შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაპოვნი ყელსაბამი • თავი 3 •


28-12-2015, 02:22
ავტორი Drama Queen
ნანახია 2 369

მეგი: სიმაღლე - 1.78; თმა - ქერა, გრძელი; თვალები - ლურჯი; ცხვირი - კურნოსა; ტუჩები - საშუალო ზომის. (სწორი კბილები!!)

სანდრა: სიმაღლე - 1.78; თმა - ქერა, გრძელი; თვალები -
მეგიზე ოდნავ ღია; ცხვირი - კურნოსა; ტუჩები - საშუალო ზომის. (სწორი კბილები!!).
—-•-—

იოანე? ღმერთო, მეხუმრები? იმ ცინგლიანის ნახვა მაკლდა, ზუსტად. სანდასკენ ვტრიალდები, რომელმაც, როგორც ჩანს, შემნიშნა და თორნიკეს მოცილებულიყო. ირონიული ღიმილით მივდივარ მათკენ.
– ხო კარგი წვეულებაა? - მეკითხება დაიკო.
– უფ, ნუ იტყვი. -
"აღფრთოვანებული" ვპასუხობ. - შენ ძველებური ქცევები გაიხსენე? - მზერას ვაშორებ. ჰაჰ, პირდაპირ სასაცილოა. დიახ, ადრეც ასეთი ქცევები ჰქონდა. სანამ წასვლით არ დავემუქრე, მანამდე არ გაჩერდა. ეხლა კიდევ ახლიდან დაიწყო.
– მეგი.. - იწყებს, მაგრამ ვაწყვეტინებ.
– იოანე აქ ყოფილა. იცოდი? - წინ ვიყურები. არ მინდა სანდრასთან ჩხუბი.
–იოანე? - იკვირვებს. ამოვისუნთქე. ვდგები და აივანზე გავდივარ. სიგარეტს ვუკიდებ და წყნარად ვეწევი.
– მეგი.. - ნაცნობი ხმა ჩამესმის. იოანესთვის არც შემიხედავს ისე მომიდგა გვერდით. - რ-როგორ ხარ? - ყოყმანობს. მისკენ ვიხედები და დაკვირვებით ვათვალიერებ. ისევ ისეთია. თავდაჯერებული, წელში გამართული. თითქოს სინანული ჭვრეტს მისი თვალებიდან, მაგრამ მეეჭვება.
– რატომ მოხვედი, ახალი სანაძლეო დადე? - ირონიას არ ვიკლებ და პირდაპირ ვეკითხები. მე ის აღარ მიყვარს! არც მიყვარდა! მეგი, შენ ის არ გაინტერესებს!
– მე? - იკითხა.
– არა, ჯემალა.
– მეგი, ბოდიში.. - სიცილი მიტყდება. ბოდიშიო?! ჰაჰაჰაა!
– მოიცა გამოვიცნო, ნანობ შენს შეცდომას და მიხვდი რომ მე გიყვარვარ? - სარკაზმულად ვეუბნები. ის კი მიყურებს.
– მეგ..
– მიპასუხე! ასეა? - ხმამაღლა, დასერიოზულებული ვამბობ.
– კი. - თვალს ვერ მისწორებს. სიგარეტს ვაქრობ და სახლში შევდივარ.
– მეგი, მოიცადე!
– არა, ჩვენ დიდი ხანია დავასრულეთ ყველაფერი. მე, ყოველშემთხვევაში, დავასრულე. - წყნარად ვამბობ. შინ შესული სასმელს ვისხამ და ჭიქას ვცლი. სანდრა თავის ადგილზე აღარ არის. ის თუ ერთობა მე წითელი გოჭი ვარ რომ ასე ვიჯდე? თანაც იოანეს ამბავს გული უნდა გადავაყოლო. მეორე ჭიქას მოყვა მესამე.. მეოთხე.. მეხუთე.. და ასე სწრაფადვე მიტივტივდებოდა ძველი მოგონებები.
.
– იოანესთან გავდივარ! - დავუყვირე სანდრას და კარი გავიკეტე. ორი დღის უნახავი ძალიან მენატრებოდა. სულ რაღაც საქმე ჰქონდა, ეხლა კი არ მაინტერესებს, ვნახავ. თხუთმეტ წუთში მის კარს ვაღებ და შინ შევდივარ. დივანზე ზის მეგობრებთან ერთად. არასდროს მომწონდა მისი სამეგობრო წრე, ცუდი ხალხი ჩანდა, მაგრამ მე რა ნამუსით ვამბობ ამას. ცოტა მეწყინა, მათთან გასართობად სცალია და ჩემთან ლაპარაკისთვისაც კი არ აქვს დრო, მაგრამ წყენა დავაიგნორე და მისკენ წავედი, რომელსაც დაღლილი და ანერვიულებული სახე ჰქონდა. ვგრძნობდი, რაღაც რიგზე არ იყო.
– როგორ ხარ? - გვერდით ვუჯდები და მოწყვეტით ვკოცნი ტუჩებში. პირი რაღაცის სათქმელად დააღო, როცა სალიმ ( ერთ-ერთმა "მეგობარმა" ) წამოიყვირა:
– კიდე არ გითქვამს? - და სიცილი ატეხა. გაკვირვებულმა შევხედე. რამეს მიმალავდა?
– რამე არის სათქმელი? - საზოგადოდ ვიკითხე. რამდენიმე წამი არავინ ამოიღო ხმა, ბოლოს სალიმ, როგორც ყველაზე "მამაცმა" გოგომ, თქვა:
– ამას თუ "რამე" ჰქვია. - ცინიზმით გატენილი ბგერები იფანტება ოთახში. - იო, ჩვენ შევთანხმდით რომ მას ყელაფერს ვეტყოდით.
– მოკეტე! - ხმამაღლა დასძინა იოანემ. არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ აშკარად რაღაც აუცილებელ ამბავს მიმალავდნენ.
– სალომე.. - გამაწყვეტინა.
– სალი. - "ძერსკულად" დაპრუწა ტუჩები. თვალები გადავატრიალე.
– სალომე, რას მალავთ. - ერთმანეთს შეხედეს, ხმას არავინ იღებდა. - თქვით რა ხდება! - მოთმინება დაკარგულმა ვიყვირე.
– შენი დაწყებული შენვე დაასრულე. - გიორგი იოანეს ეუბნება. იოანემ ამოისუნთქა და დაიწყო:
– არ მიყვარხარ, - რა? - შენზე ბიჭებმა სანაძლეო დავდეთ, თუ ვინ შეგიყვარდებოდა პირველი.. - სალომე ალაპარაკდა:
– იამაყე, დიდი "მაყუთი" დავდეთ შენზე. - გაიცინა და სხვებიც აყვნენ. არ მჯეროდა რომ ეს მოხდა.
– ეს ორი დღეც თავს გარიდებდი, რადგან უკვე მოვიგე და შენც აღარ მჭირდები, მაგრამ ტრა*ში მიძვრები და ძალიან დამღალე. - ორი წამი გავშტერდი, ასეთი შეურაცხყოფილი და დამცირებული არასდროს ვყოფილვარ. თავი ხელში ავიყვანე, უხმოდ ავდექი, დავაიგნორე მათი სიცილი და სახლიდან გავედი.
ესეიგი, სამი თვე ასე დამცინოდნენ, მატყუებდნენ და მეც შემიყვარდა ის. რა მიამიტი ვარ, ღმერთო! იოანესადმი სიძულვილი ასმაგდება, ყოველწამს უფროდაუფრო ფარავს სხვა გრძნობებს. მაგ დღეს სახლში როგორ მივედი არ მახსოვს, მაგრამ ის ვიცი, რომ შემდეგ შევიცვალე, უფრო გულცივი გავხდი. ბიჭებს იქით ვიყენებდი და თავადვე გამიკეთებია სხვისთვის ის, რაც იოანემ გამიკეთა მე.
.
თავი საშინლად მძიმე მაქვს და უსაშველოდ მტკივა. რა მოხდა გუშინ? ტკივილს მუცლის არეშიც ვგრძნობ. თვალი გაახილე, მეგი. ქუთუთოებზე ლოდები მადევს, მაგრამ ვახერხებ და თვალს ვახელ. უცხო ოთახში ვარ. იდაყვებს ვეყრდნობი და წინ ვიწევი, რათა უკეთ დავათვალიერო აქაურობა. აქ როგორ მოვხვდი არ მახსოვს. ზეწარზე სისხლი ასხია. თავი გვერდით მივატრიალე და მომძინარი ტორნიკე მხვდება.



ვიცი, თითქმის ერთი თვე არ დამიდია და ბოდიში, ტელეფონი გამიტყდა და სანამ გამიკეთებდნენ ვერ ვდებდი. ვაღიარებ, ერთი-ორჯერ წავიზარმაცე კიდეც, მაგრამ ეხლა დავდე და ისევ ვაგრძელებ წერას. მოგწონთ რასაც ვწერ? თქვენი აზრით, შემდეგ რა მოხდება? ^_^



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

auu daica ra xdeba es xo im yelsabanze iyo da su avorie gamarkvie tu shegidzliaa
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline წევრი Drama Queen

ყელსაბამზე იყო და არის, უბრალოდ ცოტა გადახვევები იქნება.

 


№3 სტუმარი chinka

Da agar agrdzeleb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent