ახალი წლის მშვენიერი მიზეზი (სრულად)
გარშემო ვერაფერს ვხედავ. ოთხი წელია გათხოვილი ვარ, გარშემო ვერაფერს ვხედავ საკუთარი შვილის გარდა საერთოდ ვერაფერს, ვერც ქმარს რადგან ვხვდები რამოდენიმე თვეა რომ აღარ ვუყვარვარ. სხვა იზიდავს სხვა უყვარს და უბრალოდ მე სულერთი გავხდი მისთვის უკვე ოცდახუთი წლის ვარ სიყვარულით გავთხოვდი ალბად შეყვარებულობის პერიოდში უფროა სიყვარული ერთგულება ადამიანის პატივისცემა ვიდრე როცა ქორწინდებით. რამოდენიმე თვეა ვხვდები, რომ მღალატობს თავიდან რომ გავიგე ისტერიკებში ჩავვარდი არავის ვუთხარი მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ურთიერთობაში მინდოდა რომ აღარ ვყოფილიყავი ისევ ისეთი თბილი მის მიმართ ვაკვირდებოდი როგორ დაძვრებოდა სხვა ქალებთან განა ერთთან? არა ძალიან ბევრთან. რაღაცნაირად გულიც დამწყდა რომ მისთვის აღარ ვიყავი საინტერესო და მიმზიდველი ქალი იცით რისი მჯეროდა? ჩემს გარდა რომ სხვა ქალს ვერასდროს შეხედავდა იმიტომ რომ ვიცოდი როგორ ვუყვარდი მაგრამ თურმე სიყვარულიც ქრება ერთ დღეს გიყვარს გადის წლები და გბეზრდება შეიძლება მეც აღარ მყვარებოდა მაგრამ იმდენი შეგნება მექნებოდა რომ მეთქვა და ჩუმად არ მეღალატა განა რთულია ადამიანს უთხრა რომ უბრალოდ აღარ გინდა იცხოვროთ ერთ სახლში ერთ ჭერქვეშ ის უბრალოდ აღარ გიყვარს არ ვიცი ეს რამდენად იოლია ან რთული იმდენი ძალა მეყო რომ მისთვის ისტერიკები არ ამეტეხა შვილზე ვფიქრობდი სამი წლის ევაზე რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა და არ მინდოდა უბრალოდ მამის გარაშე გაზრდილიყო ერთადერთი მიზეზი ის იყო ამ სახლიდან არ წასვლის. დაქალებთან მივდიოდი ხოლმე რომ როგორმე ეს სტრესი გადამეტანა მშველიდნენ კიდეც არასდროს უცდია ნიკას რომ აეკრძალა დაქალებთან ერთად გართობა დალევა შოპინგი და ასე შემდეგ იცოდა რომ დაქალები ყველაფერს მერჩივნა არ იცოდა არავინ ჩემს გარდა ნიკა რომ მღალატობდა ძალა არ მეყო ვინმესთვის მეთქვა. ნოემბრის ერთ საღამოსაც შევიკრიბეთ მე და ჩემი გოგოები როგორც ყოველთვის ყველაფერზე ვლაპარაკობდით თემა არ გველეოდა სალაპარაკო. - ნია რამე ხომ არ მოხდა? - არა რა უნდა მომხდარიყო? - რა ვიცი რაღაცნაირად ხარ - როგორ რაღაცნაირად? - უხასიათოდ - არა ისე უბრალოდ. - კარგი. განა ასე მეტყობოდა რომ გული მტკიოდა ამდენი ხანი ტყუილში რომ ვცხოვრობდი?! ამდენი ხანი საკუთარი ქმარი რომ მატყუებდა?! მე კი მეგონა მთელი ცხოვრება ვეყვარები თქო გოგოებისგან ძალიან მალე წამოვედი არ მქონდა არავის თავი. გზაში დედამთილმა დამირეკა თურმე მასთან წაუყვანია ჩემი ევა ძალიან მიყვარდა ვიცი რომ რძალებს საერთოდ დედამთილი გულზე არ ეხატებათ მაგრამ ეს სულ სხვანაირი იყო ყველასგან განსხვავებული ათასნაირ რჩევას მაძლევდა მეც გულის ყურით ვუსმენდი ყოველთვის დაქალებივით ვიყავით ასაკში იყო უკვე შესული მაგრამ არაფერი ეტყობოდა ისევ იცმევდა გამომწვევად და ბევრი კაცის ყურადღებასაც იქცევდა. ქმარი ორი წლის წინ გარდაეცვალა ადვილად არც გადაუტანია ყოველთვის მიყვებოდა მის გამო რეებს ჩადიოდა გახსენების დროს ცრემლი ჩამოუვარდებოდა ხოლმე მაგრამ ძლიერი ქალი იყო. სახლში რომ მივედი თურმე სულ მარტო ვყოფილვარ არავინ დამხვდა ძალიანაც გამიხარდა ჩემს მოღალატე ქმარს რომ ვერ ვუყურებდი ალბად სამსახურში იყო და მაგიდაზე რომელიმე ქალი ეჯდა ეფერებოდა ისე როგორც მე ადრე რაღაცნაირად გული მწყდებოდა რომ ყველაფერი ასე მთავრდებოდა საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი როგორც ჩემი საკუთარი დედა რომელმაც ძალიან ბევრი რამ გადაიტანა მაგრამ გაუძლო ის სულ რაღაც ერთი წლის წინ დავკარგე ყოველთვის მეუბნებოდა როცა მოვკვდები იყავი ძლიერი და გთხოვ არ იტიროვო, მაგრამ ვერ შევუსრულე თხოვნა. ახალი წელიც მომადგა კარს არ მიყვარდა ბევრი საჭმელების კეთება ჟრიამული თან არც მქონდა თავი მემხიარულა ჩემმა ქმარმა იკადრა მალე მოსვლა სახლში და ახალ წელს ერთად შევხვდით მისი ყალბი ღიმილი მაგიჟებდა და ძალით ნათქვამი “მიყვარხარ“ თითქოს ისე ამბობდა რომ ვალდებული იყო - ნია.. - ხო - რატომ არ გიხარია ახალი წელი? - რატომ უნდა მიხაროდეს? - რა ვიცი ყველა ადამიანს უხარია. - იცი რა? - რა? - ახალი წელი მშვენიერი მიზეზია დატოვო ზოგიერთი ადამიანი ძველ წელში ამიტომ მე შენგან მივდივარ. კრიტიკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.