შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მოურჯულებელო,მაინც მოგარჯულებ! 10


30-12-2015, 13:13
ავტორი Maki
ნანახია 3 910

ოთხი დღე რჩება ჩემს ,,გაბედნიერებამდე,,. სახლში გაჩერება შეუძლებელი იყო,დედაჩემი ყოველ წამ-წუთში შემორბოდა ოთახში და სხვადასხვა სულელობებს მეკითხებოდა ქორწილთან დაკავშირებით. ამის ატანა შეუძლებელი იყო. ,,რომელი ფერის მაგიდა ჯობია? რომელი ჭურჭელი,რომელი ყვავილის ფერი,რომელი ეკლესია, რომელი რესტორანი.....,, მხოლოდ ეს კითხვები ჩამესმოდა ყურში. არც ცუდის თქმა მინდოდა და ერთი გამოსავალი მოთმინება იყო. ყველა კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი მქონდა ,,-რომელიც შენ მოგწონს დეე,,. გარდა ამისა ყალბი სიმშვიდე და ღიმილი უკვე მოთმინებას მაკარგიებდა. ვგრძნობდი რომ უკვე წყობიდან გამოვდიოდი, მეც ხომ ადამიანი ვარ, ჩემს მოთმინებასაც აქვს ზღვარი!. გადავწყვიტე ნინისთან ერთად გასეირნება. ის ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც ჩემი ესმოდა, მიგებდა და ყოველთვის გვერდით მედგა! საღამოსკენ პარკში გასეირნება გადავწყვიტეთ. ჯერ მხოლოდ 2 საათი იყო. დრო საერთოდ არ გადიოდა, ოთახში უაზრო ყოფნა მომბეზრდა და ირაკლისთან გავედი. ძირში, დივანზე იწვა, თვალები დაეხუჭა და მუსიკებს უსმენდა აიპოდით! მივუახლოვდი და ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე,მეგონა ეძინა და გაღვიძება არ მინდოდა, მაგრამ თვალები გაახილა და ნაზად მაკოცა შუბლზე.
-რა მოხდა ნინი, რამე ხომ არ გჭირს?-მკითხა მზრუნველი ხმით, თან წამოდგა და გვერდით მომიჯინა! შუბლზე ტუჩები მომადო,
-არა იკა, სიცხე არ მაქვს!-გამეცინა და დივანზე ახლა მე წამოვწექი, თავი ჩემი ძმის კალთაში ჩავდე და თვალები დავხუჭე!
-აბა რა მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ სახლში მომბეზრდა ჯდომა, მომეწყინა საშინლად!-პატარა ბავშვივით შევჩივლე.
-რაიყო სახლიდან გასვლასაც კიგრძალავენ უკვე?-ირაკლის ხმაში გაბრაზება და ზიზღი შევნიშნე!
-არა იკა, რას ამბობ, -წამოვიწიე, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ცვირით ცხვირზე გავეთამაშე-უბრალოდ არსად გასვლა არ მინდოდა, დღემდე-ირაკლის ეშმაკურად შევხედე და თემას გადავუხვიე!-დღეს ნინის ვხდები!
-ძალიან კარგი!-გამიღიმა და ტელევიზორი ჩართო-მოდი რამეს ვუყუროთ. გახსოვს პატარები რომ ვიყავით სულ ერთიდაიგივე კინოს რომ ვუყურებდით!
-ხო. მოიცა რა ერქვა? -ჩავფიქრდი-აუ დამავიწყდა...
-მეც-გაეცინა.-კადრები მახსოვს მაგრამ სახელი აღარ!
სამი საათი რაღაც უაზრობას ვუყურებდით,მაგრამ მთავარი ის იყო რომ იკას გვარდით ვიყავი, ის კიდე ცდილობდა ყველანაირად გავემხიარულებინე. ყოველთვის როცა ქორწილზე იწყებდა საუბარს,ვაჩუმებდი სხვა თემაზე გადამქონდა საუბარი. ძალიან მტკიოდა გული, არა იმიტომ რომ უცხო ადამიანთან მომიწევდა მთელი ცხოვრების გატარება, არამედ იმიტომ რომ ამას ჩემი მშობელი მაძალებდა. გული სევდით სულ უფრო და უფრო მევსებოდა. ახლა გართობის მეტი არაფერი არ მიშველიდა,ერთი ძალიან მაგარი იდეა მომივიდა!
-იკა-დივანზე წამოვჯექი და იკას გახარებულმა შევხედე-იდეა მაქვს.. დღეს საღამოს გცალია?
-მმმმმმ.... არა.-მშვიდად მიპასუხა.
-სად მიდიხარ?-დაინტერესებულმა ვკითხე და გამჭოლი მზერით შევხედე
-მეგობარს უნდა შევხდე!
-მეგობარს?-ინტერესი გაკვირვებათ შემეცვალა!-იკა ჩემთან ერთად წამოსვლა თუ არ გინდა, ტუილი არაა საჭირო,! ვიცი რომ აქ მეგობარი არ გყავს.-ვითომ გაბრაზებულმა წარმოვთქვი ეს სიტყვები, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ მეწყინა.
-არა ჩემო სულელო, ეს როგორ იფიქრე რომ მოგატყუე, ან შენთად ერთად წამოსვლა რომ არ მინდა! გაგიჟდი?- მითხრა გაკვირვებულმა და ცოტა სიბრაზეც შეეპარა ხმაში, სახე გაუმკაცრდა!-ხო, მეგობარი საქართველოში არ მყავს,მაგრამ ქართველი მეგობარი კი...-მითხრა სიცილით!
-ქართველი მეგობარი?საიდან?-ცოტა გამიკვირდა, მაგრამ მივხდი რომ ალბად ამერიკაში გაიცნობდა, რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ დავასწარი-ამერიკაში გაიცანი ხომ?
-ხო. ჩემი ჭკვიანი გოგო!-მითხრა და მომეხვია!
-ეეეე, მოიცა გოგო ხომარაა შემთვევი?-წარბები ავზიდა და სახე გავიმკაცრე-თუ გოგოა ვერ გადამირჩება!
-არა რია, ბიჭია..-გულიანად გადაიხარხარა.-შენ რა ნინის მაგივრობას უწევ?-თქვა და სახე დაემანჭა!
-რაო რა თქვი? ვის მაგივრობას?-წარბი ავწიე და ირაკლის გაოცებით შევხედე!
-არაფერი და რამე ზედმეტი არ თქვა თორე მოგკლავ-მითხრა და მთელი ძალით ჩამიხუტა..
-იკა დავიხრჩვე...-ძლივს ამოვიხრიალე-მაინც უნდა გკითხო,!-მოვიშორე და თვალები დავუბრიალე!
-კარგი რა რია.. გთხოვ რა!-ისეთი სახით მითხრა რომ არაფერი მიკითხავს!
-რამე ოზულზე უნდა ესაუბრო შენს ძმაკაცს?
-არა. ერთი კვირითაა აქ,თბილისის დათვალიერება უნდა!-ადგა და ტელევიზორი გამორთო! მერე მე მომიბრუნდა-რა ხდება რია?
-მმმ, იცი მინდა რომ ჩემთან ერთად იყო დღეს, კლუბში წავალთ და გავერთობით, თუ გინდა წამოიყვანე შენი მეგობარიც.
-კარგი, მაშინ ცხრისკენ კარგი? პარკში დამხდით!
-იკა, ჩვენ უფრო მალე მივალთ კლუბში და შენ თუ არ გეცლება მერე მოდით კარგი?
-კარგი!-მითხრა და შუბლზე მაკოცა. მერე ოთახი დატოვა და წავიდა!
ოთახში ავედი და მომზადება დავიწყე. ჯერ ადრე იყო,მაგრამ სახლში ყოფნა არ მინდოდა. ჩავიცვი და სახლიდან გიჟივით გამოვვარდი. ვინმეს რომ ვენახე იფიქრებდა იქ ჩაკეტილი ყავდათ ალბადო! ნინის ვესტუმრე. სახლში მარტო იყო! რომ დამინახა გაეცინა. ვერ გავიგე მისი უცნაური საქციელი, წარბი ავწიე და ისიც გაჩერდა.
-რა ხდება ნინი?-ვკითხე და სამზარეულოდან წვენი გამოვიღე
-არაფერი რია, მეც დამისხი რა -მითხრა და სკანზე ჩამოჯდა!
წვენი ჭიქებში ჩამოვასხი და მეც მაგიდას მივუჯექი.
-დღეს მივდივართ პარკში სასეირნოდ ხომ?
-არა. დღეს კლუბში მივდივართ, იქ კი პატარა სიურპრიზი მაქვს შენთვის!
-მაინც?-დაინტერესდა ნინი...
-გაიგებ, როცა საჭირო იქნება.-თვალი ჩავუკარი და წვენი მოვსვი!
-კარგი-უსიამოვნოდ ჩაილაქლაქა მისთვის, ამაზე კი გამეცინა!-ანდრეა როგორაა? არ გინახია?
-არა-უხეშად ვუპასუხე,- მაქვს მისი ნახვისარანაირი სურვილი არ მაქვს. და არც ამ თემაზე მინდა საუბარი!
-კარგი.-ნინი გაკვირვებული მიყურებდა, პირველად ვესაუბრე მას ასე უხეშად. ღმერთო ნინი რა შუაშია, და ვის გამო ვეუხეშები?
-ნინი მაპატიე, უბრალოდ ლამის გავაფრინო ისე ვარ!. ჩემი მოთმინება უკვე ზღვარზეა მისული ალბად ცოტაც და ჭკუიდან გადავალ.-სკამის საზურგეს მივეყრდნე და ღრმად ჩავისუნთქე!
-რია, გათხოვა არ გინდა?
ისე ბავშვურად ჟღერდა ეს კითხვა, რომ ჩემდა უნებურად გამეცინა.
-არა რია არ მინდა-მეც ბავშვურად ვუპასუხე.
-მაშინ რატომ თხოვდები? ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფრის შეცვლა!
-ჰმ... მაინც რის შეცვლა? მე უკვე დანიშნული ვარ და 4 დღეში ჩემი ქორწილია!
-კი, ვიცი რია, მაგრამ უსიყვარულოდ გათხოვება...-სიტყვა აღარ დაამთავრა
-ოხ, ხომ იცი სიყვარულის დიდად არ მჯეროდა და საერთოდ შევეშვათ ამ თემას!.. დღეს მაგრა გავერთობით თან კიდევ ვიღაც მისი მეგობარი უნდა გაგვაცნოს!
-მეგობარი? ის ხომ ახლახანს ჩამოვიდა?
-კი. ის მისი მეგობარიც ახლა ჩამოვიდა, გუშინ!
-კარგი. -მითხრა და საათს გახედა! -მე მოვემზზადები და წავიდეთ!
-კარგი-ჩუმად ვუთხარი და საათს შევხედე! 7 სრულდებოდა.
ნინი მალე ჩამოვიდა. ულამაზესი იყო! ჩვენც არ დავაყოვნეთ და ბარისკენ წავედით. ბარში ბევრი ხალხი ირეოდა, თავისუფალი ადგილი მოვძებნეთ და ბიჭებს დავუწყეთ ლოდინი.
,, მომბეზრდა ეს ერთფეროვნება, ჯანდაბა ოთხ დღეში ჩემი ქორწილია,! გაერთე და ყველაფერი დაივიწყე, ეს ოთხი დღე მაინც იყავი ბედნიერი,,-გავიფიქრე და ბარი შევათვალიერე. მზერა ერთ ძალიან ლამაზ ახალგაზრდა ბიჭზე შევაჩერე. დახლთან იდგა და გოგონას ესაუბრებოდა. ისიც სულელივით იცინოდა, მის ყველა სიტყვაზე. ბიჭმა მართლა ძალიან მომხიბლა. მაღალი, გამხდა და გემოვნებით ჩაცმული ჩანდა! ოდნავ მოგრძო თმები ლამაზად ეფინებოდა მის შუბლს და ყოლევ მოძრაობაზე ტალღებლავის ღელავდა! ულამაზესი სახე ჰქონდა. ძალიან მომეწონა!
-ჰმ, მასთან ცეკვაზე უარს არ ვიტყოდი-ვთქვი!
-რაო რია რა თქვი?-ნინიმ შემომხედა!
-არაფერი!
-აი მოვიდა იკაც!-სიხარულით შეხტა ნინი, გამეცინა მის საქციელზე! იკა მარტო იყო!
-იკა, მარტო ხარ?
-არა. ჩემი მეგობარი სადღაც აქ დავკარგე,გოგოებმა გამომგლიჯეს!-გაიცინა და კლუბს თვალი მოავლო!
-ნინი, როგორახარ?-თბილად გაუღიმა და მზრუნველი ხმით კითხა!
-მე... მე კარგად! თავად ?- ბრინჯივით დაბნეულმა ნინიმ ძლივს ამოიღო ხმა!
-მეც...
მათ საქციელზე გულში უდიდეს ბედნიერებას ვგრძნობდი! მიხაროდა ასე თბილად რომ ექცეოდნენ ერთმანეთს. თან ცოტა გული მწყდებოდა, ვიცოდი რომ ჩემი მომავალი ასეთი თბილი არ იქნებოდა. ახლა ვხდებოდი რას ნიშნავდა სიყვარულით გათხოვა. უსიყვარულოდ მართლაც უფერულია ჩვენი ცხოვრება, უფერული და უაზრო! მაგრამ ჩემთვის ყველაფერი დაგვიანებულია! ჩემს ფიქრებში ისე გავერთე რომ ვერ შევამჩნიე როგორ შეემატა ჩემნს კამპანიას კიდევ ერთი, სრულიად მოულოდნელი წევრი!
-რია, გამოფხიზლდი გოგო- რამოდენიმეჯერ შემანჯღრია ირაკლიმ, გამოვცხიზლდი და ჩემს პირდაპირ მჯდარ უცნობს დავაკვირდი. თვალები გაოცებისგან შუბლზე აცვივდნენ!
-ჰააა, რა იყო?-ჯერ კიდევ დაბნეული, ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა-რა მოხდა??
-რა გჭირს? რაზე ჩაფიქრდი?-მკითხა იკარლიმ და გაკვირვებული დამაკვირდა გაოცებულ სახეზე, ჩემს მზერას თვალი გააყოლა და გაეღიმა...-ეს ლუკაა, ჩემი მეგობარი-მითხრა და უცნობისკენ მიმითითა, რომელიც ჩემს წინ იჯდა და გაღიმებული სახით მიყურებდა!-ლუკა ეს ჩემი დაა-არიანა-ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა.
-ლუკა-ძალიან ლამაზი ხმით მითხრა უცნობმა და ხელი გამომიწონა
ღმერთო ხმაც სახესავით ლამაზი აქვს! აი თურმე რა ქვია. ვაიმე რა ლამაზი ბიჭია, მაგრამ გოგო? ის გოგო სად დაკარგა?
-რია-ვუთხარი და მის ხელს ჩემი ხელი შევაგებე. შეხებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ისეთი თბილი და სასიამოვნო იყო. მთლად დავიძაბე. ეს არც მას გამოპარვია მხედველობიდან, გამიღიმა და ხელი გამიშვა!
ასეთი რამ ჯერ არ მიგვრძნია. მოვწყდი ამ სამყაროს, ისევ ჩემს ფიქრებში წავედი, უცებ ავაგე ოცნების კოშკები. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ყველა ოცნება ლუკათი იწყებოდა და მთავრდებოდა კიდეც! ღმერთო რა ჯანდაბა მემართება? არადა რა საყვარელი ბიჭია. ჩემთვის ჩამეცინა.. დანიშნული ქალბატონი და რა სისულელეებზე ვფიქრობ? ვიღაც ბიჭი მომეწონა, არადა 4 დღეში ქორწილი მაქვს!
-რია- ჩამესმა მისი ულამაზესი ხმა, და ხელზე სითბო ვიგრძენი,ფიქრებიდან გამოვედი და მაგიდას დავხედე, ლუკა მეხებოდა ხელზე, როცა შევხედე სახეზე, გაეღიმა და ხელი მომაშორა.. ეს ჟესტი არ მესიამოვნა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
-იკა და ნინი სად არის?-მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ მარტო ვიჯექით!
თვალებით მიმანიშნა. მეც მის მზერას გავაყოლე თვალები და დავინახე რომ ნინი და იკა ცეკვავდნენ. გამეღიმა და ისვ ლუკას მივუბრუნდი!
-არ გინდა ვიცეკვოთ?-მკითხა და ხელი გამომიწოდა!
თუ გინდა მთელი ცხოვრება გეცეკვები!-გავიფიქრე მაგრამ ვთქვი:
-არა, გმადლობთ, არ მინდა!
ხელი დაწია ძირში, ეტყობოდა რომ ჩემმი პასუხი არ ესიამოვნა!
-რატომ?-გამჭოლი მზერა მომპყრო.
-არ მინდა.-ცოტა უხეშობაც შემეპარა ხმაში!
-კარგი როგორც გინდა.-მითხრა და წამოდგა. დახლთან მჯდარ გოგონებს მიუახლოვდა და ბაასი გაუბა.. ეს ყველაფერი ნერვებზე მშლიდა. თავი მაგიდაზე დავდე და თვალები დავხუჭე! ის კი აგრძელებდა გოგონებთან გართობას და ყურადღებასაც კი არ მაქცევდა. მზად ვიყავი ჩემი ხელით მომეკლა ყველა გოგო ვინც მასთან იდგა!
რა ჯანდაბა მჭირს, ჩემთვის სულ ერთია ვისთან იცეკვებს ან ისაუბრებს-გავიფირე, მაგრამ გული სხვას მეუბენებოდა.. ამის აღიარება ნამდვილად არ ღირდა. აქ გასართობად მოვედი, აქედან კი უარესად დამძიმებული მიწევს წასვლა. ვეღარ გავუძელი როგორ ეხვეოდა ვიღაც გოგო და რაღაცას ჩასჩურჩულებდა ყურში! ამის ატანა უარესი იყო! წამოვდექი და პირდაპირ ცხვირწინ ჩავუარე მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია! ისე გამოვედი გარეთ რომ არც ჩემები გამიფრთხილებია! გარეთ რომ გამოვედი, ამაკანკალა, საშინლად ციოდა.
-ჯანდბა, რადგან იკა იქაა, შესაბამისად ის ვერ წამიყვანს, ნინიც ასევე! აუ არ გინდა ამ სიცივეში სახლში წასვლა?-გავიფიქრე და ქუჩას დავუყევი. ძალიან ციოდა მაგრამ გამოსავალი არ იყო, უკან ვერ დავბრუნდებოდი!
უცებ ჩემს წინ ჩემი ძმის მანქანა გაჩერდა,მაგრამ იქედან ლუკა გადმოვიდა.
-შენ ? აქ რა გინდა?-გამიკვირდა მისი დანახვა, თან აქ.
-ერთი ზედმეტად ამაყი გოგონას სახლში წასაყვანად მოვედი!
-არსად არ წამოვალ, მითუმეტეს შენთან ერთად. წადი იქ საიდანაც მოდი, გოგონები მოიწყენენ შენს გარეშე-ვთქვი და ენაზე ვიკბინე, აი ეს კი ზედმეტი ვთქვი, შევუბღვირე თავს!
გაეცინა.
-წამოდი, ჩემი გოგოები დამელოდებიან!-თავდაჯერებულმა მითხრა და მანქნის კარი გამიღო! მომწონდა მისი თავდაჯერებულობა და ამპარტავნობა!
-მე უკვე ვთქვი, არ წამოვალ შენთან ერთად!-მტკიცე ხმით ვუთხარი! მაგრამ ამ დროს ისევ კანკალმა ამიტანა და ეს ლუკამაც შეამჩნია, მკლავში მწვდა და მანქანაში ძალით ჩამაჯინა.
-შენ ხომ არ გაგიჯდი, რა ჯანდაბას აკეთებ?-შევუბღვირე!
-გოგო, გაყინული ხარ! რა ბავშვურად იქცევი! -არ მან დააკლო მის სიტყვებს სიმკაცრე! ხმა აღარ ამომიღია, მართალი იყო! სახლამდე ისე მივედით ხმა არც ერთ არ ამოგვიღია! როცა მანქანა გააჩერა,კარი გავაღე და გადასვლა დავაპირე როცა ხელზე შემეხო
-როა...-თავი უცებ მოვაბრუნე და თვალებში ჩავხედე, ჰმ, რა ლამაზი თვალებია.
-რა?-ცოტა გამაკვირვა მისმა საქციელმა!
-ჩვენი ურთიერთობა ....-არ დავამთავრებიე!
-მისმინე, შენ ჩემი ძმის მეგობარი ხარ და ძალიან მიხარია, მაგრამ როგორც ასეთი ,,ჩვენი ურთიერთობა,, ცუდად ჟღერს! არამგონია ჩემი საქმრო ამ ურთიერთობის მომხრე იყო!- ღმერთო რას ვამბობ!
-რააა?-გაკვირვება ვერ დამალა-ვინ საქმრო? შენ რა დანიშნული ხარ?
-კი. ახლა კი კარგად. მადლობა რომ მომიყვანე!-ჩქარა დავემშვიდობე და სახლში შევვარდი!
ღმერთო ეს რა სისულელე გავაკეთე! მაგრამ მე ხომ მხოლოდ სიმართლე ვითხარი, დამალვას აზრი არ აქვს. მოიცა რა დამალვა? რატომ უნდა დამემალა ჩემი ქორწილის ამბავი ვინმე უცნობი ბიჭისთვის? ვერაფერს ვერ ვხდები! ჯანდაბა!

--------------


სახლის კარი ჩუმად შევაღე. საფახურები ავიბინე და ჩემ ოთახში შევედი. კარი ფრთხილად მივხურე და ცივ კედელს მივეყრდენი ზურგით! ღრმად ჩავისუნთქე და საწოლზე წამოვწექი. ვფიქრებდი დღევანდელ საღამოზე, ჩემზე და ლუკაზე! ამ ფიქრში დავყავი ნახევაი საათი! თავი ოდნავ წამოვწიე და ბნელ ოთახს თვალი მოვავლე. ოთახში სრული იდილია გამეფებულიყო, სიჩუმე,რომელასაც ჩემი გულისძგერა და სუნთქვა არღვევდა! წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. დაახლოებით ორი საათი ვნებივროვდი აქაფებულ ვანაში! ლუკა!ლუკა კარგი ბიჭია, სიმპატიური, ისეთი რომლის გვერდით ყოფნაზე ნებისმიერი გოგო იოცნებებდა,მაგრამ მე მინდა ეს? რატომ მოახდინა ჩემზე ასეთი დიდი შთაბეჭდილება მისმა გამოჩენამ? ლუკა მომწონს? არა. აბა? უბრალოდ მომეწონა ვიზუალურად და ფიზიკურად, მომეწონა როგორც პიროვნება და არა როგორც ბიჭი! მალე გათხოვილი ქალის სტატუს მოვირგებ,მეკი ვიღას უცნობზე ვფიქრობ! ჩემს თავზე მეცინება! ჰმ, ლუკა ჯობია თუ ანდრეა? შევადარე მეც. ოხ როგორ ვერ ვიტან იმ თავდაჯერებულ იდიოტს, ჩემი მორჯულება არ მოუნდა ბიჭს? ისე რაში ვდებ ანდრეას ბრალს? მე ხომ მამაჩემის გადაწყვეტილებით ვთხოვდები! თუმცა მას შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ არა. დათანხმდა და მეც დამღუპა,იდიოტი!-აზრები ერთმანეთს ცვლიდნენ,ვერც ვხდებოდი როგორ მეპარებოდა დრო! სააბაზანოდან გამოვედი და საწოლზე ჩამოვჯექი, სველი სხეული შევიმშრალე და საღამური ჩავიცვი! თვალები ნელ-ნელა მეხუჭებოდა,მეც აღარ შევეწინააღმდეგე თავს და თბილ საწოლში შევწექი! უკვე ძილბურანში წასულს, შორიდან მომესმა კაკუნის ხმა, ნელ-ნელა დედამიწაზე დავეშვი და ხმაც უფრო ახლოდან მოისმა!
-რია, მაპატიე რომ გაგაღვიძე, შეიძლება შემოვიდე?-მითხრა ირაკლიმ და ოთახში შემოვიდა, კარი მიხურა და კედელს მიეყრდნო!
-შემოდი და მერე მეკითხები ,,შეიძლება შემოვიდეო,,?-ვუთხარი ღიმილით და ვანიშნე რომ ახლოს მოსულიყო! ისიც საწოლზე წამოწვა!
-რატომ წამოდი ასე მალე? ან რატომ არ გამაფრთხილე?-მკითრა და სახეზე დამაკვირდა, თითქოს პასუხი შუბლზე მეწერე და წაკითხვას ცდილობსო!
-ცუდად გავხდი! თავი ამტკივდა და წამოვედი-რაც პირველი მომივიდა თავში ის ვუთხარი!-შენ კი იმიტომ არ გითხარი,რომ არ მინდოდა თქვენთვის ხელის შეშლა!
-ახლა როგორ ხარ?- მკითხა დაეჭვებულმა!
-აბაზანამ მიშველა!-აუღელვებლად ვსაუბრობდი. თავი მკერდზე დავადე და თვალები დავხუჭე!
-მოგეწონა ლუკა?
-მმმმმ, ნუ კარგი ბიჭია!
-რაიყო არ მოგეწონა?
-არა,მომეწონა,მაგრამ ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე!
-საიდან მოასწარი ამდენის გაგება? 1 საათიც არ ყოფილხართ ერთად.-ირაკლიმ გულიანად გადაიხარხარა და ფეხზე წამოდგა
-ნუ დამცინი ბიჭო! ეს ქალების ლოგიკაა, შენ ვერ გაიგებ!-ვუთხარი გაბრაზებულის ხმით და ზურგი ვაქციე!
-რა ლოგიკა რია? ნაადრევი და არასწორი დასკვნების გამოტანა? ხო გეთანხმები, ამაში ქალაბს ვერავინ შეგედრებათ!-მითხრა ისევ სიცილით!
-მისმინე ირაკლი, რატომ მიშლი ნერვებს?-ახლა უკვე გავღიზიანდი!
-კარგი,კარგი არ გამიბრაზდე.-მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა!-ესეიგი ლუკას დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე არა? და ანდრეას?-ახლა უკვე ის ჩანდა გაღიზიანებული
-ანდრეა რა შუაშია?
-ის როგორია?
-მისმინე ირაკლი გთხოვ თავიდან არ დაიწყო! ამაზე საუბარი არ მინდა! მე გადავწყვიტე და იქნება ისე როგორც მე ვთქვი!
-რია, ვერც ხვდები რომ ცხოვრებას ინგრევ, შენივე ხელებით- მითხრა გაბრაზებული ხმით და სარკმელს მიუახლოვდა, ფანჯარა გამოაღო, ოთახში ცივი ნიავი შემოვარდა.ტანში გამაჟრჟოლა!
-გთხოვ იკა! -თავი მოვისაწ.... და ბალიში დავიხურე,პროტესტის ნიშნად!-ამის მოსმენა აღარ მინდა!
-ვერ ვხდები რამ შეგცვალა ასე! ადრე თავს მოიკლავდი და რასაც მშობლები გეტყოდა იმას არ გააკეთებდი, ახლა კი....
-იკააააა! -ვიყვირე მოგუდული ხმით!
-კარგი! -დამნებდა ძამიკო! ვიცოდი,რომ ყველაფერს რასაც ამბობდა და აკეთებდა, მხოლოდ ჩემს საკეთილდღეოდ აკეთებდა!
-მოდი ჩემთან ჩემი სულელი ბიჭი!-თავი წამოვწიე და იკას ხელით ვანიშნე ჩემთან მოსულიყო, მანაც არ დააყოვნა და გულში ჩამიკრა!-მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!
-მეც.-მითხრა მოწყენილმა!-ახლა დაიძინე,-ცხვირზე წაამეთამაშა და შუბლზე მაკოცა!.
გავუღიმე. მანაც ოთახი დატოვა,კარებთან მისულს დავაწიე
-მიყვარხარ იკა!
გამიღიმა და კარი გაიხურა! მეც თბილად მოვკალათდი საწოლში.


***
დილით ტელეფონის გამაყრუებელმა ზარმა გამომაღვიძა! ჯანდაბა, ვის გავახსენდი ასე ადრე! ტეფონი მოვძებნე, ჩემი ძმა რეკადა!
-ხო იკა, რა მოხდა?.....ვინ?.... რა გინდა?.... ხო კარგი,სად და როდის?... კარგი მოვალ!..-ტელეფონი გავთიშე და საწოზე მოვისროლე! საათს გავხედე და თვალები გაოცებისგან შუბლზე აცვივდნენ. 3 სრულდებოდა! არადა კიდევ მეძინება! ჯერ კიდევ თბილ საწოლში შევწექი და ისევ ტკბილ ძილს მივეცი! როცა გამომეღვიძა 6 სრულდებოდა! ზანტად წამოვდექი საწოლიდან, სააბაზანოში შევედი და ცივი შხაპი მივიღე,რომ გამოვცხიზლებულიყავი! მიშველა კიდეც! ჩვეულებრივი ყოველდღიური სამოსი-შარვლი,გრძელი მაიკა,კედები, ჩავიცვი და დანიშნული ადგილისკენ წავედი! რესტორანის შესასვლელს მივუახლოვდი, ვიღაც უცნობმა კარი თავაზიანად გამიღო და წინ გამატარა! თავაზიანობისთვის მადლობა გადავუხადე და გავუღიმე. დარბაზში შევედი! სასიამოვნო გარემო იყო შექმნილი, ჰაერში გემრიელი სურნელი ტრიალებდა, ოდნავ მბჟუტავი სინათლე უფრო ლამაზს ხდიდა დარბაზს! მაგიდებს თვალი მოვავლე. აი ისიც! ნაცნობი სახე დავლანდე და მისკენ წავედი! მანაც არ დააყოვნა,ფეხზე წამოდგა და დიდი ვარდების თაიგული გამომიწოდა!
-მადლობ!-თავაზინად გავუღიმე და სკამზე ჩამოვჯექი!
-სიმართლე გითხრა არ მეგონა თუ მოხვიდოდი! -მითხრა ღიმილით და ოფიცეანტს რაღაც ხელით ანიშნა! მალე ისიც ჩვენთან გაჩნდა!
-რას შეუკვეთავთ?
-რესტორანის საფირმო კერძი და წითელი ღვინო.-უთხრა ლუკამ და გაუღიმა. ოფიცეანტი წავიდა.
-აქ რატომ დამპატიჟე ლუკა? რამე საქმე გქონდა?-დუმილი დავარღვიე!
-მინდოდა უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი!-ეშმკურად აუციმციმდა თვლები! ტუჩების კუთხეშიც ღიმილის კვალი შევამჩნიე! წარბი ავწიე, გამიკვირდა მისი ასეთი სითავხედე!
-მისმინე, გუშინ არასწორად გამიგე! მინდა მხოლოდ მეგობრები ვიყოთ!
,, ეჰ ლუკა სახეზე გაწერია რაც გინდა.,,-გავიფიქრე მაგრამ არაფერი მითქვამს!
-კარგი! თუ მეგობრობა გინდა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს!
-და უფრო მეტი რომ მოვინდომე, პრობლემები იქნება?
,,აი ამას ქვია სითავხედე,,
-იქნება, რადგან მე დანიშნული ვარ!-ვუთხარი და გაბრაზებულმა ხელები მოვმუშტე!
-კარგი,კარგი გეხუმრე! -მითხრა ღიმილით!
რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ოფიციანტი მოგვიახლოვდა და ჩვენი შეკვეთაც თან მოაყოლა!
ლუკამ ღვინო ჩამოასხა. დიდხანს ვსაუბრობდი, ძალიან კარგი მოსაუბრე და მხიარული ადამიანი აღმოჩნდა!
-იცი მინდა ჩვენი მომავალი მეგობრობის სადღეგრძელო შევსვათ! წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-არა.-გავუღიმე და ბოკალი ხელში ავიღე!
-ამი ჭიქით ჩვენს მომავალს გაუმარჯოს!-მითხრა ეშმაკურად.
-ჩვენს მომავალ მეგობრობას-შევუსწორე და ჭიქა მივუჭახუნე.
-ხო, ჩვენს მეგობრობას-გაიღიმა და ღვინო მოსვა!
ჭიქა ტუჩთან მივიტანე და უნდა დამელია, როცა ყელზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი და სურნელი,რომელიც ძალიან ნაცნობი იყო!
-საყვარელო აქ რა გინდა?- მომესმა ყურშე ესოდენ ნაცნობი ხმა! შევტრიალდი და ანდრეას მომღიმარ სახეს წავაწყდი!
-შ_შ_შენ? აქ რა გინდა?-ენის ბორძიკით ვკითხე და ფეხზე წამოვხტი!
-იგივე კითხვის დასმა მინდა მეც! თან შეგიძლია ამიხსნა ვისთან ერთად ხარ?-ანდრეა გაბრაზებული და გაღიაზიანებული ჩანდა!
-ეს შენ არ გეხება!-მივახალე
-ცდები საყვარელო,მეხება თან როგორ!-აგრძელებდა უხეშად საუბარს!
-შენ თვითონ ვინ ბრძანდები?-საუბარში ლუკაც ჩაერია და ჩემს გვერდით დადგა!
-მე?? -ცინიკურად ჩაიცინა და ლუკა აათვალიერა!
-ხო შენ, ვინ ხარ?-ლუკაც გაღიზიანდა!
-მიდი საყვარელო უთხარი ვინ ვარ!- მითხრა ანდრეამ და ნიკამზე მომეფერა, მაგრამ უხეშად მოვიშორე!
-მიდი უთხარი, რას ელოდები?-ანდრეა ცინიზმს არ იშორებდა სახიდან, ამის ატანა შეუძლებელი იყო. ლუკამ მუშტები შეეკრა, ხოლო სახეზე ყველა ძარღვი დაეჭიმა!
-ეს... ეს....-ისევ ვბორძიკობდი!
-მე მისი საქმრო ვარ!-არც აცია და არც აცხელა, ისე მიახალა ანდრეამ და კიდევ ერთხალ ჩაიცინა კმაყოფილმა!
ლუკას სახე შეეცვალა! ახლა უფრო გაცოფდა! ალბად ცოტაც და ერთმანეთის ცემაზე გადავიდოდნენ! ჯანდაბა. ეს ანდრეაც, ყველგან ყველაფერს აფუჭებს! დუმილი უფრო ძაბავდა სიტუაციას!
-ჯანდბა, ანდრეა რა გინდა?-გაბარაზებული მივუბრუნდი
-შეიძლება დაგელაპარაკო,სულ რაღაც 10 წუთის საქმეა!-მითხრა-ნუ თუ თქვენ დამრთავთ ნებას!-ლუკას მიუბრუნდა!-შეიძლება ჩემს საცოლეს გავესაუბრო?-ისევ ისეთი დაცინვა და ცინიზმი! მიკვირდა თავს როგორ იკავებდა ლუკა! მაგრამ ვხდებოდი რის ფასად უჯდებოდა ეს მოჩვენებითი სიმშვიდე!
-გაყოს ანდრეა!-ვუყვირე! -მალე მოვალ- თბილად ვუთხარი ლუკას და ანდრეას გავყევი! ვიცი არასწორად ვიქცეოდი ლუკასთან მიმართებაში, მაგრამ რომ არ წავყოლოდი ამ იდიოტს, შეიძლება უარესი მომხდარიყო!


***
გარეთ გამიყვანა და მანქანასთან მიმიყვანა!
-რა გინდა ანდრეა?- გაბრაზებისგან თვალს მიბნელდებოდა, მზად ვიყავი ჩემი ხელით მომეკლა ეს იდიოტი!
-რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?- არც მან დამაკლო!-ვინ იყო ის იდიოტო?
-წესიერად ისაუბრე!- უკვე ვყვიროდი, სულ არ ვაქცევდი ყურადღებას იმას რომ ქუჩაში ვიყავით და გამვლელები გვიყურებდნენ, ეს ახლა ნამდვილად არ მადარდებდა!-შენ ჩემი ქმარი ხომ არ გგონია თავი?
-მგონია და ვარ კიდეც!-ისიც ყვიროდა. ეტყობოდარომ ძალინ არ ესიამოვნა ჩემი დანახვა სხვასთან!. არაუშავს გადაიტანს!
-შესწორება, ქმარი კიარა საქმრო ხარ! ასე რომ ნუ მიყვირიხარ, ამის უფლება არ გაქვს!
-მართლა?-ცინიკურად ჩაილაპარაკა!- სახლში მიდიხარ, ახლავე!
-რააა? შენ როხ არ გაგიჟდი? საერთოდ რატო ერევი ჩემს ცხოვრებაში? შემეშვი!-მივახალე და გამობრუნება დავაპირე როცა მკლავში მწვდა და მანქანაში ძალით ჩამაჯინა!
-იდიოტო, ახლავე გამიშვი!-ბოლო ხმაზე ვყვიროდი, მაგრამ რეაქცია ნული!
-მოკეტე რია!- მიყვირა მანაც და მაქანა ადგილს მოსწყდა! მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოგვიღია! ჯანდაბა რას იფიქრებს ლუკა! მოვედით. დაგავედი მაქნიდან და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი! კარებთან მისულმა მკლავზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი. შემოვბრუნდი
-რა ჯანდაბა გინდა ანდრეა?-გაბრაზება საზღვარს გასცდა. არ მეგონა თუ შემეძლო სიძულვილი, მაგრამ ახლა ეს ადამიანი მძულდა, ჩემი ხელით მოვკლავდი!-რა გინდა, რა?- ისევ ვიყვირე.
-რა და ეს- მითხრა და ტუჩებზე დამაკვდა! ჯანდაბა ესღა მაკლდა. ჰმ,რა თბილი და ტკბილი ტუჩები აქვს! ღმერთო რას ვამბობ! გამოფხიზლდი!-შევუძახე თავს და მისი მოშორება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მაშინ გამოცდილ ხერხს მივმართე და ქვედა ტუჩე ვუკბინე! მაგრად, ისე რომ სისხლი ნაკადულივით წასკდა და ნიკაპი სულ წითლად შეუღება. ეს არ ვიკმარე და სილაც გავაწანი!
-მეორედ გაითვალისწინებ, სანან რამე სისულელის ჩადენას დააპირებ!
არაფერი უთქვამს, უბრალოდ ჩაიცინა და აწითლებულ ლოყაზე ხელი მოისვა!
-შენი მორჯულება ძნელი იქნება!
-არც ეცადო იდიოტო!-მივახალე და სახლში გიჟივით შევვარდი!



№1  offline მოდერი X.G

ძალიან კარგიაააა ყოჩაღ love love

 


№2  offline წევრი Maki

თაკოთაკო
ძალიან კარგიაააა ყოჩაღ love love

love love

 


№3  offline წევრი Ana Tsintsadze

გამაგიჟებ შენ მე :დ ძალიან კარგი იყო ^^ამ ახალმა პერსონაჟმა სულ დამაბნია ;დ ანდრეაც მომწონს ^^ სულმოუთქმელად ველი ახალ თავს :*

 


№4 სტუმარი Elene

Uuiudzalianmagresixar <3 vgijdebi shenze ^^ dzaaan magariaa ^^^^

 


№5 სტუმარი darina

es gogo araa martali, martalia dzalit atxoveben, magram ukve txovdeba da sxvastan ar unda dadiodes, me andrea momwons, ai luka ratomgac ar damevasa

 


ვუაიმე ძაააააააააან მაგარია ^^

 


№7  offline წევრი Maki

წკაპუნა მატატა
ვუაიმე ძაააააააააან მაგარია ^^

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent