შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მოთამაშე”: მკვლელი (8)


28-12-2015, 09:12
ავტორი Evelina
ნანახია 2 067

ირაკლის სახლიდან მოშორებით გადმოვედით მანქანიდან. მან კიდევ ერთხელ დაურეკა მამამის და დარწმუნდა რომ მის ოთხაში ჯერ არავინ შესულიყო. მე დამავალა, უკანა ეზოდან მის ოთახში გადავმძვრალიყავი და საწოლის ქვემოთ დამალული ყუთი სასწრაფოდ გამომეტანა. თვითონ კი სახლში შევიდა.
_გამარჯობათ!_მომსმა ირაკლის ხმა. მე უკვე ოთახში ვიყავი და საწოლის ქვეშ ყუთს ვეძებდი._კი ბატონო შევიდეთ და დაათვალიერეთ ჩემი ოთახი, მაგრამ ამის ოფიციალური უფლება თუ გაქვთ?_ისმოდა ირაკლის ხმა.
ყუთს ხელი დავსტაცე და ეზოში გადავძვერი. ირაკლიმ მითხრა, როგორც კი ყუთს აიღებ გაიქეციო. ასეც მოვიქეცი… სადღაც მიტოვებულ შენომასთან შევრჩერდი და დაველოდე ირაკლის, თუმცა ისიც კი არ ვიცოდი თუ მოვიდოდა.
_ინგა!_მომესმა ხმა.
_ჰო!_დავიყვირე და იქით გავიქეცი სადანაც ხმა გავიგონე.
_სად ხარ?!_ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი ეს ირაკლი იყო.
_აქ ვარ, ირაკლი!_დავიყვირე ისევ. უცებ ფეხი რაღაცას წამოვკარი და მიწაზე დავეცი. ყუთი ხელიდან გამივარდა, თავი მოძვრა და იქედან რამოდენიმე წამლის ამპულა გადმოვარდა.
_ინგა!_მოვარდა ირაკლი ჩემთან და ფეხზე წამომაყენა.
_იდიოტო!_დავუყვურე და სახეში გავარტყი._არაკაცო!_თვალებიდან სიმწრის ცრემლები წამსკდა._ასე როგორ მიმეტებ!
_სხვა გზა არ მქონდა ინგა!_ხელები მომხვია.
_მეზიზღები!_არ ვჩერდებოდი და ხელებს გულზე ვურტყამდი._შენ ის ირაკლი არ ხარ! შენ სულ სხვა ხარ!_ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
_ვიცი!.. ვიცი!_დაიყვირა ირაკლიმაც და ხელები შემიშვა._ვიცი ინგა! მაგრამ ასე მოხდა… გეფიცები ყველაფერი დამთავრდა! მინდა ჩემს ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე!
_რაც გინდა ის ქენი!_აცეცხლებული თვალებით შევხედე და ცალი ხელით ცრემლები მოვიწმინდე._მე თავი დამანებე! ჩემი სახელიც კი დაივიწყე…_ვუთხარი და ზურგი ვაქციე.
_შენც სხვებივით უნდა მიმატოვო?_ირონიულად გაეცინა მას.
_ძალიან გთხოვ, არ გინდა ეს თავის შეცოდებები!_თავი გავაქნიე და გზა განვაგრძე.
_არა ინგა, თავს არ გაცოდებ! უბრალოდ არ მინდა რომ მიმატოვო. ყოველი დღე შენთან გატარებული იმაში მარწმუნებს რომ უნდა შევიცვალო, უნდა გამოვსწორდე… მაგრამ, ამ ჭაობში ჩაძვრომისას ძლიერ ამოვითხვარე ტალახში, ამოსვლის დროსაც დავისვრები, ამოსულს კი ვერავინ ჩამაბრუნებს უკან, გპირდები!_მომყვებოდა ირაკლი უკან და მელაპარაკებოდა._ნუ მიმატოვებ! მჭირდები…
_კარგი!_შევჩერდი და მისკენ მივბრუნდი._უკვე მერამდენედ მითანხმებ!_გამეცინა ცალყბად._იცოდე ეს უკანასკნელია! რადგან დაგპირდი დახმარებას, ბოლომდე გამოგყვები, ოღონდ, როდესაც ჩემს სიტყვას შევასრულებ მე და შენ სამუდამოდ დავშორდებით ერთმანეთს!
_კარგი, ჩემო კეთილო გოგო!_ჩემი ხელები დაიკავა და კოცნა დაუწყო.
გული მტკიოდა ასეთს რომ ვუყურებდი, რამოდენიმე წლის წინ იგი მართლაც რომ სულ სხვა ადამიანი იყო. ალბათ ჩემი თვალით რომ არ მენახე იგი ამ მდგომარეობაში არც დავიჯერებდი მის ასეთ გარდაქმნას. ირაკლი, რომელიც ჩემი ბავშვობის ყველაზე კეთილი გმირი იყო, ახლა პირიქით ყველაზე ცუდ როლს ასრულებდა. არ ვიცი რამ მიიყვანა ამ დონემდე, ალბათ ამას ახსნაც არ აქვს, მაგრამ უნდა დავხმარებოდი ჭაობიდან ამოსვლაში!

***
_დილა მშვიდობისა ინგა!_ოფისში შესულს მომესალმა ილია.
_დილა მშვიდობისა!_გამეღიმა და მის წინ, სავარძელზე დავჯექი._როგორ მოხდა რომ მოსვლა მომასწარი?
_არც წავსულვარ!_გაღიმა და ახლაღა შევამჩნიე მისი ჩაწითლებული, მთელი ღამის ნათენები თვალები._ვიფიქრე, დავთვრები და გადავათენებ მეთქი, მაგრამ ხომ იცი სასმელი არ მიყვარს… ხო და ავდექი და მხოლოდ გადავათენე!_თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა._იცი რა ლამაზი იყო განთიადი? პირველად ვნახე!_ფანაჯარასთან მივიდა._ 31 წლის ვარ და განთიადი პირველად ვნახე…
_სახლში წადი და გამოიძინე._მეც ფხზე წამოვდექი და მის უკან დავდექი.
_ინგა!_შემოსძახა მან და ჩემსკენ შემოტრიალდა._შენ იცი რამდენია 31 წელი?
_ჯერ არა!_გამეცინა.
_ძალიან ბევრი, იმისთვის რომ ჩემსავით უაზროდ იცხოვრო._თმაზე ხელი გადაისვა._დაშორდი ირაკლის!_ისევ მომაპყრო ჩაწითლებული თვალები._სხვისთვის თავს ნუ გაწირავ.
_ილია!
_რაიყო ინგა?_გაეღიმა და სახეზე ხელი დამისვა.
_დავშორდები… მაგრამ ახლა არა და ვერა!_თავი ჩავხარე და ოთახიდან ასე გამოვედი.
ახლა უკვე ნათლად ვგრძნობიდ ჩემში პიროვნების გაორებას. ერთ ინგას ირაკლის ჭაობიდან ამოყვანის და მისი ცხოვრებისკენ მობრუების სურვილი ჰკლავდა და მერეს კი ილიასთან დარჩენის და უზრუნველყოფილი, ბედნიერი ცხოვრებისკენ მიუწევდა გული. ორივე ერთად არ გამოვიდოდა. ვიცოდი თუ ირაკლის დავეხმარებოდი, სამუდამოდ მასთან დავრჩებოდი, გრძნობა რომელიც მის მიმართ მქონდა ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ვიცოდი მასთან განშორებას ვერ შევძლებდი. უნდა ამერჩია ან ირაკლი ან ილია…
ფიქრებში წასული ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა.
_გისმენ ირაკლი!_ვუპასუხე.
_ინგა, _მომესმა მისი სასოწარკვეთილი ხმა.
_რა ხდება?
_სალომე ავარიაში მოყვა…
სასწრაფოდ დავალე ჩანთას ხელი, ილიასთვის არაფერი ამიხსნია ისე დავტოვე სამსახური. სულ ცოტა ხანში, ირაკლისთან ერთად საავადმყოფოში ვიყავი და ველოდებოდი ექიმს, რომელიც სალომეს გადარჩენას სცდილობდა.
_ჯანდაბა, ინგა…_თავზე ხელი გადაისვა ირაკლიმ._რაღაც უნდა გითხრა…
_გისმენ…_ცრემლები მოვიწმინე.
_ჩემი ბრალია… სალომე რომ ავარიაში მოყვა… ჩემი ბრალია!_ჩურჩლებდა იგი.
_შენ რა შუაში ხარ…_შევეცადე მის დაწყნარებას და მხარზე ხელი დავუსვი.
_არა ინგა, შენ არ გესმის! მე დავეჯახე… დავინახე გზას რომ ჭრიდა და დავეჯახე!_დაიყვირა ბოლო ხმაზე და ფეხზე წამოხტა.


______
ძალიან დიდი ბოდიშიდაგვიანებისათვის და პატარა თავისთის! ჯერ გამოცდები მქონდა და მერე ხელი ამოვიგდე სამსახურში (( დავბრუნდი და გპირდებით რომ აღარ დავაგვიანებ!! <3 მადლობთ!!



№1  offline წევრი Firefly

როგორ გამიხარდა რომ დაბრუნდი,მოუთმემლად ველოდები შემდეგ თავს♥
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი sopiko

ღმერთო, ეს რა არის? საოცრებაა! მეც ვერ გადამიწყვეტია, ილია თუ ირაკლი! მალე დადე რა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent