აკრძალული ხილი(19 ნაწილი-მეორე ნაწილის დასაწყისი)
„ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა.“ - ჰოლბახი. მას შემდეგ რაც ბაჩოს შევხვდი, არც ერთი დღე არ დამვიწყებია. ყველა მათგანი თვალწინ მიდგას გუშინდელი დღესავით. არ ვიცი მანამდე რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, საერთოდ ამას ცხოვრება თუ ერქვა... არც ის ვიცი შემდეგ რა მოხდება... ბაჩოსთან ყოფნამ მე წამით ტკბობა მასწავლა. არ ვიცი უახლოეს მომავალში რა მოხდება. შეიძლება ყველა ხვალვე დავიხოცოთ... ეს ყველაფერი ღმერთის გადასაწყვეტია და ამაზე ფიქრიც კი დროის ტყუილი ხარჯვაა. იმ დღეს მე და ბაჩომ ხელი მოვაწერეთ. თურმე დედაჩემისთვისაც ნათქვამი ჰქონდათ: ქორწინების სახლში დამხვდა, ბედნიერი გადამეხვია და მთელი გულით ბედნიერება მისურვა. კიდევ მითხრა, რომ თავს უნდა მოვფრთხილებოდი, მისთვის ხშირად დამერეკა და ათასი რამ, რასაც ანერვიულებული მშობელი შვილს წასვლის წინ ეუბნება... დიახ, წასვლის წინ... სად მივდიოდით?! წარმოდგენა არ მქონდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ბაჩომ მითხრა სიურპრიზიაო და სანამ არ მივალთ, მანამდე ვერ გაიგებო. -დაიღალე პატარა? - მკითხა მზრუნველად და შუბლზე მაკოცა -ჰოო - ტუჩები გამოვბუშტე და ბაჩოს მკლავებში კომფორტულად მოვთავსდი. - მართლა არ მეტყვი სად მივდივართ? - ვკითხე და იმედიანად შევხედე, რომ ახლა მაინც დავაცდევინებდი რამეს -არა - ეშმაკურად ჩაიცინა და ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა. -აუ, კარგი რაა... ახლა მაინც გამოაცხადებენ ჩვენ რეისს და ხომ გავიგებ - წარბი ეშმაკურად ავზიდე და გამარჯვებული მზერა მივაპყარი -მერე ვინ გითხრა, რომ სადაც ჩავფრინდებით იქ გაჩერებას ვაპირებთ - ახლა ამან მტყორცნა თავდაჯერებული მზერა, მსუბუქად გამიღიმა და მეც ღრმად ამოვიხვნეშე იმაში დარწმუნებულმა, რომ ბაჩო „მყარად იდგა“ და არაფერი დასცდებოდა. ცოტა ხანში ჩვენი რეისიც გამოაცხადეს. თურმე რიო დე ჟანეიროში მივფრინავდით, თუმცა როგორც ბაჩო იუწყებოდა, ეს ჩვენი ბოლო გაჩერება არ იყო... ბარგი ჩავაბარეთ და თვითმფრინავშიც ჩვენი ადგილები დავიკავეთ. -იქ როგორც კი ჩავალთ ჯერ ექიმთან წაგიყვან - მითხრა და სახეზე ხელი ნაზად ჩამომისვა. -არაა საჭირო, თავს კარგად ვგრძნობ - ვუპასუხე და თავი მხარზე დავადე, რადგან დასაძინებლად ვემზადებოდი. რაღაც ძალიან მომთენთა ამ ორსულობამ და ეს უკვე მაღიზიანებდა, თუმცა იმის გააზრებაც კი, რომ ჩემს მუცელში ჩემი და ბაჩოს პატარა მყავდა, საოცრად მაბედნიერებდა. -ნინი, ნუ მეწინააღმდეგები! დარწმუნებული უნდა ვიყო იმაში, რომ ჩვენი პატარა სრულიად ჯანმრთელია - მიპასუხა მკაცრად და კოპები შეკრა. შეპასუხება ვეღარ გავბედე. უნდა ექიმთან წასვლა? წავიდეთ, კი ბატონო, მაგრამ რას გააგებინებს იმ ექიმს პორტუგალიურად მე არ ვიცი... ალბათ რამეს მოახერხებს... როდესაც ავფრინდით, გამოვფხიზლდი და ძილის იდეამ „დაყვინთა“. ფანჯრიდან გავიხედე და მომენტით დავტკბი... ძალიან ლამაზი იყო ატლანტის ოკეანის ყურება. რაღაცნაირი უცნაური შეგრძნება დამეუფლა, როდესაც გავაანალიზე, რომ იმსიმაღლეზე ვიყავით და ოკეანეს გადავცქეროდით. როდესაც უკვე კონტინენტს მივუახლოვდით, ჩამეძინა. მეტს ვეღარ გავუძლებდი. თავი ბაჩოს მხარზე ჩამოვდე და ტკბილად დავიძინე. ძილ-ბურანში მყოფი ვგრძნობდი, როგორ დაათამაშებდა ბაჩო თითებს რიტმულად ჩემს სახეზე და მეც გატრუნული ვტკბებოდი მისი ალერსით. -ნინი, პატარა გაიღვიძეე... მოვედიით - ბაჩომ ნაზად შემანჯღრია რომ გავეღვიძებინე -მმმ... - უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე სიმშვიდე რომ დამირღვიეს და თვალების ფშვნეტით მიმოვიხედე გარშემო. -წამოდი - ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. ცალი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული, მეორეთი კი ბარგი ეჭირა და ტაქსის ეძებდა. - კუსაა, აბა მითხარი ახლა... გავაგრძელოთ გზა თუ დღეს სასტუმროში გავჩერდეთ და დავისვენოთ? - მკითხა მზრუნველად. -შორს ვართ წასასვლელები? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე და ინტერესით მივაჩერდი. -არც ისე, თუმცა თუ დაღლილი ხარ და ჯობია დავისვენოთ. თან ექიმიც მოსანახულებელი გვყავს!.. - მითხრა გამაფრთხილებელი ტონით და თითი დამიქნია -მაშინ სასტუმროში გავჩერდეთ - ამოვიოხრე და გაჩერებულ ტაქსის მივაჩერდი. -უახლოეს სასტუმროში წაგვიყვანეთ - უთხრა ბაჩომ ტაქსისტს პორტუგალიურად და კარი გამიღო, რომ ჩავმჯდარიყავი, თან ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო და უკან ჩემს გვერდით დაჯდა. მანქანა დაიძრა და მეც ქალაქის ქუჩების თვალიერება დავიწყე. -ბაჩო, პორტუგალიური იცი?! - ვკითხე გაკვირვებულმა, როდესაც ქუჩების თვალიერება მომბეზრდა -კი ცუნცულ - გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა პატარა ბავშვივით -ბაჩოო! სირცხვილია!.. - თავი მის კისერში ჩავრგე და ბაჩოს ჩაცინებაც გავიგე. შემდეგ მძღოლმა რაღაც იკითხა და ბაჩომაც არ დააყოვნა პასუხი. -საიდან იცი? - დავსვი მორიგი შეკითხვა -რა? - გაიკვირვა და შუბლზე ნაზად მაკოცა -პორტუგალიური -აა, პორტუგალიური? - ჩაიცინა და მძღოლს ისევ რაღაც უპასუხა. ნეტავ რას აზუსტებდა ეს კაცი ამდენს... - საიდან დაა, ადრე აქ ვცხოვრობდი რამდენიმე წელი, სანამ მშობლებს მომიკლავდნენ - მითხრა ოდნავ დასევდიანებულმა. არ მინდოდა ახლა ამის გახსენებით მისთვის ტკივილი მიმეყენებინა, ამიტომ კისერში ვაკოცე და ჩემმა ეშმაკურმა ხრიკმა შედეგიც მალე გამოიღო -ვიცი რომ გინდივარ და ჩემი სურვილით ლამისაა გადაირიო ჩემო პატარა, მაგრამ სასტუმრომდე უნდა მოითმინო - მითხრა ფხუკუნით რის გამოც, ჩემი ხელი მოხვდა მკერდში -ბაჩოო! -რაიყო - ჩაიცინა ისევ - ეს მაინც ვერ გაიგებს - დანებებულმა ამოვიხვნეშე და გარეთ გავიხედე. როგორც ჩანდა მოვედით, რადგან ტაქსისტმა მანქანა გააჩერა. ბაჩოსთან ერთად ბარგი გადმოზიდა და შემდეგ მომსახურე პერსონალს ჩააბარა. -წამოდი - ხელი წელზე მომხვია, ტანზე ამიკრო და შესასვლელში მიმღები ქალისკენ დავიძარით. ჩემთვის გაუგებარი რაღაცეები ელაპარაკა და ნასიამოვნებმა გამოართვა გამოწვდილი გასაღები. - ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა მთელს ქალაქში - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და ლიფტი გამოიძახა. ჩვენი ოთახში მეხუთე სართულზე იყო. კარს გასაღები მოარგო და ჩემოდნები შიგნით შეიტანა. -ვაუუ! - გაოცება ვერ დავმალე დიდი, თუმცა მყუდრო და ლამაზი ოთახის დანახვისას -მოგწონს? - მკითხა, ჩემოდნები კუთხეში დააწყო, ზურგიდან ამეკრო და ხელები მუცელზე მომხვია. -კი, ლამაზია - ვუპასუხე კმაყოფილმა და ოთახს ისევ თვალი მოვავლე -მე წყალს გადავივლებ და მალე მოვალ, არ მოიწყინო - ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა და კისერში სველი კოცნა დამიტოვა. ვიგრძენი როგორ დამიარა მთელს სხეულში სასიამოვნო ტალღამ და გამაჟრჟოლა. თვალები მივნაბე, თუმცა შემდეგ გავაანალიზე, რომ ბაჩო უკვე სააბაზანოში იყო შესული და შხაპს იღებდა. ჩემთვის უკმაყოფილომ რაღაც ჩავიდუდუნე და საწოლზე ჩამოვჯექი. ახლაღა ვიგრძენი მთელი დღის დაღლილობა. ასეთი გადარბენების გაძლება, მითუმეტეს ორსულისთვის, ცოტა არ იყოს და რთულია. ასე ვიცი ხოლმე, შემიძლია მთელი დღე დაუღალავად ვიარო წინ და უკან და ვიმუშაო, თუმცა დღის ბოლოს, როდესაც დასასვენებლად ჩამოვჯდები მერე ვგრძნობ ხოლმე, რომ ყოველგვარი ძალა გამოლეული მაქვს. ახლაც დაახლოებით ასე ვიყავი. საწოლზე ზურგით გადავწექი და სუფთა თეთრეულის სურნელი ჩავისუნთქე. ხელები ჩემდაუნებურად მუცელზე მოვიკიდე და ბედნიერმა ჩავიღიმე. -დე, ნეტა ბიჭი ხარ თუ გოგო? - ხელების ჩემს მუცელზე ფერება და რაღაცეების ბუტბუტი დავიწყე - მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ ააქვს. მე და მამიკოს მაინც უზომოდ გვეყვარები და დაგიცავთ - გეგონება ახლა 1 თვის ნაყოფს რამეს გავაგებინებდი. არა, კი ამბობენ ბავშვებს მუცელში ესმით ყველაფერიო, მაგრამ ის ხომ ჯერ ნაყოფი იყო... ის ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული იმ დონემდე, რომ მისთვის ლაპარაკი დამეწყო, თუმცა რა მექნა... ასე გამომდიოდა და ამას ახლა ვერ შევცვლიდი, თან გულის სიღრმეში იმედს ვიტოვებდი, რომ ყველაფერს თუ ვერა, ერთი ორ სიტყვას მაინც გაიგებდა რამენაირად. ჩემს თავთან ბუტბუტში ძილი მომერია და დასაძინებლად გვერდი ვიცვალე, როდესაც კარის გაღების და შემდეგ ჩემკენ მომავალი ფეხის ხმა გავიგე. თვალების გახელის თავი არ მქონდა. ბაჩომ საწოლს მეორე მხრიდან მოუარა და წამოწვა, შემდეგ კი ხელები წელზე მომხვია, თავი ჩემს კისერში ჩარგო და ვნებიანად მაკოცა. -მმმ... - ამოვიზმუვლე უკვე ნახევრად ძილის სამყაროში მყოფმა გაპროტესტების ნიშნად და ბაჩოსკენ გადავტრიალდი. ხმა არ ამოუღია, ისევ განაგრძო ჩემს კისერში თარეში. შეწინააღმდეგების არც თავი მქონდა და არც სურვილი. მთელი სხეული ამიხურდა და გული ამიჩქარდა. - აუ ბაჩოო... - მაინც ამოვიწუწუნე უკმაყოფილოდ, რადგან სასტიკად მეძინებოდა. -რაიყო პატარა - ჩამჩურჩულა და ყურის ნიჟარაზე მაკოცა, შემდეგ ბიბილოზე და ნელ-ნელა ისევ კისერში ჩამოვიდა. -რას აკეთებ? - ვკითხე მე... ვითომ არ ვიცოდი რას შვებოდა რაა!.. -მომენატრე - მიპასუხა ვნებიანად და ზემოდან მომექცა. ძლივს მოვახერხე და თვალების გახელა ვინებე. კინაღამ ნერწყვი გადამცდა, როდესაც პირსახოცშემოხვეული ბაჩო დავინახე, ნამიანი თმით. დამიჯერეთ ასეთი სანახაობა გულგრილს არ დაგტოვებთ... ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეზე და ლოყები ამიხურდა. - შენი წითელი ლოყებიც მომენატრა - ჩემი საყვარელი ღიმილით გამიღიმა და ჩემს ტუჩებს დააკვდა. მთელი გრძნობით, მომთხოვნად, ნაზად და ვნებიანად მიკოცნიდა ბაგეებს. ჯერ ზედას, შემდეგ ქვედას, ბოლოს ორივეს და ასე მონაცვლეობით... სიამოვნებისგან თვალები მქონდა მილულული, ხელები ბაჩოს კისერზე შემომეწყო და ჩემს გრძელ თითებს მის თმებში ვხლართავდი. ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და ხერხემალზე ამოასრიალა. როგორც ყოველთვის, ჟრუანტელმა დამიარა. მაიკა ფრთხილად გამაძრო და გვერდზე მოისროლა. ლიფიდან მომზირალ მკერდს ხარბი მზერა სტყორცნა და უმალ დამტოვა ზედა საცვლის გარეშე. შემდეგ უფრო ანთებული დაეწაფა ჩემს ტუჩებს, თან მკერდზე მომეფერა, კოცნით ჩამოვიდა ყელამდე და შემდეგ მთელს მკერდზე მომეფერა. სიამოვნების ხმებს ვერ ვიკავებდი და მეც სიამოვნების ბურუსში გახვეული, გაურკვეველ ბგერებს წარმოვთქვამდი ბაგეებიდან. ჩემი კვნესის გაგებისას კი, კმაყოფილი ბაჩო, უფრო მონდომებით განაგრძობდა თავისი ხელების ჩემს სხეულზე თარეშს. შარვალს დასწვდა და ისიც მაიკისა და ლიფის გზას გაუყენა. მარჯვენა ხელი ფეხზე ამოასრიალა და თეძოზე მჭიდროდ მომკიდა. ორივე სიყვარულისა და ვნების მორევში გადავეშვით. მხოლოდ ქვედა საცვალიღა მიფარავდა სხეულის დარჩენილ ნაწილს. არ ვიცი რამ წამომიარა, თუმცა უეცრად გავთამამდი. ახლა ბაჩოს მე მოვექეცი ზემოდან და დაკუნთული პრესი ნაზად და ვნებიანად დავუკოცნე. თვითონ ხელებს ჩემს ფეხებზე, თეძოსა და წელზე დაათამაშებდა და ღრმად სუნთქავდა. თითებით მუცელზე „კუბიკებს“ ვხაზავდი, კისერში სველი კოცნები დავუტოვე, ყურის ნიჟარაზე ვაკოცე და მის ტუჩებს დავეწაფე. ასეთი გაშმაგებით არასდროს უკოცნია. ამან ცოტათი დამაბნია, თუმცა ვცადე კოცნაში არ ჩამოვრჩენოდი. ახლა თვითონ მომექცა ზემოდან და უკანასკნელი მატერიისგანაც გაათავისუფლა ჩემი სხეული. ცოტა ხანში ოთახის სიწყნარეს ჩვენი აჩქარებული სუნთქვა და ჩემი კრუსუნი არღვევდა. ერთმანეთის ალერსით გული რომ ვიჯერეთ, დაღლილები მივეხუტეთ ერთმანეთს და გავჩუმდით. ან რა უნდა გვეთქვა?! ყველაფერს სიჩუმე ლაპარაკობდა - იმას, თუ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი და როგორ არ შეგვეძლო ერთმანეთის გარეშე უკვე ერთი წუთის გაძლებაც კი. თავი მკერდზე დავადე, ფილტვები მისი სურნელით გავივსე და თვალები დავხუჭე. .......... დაგიბრუნდით ჩემო ძვირფასებო მორიგი თავით... მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ, რომ ეს დღეები ახალი ნაწილი არ დამიდია დაპირებისამებრ, თუმცა საპატიო მიზეზი მაქვს: დეიდაჩემი ქალაქგარეთ იყო ეს დღეები და ჩემი ლეპტოპი სჭირდებოდა. ამის გამო ვერ მოვახერხე დავმჯდარიყავი და დამეწერა... იმედი მაქვს ისიამოვნებთ და ველი თქვენს კომენტარებს, რომ ხვალ ახალი შემართებით შევუდგე წერას... დღეს არ ვაპირებდი ახლის დადებას, თუმცა რაც ძალა და ენერგია მქონდა მოვიკრიბე და ლეპტოპს მივუჯექი, რომ გამეხარებინეთ. ყველა ძალიან მიყვარხაართ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.