შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 18


25-12-2015, 23:20
ავტორი mako-makako
ნანახია 2 724

-გისმენთ?-ჩასძახა კიდევ ერთხელ ლექსომ ტელეფონს იმის მერე რაც ხმა არავინ ამოიღო.
-......
-რომელი ხარ?ამოიღე ხმა?-დაიღრიალა ეხლა გაგიჟებულმა შამანაურმა,ხვდებოდა რომ ვიღაც უაზროდ ხუმრობდა მაგრამ ამ გაცეცხლებულ გულზე ნერვებს უკვე ვეღარ თოკავდა.
-......-ტელეფონში ისევ დუმილი იყო,მაგრამ უეცრად საზარელი სიცილი ატეხა ვიღაცამ და ამან ლექსოს სახე საერთოდ წაუშალა.იცნო ეს საზიზღრული სიცილი და ისიც გაიგო თუ ვინ ურეკავდა.
-რა იყო არ ელოდი ჩემი ხმის გაგონებას?-ჩაისისინა ყურმილის მეორე მხრიდან ვიღაცამ.
-რა ჯანდაბა გინდა შე არაკაცო?-ზიზღით მიუგდო სიტყვა ლექსომ.
-მე ისევ დავბრუნდები და მერე ვნახოთ თუ ისევ ეგეთ დიდ გულზე იქნები.-ისევ იმ საზიზღრული ხმით სთქვა უცნობმა და ბოროტულად გაიცინა.
-სადაც არ უნდა იყო,მიწიდან ამოგთხრი და ჩემი ხელით აგიგებ ანდერძს შე ნაბი.....- ეს მიაძახა შამანაურმა და ტელეფონი კედელს მოუქნია,მანაც ვერ გაუძლო და ნაწილებად დაიშალა იატაკზე.ლექსო სახეწაშლილი იდგა ერთ ადგილას და ხმას ვერ იღებდა.ცუდად ენიშნა ირაკლის გამოჩენა მაშინ როდესაც თეკო მასთან არ იყო და მის დაცვას ვერ შეძლებდა.გული რაღაც ცუდს უგრძნობდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა.ამდენი ხნის დუმილი ლევანმა დაარღვია.
-რა ხდება ლექსო სახეზე ფერი არ გადევს,ვინ იყო ან რა უნდოდა?-ხელი მხარზე გადახვია ძმაკაცს და წინ დაუდგა.
-ის არაკაცი ირაკლი გამოჩნდა და მუქარა დაიწყო.-უკვე ხმაც კი შეცვლოდა ლექსოს ნერვიულობისგან.
-უხ მაგის დედაც ......-მუშტი მთელი ძალით დასცხო პატარა მაგიდას ბექამ და ერთი გემრიელად შეიგინა.მე და ნიას ოდნავ შეგვეშინდა მითუმეტეს ირაკლის ზარზე.ორივეს ცუდმა აზრმა გაგვიელვა თავში.
-თეკო...-წამოვიძახეთ ორივემ ერთად და გაოცებული სახეებით შევხედეთ ერთმანეთს.ბიჭები ხმას ვერ იღებდნენ ისეთი არაფრისმთქმელი სახეებით გვიყურებდნენ მე და ნიას.ბოლოს ისე მე მოვედი გონს და ხმამაღლა დავიყვირე.
-თბილისში წავიდეთ მალე თეკო იქ მარტოა და ვინ იცის როგორ განიცდის,თან ეს ირაკლიც ძაან ცუდად გამოჩნდა და ცოტა არ იყოს მეშინია რამე არ დაუშაოს ჩემს გოგოს.-ამ სიტყვების გაფიქრებაზეც კი მაკანკალებდა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ბექამ ასეთი ანერვიულებული რომ დამინახა მოვიდა და ისე მაგრად ჩამიკრა გულში რომ მგონი ძვლებსაც კი ტკაცუნი გაუდიოდათ.ყველანი გამოვედით სახლიდა.ლექსო და ნია ლევანის მანქანით წავიდნენ.მე კი ბექას მანქანაში ჩავჯექი და დავადექით თბილისის გზას.მე და ნია თეკოსთან ჩამოვედით.ბიჭებმა კი ლექსო აიყვანეს სახლში.რამდენჯერმე დავრეკეთ კარებზე ზარი მაგრამ არავინ გვიღებდა,ბოლოს წამოსვლას ვაპირებდით რომ ფეხის ხმა გავიგონეთ.გასაღები გადაატრილდა და კარებში თმა აბურძგული და თვალებ დასიებული თეკო გამოჩნდა.გული მოგვიკვდა მაშინვე მისი ამ მდგომარეობაში დანახვვისას და ორივე ერთად ჩავეხუტეთ დაქალს.როდესაც გული ვიჯერეთ ერთმანეტის თანაგრძნობით,თეკო გვერძე გაიწია და სახლში შეგვიშვა,ჩვენ მისაღებში შევედით და დივანზე მოვკალათდით.მარტო იყოგიორგაძე და ამიტომ თამამად შეგვეძლო ყველაფერზე საუბარი.თვითონ გეზი სამზარეულოსკენ აიღო და მალე სამი ფინჯანი ყავით ხელში ჩამოჯდა ჩვენს წინ,სევდიანი თვალები მოგვანათა და ისე დაიწყო ყველაფრის თხრობა რომ კითხვაც კი არ გვაცალა.
-შეიძლება გამკიცხოთ ან ძეიძლება გამლანძღოთ კიდეც მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვით დასაწყისისთვის,მე არაფერს არ ვნანობ უბრალოდ მრცხვენია და ჯერ ჯერობით ლექსოს თვალებში ვერ შევხედავ.-გვითხრა და თვალები ძირს დახარა, თითქოს ეშინოდა რომჩვენს თვალებში რამე ცუდს დაინახავდა და ეს არ უნდოდა.
-ჩვენ არ ვაპირებთ გისაყვედუროთ იმისთვის რაც სიყვარულის გამო ჩაიდინე.ეს არ არის ცხოვრების დასარული თეკ.არამედ პირიქით თქვენ ეხლა უფრო მჭიდროდ ხართ ერთმანეთთან დაკავშირებულები და ეს ყველაფერი სწორედ ამ ნაბიჯის ბრალია.თავს ტყუილად იდანაშაულებ და ტყუილად გრცხვენია.არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ვინც შეყვარებულს გათხოვებამდე დანებდა.-ვუთხარი მე,რადგან თეკო ცდებოდა იმის წარმოდგენაზეც რომ ჩვენ შეიძლება ის გაგვემტყუნებინა და გვესაყვედურა.სულაც არ ვბრაზობდით მასზე,რადგან ეს ყველაფერი სიყვარულმა გააკეთებინა და ეს სასირცხვილო არ იყო,რადგან ორივეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
-მე მეგონა გამიბრაზდებოდით და ჩემთან ურთიერთობა არ მოგინდებოდათ.-ცრემლები გადმოსცვივდა ჩვენს დაქალს და ამის დანახვაზე მე და ნიას გულით გაგვეღიმა,მის გულიბრყვილო საქციელს რომ ვხედავდით თავის შეკავება ძალიან გვიჭირდა.
-რა იყო კაცი ხომ არ მოკალი რომ გაგვეგდე ჩვენი ცხოვრებიდან?-ჰკითხა სიცილით ნიამ და თეკოს მაგრად ჩაეხუტა.მეც მათთან მივედი და სამივე მაგრად ჩავეხუტეთ ერთმანეთს.ისინი იყვნენ ჩემი ოჯახიც და ჩემი მეგობრებიც,მათ გარეშე ვერ გავძლებდი ერთი წუთითაც კი.ისინი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყვნენ.
-ლექსო როგორაა?-ცოტა რომ დამსვიდდა ძლივს მოახერხა ამის კითხვა სევდიანმა გიორგაძემ.
-ცუდად,ძალიან ცუდათაა.არ ეგონა თუ ასე მოხდებოდა.თავის თავს იდანაშაულებს მე არ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯიო,ხომ ვიცოდი თეკო როგორი ფაქიზი სულის პატრონიც იყოვო.-ამის გაგონებაზე თეკომ ისტერიულად ატეხა ტირილი,ისე რომ მთელი ნახევარი საათი ამად ვცდილობდით მის დაწყნარებას. ,,ყველაფერი ჩემი ბრალია,მხოლოდ ჩემი'' მხოლოდ ამას იმეორებდა და ტირილს არ წყვეტდა.როდესაც ტირილი ისტერიკაში გადაეზარდა და მის დამსვიდებას ვეღარ ვახერხებდით.დამამშვიდებელი ნემსი გავკეთეთ და ველოდით როდის ჩაეძინებოდა.თავის საძინებელში შევიყვანეთ და საწოლში ფრთხილად ჩავაწვინეთ.თეკო მალე სულ მოდუნდა და მშვიდად მიეძინა თავის საწოლში. გადასაფარებელი გადავაფარეთ და ჩუმად გამოვედით მისი ოთახიდან.არ გვეგონა დაქალს თუ ასეთ მდგომარეობასი ვნახავდიტ.ყველაფერს ძალიან განიცდიდა,არ ნანობდა უბრალოდ ლექსოსი რცხვენოდა რადგან ეგონა რომ ის სხვანაირად იფიქრებდა მასზე და ეს ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა.მე და ნია ისევ დივანზე ჩამოვჯექით.არ ვაპირებდით სახლში წასვლას და თეკოს მარტო დატოვებას,არადა დედაჩემი ალბათ გაგიჟდებოდა დღესაც სახლში რომ არ მივსულიყავი და საერთოდ გამომაგდებდა სახლიდან.მაგრამ ვერც თეკოს დავტოვებდი ამ მდგომარებაში.
-ნი,მოდი რა ლექსოს დავურეკოთ.თეკოს რომვუყუროთ დიდხანს არ აპირებს ეგ შერიგებას და ცოდვები არიან.ეს აქ იტანჯავს თავს და ის იქ.ორივე ძალიან მეცოდებიან,მოვიდეს ლექსო დაილაპარაკებენ და გაარკვევენ ყველაფერს.-ვუთხარი ნიას და ტელეფონი ავიღე.არ ვრეკავდი ჯერ,ნიას აზრიც მაინტერესებდა რას მეტყოდა და იმის მერე გადავწყვიტავდი დამერეკა თუ არა.
-მართალი ხარ.მიდი დაურეკე,მოვიდეს და ბოლო ბოლო გაარკვიონ ყველაფერი. არაფერი მომხდარა ისეთი რომ ქვეყანა დაინგრეს,მერე რა მოხდა მოხდა.ამით მათი სიყვარული კი არ განელდა,პირიქიტ უფრო გაძლიერდა.ეხლა მთავარია პირველი ნაბიჯის გადადგმა და დალაპარაკება მერე ყველაფერი თაის კალაპოტში ჩადგება.-დამეთანხმა ნიას და მისი პასუხით გახარებულმა ბექას ნომერი სასწრაფოდ ავკრიფე.ტელეფონის იქითა მხარეს დაღლილი საყვარელი ხმა მომესმა.თითქოს უფრო დაბოხებოდა და უფრო თბილი იყო.
-რას შვები ცხოვრება?-ყველაზე მეტად მჭირდებოდა ეხლა მისი ხავერდოვანი ხმის გაგონება.
-არაფერს ჩემო ცხოვრება.მე და ლევანი ლექსოსთან ვართ და ვსაუბრობთ.-მითხრა ძალიან თბილად და მისი ხმის გაგონებისას ჟრუანტელმა დამიარა მთელს ტანში.
-ძალია კარგია ლექსოსთან რომ ხართ.ჩვენც თეკოსთან ვართ.-ვუთხარი მეც.
-როგორაა?-სევდა შეერია ხმაში ბექას.ვიცოდი რომ ისიც ძალიან განიცდიდა მათ მდგომარეობას და ორმაგად მიყვარდა ასეთი მგრძნობიარე რომ იყო ჩემი ბიჭი.
-ცუდად იყო მაგრამ ეხლა დამაშვიდებელი გავიკეთეთ და სძინავს.-ვუ|თხარი და სევდიანად გავიხედე თეკოს საძინებლისკენ.
-ხოო ლექსოც მაგ მდგომარეობაშია,მაგრამ უძლებს სხვა რა გზა დარჩენია.-მითხრა ბექამ გულდაწყვეტით.
-შეგიძლია ბექ,რომ აქ მოხვიდეთ და ლექსოც წამოიყვანოთ.-როგორც იქნა მთავარზე გადავედი და პასუხს დაველოდე.
-რა ხდება?რამეს ხომ არ მიმალავ?-უცებ სერიოზული გაუხდა ძალიან ხმა და შეეშინდა ჩემი პასუხის.
-არა ცხოვრება დამშვიდდი.არაფერიც არ ხდება უბრალოდ გვინდა რომ ლექსომ და თეკომ დაილაპარაკონ და ყველაფერი გაარკვიონ.ასე როდმდე უნდა იყვენ.თეკოს ლექსოს რეაქციის ეშინია და ვიცით რომ ის კარგა ხანი ვერ დაელაპარაკება.ამით კი მხოლოდ ერთმანეთს ატკენენ გულს.-დავამშვიდე ბექა და ყველაფერი ავუხსენი.
-ხო კარგი ჩემო ლამაზო გოგო.ლექსოს ვეტყვი და წამოვალთ.მანდ დამელოდე უნდა მოგეფერო და გულში ჩაგიკრა თორემ უკვე გავგიჟდები ისე მენატრები.-ბოლო სიტყვები ისეთი სიყვარულით წარმოსთქვა რომ ტანში გამცრა მისი ალერსის წარმოდგენისას.
-კარგი ცხოვრება.მეც აქ ვარ და გელოდები.-ეშმაკურად გამეღიმა და ნიას გადავხედე,რომელიც ჩემს ღიმილს კარგად აკვირდებოდა.
-მიყვარხარ ჩემო ლამაზო გოგო.აბა დროებით.-მითხრა ბექამ და დამემშვიდობა.
-მეც მიყვარხარ ცხოვრება.დროებით.-მეც დავემშვიდობე და თელეფონი გავთიშე. ნია ეშმაკურად მირიმოდა და ელოდებოდა როდის დავიწყებდი საუბარს.მე კიდევ ჯიუტად ვდუმდი და მომწონდა მისი წვალება.ბოლოს ვეღარ მოითმინა და საყვედურები დამაყარა.
-როდემდე იჯდები ეგრე ჩუმად და ინტერერით მომიღებ ბოლოს?-მითხრა და ტუჩები გამობურცა გაბუტვის იმიტაციისთვის.გამეცინა მის ასეთ საქციელზე, დივანზე უკეთესად მოვკალათდი და ყველაფრის მოყოლა თავიდან დავიწყე.
-საავადმყოფოდან პირდაპირ თავის აგარაკზე წამიყვანა და მთელი თავისი ცხოვრება გადმომიშალა ხელის გულივით.ვუსმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი რამხელა ტკივილი ჰქონდა ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე გადატანილი,მე კიდევ ერთი უგულო და მექალთანე ბიჭი მეგონა.არადა იცი რა მგძნობიარე და თბილია?ყველაფერი რომ მომიყვა მერე სიყვარულიც ამიხსნა და ისიც მითხრა რომ თუ არ ვუყვარდი საერთოდ აღარასოდეს გამეკარებოდა ახლოს და მის სიყვარულს არ მაგრძნობინებდა.დავიბენი მის სიტყვებზე არ ვუტყდებოდი ჩემს თავს რომ მის მიმართ სერიოზული გრძნობა მქონდა,ალბათ ძალიან მეშინოდა.არა ალბათკი არა მართლა ძალიან მესინოდა რომ მერე გული მტკინებოდა და არ მინდოდა ამ ყველაფრის ამჟღავნება,მაგრამ ვერ გავიმეტე ბექა ამხელა ტკივილისთვის,ვერ მივეცი თავს უფლება რომ მომეტყუებინა და ეს ყველაფერი დამემალა მისთვის. ცოტა ხანს ბაღში ვიჯექი და ვფიქრობდი.ვაანალიზებდი ყველაფერს და ბოლოს გადაწყვეტილებაც მივიღე.მეც გამოვუტყდი სიყვარულსი და იმ დღის მერე ნი, შენ არ იცი შენი დაქალი რა ბედნიერია რომ ბექა ჰყავს და უყვარს.არ მეგონა ოდესმე ასეთი შეყვარული და ბედნიერი თუ ვიქნებოდი.ის ისეთი საოცარია,თბილი და მოსიყვარულეა.ყველასგან განსხვავებულია.ძალიან მიყვარს,მისი ყოვეი შეხებისას თანში მცრის და ბუსუსები მაყრის.როცა მეფერება და მკოცნის თავს საერთოდ ვკარგავ და სულ სხვა სამყაროში გადავდივარ.მასთან ისეთი თავისუფალი და გახსნილი ვარ რომ მეტიც არ შეიძლება.მხოლოდ ყველაფერი ფარგლებში ხდება. არ მინდა მასთან დაწოლა ქორწილამდე.მინდა რომეს საოცარი გრძნობა მხოლოდ მასინ განვიცადო როდესაც მეცოდინება რომ ის სამუდამოდ და მთლიანად მე მეკუთვნის.არ ვიცი ნი, მეშინია რომ შეიძლება ეს ყველაფერი ოდესმე დამთავრდს და მე კიდევ ამ ყველაფერს ვერ გადავიტან.მისი სიყვარულის,მისი კოცნის და ალერსის გარეშე მოვკვდები.უბრალოდ ვერ ვიარსებებ მის გარეშე.-ამ ყველაფერს მთელი გრძობით და სიყვარულით ვყვებოდი ნია კი ისეთი მისმენდა რომ თითქოს ყოველ ჩემს ნათქვამ სიტყვას გრძნობს და გულთან ახლოს მიაქვსო.ეს მართალიც იყო ის ხომ ჩემი დაქალი იყო და ვიცოდირომ ჩემი ბედნიერება მასაც ისე უხაროდა როგორც მე.



№1  offline წევრი Lana Tomlinson

რომ დაწერე ლექსო და თეკო შევახვედროთო(ანას ენით)ვიფიქრე ამ თავში გამახარებს თქო მაგრამ გამიცრუვდა იმედები.ეს ირაკლი რაღაც არ მომწონს და იმედია მალე გავიგებთ მათი მტრობის მიზეზს. შემდეგ თავს ველოდები სულმოუთქმელად. პატარა თავი კი იყო მაგრამ არ მიყვარს ამაზე შენიშნვის მიცემა.რამდენსაც შეძლებ იმდენი წერე,ოღონდ გულით და არა მოვალეობის მოხდის მიზნით. love

 


№2  offline წევრი mako-makako

Lanas Statusebi
რომ დაწერე ლექსო და თეკო შევახვედროთო(ანას ენით)ვიფიქრე ამ თავში გამახარებს თქო მაგრამ გამიცრუვდა იმედები.ეს ირაკლი რაღაც არ მომწონს და იმედია მალე გავიგებთ მათი მტრობის მიზეზს. შემდეგ თავს ველოდები სულმოუთქმელად. პატარა თავი კი იყო მაგრამ არ მიყვარს ამაზე შენიშნვის მიცემა.რამდენსაც შეძლებ იმდენი წერე,ოღონდ გულით და არა მოვალეობის მოხდის მიზნით. love

ნუ ნერვიულობ ჩემო ლანა მალე გაიგებ თეკოს და ლექსოს შეხვედრის ამბებსაც.უბრალოდ მხოლოდ მასზე ვერ გავამახვილებ მთელს ყურადღებას მინდა რომ თითოეული გმირი კარგად წარმოვაჩინო და არ შევაჩერო მხოლოდ ერთზე ყურადღება.პატარა თავი კი იმიტომ იყო რომ ვცდილობდი იქამდე დამეწერა სანამ თორმეტი გახდებოდა რადგან მინდოდა მეორე თავიც დღესვე ამეტვირთა.იმაშიც მარტალი ხარ როცა ადამიანი წერს მოვალეობის გამო არ უნდა წეროს მე ვწერ გულიტ და სულით და როცა მუზა არ მეყოლება უბრალოდ ვერ დავწერ.მადლობა რომ ჩემტან ხარ და ზალიან მიყვარხარ love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3 სტუმარი darina

emociuri tavi iyo, ganvicade leqsos da tekos mdgomareobac, irakli ar momwons magram me mjera chveni bichebis, romlebic tavis adgils miuchenen.

 


№4  offline წევრი mako-makako

darina
emociuri tavi iyo, ganvicade leqsos da tekos mdgomareobac, irakli ar momwons magram me mjera chveni bichebis, romlebic tavis adgils miuchenen.

შენი კომენტარი მაკლდა და ეხლა რომ წავიკითხე ძალიან გამიხარდა.ამ ისტორიის დაწყების დღიდან შენ ახლოს ყოფას ვგრძნობ და ძალიან მახარებ ყოველთვის რომ გრძნობ იმ ემოციებს და განცდებს რაცას მე ამ ისტორიაში ვდებ.კი მალე მიუჩენენ ადგილს მოვლენებს არ გავისქებ წინ მაგრამ გეტყვი რომ ეს საკმაოდ ძვირად დაუჯდებათ recourse
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent