შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვიდი მელოდია (სრულად)


30-12-2015, 21:20
ავტორი lesia
ნანახია 6 084

პროლოგი .

ჯერ ისევ საშინლად ბნელა.
ოთახშია მარტოობას და სიჩუმეს ბინა დაუდია . მუსიკასავით ჩამესმის ჩემი გულისცემა და გარინდული ვუსმენ . ნათურა ავანთე , გაუნძრევლად მივშტერებივარ ჭერს ... მალევე გამოვრთე და ძილი განვაგრძე.
სინათლის პირველი სხივი ფანჯარაზე ჩამოცურდა . მზის სხივებმა მისი კალთა გადმომაფარა ... სახეზე დაცოცავდა , უგზო-უკვლოდ დაეხეტებოდა . ძლივს შევძელი თვალის გახელა . ტუმბოს გადავწვდი . წყლით სავსე ჭიქა ავიღე, ტუჩებთან ახლოს მივიტანე . ყელი იმდენად მტკიოდა , წყლის მიღება არ მესიამოვნა ...
დღეს ორი მაისია , ადრე ეს თვე და რიცხვი ჩემი საყვარელი იყო... ყოველთვის აღვნიშნავდი ამ დღეს , მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. დღეს უკვე აღარ მიხარია ორი მაისი , ჩემი დაბადების დღე ... ადრე მიყვარდა, ახლა მძულს . მძულს ... რადგან ყოველთვის ცუდად მახსენდება . მუდამ იმის შიშში ვარ უბედურება არ დამატყდეს თავს . გული მიგრძნობს რომ რაღაც მოხდება , ასე მიგრძნობდა მაშინაც ...
ყოველთვის მიყვარდა დილით ადრე ადგომა, ყველაფრის მომზადება . ახლა ... ახლა აღარაფერი შემომრჩა , სამსახურის გარდა . ამიტომ აღარ მადევს სახეზე ფერი ამდენი ხანია.
... ვგრძნობ, რომ ის ლილე აღარ ვარ,მაგრამ რა ვქნა... საკუთარ თავს ვეღარაფერს ვუხერხებ. თავს არავის ვაბრალებ, უბრალოდ ვეღარ ვიცვლები. მე არ მომწონს ჩემი თავი , ეს ხომ საშინელებაა ... არ ვცდილობ შევქმნა ტრაგედია . საშინელება ის არის, რომ საკუთარ თავს გავუცრუე იმედი. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად მტკივა გული . თანდათან ვაცნობიერებ, ყველაფერი რომ ცოტა სხვანაირად ყოფილიყო , რა ბედნიერი ვიქნებოდი ახლა და ვინ იქნებოდა ჩემს გარშემო. იმის გაცნობიერება რომ ყველაფერი ჩემი ბრალია , იმაზე მეტად მტკივნეული აღმოჩნდა , ვიდრე მეგონა . ყველაზე ცუდი ის არის , რომ გამოსწორება შეუძლებელია და სინანული კი - უსარგებლო. საკუთარ თავს თვითონ ვუმატებ ცეცხლზე ნავთს .
მალევე მოვწესრიგდი , სახლი მივალაგე ,სარკეში ჩახედვისას ჩემს გამოსახულებას მოვკარი თვალი. კარგად დავაკვირდი . უცხო და ცივი გამოხედვა მაქვს , მაგრამ თვალებში მაინც სითბო მაქვს ჩამდგარი . თითქოს ყველაფერი ჩემი თმასავით გახუნეულა , აღარაა ისეთი წითური ახლა ვერც კი ვხდები რა ფერია ... წითურიცაა , ამავდროულად თითქოს ოქროსფერი დაკრავს . სახე ისევ ისეთი ბავშური მაქვს . მწვანე თვალებში კი უამრავი რამის წაკითხვა შეიძლება .
გაზაფხულისთვის შეუფერებელი ამინდია .სამსახურში მალე მივედი.
- დილა მშვიდობისა , - ყველას მივესალმე და კაბინეტისკენ დავიძერი. ოთახში ჰაერი დახუთული იყო . ფანჯარა გამოვაღე და საქმეს შევუდექი .
- ქალბატონო ლილე , შეიძლება ? - ოთახში ნინია შემოვიდა . ჩემი დამხმარეა ნინია , ახალია და საშინლად მორიდებული .
- პირველ რიგში ქალბატონო არა , ლილე ! მეორე , უკვე კაბინეტში ხარ და რაღას მეკითხები? - მშვიდად გავუღიმე .
- ისა ... დიახ . კარგი , ლილე , - თბილად გამიღიმა .
- დაბნეულო , - გამეცინა, - კარგი , აბა ახლა მითხარი რა საქმე გაქვს .
- მოკლედ , ბატონმა ლადომ გამოაცხადა, რომ კრება ტარდება, სადაც ახალ დირექტორს წარადგენენ . თან რაღაც წვეულებას აკეთებენ და უნდა შევთანხმდეთო .
- კარგი , ნინია . გასაგებია , რამდენ ხანში შემოვიდე ?
- შემოგაკითხავ და ერთად წავიდეთ რა , - შემეხვეწა ნინია.
- კარგი რა პრობლემაა .

***
- უკაცრავად ბატონო ლადო ,მაგრამ მე ვერ წამოვალ წვეულებაზე , - როდესაც კრება დამთავრდა , ფეხზე წამოვდექი და განვაცხადე.
- შვილო , ცხოვრება არ სრულდება . წამოდი , გულს გადააყოლებ . ჩემი ხათრით .
- კარგი, ბატონო ლადო , - მართალია საერთოდ არ მსურდა წასვლა ,მაგრამ ლადოს ზურგს ვერ ვაქცევდი . ვიცოდი რომ ვაწყენინებდი და ამად არ ღირდა . ის ხომ სულ გვერდით მიდგას და ერთი წვეულება რას მიზამს , - მოვალ ! - ხმადაბლა ამოვიბურტყუნე .
- სხდომა დასრულებულია , შეგიძლიათ წახვიდეთ . დღეს განთავისუფლებთ . ხვალისთვის მოემზადეთ , - განაცხადა ახალმა დირექტორმა . ყველა ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა .
- უკაცრავად ბატონო ... - ახალ დირექტორს მივმართე , - თუ შეიძლება მე დავრჩები .
- უცნაურია , - ჩუმად ,თავისთვის ჩაიბურტყუნა , მაგრამ მე მაინც შევძელი გამეგო თუ რა თქვა.
- და რა არის უცნაური?
- არაფერი , - აღარ ჩავძიებულვარ , - კარგი, დარჩით . რამდენიმე საბუთია მოსაწესრიგებელი ,ისინი მოაწესრიგე და დღევანდელი სამუშაო ამით დასრულდება .
- კარგი, ბატონო თომა . მალე შემოგიტანთ.
საბუთებში ჩავყავი თავი და ყველაფერზე თვალის გადავლება დავიწყე . მალევე დავამთავრე სამუშაო და თომას კაბინეტისკენ დავიძერი. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე .
- შეიძლება?
- მობრძანდით , - ყოფილი დირექტორის ,ლევანის კაბინეტი დაიკავა თომამ , რადგან ლევანმა სამსახური დატოვა ... როცა შევედი, დავინახე რომ ტელეფონზე ლაპარაკობდა და ანერვიულებული დადიოდა ოთახში .
- კარგი ,ნიტა, მალე მოვალ.
- ...
- გავიგე, მალე მოვალ-მეთქი, - ტელეფონზე საუბარი დაასრულა და შემდეგ მე მომიბრუნდა , - დაამთავრე ? - საკმაოდ უხეშად მკითხა . გაოცებულმა ავხედე , სახე ისევ არ შეცვლია .
- დიახ , ყველაფერი დავამთავრე .
- კარგი , კარგია. ხვალ დილის ათ საათზე შეხვედრა გვაქვს. კომპანიიდან რამდენიმე ადამიანი მივდივართ, თქვენც წამოხვალთ.
- დიახ. ნახვამდის , ბატონო.

***
კაფეში დავჯექი და ჩაი შევუკვეთე . თვალები მაგრად დავხუჭე . სრული ხვალიდან ახალი დღე დაიწყება ... როგორც ყოველთვის .ირგვლივ მთელი სამყარო დატრიალდება. ვტკბებოდი გრძელი პაუზით. ზოგ ადამიანს დუმილი არ შეუძლია. ხალხი გაუგებარ და ჩემთვის უხეშ ენაზე საუბრობს , თან ძალიან ხმამაღლა. თინეიჯერები ხელოვნებას განიხილავენ . თითქოს ჩემი სამყარო უხილავია , ბევრი თავისებურება ახასიათებს. რა უცნაურია ცხოვრება . დრო შეუსვენებლად მიდის, ცხოვრება ჭიდილია გარემოსთან ,მაგრამ მაინც ... პირველ რიგში საკუთარ თავთან.
წვეულებისთვის კაბა უნდა შემეძინა ,ამიტომ კაფე მალე დავტოვე. მაღაზიებში სიარულის თავი არ მაქვს ... ტაქსი გავაჩერე და ჩემი საყვარელი მაღაზიისკენ წავედი. რამდენიმე კაბა ავარჩიე . ყველა ნაზი , ჰაეროვანი და თეთრი ფერის იყო .
სახლში დაღლილი შევედი. ისევ მარტობა და გამაყრუებელი სიჩუმეა... ვცდილობ დრო გავიყვანო, ყველაფრის დავიწყებას ვცდილობ, მაგრამ სახლში შემოსვლისას ყველა ფარდა თავიდან იხსნება . მთელი დღეის მშიერმა ტოსტის გაკეთება დავიწყე, ჩაი მოვიდუღე და ჩემს ოთახში გავედი .
მუსიკას ავუწიე , ოთახში Pink Floyed - ის ჰანგებმა გაიჟღერა . უცნაურია , მაგრამ ასეა ... მუსიკა ამშვიდებს ადამიანს . საწოლზე წამოვწექი და ტოსტის ჭამა დავიწყე .
თბილი, წვიმიანი საღამოა. ახლა უკვე ბნელა. მე კი ამ წუთას წიგნს დავცქერი , მაგრამ იმდენად ვყავარ ფიქრებს გატაცებული ,რომ ტვინში არც ერთი სიტყვა არ შედის. უცნაური ამინდია დღეს . უამრავჯერ გამოანათა მზემ და უამრავჯერ დაიმალა ღრუბლებში . რამდენჯერმე კოკისპირულად იწვიმა. სააბაზანოში შევედი და წყალი გადავივლე . პიჟამოები ჩავიცვი და დასაწოლად მოვემზადე . ამდენი ხნის მანძილზე პირველად ვნახე ისეთი სიზმარი, რომლის გამოც შეწუხებულს არ გამიღვიძია , პირიქით , ღიმილიანმა გავახილე თვალები.
უცნაურია...

***
უბრალოდ არსებობა..
მხოლოდ ხმა უკიდეგანოდ გავარდნილი...
არავითარი მოლოდინი.
მიტოვებული თვალები.
ლიმონიან ჩაის ვსვავ. გაყინული თითები მხოლოდ მაშინ თბება , როდესაც ფინჯანს ხელს ვუხახუნებ. გაშტერებული ვზივარ, არაფერი ხდება... სულ არაფერი. ფანჯრიდან სახლები, ხეები, ქუჩები, ადამიანები , ძაღლები და კატები მოჩანს. ოთახი მისი სუნითაა გაჟღენთილი. გადატენილია მისი ნაკვალევით. ყველაფერს ვაკვირდები ,მაგრამ ახალს ვერაფერს ვხედავ. ვერც ვგრძნობ.
გარეთ მზეა , თან ქარია . მე კი ტროტუარს მივუყვები . ჯერ ადრეა , მაგრამ სახლში ყოფნას ,სამსახურში ყოფნა მირჩევნია . საყვარელ კაფეში შევედი და ყავა შევუკვეთე , როგორც ყოველთვის ნაღებით . ფანჯარასთან ჩამოვჯექი . კაფეში არც თუ ისე ბევრი ადამიანი ირეოდა . ოფიციანტმა შეკვეთა მომიტანა.
რაც დრო გადის მით უფრო იმიჯნება ერთმანეთს რეალობა და ის სამყარო რომელსაც ვეკუთვნი . ხანდახან მოგონებებში ვიძირები ხოლმე. პერიოდულად კი რაღაც ახალ რეალობას ვიგონებ ,რომელსაც კავშირი არ აქვს სინამდვილესთან. ეს ჩემი და მარიტას საყვარელი ყავა იყო . დღემდე არ ვარღვევ ამ ტრადიციას ... ვცდილობ აქ ხშირად ვიარო . კაფიდან გამოვედი და გზა სამსახურისკენ განვაგრძე. ჯერ ისევ ადრეა... ქუჩა უცებ გადავჭერი და შენობაში შევედი , დილით ოფისში სიწყნარეა, პირველი ყოველთვის მე მივდივარ. ამიტომ არ ველოდი უკან მოყოლილ ნაბიჯების ხმას . ჩემს წინ ჩემი ახალი უფროსი იდგა.
- დილა მშვიდობისა , ბატონო თომა.
- დილა მშვიდობისა, ქალბატონო ლილე , ამ დილაადრიან აქ რამ მოგიყვანათ?
- უკაცრავად , მაგრამ ახლა თქვენი აქ ნახვა გამიკვირდა .
- თუ არ გავიწყდებათ დირექტორი ვარ და აქ ჩემი ნახვა არ უნდა გიკვირდეთ , - ძალიან მკაცრი სახით მიყურებდა , მაგრამ რა მიკვირს მართალს ამბობს . ღმერთო ... რა სულელი ვარ რამ მათქმევინა ეს , - დღეს ადრე გიშვებთ . წვეულება რვა საათზე იწყება . სამსახურის მანქანები მოგაკითხავთ !
- კარგი, ახლა დაგტოვებთ .
- მოიცადეთ , ქალბატონო ლილე , საბუთებია მოსაწესრიგებელი . რამდენსაც მოახერხებთ იმდენი მოაწესრიგეთ . კარგი?
- დიახ , რა თქმა უნდა. თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.

***
მალე ყველაფერი ახმაურდა . მდივანს ყავა ვთხოვე . ტელეფონი ათამაშდა .
- გისმენთ .
- ლალო ვარ , ჩამოდი კაფეტერიაში , გოგოები ვართ .
- არ მცალია , რაღაცებს ვაკეთებ .
- ო, - ამოიწუწუნა ლალომ , - ლადომ და თომამ ყველა დაითხოვა და მანდ რაღა გინდა .
- რით ვერ ისწავლე რომ ბატონი უნდა დაამატო , - გავიცინე - რაღაც დამავალა ბატონმა თომამ , ცოტა დამრჩა და მალევე მოვალ .
- ჩემთან მაინც ნუ იძახი ამ ბატონს , -ირონიულად ჩაიცინა , - ნამცხვარი და წვენი შევუკვეთე შენთვის.
- ალუბლის წვენი .
- ჰო ვიცი, შეკვეთილია უკვე. მალე ჩამოდი , - ლალო ახალგაზრდა გოგონაა. პოზიტივით სავსე. გათხოვილია, მისი ქმარიც აქ მუშაობს . ძალიან საყვარელი წყვილია . ერთმანეთს არ შორდებიან . ეს ასეც უნდა იყოს . ბავშვობიდან ერთად არიან .ძალიან ვაფასებ ორივეს .
საბუთები მაგიდიდან ავბოჭე , კომპიუტერი გამოვრთე . ხელჩანთა ავიღე და კაბინეტი დავტოვე , უფროსის კაბინეტისკენ დავიძერი . თომა ოთახში არ დამხვდა ამიტომაც მის მდივანს დავუტოვე ყველა საბუთი . გოგონებთან ჩავედი კაფეტერიაში . ოთახში თბილი გარემო იყო . გოგონები კისკისებდნენ , მათი მხიარულება მათბობდა . ყველა გრძნობა გადამდებია .
- ლილე მოვიდა , - მთელი ხმით შეჰყვირა ლალომ.
- კარგი ,გოგო, ჩუმად , - გამეცინა , - რაც აქ ვმუშაობ სულ ასეთი გიჟი მახსოვხარ.
- მოდი ახლა , წვენი გელის , - გაიცინა ლალიმ.
- კარგი , მადლობა . საბუთებს ვაწესრიგებდი და მაგიტომ დამაგვიანდა . დიდი ხანია აქ ხართ ?
- არც ისე . მალე დავიშლებით , მოწერსრიგებისთვის დრო გვჭირდება .
- ოხ , თამარა , - ლალიმ გაიცინა, - გამოიპრანჭება ახლა ქალბატონი.
- გადამრევ ,ლალი , ქალი უნდა იპრანჭებოდეს აბა ისე როგორ ?! -თქვა თამარამ , შარფი მხარზე მედიდურად შემოიგდო და ზემოთ აიხედა.
- ჰო , ჰო. ვიცი . უბრალოდ ვაბუქებ ხოლმე , - გადაიკისკისა ლალიმ. ლალო უცებ მე მომიბრუნდა და მთელი ხმით შეჰყვირა:
- გოგო, ნეტავ იცოდე რა გავიგე.
- ცხელ-ცხელი ჭორებით მოძრაობს ლალუკა როგორც ყოველთვის , - ირონიულად გაიღიმა თამარამ.
- მაცადე ქალბატონო ! მოკლედ , დღეს ყური მოვკარი როგორ ეუბნებოდა ბატონი თომა ლადოს ,რომ შენი დანიშვნა სურს თავის მთავარ თანაშემწედ .
- ვაუ , რა მაგარია . გილოცავ ლილეო ! - ლალი მთელი გულით ჩამეხუტა. იგი ჩემზე ათი წლით დიდია, ხშირად აღნიშნავს რომ დაბერდა, არადა ოცდათვრამეტი წლის არის. ყველასგან გამოვარჩევ ამ ქალს. თვალებში უდიდესი სითბო აქვს , ხშირად იკბინება, მაგრამ კომპანიაში და ისეც ყველაზე კეთილი ქალია ვისაც ვიცნობ. სწორედ ამიტომ უყვარს ყველას.
- უცნაურია ... - მხოლოდ ეს ამოვთქვი.
- მხოლოდ ეგ სიტყვა? ლილეო კარგი რა. წუწუნით ამოთქვა თამარამ. - უცნაური ეგ კი არა , შენ ხარ !
- ჰო, არ ვიცი ერთი . რა გაგიკვირდა ნეტავ ! მთელ ცხოვრებას ამ სამსახურს ახარჯავ , კიდევ ეგ გიკვირს ? მაოცებ , მაოცებ , - აღშფოთებით საუბრობდა ლალი.
- კარგი , გვეყოს ეს თემა . აღარ დავიშალოთ?
- ჰო , აბა აქ ისედაც არ ვაღამებდით. რომელზე მოხვალთ?
- თამარა , შენი ამბავი რომ ვიცი ფურორისთვის შუა წვეულებაზე მოხვალ , - გადაიკისკისა ლალიმ.
***
ისევ მოკლეს ვიღაც – ვიღაცის დედა, ვიღაცის და , ვიღაცის შვილი , ვიღაცის მეგობარი, ვიღაცის ცოლი … მეც მომიკლეს ! წლების წინ მომიკლეს ... ჩემი მზეც კი გამიშავეს . მატკინეს ... მიჭირს. მიჭირს ისევ წარსულში ქექვა, მაგრამ თუ არ თქვი ,ვეღარ გავუძლებ.
მაშინ ოცდაოთხი წლისაც არ ვიყავი . მაისის ორი რიცხვი იყო. საავადმყოფოდან ბედნიერები გამოვდიოთ, უფრო სწორად , გამოვრბოდით . ვიცინოდით თან ვტიროდით . მარიტა ორსულად იყო . ბავშვზე სულ რამდენიმე წუთიც არ იყო ,რაც გავიგეთ , მაგრამ ის ჩვენი მზე იყო . მარიტას ვთხოვე ორი წუთი დამლოდებოდა. წყალს ვიყიდი და მოვალთქო . არ გამიშვა . დღემდე მახსოვს როგორი სიმწრით მომიჭირა ხელი , ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს. თვალებიდან ცრემლები მდიოდა. მიკვირდა რა სჭირს - მეთქი. შემომხედა ჩემს რეაქციაზე გაგიჟდა, ყოველ წამს რა გჭირს რამე ხომ არ გატკინეს მიმეორებდა. მე კი სულ გადამავიწყდა ტკივილი . მაღაზიაში წყლის გამო შევიდა. მე იქვე კაფესთან ჩამოვჯექი. დავინახე სამი ნიღბიანი როგორ შეიჭრა იარაღიანა მაღაზიაში. თითქოს უნარშეზღუდული გავხდი. იმ წამს ვერ გავიაზრე რა ხდებოდა. ყვირილის , გინების და ტირილის ხმა გამოდიოდა მაღაზიიდან. ქუჩაში მიმოვიხედე, ხალხი ირეოდა.ზოგი პატრულში რეკავდა, ზოგი სასწრაფოში.
ერთი... ორი... სამი...
რამდენჯერმე გაისროლა პისტოლეტმა. ისევ გინება...
გოდება... სირენების ხმამ გააყრუა ირგვლივ ყველაფერი...
მძევლები აიყვანეს... მარიტა წაიყვანეს... სანამ წაიყვანდნენ უკანასკნელად მითხრა ჩემს მაგივრადაც იცოცხლე .
მერე?
მერე არაფერი ... ყველაფერი ბურუსმა მოიცვა . როცა გამეღვიძა მე მარტო ვიყავი ! უყველაფროდ ... ფიზიკურადაც და სულიერადაც მარტო ... ჩემი მშობლები ჩემთვის მაშინ დაიღუპნენ როცა მათი ქალიშვილის გასვენებაში არ მოვიდნენ . ყველაზე სამარცხვინო მათი პასუხი იყო, რა გვესაქმება ისეთ ქალთან ვინც ნაბიჭვირს შვილს ატარებდა მუცლით . სულ მარტო დავრჩი . ზოგჯერ მინდება სამსახურში არ უკვირდეთ ჩემი ღიმილი . განსაკუთრებულ შემთხვევად არ მე მიკვირს ... მიკვირს როგორ შევძელი ცხოვრების გაგრძელება. მართალია ჩემს გზას ცხოვრება არ ჰქვია ,მაგრამ მაინც... ბევრი ვერ შეძლებდა. ვერ გაუკმლავდებოდა ამ ყველაფერს . ისინი მაძლევენ ყველანარ სტიმულს . სითბოს და სიყვარულს მიგზავნიან შორეული სამყაროდან... სხვებისთვით უხილავნი, ჩემთვის ცოცხლები არიან. სიზმრები მეუბნებიან რომ საჩუქარს გამომიგზავნიან...
ნეტავ რას?

***
ნელ-ნელა მზადება დავიწყე . ზედმეტად გამოპრანჭვა არ მინდოდა , არც ვაპირებდი . უბრალოდ ,მაგრამ მაინც სადად და ლამაზად გამოვიყურებოდი. ყავა დავლიე და სახლი დავტოვე, ტაქსით წავედი რესტორანში . მართალია თომამ გამაფრთხილა მძღოლი მოგაკითხავსო მაგრამ არ დავლოდებივარ . რესტორანთან უამრავი ადამიანი ირეოდა. მალევე მივუახლოვდი გოგონებს, შეჰყვირეს ,მაგრამ რატომ, ვერ მივხვდი.
- ვაუ , ლილეო . საოცრება ხარ ! - გაკვირვებული შევხედე თამარას.
- ხო, ხო . რა გიკვირს ? ჩემი ანგელოზი ხარ ! - ლალი მთელი ძალით მომეხვია. გამეცინა , ბედნიერებისგან ...
- მადლობა გოგონებო , თქვენც კარგად გამოიყურებით. თანაც ძალიან კარგად! - ბატონი თომა მოგვიახლოვდა ყველას გაგვიღიმა , მზერა ჩემზე შეაჩერა.
- კარგად გამოიყურებით , შევიდეთ ახლა, - ნელ-ნელა დარბაზი გაივსო , უამრავი ადამიანი ირეოდა.
იშვიათად მაგრამ შეხვდები ადამიანებს, რომლებიც ისე მოგაშტერდებიან თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყოთ , შეხედავ მის სახეს და მერე მთელი დღე თან დაგყვება, ცდილობ გაიხსენო, სად გინახავს ბუდეებში ღრმად ჩამჯდარი ნუშისებრი ფორმის გიშერივით შავი თვალები და მუქი, იისფერშეპარული სავსე ტუჩები, მაგრამ უშედეგოდ.
რაღაც ამგვარი მზერა ჰქონდა თომას ... მომშტერებოდა . მაშინ ვიგრძენი სულის გამჭვირვალობა. თითქოს მისი თვალები ჩემზე მოჯაჭვულიყო. ძალიან მკაცრად მიყურებდა. მაშინებდა... ოკეანესავით ღრმა და მზესავით კაშკაშა თვალები ... აი ისეთი, თან რომ გიზიდავს და თან მისგან შორს წასვლას განდომებს. ვერ ვხდებოდი მის მიმიკებს რისი თქმა სურდათ. თუ შევაღებდი, კედელს შევეჯახებოდი. თითქოს ყველაფერში ბარიერს მიწესებდა. სიცარიელე იყო... სიმშვიდეც , სიკეთეც და კიდევ რაღაც... რაღაც ,რაც ვერ ამოვიკითხე. გავშორდი , მანაც უმალ გადაიტანა მზერა ჩემიდან მის გევრდით მყოფ ლამაზმანზე .
რამდენიმე ჭიქა დავლიე, ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა თომას უცნაური გამომეტყველებისა... აივანზე გავედი , მციოდა... კარების გაღების ხმა გავიღე და უკან შევბრუნდი...
- ფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ განმარტოვდებოდი ...ცდილობ ცოტა იფიქრო . გინდა მოიშორო მოგონებები რომელიც ნოსტალგიურ ადამიანად გაყალიბებს. მძიმე ჰაერით სუნთქავ. წარსულს ვერ ელევი ... ვერ გამოდიხარ მისგან. თან ებღაუჭები , თან არა. შენს თავს ყველგან ბარიერს უწესებ , - გაოცებული შევყურებდი , თითქოს ჩემში მოგზაურობდა.
- ფსიქოლოგი ხართ ? - ჩემს კითხვაზე გაეცინა.
- არა.
- არადამაკმაყოფილებელი პასუხია! - ამოვიბუზღუნე.
- კარგი ხო , - გაიცინა , - რაღაცები გავიკითხე შენზე და მსგავსი აზრი ჩამომიყალიბდა ,-ესე იგი ჩემით ინტერესდება. კი მაგრამ რატომ ...
- მეუცნაურება ... სრულიად უცხო ადამინის ისტორია რაში გაინტერესებთ?
- იქნებ სულაც არ ვარ უცხო , - უცნაურად შევხედე, ვერ მივხვდი რას ამბობდა.
- სევდა უხდება შენს სახეს ,მაგრამ სიცილი ... ძალიან გიხდება! - მის ნათქვამზე ლოყები შემიხურდა , კიდევ კარგი ცოტათი ბნელოდა.
- ტყუილად ფიქრობ ,რომ შენს სახეს ვერ ვხედავ , - გადაიხარხარა .
- რანაირი ადამიანი ხართ, - ამოვიურტყუნე მოწყენილმა .
- ჩვეულებრივი , - შამპანიურის ბოკალი მომაწოდა , - გამომართვი, გემრიელია.
- ნუთუ თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელთა აზრით ადამიანთა დასაახლოვებელი გზა კუჭზე გადის?
- სიმართლე გითხრა მსგავსი რამ პირველად გავიგე. უბრალოდ მოგაწოდეთ .
- ჰო , კარგი . გმადლობთ !
- რა სხვანაირი ხარ . უზარმაზარ სევდას იტევს შენი თვალები . თითქოს სამყაროს ყველაზე ვებერთელა წერტილში გაშეშებულხარ. ერთხელაც გათბებიან ღამის ყოველი წამიერი სიბნელე. ვებერთელა მცხუნვარე ბურთი ყველაფერს დაატრიალებს.
- მეზღაპრე ხართ !
- შეიძლება მასეც ითქვას.
არ ყოფილა დღევანდელი დღე მშვიდი . აივანზე ვდგავარ და ვფიქრობ ... მაშინებს ფიქრები. უცნაური გრძნობა დამჩემდა. შამპანიური მოვსვი . ტუჩები სიცივისგან გადამიწითლდა. დარბაზში დავბრუნდი . მუსიკის ჰანგებს ჩაეთრია ყველა და ყველაფერი. ნინიას გარდა ყველა ცეკვავდა, ამიტომაც მას მივუჯექი.
- არც შენ ცეკვავ ?
- ვერ ხედავ ყველაზე სექსუალურ ცეკვას ვცეკვავ ახლა , - ჩემს სიტყვებზე გამეცინა.
- ისე რა უაზრო კითხვა დაგისვი , - თვითონაც ამყვა სიცილში , - უბრალოდ თავს ძალიან შებოჭილად ვგრძნობ და თან ყველას მეწყვილე ჰყავს , მარტო არ მინდა ცეკვა , - ნინიას ხელი ვიღაცამ დაადო და უკან ორივე გავბრუნდით ... ნეტავ არ გავბრუნებულიყავი .
- ვიცეკვოთ? - ძალიან მშვიდად იკითხა თომამ . ისე იქცეოდა თითქოს იქ არ ვყოფილვარ. თითქოს არც ვარსებობდი.
- ვიცეკვოთ ! - ბედნიერი შეჰყვირა ნინიამ და ხელი გაუწოდა , მანაც წამსვე ჩაჰკიდა ხელი . ახლაღა დავაკვირდი თომას თითებს. გრძელი და თხელი თითები ჰქონდა... მაგრამ რა დროს თითებია . სასოწარკვეთილი მზერა გავაყოლე ორივეს. არ ვიცი რა მჭირს. უბრალოდ გული მტკივა. რისთვის? სვამდი და უკვე აღარც ვჩერდებოდი . ბოღმიანი შევყურებ მათ უკვე მერამდენე ცეკვას . მე ხომ ბოღმიანი არასდროს ვყოფილვარ. რა შეიცვალა ... ვეღარ გავძელი და საპირფარეშოსკენ წავედი. სარკესთან დავდექი , ონკანი მოვუშვი . წყლიანი თითები სახეზე ჩამოვისვი . მაკიაჟი გამიფუჭდა ,მაგრამ ამაზეც სულ არ ვღელავდი . აღარ შემიძლია აქ დარჩენა. სისხლი მეყინება... ძალაგამოცლილმა გავაღე საპირფარეშოს კარები , შეუმჩნევლად შევეცადე გავსულიყავი. ულამაზესი ბაღი ჰქონდა რესტორანს. იქვე ტაქსები იდგა . სანამ ჩავჯდებოდი ბაღისკენ გავიხედე .
სახლში ბანცალით შევედი. ტანსაცმლის გახდა დავიწყე და იქვე მიმოვფანტე. პირსახოცებით და თავის მოვლის საშუალებებით აბაზანაში შევედი. წყალმა გამომაფხილა .
***

ყოველ ღამით გაყინული ფეხები დავაბოტებ. მაგრამ დღევანდელი დღე ცოტათი უცნაურია . მე არ ვფიქრობ წარსულზე , მე აწმყოზე ვფიქრობ... ახლაც თან მსდევს მისი თვალები . მალევე დაღლილობისგან ჩამეძინა. დილით უცნაურმა გრძნობამ გამაღვიძა. ტელეფონის ხმა მომესმა , ძებნა დავუწყე . ბოლოს საწოლის ქვეშ შევიხედე და ვიპოვე. ნინია მირეკვდა.
- ალო , ლილე ,გაგაღვიძე? - დარცხვენილმა ამოიფრუტუნა.
- არა , უკვე მეღვიძა. დილამშვიდობისა.
- დილამშვიდობის!
- რა ხდება?
- არაფერი უბრალოდ გუშინ ტელეფონი დამიჯდა და ვეღარ დაგირეკე. ისე გაქრი ვერც ვერავინ შეამჩნია. ყველა ნერვიულობდა შენზე . თომაც გეძებდა . კარგად ხარ? - აჰ , უკვე თომა გახდა , აქამდე ბატონი თომა იყო.
- კი ,კარგად ვარ . უბრალოდ ძალიან დაღლილი ვიყავი და მალევე წამოვედი.
- გასაგებია . დღეს შაბათია . რას აპირებ?
- არაფერს საერთოდ. ჩემთვის წყნარად ვიქნები სახლში.
- აუჰ, კარგი რა. შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე? ჩემი და მის შვილთან და ქმართან ერთად ჩამოვიდა შვეიცარიიდან . ჰო და , პატარა სუფრას ვაკეთებთ . ძალიან გთხოვ მოდი რა.
- კი, მაგრამ მაინც და მაინც მე რატომ?
- იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ.
- და თომა?
- ვინ თომა? - ხმაში გაოცება დაეტყო.
- ჩვენი უფროსი.
- კი მაგრამ მას რა უნდა . მხოლოდ მეგობრები ვიქნებით.
- კარგი , მოვალ .
- მოგაკითხავ ცოტახანში , გაემზადე შენ , - უცნაურია... ანუ მისი მეგობარი არ არის. აბა ვინ არის. მზადება დავიწყე. როგორც ყოველთვის სადად და კლასიკურად ჩავიცვი. ჩემი არცერთი ტანსაცმელია უგემოვნო. ყოველთვის ვცდილობ კარგად გამოვიყურებოდე. ამ თვის დასასრულში კომპანია ექსკურსიაზე უცხოელ ინვესტორებთან ერთად მიდის სვანეთში . მესტიაში გავჩერდებით. თომასთან ერთად არსად არ მინდა წასვლა. მგონია, რომ მშიფრავს. არ ვიცი რა დავინახე მასში ასეთი . დღემდე გადმომყვა გუშინდელს შემდეგ კითხვები ,მაგრამ პასუხების გარეშეა ყველა კითხვა.უსარგებლო განწყობით დავეხეტები ხოლმე... უკვე ბევრჯერ მომეჩვენა მისი სითბოშეპარული თვალები . აღარ შემიძლია , რამდენიმე დღეა უკვე, რაც ჩვენთან მუშაობს . მე კი მასზე ფიქრს ვერ ვიშორებ. ვცდილობ არავისთან არაფერი შევიმჩნიო, მაგრამ ეს უფრო რთულია. ვერ ვიტყვი ,რომ მიყვარს , რადგან ეს სიყვარული არ არის . ეს რაღაც სხვაა . უბრალოდ მიზიდავს მისი პიროვნება , მისი სხეული , ხმა , მიზიდავს მისი უცნაურობათა სამყარო , შორი და არარეალური...
სხვა ეტაპზე გადავედი .უამრავი რამ ვიპოვე ... თითქოს თავიდან შემიყვარდა არსებობა,მაგრამ სიბნელეს ჩემი სხეულიდან ვერ ვრეცხავ. თუ ერთხელ შეგეხება და გადაგივლის ის მოუშორებელი ჭირივით დაგყვება თან. მალევე კარზე ზარის ხმა გავიგე, ნელა გავემართე . მძიმედ გამოვაღე კარები .
- როგორ ხარ? - ბედნიერმა გადამკოცნა.
- კარგად, ნინია, შენ? - მეც თბილად გავუღიმე .. რას ვერჩოდი ამ გოგოს ,ძალიან საყვარელია.
- მეც , რა ლამაზი ხარ , - თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
- მადლობა, შენც კარგად გამოიყურები , - თბილად გავუღიმე. მართლაც რომ კარგად გამოიყურება ნინია. ძალიან ლამაზი და ნაზია როგორც ყოველთვის. ბუნებრივი და უბრალო , სწორედ ეს ალამაზებს ადამიანს.
- თბილად გამიღიმა , - აღარ წავიდეთ?
- თითქოს დამავიწყდა რატომ მოვიდა ,სიმწრით გამეღიმა ჩემს საქციელზე , - ჰო . ახლავე . ორი წუთით დამელოდე ჩანთას ავიღებ . შემოდი! ნინია აღარ შემოსულა სახლში , მეც მალევე ჩანთით დავუბრუნდი მას.
- აბა წავედით !
***
მართალი ყოფილა ნინია, როდესაც მითხრა გავერთობითო. ძალიან თბილად მიმიღო ყველამ . ყველა უშუალო იყო . ბევრი ვიცეკვეთ , ვიმღერეთ დავიღალე ,მაგრამ სასიამოვნოდ. საღამოსკენ ხალხი დაშლას იწყებდა. ვიფიქრე ბოლომდე დავრჩები და შემდეგ სახლის დალაგებაში დავეხმარებითქო . ასეც მოხდა ბოლოს ჭურჭელი გავრეცხე და წამოსვლა დავაპირე.
- მოიცა , სად მიდიხარ? - გიორგი გაოცებული მიყურებდა . გიორგი ნინიას დის ქმარია .
- სახლში .
- არ გამაგონო სახლი ! ახლა ყავას მოვამზადებ , ტორტს და ნამცხვრებს მოვიტან და მივაყოლოთ. უარი არ მიიღება, - გადაიკისკისა სალომემ .
- კარგი რა ,სალო, ასე როგორ გავხართ შენ და ნინია , - გამეცინა.
- რა გინდა ჩემს დასთან ? მართალია , -ამოიბურტყუნა ნინიამ.
- კარგი ,მაშინ დაგეხმარები , - ფეხზე წამომდგარ სალომეს სამზარეულოში გავყევი.
- აბა, ქალბატონო, როგორ ყავას დალევ?
- შეგიძლია ცივი ყავა გამიკეთო?
- კი , ახლავე.
- მე თეფშებს გავიტან მისაღებში და მოვალ მალე.
- კარგი , მიდი.

ცოტახანში ისევ მაგიდას შემოვუჯექით. მართალია მათი სამეგობრე წრე ძალიან მომეწონა ,მაგრამ მათთან მარტო ყოფნა ბევრად კარგი აღმოჩნა. უამრავ თემას შევეხეთ . სალომე ძალიან კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. გვიან დავიშალეთ ,რადგან არ გვინდოდა საბას ძილი დაგვეფრთხო . საბა სალოს და გიორგის შვილია . გიორგიმ ტაქსიში ჩამსვა და ფული გადამიხადა. აღარ მიწუწუნია ,რადგან აზრი არ ჰქონდა. სახლში მალევე მივედი. მისაღებში დავწექი თვალები მძიმედ დავხუჭე და მალევე სხვა სამყაროში გადავეშვი . ვიღაცის მწველ თვალებს ვგრძნობდი ,მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი . ან სიზმარს ვაბრალებდი...
უკვე რამდენი ხანია ვზივარ და გაციებულ ჩაის ვსვამ . არ ვიცი როგორ ვთქვა ის, რასაც ვგრძნობ . ამოტივტივდება ყველა გრძნობა და ბოლოს ისე ქრება , რომ თავს ვერაფერს ვუყრი. სასაცილოა,მაგრამ არ მინდა მასთან ყოფნის დრო ამოიწუროს. ქარი ისევ მღერის, მე კი მის სახელს ფიქრებით ვეფერები. მთელი ეს პერიოდი უცნაურად ვგრძნობ თავს. აღარაფერი მტკივა ისე. კარგად ვარ ... მაგრამ ამის მეც არ მჯერა. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული . ბედნიერებაც კი . იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო უნდა ვიცოდე ჩემთვის რა არის ბედნიერება. მე კი ეს ვისწავლე...

***
ნამიან ბალახზე მივაბიჯებდი.


ცა თითქოს გაერთიანდა და ფერი იცვალა. ჩიტების ჭიკიჭიკით არამარე გამხიარულდა. უცხოელები აღფრთოვანებულები შეჰყურებდნენ მთებს , რომელიც საქართველოს თითქოს რაღაცისგან იცავდა. ულამაზესი სანახაობა თვალწინ . გიდი თითოეულ ადგილას გვაჩერებდა და ჰყვებოდა უამრავ ისტორიას. მე კი გარინდულ ვუსმენდი . ხანდახან მზერას შევავლებდი თომას და იმის შიშით, რომ ჩემი მზერა არ შეემჩნია ,წამშივე მოვაშორებდი თვალებს. რამდენჯერმე ამის გამო ჩაეცინა. ის იყო ადამიანი ,რომელიც ვერ გაიგებდა ჩემი გრძნობების და აზრების შესახებ. ისევ ისე გრძელდებოდა ყველაფერი , ნელა და აუჩქარებლად. შინაგანი ღელვით...
ჩემთვის უცხო ადამიანებს ვხედავდი , რომლებიც სიმთვრალის გამო დაბარბაცებდნენ , კარგად ვიცოდი , რომ მათი უაზრო შეძახილები მოსვენებას არ მოგვცემდა. ერთმანეთისთვის ხელები გადაუხვევიათ... ერთ-ერთმა ლალის უწმაწური სიტყვა უთხრა , ამაზე ლალი გაგიჟდა . ჩვენი ბიჭები თითქოს ისინი აღარ იყვნენ, ვისაც აქამდე ვიცნობდი . კომპანიის უფროსები კაფეში იჯდნენ , როცა ეს დაინახეს წამოიშალნენ და ჩვენსკენ სირბილით წამოვიდნენ . ყველას გაშველებას ცდილობდნენ . თომას სახე ასეთი არასდროს შემიმჩნევია.
- რა გინდათ? გაჩერდით , - მთელი ხმით იღრიალა თომამ, - დავიჯერო ასე გინდათ სიკვდილი?
- სიკვდილი ვის უნდა, ბატონო... - ჩურჩულით ამოვილაპარაკე. ირგვლივ ყველა გაირინდა. თითქოს ისევ ისინი გახდნენ ვისაც ვიცნობდი, ლოთები შიშისგან მირბოდნენ , რამდნეჯერმე წაიქცნენ ,მაგრამ უკან ერთი წამით არ მოუხედიათ. ყველა დაიშალა , სასტუმროსკენ წავიდნენ. გიდმა თქვა ცოტას დავისვენებ და დავბრუნდებიო . ნელა და აუჩქარებლად მივემართებოდი გზისკენ ,რომელსაც დასასრული არ უჩანდა. ვიღაცის ძლიერი ნაბიჯების ხმა მომესმა . უკან არც შევბრუნებულვარ . ვიცოდი ვინც იყო ...
- ყველაფერს ზედმეტად განიცდი. ცუდია... - ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა მან.
- გეჩვენებათ , - თუმცა რატომ ვატყუებ. არაფერი არ არის მოჩვენებითი . მართალს ამბობს.
- ჩაეღიმა,- მითხარი , რამე მნიშვნელობა აქვს შენს ტყუილს, სიმართლე ისედაც ვიცი .
- მართალია, ალბათ არც აქვს მნიშვნელობა .
- რატომ გამირბიხარ?
- მე არსად გავრბივარ , - ნაბიჯების სიჩქარეს მოვუმატე.
- რა სასაცილო გოგო ხარ . თან უარყოფ ,თან ჩემი სიტყვების სისწორეს მიმტკიცებ.
- მგონია , რომ დიდი ხანია მიცნობთ , - დარდიანად ამოვიჩურჩულე.
- და რატომ ასე დარდიანად?
- მერე და ვინ დარდობს? - უცნაურად გავუღიმე, გაბრაზებული მზერა მტყორცნა, - ჰო კარგი , - გამეცინა. - მე.
- რა გადარდებს?
- ხომ იცით, რაც.
- ვიცი ,მაგრამ შენი სიტყვები მჭირდება.
- ვერ ვგებულობ რა მჭირს. სად არის დასარული . როდის დამთავრდება ეს ყველაფერი . ვიცი , რა არის დასასრული,მაგრამ მე ცხოვრების გზის დასასრულს არ ვეძებ . მე სულ სხვა რაღაცის დასასრულს ვეძებ. მე ვეძებ რაღაცას...
- მაინც?
- მე ვეძებ ადამიანს ვისაც გამჭირვალე ექნება სული . იმედია გიჟი არ გგონივარ.
- დაე იპოვო , - სიცილით ამოილაპარაკა თომამ.
- როცა ადამიანი იბადება მაშინვე თავში ეწერება ყველაფერი .
- მაინც რას გულისხმობ? - დაეჭვებულმა ამოილაპარაკა.
- ბედს. შეიძლება ჩემი ბედი მისი პოვნა სულაც არ იყოს .
- ცდები . შენი ბედი სწორედ მისი პოვნაა. თვითონ მოვა იგი .
- მაშ სად არის ამდენი ხანი?- გამეღიმა.
- გეძებდა.
- მერე მიპოვა?
- ხო, გიპოვა.
- მეზღაპრე ხართ , - სიცილით ამოვილაპარაკე და მის სახეს დავაკვირდი . ჩემს ნათქვამზე ლოყები ჩაეჩხვლიტა. როგორი სხვანაირია...
- სიმპათიური მეზღაპრე!
- თავში ავარდნილი სიმპათიური მეზღაპრე , - თვალი ჩავუკარი.
- ოხ , როგორი მეტიჩარა ხართ , - ბაგეები ღიმილმა გაუპო . თითები ლოყებზე მომიჭირა ისე როგორც პატარა ბავშვს. უცნაურად ავხედე , მალევე მომშორდა და დამემშვიდობა. თურმე ვერც კი ვიგრძენი როგორ მივახლოვებივართ სასტუმროს. უცნაურია... ასე როგორ შეიძლება ადამიანმა ჩაგითრიოს. სწრაფი ნაბიჭით მიემართებოდა იქვე მდებარე კაფისაკენ . როგორი მამაკაცურია... ოხ , ლილე, რაზე ფიქრობ . ჩემივე აზრებზე გავბრაზდი. სწრაფი ნაბიჯით ავედევნე უკან , ბარში ჩამოჯდა. ოფიციანტს რაღაცაზე ესაუბრებოდა. ვეღარ გავბედე მასთან მიახლოება . ჩემს ოთახში მალევე ავედი.
მზე ნელ-ნელა ჩაბრძანებას ლამობდა. ოთახში ჯერ კიდევ არ ბნელოდა .სინათლე ავანთე. ტანსაცმელი გადმოვალაგე და კარადაში შეწყობა დავიწყე. როცა დავასრულე საღამურებს მოვკიდე ხელი და სააბაზანოში შევედი , წყალი გადავივლე . საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. უცნაურია ,მაგრამ ყოველდე ვგრძნობ ვიღაცის თბილ ხელებს სახეზე.
***
სიცივისგან ტანში გამცრა . დილის შვიდი საათისთვის გამეღვიძა. თბილი ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი. გარეთ ჯერ კიდევ სიმყუდროვეა. სასტუმროდან ჩემი თანამშრომლები გამოვიდნენ. ყველას ქურთუკები ეცვა. ძელსკამზე ჩამოსხდნენ. მალევე ახმაურდა გარემო. შემცივდა ... ოთახში დავბრუნდი. თავი მოვიწესრიგე და გარეთ გავედი . გოგონების ოთახებს სათითაოდ ჩამოვუარე . არავინ დამხვდა, ალბათ ქვემოთ არიან. ნელი ნაბიჯით გავემართე პირველი სართულისკენ. კაფეში ისხდნენ. შეკვეთას აძლევდნენ .
- დილამშვიდობის , - სკამზე ჩამოვჯექი .მშვიდად მივირთვით საუზმე. გიდიც მალემოვიდა და სოფლების დასათვალიერებლად წაგვიყვანა. მთელი გზა თვალს არ მაშორებდა თომა. მე კი ვცდილობდი არ შემემჩნია . ძალიან ახლოს მოვიდა.
- არ შეიძლება სვანეთში დილით ,ახალგაღვიძებულზე მასე თხლად აივანზე გამოსვლა , - საშინლად გავწითლდი , მისი ცხელი და გახშირებული სუნთქვა კისერში მელამუნებოდა. სუნთქვა გამიხშირდა.
- არავის უსწავლებია ,რომ ადამიანის თვალ-თვალი არ შეიძლება?
- არა , - ბოხი ხმა კიდევ უფრო დაუბოხდა .მისკენ შევბრუნდი , პირდაპირ ცხვირით შევასკდი სხეულზე... ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გულისცემა .
- ასე რატომ იქცევით ბატონო თომა?
- როგორ ასე ?
- რავიცი , სხვანაირად იქცევით .
- როდემდე უნდა მელაპარაკო თქვენობით ? ან რა ბატონო . თომა დამიძახე და ისე მელაპარაკე , როგორც მეგობარს ესაუბრები ხოლმე ! - ძალიან გაბრაზებული მეჩვენა. აღარ ვიცოდი რა მეთქვა ამიტომ ჩემს ოთახში ასვლა მოვიმიზეზე.

***
- გამიღე , მე ვარ, - თომას ხმა გავიგე თუ არა თვალები დავჭყიტე.საწოლიდან ისე წამოვვარდი , რომ წონასწორობა ვეღარ დავიცავი და იქვე მდგარ ლარნაკს შევასკდი. ფეხი ამისხლტა და საშინელი ხმა გაისმა. ნაფშვენები თითებში შემესო .ტკივილისგან ჩავიკეცე.
- ლილე, რა გჭირს ? - აღშფოთებული ხმა მომესმა.
- მიშველე , გეხვეწები მიშველე , - ტკივილსგან ცრემლები წამსკდა. არის მომენტები როდესაც საშინელი ტკივილი გაბრუებს. ყველაზე ძლიერად გიწამლავს გონებას. ზოგჯერ ტკივილიც შეუძლებელი ხდება... ფეხებს დავაკვირდი სისხლით სულ დამსვროდა.
- რა ჯანდაბა გჭირს? - დაიღრიალა .
- შეგიძლია კარები გამიღო?
- არა , - ამოვიოხრე , - გოგოებს აქვს ჩემი გასაღები , გამოართვი - თითები ფეხებზე მოვისვი. ხელის თითებიც გამეკაწრა. ორივე ფეხიდან სისხლი შეუჩერებლად მდიოდა. ირგვლი გატეხილი ლარნაკის შუშები ეყარა. ბავშვობიდან უკურმღართი ვიყავი. ყოველთვის რაღაც მემართებოდა. დღე არ გადიოდა ეზოდან ტირილით არ ავსულიყავი სახლში და გაჭრილი რამ არ მეჩვენებინა ჩემი მშობლებისთვის...
- მალე მოვალ , დამელოდე! - ზარივით გაისმა მისი ხმა. რამდენიმე წამში კარის გაღების ხმა გავიგე. უკან შებრუნების თავი არ მქონდა. ჩქარი ნაბიჯების ხმა გავიგე, შემდეგ გოგონების ,რომლებიც ქოთქოთით შემოცვივდნენ ოთახში. მაღლა ავიხედე , თომას შეშლილი მზერა დავინახე. თვალები ჩაუსისხლიანდა. ხელები წელზე შემომხვია და მკერდზე მიმიზიდა , ფრთხილად მივყავდი სადღაც. გატრუნული მივეწებე მას . თითქოს გულის ცემა დამიწყნარდა. სადღაც სიმშვიდეში გადავეშვი მისი სურნელის შეგრძნებისას. სულ დამავიწყდა ყველანაირი ტკივილი. სახეზე თითები ჩამოვუსვი. არანაირი რეაქცია არ ჰქონია, აღელვებული მიმარბენინებდა სადღაც. გოგონები უკან მოგვსდევდნენ. სასტუმროსთან საავადმყოფო იყო .
ძალიან დიდხანს მომიწია საავადმყოფოში ყოფნა, რამდენიმე ნაკერი დამადეს. თომა ერთი წუთითაც არ მომცილებია გვერდიდან. მისი ძლიერი თითები ჩემს თითებს ეხებოდა . ასეთი შეშფოთებული არასდროს მენახა. ექიმმა ფეხზე ორი კვირა მაინც არ ადგეო . თომამ ექიმს უთხრა ,რომ პრობლემა არ იყო და თვითონ მომხედავდა. გაოცებულმა ავხედე, ვიფიქრე ,რომ ექიმის დასამშვიდებლად თქვა ,რადგან ქალი ძალიან მზრუნველი იყო.
უფროსებმა მითხრეს ,რომ ყველანაირ საქმეს კომპიუტერში გამომიგზავნიდნენ და ისე გავაკეთებდი . შემდეგ მათ გავუგზავნიდი. ყველა ძალიან შეწუხებულიყო ამ ამბით. წამებში უამრავი ადამიანის ყურადღების ქვეშ მოვექეცი. თავს დამტრიალებდნენ. რასაც ვეტყოდი ყველაფერი მოჰქონდათ გოგონებს. ცოტახანში ყველა გაიკრიფა ოთახიდან , მარტო დამტოვეს თათბირიაო. საშინლად მოვიწყინე. ერთი მხრივ კარგია სიწყნარე და მარტოობა ,მაგრამ მეორე მხრივ საშინელია.
ზოგჯერ სხვისიც ამოსუნთქვაც სასიამოვნოა მარტოობით გადატენილ ოთახში . ზოგჯერ ისიც საჭიროა ,რომ უბრალოდ ვიღაცის არსებობა იგრძნო. იმისთვის ,რომ იცოდე მარტო არ ხარ. ახლა კი მგონია ყველამ მიმატოვა, არა და ვგრძნობ რომ ასე არ არის . უბრალოდ ნოსტალგიურ ხასიათზე ვარ. ტელეფონში სიმღერები ჩავრთე, ყურსასმენები გავიკეთე და ''მთვარის სონატაში'' ჩავიძირე. უცნაურმა შეხებამ მომიყვანა გონს. თვალები არ გამიხელია ისე ვიცვალე გვერდი და ძილი განვაგრძე.
ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ყურსასმენები გამომაცალა .
- გაიღვიძე, რა , - ყურში სასიამოვნო ხმა ჩამესმა. ნელ-ნელა გავახილე თვალები. თომას ღიმილიან სახეს გადავაწყდი. უცნაურად თბილად მიმზერდა.
- როგორ ხარ?
- კარგად , ბატონო. თქვენ? - ირონიულად გავუღიმე.
- ოხ , რით ვერ მოეშვი ამ ოფიციალურობას. არადა ზოგჯერ...
- რა ზოგჯერ? - უკმეხად ვუპასუხე.
- რა და ზოგჯერ ჩემი სახის დანახვაზე დნები , - გაიღიმა და თვალები ჩამიკრა.
- დაგღუპავთ ამბიციები!
- მაგასაც ვნახავთ , - თვალი ჩამიკრა . უცნაურად მომიახლოვდა. გაოცებული შევყურებდი, მომავალ ქმედებას ვუცდიდი. სახეზე ნაზად ჩამომისვა თითები. თითქოს ელექტროშოკმა გაიარა ჩემში...
- რამე ხომ არ გტკივა? - მზრუნველი მეჩვენა.
- არა, არაფერი , - ამოვიბურტყუნე . ჩემი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგონე ,- რა გაცინებს?
- დაბნეული ყველაზე საყვარელი ხარ , - კომპლიმენტმა გამახარა .
- რა, ისე არ ვარ საყვარელი? - ეჭვის თვალით შევხედე.
- ყოველთვის საყვარელი ხარ ! - თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.
რა იყო ახლა ეს?! ჭკუიდან გადამიყვანა და მარტო დამტოვა ... ღიმილიანი სახით ძილი განვაგრძე. დილით მზის სხივები შემოიჭრნენ ოთახში და ძილის გაგრძელება შეუძლებელი გახადეს. საწოლიდან ადგომა არ შემეძლო და ბუზღუნი დავიწყე. ტელეფონში თომას ნომერი ვიპოვე , შეტყობინება გავუგზავნე : " როცა მოიცლი , ჩემთან მოდი " .
რა უბედურებაა ამდენი წოლა , ზურგი და კისერი მეტკინა უკვე . აღარ ვიცი რა ვაკეთო . უაზრობაა ასე ყოფნა . გოგოები მაინც სად დაიკარგნენ , არა და ზოგჯერ ერთი წუთიც არ მტოვებენ . რა გაჩერდება ამ მდგომარეობაში ორი კვირა , ხვალ უკვე თბილისში ვბრუნდებით . კარგახანს მომიწევს მარტო ყოფნა , ნეტავ ვინმე მაინც მყავდეს სახლში ,ცოტახნით რომ მომიაროს . დამხმარეს დავიქირავებ რამდენიმე კვირით , ეგაა და ეგ . ოთახში დაუკაკუნებლად შემოვიდა თომა . წარბაწეულმა შევხედე.
- იქნებ შიშველი ვარ , როგორ შეიძლება ასე შემოსვლა ? - გაბრაზებულმა შევხედე . ჩემს ნათქვამზე გაეღიმა , რა არის აქ სასაცილო.
- მერე რა მოხდა ? არ ვიტყოდი მაგ სიამოვნებაზე უარს , - ეშმაკური ღიმილით მიყურებდა .
- შენ ... შენ ასეთი როგორ ხარ ?
- უბრალოდ ზედმეტად პირდაპირი ვარ , რა მოხდა მერე?
- მეკითხები კიდეც ?
- რატომ ქმნი ტრაგედიას , რატომ მომწერე რამე გჭირდებოდა?
- უკვე აღარაფერი , კარგად იყავი , - გაბრაზებულმა გვერდი ვიცვალე და ფანჯრისკენ შევბრუნდი , ფეხი მეტკინა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
- როდემდე უნდა ვიყოთ ასე ?
- როგორ ასე ? - ისე ვუპასუხე მისკენ არ გამიხედია , ჩემთან მოვიდა , მუხლებით იატაკზე დაჯდა და სახეში მიყურებდა.
- პატარა ბავშვებივით , - სახეზე ხელები ჩამომისვა . მთელი სხეულით ავკანკალდი . ვგრძნობდი სიამოვნებისგან თვალები როგორ მებლიტებოდა . სახეზე ძალიან ნაზად მეფერებოდა, ნელ-ნელა უფრო და უფრო მიახლოვდებოდა , თავი წამომაწევინა . ცხვირზე ცხვირი გამიხახუნა . თლილ თითებს ნაზად დაატარებდა ჩემს სახეზე .
- გამიშვი ... - სიამოვნებისგან ძლივს ამოვიხრიალე .
- მაკოცე და გაგიშვებ , - ყურთან ჩამჩურჩულა.
- ნუ მაცინებ ! ვერ ეღირსები , - მაშინებდა ის სურვილი, რასაც მისი შეხება იწვევდა. თომა ყველა უცნობ და აქამდე გამოუცნობ გრძნობებს იწვევდა ჩემში. მის თვალებში წაკითხული აზრები მაშინებდა . ვხედავდი როგორ გიგიზდებოდა ცეცხლი . ჭკუას მაკარგვინებდა მისი შეხება. ნელა დაიხარა და ტუჩებზე ნაზად შემეხო . აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი . მინდოდა ეკოცნა თან არა . მინდოდა მომფერებოდა, მაგრამ მეშინოდა , ვერ ვხვდებოდი რისი ან რატომ. მთელი სინაზე ამ ერთ კოცნაში ჩაატია .მინდოდა დრო გაჩერებული და ეს ყველაფერი არ დასრულებულიყო . ამღვრეული თვალებით მომშორდა . გამიკვირდა მისი ეს მოქმედება ,მაგრამ გამეხარდა კიდეც, რადგან მზად არ ვიყავი . გულში რაღაცამ გამკრა .
- მადლობა , - დაღლილმა ამოვიბურტყუნე , თბილი ღიმილით გამიღიმა .
- ლილე , საოცრება ხარ ! - ღიმილით ამოიჩურჩულა . გაწითლებულმა შევხედე . - დღეს კონცერტია , ხომ გახსოვს ?
- კი , მახსოვს ,მაგრამ მე ვერ შევძლებ წამოსვლას , - ჯერ კიდევ ვბურტყუნებდი , ისევ ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას ჩემს ტუჩებთან , ყელთან . უკვე ვეღარ ვიტევდი ემოციებს . თითქოს კანზე მასკდებოდნენ და ჩემი სხეულიდან განთავისუფლებას ცდილობდნენ.
- რატომ ? - გაკვირვებულმა შემომხედა .
- რა კითხვაა , სიარული არ შემიძლია და კონცერტზე როგორ წამოვალ . აქ ვიქნები , თქვენ გაერთეთ , - მშვიდი ტონით მივუგე , არა და როგორ მინდოდა მათთან ერთად გართობა .
- წამოდი ხელში მეჭირები, თუნდაც მთელი კონცერტი ფეხზე ვიდგე .

***
საშინლად წვიმს, მარტოობისგან გაგიჟებული სავარძელში ვზივარ , აღარ ვიცი რა ვაკეთო . ტკივილი ისე უცებ მომადგა გააზრებაც ვერ მოვასწარი . ჭექა-ქუხილის ხმა გარემოს აყრუებდა . ჰორიზონტი ყოველ წუთას ნათდებოდა . ერთადერთი რაც გარემოს სიჩუმეს ართმევდა გაგიჟებული ამინდი იყო . ხის ჩრდილები მოჩვენებებს ემსგავსებოდა. მთელი დღეა ვტირი , როგორც კი დაწყნარებას შევეცდებოდი, თომას სახე თვალწინ მიდგებოდა .. არ ვიცი რას მიკეთებდა ასეთს , მისი ერთი შემოხედვაც კი გულს მიჩქარებდა. კარის ჭრაჭუნი მესმის , სავარძლიდან უხმაუროდ წამოვდექი . სახლში უკუნითი სიბნელეა, ფეხის ხმა მესმის . იმედია ქურდი არაა . ლოცვა დავიწყე , მთელი სხეულით ვკანკალებდი . ვის რა უნდა ამ დროს ჩემთან, არადა მახსოვს კარები რომ ჩავკეტე . აბა რა ხდება ... კარის გაღების ხმა მესმის . ვგრძნობ რომ ოთახში ვიღაც შემოდის , ფარდის უკან ვიმალები . შიშისგან ლამისაა გამეპაროს .
- ლილე სად ხარ ? - საოცრად ნაცნობი ხმა მესმის . ნუთუ თომაა . არა , რა სისულელეა . მას აქ რა უნდა ან რისთვის მოვიდოდა .
- არადა მითხრეს სახლშიაო . უეჭველი სადღაც იმალები , - თავისთვის ბურტყუნებდა . რა საყვარელია . ოდნავ გავამოძრავე ხელი და იქვე მდგარ რაღაცას წამოვედე. შიშისგან შევხტი . სიმწრით აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი . ვიგრძენი როგორ შემეხო თომა , გული საგულიდან ამომივარდა .
- ლილე, რამე ხომ არ იტკინე? - თბილად მკითხა და გულში ჩამიკრა ,საოცარი გრძნობა დამეუფლა .აღარ ვიცი საკუთარ გრძნობებს რა მოვუხერხო, - რატომ ადექი ფეხზე , არ იცი რომ უნდა იწვე ?
- კი ,მაგრამ შემეშინდა . მეგონა ქურდი იყო და ვიფიქრე დავიმალებითქო , - ჩემს ნათქვამზე გაეცინა , სინათლე აანთო . სახე ძალიან დაღლილი ჰქონდა , ალბათ მძიმე დღე ჰქონდა , სიცილი ისე უხდებოდა ღიმილი ვერც მე შევიკავე .
- მოდი ჩაწექი , - ხმადაბლა მითხრა , გამოწვდილ ხელს ჩემი თითები შევახე , ძლიერად მოვუჭირე . უცნაურად ამომხედა . საწოლში დასაწოლად დამეხმარა და იქვე მიგდებული საბანი გადამაფარა , - ხომ არ გცივა ? - არადა სიცივის გარდა თითქმის ყველაფერს ვგრძნობდი . მთელი სხეული საშინლად მიხურდა . მინდოდა სახეზე მოვფერებოდი ,მაგრამ არ მქონდა ამის უფლება .
- თომა , აქ რას აკეთებ ?
- მინდა რომ ეს დღეები სანამ ამ მდგომარეობაში იქნები მოგიარო . ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა რაც შეგემთხვა , - აი თურმე მიზეზი რა ყოფილა . მე სულელს კი მეგონა მოვენატრე , რატომ ვარ ასეთი მეზღაპრე . საშინლად მეწყინა მაგრამ რას ვიტყოდი , ის ხომ ჩემი უფროსია...
- არ გინდა, არ მინდა შეწუხდე . წადი ! მადლობა ყველაფრისთვის , - ხმადაბლა ვთქვი და თავი ქვემოთ ჩავხარე . არ მინდოდა ჩემი ამღვრეული თვალები შეემჩნია .
- ლილე ... მინდა რომ შენთან დავრჩე !
- თომ , - ვერ კი მივხდი ისე მოვეფერე მის სახელს , - იცი ... - სიტყვის დასრულება არ დამაცადა .
- უბრალოდ მინდა რომ დავრჩე , მე მოგხედავ .
- კარგი , - არც კი ვიცი რატომ მივიღე მისი წინადადება...- კარგი , მაშინ, ჩემო მზრუნველო ბატონო, ძალიან მშია , მთელი დღის მშიერი ვარ და იქნებ რამე ამოგეტანა სამზარეულოდან .
- კარგი , არც მე ვიტყოდი მაგ წინადადებაზე უარს , მეც ძალიან მშია . -ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია , რამოდენიმე წუთში ლანგრით შემოვიდა .
ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი , თითქმის არ გვისაუბრია უბრალოდ ერთმანეთს ვუყრებდით . ცოტახანში დამემშვიდობა , შუბლზე მაკოცა და წავიდა . ხვალ მოვალო დამიბარა .

***
თომა .

მთელი ძალით იყო ჩემს სხეულზე მოკრული . ისეთი შეგრძნებოდა მქონდა რომ წუთითაც არ უნდა დამეტოვებინა . მთელი ხმით ტიროდა , რომ მცოდნოდა ასეთ რამეს მომიყვებოდა მის წარსულზე არაფერს ვკითხავდი . ვგრძნობდი როგორ ტკიოდა .კანკალებდა ...ძალიან ცივი იყო მისი სხეული .მე კი ვერაფრით ვათბობდი . ხმას არ ვიღებდი მინდოდა ტკივილისგან ბოლომდე დაცლილიყო . ის ისეთი ბავშვური და უსუსურია , მის დანახვაზე მუდამ მინდება რომ ხელები ძლიერ მოვხვიო და გულში ჩავიკრა.
ღმერთო ... ის ისეთი ლამაზია ... ისეთი ნაზია. მისი სახე... მისი არაადამიანურად გამომწვევი ტუჩები და თვალები ... ულამაზესი მწვანე თვალები აქვს . სინათლის შუქზე მომაჯადოვებლად ბრჭყვიალებდა . მისი ლოყები ჩემი შეხებისას იბუსებოდა ჟრუანტელით . საოცარი სილამაზე აქვს ... საოცარი . სახეზე დედაბუნებას ჟორფლები დაუყრია . ოხ, მისი გამხდარი სხეული ... მისი მკვეთრი სილამაზე .ჭორფლით მოფანტული ლავიწები... ღმერთო მისი თმები ,მისი მზესავით კაშკაშა დალალები...
ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოწოლილიყო ,რომელიც საშინლად ხმაურობდა. ბოლოს ძლივს წარმოვთქვი სიტყვები .
- ლილეო ... შენი ბრალი არაფერია . ნუ იტანჯავ თავს ! მე არასდროს მიგატოვებ . გთხოვ დაწყნარდი პატარა , - ნაზად ვეფერებოდი მხრებზე , ის კი უფრო აკანკალდა. წყლიანი თვალებით მიყურებდა , - მინდა რომ ჩემი გჯეროდეს , მინდა მენდობოდე .
- მე გენდობი . მართლა გენდობი ,- თავი მხრებზე ჩამომადო .
- მოდი დავიძინოთ , - გვერდით მივუწექი და გულში ჩავიხუტე , - ჩუმად პატარა . დამშვიდდი , სახეზე ძალიან ნაზად ვუსმევდი თითებს , თვალები ნელ-ნელა ეხუჭებოდა . საბოლოოდ ჩემს სხეულზე ჩახუტებულს დაეძინა . თვალები ვერაფრი მოვხუჭე , ვგრძნობდი რომ ამ პატარა ქალბატონის გარეშე ჩემი ცხოვრება აღარ გაგრძელდებოდა . ის მე მიყვარდა !..

***
დილას თვალები რომ გაახილა მისი სახე დაინახა. სუნთქვა შეეკვრა . თომას ხელები ძლიერ მოეჭირა ლილეს წვრილ წელზე . თავი მის ხერხემალზე ჩამოედო , ძალიან მშვიდი იყო თომას სახე . არ წარმოედგინა ვინმე მისი სიმშვიდის დარღვევას თუ შეძლებდა . ტუჩები პატარა ბავშვივით გამობუშტოდა თომას , სახეზე ალაგ-ალაგ თმები ეყარა . ლილე ვის არ შეხვედრია ,მაგრამ ეს კაცი სულ სხვა გრძნობას იწვევდა მასში. უნდოდა მთელი ცოხვრება ასე გაეტარებინა . ყოველი დილა ასე ჩახუტებულს გაღვიძებოდა . ენდობოდა თომას , საკუთარ თავზე მეტად ჯეროდა მისი . მშვიდად ეძინა მის მკლავებში .
ხელები ნაზად დაუსვა სახეზე , თომამ ნელ-ნელა კუპრივით შავი თვალები გაახილა . მის დანახვაზე სახეზე ღიმილი აუთამაშდა . კიდევ უფრო მიიკრა მის სხეულზე "პატარა ქალბატონი " .
- როგორ გეძინა ? - ძილისგან ძალიან დაბოხებოდა ხმა .
- ასე კარგად აღარ მახსოვს როდის მეძინა , - არ ატყუებდა ლილე . ბოლოს ასე მშვიდად ბავშვობაში ეძინა , - შენ როგორ გეძინა ხომ არ შეგაწუხე ? ძალიან ცუდი წოლა მაქვს , - დარცხვენით ამოიბუტბუტა .
- ასე კარგად არასდროს , არასდროს მძინებია . სამწუხაროდ გუშინ ძალიან მძიმე დღე გვქონდა , ძალიან გადაგღალე ,მაგრამ ის საბუთები რომ არ გადაგვეგზავნა ისე არ გამოდიოდა . მერე ... კარგი აღარ გვინდა გუშინდელი საღამოს გახსენება , ახლა მე ავდგები , შენ კი გამოიცვალე ამასობაში .
ტუჩებში ძალიან ნაზად აკოცა თომამ ლილეს . მათ ურთიერთობას სახელს ვერ დაარქმევდით . ერთად ყოფნა ყველაზე და ყველაფერზე მეტად ახარებდათ და უყვარდათ . მშვიდი ნაბიჯით ადგა საწოლიდან თომა , აწითლებული ქალბატონი კი საწოლზე დატოვა .
ტაფაზე მალევე ააშიშხინა ომლეტი , ბავშვობაში ყველაფრის გაკეთა მოუწია , ამიტომაც კარგად იცოდა რა როგორ უნდა გაეკეთებინა . ჩაი აადუღა , მაცივრიდან ლორი და ყველი გამოიღო . ყველაფერი როცა გაამზადა ლანგარზე დააწყო , გვირილებთან ერთად და ლილესთან გაემართა . ცდილობდა არაფრით შეეწუხებინა , უნდოდა ეს პერიოდი კარგად გამოეყენებინა . თითქმის ყველაფრის გაკეთებაში ეხმარებოდა . გემრიელად ისაუზმეს .

დღეები ჩვეულებრივად გადიოდა , ლილეს ფეხი ნელ-ნელა აღარ ტკიოდა . თომა გვერდიდან არ შორდებოდა . რამდენჯერმე ექიმთან წაიყვანა კიდეც . სამსახური ლილეს სახლში "გადმოიტანა". მათი ურთიერთობა ნელ-ნელა უფრო და უფრო თბებოდა . ერთმანეთით არსებობდნენ , თითქმის ყველაფერზე ლაპარაკობდნენ . ერთმანეთზე ყველა დეტალი იცოდნენ . ერთ დღესაც სახლში თომას მამა მივიიდა , ძალიან გაბრაზებული იყო . მისაღებში ხმამაღლა საუბრობდნენ . ლილეს გულმა ვეღარ მოუთმინა და კართან ჩუმად დადგა მათი საუბრის მოსასმენად .
- რას გავს შენი საქციელი ? ამხელა კაცი რას აცანცარებულხარ . ვიღაცის სახლში რატომ უნდა იყო , რატომ უნდა უვლიდე ძიძასავით , - მთელი ხმით გაყვიროდა უფროსი ონიანი . თომა ძალიან ბრაზდებოდა მამის სიტყვებზე .
- გიჟივით მივარდები სახლში და კიდევ მე მეკითხები რას გავს ეს საქციელი ? კარგი ,მე გეტყვი ჩემი საქციელი რას გავს , შეყვარებული კაცის საქციელს გავს , მე არავის ძიძა არ ვარ . ეს ჩემი მოვალეობაა ! მე უნდა დავეხმარო საყავრელ ქალს გამოჯანმრთელებაში . რით ვერ გაიგე მამა რომ გავიზარდე . აღარ ვარ პატარა ბიჭი შენს ბრძანებებზე რომ დავდიოდე .
- ლაწირაკივით იქცევი . ჩამოყალიბებული კაცი მეგონე მე . გეუბნები ნორმალურად მოიქეცითქო , არ გაინტერესებს ხალხი რას ამბობს თქვენზე ?
- შენ მე მართლა ლაწირაკი ხომ არ გგონივარ . შენი აზრით ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ვინ რას იტყვის ? ფეხებზე ყველა ვინც რამეს იტყვის . ჩემთვის მასზე ძვირფასი ამქვეყნად არავინაა . მიყვარს გესმის , ძალიან მიყვარს . იცოდე არასდროს გაპატიებ კიდევ რომ მითხრა ლაწირაკივით ვიქცევი . უბრალოდ გემუდარები ზურგი არ მაქციო . ახლა ზურგი არ მაქციო მამა... - გაოცებული სახით უყურებდა უფროსი ონიანი შვილს და ვერც კი ხვდებოდა ისე მოდიოდა ცრემლები . ცხოვრებაში ვერასდროს იფიქრებდა რომ საკუთარ შვილს ოდესმე შეყვარებულს თუ ნახავდა , მითუმეტეს გიჟივით შეყვარებულს . გულის სიღრმეში ამაყობდა კიდეც რომ ასეთი ღირსეული შვილი გაზარდა . გულში ჩაიკრა თომა და ზურგზე ხელები მოუთათუნა .
- სიმართლე გითხრა მეგონა ვიღაც აიკიდე , ვიფიქრე რომ გასართობად იყავი აქ . ამიტომაც გითხარი სულ არ გაინტერესებს ხალხი რას იტყვის შენზეთქო . მე ყველანაირ ქალს მივიღებდი შენი ბედნიერების გამო , მაგრამ ზუსტად ვიცი ეს ქალი ყველასნაირი არ არის . იმიტომ რომ ჩემს ბიჭს ყველასნაირი ასე ვერ გადაიყვანდა ჭკუიდან . ძლიერად იდექი.
- ვიცი მამა , ის განსაკუთრებულია , სულ სხვანაირია . მინდა რომ სულ ვუფრთხილდებოდე . ყველასგან მინდა დავიცვა , არ მემეტება ამ სამყაროსთვის იმდენად სუფთაა . ყოველ შეხებაზე და სიტყვებზე ვფრთხილობ , არ მინდა რამე ვატკინო . ყველაფრისთვის მზად ვარ თუ კი მეცოდინება რომ ის ჩემს გვერდით იქნება . არაფრის მეშინია . საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის სიძნელეებმა რომ შემაშინოს . მასთან ასე ახლოს ყოფნა ადვილია არ ყოფილა ...
- ნეტავ იცოდე როგორ ვამაყობ შენით . მიხარია რომ ნამდვილი კაცი ხარ . გვერდში ყველანაირად დაგიდგებით . ძალიან მინდა შენი ჯადოქრის გაცნობა ,მაგრამ ვიცი რომ ახლა ამის დრო არ არის . მე ახლა წავალ ! მაგრამ მალე მოვალ და იცოდე მას გამაცნობ .
- დიდი მადლობა მამა ! - გულში ჩაიკრა თომამ გურამი . კარამდე გააცილა , ახლა წყალი რომ არ დაელია ცუდად გახდებოდა . ონკანი მოუშვა და ჭიქა წყლით აავსო . გამხმარი ყელი წყლის შეხებისას ისევ "გაცოცხლდა" . მძიმედ ჩამოჯდა იქვე მდგარ სკამზე . თავი ქვემოთ დახარა და სივრცეს თვალი გაუშტერა . ძალიან მძიმე დღე ჰქონდა ... მაგრამ ეს ასეც უნდა ყოფილიყო . თითქოს ბეჭებიდან ლოდი ჩამოხსნეს .
ცოტაც და მათი ურთიერთობა სულ სხვა სახელს მიიღებდა . თომამ კარგად იცოდა ამ საუბრის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა . თითქოს ყველაფერი ხელს უწყობდა მათ ურთიერთობას . უბრალოდ ეშინოდა რას ეტყოდა ლილე როცა მოისმენდა მის სიტყვებს .
ლილე კი გაშტერებული ატუზულიყო კარებთან . ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს , უფალს მადლობას წირავდა ამხელა ბედნიერებისთვის . ისიც მზად იყო , ყველაფრისთვის მზად იყო თუ ეცოდინებოდა ,რომ თომა სულ მის გვერიდთ იქნებოდა . უბედნიერესი იყო ის ამ წამს . აღარ იცოდა ბედნიერება რით გამოეხატა , მაგრამ ახლა ყველაზე მეტად დაწყნარება ჭირდებოდა . ფრთხილად მივიდა საწოლთან , უკვე სიარული შეეძლო მაგრამ თომა მაინც არ აძლევდა ფეხის დატვირთვის უფლებას . მძიმედ და ამავდროულად მჩატედ ჩამოწვა საწოლზე . ცრემლები ნაკადულივით დიოდა სახიდან . ფიქრობდა ,მაგრამ საბოლოო დასკვნამდე ვერ მიდიოდა . ვერ ხვდებოდა ამხელა საჩუქარი რატომ უბოძა თომას სახით ბუნებამ ...

***
მძიმე ნაბიჯით შევიდა ოთახში თომა . ლილე საწოლზე მოკუნტულიყო . ნელი ნაბიჯით მიახლოვდა , თმაზე ნაზად ჩამომისვა ხელები .
- არასდროს არ გამჭირვებია ცხოვრებაში რამის თქმა , ახლა კი... ჯანდაბა - ამოიღრინა და თვალები გადაატრიალა , - მინდა რომ ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც საჭიროა , - მის ლაპარაკზე ლილე ძალიან ანერვიულდა.
- თომ , რა ხდება ? მითხარი . მეც ვნერვიულობ უკვე , -ანერვიულებულმა ამოილაპარაკა ლილემ .
- კარგი ! - შემდეგ ყველაფერი ძალიან მალე მოხდა , ისე რომ ვერც კი გააცნობიერა ლილემ . მარჯვენა მუხლით იატაკს დაეყრდნო . თვალებში დააკვირდა .თითქოს რაღაცის ამოკითხვა სურდა , ალბათ იპოვა პასუხი... ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაძვრინა . ამაზე ლილეს თვალები აემღვრა მთელი სხეულით აკანკალდა . თომა თავდაჯერებული უყურებდა . კოლოფი გახსნის დროს ძირს დაუვარდა . ლილეს ერთი სული ჰქონდა ბეჭედი მის თითებს როდის მოერგებოდა . წამებში აცანცარებულ ბავშვად იქცა .
- ცოლად გამომყვები? - დაძაბულად იკითხა და ლილეს რეაქციას დააკვირდა.

***
რაც დრო გადიოდა მით უფრო ხვდებოდნენ ,რომ ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებდნენ . არც ერთი დღე ერთნაირი არ ჰქონდათ . მუდამ ცდილობდნენ ყოველი დღე განსხვავებული ყოფილიყო . მათ ერთმანეთის ესმოდათ . ზოგჯერ არ ლაპარაკობდნენ,მიმიკებით გამოხატავდნენ თითოეულ სულისთქმას . მაგნიტივით იზიდავდნენ ერთმანეთს . ყველგან ერთად დადიოდნენ . ირგვლივ ყველა ამჩნევდა მათ ცვლილებებს . ახარებდათ მათი ბედნიერება . სამსახურიდან გამოსულები რაც არ უნდა დაღლილები ყოფილიყვნენ პირდაპირ სახლში არასდროს მიდიოდნენ . დადიოდნენ ყველგან. სადაც სიამოვნებას მიიღებდნენ .
თომასთან გადავიდა ლილე საცხოვრებლად . ასე სჯობდა მათვისაც , თავიდან ცოტა გაუჭირდა ლილეს ახალი სახლის , ახალი საძინებლის და თითქმის ყველაფერი ახლის მიღება ,მაგრამ მერე მიეჩვია . მათი ყოველი დილა ყელში კოცნით იწყებოდა . ხვალ ჯვრისწერა აქვთ . ქორწილის გადახდა არცერთმა მოინდომა , უბრალოდ ჯვარს დაიწერენ და შემდეგ სვანეთში წავლენ . თომამ შეთავაზა ევროტური ,მაგრამ ლილემ არ ინება . გულის სიღრმეში გაეხარდა კიდეც ...
- ლილე , - ყელში ნაზად აკოცა . - ადექი რა , ძალიან მშია , - ამოიწუწუნა თომამ .
- ჩუ, რა თომ . მეძინება , - ამოხრიალა ლილემ .
- კარგი რა , თორმეტი ხდება უკვე . იმიტომ გაგანთავისუფლე დღეს რომ ბევრი საქმე გვაქვს . ამდენხანს წოლა მერე იყოს , ადექი მიდი , - ტუჩებში აკოცა და თავად წამოდგა საწოლიდან . ლილემ ამოიფრუტუნა და გვერდი იცვალა . თომას გაეღიმა მის საქციელზე . უცებ რაღაც იდეა მოუვიდა . ტუმბოზე დადებული გრაფინი აიღო , სააბაზანოში შევიდა , წყლით აავსო გრაფინი და ჩუმი ნაბიჯით გაემართა საძინებელში . სახეზე ეშმაკური ღიმილი დაკრავდა , თვალები უციმციმებდა . ლილეს თავზე დაადგა მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია ,რადგან თავზე ბალიში დაედო . ერთი ბუმ შეჰყვირა . ლილე შეშინებული წამოხტა და ამ დროს მთელი წყალი თავზე გადაასხა თომამ . გამწარებული ყვიროდა ქალი , თომა მის სახეზე იცინოდა . გაბრაზებული წამოხტა საწოლიდან ყურში ჩასჩურჩულა ,რომ სამაგიეროს გადაუხდიდა და ოთახი დატოვა . თომამ კარგად იცოდა კარგს რომ არაფერს გაუკეთებდა ,მაგრამ შემოტევისთვის მზად იყო . სააბაზანოში წყლის გადასავლებად შევიდა .
ლილე გეგმას სახავდა . .. და აი მოიფიქრა კიდეც. ტოსტები გააკეთა , წყალი შემოდგა გაზქურაზე ასადუღებლად . ამავდროულად ყველს ჭრიდა . სუფრა მალევე გაშალა . კაკაოც მზად ჰქონდა , მაგრამ თომას კაკაო სხვანაირი "რეცეპტით" გააკეთა . ვაშლის ძმარი გამოიღო კარადიდან და ჭიქაში ჩაუშვა .
- თომა , გამოდი , გაცივდა ყველაფერი , - იმხელაზე იყვირა მეორე სართულზე მყოფი კაციც კი დააყრუა . მალევე დაბრუნდა თომაც . გაკვირვებული დახედა სუფრას .
- ჯერ შენ გასინჯე ტოსტები და მერე მე შევჭამ , - ეშმაკურად უთხარი ლილეს .
- რა პრობლემაა , - მადიანად ჩაკბიჩა ნაჭერი , - კარგი რა გგონია რამე მოგიწყვე ? - მოწყენილმა ამოიფრუტუნა . ოხ როგორი ეშმაკია ეს გოგო . თომამაც დაუჯერა , ჯერ საეჭვოდ დახედა ტოსტებს ,ერთი ნაჭერი გადმოიღო თეფშზე . შუაზე გაყო , საეჭვო ვერაფერი შენიშნა . ათასჯერ გახედა ლილეს მაგრამ ის გემრიელად ილუკმებოდა და თომასთვის სულაც არ ეცალა . გაუკვირდა როცა აღმოაჩინა რომ არაფერი არ ჰქონდა მოწყობილი ლილეს. იფიქრა ალბათ გადაუარა წყენამო .
- ძალიან გემრიელია , - ლოყებ გამოტენილმა ამოიბლუყუნა თომამ .
- მადლობა .
კაკაო მოსვა და ... საშინელი ხველება აუტყდა . ლილე სიცილისგან სულს ვერ ითქვამდა . მთელი ხმით ხარხარებდა .
- ესეც ასე , ახლა ბარი-ბარში ვართ .

***

... ჯვარი დავიწერეთ. ნამდვილად ძნელია , უფრო სწორად შეუძლებელია იმ გრძნობების გადმოცემა რასაც ვგრძნობდი . სიხარულისგან ცრემლები მდიოდა, გვერდიც ის მამაკაცი მედგა ვინც მთელ სამყაროში ჩემთვის ყველაზე ძვირფასია . თითოეული დეტალი . ბედნიერებას განიჭებს, სამუდამო კავშირს ამყარებ მასთან ღვთისგან კურთხეულს . მხრები გიცახცახებს . ირგვლივ ვერავის ამჩნევ მის გარდა და იცი რომ სამუდამო შენია ...
ჩვენი ბედნიერება ამით არ დასრულებულა , პირიქით ეს კიდევ დასაწყისია . სვანეთში ერთი კვირა დავრჩით . სახლში მხოლოდ საჭმელად შევდიოდით . ყველაფერი დამათვალიერებინა თომამ ,მეგონა ჩემს სიყვარულს მთებიც კი გრძნობდნენ . სახლში მანამ დავბრუნდით სანამ ახალი წელი დადგებოდა . მთელი ერთი დღე მოვუნდით სახლის მორთვას , ნინიაც მეხმარებოდა . თომას ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა და ცოტახნით დაგვტოვა . მეც დრო ტყუილად არ დამიკარგავს...
- ნინია, რაღაც უნდა გითხრა .
- რა ხდება ლილე ?
- იცი ... მე ორსულად ვარ , - ჩუმად ამოვიბურტყუნე და მუცელზე ხელები მოვისვი . ნინიამ ერთი შეკივლა და გულში ჩამიკრა .
- რა მაგარია ლილეო , ვაიმე ეს რა ამბავი მითხარი . თომა ალბათ ჭკუაზე არ არის , - სიხარულისგან თითებს გიჟივით იქნევდა .
- თომამ არაფერი არ იცის , ხვალ ახალი წელია და მინდა ზუსტად თორმეტ საათზე საჩუქარი გავუკეთო .
- ოხ , შენ რა მაგარი გოგო ხარ , - თბილად იცინოდა ნინია .
- ჯერ პატარაა ნაყოფი , სვანეთში როცა ვიყავით მაშინ გავიგე . იმის მერე ხვალიდნელ დღეს ველოდები . არ ვიცი გული როგორ მითმენს რომ არაფერს ვეუბნები .
- ნეტავ გოგო იქნება თუ ბიჭი .
- ვიცი გოგოა , მარიტას დავარქმევ , - სევდიანად ამოვილაპარაკე.
- რა ლამაზი სახელია . გილოცავ ლილეო , - მუცელზე თითები ჩამომისვა .
- იცოდე შენ იქნები მისი ნათლია !

***

საახალწლო სუფრა ნამდვილი ქართული ტრადიციული სუფრით დავამშვენე . თომას დედა მეხმარებოდა ყველაფრის გაკეთებაში . არავინ არ იცოდა სიმართლე ნინიას გარდა . სულ ცოტაც და ყველა გაიგებს . ყველაფერი უგემრიელესი გამოვიდა . ქალბატონმა ნელიმ უგემრიელესი ხაჭაპურები დააცხო , თომა და ბატონი გურამი მისაღებში ისხდნენ . თეფშზე გოზინაყს ვაწყობდი როცა თომა სამზარეულოში შემოვიდა . გემრიელად დამიკოცნა ბაგეები და ისევ მისაღებში დაბრუნდა .
თორმეტ საათზე მთელი ქალაქი განათდა . ულამაზესი იყო განათებული თბილისი . საახალწლო განწყობაც ძალიან დიდი გვქონდა ყველას . ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვულოცავდით.. . და დაგდა საჩუქრების გადაცემის დრო . ქალბატონმა ნელიმ და ბატონმა გურამმა ჩემი საყვარელი სუნამო მაჩუქეს. თომა მომიახლოვდა და თვალების დახუჭვა მთხოვა . ვიგრძენი თმები როგორ გადამიწია და ყელზე რაღაც ცივი როგორ ჩამომკიდა.
- თვალები გაახილე , - ყელზე ულამაზესი ანგელოზის ფორმის კულონი მეკიდა , თვალები ამიწყლიანდა .
- მადლობა, ჩემო სიყვარულო , -ჩურჩულით ამოვილაპარაკე , - ახლა კი ჩემი ჯერია . ახალ წელს გილოცავ ,მამიკო .


ძალიან დიდი ხანია რაც არაფერი დამიდია . იმედია თუ ვინმე წაიკითხავს მოეწონა . დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ love



№1  offline ადმინი შამანი

რამდენჯერა თეონა შუბიტიძე დადებდა ისტორიას,იმდენი სენი ისტორია მეგონა.
ამ ისტორიას აუცილებლად წავიკითხავ love lol

პ.ს.საინტერესო და ლამაზი სათაური აქვს.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი lesia

შამანი
რამდენჯერა თეონა შუბიტიძე დადებდა ისტორიას,იმდენი სენი ისტორია მეგონა.
ამ ისტორიას აუცილებლად წავიკითხავ love lol

პ.ს.საინტერესო და ლამაზი სათაური აქვს.

მაინტერესებს რა აზრის იქნები როცა წაიკითხავ love
მადლობა love

 


№3  offline წევრი Firefly

ძალიან ვისიამოვნე ♥ თბილი იყო,ყველანაირად რომ სულში ჩაგიძვრება აი ისეთი.მეორეჯერ გადავიკითხე და ჯერაც შტაბეჭდილების ქვეშ ვარ..♥
--------------------
M.T

 


№4  offline წევრი lesia

♥მარიამი♥
ძალიან ვისიამოვნე ♥ თბილი იყო,ყველანაირად რომ სულში ჩაგიძვრება აი ისეთი.მეორეჯერ გადავიკითხე და ჯერაც შტაბეჭდილების ქვეშ ვარ..♥

ძალიან,ძალიან დიდი მადლობა love

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

Ragacnairad tbili tkbili da tkiviliani iyo. Vgrznobdi rogor vivsebodi da rogor viclebodi emociisgan. Kargi iyo.

 


№6  offline წევრი enana

სიმართლე გითხრა, სათაური და შინაარსი ერთმანეთს ვერ დავუკავშირე, თუმცა შეიძლება მაგ სათაურის სიღრმე სხვა ნაწერით გადმოცე. რაც შეეხება შინაარს, მომეწონა. ისე გადადიოდი ეტაპიდან ეტაპზე, რამდენჯერმე უკან დავბრუნდი რამე ხომ არ გამომრჩათქო. ანუ მოცემულია ისტორია რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სიცოცხლისუნარიან ნაწილად, რომელიც შენ გადააბი და აქციე ერთ მთლიანობად.ეტაპიდან ეტაპზე გადასვლას თან ვამჩნევდი, თან ვერა :) თბილი იყო.სევდა ლამაზად, ნაზად გქონდა დახატული, არადეპრესიულად. დასასრული კი საჩემო იყო - happy end, სადა და ლამაზი.

 


№7  offline წევრი lesia

terooo
Ragacnairad tbili tkbili da tkiviliani iyo. Vgrznobdi rogor vivsebodi da rogor viclebodi emociisgan. Kargi iyo.

მადლობა love
enana
სიმართლე გითხრა, სათაური და შინაარსი ერთმანეთს ვერ დავუკავშირე, თუმცა შეიძლება მაგ სათაურის სიღრმე სხვა ნაწერით გადმოცე. რაც შეეხება შინაარს, მომეწონა. ისე გადადიოდი ეტაპიდან ეტაპზე, რამდენჯერმე უკან დავბრუნდი რამე ხომ არ გამომრჩათქო. ანუ მოცემულია ისტორია რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სიცოცხლისუნარიან ნაწილად, რომელიც შენ გადააბი და აქციე ერთ მთლიანობად.ეტაპიდან ეტაპზე გადასვლას თან ვამჩნევდი, თან ვერა :) თბილი იყო.სევდა ლამაზად, ნაზად გქონდა დახატული, არადეპრესიულად. დასასრული კი საჩემო იყო - happy end, სადა და ლამაზი.

მადლობა შეფასებისთვის love

 


№8  offline წევრი tako05

შენც გილოცავ <3
მართლა ძალიან კარგია.. შენებური... თბილი... განსხვავებული...
ვაშლის ძმარზე ბევრი ვიცინე ხო იცი რატომაც :-D:-D

 


№9  offline წევრი lesia

tako05
შენც გილოცავ <3
მართლა ძალიან კარგია.. შენებური... თბილი... განსხვავებული...
ვაშლის ძმარზე ბევრი ვიცინე ხო იცი რატომაც :-D:-D

მადლობა love

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

მოწონებით ნამდვილად მომეწონა... love
მაგრამ იყო რაღაც ლაფსუსები, იყო რაღაც შეცდომები გაპარული და კიდევ მომეჩვენა რომ ზოგ ადგილებში მშრალადაც ეწერა, გრძნობის გარეშე, მაგრამ მთლიანობაში არ იყო ცუდი. მომხიბლა ისტორიამ, რაღაცნაირი იყო და მართლა მომეწონა, მაგრამ აკლდა თითქოს რაღაც და ამას ვგრძნობდი.
თან ერთ ადგილას ისე გადახტი, სწორედაც რომ მეგონა რაღაც გამოვტოვე. ჯერ კიდევ არ იყვნენ ისე ახლოს და უცებ ერთად გაიღვიძეს. აი აქ ვერ გავიგე რაღაც ბოლომდე და მეორედაც კი ჩავიკითხე იგივე ადგილი.
ლამაზი ისტორია იყო, მაგრამ დამაბნეველიც. მართლა დამაბნია მმმ.. მაგრამ ბოლო იყო საოცარი. როგორც გითხარი მთლიანობაში ეს ისტორია თბილი და რაღაცნაირი იყო, მომეწონა, მაგრამ გარკვეული მონაკვეთების დაწერა უკეთესადაც შეიძლებოდა. სიმართლე გითხრა ეტყობოდა, რომ ნაჩქარევად იყო დაწერილი და არც გადაგიხედას (ალბათ)...
ჩემი სიმკაცრისთვის მაპტიე, მაგრამ პირდაპირი ვარ და თან მაინც არ მიმაჩნია ცუდ ნაწერად.
კარგი სტილი გაქვს, მაგრამ დასახვეწი!
წარმატებებს გისურვებ.
და ჰო... რაც შევნიშნე და ცუდად მომხვდა თვალში ეს ორი სიტყვა იყო.
ჩავძიებულვარ და დავიძერი... ჩავძიებივარ არის სწორი, მე ასე ვიცი და დავიძარი... აქ დავაბრალებდი დავიძარიში, რომ ასო შეგეშალა, მაგრამ რამდენჯერმე რომ განმეორდა, მერე უკვე მივხვდი რომ შეცდომა იყო!
ლესია ^^ გამიხარდა შენი ისტორიის წაკითხვა და ისიც გამიხარდება შენიშვნებს თუ გამოასწორებ და ყურადღებას მიაქცევ შენ ნაწერს <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent