შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (8 თავი)


27-12-2015, 17:59
ავტორი murachashvili
ნანახია 3 135

მერვე თავი
აშკარად ატყობდა ფარნა, ხასიათზე რომ ვერ იყვნენ. რემდენიმეჯერ ტატომაც იკითხა: - რამე სერიოზული ხომ არ მიქარეს, ან ხომ არ გაწყენინესო.
თუმცა გოგონები ჯიუტად დუმდნენ. ერთი რამ დანამდვილებით იცოდა თეკლემ, რომ უცნობებს შეურაწყოფას ასე იოლად არაპატიებდა. პირველ დღეს ლექციები არ ჩაუტარდათ. ერთმანეთს გაეცვნენ პედაგოგები და სტუდენტები. გააცნეს სწავლის გრაფიკიც. მთავარი თემა, თათიას სხვა ჯგუფში ყოფნის საკითხი ისევ ღიად დარჩა. თუმცა კურატორმა სწრაფადვე დაამშვიდა გოგონები, ორივე ჯგუფში ერთი და იგივე პედაგოგები უკითხავდნენ ლექციებს, ამიტომ დიდ დანაშაულად არ ჩაუთვლიდნენ თუ გოგონები ერთმანეთის ლექციებს დაესწრებოდნენ. ფაქტიურად თავისუფალი გრაფიკით ისარგებლებდნენ. ამ ეტაპზე ამაზე უკეთეს წინადადებას ვერ შესთავაზებდა. მთავარია თათიას ლექტორები გაეფრთხილებინა და მისი ჯგუფის ჟურნალში გაცდენები არ დაფიქსირებოდა.
შემოთავაზებით კმაყოფილი გოგონები უნივერსიტეტის წინ არსებულ უახლოეს კაფეში შევიდნენ. უნივერსიტეტში მოსვლის პირველივე დღიდან ეს კაფე მთელი კურსის თავშეყრის ადგილად ითვლებოდა. თითქმის ტრადიციადაც კი ექცათ ლექციების შემდეგ აქ შეკრება. ძალიან უყვარდათ მომღიმარი მომსახურე პერსონალი და აქაური უგემრიელესი პიცა, ამჯერადაც იქ შევიდნენ, მათთვის საყვარელ ადგილას მოკალათდნენ და მოთმინებით ელოდნენ მიმტანს, რომელმაც უკვე ზეპირად იცოდა გოგონების მენიუ. კითხვის გარეშე ყველაზე დიდი პიცა, ანალოგიური ზომის ხაჭაპური, წვენი და ყავა სირბილით მიჰქონდა გოგონებთან. დაბარებულებივით ტატო და ფარნაც გამოჩნდნენ:
- გოგოებო, მე მგონი ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე... - თვალებ აციმციმებულმა, აღტაცებულმა გამოაცხადა ტატომ.
- შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი... - სიცილი წასკდა თამარს, - აშკარად დროს არ კარგავ, ვინაა ის ბედნიერი?!
- თქვენგან ხელ მარცხნივ ზის ....
ოთხივემ ერთ დროულად შეაბრუნეს თავი და ღიმილი სახეზე მიეყინათ. გვერდით მაგიდასთან მათ უკან მჯდომი სამეული ვიღაც წაბლისფერ თმიან, ლამაზ გოგონასთან ერთად იჯდა. ბიჭებმა მისალმების ნიშნად ირონიული ღიმილით დაუქნიეს გოგონებს თავი. მათი დაიგნორება რა თქმა უნდა არ გაუჭირდათ.
- მაგათი დაქალის გარდა სხვა ვერავინ ნახე?! - კბილებში ავად გამოსცრა თეკლემ.
- აშკარად გემოვნების პრობლემა აქვს, თორემ მაგ ნადირებთან როგორ დაჯდებოდა... - არ ჩამორჩა თათია.
- თუ მასეა, გაგვიმართლა და ეგაა. ჩვენს ბიჭს უგემოვნო თუ შეხედავს, თორემ ნორმალურს ამასთან რა უნდა?! - აშკარად ერთობოდა ფარნა.
- დაუწყია ბიჭს ხუმრობა. - ნაწყენმა შეხედა მეგობარს ტატომ. - რას ერჩით? ნახეთ რა მაგარი გოგოა...
მიხვდნენ, რომ ტატოს აწყენინეს და სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდნენ.
- ჩვენ რას უნდა ვერჩოდეთ. უბრალოდ ვხუმრობთ.. - თბილად გაუღიმა თეკლემ.
- წინასწარ შეგვეცოდა ჩვენს ხელში, ოთხი წუნკალი მულის გაძლებას ეხუმრები?!- ხმა შეარბილა ლიკამაც.
- თქვენ წუნკლები კი არა, ჩემი სიცოცხლეები ხართ. - კმაყოფილი იკრიჭებოდა ბიჭი.
საოცრად თბილი ვაჟი იყო ტატო. გაცნობის დღიდან შეითვისეს და შეიყვარეს გოგოებმა, სახე სულ უცინოდა, წყენას დიდხანს გულში არ იდებდა. სწრაფადვე განუყრელი ხუთეულად იქცნენ. „ტატო და მისი გოგოები“ - კურსზე ასე დაარქვეს.
შედარებით გვიან შეუერთდათ ფარნაც. მაღალი, კარგად ნავარჯიშევი ბიჭი გოგოების მიჩვეული იყო ყურადღების ცენტრში ყოფნას, ყოველი მეორე სიტყვის შემდეგ ჟარგონს იყენებდა, თუმცა ამის გამო არავინ საყვედურობდა. რა ექნა? ძალით კი არ სურდა. ჩვევა ჰქონდა ასეთი. ტატომ გააცნო ოთხეული. გაუკვირდა, ეხამუშა ქალებისგან სათანადო მოწონება რომ ვერ იგრძნო.
იმის მაგივრად, რომ ბიჭს გაპრანჭვოდნენ ხოცავდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით თეკლე კაპასობდა. გოგონა ვერ იტანდა მეტყველებისას ჟარგონის გამოყენებას, ფარნას ამ თვისების გამო პატარა ბავშვებივით წაეკიდებოდა ხოლმე, ყოველ მეორე სიტყვაზე წინადადებას უსწორებდა. იმდენად დააკომპლექსა ბიჭი, რომ რაღაც პერიოდი გოგონებთან საუბარს ერიდებოდა, თითქმის სულ ჩუმად იყო. როდემდე იქნებოდა ასე?! საბოლოოდ იძულებული გახდა, სიტყვები ეკონტროლებინა და როგორც იქნა სწორად მეტყველებაც ისწავლა. თუმცა ასე მხოლოდ მათთან საუბრობდა. მოშორდებოდა თუ არა მეგობრებს, ისევ ძველი, ჟარგონზე მოსაუბრე ფარნა ხდებოდა.
იმდენად შეიყვარა ეს ყველასგან განსხვავებული, გადარეული ქალები, რომ მათ გარეშე ვეღარც ჩერდებოდა. ძველ მეგობრებს უკვირდათ რა საერთოს პოულობდა ამ ერთი შეხედვით კუდაბზიკა, გადაპრანჭულ გოგონებთან, ხშირად დაუსვამთ ეს კითხვა, ვაჟი კი სიამაყით აღნიშნავდა:
- ჩემი დები არიან. ერთად ერთი მაგათთან ვარ თავისუფლად, არც ერთი არ მეპრანჭება და არც კისერზე მეკიდებაო...
იმ საღამოსაც ჩვეულებისამებრ ბევრი იცინეს, იხუმრეს და საღამოს დაიშალნენ.

უკვე დასაძინებლად ემზადებოდა თათია აკა რომ ესტუმრა.
- აბა, როგორი იყო პირველი დღე? - მოკითხვის შემდეგ ჰკითხა ბიჭმა.
- იყო რა, როგორც ყოველთვის.
- როგორ არის შენი ჩანახატების მწერალი დაქალი?! - თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
- კარგად. - ეცადა არ გასცინებოდა. -დღეს ცოტა გამიბრაზეს, ანუ გაგვაბრაზეს, თუმცა შემდეგ მოგვარდა.
- ვერ გავიგე? - სახე შეეცვალა აკას - რას ჰქვია გააბრაზეს?
მიხვდა თათია ზედმეტი რომ წამოსცდა, მაგრამ უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა, შეძლებისდაგვარად მსუბუქად მოჰყვა იმ დღევანდელ ინციდენტს.
- ვიღაც ბიჭებმა ჯერ თმები დააწიწკნეს და შემდეგ „ცუდი“ რეპლიკები გვითხრეს ...
- რას ჰქვია თმები დააწიწკნეს? პირველ კლასში არიან? - სახე შეეშალა ვაჟს. - ვინ არიან ეგ ბიჭები?
- რა ვიცი, ახალი ჯგუფელები ... - ნამდვილად არ ელოდა თათია მის ასეთ რეაქციას, ხმა გაებზარა გოგოს.
- ესე იგი ხვალ რომ მოვიდე, იქ ეგდებიან? - გრგვინავდა აკა.
- შენ იქ რა გინდა?! ხომ არ გაგიჟდი..
- იქ ეგდებიან მეთქი?
- ბიჭებმა უკვე გაარკვიეს ყველაფერი...
- ვინ ბიჭებმა? რამის თავი რომ ჰქონოდათ გარკვევას კი არ დაიწყებდნენ, გვერდებს დაუნგრევდნენ, მე მაგათი.... - გაახსენდა გოგონა იქ რომ იყო და წინადადება აღარ დაასრულა.
- აკა, გთხოვ... შენ რომ ამოხვიდე თეკლე არ მაპატიებს, სასტიკად გამაფრთხილა, დღევანდელი ამბავი ჩვენით უნდა მოგვეგვარებინა. მისი ძმისთვისაც კი არ უნდა გვეთქვა. - ლამის ატირდა გოგო.
- მის ძმას ნუ ეტყვით მერე, ვინ გიშლით?! - ირონიულად იკითხა აკამ - მომისმინე თათია, დღეს თეკლეა, ხვალ კი შენ აღმოჩნდები მის ადგილზე. დღეს თმას გაწიწკნიან და თუ დროზე არ მოვსვავთ ადგილზე, ხვალ სხვა რამესაც დაგიპირებენ...
- ვერ დააპირებენ, ტატომ და ფარნამ გარკვიეს...
- მით უკეთესი, ესე იგი სანერვიულოც არაფერია. ამოვალ და ჩემით დავრწმუნდები, რომ ყველაფერი მოგვარებული აქვთ...

მიხვდა თათია, რომ ვაჟთან კამათს აზრი არ ჰქონდა. ისევ სხვა თემაზე სცადა საუბრის გადატანა:
- შენთან რა ხდება? რა არის ახალი?
- არც არაფერი, დღეს ვიყავი ლექციებზე. - აქაკმდე არ გვითქვამს, აკა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახლდათ - დალაგდენიან ალბათ ამ კვირაში. მუშაობა უნდა დავიწყო, თუ საჭირო გახდება დაუსწრებელზე გადავიტან საბუთებს....
- ინფორმატიკული დაუსწრებელზე? არ გაგიჭირდება? - შეწუხდა გოგონა.
- ალბათ გამიჭირდება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ოჯახს შენახვა უნდა... ქეთას სწავლის თანხაც გადასახდელია, ფული მჭირდება.
- იქნებ ნახევარ განაკვეთზე გემუშავა? როგერმე შეგეთავსებინა სამსახური და სასწავლებელი?
- არ ვიცი, ვნახოთ რა გამომივა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ძალიან გამიჭირდება გადავიტან დაუსწრებელზე და ეგ იქნება. ყველაზე ნაკლებად ეხლა სწავლა მადარდებს. მთავარია სამსახური ვიშოვო...
- მომესმა? რას ჰქვია ნაკლებად მადარდებსო? არ გაპატიებ იცოდე. სწავლა რომ მიატოვო ჩათვალე ჩემი ხელით მოგკლავ. შენი ცხოვრება, კარიერა მაგ პროფესიაზეა დამოკიდებული...
- კარგი, კარგი, ნუ ღელავ... - სიცილი ვერ შეიკავა ქალის გაწიწმატებულ სახის დანახვაზე. - სწავლას როგორ მივატოვებ, ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვარ კაცი. - თვალი ჩაუკრა მეგობარს. - უბრალოდ სიტყვის მასალად ვთქვი.
გვიან წავიდა აკა. მთელი ღამე ვერ მოისვენა თათიამ, უკვე მერამდენედ უწევდა ნერვიულობა მისი გრძელი ენის გამო. ვერ იქნა და ვერ ისწავლა ენაზე კბილის დაჭერა.

დილით აფორიაქებული და განერვიულებული წავიდა უნივერსიტეტში. მეორე კორპუსის კიბეებზევე შენიშნა ბიჭები. ჯერჯერობით თეკლე არ ჩანდა. შვებით ამოისუნთქა. ტატოს და ფარნას ანიშნა, თქვენთან საქმე მაქვსო.
- რა გჭირს? ფერი არ გადევს სახეზე. - შეშფოთნენ ბიჭი.
- უნდა დამეხმაროთ. - ხმის კანკალით მოუყვა აკასთან საუბრის შესახებ. სერიოზული სახით უსმენდნენ ბიჭები. ეტყობოდათ, რომ არ ესიამოვნათ გოგოებისგან სიმართლის დამალვა, არც აკასგან ზედმეტი ინიციატივის გამოჩენა ხიბლავდათ, მაგრამ თათია შეეცოდათ და საკუთარი პოზიცია ბოლომდე აღარ დააფიქსირეს, თუმცა ტატომ მსუბუქად მაინც უსაყვედურა.
- ჩვენთვის სიმართლე უნდა გეთქვათ. მესმის რომ მართლები ხართ, მაგრამ უცხო ადამიანის ჯგუფის პრობლემებში ჩარევას არ მოგიწონებენ. ხომ იცი ჩვენების აზრი? აუცილებლად გაგამტყუნებენ და მთელი კურსი დაგიპირისპირდებათ...
- კარგი, ნუ გევსება თვალები ცრემლებით... - მხარი მეგობრულად გაჰკრა ფარმან. - ასათიანს გავაფრთხილებთ, ავუხსნით სიტუაციას, დავითანხმებთ იმ ვაჟბატონებს ზურგი არ გაუმაგრონ... იმ სამეულს კი აკა და ჩვენც ვეყოფით... - მუქარამ გაიჟღერა ვაჟის ხმაში.
ვინ იყო გიორგი ასათიანი? მათივე ჯგუფელი, საკმაოდ თავზე ხელაღებული ტიპი. პირველი კურსიდანვე ცდილობდა საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. მშობლები საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურებში. ოჯახი მაქსიმალურად ცდილობდა შვილისთვის სწორი მიმართულება მიეცა. ალბათ, უნივერსიტეტში საერთაშორისო იურიდიულზე ვაჟის მოწყობაც ამ მიზნებს ემსახურებოდა. თუმცა ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ შვილი მათ პოზიციებს არ იზიარებდა. უფროსების სახელსა და გავლენას საკმაოდ მოხერხებულად იყენებდა ლექტორების დასაშანტაჟებლად. ვერ დაუკარგავდი, ფიზიკური თვისებებით და ლიდერობისკენ მუდმივი სწრაფვით ნამდვილად მოახერხა არა მხოლოდ კურსელებისთვის არამედ უნივერსიტეტში სტუდენტებს შორისაც მოეპოვებინა გავლენა.
ფაქტი იყო, რომ დღემდე ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად ასათიანთან გარბოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებს გიორგისთან ნორმალური ურთიერთობა ჰქოდათ, გოგონები მაიც არ აღიარებდნენ მის ლიდერობას. აშკარად არ ეპიტნავებოდათ ასათიანი მისი „შაიკით“. მაქსიმალურად ერიდებოდნენ მასთან ურთიერთობას. დღემდე ამის ინიციატივა არც გიორგის გამოუჩენია. არ ესიამოვნა თათია მისი ხსენება. ძნელი იყო არ შეემჩნია ასათიანს გოგონების აგდებული დამოკიდებულება. შესაბამისად თათია დარწმუნებული იყო, რომ მათი დამცირების შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. სხვა რა გზა ჰქონდათ?
- არ გვინდოდა სიტუაციის დაძაბვა. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ რამე რომ დაგიშავდეთ... - ხმა ჩაწყვეტილმა უთხრა ბიჭებს.
ოდნავ დაგვიანებით თეკლეც მოვიდა ლექციებზე. აშკარად ამჩნევდა მეგობრების დაძაბულ, მოლოდინით სავსე მზერას. თათიას წარა-მარა ცრემლებით ევსებოდა თვალები. არც ბიჭების ასათიანთან სერიოზული სახეებით საუბარი გამორჩენია მხედველობიდან.
- რამე გამოვტოვე? რა ხდება? - იკითხა მან, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
ბოლო ლექციის დაწყებას ელოდებოდა ჰოლში, როცა დაინახა ოდნავ ბეჭებში მოხრილი აკა სწრაფი ნაბიჯით როგორ შემოვიდა შენობაში. გაუკვირდა მისი იქ დანახვა, თუმცა უფრო მეტად გაოცდა, როცა ბიჭმა ზედაც კი არ შეხედა გოგოებს, პირდაპირ მეორე სართულის კიბეებისკენ აიღო გეზი.
ტატომ და ფარნამ დაინახეს თუ არა შენობაში შესული, ერთი კი გამოსძახეს გოგოებს: - მაღლა ამოსულები არ დაგინახოთო და ფეხდაფეხ მიჰყვნენ.
ძნელი მისახვედრი არ იყო რაც ხდებოდა, იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი, გაფითრდა: - არაფრის თქმა არ გსურს?! - ცივად ჰკითხა დაქალს.
- ჩემი ბრალი არაა, შემთხვევით წამომცდა.... - ცრემლები ვეღარ შეიკავა თათიამ.
- ჯანდაბა თათია, ხომ გთხოვე, ხომ გაგაფრთხილე? - ემოციებს ვერ თოკავდა თეკლე. - რათ გინდოდა ბიჭების გარევა... ჩვენით ვერ მოვაგვარებდით?

აშკარად არ ელოდა აკა ამდენი ხალხი თუ დახვდებოდა. გვერდი გვერდ მომავალ ბიჭებს გახედა...
- ტატო....
- ფარნა.... - უცებ გაეცვნენ და გვერდით ამოუდგნენ. თავი ოდნავ დაუქნია მისალმების ნიშნად.
ცენტრში იდგნენ სამნი, ხედავდნენ, როგორ ნელ-ნელა ჯგუფდებოდნენ მათ გარშემო ბიჭები, წრეს არტყამდნენ, თუმცა ზედმეტი აგრესიის გამოხატვას ერიდებოდნენ. ამაყად იდგა სამეული და ელოდნენ. ჯგუფს ნელი ნაბიჯით გამოეყო ასათიანი, რომელსაც უკან მოჰყვებოდნენ გუშინდელი სიტუაციის ავტორებიც.
ბრბო არ ერეოდა, უმეტესობა ალბათ სეირის საყურებლად უფრო იყო შეკრებილნი. თუმცა დაპირისპირებისას აშკარად ასათიანს გაუმაგრებდნენ მხარს.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მოკლედ ყოველ ახალ ისტორიაში და ახალ თავში ვხედავ როგორ იზრდები ნელ-ნელა როგორც მწერალი... საოცარი ფანტაზია გაქვს და ამ თავში ამას კარგად ვხედავ... მოვლენები მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მიგყავს და მკითხველს მრავალმხრივ განვითარებულ მოვლენებს აწვდი მიხარია ეს ისტორია მხოლოდ ერთ მხრივ განვითარებულ სიყვარულზე რომ არ არის და პერსონაჟებიც ასე მრავლად რომ გყავს აშკარად განვითარდი და დიდი ნახტომი გააკეთე როგორც მწერალმა... არც ამჯერად მომშორებია წიგნის კითხვის კომფორტი და ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამისთვის... შენთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს აკას ცხოვრებაც გამოაჩინე ძალიან ზედაპირულად გვაწვდი აკას სწავლის პროფესიის და მიღწევების შესახებ და კიდევ ერთი თავები არ მყოფნის სულ მინდა ვიკითხო და ვიკითხო რას წერ ასეთს ან როგორ წერ... საოცრება ხარ...

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
მოკლედ ყოველ ახალ ისტორიაში და ახალ თავში ვხედავ როგორ იზრდები ნელ-ნელა როგორც მწერალი... საოცარი ფანტაზია გაქვს და ამ თავში ამას კარგად ვხედავ... მოვლენები მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მიგყავს და მკითხველს მრავალმხრივ განვითარებულ მოვლენებს აწვდი მიხარია ეს ისტორია მხოლოდ ერთ მხრივ განვითარებულ სიყვარულზე რომ არ არის და პერსონაჟებიც ასე მრავლად რომ გყავს აშკარად განვითარდი და დიდი ნახტომი გააკეთე როგორც მწერალმა... არც ამჯერად მომშორებია წიგნის კითხვის კომფორტი და ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამისთვის... შენთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს აკას ცხოვრებაც გამოაჩინე ძალიან ზედაპირულად გვაწვდი აკას სწავლის პროფესიის და მიღწევების შესახებ და კიდევ ერთი თავები არ მყოფნის სულ მინდა ვიკითხო და ვიკითხო რას წერ ასეთს ან როგორ წერ... საოცრება ხარ...


ნამდვილად ახერხებთ ჩემს გაწუთლებას love არ მეგონა ეს ისტორია ასეთ ინტერესს თუ გამოიწვევდა, wink ვერც კი ავღწერ ისე მსიამოვნებს თქვენი სიტყვები... დიდი მადლობა...

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

murachashvili
უცნობი ქ
მოკლედ ყოველ ახალ ისტორიაში და ახალ თავში ვხედავ როგორ იზრდები ნელ-ნელა როგორც მწერალი... საოცარი ფანტაზია გაქვს და ამ თავში ამას კარგად ვხედავ... მოვლენები მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მიგყავს და მკითხველს მრავალმხრივ განვითარებულ მოვლენებს აწვდი მიხარია ეს ისტორია მხოლოდ ერთ მხრივ განვითარებულ სიყვარულზე რომ არ არის და პერსონაჟებიც ასე მრავლად რომ გყავს აშკარად განვითარდი და დიდი ნახტომი გააკეთე როგორც მწერალმა... არც ამჯერად მომშორებია წიგნის კითხვის კომფორტი და ძალიან ძალიან დიდი მადლობა ამისთვის... შენთან მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს აკას ცხოვრებაც გამოაჩინე ძალიან ზედაპირულად გვაწვდი აკას სწავლის პროფესიის და მიღწევების შესახებ და კიდევ ერთი თავები არ მყოფნის სულ მინდა ვიკითხო და ვიკითხო რას წერ ასეთს ან როგორ წერ... საოცრება ხარ...


ნამდვილად ახერხებთ ჩემს გაწუთლებას love არ მეგონა ეს ისტორია ასეთ ინტერესს თუ გამოიწვევდა, wink ვერც კი ავღწერ ისე მსიამოვნებს თქვენი სიტყვები... დიდი მადლობა...

რას ამბობ მართლა ძალიან მსიამოვნებს შენი ისტორიების კითხვა და მადლობა პირიქით მე უნდა გადაგიხადო ასე რომ გვანებივრებ სასიამოვნო ისტორიებით...

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

შეუდარებელი ხარ ჩემო კარგო , იხარია რომ შენს ისტორიებს უფრო ემატება მკითხველები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent