შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქის ეფექტი [თავი 3]


24-12-2015, 14:50
ავტორი sopiko
ნანახია 2 586

განა ახლა რა უჭირსო, იკითხავთ თქვენ. პირველად რომ შეხვდებით და მის სერიოზულ სახეს და სევდით სავსე თვალებს შეხედავთ, განცვიფრდებით. მართლაც რა უნდა უჭირდეს ისე, რომ ერთი გაღიმება ენანებოდეს. მის ბედნიერ ცხოვრებას წერტილი მაშინ დაესვა, როცა სულის ნაწილი დაკარგა. თვითონ უნდა მომკვდარიყო დ მისი ძმაკაცი, ლევანი ემსხვერპლა ამ გაუგებრობას, თუმცა გაუგებრობა რატომ? ის განგებ, გამიზნულად გადაეფარა ვაჩეს და შემთხვევითი ტყვიისგან იხსნა. არც ვაჩესთვის იყო განკუთვნილი ეს ტყვია. სიკვდილის ბუზი სულ სხვას ეჯდა ზურგზე, მაგრამ ასე მოხდა! ვაჩე ავტომობილიდან გადმოვიდა, კაფიდან ლევანი გამოვიდა, გაურკვეველი კუთხიდან გამოქცეული მამაკაცი კი მანქანას ამოეფარა. ტყვიის ტრაექტორია ნათლად დაინახა ვაჩემ, თითქოს დრო გაჩერდა და სულ სხვაგან ხდებოდა ეს ყველაფერი. მოქმედებები შენელდა და გონზე მოსვლის შემდეგ ვაჩემ დაბლა დაგდებული მეგობარი დაინახა.
–ლევან, ლევან, ეს რა გააკეთე?–ჩასძახა ლევანს და მასთან ჩაიჩოქა.
თოვლი გაწითლებულიყო და უბედურების ფერი დაჰკრავდა. ვაჩემ სცადა მისთვის თვალი აერიდებინა.
–ეს შემთხვევით მოხდა! თავი არ დაიდანაშაულო, თორემ მეწყინება!–ჩვეულად გაუღიმა ლევანმა და ამასაც უკანასკნელი ძალები მოახმარა. წავიდა... ვაჩეს ღრიალს ყური არ უგდო. მისი თხოვნა არაბუნებრივად ჩათვალა და ამის შემდეგ დაიწყო ტანჯვაც!
ყოველი დღის გათენება, ღამე და ზამთარი სიკვდილის ფასად უჯდებოდა ვაჩეს. ფიქრებს თავიდან ვერ იგდებდა. ტკივილს ვერ უძლებდა. სუსტი აღმოჩნდა. ეგონა, რომ ისიც ლევანს გაყვა... სხეული კი დარჩა, მაგრამ მისი ღიმილი, ემოციები შორს გაემგზავრა. მათი დაბრუნების იმედი აღარც ჰქონდა. ბრძოლის უნარი დაკარგა, ანდაც რიღასთვის უნდა ებრძოლა, დედა აღარ ყავდა, მამა ბაკურიანში ცხოვრობდა. არავის აძლევდა უფლებას მის გვერდით ყოფილიყო. სულ მარტო იყო. შავი ფარდები ჩამოეფარებინა და სასმელ–საჭმელს არ ეკარებოდა. გამბედაობა არ ყოფნიდა რომ ეკლესიაში მისულიყო და მოძღვარს გასაუბრებოდა, ასე ხომ სიმშვიდეს ჰპოვებდა, მაგრამ ეს არ უნდოდა. უნდა დატანჯულიყო, თორემ დამნაშავე იქნებოდა. ლევანმა თავი შესწირა და ის კი ბედნიერი ყოფილიყო? ეს არასოდეს მოხდებოდა!
–ვაჩე, სხვას რას მეტყვი შენზე?–დაღლილმა გახედა ქალიშვილს და მადლობაც კი გადაუხადა გულში, ამ ქვეყნად რომ დააბრუნა.
–ჩემზე?
–ხო, შენზე!–ღიმილით დაეთანხმა დარია.–ნახე, უკვე თოვს!
ვაჩემ ხელები დამუშტა. ძალიან, ძალიან ეტკინა! ტირილი მოუნდა. ამხელა კაცი მუჭისოდენა გახდა. თავი გააქნია და წელში გასწორდა.
–თოვლი არ მიყვარს!–თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ენდო გოგონას. მისგან ისეთი სითბო და ხვეწნა–მუდარა გამოსჭვიოდა, რომ კეთილგანწყობასთან ერთად გაბრაზებაც იგრძნო, როგორი ლამაზია და თავმოყვარეობა სულ არ აქვსო.
–რა უცნაური ხარ!–ამჯერად ხმამაღლა თქვა დარიამ–თოვლი ყველას უყვარს. გუნდაობა, სრიალი, ბავშვობაში თოვლის პაპას მაინც არ აკეთებდი?
აკეთებდა... რა თქმა უნდა აკეთებდა, მაგრამ ეს ადრე იყო... მაშინაც გვერდით ლევანი ედგა, სწორედ მან არ ჩამოიტანა სახლიდან სტაფილო? ქუდი კი თავად ვაჩემ ჩამოარბენინა. ჟრიამული ისმოდა ეზოში, მშობლები კი შორიდან უყურებდნენ გახარებულ, ლოყებაღაჟღაჟებულ ბავშვებს. თვითონაც რომ ვერ მოისვენებდნენ, თოვლში შვილებთან ერთად გაგორდებოდნენ და სიცივეს სულ არ აწუხებდათ. საღამოსაც ეყოფოდათ ბუხართან ჯდომა და ცხელი ჩაის სმა.
–მალე ჩავალთ!–სულ სხვა თემაზე გადაერთო მამაკაცი.
–ხოო, კარგია!–მოწყენით მიუგო დარიამ.
–თქვი კარგიაო, მაგრამ არ გეტყობა რომ გიხარია...–დაინტერესდა ვაჩე.
–მინდოდა ეს რამდენიმე საათი მალე გასულიყო, მაგრამ შენი გაცნობა მინდა, კარგად გაცნობა!–გაბედულად გამოუტყდა და ნაძალადევად ჩაახველა.
–მართლა? ნუთუ ასე მოგეწონე?–გაეცინა თუმცა სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით არ გაჯგიმულა, ხედავ, რამდენ გოგოს მოვწონვარო.
–შეიძლება, მაგრამ მთლად ასეც ვერ ვიტყვით! განსხვავებული ხარ, ჩემთვის ახალი ხილი!–ძვლივს ახსნა თავისი უხასიათობის ამბავი.
–მე მეგონა გოგონებს მხიარული ბიჭები გხიბლავდათ...
დარიას გაეცინა. ასეც იყო, მაგრამ ამავე დროს... ამავე დროს...
–ამავე დროს სიმპათიური!–გაბედა და განაცხადა.
ხო, ვაჩე ნამდვილად სიმპათიური იყო. უწინ სარკეში რომ ჩაიხედავდა ამაყობდა კიდეც... ცდილობდა სულ ახალ–ახალი ტანსაცმელი სცმოდა, თანაც გემოვნებიანი. მერე ყველაფერი გაუფერულდა და ჰალსტუხებმა და პიჯაკებმა უკანა მხარეს გადაინაცვლეს.
–იცი, შენც სხვანაირი ხარ!–საოცრად ახლობელი ეჩვენა დარია და მასთან ჩახუტება მოუნდა. ასე ვერ მოიქცეოდა! ვერავითარ შემთხვევაში, მაგრამ იქნებ ამას გადაერჩინა! იქნებ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი...
ფეხზე წამოდგა და დარიას მიმართულებით დაიძრა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მოწყვეტით დაჯდა გოგონას გვერდით და გულში ჩაიკრო გაშეშებული სხეული. იმ დროს არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონია... უბრალოდ გრძნობდა! დარიას გრძნობდა!

...............................................................
ჩემო ფიფქებო!
ამ თავჩი ვაჩე მეტრეველის საიდუმლო გაირკვა. სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით ცოტა უთავმოყვარეო გოგო გვყავს, მაგრამ ასეც ხომ ხდება!
იმედი მაქვს არ დაიზარებთ და თბილი შეფასებებით ისევ გამახარებთ.
თქვენი სოფი (ბევრი, ბევრი გული)



№1  offline წევრი teddy))

Vache... :* gogona cota utavmoyvareo, magram sayvareli! Dzalian kargad wer :*

 


№2  offline მოდერი sopiko

teddy))
Vache... :* gogona cota utavmoyvareo, magram sayvareli! Dzalian kargad wer :*

ფიფქუნია ♥ მადლობაა!

 


№3 სტუმარი darina

Chveni bichi vinmem xom unda moabrunos amqveynad, xoda momwons me es utavmoyvareo daria, uxdeba kidec, aba vache zedmetad seriozulia, shen ki dzalian kargi xar.

 


№4  offline მოდერი sopiko

darina
Chveni bichi vinmem xom unda moabrunos amqveynad, xoda momwons me es utavmoyvareo daria, uxdeba kidec, aba vache zedmetad seriozulia, shen ki dzalian kargi xar.

დარინა ♥
როგორ მახარებ ხოლმე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent