იყავი ბედნიერი - 2
°°° გარეთ გავარდნილი , უმისამართოდ ვიქნევდი ჩანთიან ხელს და ვვოცნებობდი ცრემლები წამომსვლოდა . მეშინოდა რდესღაც ამოხეთქავს მეთქი მაგრამ ასე იოცნებოს კაცმა და მერე აუხდეს ? კიდევ ერთხელ მოვიკითხავ ჩემს უბედურ ბედს . - თათა ! გაჩერდი ! - გახშირებული სუნთქვა და სიტყვები მომესმა ზურგსუკან და ვიგრძენი , როგორ ჩამავლეს მაჯაში ხელი , დაფეთებულმა მოვატარე მზერა გარშემო და მივხვდი ჩიხში დავდიოდი გამწარებული ამდენი ხანი . - რა ! - შევუბღვირე და ვანიშნე ხელი გაეშვა . - მაპატიე ... მე არ მეგონა და ვიცოდი თუ შენ ქმარი გარდაცვლილი გყავდა ... მომისმინე ! წამით არ მიფიქრია მისთვის შეურაწყოფის მოყენება , უბრალოდ მინდოდა მიმეხვედრებინე , რომ ასეთი ნერვიულობით ვერაფერს უშველიდი , ღმერთო ჩემო ამდენი მგონი საერთო ჯამში მეგობრებთა არ მილაპარაკია , ახლა ვდგავარ და გიხსი რას ვგულისხმობდი , რაც არასდროს გამიკეთებია გესმის ? - ძლივს მოითქვა სული და ხელი შემიშვა. - გასაგებია ... ნუ ნერვიულობ დიდი ხანია რაც ეს მოხდა მაგრამ , მაგრამ მაინც მიჭირს თავის შეკავება , როცა ამ ამბავს ეხებიან ... მშვიდად ამოვიქშინე და იქვე გრძელ ხის სკამზე ჩამოვჯექი , სულ აღარ მაინტერესებდა მისი სისუფთავე . - დიდი ხანია ? - ცალი თვალი მოჭუტა და გვერდით მომიჯდა. - 17 წლის ვიყავი , რომ გავყევი ... 3 წელი ცოლ-ქმარი ვიყავით ... 4 წლის წინ გარდაიცვალა . - იტირე თუ ჩემი გცხვენია - თავი ჩემსკენ მოაბრუნა და ცალი ტუჩის კუთხე ჩატეხა . არ ვიცი რა დამემართა მაგრამ იმაზე ბევრად დიდი სიმძლავრით დამიარა ჟრუანტელმა ვიდრე რატის პირველი შეხებისას . თვალები დავხუჭე და წამიერად რატის კმაყოფი სახე დამიდგა თვალწინ. მაშინვე ვჭყიტე და დანენბით მოვბრიცე ტუჩები , რომ ცხადში არ ვიყავი. - 4 წელია თვალებიდან თითო ოროლა ცრელიც კი აღარ წამომსვლია. თავი ჩავხარე და პირველად დავფიქრდი ცხოვრების რაობაზე და ჩემი ბედის დადებით მხარეებზეც . - მოდი წამოდი - ადგა და ხელი გამომიწოდა , ისე მიღიმოდა უარი ვერ ვუთხარი და ხელი მის ხსლს ჩავჭიდე . კაფეში შებრუნებულებს ერთმანეთისთვის ხმა აღარ გავიცია , ვერც ერთხელ დავაფიქსირე მისი მზერა , ჩვეულბრივად ოდნავ ახსნა ვააუბრობდი მათთან და ახლა გამახსენდა ის , რომ გეგი და რეზი დამვიწყებიან . მობილური ავიღე თუ არა გეგის ზარი განხლრიელდა. ღიმილით ვუპასუხე და მის შეცხადებას ( ისევ კაფეში ზახარ-ზე) გამეღიმა. ცოტა ხანში ოირვე შემოვიდა კაფეში , ბიჭები გაიცნეს და გვერდით მომიჯდნენ. რეზის მხარზე მედო თავი და თმაზე მონატორულად ჰადასმულ ხელებზე თვალები უფრო მეხუჭებოდა. - წამო გაგიყვან სახლში გეძინება შენ - შუბლზე მაკოცა და მაშინვე ვჭყიტე თვალები . რეზის გაეღიმა , უნებლიედ გამექცა ნიკასკენ მზერა და გოგონებს შევხედე. - დღეს დარჩებით ჩემთან ? - სამივე წრეში მოვიქციე და ნუკრის თვალებით შევხედე. - აკო მიხედავ ბავშვებს ხვალ დილამდე ? - ქმარს ლოყაზე აკოცა ასიამ - გოგოებს თათასთან დარჩენა გვინდა - მის ყელში ჩარგო თავი . - კი პატარა დარჩი - შუბლზე აკოცა და ხელი გადახვია ამასობაში მარიამი კაკის აბავდა მაგ თემაზე , ანა კი მიშოს . ორივემ ადვილად დათმო პოზიცია. - ხო და საღამოს ბიჭები ჩვენთან წამივლენ არა გ... თუ რ ? - ახარხარდა მიშო . - რ რ - გაიკრიჭა რეზიც. - ხო და რ და ჩვენთან ამოლენ საღამოს - მიშომ ანას თავზე აკოცა და ამდგარს ყველასთვის შეუმჩნევლად მისცხო უკანალზე ხელი. - მე გაგიყვანთ და მოვბრუნდები უკან - ფეხზე წამოდგა ნიკა და მანქანის გასაღები , საფულე და მობილური ხელში აიღო. - წამო ბრატ - მარიამი ნიკას მხარზე ჩამოეკიდა და სიცილით გაყვნენ გოგონებიც უკან. ცოტა გახარებული მივყევი უკან მათ და ჩანთა მივიკარი თეძოზე ხელით . შავ მანქანასთან მივიდნენ , ყველა უკან დასხდა , მე კი წინ დავიკავე ადგილი , რატო.ღაც ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ნიკამაც თავისი ადგილი დაიკავა საჭესთან და მანქანა დაძრა . - სად მიგიყვანოთ ? - გვერდით მჯდომს გადახედა წამით. - აი წინ იარე და პირველივე ასახვევში აუხვიე , ხელმარცხნივ . მისთვის არც შეუხედავს ისე ასწავლიდა გზას. გოგონებს გახედა უკან და გაეღიმა , სამივე ერთმანეთზე მიხუტებულები იყვნენ და უაზროდ იკრიჭებოდნენ. შემდეგ ბებიებთან გადარეკეს , ბავშვების მდგომარეობა იკითხეს და ახლა მშვიდად იკრიჭებოდნენ. ღინილით გადავაქნიე თავი და გზას გავხედე . - აი , მარჯვენა მხარე დაიჭირე . სწრაფად მივუთითე და როგორც კი ნაცნობი კორპუსი დავინახე ღვედი შევიხსენი , ვანიშნე გაეჩერებინა და ჩანთა მხარზე მოვიკიდე. დავიბენი , არ ვიცოდი რა მექნა , უნდა გადამეკოცნა ? გოგონები მანქანიდან გადახტნენ , მე კი უბრალოდ გავუღიმე და დავემშვიდობე. - მადლობა და კარგად - გავიღიმე და მანქანის კარი გავაღე. მან უბროლოდ გამიღიმა და გოგონებს ხელი დაუქნია. °°° - შემოდით - ხელით ვანიშნე გაღებულ კარზე და შიგნით შესულმა აბაზანის კარი მივხურე. - რა მყუდრო ბინაა - ღიმილით დაადო ანამ მარიამს ნიკაპაპი მხარზე და უკანალი უკან გაბზიკა. ასიმ სიცილით მისცხო ხელი და კარი დახურა. - რამეს დალევთ ? - სამზარეულოში შევედი და სიცხოსგან შეწუხებულმა ფანჯარა გამოვაღე. - წვენს რა - ყელი გამოიელა ასიამ და სკამის სარგეს მიეყრდნო , მაგიდაზე დადებულ რატის და ჩემს ფოტოს დასწვდა და ღიმილით გადაუსვა საჩვენებელი თითი დამტვერილ ფოტოსურათს...- ეს რატია ? თავი დავუქნიე და დახლს მივეყრდენი. - აქ კიკეთში ვიყავით რეზის სახლში - თავი გადავაქნიე და თმა უკან გადავიწიე. - არ მოიწყინო რაა - ფეხზე წამოდგა ანა და მიმიხუტა . - დავჯდეთ საღამოს მყუდრკთ სიგრილეში ვერანდაზე და მოგიყვებით ყველაფერს. °°° -17 წლის ვიყავი , რომ გავიცანი - გამეღიმა ყველაზე ძვირფასი მოგონების გახსენების დროს და თავი განადრულმა გადავაქნიე აქეთ იქით - კლასელის დაბადებისდღეზე გავიცანი , ჩემთან მოვიდა და ლაპარაკი დამიწყო , თანდათან ამიყოლია , ისე მიღიმოდა - თავი ჩავხარე ... ტირილი მინდოდა - თავს მაკარგვინებდა ! ყველა გოგო მას უყურებდა , ის კი ჩემთან იყო და სიყვარულზე კი არა გლობალურ დათბობაზე მეკამათებოდა ... იცოდა როგორ უნდა ავეყოლიებინე და ამით დაიწყო ურთიერთობა ... ძალიან სიმპატიური იყო , ზედმეტადაც კი ... აზიატი და ხისთავიანი ! მაგრამ ისეთი მზრუნველი და თბილი , ეგოისტი მაგრამ ყველაზე კეთილი ... ყ ელა ნაბიჯი წინასწარ ჰქონდა გათვლილი მე , რომ არ დავეზიანებინე ... 3 თვე ვხვდებოდით , სახლთან მოდიოდა და ყოველ დღე სადღაც დავყავდი ... დედა და მამა გაგიჟებულები იყვნენ და მაგრამ ყურს არ ვუგდებდი , მერე რატი ასულა და დალაპარაკებია , ორივე დაწყნარდა და ენდო მას , მე ხომ ვენდობოდი და ვენდობოდი ... ერთ დღეს აიტეხა მინდა ცოლად გამომყვეო , გამეცინა რადგან სერიოზულად არ აღმიქვია მაგრამ მართლა მომიყვანა - ღიმილით გადავდე თავი გრძელი სკამის სათავეზე. - სამზადისის დროს აიტეხა გინდა თუ არა გამოკვლევები ჩავიტაროთო , ყოველი შემთხვევისთვისო , ნუ გეშინია მე და შენ ... ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთო ... ცუდად იყო ... ძალიან ცუდად მაგრამ არაფერს მეუბნებოდა , 3 წელი ჩუმად იჯდა და დარდს სასმელში კლავდა ... ერთ ღამეს როცა სახლში დაბრუნდა ისევ ისე თბილად მექცეოდა როგორც იმ დაწყევლილი გამოკვლევების პასუხის გაგებამდე , ისევ ისე მიყურებდა , იზევ სიყვარულით მავსებდა , ღმერთო გავგიჟდები ძალია მენატრება - ხელები მთელი ძალით მოვუჭირე ჩემს ფეხებს და თავი შიდ ჩავმალე - ისევ ისე მესიყვარულებოდა , ისევ ისე მეფერებოდა და მესაუბრებოდა ისევ იმ ღიმილით მიღიმოდა მე , რომ მაგიჟებდა , ისევ ისე გულიანად ხარხარებდა მე , რომ მიფერადებდა ცხოვრებას , ჩემს მუხლებშუ ჩაეძინა , შუა ღამეს მივხვდი , რომ გარდაიცვალა მხოლოდ ის მახოვს გეგის და რეზის , რომ დავურეკე ... მხოლოდ ის მახსოვს ჩემთან დარჩენას , რომ ვევედრებოდი მერე ყველაფერი უფერული და შავი ფერით შეიმოსა ირგვლივ და ოთხი წელი ასე გავატარე ... - შვილი ? შვილი არ დაგრჩათ ხო ? - ასლუკუნებულმა მარიამა ჩემი ხელები თავისაში მოიმწყვდია. - ჩვენ ... ერთად არც კი ვწოლილვართ - ეს , რომ ვთქვი დავინახე როგორ გადასცდა დასამშვიდებლად დალეული წყალი ასის და ანამ , როგორ მიარტყა ხელი ზურგზე . - რა ? - არ უნდოდა , იცოდა რომ ასე უფრო გამიძნელდებოდა მისი გაშვება ... მე მიფრთხილდებოდა - უკვე ძალა აღარ მყოფნიდა გაგრძელების. სამივე მთელი ძალით ჩამეხუტა და ამ ფიქრებში ჩამეძინა კიდეც. ისევ რატი დამესიზმრა ... ისევ რატი და მისი გასაგიჟებლად ლამაზი ღიმილი , მისი ცისფერი ზღვასავით სუფთა თვალები. და ისევ ვიგრძენი როგორ გაუსაძლისად მენატრებოდა ის ერთადერთი და ვიწამე პირვრლი სიყვარულის მარადიულობა და სიძლიერე . სიზმარში მესაუბრებოდა ... ° მიეცი თავს სიგიჟის უფლება , გაარღვიე საზღვრები , მოეშვი მიყევი დინებას ... მიეცი თავს ბედნიერების უფლება და აუცილებლად მიგრძნობ თუ მე შენთვის თვით სიყვარული ვარ , მინდა მეორედ მოვიდე შენთან , მიმიღე ! მიიღე სიყვარული, მიეცი გულს უფლება ისევ იფეთქოს ამ გრძნობით და ისევ მოგცეს შანსი , იგრძნო და მიგრძნო! ° უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გამომეღვიძა ... ჯერ ერთი თვალი მოვჭუტე , მერე მეორე და საბოლოოს თვალებდაჭყეტილი დავაკვირდი გაკრეჭილ სამ არსებას , რომლებიც თავზე ყვავებივით დამყურებდნენ . - რა ხდება ? - მხრების ჩეჩვით წამივჯექი და მათ სახეებზე ავკისკისდი . - ისეთი გაბადრული ნახულობდი სიზმარს გამივშტერდით - ახითხითდა ანა და ვერანდის მოაჯირს მიეყრდნო ზურგით . - ხო , რატი ვნახე როგორც ყოველთვის - ფეხზე წამოვდექი და პლედი დავკეცე. - თქვენი არ ვიცი და ძალიან მომშივდა - ტუჩები გააწკლაპუნა ასიამ . - შენ რაღაც ძალიან ბევრს ჭამ ამ ბოლო დროს , მაგრამ წონაში მაინც არ იმატებ და რა ხდება ? - წარბი აუწიე მარიამმა დაქალს. - ორსულად ხომ არ ხარ ? - გაბადრულმა მივადე მუცელზე ხელი . - ვითომ ? - თვალებაციმცინებულმა გადაისვა ხელი მუცელზე - რაც ილია დაიბადა იმის შემდეგ აღარ დავფეღმძიმებულვარ - თავი ჩახარა მოწყენილმა - ვატყობ აკოსაც როგორ უნდა პატარა მაგრამ ვერაფერს ამბობს ... - კარგი რა ... ჯერ მხოლოდ 25 წლის ხარ ... ყველაფერი წინ გაქვს - გავუღიმე და წარბები ავათამაშე - ტესტი ხომ არ გვეცადა ? - მე ჩავალ და ვიყიდი თან რაიმე ტკბილს წამოვაყოლებ - ანამ კედები ამოიცვა და კარს მივარდა. °°° - შევღონდი - კარზე მეათედ მივუკაკუნე ასიას - გოგო რას აკეთებ ამდენ ხანს თავიდან ორსულდები ? - შევძახე და გოგონებთან ერთად ავკისკისდი. მოწყენილი სახით , რომ გამოვიდა ასია აბაზანიდან ანას და მარიამს სახე წაეშალათ . - გილოცავ დედიკო - ტესტზე მოჭული თვალებით პასუხი , რომ დავინახე და ეშმაკობას მივუხვდი მაშინვე მივახტი და მაგრად მოვხვიე ხელები - იგრძნო ჩემი თქვენთა ჩადაქალების ამბავი და დამეთხვა , პატარა ეშმაკუნა გიზის მუცელში - გადავიხარხარე და გოგონებსაც ვაცადე ჩახუტება . - ნუ ვიზუალზე აღარ ვლაპარაკობ , ფეხები კისრიდან , რო გეწყება მაგრამ ... ასეთი კარგი ფეხი თუ გქონდა რას წარმოვიდგენდი ჰა ? - გაიცინა და მუცელზე ხელები მოიჭირა - რაო დე კარგად ზიხარ მანდ ? მალე გამოძვერი ჩემო ცხოვრება რა - ბავშვს ელაპარაკებოდა თან ბედნიერებისგან ანათებდა. - აბა მამიკოს როდის ეუბნები ? - ფეხი ავაბაკუნე და იქვე დადებულ ქლიბს ხელი დატაცე - მგონი დროა ფრჩიხლებს მივხედო - უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი ... ფორმა არ მომწონს. - ვაიმე აკო კი არ გამხსენებია - გადაიკისმისა ასიმ და სიცილი ავტეხეთ მის ასეთ ბავშვურ საქციელზე . - რეზი მირეკავს გინდა ჩაგიწყო ? - ვკითხე და მობილური ავჯღე ხელში . - მიდი - გამიცინა ასიმ . - რეზუნზულ - ჩავძახე მხიარულად მობილურში. - ვა ვა ჩემი კრასავიცა კაი ხასიათზეა ? - გეგის ხმა მოესმა , რომელსაც სავარაუდოდ რეზიმ თავში წაუთაქა და წიხლით გააგდო იქით . გამეღიმა... - აუ რეეზ , მისმინე რაღაცას გეტყვი და მანდ არ თქვა კარგი ? - თვალები ავაპაჭუნე ისე თითქოს დამინახავდა. - შენ ოღონდ მთხოვე ციცქნა და აი ძალით მივდგავ მუჰამედს იმ მეორე მთასთან - გადაიხარხარა და მეც გამეცინა. - მოკლედ ... აკოს ცოლი ასია . - ხო მერე ? - ჩამეჩრა როგორც იცის ხოლმე . - მაცდი ბიჭო ? - დავიბღვირე და გამეცინა - მოკლედ ასია არის ორსულად. - კაი ტოო მართლა ? - შეიცხადა და გახარებულმა გადაიხარხარა. - შემომაკვდები - ცისფერი თვალები ისე დავქაჩე ეჭვი მაქვს აქ , რომ მდგარიყო მეტყოდა ... და მაოიცათ უკვე მითხრა. - ნუ დამილაგე ეგ ლამაზი თალები მაგიდაზე შენი ჭირიმე არაფერს ვიტყვი ცალკე ოთახში ვარ - გაიცინა . ისევ გამეღიმა ... - მოკლედ აკოს უნდა , რომ ცოტა ორიგინალურად უთხრას რა. - ოთხიგინალურად არ ჯობს ტოო ? . - ვიბღავლებ - გაგიჟებულმა მოვუჭირე მობილურს ხელი მთელი ძალით - გეგი დამალაპარაკე რა - გეგის , რომ კაცი ინატრებს სერიოზულ ამპლუაში , წარმოდგიდგენიათ როგორ მიჭირს ?! - კაი ხო დავსპაკოინდი უკვე , მოკლედ მე რა შემიძლია აბა ? - რა და კიკეთში ადით თქვენთან და დანარჩენი მე მომანდეთ . - კიკეთში ? აუ აკომ აიტეხა წყნეთში ავიდეთო . - მერე კიკეთში აიტეხე შენ რა გიდგას წინ ? - წარბი ავწიე ჰაერში. - რა და დიდი ძუძუები - გადაიხარხარა და ისევ გამეცინა . - არ შეიცვლები - სიცილით გადავაქნიე თავი - მოკლედ ადით კიკეთში და დანარჩენს ასია მოაგვარებს , ოღონდ ჩვენ რომ ამოვალთ ერთად წამოვიდეთ , ბარტყები მარტო დავტოვოთ . - ბაზარი არის ზერო შენთავს ვფიცავარ მაგაზე გაგიტეხავ ? ახლა მე ამათ შევაბამ ვითარც ნემსი და ძაფი ნაჭერს და დანარჩენი თქვენზე იყოს ხარაშო ? - ალაპარაკდა ისევ იდიოტურად და რაღა თქმა უნდა ისევ გამეცინა. - ოქსიი - კოცნა გავუგზავნე და მობილური გაბადრულმა მივაგდე - მოწოდების პიკზე ვარ ! კარგა ხანია ასეთ ხასიათზე აღარ ვყოფილვარ ! - ხო და ძალიან კარგი ! ბედნიერება შემოიტანე ჩვენს ცხოვრებაში - ლოყაზე მაკოცა ასიამ და გოგონების მაგრად ჩამეხუტნენ. - თქვენ არც კი იცით როგორი დანაკლისი ამინაზღაურეთ , ახლა ვხვდები რა მაკლდა ამდენი ხანს! საღამომდე , მოვემზადე და მშობლებთან წავედი. ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა , მითუმეტეს ასეთი ბედნიერის. მეც კი არ ვიცი რა მჭირდა მაგრამ რატის ამდენჯერ ნახვამ სიზმარში და მისმა ნათქვამმა სიტყვებმა ჩემზე საოცრად იმოქმედა. და ახლა ვგრძნობ , რომ თავს ბედნიერების უფლებას ვაძლევ ... ვგრძნობ , რომ თავიდან იწყება ცხოვრება ჩემთვის. - მა სამსახურის შემოთავაზება ისევ ძალაშია ? - კი მა გიშოვი რაიმეს , ოღონდ შენ მოინდომე - გამიღიმა და პულტი ნიკაპზე მიიბჯინა. მიყვარს მამაჩემის ასეთ პოზაში ყურება. მომნატრებია დედის სიტყვები " თათა დე , ხელები დაიბანე და მოდი ჭამე , სადილი მზადაა" ^^^ ასია , რომ ავიყვანეთ ცოტა ხანში ყველა წამოვედით იქიდან ჩუმად. დარწმუენბული ვარ საჩვენო დღეს იქ არაფერი დატრიალდებოდა. როგორც კი ისინი იქ დავტოვეთ ჩვენ წყნეთში ავედით . ნიკა მოსულიც არ იყო. ერთი ორჯერ მომელანდა კიდეც მისი შავი , ჩამთრევი სფეროები ,მაგრამ ეს მხოლოდ მომეჩვენა. კართან ვიდექი და დედას ველაპარაკებოდი , როცა შემოაღეს და უცებ შემოვარდნენ . - წვიმას იწყებს - გაიცინა ნიკამ და ქურთუკი იქვე დაკიდა - როგორ ხარ ? - მკითხა ერთიანად დაბნეულს და ლოყაზე მაკოცა - შევალ მე - გამიღიმა მომაკვდინებლად და მეგობრებს შეუერთდა. კარგა ხანს მეძახდა დედა მობილურზე , მაგრამ არაფერი მესმოდა . შემდეგ დავამშვიდე და ვუთხარი , რომ აუცილებლად დავურეკავდი მობილურზე ხვალ . ^^^ როგორ მახარებთ !!! ალბათ ასე 2 თავში დავასრულებ . ვიმეორებ ისტორია უკვე დაწერილი და დასრულებული მაქვს. ძალიან მიყვარხართ და ჩემი სტიმული ხართ ... დიდი ბოდიში შეცდომებისთვის მობილურით ნაწერი თავია. იმედია მსუყე კომენტარებს არ დაინანებთ ... მიყვარხართ და დამიჯერეთ ნიკაც ისევე შეგიყვარდებათ როგორც რატი ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.