შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქის ეფექტი [თავი 4]


25-12-2015, 16:54
ავტორი sopiko
ნანახია 2 517

დარია არ განძრეულა. ხვდებოდა რამდენად უღირდა ვაჩეს ეს ჩახუტება და თანაც ისიც არ იყო დიდად წინაამღდეგი. მამაკაცის სურნელი აბრუებდა და ნეტარებაში გადავარდნილს კიდურები შეყინვოდა. აქამდე სულ არ ციოდა. ახლა კი ციებ–ცხელება ჰქონდა. აკანკალებდა და ამავე დროს ოფლი ასხამდა.
ვაჩემ თავს აიძულა და უკან დაიხია. დამნაშავესავით დახარა თავი და თან ერთი სული ჰქონდა, გოგონას რეაქცია დაენახა.
დარია ბედნიერიც იყო, მის ასეთ სახეცვლილებას რომ ვერ ამჩნევდა ვაჩე. უმალ მოიწესრიგა თავი, სიწითლემაც გადაუარა და ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა. ოდნავ მოშორდა ასევე აღელვებულ მამაკაცს და კინაღამ ჰკითხა, რა სუნამო გასხიაო.
–ასე გამიზნულად მოვიქეცი, მაგრამ არც მნიშვნელოვან მოვლენად ჩათვალო და არც ჩვეულებრივად. უბრალოდ დაივიწყე!–თვალებით მონუსხა ქალიშვილი და თავის სკამზე გადაჯდა.
–ხოო...–ასეთ სიტუაციაში არასდროს ყოფილა და პირველი რაც მოადგა ენაზე, ის თქვა.
–რა ხო?
–უბრალოდ დავივიწყებ!–იმედგაცრუებულმა უთხრა, რადგან ვერ გაეგო, რატომ უნდოდა ვაჩეს ასე, რომ დარიას მომხდარი მეხსიერებიდან წაეშალა.
–ოღონდ ერთი პირობით!–წამოიძახა მოულოდნელად დარიამ და თითი სასაცილოდ აიქნია.
–რა პირობით?–მისგან ამას არ ელოდა ვაჩე. ეგონა ყველაფერს თავზე დააფშვნიდა და მიუხედავად იმისა რომ ისინი მხოლოდ ჩაეხუტნენ ერთმანეთს, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას მოისურვებდა სხვადასხვა ხერხით.
რა იცოდა დარიას რა ჰქონდა გეგმაში... ეს ხომ სრულიად გადარევდა და გააოგნებდა. ჯერ კიდევ პატარა, ერთი ციცქნა გოგონა ვითომ ძალიან გულუბრყვილო და მედიდური იყო და სინამდვილეში კი... სინამდვილეში...
–უნდა მაკოცო!–შემპარავად უბრძანასავით.
ვაჩემ ცალი წარბი მაღლა ასწია და უაზრო მუსაიფის გაგრძელებას გაჩუმება ამჯობინა.
–მე მართლა გეუბნები!–დედის გამოგზავნილი ყელსაბამი ყელზე შეისწორა და ნიკაპი ყავისფერ სვიტრში ჩამალა.
–ძალიან დამაჯერებლად ხუმრობ!–მიუგო ვაჩემ და თავატკიებული ლამის თავად გავიდა კუპიდან.–და შენ საერთოდ არ გაგიარა მაგ მოგონებულმა ავადმყოფობამ?
მაშინვე ინანა დაუფიქრებელი საქციელი და მობუზულ გოგონას სევდიანი ღიმილით მიაჩერდა. ნათქვამს უკან ვეღარ დააბრუნებდა, თავის მართლებას კი სრულებით არ აპირებდა. ხო, მართალია ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ არც ეს ახალგაცნობილი ქალბატონი იყო უმანკო ბატკანი.
–მოგონილმა? კი, აბა! როგორც შენ იტყვი! წავალ, მაგრამ ჯერ შენ მითხარი, რატომ არ გინდა რომ მაკოცო?–გონებაში კარგად ჰქონდა გააზრებული რასაც ამბობდა და არც კი რცხვენოდა. თავისი ფიქრების სახალხოდ თქმა, წესად ჰქონდა ქცეული და სულაც არ თვლიდა, რომ რადგან ქალი იყო, ინიციატივა არ უნდა გამოეჩინა. საბავშვო ბაღშიც ყველა ბიჭს ის ეკიდებოდა კისერზე, ხან კალთაში ჩაუხტებოდა, ხანაც სხვა ბავშვისთვის მოტანილ ყვავილს ართმევდა და ჩემია, ჩემიას ძახილით გარბოდა. ხო, მაშინ პატარა იყო, მაგრამ რომ გაიზარდა რა ხეირი! მართალია მთლად ისეთი უთავმოყვარეო აღარ არის, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაადგა გამოსწორების გზას.
–არ მინდა და მორჩა!–უკმეხად უპასუხა ვაჩემ.
–ასე ხომ? ერთ დღესაც მოგინდება! არ მოგეშვები!–მის მუქარაზე შეიძლებოდა სხვა დროს ბევრი ეცინა მეტრეველს, მაგრამ ახლა ამის თავი არ ჰქონდა.
''ამიკვიატა!''–გაიფიქრა გულში და ხელი აკაკი წერეთელივით შემოიდო.
დარია კურტუმოს ქნევით გაეცალა მას და კუპიდან გაცეცხლებული გავარდა. ვითომ რა არ მოეწონა მასში ვაჩეს? ანგელოზი არ არის, მაგრამ ქალური ეშხი მასშიც მოიძებნება. კაშნე უკეთესად შემოიხვია კისერზე და სამადგილიან კუპეში შევიდა, წესით მთელი რამდენიმე საათი ამ მოწყენილობაში უნდა გაეტარებინა. ბოშა ქალი კარტით ხელში, ხანშიშესული ქალი და პატარა, ექვსიოდე წლის გოგონა. ისიც არ ლაპარაკობდა და გასათხოვარი მანდილოსანივით, საქმროს რომ არ დაეწუნა, გახალისებაზე უარს ამბობდა.
–გინდათ გიმკითხავოთ?–მოულოდნელად მისკენ გადმოიხარა ბოშა ქალი.
დარიას თავიდან უხეშად უნდოდა ეპასუხა მისთვის, მაგრამ მერე ნერვები რომ დაემშვიდებინა, უხალისოდ დასთანხმდა.
–აბა, რომელს აირჩევთ?–კარტები გადაშალა ქალმა, ისე რომ თვითონ ვერ დაენახა.
–გითხრათ?–მაიამიტად შეეკითხა, რადგან აქამდე არასოდეს ჰქონოდა მკითხავებთან ურთიერთობა.
–არა, ასე ხომ ყველაფერს აზრი დაეკარგება!–გაეცინა ბოშას.–თუ აირჩიე, დაიმახსოვრე, მერე მე მიხვდები რომელიცაა შენი რჩეული.
–და ეს აუცილებელია?
–ეს მხოლოდ იმიტომაა საჭირო, რომ შენ ჩემ ძალაში დარწმუნდე!
რა საოცრებაც არ უნდა ჩაედინა ამ ქალს, დარია სერიოზულად მაინც არ მიიღებდა მის სისულელეეებს. რელიგიაში გარკვეული იყო და ეკლესიაშიც ხშირად დადიოდა. მშვენივრად იცოდა, რომ მომავლის წინასწარმეტყველება უფლის გარდა არავის შეეძლო და თვითმარქვიები იმასაც ვერ ხედავდნენ, რაც თავად ელოდათ წინ. ფულის გამო ადამიანები ხომ ყველაფერს კადრულობდნენ და დარიას ეს დიდად არ უკვირდა. ჯერ ახალგაზრდა იყო და სხვადასხვა ცდუნებებზე უარს ვერც თავად ამბობდა.
ბოშას ეჭვით გახედა და თავი დაუქნია.

...............................................................
სამწუხაროდ აქამდე დადება ვერ შევძელი, რადგან საიტზე იყო რაღაც პრობლემა.
ძალიან გამახარა თქვენმა შეფასებებმა და მჯერა, რომ არც ახლა დამწყვეტთ გულს.
შემდეგი თავიდან მართლაც რომ გადმოგედებათ საახალწლო განწყობა...
თქვენი სოფო!



№1  offline წევრი kaxelii

პატარაა ძალიან. მალე დადე და თავები გაზარდე.საინტერესოა.

 


№2  offline მოდერი sopiko

nino k.d.
პატარაა ძალიან. მალე დადე და თავები გაზარდე.საინტერესოა.

მადლობა, ნინო! ♥

 


№3  offline წევრი teddy))

,,Axali welia, axal welia unda daijero, rom saswauli xdeba...'' dzalian sayvarlebi xart samive shenc, vachec da es utavmoyvareo gogona!

 


№4  offline მოდერი sopiko

teddy))
,,Axali welia, axal welia unda daijero, rom saswauli xdeba...'' dzalian sayvarlebi xart samive shenc, vachec da es utavmoyvareo gogona!

დიდი მადლობა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent