ახალი წლის ღამის სასწაული (სრულად)
სასწაულების არასდროს მჯეროდა,არც სანტასი მჯეროდა...მაგრამ ერთი რამ კი ძალიან მიკვირდა..ვუყურებდი ფილმებს და ვხედავდი დამთხვევებს,ვხედავდი რეალობად ქცეულ სიმბოლოებს,ვხედავდი მომღიმარ სახეებს ისეთს,როგორსაც ქუჩაში ვერ შევავლებდი თვალს..ვიღვიძებდი,ვიძინებდი,მაგრამ ....დრო მალე გადიოდა..რაღაც მაკლდა,მაგრამ რა ვერ ვხდებოდი... დრო საშინლად მალე გადიოდა...2015 წლის მიწურულიც დადგა და ისევ დავფიქრდი,ეს წელიც გავა მალე-მეთქი...გული საშინლად შემეკუმშა...არც მოლოდინი მქონდა და არც განწყობა...მტკიოდა რაღაც,მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა...არ ვიცოდი რა იყო ჩემს გულში ისეთი,რომ ბოლოს მიღებდა... დიახ,სულ არ მქონდა განწყობა..ახალი წლის წინა დღესაც მასწავლებელთან ვიყავი.სახლში რომ დავბრუნდი ნაძვის ხე უკვე მოწყობილი ჰქონდათ.არ დაგელოდეთო-ასე მითხრეს..დიახ,მათ იცოდნენ,რომ მე ამის სურვილი საერთოდ არ მქონდა..მისაღებ ოთახში გვევდგა დიდი ნაძვის ხე..ისეი აშოტილი იყო,როგორი ბიჭები დღეს თითზე ჩამოსათვლელად დარჩა...ისეთი აშოტილი და მიმზიდველი იყო,მაგრამ ეს ნაძვის ხე იყო..ეს არ იყო ოცნების პრინცი...ეს არ იყო ის მიმზიდველი და საოცარი არსება...არა,არანაირი არსება-შევუძახე საკუთარ თავს და ნაძვის ხის ქვეშ დავდექი,. ზოგჯერ როგორ განსხვავებულად ვხედავთ ყველაფერს,საოცარი რამაა..საოცარი და უფრო მეტიც...ნაძვის ხეშიც რომ მას ვხედავ..არა,ნამდვილად მაკლია...სასწაულები არ ხდება...იმ დღესაც უცნაურად ვიქცეოდი...დედაჩემს დახმარებაზეც კი უარს ვეუბნებოდი... -მოდი რა,დამეხმარე. -ვერა,ვმეცადინეობ. ყურადღება სწავლაზე გადამქონდა და წიგნებს ვუკირკიტებდი..ეს მართლაც შესანიშნავი საშუალებაა.საძულველი ისტორიაც კი გადავშალე,როცა სასწავლი ამომეწურა..იმ დღეს პირველი 25 გაკვეთილი წავიკითხე..ბოლოს თვალებიდან ვერ ვიხედებოდი...საშინელი შეგრძნება იყო,მაგრამ ეს მსიამოვნებდა....ვიღიმოდი შტერივით და ოთახიდან ოთახში გავდიოდი. -ეს სტუმარია-წუწუნებდა დედაჩემი და მამაჩემს თვალებს უბრიალებდა. -შეეშვი-მამამ გამამართლა. -როგორ ხართ?-დაძაბული შევედი ოთახში. -შენს გარეშე-ჩემმა პატარა დამ გამიღიმა და ხელი წელზე მომარტყდა. -ჰო,შე სტუმარო..-მეორე დაც არ დამრჩა ვალში. -წავედი მე-ისევ ჩემს ოთახში გავედი და საათს ავხედე.ჯერ მხოლოდ შვიდი იყო. ისევ ჩავფიქრდი...ცხოვრებაში ბევრ რამეს არ ექცეოდა ყურადღება,ბევრი რამე ისე რჩებოდა,არანაირი სიმბოლო არ არსებობდა..ფილმებში კი ერთი მოწონებაც რაღაც საოცარი რამ იყო..გავიხსენე ყველა მელოდრამა,რაც კი ოდესმე მენახა და ისევ რაღაც სიბნელე ვიგრძენი... -იქნებ ეს ცხოვრება გვირაბია..ბნელი გვირაბი...-რიტორიკაში გადავეშვი. -რაო?-ჩემმა დამ შემოყო თავი. -გადი რა. -რატომ? რა გვირაბი? -არაფერი...-გავაქნიე თავი. -მარიკი,იცი.რა..ჩვენ მივდივართ კახეთში და არ წამოხვალ. -რა თქმა უნდა არა....-კარები მივხურე და რაფაზე დავჯექი..ფანქრიდან თვალს ვადევნებდი ხალხსა და მანქანებს...ვუყურებდი ცას და ფიქრები მკლავდა...ამდენი იმედგაცრუება ბოლოს მიღებდა.მანადგურებდა. -მარიკო,წავალთ..-ისევ შემოყო თავი. -გასაღები უნდა მომაძებნინოთ?-თავი ძლივს შევიკავე,რომ არ დამეყვირა...ათი წლის წინ ყველას ვაფრთხილებდი,მარიკო არ დამიძახოთ და სხვა,რაც გინდათ-მეთქი..მაგრამ ახლა ეს აღარ მადარდებდა...რადგან უკვე დიდი,ზრდასრული ადამიანი ვიყავი...ადამიანი,რომელსაც საკუთარი შეხედულებები და პრინციპები ჰქონდა...და ადამიანი,რომელიც ყველაფერს თავად წყვეტდა. -წავედით,დე..სახლი არ გადაწვა..-დედაჩემმა თავზე მაკოცა. -კარგი..-გავუღიმე ძალით და დები გადავკოცნე. -წავედით..-მამაჩემმა ხელი დამიქნია შორიდან. -კარგით..კარებს დაგიკეტავთ.. ისინი გავისტუმრე და დაახლოებით 200 კვატრატულ სახლში მარტო დავრჩი,სულ მარტო...უფრო ძლიერად ვიგრძენი მარტოსულობა. -სად ხარ?როგორ ხარ?-დაქალის ზარმა გამომაფხიზლა. -ვარ რა...გილოცავ მომავალს.. -სად ხარ? -ჩემები სოფელში გავისტუმრე და მარტო ვარ..ალბათ,გეგმები გაქვს ჰო? -კი,მარიამ,სოფელში ვარ... -უი,სულ დამავიწყდა..კარკად აბა. -გოგო,მარტო რა გიდნა? რამე მოიფიქრე? -კარგად ვარ,არ იდარდო ჩემზე.ნაძვის ხე მაქვს და საახალწლო სუფრაც გაშლილი დამიტოვეს. -მართლა? -აბა,რა...-გულწრფელად ვუთხარი. -მშურს შენი..-გადაიკისკისა მარიამმა..ის ჩემი სეხნია.. -კაი ჰო,გეყო...-გადავიკისკისე და ფანჯრიდან გავიხედე. -ისე მანდ თოვს ჰო? -სულ არ შემიმჩნევია. -ვერა ხარ... -კაი,წავედი... -გილოცავ და გკოცნი. -მე კი მაგ ლოყებს გიკოცნი.. გავუთიშე და სუფრას გადავხედე..რამდენი რამ დაუტოვებიათ-მეთქი..ადრე ყოველთვის ვეხმარებოდი ოჯახს საახალწლო მზადებაში,მაგრამ წელს...რაღაც მჭირდა და თავად არ ვაღიარებდი რა იყო ეს. ჩემი დების გაკრულს ფიფქებს დავაკვირდი და გამეღიმა..გამახსენდა,რომ ერთ დროს მეც ხალისით ვეკიდებოდი ამ საქმეს..ნაძვის ხის აწყობაც კი მიყვარდა..და ის წელი,როცა მის გარეშე გავატარე,ახლაც ბნელად მახსენდებოდა..ჰო,ერთ წელს,როცა ბებიაჩემი სიმსივნეს მესამე სტადიას ებრძოდა,ნაძვის ხე არ გვედგა..მახსოვს მარტში რომ აგვინაზღაურა მამამ სააახალწლო განწყობის არქონა..მაშინ პაპა წუწუნებდა,არ შეიძბეაო,მაგრამ მამაჩემი ამაზე არ ფიქრობდა... დიდი ხანია არც მე მჯერა,რომ საახალწლოდ სურვილები ხდება ...და საერთოდ,რომ სასწაულები არსებობს..არც ვარსკვლავის ჩამოვარდნა მაფიქრებს და არც არაფერი..მხოლოდ ერთი რამ ვიცი,რომ ამ ახალ წელს ნაძვის ხეს საზეიმოდ შევხედავ,მერე ფანჯრიდან დავაკვირდები ფეიევერკებს და მერე..მერე დავიძინებ..სხვა არაფრის თავი არ მაქვს.სუფრასაც კი „დავსინავ“. *** ერთი საათი ფიქრში გავატარე..შემდეგ სოციალურ ქსელში საჯარო სტატუსი დავწერე,..თითქმის ყველა ნაცნობ-მეგობარი მოვიხსენიე..და შემდეგ უბრალოდ ჩავფიქრდი..ბიჭების სტატუსებმა ისევ გამაღიზიანა..ალბათ,იმიტომ,რომ სამ ბიჭვს ვხვდებოდი და სამივეს ერთსა და იმავე მიზეზის გამო დავშორდი..სამივე ერთ ქვაბში ჩასაყრელი და ჩასათუთქი იყო..ამის მერე გამიქრა ვინმესადმი ნდობა,შემძულდა ზოგადად ბიჭი...ვერ ვიტანდი მათ გამაშიშვლებელ მზერას.სკოლაში პატარა ღლაპებით,რომ უკანალს ხმამაღლა აფასებდნენ და ოთახში რაღაცის შესადარებლად იკეტებოდნენ... 4ლოვეზე შევედი და საახალწლო ისტორიების კითხვა დავიწყე,მაგრამ გული ამამასაც ვერ დავუდე..შუაში ვიყავი,როცა ლეპტოპი ჩავხურე და დანებებულმა საათს ავხედე..ათი ხდებოდა.. ადრე როგორ მიფანცქალებდა ამ დროს გული..როგორ ველოდი 12-ს...ახლა კი..არანაირი განწყობა,არანაირი მოლოდინი... -მოლოდინი არასდროს ჰგავს რეალობას,მარიამ...მაგრამ შენი ჰგავს..-ამ ბოლო დროს სასტიკად შევეჩვიე საკუთარ თავთან ბაასს.. დიახ,ასეა...არ შემიძლია ვიყო ზედაპირული...არ შემიძლია ვიყო,უბრალოდ ადამიანი...მხოლოდ შემიძლია ვიყო მფრქვევადი გრძნობა..გულწრფელი რეალობა....ასეთი არ ვარ რო? ავდექი და მოთოვლილ ქუჩას გავუყევი...ადრე მეგონა,რომ ყოველ ახალ წელს თოვლი უნდა ყოფილიყო..მაგრამ ახლა ისე სულ აღარ მიზიდავდა... „ალბათ,იმიტომ,რომ სხვა რამ უფრო გიზიდავს..“-გავიფიქრე და საკუთარ თავს გავუბრაზდი.. ისევ თოვდა,მე კი ხელთათმანიც არ მეკეთა..გაშლილი თმებითა და გახსნილი მანტოთი მივუყვებოდი გზას.. -გილოცავ...-გამიღიმა ნაცნობმა ქალმა. -მეც..-ძალით გავუღიმე და გზას გავყევი... ისევ თოვდა,მაგრამ ეს ჩემში არანაირ გრძნობას არ იწვევდა..ისევ მარტო,ისევ ეულად...ისევ ვბრუნდავდი ცხოვრების გარშემო და ისევ მიჭირდა.. გულმა აერობიკის გაკვეთილისკენ გამიწია..იმას მაინც გადავაყოლებ-მეთქი-გავიფიქრე და ავტობუსში ავედი..სულ არ მაფიქრებდა ის,რომ იქაურობა დაკეტილი იქნებოდა. -აქ რა გინდა?-მკითხა ქერა ქალმა,რომელიც დარბაზს ალაგებდა ხოლმე. -არავინაა?-დარცხვენილმა ვიკითხე. -არა..დღეს 31-ია,ძვირფადო.. -ბოდიში..გილოცავთ..-უხალისოდ გავაღე კარები და ისევ გავუყევი გზას..ბნელოდა,მაგრამ ამას ვერ ვგრძნობდი..ციოდა,მაგრამ ვერ ამას შევიგრძნობდი..მოკლე კაბის ქვეშ „კალგორკის“ ჩაცმაც კი დამვიწყებოდა,მთელი სხეული გაყინული მქონდა,მაგრამ არ მციოდა...მანტოს შეკვრასაც არ ვაპირებდი,უბრალოდ ძალით ვუღიმოდი ნაცნობებს... ისევ სახლში მივედი...გათბობას ავეკარი მთელი სხეულით და სითბო შევიტრუსე...თერთმეტი ხდებოდა..ზოგი უკვე ისროდა ფეიევერკებს..კარებიდან ხმა წამოვიდა...ვინ უნდა ყოფილიყო,აზრზე არ ვიყავი.. -ვინ არის?-ვიკითხე დაბნეული ხმით. -იქნებ დამეხმაროთ.. -ახლავე..-ჩემი ტოლი გოგონა დავლანდე. -მადლობა..-კარები არ გამიღია ისე წავედი სუფრისკენ..რაღაც-რაღაცები ჩავალაგე ცელოფანში და გავუტანე. -ეს მე?-იღიმოდა გოგონა და არ იცოდა მადლობა როგორ გადაეხადა. -არაფრის...მოდი ხოლმე...-გავუღიმე. -გილოცავთ. -შენც..-თბილად გავუღიმე და კმაყოფილმა დავკეტე კარი..დედაჩემს ეს რომ გაეგო,ალბათ,გაგიჟდებოდა,მაგრამ ეს სულ არ მადარდებდა..მისი წესებით ცხოვრებას დიდი ხნის შეშვებული ვიყავი... ბედნიერების ნაპერწკლები ვიგრძენი...შესანიშნავი გრძნობა ყოფილა,როცა ვინმეს ეხმარები,როცა ვინმესთვის აკეთებ რამე კარგს.. *** ცხოვრება რთულია და რთულია იმის გააანალიზება,რომ წარსულს უკან ტოვებს ახალი წელი..რომ ყოველ წელს სიმბოლურად გვახსნებეს ამას...რთული იმის დაჯერება,რომ სასწაული ხდება ამ დღეს... ვფიქრობდი ამ დღეზე და ფანჯრიდან ვიხედებოდი..ვერ ვწყვეტდი მას თვალს,წუთები აკლდა 12-ს..მხოლოდ 15 წუთი იყო დარჩენილი ახალ წლამდე..მოვშორდი ფანჯარას და ჰორიზონს გავხედე..უფრო მძაფრად ვიგრძენი მონატრება,მარტოობა....ხელებში ჩავრგე თავი და ხალიჩაზე დავწექი. უცბათ სიმღერის ხმა მომესმა..ვიღაც გიტარაზე უკრავდა და სასიამოვნო ხმას გამოსცემდა.. “I don’t want a lot fro Christmas..There’re one thing I need..I don’t care about the presents..Underneath the Christmas tree..” გრძელდებოდა ნაცნობი მელოდია,ნაცნობი სიტყვები...და რაღაც ვიგრძენი..ეს ხმა მეცნობოდა,ვერ ვიხსენებდი საიდან,მაგრამ მეცნობოდა..მეცნობოდა..დიახ,მეცნობოდა...ეს მისი ხმა იყო..მინდოდა გამეხედა და მენახა ვის უმღეროდა ამ სიმრერას,მაგრამ შემეშინდა..დიახ,შევშინდი და უკან დავიხიე... მაგრამ ხმა უფრო ახლოვდებოდა...აივნიდან ისევ ჟღერდა გიტარის სიმები,თითქოს ახლოს ყოფილიყო...თვალი გავაპარე და ფარდის მიღმა სილუეტი დავლანდე... ავკანკალდი. გისოსები არ დამიკეტავს-მეთქი...შემეშინდა,რომ ამ ახალი წლის ღამეს ქურდი იქნებოდა.. -ვინ არის?-კარს ამოვეფარე და ისე ვიკითხე,მაგრამ ხმას არავინ მცემდა,ხოლოდ მელოდია ისმოდა..უცნობი ხმას უფრო უმატებდა.. -შენ ხარ? შენ მღერი?-დაბნევა ვერ დავმალე. ხმა უფრო მიახლოვდებოდა...ვთრთოდი და რაღაც მახსენდებოდა..ის უცნობი,მე რომ...ისევ დავიბენი,ფიქრებს თავს ვერ ვუყრიდი ერთად...ნუთუ იეს,ვისზეც ამდენ ხანს ვფიქრობდი..გული ტოკავდა,ერ ჩერდებოდა..გახშირებული სუნთქვით. -I just want for my own..More than you could ever know..-ახლოდან გავიგე მისი ხმა და ავთრთოლდი..ჩემს სხეულში იმდენი რეაქცია მოხდა,რომ ვერაფერს ვაანალიზებდი..ეს უცნაური იყო... -იქნებ სურვილები მართლა ხდება?-შევტრიალდი და ისე ვიკითხე.. და,აი,ბრახ! მის ნაკვთებს შევავლე თვალი..ამდენი ხნის მერე დავინახე მისი სახე,მისი გამოხედავ... -ხდება სასწაულები ხდება.. -აქ რა გინდა? და შენ საიდან...? -რა გინდა მკითხო?-გიტარა დადო და სუფრას მოავლო თვალი. -არაფერი ..უბრალოდ.. -ვერ მალავ ჰო..აღტაცებას.. -ვერა..-თვალებში შევხედე..ეს ის თაფლისფერი თვალები იყო,რომელმაც ის შემაყვარა..სამმა ადამიანმა ვერ გადამავიწყა ის..ის,რომელიც მუდამ მიუწვდომლად მესახებოდა.. -მე უფრო ადრე....მიყვარდი ან რა ვიცი რა უნდა დავარქვა ამ გრძნობას.. -რა?-უკან შევბრუნდი..არაფრის გაგონება არ მინდოდა.. -მომენატრე.. -უცნაურია..რა გინდა? გინდა დამიმტკიცო,რომ ეს სასწაულია? -ანუ ჩემზე ფიქრობდი და...მინდოდა,რომ..ურბალოდ შენთან მინდა.. -შენ ანგელოზი ხარ? -შეიძლება...მაგრამ ახლა..-ფეიევერკების ხმა გაისმა.. -რა?-მივაშტერდი მას.. -მარიამ,ახლა თორმეტი ხდება და...-ჩემს სახეზე მისი გაყინული ხეელბი ვიგრძენი...საათს უყურებდა... -რა იყო?-დაბნეულმა ვკითხე. -თორმეტს ცხრამეტი წამი აკლია... -ასე ზუსტად.. -ახლა უნდა გაკოცო...-და მისი ტუჩები რეალურად შევიგრძენი..მისი ბაგეები პირველად გაიხლართა ჩემსაში.... რამდენიმე წუთი გაშტერებით ვაკვირდებოდით ერთმანეთს.. -არ მჯერა,რომ შენ ჩემს წინ დგახარ..არ მჯერა,რომ გაკოცე.. -არც მე..-ნაძვის ხის ქვეშ დავჯექი.. -მოდი,სასმელს მოვიტან და..-სამზარეულოდან მალე დაბრუნდა,ხელში ღვინის ბოთლი ეკავა... -ჭიქა?-წარბები მაღლა ავსწიე. -ერთი ბოთლიდან დავლევთ..-გევრდით მომიჯა და ხელი გადამხვია.. -ახლა შენი ჯერია..-მასმევდა ღვინოს და მიღიმოდა. -წადი საახალწლო სუფრიდან გოზინაყი მოიპარე.. -ტკბილად დამიბერდი..-მომაწოდა ერთი ნაჭერი და თავით მკერდზე მიმიყრდნო.. -მოდი,რამე გავიხსენოთ.. -მაგრამ შენ არაფერი იცი.. -ვიცი...ეს შენ გგონია,რომ არ ვიცი.. *** მთელი ღამე ნოსტალგიებში გავატარეთ...ეს საოცარი რამ იყო..ეს იყო რაღაც,რასაც სიტყვები უბრალოდ ვერ აღწერს.. მასთან ჩახუტებულს გამეღვიძა..ნაძვის ხის ქვეშ ვიჯექი და ხელში გოზინაყი მეჭირა.. -ახალი წლის ღამის სასწაული..-ყურთან ახლოს ვიგრძენი მისი ბაგეები და მისი ხმა საამოდ ჩამესმა.. -ხდება..ხდება....სასწაულები ხდება...ახალი წლის ღამეს ჩემი სასწაული.. -ჩემი სასწაული შენ ხარ!-ხელში ამიყვანა და დამატრიალა...-ახალი წლის ღამეს სასწაული ხდება,ჩემი სასწაული შენ ხარ ერთი ციდა.ჩემი ანგელოზი ჩამოფრინდა ციდან,ჩემი სიყვარული დღეს ჩემს ჰაერს სუნთქავს..-მისი ხმა მძაფრად ჩამესმოდა ყურში...ეს მართლაც ახალი წლის სასწაული იყო... ____ წინასწარ გილოცავთ შობა-ახალ წელს...ბედნიერებასა და ულევ სიხარულს გისუვრებთ.. დაე,თქვენც აგხდენოდეთ სურვილები...თქვენც გეგრძნოთ სასწაულის ღვთაებრივი ძალა... უბრალოდ გაიღიმეთ და იწამეთ,რომ სასწაულები ხდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.