მკურნალი ცრემლები 6თავი
ერთი წუთითაც არ მიყოყმანია, მაშინვე ჩავიცვი და ჯერ კიდევ სველი თმით ჩავქანდი ქვევით. სადარბაზოდან გასვლამდე, წამით შევჩერდი, ღრმად ჩავისუნთქე, გული დავიმშვიდე და ნიკას მივუახლობდი. გაღიმებულმა ამომხედა, მერე ერთი ხელი მხარზე მომხვია და ჩვეულებრივი ნაცნობივით ლოყაზე მაკოცა. - როგორ ხარ? - ვარ რას პასუხით ავიჩეჩე მხრები და მოვიბუზე. - სველი თმით არ უნდა გამოსულიყავი. გაგეშრო, მე დაგელოდებოდი. - მანქანის კარი გამიღო და მერე დამიხურა კიდეც. - არაფერია, გაშრება. - როგორ ხარ? - კარგად. - ვუპასუხე,რაც შეიძლება მშვიდად, თუმცა სიმშვიდე ახლა ჩემი განცდებისგან ისე შორს იყო. - კონტროლზე რატომ არ მოხვედი? - განაგრძობდა ისევ ექიმის ამპლუაში ყოფნას, მე კი უკვე ვბრაზობდი. - მოვალ. - ვუთხარი და გარეთ გავიხედე. სადღაც ქალაქის ბოლოში ვიყავით, უფრო სწორედ ქალაქს ვუყურებდით ზემოდან. გზის პირას მანქანა გააჩერა და ჩემსკენ შემობრუნდა. - აბა? - რაა? - ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა და ინტერესით ვუყურებდი. ნიკამ ერთი წარბი მაღლა ასწია, მეორე დაბლა დაქაჩა, როგორც მას სჩვევია და ამ ჩვევაზე ჩამეცინა, მამხიარულებდა მისი ეს ჩვევა, ვერაფრით ვხვდებოდი როგორ ახერხებდა ერთდროულად ამის გაკეთებას. - გამხიარულებ? კარგია. ანუ შენზე დადებითად ვმოქმედებ. - ჩაიცინა და თვალი ამარიდა, უცებ დავსერიოზულდი. - აბა, ელენე, მითხარი შენზე რამე... - ჯერ დავლიოთ. - მიჭირდა მასთან ასე ახლოს ყოფნა და ემოციების კონტროლი, ან კი ჩემზე როგორ უნდა მელაპარაკა, მე ხომ ყოველთვის მაკომპლექსებდა ჩემს თავზე საუბარი. ნიკამ ისევ გადმომხედა გაეცინა და უკანა სავარძლიდან პარკი გადმოიღო, იქიდან ვისკი და სენდვიჩები ამოალაგა, მერე ერთჯერად ჭიქებში სასმელი ჩამოასხა და გამომიწოდა. - სენდვიჩი და ვისკიი? - ისე გამამხიარულა ამ ფაქტმა სიცილის შეკავება არც მიცდია. - ნუ დამცინი, მეტი არაფრის კეთება არ ვიცი. - სენდვიჩი გემრიელად მოკბიჩა და ამ უბრალო ქცევაზე ისე სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა, თავი გავაქნიე. ეს რა ავადმყოფური ფიქრი იყო, მომწონდა როგორ ჭამდა სენდვიჩს ჩემი სიმპატიური ექიმი, მომწონდა კი არა აღმაგზნებდა. - შენ გააკეთე? - ხო, მე გაგიკეთე. - ისე გადმომხედა გული ამიჩქარდა. - ჭამე. - გემრიელია. - ავადმყოფურად მსიამოვნებდა მასთან ყოფნა და მისი ხელით გაკეთებულის ჭამა. - დავლიოთ? - დავლიოთ... - ვის გაუმარჯოს? - ვის? არ ვიცი... უბრალოდ ადამიანებს გაუმარჯოთ. - ჭიქა ''მივუჭახუნე''და სასმელი მოვსვი. - საინტერესოა, გაუმარჯოთ. - ახლა შენ თქვი. - სენდვიჩი მოვკბიჩე და გავინაბე. - ნორმალურად ჭამე, სუსტი ხარ, უნდა მოძლიერდე. - მოვძლიერდე? - ხოო, უნდა გაგასუქო. - გაეცინა, თან ისე საყვარლად ჭამის ხალისი სულ დავკარგე, მომინდა. - გამასუქოო? და მერე გოჭივით დამკლა? - არა,უნდა ჭამო, რომ გამიძლო. - ტუჩები მოილოკა და წარბები შეკრა, რაღაცამ მუცელი ამიწვა, თითქოს დენმა დამარტყა ყელიდან დაბლა ჩაჰყვა და პიკზე გაჩერდა. ნიკამ უთქმელად დალია და განაგრძო. - კვებითი ჯაჭვის შესახებ გაგიგია? - ბიოლოგიაში? - ხო, მაგრამ ამჯერად ანატომია ვიგულისხმე. შენ შეჭამ, რომ მოძლიერდე, მერე კი შენ შეგჭამ მე. - ისე სერიოზულად მითხრა წამით დავიჯერე კიდეც, მაგრამ ჩემი სახის გამომეტყველებაზე, რომ გაეცინა, გაბრაზებულმა ვაქციე ზურგი და გარეთ გავიხედე. - გეწყინაა? კარგი რაა, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ? ელენე მომხედე, არ შეგჭამ. - მკლავზე მომქაჩა და მისკენ შემაბრუნა. - არ შეგიძლია მედიცინა, ბიოლოგია, ანატომია საავადმყოფოში დატოვო? - უკვე გაღიზიანებული ვეუბნებოდი. - რატომ, გაწუხებს? კარგი დავტოვებ ბიოლოგიასაც და ანატომიასაც, მაგრამ ქიმიას არა. - თვალებში ჩამაშტერდა ნიკა და მე სუნთქვა დამავიწყდა. - ისუნთქე! - ვსუნთქავ. - ამოვიჩურჩულე და თავი ჩავხარე. - ქიმია რატომ? - ამას არ უნდა მეკითხებოდე, ელენ... - ჩვენს შორის ქიმიაა მხოლოდ? - გულდაწყვეტილმა ამოვილაპარაკე და ვისკი პირდაპირ ბოთლიდან მოვსვი. - და შენ ეგ ცოტა გგონია? - არ ვიცი. - მე ვიცი. ეს უფრო მეტია ვიდრე, ვინმეს წარმოუდგენია. - არ ვიცი... - მე ვიცი, ელენე... - ნიკამ ბოთლი გამომართვა და მოიყუდა. მერე ორივე გავჩუმდით, არ ვიცოდი ნიკა რას ფიქრობდა, მაგრამ ვიცოდი მე რას ვფიქრობდი, ჩემთვის ეს იყო ქიმია, მე და ის მის მანქანაში და შეუხებლად განცდილი ორგაზმი. იმ საღამოს მერე ნიკას აღარ მოუწერია, არც მე. მეშინოდა არ გამეფუჭებინა ის რაც გვქონდა და არ მინდოდა ბანალური ყოველდღიურობით დამეტვირთა ჩვენი ურთიერთობა. ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ვნახავდი ტკივილებს, რომ არ შევეშინებინე. საავადმყოფოში მივაკითხე, ვისარგებლე ნაცნობობით და ჩაწერის გარეშე შევედი. გაუკვირდა, თუმცა ესიამოვნა აშკარად. ჩვეულებრივად მიმიღო, როგორც ექიმმა, არც მე გამიპროტესტებია, ისე ცუდად ვიყავი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ სიკვდილისთვის პატარა ვიყავი და არც ორქიდეის ყვავილობის დრო იყო. - ყველაფერი იმაზე სერიოზულად არის ვიდრე მეგონა, შენ რა წამლებს საერთოდ არ იღებდი? - ჩემ წინ მაგიდას მიეყრდნო და ხელები მკერდზე დაიკრიფა. - კი ვსვამდი, არ ვიცი ყველაფერი გავაკეთე, რაც მითხარი. - თვალი ავარიდე, არ შემეძლო მასთან ასე ახლოს ყოფნა და გრძნობების მოთოკვა. - ტიროდი? - ხანდახან. ნიკამ უბრალოდ გაიღიმა. მერე სადღაც გავიდა, დამელოდეო მითხრა და მეც დაველოდე. ცოტახნის შემდეგ მე და ნიკა ერთად გამოვედით საავადმყოფოდან. - წამოდი, სახლში მიგიყვან. - სახლშიი? - მეგონა სადმე წავიდოდით და ცოტა გული დამწყდა კიდეც. ნიკას არ შეუმჩნევია უხმოდ მიმიყვანა სახლამდე, უბრალოდ დამემშვიდობა და წავიდა. მთელი ღამე ტირილში გავატარე. ვგრძნობდი, რომ ნიკას სათამაშოდ ვიქეცი, თუმცა ვერც უარს ვეუბნებოდი და სიმართლე გითხრათ არც კი მსურდა უარის თქმა. დილით ნუცამ გამაღვიძა, სამსახურში წასვლას არ ვაპირებდი ისე ცუდად ვიყავი, ამიტომ ადგომასაც არ ვჩქარობდი. - კიდევ გძინავს? - მომესმა ნუცას აქოშინებული სიტყვები. - გამიღე კარი. - უხალისოდ გადავატრიალე საკეტი და შიგნით შემოვუშვი. - რა გჭირს, თვალები რას გიგავს? - არაფერია, ვერ მოვისვენე წუხელ. - არ მინდოდა ნუცას გაეგო რა მჭირდა და ზურგი ვაქციე. - ყავას დალევ? - კი. ელენე, თავს ნუ მარიდებ, რა დაგემართა მითხარი. - სამზარეულოში შესულს უკან მომყვა ნუცაც და გამომცდელად მომაჩერდა. - კვანძები და სიმაგრეები მაქვს, უფრო მეტი. მეორეზეც გადავიდა. - რააა? ეს როგორ, ხომ მკურნალობდი? - ასე მოხდა. - იყავი ნიკასთან? - ვიყავი, გუშინ. - ახლა ვხვდები რატომ გაქვს თვალები ასე დასიებული. - ნუცამ თავი გადააქნია და ყავა მოსვა. - არ გვინდა მაგაზე რა, გთხოვ. - მეც მის წინ ჩამოვჯექი და ხალათი გავისწორე. - რა მოხდა? არაფერი უთქვამს? - არაფერი. არც ველოდები რამეს. - კახა? - რა კახა? - რა ხდება კახასთან? ბექა სულ იმას ამბობს, კახა თავდავიწყებითაა შეყვარებულიო. - გაეცინა ნუცას. - კაი რაა. - შორს დავიჭირე თავი. - არ მომწონს ეგ შენი კახა და რა ვქნა? ვაჩეს მერე კახა ჩემს გვერდით? აბსურდია... - და ნიკა? ნიკა ხომ გინდა? - მინდა მაგრამ მას ლანა ჰყავს. - ფეხზე ავდექი და ფანჯარაში გავიხედე. - მერე იმოქმედე. - ნუცაც გვერდით დამიდგა. - კარგი რაა, ისედაც ცუდად ვიქცევი, ცოდოა ის გოგო. - შენ მხოლოდ სხვაზე იფიქრე. - ჩაიბურტყუნა ნუცამ და ჩემს ოთახში გავიდა. - მოდი, აარჩიე რამე. - რა რამე? - ხვალ დაბადების დღე, რომ მაქვს დაგავიწყდა? - თვალები დამიკვესა და ამაზე ისე გულიანად გამეცინა, სულ დამავიწყდა ნიკაც და ავადმყოფობაც. მეორე დღეს დილიდან ნუცას საჩუქარს ვარჩევდი, არ ვიცოდი რა მეყიდა, ნუცა ისეთი ტიპია კონკრეტულად რა მოეწონება არავინ იცის. ბოლოს ლამაზი შარფი ავურჩიე, მწვანე, ბოლოში არშიით. უჩვეულოდ კარგ განწყობაზე ვიყავი. ექვს საათზე უკვე ბექას დაჯავშნილ რესტორანში ვიყავით, ჩვენ, ნუცას ორი თანამშრომელი, კახა, ბექას ძმა და რძალი და ნუცას დეიდაშვილი ქეთი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და ახლოს ვართ. საღამო მშვენივრად გავატარეთ, სასმელი არ დამილევია, თუმცა იმაზე კარგი განწყობა მქონდა, ვიდრე მთვრალს. კახა მთელი საღამო გვერდიდან არ მომშორებია, უკვე აუტანელი იყო მისი კამპანია და მეც მობეზრებულმა რამდენჯერმე უხეშად ვუპასუხე. ჯერ გაუკვირდა, მერე შევატყვე ეწყინა, თავი დამანება და დალევა დაიწყო. მე კი უკვე თავისუფლად ამოვისუნთქე, ქეთისთან საუბარში გავერთე და მალე სულ დამავიწყდა კიდეც კახას არსებობა. ნუცა ისეთი ლამაზი იყო, ვუყურებდი და მიხაროდა მისი გაბრწყინებული თვალების დანახვა, აშკარად უყვარდა ბექას. მთელი საღამო თავზე ევლებოდა, აი კულმინაცია იყო საოცარი. ბექამ მიკროფონი მოიმარჯვა და ნუცას სცენიდან სთხოვა ხელი, ულამაზესი სანახაობა იყო, ცრემლიანი ნუცა და მის ხელზე ბეჭედი. მილოცვის შემდეგ, მაგიდასთან დავბრუნდი, დანარჩენები სცენაზე დარჩნენ, ცეკვავდნენ. მე მაგიდას მივუჯექი და რატომღაც ნიკას ხმის გაგონება მომინდა. მაშინვე ავკრიბე ნომერი და დავურეკე. დიდხანს არ მპასუხობდა, ბოლოს კი ქალმა აიღო, დავიბენი, მერე შემეშინდა ლანა არ იყოსთქო, თუმცა ლანას ხმას არ ჰგავდა. მერე ჩემს თავზე გავბრაზდი და გავთიშე. მთელი ტანით ვცახცახებდი, ნერვები მეშლებოდა, ოღონდ ნიკაზე კი არა, საკუთრ თავზე. მოუსვენრად ვიყავი, აღარ შემეძლო იქ დარჩენა, ნუცას დავემშვიდობე და გამოვედი. ტაქსიდან გადმოვედი, უკვე სადარბაზოში ვაპირებდი შესვლას, საიდანღაც კახა რომ გამოჩნდა. - დაუმშვიდობებლად რატომ წამოხვედი, ელენე? - მომესმა კახას ხმა. - ნახვამდის, კახა. - უბრალოდ მივუგდე სიტყვა და ისევ მოვბრუნდი. - ასე არა, - კახა წინ გადამიდგა, ხელები დამიჭირა და საკოცნელად გამოიწია. - ნორმალური ხარ? - ხელი ვკარი და გაცოფებულმა სილის გარტყმაც მოვინდომე, მაგრამ ისევ მეცა, ხელები დამიჭირა და მაკოცა. სულ გავგიჟდი, წინააღმდეგობას ვუწევდი, თუმცა კი ვერ ვერეოდი. ბოლოს გავჩერდი, ამან სულ გაათამამა, ხელები წელზე შემომხვია და მოფერება დამიწყო, ვხვდებოდი მალე უბრალო კოცნას გასცდებოდა მისი საქციელი და მთელი ძალა მოვიკრიბე, რომ ხელი მეკრა. კახა წაბარბაცდა. - მეორედ არ შემეხო, გესმის? არც კი მომიახლოვდე. არასდროს. - ვუყვირე და გზის მეორე მხარეს ნიკას ვკიდე თვალი, მანქანიდან გადმოსულიყო და ირონიულად მიყურებდა, ამაზე უფრო მომეშალა ნერვები. კახა წავიდა, მე კი ვიდექი და ნიკას ირონიულ მზერას ასევე ირონიულად ვპასუხობდი. ნიკა არ განძრეულა, ველოდი რომ მოვიდოდა, რამეს მეტყოდა, თუმცა არა. მეწყინა, ვგრძნობდი მალე ავტირდებოდი და ამიტომ სახლში შევედი. ესეც მეექვსე, თუ ვინმეს გახსოვთ კიდევ. ბოდიში დაგვიანებისთვის და ბოდიში პატარა თავისთვის. აღარ დავგვიანებ გპირდებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.