სიყვარული მარადიულია 8
მძღოლს ფული გადავუხადე და კიბეებზე სწრაფად ასვლა დავიწყე.უკვე მესამე სართულზე ვიყავი ექიმთან ვიზიტი რომ გამახსენდა.თავში ხელი წამოვირტყი და მთელი სისწრაფით ჩავირბინე სამივე სართული.ტაქსი ჯერ კიდევ არ იყო გასული ეზოდან,უცებ გავიქეცი მისკენ ძახილით. - გააჩერეთ!-ბევრი ძახილის შემდეგ გავაჩერე და მანქანაში ქოშინით ჩავჯექი.ძლივს ვსუნთქავდი. - სად მიგიყვანოთ?-მკითხა მოხუცმა მძღოლმა.საავადმყოფოს მისამართი ვუთხარი და 20 წუთში უკვე იქ ვიყავი.კიდევ ერთხელ გადავუხადე მძღოლს მადლობა და ელენე ექიმის კაბინეტისკენ გავიქეცი.კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და ოდნავ შევაღე. - დაიგვიანე,რამდენი ხანია უკვე გელოდები.სადაცაა წავიდოდი.-შენიშნვა მომცა ელენემ,მეც პირვველკლასელი ბავშვი რომ რამეს დააშავებს და თავს ჩახრის ისე მოვიქეცი და ოთახში შევედი. - კარგი,მოდი დაჯექი.-სკამი გამოვწიე და დავჯექი.-კითხვებს დაგისვამ და მიპასუხე.-არც შემოუხედია ისე მითხრა და რაღაც ფურცლებში ჩაიხედა. - გისმენთ. - კიდევ გაწუხებს თავბრუსხვევები?ცხვირიდან სისხლის დენა ისევ გაგიმეორდა? - არა,შედარებით კარგად ვარ.წამლები მშველის მგონი. - რაღაც შეღავათს აკეთებს თუმცა მთლიანად წამლებით ვერ ეშველება.-ტელეფონზე რაღაც ნომერი აკრიფა და მომლოდინედ შემომხედა. - ნუკა შეგიძლია სისხლის ანალიზი გააკეთო ახლა?ოღონდ პასუხები შეეცადე დღესვე იყოს...ვიცი რომ ძალიან გადატვირთული ხარ და ასე შემდეგ,მაგრამ ეცადე რაც შეიძლება მალე იყოს.დიდი მადლობა. - ახლა გადი დერეფანში,მარჯვნივ შეუხვიე და იქ ერთ-ერთ კარებზე ეწერება ნუკა ორაგველიძე.იმ კაბინეტში შედი და აგიღებენ სისხლს.ვნახოთ რამე ცვლილება თუა.-ელენეს დავემშვიდობე და ნუკა ექიმის კაბინეტში შევედი.ერთმანეთს მივესალმეთ.სისხლი ამიღო და მაცნობა რომ თავისუფალი ვიყავი.გაჩერებასთან ავტობუსი დავინახე,სწრაფად გავიქეცი და ავედი.თავისუფალ ადგილას მოვთავსდი და არემარე შევათვალიერე.მერე გავიღიმე და ყურსასმენები გავიკეთე.სიმღერა: Hello-ს ქოვერი ჩავრთე და ,,ფეისბუქზე“ შევედი. ონლაინი ძალიან ბევრი იყო.მათ შორის დემეტრე ყიფშიძე რომ დავინახე გულში გამცრა.ჩატი გავხსენი და ძველი მესიჯები წავიკითხე.თან მეღიმებოდა.ამასობაში ახალი წერილი მოვიდა. - გამარჯობა,როგორ ხარ?-ის სიტყვები გამახსენდა რაც ნიკასთან მითხრა და დავიბენი.ვაღიარებ ვგრძნობდი რაღაცას მის მიმართ მაგრამ იმ დონემდე არ ვიყავი მისული ამ გრძნობისთვის სიყვარული რომ მეწოდებინა. - მშვენივრად ვარ,შენ? - ანერვიულებული. - რატომ?-გულრწფელად გამიკვირდა. - შენ რომ გაიქეცი პასუხი არ გითქმია იმაზე თუ რას გრძნობდი ჩემდამი.-როგორც კი წავიკითხე სუნთქვა შემეკვრა.არ ვიცოდი რა მიმეწერა. - არ ვიცი რა გითხრა.ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი რომ მეგობრულად მიყვარხარ.მაგრამ ვერც იმას გეტყვი რომ როგორც მეწყვილეს ისე გიყურებ.-მივწერე და პასუხის მოლოდინში გავინაბე. - ანუ ნეიტრალში ხარ?-გამეცინა. - ჰო,ეგრე. - ეს პასუხი ნიშნავს ,,დრო მომეცი“-ს? - ჰმ,ჭვიანი ხარ. - კარგი.დრო არ მაქვს,გავდივარ. - კარგი დაკავებულო ბიჭო.-გავიღიმე და ასე დავასრულე ჩატი.ტელეფონი ჩანთაში შევინახე და დაველოდე შემდეგ გაჩერებას.მერე გამახსენდა რომ ბილეთი არ მქონდა და სახეზე ხელი მივირტყი.ჩემდა საუბედუროდ ახლა ამოვიდა ავტობუსში კონტროლიორი და ხმამაღლა დაიწყო ძახილი. - ბილეთები,ბილეთები მაჩვენეთ!-ამაზე ჩემ ეზოში მოხეტიალე ბოშები გამახსენდა. ,,ცოცხი,ცოცხიო“ რომ იძახიან.ისე გავერთე ფიქრებში, ვერ ვიგრძენი კონტროლიორმა როგორ ამიფრიალა თვალწინ ხელი. - ჰეი,ბილეთი მეთქი. -იცით მე...მე...ბილეთი...-თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დავიწყე თითქოს მაშველს ვეძებდი.კონტროლიორი კი თვალს არ მაშორებდა და დაწვრილებული თვალებით მიყურებდა. ამ დროს თითქოს ჩემდა საბედისწეროდ გამოჩნდა მაღალი,ოდნავ კეხიანი ცხვირით,თაფლისფერთვალებიანი მამაკაცი.ერთხელ შემომხედა ირონიულად,თავისი ბილეთი გაუწოდა კონტროლიორს და მალევე გაისმა მისი ბოხი ბარიტნიც. - აი ქალბატონის ბილეთი.-კონტროლიორმა უკმაყოფილო მზერა მტყორცნა და სიტყვის ამოუღებლად დამტოვა ამ უსიმპატიურეს გადამრჩენელთან.ბედის ირონიაა.ჯერ დემეტრემ გადამარჩინა და საავადმყოფოში მიმიყვანა,ახლა კი ეს უცნობი არის ჩემი გადამრჩენელი.რომელიც დემეს მსგავსად სიმპატიურია. - პატარა ქალბატონო არ იცი რომ ბილეთი ესაჭიროება ავტობუსს?-ისევ და ისევ ირონია.ირონია მეფობს ყველგან.ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. - კი,ვიცი. - მერე სად არის?თუ იცოდი რომ გადაგარჩენდი. - ძალიან თუ გაწუხებს მაგ ბილეთის ოთხმოცი თეთრი,-ლაპარაკ-ლაპარაკით ჩანთას ვხსნიდი.ბოლოს საფულე ვიპოვე და ამოვიღე ხუთ ლარიანი კუპიურა.-აი აიღე.არ მჭირდება შენი გაკეთებული არაფერი.-სიტყვა დავასრულე და ხუთლარიანი ფეხებთან დავუგდე.უკანმოუხედავად,ნელი ნაბიჯებით დავტოვე ავტობუსი.მალე ხელზე სიმძიმე ვიგრძენი.მკლავში ჰქონდა იმ ვაჟბატონს ხელი ჩავლებული და მაგრად მიჭერდა. - ძალიან გატუტუცებული გოგო ხარ.უნდა ხვდებოდა ვის რა უნდა გაუბედო. სიკეთეს ასე უხდი ხოლმე ხალხს?ამაზრზენი ხარ.-კბილებში გამოცრა და დაამთავრა სათქმელი.მის სიტყვებზე თვალები ცრემლებით ამევსო თუმცა არ მივეცი უფლება მათ ბნელი სივრციდან გამოსულიყვნენ. - ასეთი სიტყვებით ნუ მომმართავ როცა არ მიცნობ და საერთოდ არ იცი ვინ ვარ.სიკეთეს რაც შეეხება,შენი ირონიის გამო გავაკეთე ის. - ცდები,უკვე კარგად გიცნობ.ერთი გაუზრდელი,გათამამებული გოგო ხარ.-მისი სიტყვები თითქოს არაფერი,მაგრამ ჩემთვის დიდი შეურაწყოფაა.ცრემლებს ვერ მოვერიე და მათაც დაიწყეს დენა სიცივისგან აწითლებულ ღაწვებზე.ხელი მთელი ძალით მოვიქნიე და გავინთავისუფლე მისი ძლიერი ტორისგან.ერთი შევხედე და უკანმოუხედავად გავიქეცი,თუმცა დავინახე როგორ ეცვალა სახე უცნობს და როგორ დაარტყა ფეხი გაჩერებასთან არსებულ სკამს. სახლში მივედი,სიცივისგან მაკანკალებდა.გამათობელთან დავჯექი,პლედი მოვიფარე და ნანას ქოთქოთის სმენა გავაგრძელე. - ამ სიცივეში რომ თხელი ტანსაცმლით წახვალ ღირსი ხარ იყინებოდე და ყურადღებას არ გაქცევდე,მაგრამ რა ვქნა რომ მიყვარხარ და არ შემიძლია შენ ან ნუცას ცუდ მდგომარეობაში მყოფს გიყუროთ.-კიდევ დიდი ხანი ბურტყუნებდა თავისთვის და თან ჩაის მიმზადებდა.მის შემყურე მეცინებოდა და გული სითბოთი მევსებოდა.მალე მომიტანა ყავა,მაგიდაზე დადო,ერთხელ შემომხედა წარბაწეულმა,პლედი მხრებზე გამისწორა და ვითომც არაფერი ისე წავიდა.კისკისი დავიწყე და ნუცაც ავიყოლიე.დიდხანს ვლაპარაკობდით.ის მიყვებოდა მის კლასელებზე,მასწავლებლებზე,იმაზე თუ რამდენი ქონდათ სასწავლი და ასე შემდეგ...მეც ღიმილით ვუსმენდი და ჩემი თინეიჯერობის ასაკი მახსენდებოდა.ლაპარაკში შემოგვიღამდა.ნუცა ოთახში შევიდა და განაცხადა : ,,ბევრი მაქვს სასწავლი და არ შემაწუხოთო“.დედამ კი ტელეფონი მოიმარჯვა და თავის ახალგაზრდობიდან მო....ბულ ,,დაქალს“ დაურეკა. ფეხზე ზლაზნვით წამოვდექი და ოთახში შევედი.ტანსაცმლის გახდა ვიკადრე და პენუარი ჩავიცვი.ლეიბი ავიღე,საწოლში შევძვერი და ისევლე გადავიფარე.დავიწყე ფიქრი უცნობ სიმპატიურზე,მერე დემეტრეზეც და ფიქრისგან თავატკივებულს ვერც მივხვდი როგორ ჩამეძინა.დილით ადრე გამეღვიძა,მუხლამდე შავი ქვედაბოლო და თეთრი გრძელმკლავიანი ჯემპრი ჩავიცვი.თმები ცხენის კუდად შევიკარი და ჩანთა ავიღე.ამჯერად საუზმობაც მოვასწარი და სახლიდან დროულად გავედი.საბედნიეროდ საცობიც არ შემხვდა ამიტომ სამსახურში თავაწეული ღიმილნარევი სახით შევედი.თანამშრომლებს მივესალმე და სკამზე დავჯექი.ჩემი მდივანი სოფიო შემოვიდა. ხელში საბუთები ეჭირა და დაბნეული სახით მიყურებდა. - გისმენ სოფიო. -დღეს ძალიან ბევრი სამუშაო გაქვთ.დუტას სასამართლო პროცესია დღეს.იმედია გაიმარჯვებთ და იქიდან დუტას ერთად გამოხვალთ.ნინიას ძალიან გაახარებთ. - ნინისთან დარეკეთ და ხაზზე ჩამრთეთ სწრაფად. - კარგით.-მალე დამაკავშირეს ნინისთან. -ნინი როგორ ხარ? - რომელი ხარ?-გაკვირვება დაეტყო ხმაში. - კატო ვარ.დუტას ადვოკატი. - უი, ვცდილობ კარგად ვიყო, შენ? - იმედიანად ვარ.დღეს დუტას სასამართლო პროცესია.მოხვალ ხომ? - კი აუცილებლად მოვალ.სიმართლე გითხრა,მჯერა შენი.გული მიგრძნობს რმ დუტა დღეს იქიდან ბორკილების გარეშე გამოვა. - იმისთვის რომ ეგ მოხდეს,შენ და შენი მშობლები ხართ საჭირო. - ჩვენ რატომ?-გაიკვირვა ნინიმ. - იმისთვის რომ დაადასტუროთ,დუტა იმ დღეს იმ სისწრაფით შენთან რომ მოდიოდა.-გამეღიმა. - აუცილებლად ვეტყვი მშობლებს. -ნახვამდის. - შეხვედრამდე. - გამარჯობა მორიგ გადამტვირთელ დღეს.-ამოვიხვნეშე და საბუთებში ჩავრგე თავი.სასამართლო პროცესი თორმეტ საათზე იქნებოდა.ახლა კი თერთმეტის შვიდი წუთია.დრო ცოტა იყო.დუტას ნახვის უფლება არ მქონდა ამიტომ მას პირდაპირ სასამართლოში ვნახავდი.უკვე ყველაფერი რომ მოვამზადე და იმ კითხვებს ამომწურავად გავეცი პასუხი რაც შეიძლება მოსამართლეს გაჩენოდა,ამოვისუნთქე და ხელი საფეთქელზე მივიდე.საშინელი თავის ტკივილი მქონდა.ჩანთიდან ექიმის დანიშნული წამალი ამოვიღე და დავლიე.ცოტა ხანი კიდევ დავაყოვნე და როცა საათმა თორმეტის ნახევარი აჩვენა,ფეხზე წამოვხტი,ჩანთას დავავლე ხელი და ტაქსში ჩავჯექი.ჰო,ჩემი მანქანა ისევ არ გაკეთებულა.ოც წუთში ტაქსის მანქანა უკვე სასამართლოსთან იდგა,მძღოლს ათლარიანი კუპიურა გავუწოდე და მანქანიდან გადავედი. - ღმერთო მომეცი ძალა დავამტკიცო სამართალი და დავსაჯო უსამართლო.დამეხმარე გთხოვ.-ჩემთვის ჩავიბურტყუნე და გზა გავაგრძელე.დრო ხუთი წუთი რჩებოდა,ნერვიულობამ შემომიტია.მალე დაიჭექა კარებთან მდგარი დაცვის ხმამ და ჩვენც მის მიერ ნაკარნახებ,ჩემთვის უკვე ძალიან ნაცნობ ადგილას მივედით.ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დავჯექი.ნინია და მისი მშობლები კი დამსწრეს ადგილას დასხდნენ და იმედის თვალით გადმომხედეს.მათ გარდა დამსწრე საზოგგადოებაში შედიოდა დუტას მშობლები,ნათესავები და მეგობრები.ასევე შედიოდა დამსწრეში გარდაცვლილის ახლობლებიც რომლებიც აქ იმისთვის იყვნენ რომ დამნაშავე დაესაჯათ.მაგრამ განა იცოდნენ კი,რომ დუტა უდანაშაულოა?ფიქრებში ვიყავი როცა დუტა შემოიყვანა ორმა დაცვის წევრმა.ჩემს გვერდით დასვეს.იმედიანად გადავხედე და გავუღმე.თვითონაც ოდნავ შესამჩნევადდ გამიღიმა და ნინას შეხედა.გოგო თვალს არ აშორებდა ამ დროის განმავლბაში.მის თვალებში იმედის ნაპერწკალი იყო და ყველაზე მეტად ის არ მინდოდა რომ ეს გამქრალიყო.ფიქრი მოსამართლის ბარიტონმა შემაწყვეტინა.ყველანი ფეხზე ავდექით და მისი დაჯდომის შემდეგ ჩვენც დავიკავეთ საკუთარი ადგილები.ერთი ამოვიხვნეშე და საქმეს მთელი გულით მოვეკიდე. დიდი ხანი მიდიოდა პროცესი. მოსამართლემ ჩვენს მხარეს გამოიხედა და მითხრა: - ვუსმენთ ბრალდებულად წოდებულის მხარეს.გყავთ მოწმე იმისა რომ ბრალდებულად წოდებული დუტა ხითარიშვილი უდანაშაულოა ამტკიცებს?ან საბუთი მისი გასამართლებისა?-ჩავახველე და სალაპარაკოდ მოვემზადე. - როგორც ვიცით მკვლელობის ღამეს დუტა ხითარიშვილი კვეთდა გზას,ისე რომ ზედ არ უყურებდა დაჭრილს.ასევე ვიცით,რომ ქუჩაში არსებული კამერა,ირთვება მაშინ როცა ბრალდებულის სახე კარგად ჩანს.რომელი მკვლელი იზამს მსგავს რამეს?ჩართავს კამერას როცა ის მშვენივრად ჩანს ობიექტივზე? - მხოლოდ ეს გაქვთ სათქმელი?მეტს ვერაფერს იტყვით?-გაკვირვება დაეტყ მოსამართლეს სახეზე. - არა ბატონო მოსამართლე.კიდევ არის სათქმელი. ბრალდებულს აქამდე არცერთი დანაშაული აქვს ჩადენილი,არ აქვს არანაირი დარღვევები მათ შორის არც საგზაო ნიშნებზე.ასევე მინდა გითხრათ მიზეზი იმისა თუ რატომ არის დაბნეული სახით ის ვიდეოში და რატომ მირბის. ჩვენ გვყავს ასევე მოწმეც. - ვუსმენთ მოწმეს.-განაცხადა მოსამართლემ.ნინა ფეხზე ადგა და ღრმად ჩაისუნთქა. - ბატონო მოსამართლე,მე უკვე ერთი წელია მაქვს პრობლემები გულზე.მაქვს ამის დამადასტურებელი ანალიზის პასუხები.-ფურცელი ხელში დაიჭირა და მოსამართლეს აჩვენა.მოსამართლემ ერთ-ერთი დაცვა გაუშვა ნინასთან ანალიზის გამოსართმევად.დაცვამაც გამოართვა და გადასცა მოსამართლეს.მან კითხვა დაიწყო და თან ნინას მოსმენაც გააგრძელა.-ხშირად მაქვს შეტევები,ყოველი შეტევა სარისკოა და შეიძლება ადამიანი იმსხვერპლოს კიდეც.პარასკევსაც,იმ დაწყევლილ დღეს როცა მოკლეს ვაჩე კონსტანტინოვი შეტევა მქონდა.ეს ყველასგანგანსხვავებული იყო,თითქოს სიკვდილი მიახლოვდებოდა ამიტომ დუტას მოსვლა ვითხოვე.მანაც ეს ამბავი რომ გაიგო მთელი სისწრაფით გამოიქცა ჩემთან და არ დაუნახავს დაჭრილი პიროვნება.იმას რომ პარასკევს მე შეტევა მქონდა,დაგიდასტურებთ ჩემი ექიმი და მშობლები.-სიტყვით მშობლებიც გამოვიდნენ,ექიმიც და საბოლოოდ ყველანი გავინაბეთ.მოსამართლეს პასუხს ველოდებოდით.დუტას იმედიანად გადავხედე.დიდი იმედი მქონდა იმისა რომ დუტას გამოუშვებდნენ.მოსამართლემ ცოტა ხანი კიდევ დააყოვნა.შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა და განაცხადა: - ბრალდებული დუტა ხითარიშვილი იქნა გამართლებულად.-ამ ხუთმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა.ჩვენი მხარე ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო აზრზე.დუტას ხელბორკილები მოხსნეს.ისიც ფეხზე წამოვარდა და მაშინვე ნინასკენ გაიქცა.ბაგეები ღიმილმა გამიპო.ჩანთაში ჩავაწყვე საბუთები და მათკენ წავედი.სანამ მათთან მივიდოდი მოსამართლე მომიახლოვდა. - ისევ გაიმარჯვე.ყოჩაღ კატო.მიხარია რომ ასეთი წარმატებული ადამიანი ყავს ერს.-გამიღიმა და ასე გაღიმებული დამტოვა.ბედნიერებისგან გული სალტოებს აკეთებდა.გზა გავაგრძელე და ნინასთან მივედი. - გილოცავ.თქვენმა სიყვარულმა მომმატა ძალა.მუდამ ბედნიერები ყოფილიყავით.-გავუღიმე და გადავეხვიე. - დიდი მადლობა კატო.მადლობა რომ დუტა იხსენი და აქ მყოფი ხალხი გაგვაბედნიერე.-გამიღიმა ნინამაც და დედას მიეხუტა.დუტამ როგორც კი დამინახა მოშორდა თავის მშობლებს და ჩემკენ წამოვიდა. - კატო უღრმესი მადლობა იმისთვის რაც გააკეთე.მუდამ ვალში ვიქნები.-გადამეხვია.მეც ჩავეხუტე და ზურგზე ხელი დავარტყი. - მთავარია შენ იყო მართალი და იცოდე,სამართალი ყოველთვის იზეიმებს!-გავუღიმე.ამის შემდეგ თითქმის ყველა მისი ახლობელი მოვიდა და მადლობებით შემამკო.ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს.ამდენი მადლობა უკვე მოსაბეზრებელი იყო.მე ისეთი არაფერი გამიკეთებია,მთავარი ის იყო რომ დუტა იყო უდანაშაულო.ჩემსკენ კიდევ ერთი დუტას ახლობელი წამოვიდა.აშკარად მასაც მადლობა უნდა გადაეხადა.ოდნავ მოშორებული ადგილიდან მოდიდა ამიტომ სახეზე ვერ ვხედავდი.როცა მომიახლოვდა გული სიბრაზისგან ამევსო,მინდოდა იქვე მიმეხრჩო მაგრამ გამახსენდა სად ვიყავი და თავი შევიკავე. - გამარჯობა უბილეთო ქალბატონო.-ისევ ისეთი ირონიული ტონით მომმართა და გამიღიმა. გამარჯობა ჩემო საყვარლებო.ბოდიში რომ დავიგვიანე.სიმართლეს გეტყვით,წერის სტიმული არ მქონდა და თავსაც არ ვაძალებდი.დღეს კი რომ შემოვედი და epiclove-სგან მესიჯი დამხვდა,გამიხარდა სტიმული დამიბრუნდა და დავწერე.მადლობთ ყველას ვინც კითხულობთ და აზრს გამოხატავთ.ახლაც გთხოვთ,გამოხატეთ აზრი კომენტარის სახით.მიყვარხართ ჩემო საყვარლებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.