შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარული აკრძალულია! /თავი I/


30-12-2015, 10:10
ავტორი Evelina
ნანახია 3 121

სამი წლის შემდეგ პირველად ჩაეძინა ვერონიკას ასე ღრმად, ასე უშფოთველად, სიზმარიც კი არ უნდახავს. აქამდე მხოლოდ სხეულს ასვენებდა, გონება კი სულ რაღაცაზე ფიქრით ჰქონდა დაკავებული. წამიერად დაივიწყა მისი ყველა პრობლემა და გაითიშა. ჰო, კი არ ჩაეძინა - გაითიშა! ილიამ შეძლო და მისი ყველა ტკივილი წამიერად გააქრო, წამიერად მიანიჭა თავისუფლება და გონებაც მოუდუნა.
ვერონიკას თეთრი ხელები შემოეხვია მამაკაცის კისერზე, მამაკაცს კი თავი მის, საკმაოდ მადის აღმძვრელ, მოშიშვლებულ მკერდში ჩაედო და მასაც ძილისთვის მიეცა თავი. ილიასაც დიდიხანი არ სძინებია ასე კარგად, თითქოს სხეულში უცნაური სითბო ჩაღვრა და, ალბათ უფლება რომ ჰქონოდა მთელ დარჩენილ ცხოვრებას ასე გაატარებდა.მაგრამ, არც ერთს ჰქონდა უფლება, იმ ღამით იქ ჰყოფნის და არც მეორეს. მიუხედავად ამ უშფოთველი ( და არა ბედნიერი!) წამებისა, იყო რაღაც, რის გამოც ორივე ცოდვილნი იყვნენ. მათი სხეულები, არა ერთმანეთს, არამედ სხვებს ეკუთვნოდა და ამიტომაც არ ჰქონდათ ერთად ყოფნის უფლება, მაგრამ ვნებას ვერ გაექცნენ.
ვერონიკამ თვალები ნახევრად გაახილა, თავს მსუბუქად გრძნობდა. წამით, ისიც იფიქრა, თუ მომინდება მთებსაც კი გადავდგამო, მაგრამ მის წელზე შემოხვეული ზრდასრული მამაკაცი რომ დაინახა, შეშფოთდა. გულში ხანჯალივით ჩაესო რაღაც, მიხვდა… მიხვდა სადაც იყო, იმასაც მიხვდა დიდი შეცდომა დაეშვა, მაგრამ უკვე ვეღარაფეს შეცვლიდა. მამაკაცის ოდნავ გაჭაღარავებულ თმებში ნაზად შეაცურა გრძელი, თხელი თითები, შუბლზე ნაზად ეამბორა და მისი მკლავებიდან დაიხსნა თავი.
_რას აკეთებ?_თვალები არც გაუხელია ისე იკითხა ილიამ და ვერონკას მკლავში ჩასჭიდა ხელი. ისე სუსტი იყო გოგონა, რომ ხანდახან ეშინოდა კიდეც ფერებაში მისთვის არ ეტკინა რაიმე, სულ უფრთხილდებოდა მის პატარა სხეულს, ნაზად დაუსმევდა მის დანაოჭებულ თითებს მკერდზე და ასევე ნაზად დაუწყებდა კისერში კოცნას, ეშინოდა ვაი თუ ძლიერად მომივიდეს და რაიმე დავმართოო. ალბათ ცოტათი უყვარდა კიდეც ეს სულელი, პატარა გოგონა.
_რატომ არ გამაღვიძე?!_უსაყვედურა ვერონიკამ._გამიშვი, სახლში უნდა წავიდე…_სევდიანი თვალებით გადახედა მამაკაცს და ნაზად დაუსვა ხელი სახეზე._სჯობს, ცოტახნით აღარ შევხდეთ ერთმანეთს._ასევე სევდიანად ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.
_ისე ტკბილად ჩაგეძეინა…_გაეცინა ილიას და ახლაღა გაახილა თვალები._როგორ გავძლო უშენოდ?!_ღრმად ჩაისუნთქა და გოგონას შიშველ სხეულს ააყოლა თვალი.
ვერონიკამ არაფერი უპასუხა. ღია წაბლისფერი, სწორი თმა მაღლა აიწია, სკამზე გადაფენილი შავი კაბა აიღო, გადაიცვა და სააბაზანოსაკენ წავიდა.
_ეს უნდა დამთავრდეს!_ჩაილაპარაკა მან, სახეზე ცივი წყალი შეისხა და სარკეში ჩაიხედა._როდის დავეშვი აქამდე?!_თვალი თვალში გაუყარა საკუთარ თავს, ზიზღნარევი მზერით სულში ჩააფურთხა მის ანარეკლს და სინანულის ცრემლი წასკდა.
***
სასტუმრო დილის 6 საათზე დატოვა, თავჩაღუნულმა გაიარა მისაღებში და სასწრაფოდ ჩაჯდა ტაქსში, რომელიც ნომრიდან გამოიძახა.
_რამდენ ხანში მივალთ?_ანერვიულებულმა იკითხა და საათს დახედა, უკვე 6:20 საათი იყო.
_10 წუთი მაქსიმუმ გოგონა…_უთხრა მოხუცმა მამაკაცმა.
ვერონიკამ თავი ჩახარა და შეეცადა დამშვიდებულიყო, თუმცა ამაოდ. რაც უფრო უახლოვდებოდა სახლს, მით უფრო სწრაფად უცემდა გული. ფეხის თრევით აიარა სამი სართული და რკინის ნაცრისფერ კარს გასაღები ფრთხილად მოარგო, კარი ჩუმად შეაღო, ჩანთა იქვე გადაკიდა და სამზარეულოში შევიდა.
_სად იყავი?_სამზარეულოში შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ტანზე მხოლოდ მოკლე შორტი ეცვა და თავზე ხელს ისე ისმევდა, ეტყობოდა ახლახანს გაჰღვიძებოდა.
_სალომესთან!_თავი დახარა გოგნამ და ზურგი აქცია მას.
_მატყუებ!_ახლა სახეზე მკაცრი გამომეტყველება დაედო კაცს და ვერონიკას მიუახლოვდა._შემომხედე!_დაიყვირა და ხელის ერთი მოძრაობით მიაბრუნა მისკენ.
_თავი დამანებე… სამსახურში უნდა წავიდე, უნდა მოვემზადო._ანერვიულდა ვერონიკა.
_დღეს შაბათია!_ისევ დაიყვირა მან._კახპა ხარ!_კიდევ უფრო ხმამაღლა დაიბღავლა და გოგონას სახეში ხელი გაარტყა.
7 წელია ცოლ-ქმარი იყვნენ ნიკა და ვერონიკა და ერთხელაც კი არ შეხებია უხეშად ნიკა მას. ეს იყო პირველი და უკანასკნელი ფიზიკური შეურაწყოფა მისგან მიყენებული. ნიკამ მაშინვე ინანა, იფიქრა ნეტა ახლა გული გამისკდებოდეს და მივკვდებოდეო. არ უნდოდა მისი საყვარელი ქალის თვალებში ტკივილი კიდევ ერთხელ დაენახა და კიდევ ერთხელ ყოფილიყო თვითონ ამის მიზეზი. შეეშინდა ვერონიკას მზერის და სამზარეულოდან უხმოდ გავიდა.
ვერონიკამ სასწრაფოდ აიღო ჩანთა და სახლიდან წავიდა. ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას, უნდოდა სწრაფად მისულიყო იქ სადაც სულ ელოდებოდნენ, იქ სადაც ყოველთვის მიდიოდა, როდესაც ცუდად იყო.
და მაინც, რა სიმბოლური იყო გვიანი გაზაფხულის ამ დღეს, დილაადრიან ასე ძლიარად რომ გაწვიმდა და სულ ერთიანად დაასველა სასაფლოებს შორის სწრაფი ნაბიჯით მიმავალი, შავ კაბაში ჩაცმული ახალგაზრდა გოგონა. უკვვე ვეღარ არჩევდა ცრემლებს წვიმის წვეთებისაგან ვერონიკა, არ იცოდა მისი ცრემლები უფრო მეტი იყო თუ წვიმა… ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა ამას?!
ერთი პატარა საფლავის წინ გაჩერდა, ჭიშკარი გამოაღო და ფრთხილად შეაბიჯა. საფლავის ქვას მიუახლოვდა, მუხლებში მოიკეცა და ქვაზე დახატულ პატარა გოგონას ხელი დაუსვა.
_ჩემო პატარა! ჩემო ანგელოზო!_ხმამაღლა თქვა და შეეცადა წვიმის ხმა გადაეფარა._მაპატიე ევა! ცუდი დედა ვარ!_მარჯვენა ხელის მუჭი ძლიერად მიირტყა გულის ფიცარზე._როგორ მენატერბი…_ახლა ჩუმად ჩაიჩურჩულა და ცივ ქვას შემოხვია ხელები._რატომ მიმატოვე?! შენთან მაინც წამიყვანე… ხომ იცი შენს მეტი მე არავინ მინდა!_სახეზე უცნაური ღიმილი დაეფინა._არც არავინ მყავს, რომ მინდოდეს! წამიყვანე ჩემო პატარა… შენთან მინდა…წამიყვანე!_სველი ტუჩები შეახო პატარა გოგონას ქვაზე დახატულ სახეს და ნაზად აკოცა. სხეულში სითბო ჩაეღვარა, თითქოს ქვას კი არა მის პატარა ლოყებს კოცნიდა, ასე რომ ენატრებოდა. “ყველაფერი კარგად იქნება, დედიკო”, ჩაესმა ხმა ვერონიკას, ცას ახედა, უცებ იელვა და ძლიერად დაიქუხა.
_ვიცოდი აქ რომ მოხვიდოდი!_ სასაფლაოზე შეაბიჯა ნიკამ._წამოდი გთხოვ, გაცივდები…_უთხრა და ფეხზე წამოაყენა ვერონიკა.
_ხელი გამიშვი!_შეუბღვირა მას_არ მჭირდება შენი დახმარება…
_დამშვიდდი!_მკაცრად უპასუხა კაცმა.
_არ შემეხო!_ზუზღით გახედა ნიკას და გვერდი აუარა.
_3 წელია არ შეგხებივარ!_გაეცინა მას._3 წელია არ მიკარებ! ერთ საწოლშიც კი არ გვძიავს!
_სამაგიეროდ სხვის საწოლში გძინავს!_მოუჭრა ვერონიკამ და სასაფლაოს ეზოდან გამოვიდა.
_არც შენ იკლებ!_ისევ დაიყვირა ნიკამ და უკან გაჰყვა.
_მეშინია, ვალში არ დაგრჩე!_ ცრემლები მოიწმინდა გოგონამ და ახლაღა შეამჩნია წვიმას გადაეღო.
უეცრად შეჩერდა და ხელი შუბლზე მიიდო, მის თვალებში სიბნელე ჩამოწოლილიყო და ვერაფერს ვეღარ ხედავდა. უკვე ერთი კვირა იყო რაც თავბრუს ხვევები აწუხებდა.
აღარ გაუგონია ნიკას განწირული ყვირილის ხმა და არც ის უგვრძნია როგორ ეფერებოდა სახეზე, როგორ უკოცნიდა ხელებს და ემუდარებოდა გონს მოსულიყო. თვალები რომ გაახილა საავადმყოფოს პალატაში იწვა. ნიკაც იქვე იჯდა და სახე ხელებში ჩაედო.
_კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო ნიკა!_ დაემშვიფობა თეთრ ხალათში გამოწყობილი, შუახნის ქალბატონი და ოთახიდან გავიდა.
_რა მოხდა?_გაბრუებულმა იკითხა ვერონიკამ.
_არ იცი?!_გაშმაგებული თვალებით გახედა ნიკამ._როდემდე აპირებდი დამალვას?
_რის დამალვას?_უემოციოდ იკითხა. ვერც კი წარმოიდგენდა რომ ნიკა მის ორსულობაზე საუბრობდა, ფიქრში ერთი წამითაც არ გაუვლია ეს აზრი. ნიკა სამი წელია არ შეხებია, მაგრამ დანარჩენი ოთხი წელი ხომ იყვნენ ერთად?! შვილი კი არ უჩნდებოდათ. ამის გამო ორმაგად ვერ პატიობდა საკუთარ თავს პატარა ევა რომ დაკარგა. მერე რა რომ მისი ბიოლოგიური შვილი არ იყო? დაბადების წამიდან მისი შვილი დაარქვა, და ასეც იყო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო დედა იყო ვერონიკა.
_სამი კვირის ორსული ხარ…_ჩაილაპარაკა ნიკამ.
_რა თქვი?_საწოლზე წამოჯდა გოგონა, სახეზე თეთრმა ფერმა გადაუარა და ისევ იგრძნო თავბრუს ხვევა._შეუძლებელია!_თავი გააქნია.
_რამდენი ხანია რაც მღალატობ ვერონიკა?_ნიკას უნებურად წასკდა ცრემლები. ეს უკვე მეორედ დაინახა მომტირალი ქმარი ვერონიკამ. პირველად ევა რომ გარდაიცვალა და მეორედ ახლა! ძლიერ უნდა სტკენოდა გული ტირილამდე რომ მისულიყო და ასეც იყო. მიუხედავად იმისა რომ იცოდა სამუდამოდ დაკარგა ცოლი, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, მაინც ვერ იჯერებდა, ვერც კი წარმოიდგენდა რომ სხვასთან წავიდოდა. ალბათ, ეგონა რომ მთელი ცხოვრება ერთ სახლში, თუმცა სხვადასხვა ოთახში იცხოვრებდნენ.

____

ჩემი მეორე ისტორიაა და ჩემი აზრით უკეთესი ვიდრე პირველი. მირჩიეთ, გავაგრძელო თუ არა?!



№1 სტუმარი darina

Jer ar bici ra vtqva, yvelanairi galati mezizgeba, nika mainc shemecoda, vnaxot rogor ganvitardeba movlenebi.

 


№2  offline წევრი Ignifex

არავის არ ვაპატიებ ღალატს,არც პერსონაჟს,არც ახლობელს (თუნდაც მე არ მიღალატოს:დდდ) და მეუღლეს ხომ მითუმეტეს. მძულს. არ დავეცემი იმ დონემდე,რომ ვინმეს ვუღალატო. მესმის,ტრაგედია გადაიტანა,მაგრამ არ ამართლებს ეს არანაირად. ნიკასთან ერთად მეტკინა მეც. საიტერესოა,მართლა ღალატობდა ნიკაც თუ უბრალოდ სიტყვის მასალად (ასე ვთქვათ) უთხრა არც შენ იკლებო,უარყოფის ნაცვლად. ღალატზე მისი რეაქცია მაფიქრებინებს რომ თვითონ ერთგულია და ვნახოთ:დ გელი,მომწონხარ ჯერ-ჯერობით <3 აბა შენ იცი <3

 


№3  offline წევრი Evelina

გეთანხმებით, ღალატი ყველაზე საშინელი რამ არის, რაც შეიძლება საყვარელმა ადამიანმ გაგიკეთოს... ვერც მე ვაპატიებდი... მადლობთ რომ კითხულობთ, ძალიან მახარებთ!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent