შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-მოურჯულებელო, მაინც მოგარჯულებ! 7-8


28-12-2015, 10:53
ავტორი Maki
ნანახია 4 306

თვალების გახელას ვცდილობ, მაგრამ რაღაც მძიმედ მაწვება თვალებზე,ვგრძნობ დამძიმებულ ქუთუთოებს. რამოდენიმე წუთი ისევ თვალდახუჭული ვიწექი,მაგრამ სად? სად ვარ? ან გუშინ ვინ წამომიყვანა? ამის გაფიქრებაზე გული შემეკუმშა, შემეშინდა. თავს ძალა დავატანე და თვალები ნელ-ნელა გავახილე. ოთახს თვალი მოვავლე, მაგრამ არ მეცნო. ლამაზი ოთახი იყო, მდიდრულად მოწყობილი ავეჯით. ადგომა ვცადე მაგრამ, თავიც კი ვერ წამოვწიე იმდენად ვიყავი დაღლილი. აუტანე სიჩუმე ნერვებს მიშლიდა და საკუთარ თავთან დარჩენილს ათასი უაზრო აზრი მომდიოდა თავში. მერე ტანზე დავიხედე, ვიღაცის გრძელი მაიკა მეცვა.აშკარად ბიჭის იყო, თან გუშინდელი ,,თავბრუდამხვევი სურნელი,, ასდიოდა. ამაზე სულ დავკარგე ფერი, ყველაზე საშინელმა აზრდა გამკრა გულში. გაფითრებულ სახეზე ხელები ავიფარე და თავი ბალიშში დავმალე.
-ნუთუ ის მოხდა რასაც მე ვფიქრობ?-ვთქვი ჩუმად, ისე რომ ჩემი ხმე მე თვითონ ძლივს გავიგონე.-არა, ეს შეუძლებელია, მე...-ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ვიღაც შემოვიდა, საუბრობდა, ჯერ მეგონა მე მესაუბრება-მეთქი, მაგრამ მერე მივხდი რომ ტელეფონზე მამაჩემს ესაუბრებოდა, არ გადავბრუნებულვარ!
-კი, კარგადა..... კი, ექიმთან მყავდა და არაფერია სერიოზულიო, უბრალოდ შესცივდა..... კი, ბატონო ილია,... ახლა სძინავს. .... კარგით ნახვამდის.
რატომღაც ხმაც და სურნელიც ძალიან ნაცნობი მომეჩვენა,მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან, ღრმად ჩავისუნთქე, რაც უცნობს არ გამორჩენი მხედველობიდან, საწოლზე ჩამოჯდა
-შენი ოჯახი ნერვიულობს შენზე
-არ მაინტერესებს. მე ოჯახი არ მყავს-ვთქვი სარიოზული კილოთი.
-ამას რატომ ამბობ?
-ეს შენ არ გეხება...
-ცდები, მე მეხება ყველაფერი რაც შენ გეხება
-მართლა? ხომ ვერ მეტყვი რატომ ვითომ? -ვთქვი და მისკენ სახით გადავბრუნდი, შევხედე თუ არა მაშინვე გავცოფდი! ის ბიჭი იყო, ,,დაუვიწყარი კოცნა,, რომ მაჩუქა გუშინ სახლში-შენ?-ლამის ვიკივლე. მას გაეცინა.
-ხო მე... რაიყო ვინმე სხვას ელოდი?-მითხრა ირონიით და ეშმაკურად გამომხედა! ამან უფრო გამაცოფა!
-შენს გარდა ყველას,აქ რა გინდა?-ნელ-ნელა ბრაზი უფრო მემატებოდა, რომ წარმოვიდგინე, რომ გუშინ მან მომიყვანა და მაიკა... ღმერთო ნუთუ... სახეზე სასოწარკვეთა გამომეხატა, ალბად ყველაფერი რასაც ვფიქრობდი სახეზე მეწერა, ბიჭი მიმიხვდა. გაიცინა.
-არა, ნუ გეშინია, არაფერი არ მომხდარა ჩვენს შორის.-თქვა და საწოლიდან წამოდგა!
შვებით ამოვისუნთქე, თითქოს დიდი ლოდი მომხსნენ გულიდან! ეტყობა გუშინ მან გადამარჩინა იქ გაყინვას... და რა ახლა მადლობები უნდა ვუხადო? მეტი საქმე არ მაქვს, რას გადამარჩინა ვინმემ სთხოვა ნეტა? ბიჭს გავხედე, ჩემს ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა და იცინოდა. ალბად ყველაფერი რაზეც ვფიქრობდი, მართლაც სახეზე მეწერა.
-მადლობა არ მჭირდება. ეს შენთვის კიარა ჩემთვის გავაკეთე-მითხრა და ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გაწია.ოთახი განათდა. ვერაფერი ვერ გავიგე მისი სიტყვებიდან და გაკვირვებული სახით შევხედე.
-რაიყო ვერ მიხვდი რას ვგულიხსმობ არა?-ამჯერად სარიოზული სახით შემომხედა და მომიახლოვდა,.
-ვერაფერს ვერ ვხდები. ვერ ვხდები აქ რა მინდა, ან შენ რა გინდა აქ, რას ნიშნავს შენი უაზრო სიტყვები!. ვერაფერს ვერ ვხდები-უკვე ბოღმა კისერში მომდგარიყო და ცოტაც და ერთლ კარგად გავულაწუნებდი, მის ცინისმით სავსე სახეში!
-ოხ ალბად დედიკომ და მამიკომ ვერ მოასწრეს შენთვის თქმა არა?-ისევ ცინიზმით გაიცინა..
-შეწყვიტე ეს ცინიზმით საუბარი! და წესიერად ამიხსენი რა ხდება!-შევუბღვირე!
-მაშინ პირდაპირ გახარებ ერთ ძლიან მაგარ ამბავს. ვიცი უზომოდ გაგიხარდება-ეს ბოლო ორი სიტყვა განსაკუთრებით გამოყო. არ მომეწონა მისი კილო!
-რა ამბავს!?
- ერთ კვირაში ჩვენი ქორწილია.-მითხრა თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა!
ამის გაგონებაზე თვალები გამიფართოვდა, ალბათ ზუზტად წუთი დამჭირდა მისი სიტყვები რომ გამეაზრა!. მერე უაზრო სიცილი ამიტყდა.
-ღმერთო ვინ გითხრა ეს უაზობა?-სიცილით ვიგუდებოდი, წამით თვალი შევავლე უცნობს, რომელიც აშკარად გაღიზიანებული ჩანდა! თვალი ავარიდე და ისევ სიცილი გავაგრძელე!
-არა, ასე გემოზე ჯერ არ მიცინია....
უცებ მკლავზე მტკივნეული შეხება ვიგრძენი, წამიც და უკვე მის წინ ვიდექი!
-შეიძლება გეყო უკვე-კბილებში გამოსცრა. გაბრაზებული ჩანდა, მაგრამ რამ გააბრაზა?
-მტკენ, გამიშვი-შევუბღვირე მეც!
-არაუშავს გაუძლებ!
-შენ რა უკვე მოირგე ქმრის როლი?-თავი ვერ შევიკავე და ისე სიცილი ავტეხე, თავი მჯერდძე მივადე და ნელ-ნელა ძირში დავეშვი. ამდენი ჯერ ცხოვრებაში არ მიცინია. ღმერთო ოღონდა ტირილით არ დამთავრდეს ეს ყველაფერი!., თავი იატკზე დავდე და თვითნ დავწექი. მუცელი მტკიოდა სიცილისგან. უცნობი იდგა და ისეთი თვალებით მიყურებდა, ალბად კარგად მითავაზებდა სახეში! მოდი ცოტას კიდევ გავაბრაზებ!
-ქმარო,-გამეცინა, მაგრამ თავი შევიკავე- ქმარო, აბა რა მომიმზადე გემრიელი?-ირონიით მივმართე და წამოვდექი!
-ჯერ-ერთი, მე შენი ქმარი ჯერ არ ვარ! მერე-მეორე,თუ გშია ჩადი სამზარეულოში და რაც გინდა ის გაიკეთე!-მითხრა გაბრაზებული და ცივი ხმით!
-ოხ ეს რა უხეში ქმარი მეყოლება -ისევ ირონიით ვუთხარი!. მაგრამ ამჯერად არ შემრჩა.
მხრებში მწვდა და კედელთან მიმაყუდა, თვითონ კედელს ხელებით დაეყრდნო! ასე ავღმოჩნდი მასსა და კედელს შორის. შემეშინდა აშკარად გაბრაზებული ჩანდა. მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და ეს უფრო მიფორიაქებდა გულს, მისი სურნელი ხომ საერთოდ... ალბად ცოტაც და გულს წამივა...
-რა გინდა? თავი დამანებე!-ძლივს ამოვილუღლუღე!
-იმედია გაგახალისე?-ისეთი ხმით მითხრა რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ხმას ვერ ვიღებდი.თვალებში ვუყურებდი, ,, ო ღმერთო რა ლამაზი თვალები აქვს,,-გავიფიქრე. მერე ტუჩებზე დავაკვირდი, უფ ურიგო არ იქნებოდა ამ უაზრო ლაპარაკის მაგივრად ეკოცნა ამ იდიოტს. თან რა მაგარი კოცნა იცის. ღმერთო რაზე ვფირობ! თავი გავიქნე თითქოს უაზრო აზრები მოვიშორე თავიდან! ბიჭი უფრალოდ მიყურებდა არაფრისმთქმელი მზერით, მერე გაიღიმა.
-მართალი ხარ. ურიგო არ იქნებოდა კოცნა არა?
-რა?-გავოცდი. -შენ რა აზრებს კითხულობ?-წამომცდა და ქვედა ტუჩხე ვიკბინე.
-არა, მაგრამ შენს თვალებში კითხვა შემიძლია!-მითხრა და ჩემი ტუჩებისკენ დაიძრა, მაგრამ თავი გვერძე გავწიე!
-ხომ არ გავიწყდება ჯერ არ ვართ ცოლ-ქმარი!.-მაინც ვუკბინე!
-არაუშავს. ეგ სხვა ვერ მოგეკარება, თორე ჩემთვის შეიძლება!-არ დაიბდა
-მაგრამ მე არ ვარ ....- სიტყვა ვერ დავმთავრე, მოულოდნელად დამაცხრა ტუჩებზე. ღმერთო რა საყვარელია.. ეს აზრი უცებ გავაქციე თავიდან და ხელები მკერდზე მივადე, ვითომდა მოშორება მინდოდა მისი!, ვიცოდი რომ არაფერი გამომივიდოდა,მაგრამ რომ არ მეცადა ამით ჩემს თავს გავყიდდი!.. მისი ცხელი სუნთქვა სულ მიფორიაქებდა სულს!.ხელებით ისევ ვცდილობდი მის მოშორებას,,,,, ბოლოს ხელები დამიჭირა და მომშორდა სახით!
-იდიოტო. სულ გააფრინე?-ხელების დახსნას შევუდექი ახლა!
-ბერვი არ იწუწუნო, თორემ მარტო კოცნას არ დავჯერდები!
ამის გაგონებაზე დავშოშმინდი! ხელები გამიშვა, მაგრამ მე რა არიანა ვარ თუ ვინმეს სამაგიერო არ გადავუხადე. ხელის გაშვება და სახეში გარტყმა ერთი იყო!.
-ბარი-ბარში ვართ, ქმარიკო-ირონიით ვუთხარი და გვერძე ჩავუარე!
შემომხედა, ისეთი ლამაზი ღიმილით, ისეთი ლამაზი იყო, მომინდა ახლა მე მეკოცნა!
-ოხ ეს რა მოურჯულებელი ცოლი მეყოლები!
-ცოლი არ ვიცი როგორი გეყოლება, აი მერო არ გეყოლები ეს ვიცი.
-ცდები. მეყოლები!
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს! არც შენ იქნები პირველი!
მომიახლოვდა და ყურთან ჩამჩურჩულა, ისეთი ვნებიაბი ხმით რომ თავი ძლივს შევიკავე!
-მოურჯულებელო, მაინც მოგარჯულებ!-ყურის ბიბილოზე მსუბუქად მიკბინა. ამაზე გამეცინა!.
-არც კი გირჩევ!-ღიმილით ვუთხარი!
ის ოთახიდან გავიდა!
-სულელი, ჩემი მორჯულება არ მოუნდა! და ჩემი ქმრობაც კიდე! ასეთი ხუმრება ჯერ არ გამიგონია!-გამეცინა და ლოგინზე დავეგდე!
თუმცა მე რა ვიცოდი, რომ ეს სიცილი ტირილად მომექცეოდა.

-------

საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა! თვალები რომ გავახილე, უკვე საკმაოდ ბნელოდა! გარეთ საშინლად წვიმდა. საწოლიდან ავდექი და ფანჯარას მივუახლოვდი. გარეთ ბნელოდა,მაგრამ წვიმის წვეთებს, რომლებიც მინას ეხეთქებოდა და საშინელ ხმაურს აყენებდა, მაინც ვხედავდი. ქარის ზუზუნის ხმაც ისმოდა. ცაში გველივით რაღაც დაიკლაკნა და თვალები მომჭრა მისმა შუქმა. შემეშინდა და შემცივდა. ფანჯარას მოვშორდი. გადავწყვიტე ძირში ჩავსულიყავი, მგონი მარტო არ უნდა ვყოფილიყავი! ჩემი ,, ქმარიც,, სახლში უნდა ყოფილიყო! ნეტა სად ვარ? ეს ბიჭი ჩემს ოჯახს იცნობს. ესეიგი ვიღაც ნაცნობია, მაგრამ მე რომ არ მეცნობა! ისე მე საიდან შეიძლება მეცნოს, არც ერთ წვეულებაზე მე არ ვყოფილვარ და არც ვახშამზე! მაგრამ რამდენ ხანს დავრჩები აქ? სახლში მისვლა მართლა არ მინდა,მაგრამ არც არ მინდა დარჩენა, უცხო ადამიანთან ერთად!. მაშ სად წავიდე? ისე ნინისთან წავალ...მაგრამ მისი მშობლები!? არა ჯობია ისევ სახლში დავბრუნდე!. მაგრამ ჯერ უნდა გავთბე, თორემ გავიყინე!. კარი გამოვაღე და ბნელ დერეფანში გავედი. ერთ-ერთი ოთახის კარი ღია იყო, იქედან კი მკრთალი შუქი გამოდიოდა! ოთახს მივუახლოვდი და კარი ნელა შევაღე! შევედი. ეს იმ ბიჭის ოთახი აღმოჩნდა! საწოლზე იწვა და ეძინა. საწოლს მივუახლოვდი და დავაკვირდი. წელს ზემოთ შიშველი იყო და არც არაფერი ეფარა. ისე საყვარლად ეძინა, რომ მისი გაღვიძება ვერ შევძელი.დავაკვირდი მისი სახის ლამაზ ნაკვთებს და გამეღიმა! წამით მომინდა,რომ მოვხვეოდი და მის ტუჩებს დავწაფებოდი. თავი გავაქნიე, თითქოს ფიქრები განვდევნე! ,, ღმერთო, არიანა როდის მერე ფიქრობ ბიჭებზე, რომ ისინი საყვარლები არიან? სულ გაგიჟდი,,! შევუბღვირე თავს და საწოლს მოვშორდი! უცებ წვიმის წვეთები დამეცა სახეზე და ტანში გამაჟრჟოლა! გვერძე გავიხედე. ფარდას ქარი არხევდა, ხალიჩას კი წვიმის წვეთები ასველებდა! ფანჯარას მივვარდი და დავხურე! გარეთ გავიხედე, ისევ ისეთი საშინელი ამინდი იყო! ამ სიცივემ ჩემს სხეულშიც შეაღწია. ამაკანკალა. ფარდა გავასწორე და მინას მოვშორდი. საწოლს გვერდულად გავხედე, ის ცარიელი იყო! ჩქარა მოვტრიალდი და ლამის ვიკივლე, როცა ჩემს წინ სილუეტი დავინახე!
-აქ რას აკეთებ? გზა აგებნა?
-არა, გზა არ ამებნა, უბრალოდ, სახლს ვათვალიერებდი და ....-აღარ დავამთავრე, ფანჯარას მოვშორდი რადგან ცივი ჰაერი შემოდიოდა და ისეც გაყინულ სხეულს, გრძნობის უნარს სულ უკარგავდა.
-სახლის დათვალიერება ამ ღამით მოგინდა?-ეშმაკურად შემომხედა!
-აბა რის მოსმენა გინდა?-მეც ისევე ეშმაკურად მივუგე!
-კარგი, არაფრის მოსმენა არ მინდა-აშკარად არ ესიამოვნა ჩემი კითხრა. მაგრამ რა ვთქვი ასეთი? არც არაფერი! ამაკანკალა. ეს ფაქტი არც მას გამოპარვია მხედევლობიდან.
-შეგცივდა?-მკითხა მზრუნველი ხმით, რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა მისგან.
-კი.-მოკლედ მოვუჭერი.
კარადასთან მივიდა. რაღაც მოძებნა, მერე მე მომიახლოვდა. ხელში მისი კოფთა ეკავა. ისეთი დიდი და გრძელი იყო,რომ ლამის მუხლებამდე მიმწვდებოდა. თავი ვერ შევიკავე და გავიღიმე. მანაც საპასუხოდ გამიღიმა ,,ღმერთო რა ლამაზი ღიმილი აქვს,, -გავიფიქრე და უცებ დავსერიოზულდი!
-ნუ, რას იტყვი? პარატა ხომ არ გექნება?
-რავი, შეიძლება. -ისევ გამეღიმა.
-მოდი ჩაგაცვა-მითხრა და ხელზე ხელი მომკიდა-ღმერთო, შენ მთლად გაყინულხარ. რა ცივი ხარ..-გაოცებული და შეშინებული მიყურებდა. ამაზე გამეცინა!
-არაფერი არ მომივა-ვუთხარი პირველად ნორმალური კილოთი.არავითარი დაცინვა და ცინიზმი! ეს მეც გამიკვირდა,.,, ეს ბიჭი რაღაც ზემოქმედაბას ახდენს ჩემზე, მალე უნდა გავეცალო აქაურობას, სანამ სულ არ მომარჯულა,,-მომეცი, მე თვითონ ჩავიცმევ!
ბიჭს გაეცინა და კოფთა გამომიწოდა! მეც ჩქარა გადავიცვი!.მართალი ავღმოჩნდი, მართლაც მუხლებამდე მქონდა!
-ხომ მიხდება?-გავიკეკლუცე და დავტრიალდე!
-დაგხატა!-მითხრა და სიცილი ატეხა! ამან გამაღიზიანა, ოთახიდან გამოვედი და კიბეებს დავუყევი. მისაღებში გავედი! მდიდრულად მოწყობილი სახლი ჩანდა! სრული სიჩუმე სუფევდა ირგვლივ! ამ მყოდროებას საათიც ტიკ-ტიკი არღვევდა. კედელზე ჩემოკიდულ საათს გავხედე. 11 სრულდებოდა. კიდეებზე ნაბიჯების ხმა გავიგონე. ,, ალბად ის იდიოტი ჩამოვიდა,,- მდივანზე მოვკალათდი და ფეხები მოვკეცე! ,,ნეტა ამ სახლში კიდევ ვინმე არის, თუ მარტო ის ცხოვრობს? ,,ის,, ო ღმერთო მე ხომ მისი სახელიც არ ვიცი!,,-გავიფიქრე და მდივანიდან წამოვფრინდი! სამზარეულოში გავედი, სადაც ,,ის,, ფანჯარათან იდგა და წვენს სვამდა, რომ დამინახა ჩემსკენ შემობრუნდა!
-რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ მაინტერესებს...
-რა?
-რა გქვია?
ჩემს კითხვაზე გაეცინა.
-კარგ დროს გაგახსენდა ჩემი სახელის მოკითხვა.
-ხო რავიცი-მოვიღუშე-ამისთის რა ბოდიში უნდა მოგიხადო?
-არა, რა ბოდიში, არ ღირს მართლა!-ისევ გაიცინა!
-მეტყვი თუ არა?-შევუბღვირე.
-ანდრეა.
-არიანა.
-ვიცი.
-კარგი და შეგიძლია ამიხსნა აქ საიდან მოვხდი. ან შენ ვინ ხარ.
-რამე გახსოვს?
-ნუ ბოლო ის მახსოვს, რომ გარეთ წვიმაში კედელთან ვიდექი, მერე კი მგონი ვიღაცამ ხელში ამიყვანა, მეტი არაფერი!
-რა ბევრი გახსოვს.-გაიცინა.
უკმაყოფილო სახე მივიღე და სამზერეულოდან გასვლა დავაპირე, როცა გამაჩერა.
-არ გაბრაზდე! მოსაყოლი ბევრი არაფერია. შენმა მშობლებმა მითხრეს რომ დაიკარგე! მე მთხოვეს რომ მომეძებნე, როცა გიპოვე სიცოცხლის ნიშან-წყალი არ გეტყობოდა, ექიმთან მიგიყვანე და ისეთი არაფერიაო, მერე აქ მოგიყვანე და დანარჩენი შენც იცი!
-გასაგებია, და სახლში როდის წამიყვან?
-როცა გინდა-შევატყვე რომ მოიღუშა, ხელი გამიშვა და მისაღებში გავიდა! მეც უკან მივყევი. ანდრეამ ბუხარი დაანთო. თვითონ კი მდივანზე მოკალათდა.
-მოდი აქ, დაჯექი.-მითხრა და მის გვერდით მიმითითა!
-არა გმადლობთ, ისე არ მცივა,რომ შენი გათბობა დამჭირდეს!-იაზვურად მივახალე! რატომღაც გაეცინა, წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. დავიბენი ასეთ რეაქციას არ ველოდი!. უკან ვიხევდი სანამ ბოლოს კედელს არ მივეყრდენი!. მომიახლოვდა. მიყურა, მიყურა, ბოლოს ხელში ამიტაცა და მხარზე გადამიკიდა!
-ეი, სულ გააფრინე.? გამიშვი-ვიკივლე, და ხელებს ვურტყამდი. მდივანზე დამაჯინა, თვითონაც გვერდით მომიჯდა,. მე მაშინვე წამოვხტი, მაგრამ ხელი დამიჭირა და ახლა მისკენ მიმიზიდა. მის მკერდზე მიკრული ავღმოჩმდი. ხელები წელზე მაგრამ შემომხვი. მისი მოშორების მცდელობა ტყუილი იქნებოდა, მაინც არაფერი გამომივიდოდა! ხელები მკერდძე მივადე და სახით მოვშორდი!
-არიანა, რატომ ხარ ასეთი ჭირვეული და მოურჯულებელი?
გამეღიმა.
-გამიშვი ანდრეა.-ვითომ შევუბღვირე!
-ოხ, იცი შენი თვალები რას მთხოვს ახლა?.......... იმას რომ უფრო მაგრად ჩაგიკრა გულში.
ამაზეც გამეღიმა.
,,ღმერთო რა ჯანდაბა მემართება? რატომ მინდა მოვეხვიო? და მის მკერდზე დავიძინო? რა მჭირს? ნუთუ შემიყვარდა? ოხ არა..ეს შეუძლებელია!,,
თავი წამოწია და ყურში ჩამჩურჩულა
-მოურჯულებელო,მაინც მოგარჯულებ!-ყურზე მაკოცა!
მისგან ისეთი დადებითი ენერგია დ სითბო მოდიოდა, რომ ჩემი ჭირვეულობა სადღაც ქრებოდა!. თავი დავხარე და მკერდზე დავადე! მისი გულისცემა იავნანასავით ჩამეცმოდა. ოთახს ბუხარში დანთებული ცეცხლის შუქი ანათებდა. ხელი მკერდზე დავადე და გავინაბე. ანდრეამ თბილი საბანი გადაგვახურა და მჭიდროდ მომხვია ხელები! მის ამ ქცევაზე გამეღიმა.
-ანდრეა არსად არ გავრბივარ!
-ვიცი პატარავ!
გარედ წვიმის და ქარის ხმაური ისმოდა. წვიმდა და ციოდა. ოთახში კი ხმელი შეშის წვის და ჩვენი სუნთქვა ხმა ისმოდა. ირგვლივ სითბო ტრიალებდა.



№1 სტუმარი ავადმყოფი

კარგია უბრალოდ ერთი შენიშვნა მაქვს საწყენად არ მიიღო... - ძალიან პატარა თავებია, სჯობს ეს რაც ეხლა დაწერო ერთ თავში იყოს გაერთიანებული ისე კარგია უფრო დაათბე ურთიერთობა და შესანიშნავია lol love

 


№2  offline წევრი tvinischia

vaime ra kargi iko ise ori tavi gaertienebuli ro vnaxe megona didi ikneboda,magram shevcdi ) araushavs male dade shemdegi ar daagvaino da tavrbi gazarde dzaan kaia ❤

 


№3  offline წევრი Maki

ავადმყოფი
კარგია უბრალოდ ერთი შენიშვნა მაქვს საწყენად არ მიიღო... - ძალიან პატარა თავებია, სჯობს ეს რაც ეხლა დაწერო ერთ თავში იყოს გაერთიანებული ისე კარგია უფრო დაათბე ურთიერთობა და შესანიშნავია lol love

<3 <3 გავითვალისწინებ აუცილებლად

tvinischia
vaime ra kargi iko ise ori tavi gaertienebuli ro vnaxe megona didi ikneboda,magram shevcdi ) araushavs male dade shemdegi ar daagvaino da tavrbi gazarde dzaan kaia ❤

კი აუცილებლად :* :*

 


№4  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Vaime ra magariaaa
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№5 სტუმარი კაილი

ოოო ოღონდ ანდრეა არა რააა. ჩენი პირველი მოთხრობაა რონელიც ოდესღაც წავიკითხე და მთავარ გმირს ჰარი ქვია ჰარი სტაილსი რა ანდრეა და ხვეული თმები აქვს მაგრამ საერთოდ მადლიერი ვარ რო მაკოვნინეთ ვეძებდი გადაკითხვა მინდოდა თან თუარ ვცდები მგონი ეს სიყვარულია ჰქვია სინამდვილეში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent