავარდნილიყავი, აქ როგორ ამოძვერი?-გაიკვირვა გოგონამ
-მარტივი იყო-გაიცინა მამაკაცმა
-რატომ მოხვედი?
-მომენატრე-როგორ ესიამოვნა ეს სიტყვები, როგორ გაუხარდა, კვლავ ამის მოსმენა ასეთ სიტუაციაში, ჩაეხუტა და თავად აკოცა პირველმა ტუჩებში
- იცოდე შენ აუცილებლად ჩემი გოგო იქნები-გაუღიმა გაბრიელმა და გადავიდა მოაჯირიდან, ახლა რაღა უ და მოხდეს? ღმერთო რას აკეთებს გაბრიელი? გაცილებით ადრე ვიცნობდი მას? გოგონას ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები, უბედნიერესი იყო, გული ლამის ბედნიერებისგან ამომხტარიყო საგულედან...ჰო...გაახსენდა ლალუკას...გაახსენდაა, ეს როგორ დაავიწყდა..!

\ \ \
-შენი თვალები ლატო ანათებს?-მიუგო პატარა ლალუკამ საქანელაზე მჯდომ გაბოს
-ალ ვიცი, დედიკომ მითხრა როცა ბედნიერი ხარ მაშინ ანათებსო
-აქლა ბედნიერი ქალ?
-კი
-ლატო?
-იმიტომ, ლომ ..სენ მომეწონე
-მართლა?-გაუხარდა ლალუკას და გაბოს ჩაეხუტა-მეჩ მომეწონე
-გინდა გაგაქანაო?
-კაი, და მელე მე
-ქო-კისკისებდა ლალუკა და ხმამაღლა იცინოდა
-გაბო-დაიძახა ბაღის მასწავლებელმა და ბიჭს ხელი დაუქნია-დედამ მოგაკითხა
-უნდა ჭავიდე, კალგად ლალო-მივიდა და მაგრად აკოცა...

* * *

ახლაც საქანელაზე იჯდა, გაბრიელმა პატარა ყუთი აიღო და გოგონას წინ დაიჩოქა
-ჩემო ლალო, პატარავ, გამომყვები ცოლად?-უბედნიერესი იყო ლალუკა, მაგრამ როცა ეს გაიგონა უკვე ბედნიერება პიკს აღწევდა, უბედნიერესი იყო, გვერდით ყოლია თურმე და არ იცოდა..გაახსენდა დაპირებაც, ეს დღეც, ყოველივე, მანაც დაიხარა მამაკაცის წინ, მაგრად ჩაეხუტა და ბეჭედი თითზე მოირგო და გაბრიელის ბაგეებს დაეწაფა
-შოკოლადზე ტკბილი ტუჩები გაქვს, პატარავ!-მიუგო გაბოს და კიდევ ერთხელ აკოცა..


მოოგესალმეებიიით ^_^ ტკბილებო და საყვარლებო ^_^ როგორრ ხართ ??❤❤ ძალიაან მომენატრეთ ❤❤ ამ არდადეგებზე ვეცდები ბევრი ვწერო და თქვენთან ვიყო ❤ ვიმედოვნენ ამ პატარა ისტორიით ისიამოვნეთ ❤ თუ რამე შეცდომა დავუშვი მითხარით ❤ გამოვასწორებ შემდეგში ❤



№1  offline წევრი nini :)

რა კარგი იყოოოოოოო

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

საყვარლობაა იყო <3

 


№3  offline მოდერი ანკა

ეს იყო რაღაც ძალიანნნ მაგარიი!!!! სათაურიდანვე ეტყობოდა wink მოკლედ რა ხარ ასეთი ნიჭიერი და თბილიიი love ვგიჟდები შენზე ჩემო საყვარელო! love love love

 


№4  offline წევრი ROLIKA

უღრმესი მადლობეებიი ❤❤ ძალიან მიხარია როცა მოგწონთ ჩემი მოთხრობები ❤❤❤ ანკაა ჩემო საყვარელო❤❤ უზომოსდ მიყვარხარ და მახარებ შენი ასეთი კარგი დამოკიდებულებით ❤❤

 


№5 სტუმარი მაკუნა ^_^

ჰოოომმმ ^_^ სასიამოვნო წასაკითხი იყოო ^_^ ყოჩაღ... ახლა ვკითხულობ სხვებსაც ძალიან მომწონს..კარგად წერ ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent