შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დააფასე საკუთარი თავი (დასასრული)


29-12-2015, 10:50
ავტორი nitanita
ნანახია 2 931

მთელი ძალით მომხვია ხელები და თავი ჩემს ყელში ჩარგო. ძალიან,ძალიან დიდ ხანს ვიყავით ასე. ფრთხილად გადმოანაცვლა ხელები მხრებიდან ლოყებზე და უსაზღვრო სითბოთი გამიღიმა...ისე ჯერ არასდროს,რომ არ გაუღიმია და ნაზად დამიკოცნა სახის ყოველი კუთხე-კუნჭული. მაინც საკმაოდ დარდიანი მზერა ჰქონდა,მაგრამ თან ამაყი. მარტივი წასაკითხი იყო მის თვალებში,როგორ ეამაყებოდა ამ ყველაფრის მოსმენა და მეც ვამაყობდი იმით,რომ კოსტას ვეამაყებოდი. განა რა,მაგრამ ესეც ძალიან მახარებდა.
ღამე კოსტას ოთახში დავრჩი,მაგრამ რაც არუნდა გასაკვირი იყოს ტკბილად არ მძინებია. ცოტახანს ვილაპარაკეთ და მერე დაძინება გადავწყვიტეთ.სამსახურში იყო მეორე დღეს წასასვლელი და მინდოდა კარგად გამოეძინა. თუმცა ჩემი სურვილი სურვილად დარჩა და ვიცოდი ხვალ საშინელი დღე ექნებოდა, ერთმა ფაქტმა ჩემი გაღიმება მაინც შეძლო. დაახლოებით ერთ საათიანი დუმილის შემდეგ სოციალურ ქსელში აღმოჩენილი სურათი გამახსენდა წარწერით: "თუ ჩემი დუმილი არ გესმის,საუბარს როგორ გაიგებ?!"
იმ ფაქტის აღმოჩენით გახარებულს,რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმოდა,უნებლიედ გამეღიმა. ვიცი ბავშვური სისულელე იყო,მაგრამ მე ხომ მიხაროდა?!
-რა მოხდა? - მანაც ღიმილით მკითხა. აშკარად შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი აღფრთოვანება.
-არაფერი -მეც კიდევ უფრო ფართედ გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე. ცოტახანს მიყურა ინტერესიანი თვალებით,მერე თავისთვის ჩაიცინა და მანაც საპასუხო კოცნის კვალი დამიტოვა ლოყაზე.

დილით საკმაოდ ადრე გაღვიძებულსაც კი სამსახურში წასული დამხვდა. იმედგაცრუებული და კარგად გამოფხიზებული ვნებივრობდი ცოტახანს ლოგინში,მაგრამ დიდხანს ვერ გავძელი და ადგომა გადავწყვიტე. მთელი დღე თითების მტვრევით დავდიოდი ოთახის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში და პირიქით...ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა სახლში,რომ მენახა როგორ შემხვდებოდა,მაგრამ მთელი ღამის უძინარს ისე მიმეძინა საწოლზე 1-2 წუთით დასასვენებლად წამოგორებულს ვერც კი გავიგე. ძილში ვიგრძენი როგორ მაკოცა შუბლზე და წამებში გამოვფხიზლდი.
-გაგაღვიძე- ღიმილით მითხრა და გვერდით მომიწვა. აშკარა იყო დანაშაულის გრძნობა არ აწუხებდა.
-არაუშავს. გელოდებოდი - ლოყებაწითლებულმა მოვახსენე და მთელი არსებით გავუღიმე.
- გულმა მიგრძნო და ადრე წამოვედი სამსახურიდან -ღიმილით დამკრა ცხვირზე თითი და ჩემ თმაში თამაში დაიწყო.
- მასე თუ გააგრძელებ ისევ დამეძინება.
- გაგაღვიძებ ისევ,რა პრობლემაა?!

*****
1 კვირის შემდეგ სახლში დავბრუნდი. ღრმად მწამს რომ ცხოვრებაში ყველანაირი სიამოვნება ბოლომდე უნდა შეირგო. სიგიჟემდე მსიამოვნებდა კოსტასთან ერთად ყოფნა,მაგრამ ამ უხერხულობის შეგრძნებას,რომელსაც ჩემი სტუმრის სტატუსი იწვევდა ვერაფერს ვერ ვუხერხებდი,ხოდა სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა,რომ ყველას ერჩივნა ცოტა უფრო დიდ ხანს დამესვენა მე მაინც ჩემი გავიტანე. კოტე დამპირდა შემდეგ შაბათ-კვირას გნახავო და მეც ფრიად აჟიტირებული ვუცდი ამ დღის მოსვლას. რომ ვუფიქრდები საიდან სად მოვედით და როგორი უცნაურად, როგორი სწრაფად უნებურად მეღიმება. ცხოვრების იმ სტადიაში ვარ უბრალოდ კმაყოფილი,რომ ხარ და არ ფიქრობ იქნებ რამე უკეთესი შეიძლება გქონდეს. ზოგადად ჩემი ჩვევაა არსებულით დაკმაყოფილება და მით უმეტეს ამ შემთხვევაში ჩემი არსებული იმდენად მაგარია იმაზე ფიქრი,რომ რაღაც უკეთესი შეიძლება არსებობდეს უბრალოდ უნამუსობაა.

სკოლაში დაბრუნება იყო კატასტროფა! არაფერია იმაზე საშინელი დილით ადრე რომ უნდა ადგე, წახვიდე სკოლაში , მერე მასწავლებლებთან და სახლში გადასავათებული დაბრუნდე! მაინც ჩავდექი ფორმაში და ძველ რეჟიმს დავუბრუნდი. გამოცდების თარიღის მოახლოვების პარალელურად ჩემი ნერვული სისტემა ირყევა. ყველას სწამს,რომ ძალიან მაგრად ჩავაბარებ და ყველაფერი კარგად იქნება,ხოდა მეც ვცდილობ ყველას ნებას დავყვე.
წინა შაბათ-კვირას ვერ მოახერხა კოტემ ჩამოსვლა,გაციებული იყო და ახლა მოდის ჩემ სანახავად. ისევ ცუდადაა,მაგრამ დაიჟინა უნდა გნახოვო დს მეც აღარ გავუძალიანდი.

*****
კარები გავაღე თუ არა, მისი ჩაწითლებული და აწყლიანებული თვლები შებამჩნიე და თავი საოცრად დამნაშავედ ვიგრძენი. აშკარა იყო შეშფოთების ამოკითხვა ჩემს სახეზეც,რადგან ღიმილით და "არაფერია,კარგად ვარის" ძახილით მომიახლოვდა კოსტა და გულში ჩამიკრა.
- რა არის არაფერი ნახე რა დღეში გაქვს თვალები! სიცხე გაქვს ისევ?
-არა, აღარ. სულ ასე მჭირს გაციებული რომ ვარ, შენ ნუ ნერვიულობ.- შუბლზე მეამბორა და ტრადიციულად თბილად გამიღიმა.- ლევანი სახლშია?
-არა,არ მოსულა ჯერ. გინდა დავუცადოთ?
-არა,იყოს წავიდეთ და ლევანს მერე დაველაპარაკები.
-კიდე არ მეტყვი რაზე უნდა ელაპარაკო? - ბუზღუნით ვკითხე და კარები გამოვიხურე. კოსტამაც ჩემი ბუზღუნით გამხიარულებულმა უარის ნიშნად თავი გააქნია და კიბეებზე დაეშვა.
გრემში წავედით. ტაძარი მოვილოცეთ და შემდეგ ცოტა ხანს ეზოში დავსხედით.
-გინდა ჯვარი აქ დავიწეროთ? -ეშმაკური ღიმილით გამომხედა.
-არ ვიცი-მეთქი და მხრები ავიჩეჩე.
-გამომყვები საერთოდ ცოლად? -სიცილით მკითხა და მეც სიცილითვე დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად.
-ოღონდ ჯერ არა, ჯერ დიდი გოგო უნდა გავიზარდო.
-ხო დიდი და წარმატებული გოგო.- ისიც დამეთანხმა და თბილად გამიღიმა.
ცოტახანს ისევ ჩუმად ვისხედით და მალევე წამოვედით. არ ვუყურებდი,მაგრამ ვხვდებოდი რაღაცაზე სერიოზულად ფიქრობდა.
-ხომ თბილისში აბარებ? - მოულოდნელი იყო მსგავსი შეკითხვა.
-კი.
-ჩემთან ერთად იცხოვრებ?
-კი,დიდი გოგო რომ გავიზრდები-მეთქი.-ხუმრობაში გატარება ვცადე,არადა ვიცოდი არ ხუმრობდა.
-არ ვხუმრობ.
-მაშინ,კი,ვიცხოვრებ.
-მარიამ,მართლა გეკითხები მე!
-კოსტა, ცოტა არ იყოს მეუხერხულება.
-რისი?
- ძალიან მომწონს შენი ოჯახი და ვაფასებ შენს მშობლებს,მაგრამ არ მგონია ჩემი ასე შემოკედლება მოეწონოთ.- ძალიან მეუხერხულებოდა ამის თქმა,მაგრამ უთქმელობაც არ გამოდიოდა. არ მენორმალურება მეგობარი გოგონას და სადედამთილ-სამამამთილეს ესე ცხოვრება...- აქ გავჩუმდი იმ იმედით რომ ჩემი ბურტყუნიდან რამეს გაიგებდა.
- ჩემი მშობლების სახლში ცხოვრებას არც გთავაზობ. ბინას ვიქირავებ და იქ გადავალთ,თუ თანახმა იქნები. ცოლადაც რომ მომყავდე მაგ სახლში არ ვიცხოვრებდით. ვთვლი,რომ წყვილს თავიანთი სივრცე უნდა ჰქონდეთ, მით უმეტეს ახლად შეუღლებულებს. შენც იცი არაა მაია ის ტიპი, თეფშებს როგორ გარეცხავ და იატაკს როგორ მოაპრიალებ მაგას უყუროს,მაგრამ მაინც, ჩემი მშობლების სახლში ცხოვრებას არ შემოგთავაზებ.
-ახლავე უნდა გითხრა პასუხი?
-არა, შეგიძლია იფიქრო ცოტა ხანს. ოღონდ, ისე მოიფიქრე პასუხი კარგი ბინის პოვნა,რომ შევძლო თანხმობის შემთხვევაში.
-კარგი,ვეცდები.
-თუ თანახმა იქნები,მინდა ლევანის ჯერ მე დაველაპარაკო.
-ხო,ეგაა ჩემი ერთ-ერთი საფიქრალი.
-ერთ-ერთი? აბა რაებზე გეფიქრება მითხარი - ჩემი პასუხით გახალისებული უცებ მომიბრუნდა ჭორიკანა დაქალივით. მეც გულიანად გამეცინა მისი სახის გამომეტყველებასა და ხმის ტემბრზე.
- მიუხედავად იმისა,რომ ცოლობას არ მთხოვ არც ნაკლებია ეს ხომ იცი?! - საუბარი ნელ-ნელა სერიოზულ ფაზაში გადამყავდა,რაც ძალიან მომწონდა.
-კი,ვიცი.
- ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს გარკვეული პასუხისმგებლობების აღება.საკუთარ თავზე..თუმცა უფრო მსუბუქ ფორმებში.
-მარიამ, ეს ყველაფერი მე დიდი ხნის გააზრებული მაქვს. იმედია არ ფიქრობ,რომ ახლახანს მომივიდა ეს იდეა თავში და მაშინვე შენ შემოგთავაზე შედეგების გაუთვალისწინებლად.
-სიმართლე გითხრა შენ რაზე იფიქრე და რაზე არა მაგაზე ფიქრი მე ჯერ ვერ მოვასწარი. -უცებ სიცილი უტყდება ჩემ დაბნეულობაზე.
- ხო რა იყო ყოველ დღე კი არ მთავაზობენ ერთად საცხოვრებლად გადასვლას.-მეც ვყვები სიცილში და ვცდილობ ამ შემოთავაზებით გამოწვეული აფორიაქება დავმალო.
-მარიამ,მარიამ.. ორივეს გვექნება ვალდებულებებიც და პასუხისმგებლობებიც ისევე,როგორც თავისუფლება. მე როცა მენდომება წავალ და ძმაკაცებთან ერთად დავლევ, შენც როცა გენდომება წახვალ და დაქალებთან ერთად დალევ. სახლის საქმეებს მორიგეობით გავაკეთებთ. კარგი დაბრაწული კარტოფილი ჩემზე იყოს. -ბოლოს ღიმილით ჩამიკრა თვალი და სასაცილოდ აათამაშა წარბები.
-მინდა შენთან ერთად ცხოვრება! - სიცილი ვერ შევიკავე მისი სახის გამომეტყველებაზე.
-გზას გახედე კოსტა,ხომ გინდა რომ მოვასწროთ ამ წუთისოფელში ერთად ცხოვრება?
-კი,მინდა. შენ კარგად დაფიქრდი ხო? არ მინდა ჩემ გამო მიიღო გადაწყვეტილება. შენთვის ქენი, შენი კარგად ყოფნისთვის. -ძალიან თბილი მზერით გამომხედა და მერე ისევ გზას მიუბრუნდა.

მეც იმის მაგიერ იმაზე მეფიქრა გადავსულიყავი თუ არა მასთან ერთად საცხოვრებლად, იმაზე ფიქრი დავიწყე როგორ ვიტუსტუსებ ჩვენს ახალ სახლში და როგორი მეოჯახე გოგო ვიქნები. მაგრამ მერე მივხვდი,რომ ჩემ ძველ გეგმებში სამსახურიდან გადაღლილი ვბრუნდებოდი ხოლმე სახლში და ამ ახალ გეგმაში რაღაც ვეღარ ჯდებოდა.
-კოსტა,მე რომ მუშაობის დაწყებაც მინდა?
-კი,მახსოვს. მერე?
-თუ ერთად ვიცხოვრებთ,როგორ ვიმუშავებ?
- ზუსტად ისევე,როგორც მარტო ცხოვრების შემთხვევაში იზამდი. არ გიჭერ მე და სახლში არ გკეტავ,მარიამ! სულ რომც გკეტავდე,შენ უნდა შემეწინააღმდეგო! ახლა ფაქტიურად ჩემგან ნებართვას იღებ მუშაობის დასაწყებად ერთად თუ ვიცხოვრებთ,რაც არაა სწორი. შენ უნდა მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება,გესმის? შენ ხარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. ჩემი მთავარი მიზანი შენი კარგად ყოფნაა,ასე რომ ერთადერთი,რასაც გთხოვ შენი თავის გაფრთხილებაა.
-უკვე გითხარი ძალიან მაგარი ბიჭი რომ ხარ? -ზუსტად ის ვთქვი,რასაც ვფიქრობდი. ძალიან ჩემიანია,ძალიან!
-არა,არ გითქვამს.-ეშმაკური ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
-მაშინ, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ ახლა გეუბნები. - მეც ასევე ეშმაკური ღიმილით ვუთხარი და თავით ვანიშნე გზას გახედე მეთქი.

********
სახლში მისულმა კოცნით დამახრჩო! მთელი დარჩენილი დღე ასე ერთმანეთზე ჩაფსკვნილებმა გავატარეთ. მერე ჩვენდა გასაოცრად ლუკა და ნიკუშა დაგვადგნენ თავს და ქალაქში გასვლა გადავწყვიტეთ. ვერაფრით ვერ გავიგეთ ეს ორი საიდან იცნობდნენ ერთმანეთს,მაგრამ ფაქტია ერთად კარგ დროს ვატარებდით და მაგას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

****
გამოცდები რომ გადავაგორე ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მოიძებნებოდა. შედეგებზე არც ვფიქრობდი. მინდოდა ზაფხული ბოლომდე შემერგო. გამომდუოდა კიდეც..კოსტამ ვერ მოახერხა სამსახურის გამო,სამაგიეროდ მე და ბიჭები წავედით ყაზბეგში. 3 დღით დავრჩით და მერე რაჭაში წასვლა გადავწყვიტეთ ნიკუშას შეყვარებულის სოფელში. ამაზე უფროსმა უარი ვეღარ უთხრა და კოსტაც შემოგვიერთდა. საკმაოდ კარგი დრო გავატარეთ. იქ გავიგე გამოცდის შედეგებიც - საერთაშორისო ურთიერთობები, ჯავახიშვილი 100%-იანი დაფინანსებით. როგორი ბედნიერი ვიყავი ალბათ წარმოგიდგენიათ. კოსტას თვალებში სიამაყის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ რომ დავინახე,უფრო გავბედნიერდი. ჩემი წარმატების ცალკე სუფრა გვქონდა იმ საღამოს. არ ვიცი რა მოხდა იმ საღამოს, რატო აირია სიტუაცია,მაგრამ ფაქტია ცოტა ხნით სასაუბროდ გასული ბიჭები საკმაოდ ალეწილი სახეებით დაბრუნდნენ. ყველამ ძალიან ბევრი დალია,ზომაზე მეტიც კი. ფეხზე ვეღარ იდგა კოტე. აქამდე ხმას,რომ არ იღებდა ახლა მილიარდჯერ ამიხსნა სიყვარული. მთვრალ ხალხს ქვეცნობიერად ვერ ვიტან. ცუდად ვხდები წარმოდგენაზეც კი,მაგრამ ახლა ჩემდა გასაოჩრად კოსტას შუბლი მეჭირა და ბორჯომს ვუმარაგებდი.
ძლივს ჩაძინებული დილაუთენია რომ წამოვფრინდი და სხვის სამზარეულოში ტრიალი დავიწყე ცოტა კი მეუხერხულა,მაგრამ სამაგიეროდ კარგი მაწვნის სუპი დავახვედრე ბიჭებს ბახუსზე გამოსასვლელად. საუზმის შემდეგ ოთახში შესული საწოლზე რომ წამოვწექი აი მაშინ მივხვდი,რომ დავიღალე. არადა დღეს მდინარეზე უნდა წავსულიყავით.
წავედით კიდეც.. მე უძილო,საშინლად დაღლილი და მაინც მომღიმარი და ბიჭები ისევ უცნაურად ხასიათშეცვლილები. ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს ბახუსი არ აძლევდათ ბოლომდე კარგად ყოფნის საშუალებას,მაგრამ მე გუშინდელი გაუგებრობა მაინც არ მომწონდა. მთელი დღე გვერდიდან არ მომშორებია კოსტა,ოღონდ გასაკვირი ის არის,რომ ხმას არ იღებდა საერთოდ. ასე ჩუმად დამყვებოდა ფეხდაფეხ. საღამოს სახლში მისულმა ჭამაზეც უარი ვთქვი პირდაპირ ჩემად წოდებულ ოთახში ავედი და წამოვწექი. თავი მისკდებოდა და ამის გამო დაძინებაც მიჭირდა. ის იყო წამლის დასალევად ადგომას ვაპირებდი,რომ კოსტა შემოვიდა ოთახში წყლიანი ბოთლით, წამლით და ჩემი საყვარელი შოთის წვერით.
-ეს ჭამე, დღეს პირი არ დაგიკარებია არაფრისთვის და მერე ეს დალიე,სახეზე გეტყობა არ ხარ კარგად.
-თავი მტკივა,მაგრამ გადამივლის მალე. შენ როგორ ხარ?
-კარგად. ბოდიში და მადლობა გუშინდელისთვის.
-არაფერი არაა საბოდიშო, ერთხელ ვინ არ დამთვრალა. -გამამხნევებლად გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
-ფერია,მარიამ,ფერია..-თავის ქნევით შემომხედა და მერე შუბლზე მაკოცა ძალიან ნაზად.
-ერთად რომ ვიცხოვრებთ და დავთვრები გოგოებთან ერთად მერე შენ მომიარე და ბარი ბარში ვიქნებით.- ამით მაინც შევძელი მისი გამხიარულება.
-დარწმუნებული ხარ,რომ ღირს ჩემთან ერთად ცხოვრება? -სიცილი ვერ შევიკავე მის "ეს რა ჩავიდინე" ტონზე და საწყალ თვალებზე.
-კი.- მოწყვეტით ვაკოცე და მეტი დამაჯერებლობისთვის თავიც დავუქნიე-100%-ით.
-რას ამბობ ახლა, ცოტა ხანში ჩემ ოჯახში იტრიალებ?
-კი მარიამ ზარიძე გიორგანაშვილისა ვხდები.- სიცილი აგვიტყდა ორივეს და კარგახანს ვერ ვჩერდებოდით.


***
მერე იყო კოსტას საოცრად მადლიერი თვალები, მამაჩემის რიდი, ახალი ცხოვრების სტილი და მარიამ ზარიძე გიორგანაშვილისა.



_______
უმუზობას ვუჩივი,მაგრამ ეს ისტორია მაინც უნდა დამემთავრებინა. დაგვიანებაზე უკვე ხმასაც აღარ ვიღებ. შეცდომებისთვის ბოდიში.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ოი, ოი ამას ვის ვხედავ. დიდი მადლობა წინასაახალწლოდ ასეთი სასიამოვნო საჩუქრისთვის, აღარც გელოდი უკვე.

 


№2  offline წევრი nitanita

grafo
ოი, ოი ამას ვის ვხედავ. დიდი მადლობა წინასაახალწლოდ ასეთი სასიამოვნო საჩუქრისთვის, აღარც გელოდი უკვე.



თავის დროზე სულ სხვანაირად წარმომედგინა ამ ისტორიის დასასრული,მაგრამ მუზები ბოიკოტს მიცხადებენ და ესეც ძლივს დავწერე. (ესეც შენი დამსახურებით,რისთვისაც უღრმესი მადლობა შენ!)

 


№3 სტუმარი ეკა 5

ძალიან კარგი იყო ძალიან ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent