ცხოვრება გრძელდება (თავი 4)
-მარიამ რასაც ახლა გეტყვი ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი და ტექსტიც უკვე მზად მქონდა მაგრამ ახლა აღარაფერი მახსოვს,მარიამ არ ვიცი რას მიშვრები შენს გვერდით რაღაც სასწაულს ვიგრძნობ. გიყურებ თვალმოუშორებლად,გიყურებ და ნელ-ნელა მთელ სხეულზე მეკიდება ცეცხლი. აუტანელი სურვილი მიპყრობს ერთდროულად ყველაფრის სურვილი მარიამ.იცი პიველად როდის შემიყვარდი? მაშინ ათი წლის ვიყავით გიომ ხელი გკრა შენ დამეჯახე და ერთად წავიქეცით.მერე იყო შენი ეჭვიანობა თამთაზე,ჩემთან ერთად გეძინა ერთ საწოლში და არასდროს არაფერი მიფიქრია ცუდი გიყურებდი მძინარეს და ამით ვტკბებოდი ესეც მყოფნიდა ბედნიერებითვის.შენი სურნელი დამქონდა ყველგან და ყოველთვის.ეს შარფი გაცსოვს? ხო აი ის არის წასვლისას რომ მომაჩეჩე აცრემლებული თვალებით მე იმედს არ ვკარგავდი რომ ოდესღაც მაინც ჩემს გვერდით იქნებოდი ჩემი გერქმეოდა და შვილებს გამიჩენდი მაგრამ შენ? სხვა შეგიყვარდა.მერე ნიკა გარდაიცვალა შენ აქ დაბრუნდი და ჩემშიც არიე ყველაფერი მივიწყებული გრძნობები გამიღვიძე გადამრიე,არც ახლოს მიშვებ და არც გინდა გამანთავისუფლო ამ სიყვარულისგან,ნუ ტირიხარ მარიამ მე არ მინდა შენს თვალზე ცრემლის დანახვა მინდა სულ იღიმოდე არ მინდა შენი მწვანე თვალები ისევ აივსოს ცრემლებით მინდა მხოლოდ ბედნიერების ცეცხლი გიზგიზებდეს მასში,შენი ვარდისფერი ბაგეები ყოველთვის იღიმოდეს. მომეცი უფლება გაგაბედნიერო და ჩემი სიყვარული გაჩვენო არ გთხოვ ნიკა დაივიწყო არ მინდა,უბრალოდ იყავი ჩემთან ჩემს გვერდით.არ უარყო მარიამ შენც ისევე გიყვარვარ როგორც მე მიყვარხარ იქნებ ნიკა არც გყვარებია ეს უბრალოდ შეჩვევა იყო და ისე შეეჩვიე რომ სიყვარული გეგონა. მომეცი უფლება გაგრძნობინო რომ შენში ისევ ცოცხლობს ქალი რომელსაც მოფერება და სიყვარული სჭირდება,მომეცი უფლება გაჩვენო რომ ცხოვრება გრძელდება. -არ მინდა მეტის მოსმენა მივდივარ. კართან მისულმა მაჯაში ტკივილი ვიგრძენი შემოტრიალებული თემოს ძლიერ მკლევებში აღმოვჩნდი ჩემი ხელების ქნევას ყურადღებას არ აქცევდა მაგრად მიჭერდა ხელებს ძალიან მტკენდა ვუყურებდი თემოს და მის თაფლისფერ თვალებს რომელსაც თუ კარგად დააკვირდებოდი მხოლოდ მაშინ შეამჩნევდი რომ თაფლისფერი იყო ახლა ნამდვილად გაშავებოდა თვალები მის სახეზე მხოლოდ აუტანელი ტკივილი იკითხებოდა იმ თემოსგან აღარაფერი დარჩენილიყო რამოდენიმე დღის წინ გულში მიკრავდა და თბილად მეხუტებოდა ახლა ჩემს წინ მრისხანე თემო იდგა ასეთი არასოდეს მენახა. -გამიშვი ძალიან მტკივა გთხოვ გამიშვი.ცრემლებს ვერ ვიკავებდი მართლა მტკიოდა ძალიან მტკიოდა მაგრამ არა სხეული გული მტკიოდა.... გული რომელიც რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთხელ იქცა ნაფლეთებად.თემომ ხელები ნელა შემიშვა. -აქედან არავინ წავა სანამ ყველაფერი არ გაირკვევა და კარგად არ დაფიქრდები.მე გარეთ ვიქნები შენ აქ რაც გინდა ის გააკეთე გინდა იტირე..... გინდა იყვირე...... ოღონდ დაფიქრდი კარგად დაფიქრდი.თემომ კარები კი არ გაიხურა გაიჯახუნა. ოთახიდან გავიდა თუ არა კუთხეში მდგარ სავარძელში ჩავჯექი და ტირილს ვუმატე.. ბავშობიდან მქონდა ეს კომპლექსი, ვერასოდეს გამოვხატავდი როგორ მიყვარდნენ მეგობრები, და ოჯახის წევრები... არ შემეძლო, თითქოს მცხვენოდა ამის, მერიდებოდა.. არ ვიცი რა მჭირდა მაგრამ ასე იყო... საკმაოდ დიდი ვიყავი იმისათის რომ სიყვარული გამომეხატა მაგრამ ახლაც კი როცა ჩემს ზურგს უკან ჩემი სასურველი მამაკაცი იდგა, ვერ გავბედე მეთქვა რომ მიყვარდა, ვერ გავუმხილე კომპლექსები არ მაძლევდა ამის საშუალებას.. ღმერთმა ხომ იცი რამდენჯერ დამისახია გუნებაში რომ ვეტყოდი ყველაფერს, მითუმეტეს იმ ღამით როცა მის საწოლში მშვიდად მეძინა ის კი ჩემს გვერდით სავარძელში იჯდა და მიყურებდა ხო ეს მისი საწოლო იყო ეს ქოხიც მისი იყო სიტყვა ჩვენი მაშინ გაქრა როცა მე სხვას გავყევი ცოლად.. ახლა მხოლოდ ეს ერთი უბრალოდ კედელი გვაშორებდა ერთმანეთს... როგორ მინდოდა შემოსულიყო და ეთქვა რომ არ მიმატოვებდა.. მაგრამ ვიცოდი რომ მისი სიამაყე იმდენად ძლიერი იყო რომ არასოდეს მეტყოდა ამას მე უნდა მომეკრიბა ძალა, მე უნდა გადამედგა პირველი ნაბიჯი ახლა მისკენ... მეშინოდა რომ ვერ გავამართლებდი მის წარმოდგენებს ჩემზე, ან ის არ იქნებოდა ისეთი როგორც მე მინდოდა.. ყველაფერი ეს უკან მხევდა, მაშინებდა, მაფორიაქებდა.. ფეხზე წამოვდექი და ფანჯარას ათრთოლებული ხელი დავუსვი... როგორ მინდოდა მისი ხელის გულების სითბო მეგრძნო...ვუყურებდი თოვლში მდგომ თემუკას და ვხვდებოდი რომ მან სიმართლე მითხრა ის ჩემი პირველი და უდიდესი სიყვარული იყო მაგრამ არ შემეძლო ამის თქმა ვერ მივცემდი ჩემს თავს იმის უფლებას რომ თემოს ცხოვრება დამენგრია ვიცოდი ჩვენს ურთიერთობას არ დაუშვებდნენ აქ კიდევ მოძველებული ტრადიციებით ცხოვრობდნენ.არ მოგვცემდნენ იმის უფლებას რომ ჩვენი ბედნიერებით გაგვეხარა ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ ცრემლები მოვიწმინდე და გარეთ გავედი. -თემურ გთხოვ შემოდი. -გისმენ რა ხდება? მის სახეზე აუტანელი ტკივილი იკითხებოდა თვალები ჩაწითლებოდა. -მე ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე. -მერეე? -გიშვებ განთავისუფლებ ჩემი სიყვარულისგან და ჩემი მარწუხებისგან,მივდივარ შენი ცხოვრებიდან მინდა ბედნიერი იყო და აღარასდროს გქონდეს ასეთი სევდიანი თვალები ნახვამდის მინდა იცოდე რომ ჩემთვის საუკეთესო მეგობარი ხარ. -კარგი როგორც შენ გინდა მაგრამ იცოდე რომ მე მიყვარხარ და ამას ვერასოდეს ვერსად გაექცევი, თუ შენც გიყვარვარ მხოლოდ ის მითხარი რომ გიყვარვარ და მზად ვარ შენს გამო ყველას და ყველაფერს დავუპირისპირდე ხელი ჩაგჭიდო და აქედან ძალიან შორს წაგიყვანო ჩვენი ბედნიერებისთვის. თემურის სიტყვებმა გამაოგნა არ ველოდი თუ მის სიამაყეს გაადააბიჯებდა და მეტყოდა რომ ჩემს გამო ყველას დაუპირისპირდება მაგრამ ვიცი რომ ოჯახისგან შორს ბედნიერი არ იქნებოდა არასდროს. -მე მივიღე გადაწყვეტილება ვბრუნდები თბილისში ჩემს ოჯახში და განთავისუფლებ ჩემი სიყვარულისგან.ნახვამდის. -სახლში მარტო ვერ წახვალ ასე გვიან უკვე შუა ღამეა აქ დაიძინე. -შენ წახვალ? -არა აქ ვიქნები ოღონდ ისე რომ ვერ შემამჩნევ. -დაბადების დღეს გილოცავ თემურ. -მადლობა მარიამ. დილით ადრიანად დავბრუნდი სახლში პატარა ჩემოდანი გამოვიღე კარადიდან და ნივთები ჩავალაგე,შემდეგ წერილი დავწერე და თემოსთვის ვაპირებდი დატოვებას მისი ნახვა არ მინდოდა ვიცოდი თუ ვნახავდი ვერ წავიდოდი ვერ გავბედავდი წასვლას, გადავწყვიტე საჩუქარი გიოსთვის მიმეცა ვიცოდი ის აუცილებლად მიცემდა თემოს საჩუქარს. -გიოოო,გიოოო. -გისმენ მარიამ. -გიო მე თბილისში ვბრუნდები,გთხოვ ეს თემურს მიეცი კარგი? -იქნებ შენ თვითონ მიგეცა. -არა არ მინდა მისი ნახვა და დამშვიდობება ვერ გავუძლებ. -კარგი მივცემ. მარიამ მე წაგიყვან ბათუმამდე გთხოვ. -კარგი..... მაინც არ მქონდა იმის თავი რომ მარშუტკით მემგზავრა. ბათუმში ისე ჩავედი გიოსთვის ხმა არ გამიცია გაბრუებული ვიჯექი ფანჯრის მინას მივადე თავი და გზას გავყურებდი რომელიც საოცრად გაიწელა.გიორგიმ თბილისის მატარებელში ჩამსვა და მანამ დამელოდა სანამ არ წავედი თბილისში,გიოს სიჩუმე იმაზე მიუთითებდა რომ მან ყველაფერი იცოდა და ისიც მიხვდა თემომ მითხრა რომ ვუყვარვარ.თბილისში ჩასვლისთანავე გეზი ნინოს სახლისკენ ავიღე.უკვე ღამის ორინსაათი იყო ზარი დიდხანს ვრეკე.... ბოლოს პიჟამოებით გამოვიდა ნინიკო და კარი გამიღო.... თვალები მოიფშვნიტა. -ნამდვილად შენ ხარ მარიამ? -კი ნინიკო მე ვარ. -შემოდი მარიამ რა სახე გაქვს კიდევ მოხდა რამე? მოდი დაჯექი ყავას მოგიდუღებ და მომიყევი. ნინიკომ ყავა მოადუღა და მდივანზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -რა გჭირს მარიამ რა დღეში ხარ? -მტკივა ნინი ძალიან მტკივა გუშინ კიდევ ერთხელ მომიკვდა გული ნინო კიდევ ერთხელ მოვკვდი მწარე რეალობასთან მომიწია დაჯახება თან სახით შევენარცხე ნინიკო ალბათ მალე გული გამისკდება. -მარიამ აღარ მეტყვი რა მოხდა? -ნინოკო შენ ხომ იცი რომ კომპლექსი მაქვს და არავისთვის მითქვამს რომ მიყვარს მხოლოდ ნიკას ვითხარი ისიც სიკვდილის წინ ეგეც არ ვიცი როგორ შევძელი,ამ კომპლექსის გამო თითქმის ყველა მეგობარი დავკარგე შენთვისაც კი არ მითქმია არასდროს რომ მიყვარდი მაგრამ შენ ყოველთვის ასეთს მიღებდი და გესმოდა ჩემი. დღეს კი ამ კომპლექსისა და მისი დიდი სიყვარულის გამო ჩემი პირველი და ყველაზე დიდი სიყვარული დავკარგე..... -ვინ მარიამ ვინ დაკარგე? -თემო. -თემო ეგ ის ბიჭია? -ხო ის ბიჭია ჩემი ბავშვობის სიყვარული და ახლო მეგობარი. ცრემლებს ვერ ვაჩერებდი თვალები დავხუჭე თავი ნინიკოს კალთაში ჩავდე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ნინო ჯერ მისმენდა მერე კი ჩემთან ერთად ატირდა და გულში ჩამიკრა. .…………....……………… ესეც მეოთხე თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.