თითქოს მძულს..
მძულს, ის სიმღერა შენს ნახვაზე რომ მახსენდება, მძულს,ის ღიმილი ხუმრობისას რომ შენში ჩნდება, მძულს სიხარული,შენი ნახვით,კარს რომ მადგება, და მე მაინც მძულს სიძულვილი,შენდამი რომ მაქვს. ხომ თითქოს მძულს,მე მაინც მიყვარს ეს ყველაფერი, შენგან ნატყორცნი შეუამავლად,ცისარტყლის ფერი, გრძნობის ფიალას გაეტოლება დღეს "არაფერი", ყველაფრით დაღლილს შემაწუხებს კვლავ ვერაფერი. დიდოსტატსაც კი უხდებოდა მარჯვენას მოჭრა, თვით ყაზბეგმაც კი წიგნის ბოლოს ონისე მოკლა, რუსთაველმაც ხომ სიყვარული შიშად მონათლა და კერპის ნაცვლად ვაჟამაც კი ჯოყოლა მოკლა. არ უნდა მძულდეს სიყვარული შიშად ქცეული ? არ უნდა მძულდეს ვინც დამძრახა-ის ასეული? უნდა მიყვარდეს ის სიყვარული მარად ტანჯული ? თაყვან ვცემდე,მიტოვებული,მისგან ეული?! მძულს ის დროები,შენთან ერთად გატარებული, მძულს ის წამები,შენთან კოცნით ამაღლებული, მძულს ყველაფერი,ის ოდესღაც კერპად ქცეულიც, გაქრება ,ალბათ,შემოდგომას,ის სიძულვილიც და შეიფერებს თებერვალსაც კვლავ სიყვარული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.