შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (7 თავი)


26-12-2015, 13:17
ავტორი murachashvili
ნანახია 3 125

მეშვიდე თავი
საკუთარ ოთახში გაუხდელად იწვა თეკლე და იმ დღევანდელ მოვლენებს აანალიზებდა. მიუხედავად იმისა, რომ დრო ასე მხიარულად გაატარა, გულს შიში უღრღნიდა. დღევანდელ აკას არაფერი ჰქონდა საერთო იმ უჟმურსა და თავხედ ვაჟთან. მის წინ აშკარად ორი ერთმანეთის საპირისპირო სახის პიროვნება იდგა. რომელი იყო ნამდვილი? ეჭვი არ ასვენებდა გოგონას.
რამდენიმეჯერ სცადა გზაში ამ თემაზე საუბრის წამოწყება, მაგრამ ვერ მოახერხა. ვაჟი მოხერხებულად ირიდებდა პასუხს. თუმცა დამშვიდობებისას ვერ მოითმინა და მაინც უთხრა:
- ალბათ, უნდა იცოდე - აშკარად უჭირდა საუბარი - უფრო სწორედ მინდა რომ იცოდე, ჯიბგირი არ ვარ...
- გასაგებია, მაგრამ ვერ მივხვდი, გუშინდელი ქცევის მიზეზი რა იყო?! - ცნობისმოყვარედ, ინტერესით იკითხა ქალმა.
თვალი აარიდა, თავი დახარა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მზერით გააშიშვლა გოგონამ. მისი შინაგანი სამყარო დაინახა.
- ეს უნდა გცოდნოდა. მეტს ვერაფერს გეტყვი... - ყრუდ ჩაილაპარაკა აკამ.
- მადლობ, რომ მითხარი... გამიხარდა. - იმდენად გულწრფელად ჟღერდა მისი ხმა, რომ ბიჭმა ღიმილი ვერ შეიკავა.
-მადლობ, რომ მომისმინე... კარგია რომ გნახე..
გრძნობდა, რომ ამ მხიარულ გოგოსთან თითოეული გატარებული წუთი უჩვეულოდ სიამოვნებდა, თითქოს მშვიდდებოდა, უმზერდა მის მწვანე თვალებს და ცხოვრება ბევრად მარტივად ეჩვენებოდა. უცნაური, გაურკვეველი გრძნობა გაუჩნდა, იმედი. პანიკურად შეშინდა. კიდევ ერთი წუთი და ნამდვილად ირწმუნებდა, რომ ბედნიერება არსებობდა - აბა შენ იცი... - სწრაფად მიაძახა და გამოიქცა.
ზუსტად მიხვდა, რომ სულ ცოტაც და წასვლას ვეღარ შეძლებდა. მისი მწვანე თვალების ტყვე გახდებოდა.
- შეუძლებელია. სრულიად უცნობი ადამიანის მიმართ ასეთი გრძნობა ვერ გამიჩნდება. მომეწონა? ალბათ... მაგრამ, მე ხომ ვიკა მიყვარს, ჩემი ვიკა... - ჯიუტად უმეორებდა საკუთარ თავს. ფიქრებში ცდილობდა ყოფილი კლასელის თვალები აღედგინა, თითქოს ირონიული, შავი თვალებით უზერდა ქალი. თუმცა მაინც იგრძნო ნელ-ნელა როგორ დაუთბა მზერა, თვალებმაც ფერი იცვალეს და კუპრივით შავი ჯერ ჭაობისფერ, საბოლოოდ კი ხასხასა მწვანე ფერში გადაიზარდა.
უნებურად გაეცინა, მიხვდა, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, გოგონამ მის გულში მართალია პატარა, მაგრამ გარკვეული ადგილი მაინც დაიკავა.

არანაკლებ დაბნეული იყო თეკლეც. რატომღაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვაჟს მისი დახმარება სჭირდებოდა. ზუსტად ვერ მიხვდა ამ გრძნობისთვის რა უნდა ეწოდებინა. ბავშვობიდან შეჩვეულია ბიჭებთან მეგობრობას, მათი პრობლემების მოგვარებას. გოგასა და მის მეგობრებზე ზრუნვა სისხლში ჰქონდა გამჯდარი. აკასთანაც იგივე განცდა დაეუფლა.
ზუსტად იცოდა კითხვებზე პასუხს ვისგან გაიგებდა. მობილურს დასწვდა და თათიას დაურეკა.
- აბა, როგორ იმგზავრე ჩემო გიჟო?! - სწრაფადვე გაიგონა მეგობრის ხალისიანი, წკრიალა ხმა.
- მშვენივრად. სახლამდე მომაცილა შენმა ძმაკაცმა. - არანაკლებ მხიარულად უპასუხა თეკლემ.
- რაო, ისევ ხომ არ იჯღანებოდა ჩემი უჟმური?! - აშკარად ანცობის ხასიათზე იყო გოგონა.
- არა, სიცილ-სიცილით სახლამდე ისე მოვედით ვერც კი გავიგე.
- თავიდან ისე უღრენდით ერთმანეთს ცოტა არ იყოს შევშინდი.
- ჰქონდა ალბათ ღრენის მიზეზი... - შეაპარა მეგობარს.
- იმისთანა ამბავი მითხრა, მე მის ადგილზე ალბათ ქვების სროლას დავიწყებდი... მისი მშობლები დაშორებულან გუშინ, მამა დედამისის დაქალთან წავიდა... - უცებ წამოაყრანტალა თათიამ.
- აი თურმე რა ყოფილა! - ხმა გაებზარა თეკლეს, როცა წინა დღეს ვაჟის თვალებში შემჩნეული ბოღმა გაახსენდა.
- გრძნობების გამოხატვა დიდად არ ეხერხება. ალბათ კარგა ხანს ვერც გადახარშავს. მაგრამ ვიცი ძლიერია.... - საუბარს აგრძელებდა თათია.
თუმცა თეკლე აღარ უსმენდა. საკუთარი თავის წარმოდგენა სცადა ანალოგიურ სიტუაციაში და ტანში გააცია. თავი უარყოფის ნიშნად გაიქნია, თითქოს აბეზარი ფიქრები მოიშორა.
- კარგი, თათულიკა, წავედი მე, მეძინება... ხვალ შეგეხმიანები...
- აბა შენ იცი... - კოცნა გამოუგზავნა მეგობარმა ტელეფონში.

თხუთმეტ სექტემბერს სწავლა ეწყებოდათ. პირველი შთაბეჭდილებები, პირველი დღე, თუმცა რაღა პირველი, უკვე მესამე კურსზე არიან. მიუხედავად ამისა მაინც გენერალურად ემზადებოდნენ გოგონები. უცნაური ჩვევა ჰქონდათ, მთელი წელი შეეძლოთ ერთი ჯინსითა და ქურთუკით ევლოთ, მაგრამ უნივერსიტეტში მისვლის პირველ დღეს უსიკვდილოდ უნდა ებრწყინათ. ტრადიციას რა თქმა უნდა არც ამჯერად უღალატეს. თათია უკვე მასთან იყო. გოგონებს იმდენად უნდოდათ უნივერსიტეტში ყველასთვის თვალშისაცემი მისვლა გამოსვლოდათ, რომ მირიანის შეთავაზებას სიხარულით დათანხმდნენ და მუქი ბორდოსფერი, X6 მოდელის ახალთ-ახალი ჯიპიც „ითხოვეს“ მძღოლიანად, სიტყვა „თხოვებაზე“ ბევრი იცინა მამაკაცმა.
- როგორ ფიქრობ, დაბადების დღეზე მისი საოცნებო მინი-კუპერის კაბრიოლეტი რომ ვუყიდო, მანქანით სიარულზე ისევ იტყვის უარს? - ისე ჰკითხა გოგას, რომ ქალიშვილს არ გაეგო.
- ეგ მოდელი იმდენად უნდა, ალბათ საცხოვრებლადაც კი იქ გადავა... - დის კმაყოფილი სახის წარმოდგენაზე ღიმილი ვერ ვერ შეიკავა ვაჟმა.
- გავიდეთ მაშინ ცენტრში და შევარჩიოთ.. ოღონდ სიტყვა არ დაგცდეს იცოდე, ოქტომბრის ბოლომდე არც ისე დიდი დროა.

ავტომობილითვე გაუარეს თამარსა და ლიკას. გოგონები ეზოში ელოდებოდნენ და კმაყოფილი სახეებით მოთავსდნენ ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომ თათიასთან, რომელიც ენას არ აჩერებდა. მიუხედავად მეგობრის საუბრისა თეკლემ მალევე შენიშნა, რომ უკან მჯდომი წყვილი უხერხულად დუმდა.
- მოხდა რამე? - ეჭვით გახედა ლიკას. გოგონას თვალები ცრემლებით აევსო და თავი დახარა.
- ხომ იცით, გუშინ უნივერსიტეტში ვიყავი გასული და ჩვენმა კურატორმა ისეთი ამბავი მითხრა, კინაღამ მოვკვდი... - ამოისლუკუნა გოგომ.
- რაო ამისთანა? - როგორც იქნა მიაქცია ყურადღება თათიამაც.
- დიდი ცვლილებები ყოფილა, ჩვენს ფაკულტეტს „საერთაშორისო ურთიერთობები“ უწოდეს და საერთაშორისო იურიდიულისა და ეკონომიურის ხალხიც შეგვაერთეს.
- ეგ როგორ? - გაოცება ვერ დამალა თათიამ - და ამაში რა არის სატირალი?
- ჯგუფები ერთმანეთში აურევიატ. ხელახლა გადაუნაწილებიათ. ჩვენ სამნი კი მოვხვდით ერთად, მაგრამ შენ აღარ ხარ ჩვენთან.... - ნაღვლიანი თვალებით შეხედა თათიას თამარმა.
- შეუძლებელია... - ხმა ჩაუწყდა გოგოს.
- ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, გუშინ რომ შევედი შენობაში შოკი მქონდა. იმდენი უცხო სახე ირეოდა.
- სად იურიდიული და სად ეკონომიური... - ყურებს არ უჯერებდა თეკლე.
- არ მინდა სხვა ჯგუფში, მეც თქვენთან მინდა... - პატარა, ჭირვეული ბავშვივით ატირდა თათია.
- რა გატირებს, არ გრცხვენია? ერთ ჯგუფში თუ არა, ერთ კურსზე ხომ ვიქნებით. მივიდეთ დღეს და ვნახოთ რა სიტუაციაა, ერთი ადამიანისთვის ადგილის გაცვლას ვერ მოვახერხებთ?
-რა ვიცი, კურატორმა თქვა რამდენიმე თვე უნდა მაცადოთ და იქნებ პირველი სემესტრის დასრულებამდე რამე მოგიხერხოთო... - ამოისლუკუნა მაიკომ.
- განგებ გააკეთებდა ასე, ხომ ვიცი მაგისი ბოღმა ხასიათი. სპეციალურად დაგვშალა.
- აბა, რა... შენი ჯიბრით ორი ფაკულტეტი გააერთიანა... - სიცილი ვერ შეიკავა თეკლემ. - ნუ იცი პანიკებში ვარდნა, რაღაცას მოვიფიქრებთ....
- გოგოებო, მე დაუსწრებელზე ვსწავლობდი და თავისუფალ მსმენლად დასწრებულის ლექციებს დამატებით ვესწრებოდი. - საუბარში ჩაერია ასე ორმოც წლამდე მძღოლი. - იქნებ თქვენც იგივე შეძლოთ და ერთმანეთის ლექციებზე შეხვიდეთ ხოლმე..
- ეჰ, ეგ ვარიანტი ალბათ არ გამოგვივა. -ამოიოხრა თეკლემ - ჩვენ ხომ დაუსწრებელზე არ ვართ. ლექციებიც ერთმანეთს დაგვემთხვევა....
- თუ საჭირო იქნება, მუხლებზეც კი დავუდგები იმ დებილს, ოღონდ თქვენთან გადმომიყვანოს.
- ისე ამ მოკლე კაბაში მაგარი სანახავი იქნები მუხლებზე მდგომი... - სიცილი ვერ შეიკავეს გოგოებმა.
ეზოში შესვლისთანავე მიიპყრეს გარშემო მყოფთა ყურადღება. ოთხივენი ისეთი ლამაზები და ერთმანეთისგან განსხვავებულნი იყვნენ. საკუთარი თავის ფასი ნამდვილად იცოდნენ, გამოპრანჭული, კუდაბზიკა გოგონების იმიჯი საბოლოდ მოირგეს. ავომობილიდან ცხვირ აწეულნი, კმაყოფილი სახეებით გადმოლაგდნენ, ეზოში მდგომ ახალგაზრდებს ერთი კი მოავლეს თვალი, მაგრამ ნაცნობი ვერავინ შენიშნეს. ამაყი ნაბიჯით პირდაპირ შესასვლელისკენ აიღეს გეზი. გულში ეცინებოდათ საკუთარ საქციელზე, თუმცა წელიწადის ეს ერთი დღე მათ ეკუთვნოდათ. ხვალიდან ისევ ისეთივე თბილები და საყვარლები გახდებიან.
ძნელია იმის ახსნა რა სიამოვნებას ღებულობდნენ ასეთი ქცევით, თუმცა ფაქტი იყო, ოთხივენი ბედნიერი და კმაყოფილი სახით ჰოლში გამოკრულ ცხრილს მიუახლოვდნენ. როგორც აღმოჩნდა პირველ დღეს საკონფერენციო დარბაზში მთელ კურსს ერთად უტარდებოდა ლექცია. იმდენი ხალხი ირეოდა, დარბაზი აშკარად ვერ დაიტევდა სტუდენტს.
ნელ-ნელა იკვლევდნენ ხალხის ტალღაში გზას. ოდნავ მოშორებით მათი ძველი კურსელებიც შენიშნეს, თბილად ჩაეხუტნენ როხროხით, კომპლიმენტებად დაღვრილ ბიჭებს.
- ბედი თქვენი ყოველ დღე ასე გაპრანჭულები რომ არ დადიხართ, გაგპუტავდნენ გოგოები.... - სათითაოდ მოეხვია თითოეულს ტატო.
- ვეცადოთ როგორმე ერთად დავსხდეთ. ამდენ უცხო სახეში თავი ისევ პირველ კურსსზე მგონია... - იკრიჭებოდა თათია.
- ფარნა წავიდა სიტუციის დასაზვერად, იმედია გვიშოვის ადგილებს...
წინადადება არც კი ჰქონდა დასრულებული ტატოს, რომ დათვივით მაღალი ვაჟიც გამოჩნდა:
- ჩემი ტკბილები, ჩემი თბილები... - შორიდანვე გაშალა ხელები მოსახვევად.
- იმიჯს ნუ გვიფუჭებ. დღეს წუპაკი ქალები ვართ... - სიცილით ჩაეხუტნენ გოგონებიც.
- მაგას მხოლოდ სულელი თუ დაიჯერებს. - თვალი ჩაუკრა ვაჟმა - ეეე... როგორ მომენატრეთ, რომ იცოდეთ.
- ძალიან შორს ვიყავით და ვერ გვნახე ხომ?- წაკბინა თეკლემ.
- მერე ვისღა ეწუწუნა? - არ ჩამორჩა თათია.
- არ შემარგოთ ერთი სიტყვა.... როგორ უცებ დაიჯერეს? - სიცილით გახედა ტატოს - „დემესიენ ჯიბგირები“...
- ბოროტო... - ვითომ ეწყინათ თამარს და ლიკას - აბა, რა ქენი? ნახე ადილები?
- აქვეა..- ხელით ანიშნა ვაჟმა თავისუფალი რიგისკენ. - დასხედით და მოვალთ ჩვენც...
ნელ-ნელა გაიკვლიეს გზა სასურველი ადგილისკენ, როგორც იქნა მიაღწიეს და კმაყოფილი სახეებით მოკალათდნენ.
- დაკავებულია? - რამდენიმეჯერ იკითხეს ბიჭებისთვის დაკავაბულ ორ თავისუფალ ადგილზე.
გოგონებიც ამდენი კითხვით გაბეზრებულები მოკლედ პასუხობდნენ: - დაკავებულია.
დაინახეს უცერემონიოდ, ხმაურით როგორ შემოლადგნენ აუდიტორიაში რამდენიმე უცხო ბიჭი. ბღვერით მოავლეს თვალი აუდიტორიას და გეზი მაინც და მაინც გოგოების მიმართულებით, თავისუფალ უკანა რიგისკენ აიღეს. ალბათ ყოჩობასა და ლიდერობას მიჩვეულნი, აშკარად ზედმეტად იბრიქებოდნენ, უხეშად მოძრაობდნენ. ყურადღებით, ირონიული მზერით აათვალიერეს ქალები, მოგონილი ხელოვნური თავაზიანობით მიესალმნენ გოგონებს, თუმცა სალამზე პასუხი ვერ მიიღეს. აშკარად არ ესიამოვნათ მათი იგნორი. თათიას გვერდით მჯდომ სანდომიანი სახის ხათუნა განსაკუთრებული პატივით მოიკითხეს და მათ უკან მოთავსდნენ.
- იცნობ? - გაოცებულებმა გახედეს ჯგუფელს.
- კი... - უხერხლად გაწითლდა ხათუნა- ერთ-ერთს მოვწონვარ, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს.
- მაგარი გაგმართლებია... - რეპლიკისგან თავი ვერ შეიკავა თათიამ.

გოგონები ხმადაბლა საუბრობდნენ და იცინოდნენ. უკან მჯდომი ბიჭებიც რაღაცაზე ხარხარებდნენ. უნებურად სმენა დაძაბეს და მათ საუბარს მიაყურადეს.
- მაგარი ნაშები კი ჰყოლიათ. დაინახე ის ქერა...რა ქალია.... - უსიამოვნოდ გასცრა თეკელეს. მიხვდა უცნობი სწორედ მას განიხილავდა.
- არც ის მეორეა ცუდი. მოკლე თმებით. დაინახე როგორ აბრიალებდა თვალებს?
- მართალია ერთი დღისთვის გამოდგებიან....- ცინუკურად დაუმატა მესამემ. სიბრაზისგან ცახცახებდა თათია, იმდენად უნდოდა მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა, მაგრამ თეკლეს ხელის შეხებამ შეაჩერა.
- დააცადე, თქვან სათქმელი ბოლომდე.... დღეს დებოშის ატეხვა არ წაგვადგება, ეგრევე ქაჯების იარლიყს მოგვაკრავენ, ზედმეტად ბევრი ხალხია....
თუმცა აბეზარი ბიჭები მხოლოდ უხამსი რეპლიკებით არ კმაყოფილდებოდნენ. აშკარად იგრძნო როგორ შეეხო რომელიღაცა თმაზე. თავის არიდება სცადა და ოდნავ წინ წამოიწია, თუმცა უშედეგოდ. იგრძნო როგორ დაქაჩეს გაშლილი თმა.
- არ გაბრაზდე, მაგათაც ეგ უნდათ.. არ გაბრაზდე... - საკუთარ თავს უმეორებდა ქალი.
თუმცა უკან მჯდომი უფრო და უფრო გათავხედდა, აშკარად იგრძნო ბინძური ხელებით როგორ შეეხო მის შიშველ მხარებს. არასოდეს ასე ძლიერ არ უნატრია ტატოს და ფარნას გვერდით ყოფნა. თვალებით ბიჭებს გახედა, გოგოებისკენ ზურგით მდგომნი ვიღაცას ესაუბრებოდნენ. უკან მჯდომი კი ხელების გაჩერებას არ აპირებდა. გველნაკბენივით წამოვარდა ადგილიდან, როცა იგრძნო როგორ ჩააცურა აბეზარმა მამაკაცმა მხრებიდან ხელი ბეჭებზე.
- აღარ უნდა დაასრულო? რა ჯანდაბას აკეთებ? ქალი არ გინახავს? - სიბრაზისგან ცახცახებდა, ზიზღით, თვალებით ბურღავდა გოგონა.
- შენისთანა ლამაზი არა... - ქალისთვის ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მამაკაცს.
- თავხედი და უზრდელი ბიჭი ხარ... ასე შენს ოჯახის წევრებს უფათურე ხელი...
- ჩემს ოჯახის წევრს ვერ ვაკადრებ იგივეს, შენ რასაც გიპირებ... - უტიფრად გამოუცხადა მან.
- ფრთხილად პატარა ბიჭო. დაუკვირდი რას მეუბნები, საბედისწერო არ გამოდგეს შენთვის ეგ სიტყვები... - საბოლოოდ აპილპილდა თეკლე.
- ამ ცხოველზე თქვი მოვწონვარო? - გაოცებულმა ჰკითხა თათიამ ხათუნას.
- მადლობა თქვით მისი ჯგუფელები რომ ხართ, თორემ ამ მუქარას არ შეგარჩენდი...
- მაგასაც ვნახავთ, რას არ შემარჩენ... - არ ჩამორჩა გოგონაც.
- რა გჭირთ? - მოკამათეებს წამოადგნენ თავზე ტატო და ფარნა.
- ტატო? - ხელოვნური სიხარულით მოეხვია ერთ-ერთი ვაჟი. მისი გამოჩენა აშკარად არ ესიამოვნათ უკან მჯდომ ბიჭებს. - არ ვიცოდით შენი მეგობრები თუ იყვნენ, ცოტა გავაბრაზეთ გოგონები...
- ეს გოგონები ჩემი დები არიან... - ცივი ხმით უთხრა ვაჟმა და ფეხზე მდგომ თეკლეს ხელი მოჰხვია.
- გასაგებია ... - ყრუდ ჩაილაპარაკა მოძალადემ.
- ძალიანაც კარგი. ასე აპირებთ დგომას? იქნებ დასხდეთ?! - თბილად გაუცინა ფარნამ ორივეს. ხმა აღარ ამოუღია თეკლეს. სიტუაციის უფრო გამწვავებას მოერიდა.
- ამ ცხოველებს საიდან იცნობ? - ჩურჩულით ჰკითხა ტატოს მხარზე დაყრდნობილმა.
- ჩემი უბნელია, სკოლელიც... ყველა სიკეთესთან ერთად ალბათ ჯგუფელიც... ზედმეტებში ხომ არ გადავიდა?!
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გოგომ. არ უნდოდა ვაჟის გაღიზიანება.
- შენ არ იღელვო, ცოტა თავხედი კია, მაგრამ შინაურს და გარეულს არჩევს. ზედმეტს ვერაფერს გაბედავს.
აღარაფერი უთქვამს ქალს, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ მაქსიმალურად ეცდებოდა მათთვის თავი აერიდებინა. არ იფიქროთ რომ შეეშინდა, უბრალოდ ტატოს უფრთხილდებოდა. არ სურდა ვაჟს მის გამო ურთიერთობების რკვევა დასჭირვებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მომწონს ამდენი გმირი რომ შემოვიდა ისტორიაში... როგორც წინა ისტორიაზე გითხარი შენი ისტორიით ისეთ კომფორტს ვგრძნობ როგორც კარგი, გემოვნებიანი წიგნის კითხვის დროს... ასე გააგრძელე და აკაზე ცოტა უფრო მეტი რომ დაწერო გამიხარდება და მაინტერესებს პრობლემებს როგორ უმკლავდება... რაც შეეხება გოგოებს კარგია მოქმედებაში ისინიც რომ შემოიყვანე და ველოდები მოვლენების ჩაღრმავებას... ძალიან მინდა აკამ ბევრს მიაღწიოს და ვიკამ თავისი სიტყვები აკას შესახებ სახეზე შეახმეს რაღაც უსაზღვროდ მინდა ასე მოხდეს... ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

 


№2  offline წევრი lesia

როგორ მსიამოვნებს შენი ისტორიების კითხვა love . ველოდები ხვალინდელ დღეს ახალი თავის გამო . წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent