შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“რა მოხდება, თუ…” (სრულად)


31-12-2015, 02:44
ავტორი მოლურჯო
ნანახია 6 528

პროლოგი

ზოგჯერ ადამიანებს იმდენად ძლიერად უყვარდებათ ერთმანეთი, ჰგონიათ, რომ შეუძლებელია ასე, ან ამაზე ძლიერად შეიყვაროს სხვამ სხვა. უყურებ და უბრალოდ გეღიმება. ხვდები რომ ბედნიერი ხარ და მთელი დღის განმავლობაში ერთადერთი რაზეც ფიქრობ ის არის, თუ როგორ გაგიმართლა, რომ იმ საბედისწერო დღეს შეხვდი…

საოცარი გრძნობაა სიყვარული. გგონია, რომ რაღაც არაამპლანეტურს განიცდი. დილით იღვიძებ და პირველი რაც გახსენდება, ისაა რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს… დგები, თავს იწესრიგებ, საუზმობ, სახეზე კი ისევ ის გუშინდელი ღიმილი შეგრჩენია, თვალები ისე გაგბრწყინებია, საერთოდ უცხო ადამიანიც კი შეამჩნევს, რომ ყურებამდე ხარ შეყვარებული.

თავი 1

– მეგი, მთელი დილაა გირეკავ, უკვე მოსვლასაც ვაპირებდი მეგონა გაიგუდე.

– მეძინა სალი და ნუ ცდილობ შვებულების ჩაშხამებას… გამეცინა და მაცივარი გამოვაღე შესათვალიერებლად.

– კაი ნუ ჭირვეულობ, ხო იცი საღამოს გოგოები ჩემთან ვიკრიბებით და 7ზე აქ როარ იყო იცოდე სახლში დაგადგები და ჩემი ხელით წამოგიყვან.

– მოვალ, მოვალ… რამე წამოგიღო?

– არა, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ შამპანურს თუ წამოიღებ კარგი გოგო იქნები.

– რა შამპანური აგიტყდა ხოარ თხოვდები რაიყო. -სალიმ სიცილი ატეხა და ძალაუნებურად მეც გამეცინა. ბავშვობიდან გვეცინებოდა ერთმანეთის ყველაზე სულელურ ხუმრობებზეც კი. სალი ჩემი საუკეთესო დაქალია, 5 წლიდან ვიცნობ და ჩვენს ცხოვრებაში არ ყოფილა არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის დროსაც ერთმანეთის გვერდით არ ვმდგარვართ.

– ჰო კაი კაი წამოვიღებ. -დავაყოლე მე. – წავედი მოვწესრიგდები ჯერ ისევ საღამურში ვარ.

– ხო, მიდი და შამპანური არ დაგავიწყდეს.

ყავა ჩემი დილის განუყოფელი ნაწილია, ჩემს ქუჩაზე კი არ არსებობდა კაფე, სადაც ყავა არ მქონდა დალეული. ასე რომ გადავწყვიტე რამე უცხო კაფეში მესაუზმა. ჩავედი ქვემოთ, ჩავჯექი ჩემ შავ ტოიოტაში და და ჯერ საბურთალოს არ ვიყავი გაცდენილი, დავინახე ახლად გახსნილი კაფე. მანქანა გავაჩერე, გადავედი, ავიღე ერთი კრუასანი და კაპუჩინო დიდი ჭიკით და დავჯექი. ჯიბიდან ყურსასმენებს ვიღებდი, როდესაც კაფეში ვიღაც ტიპი შემოვარდა, მოლარე გარეთ გაათრია და მანამ ურტყა სანამ არ გათიშა. მერე მანქანში ჩაჯდა და წავიდა.

მე შემეშინდა, ყველა გარეთ გაცვივდა, შოკირებული ვიყავი. ყავა და კრუასანი მაგიდაზე დავტოვე გარეთ გავედი, იმ მოლარე ბიჭის გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა. ვიღაცამ სასწრაფოში დარეკა. მე კიდე შეშინებული მანქანაში ჩავჯექი და ეგრევე სალისთან ავედი.

სალი სახლში არ იყო. დედამისი დამხვდა და იქიდან გამომდინარე რომ იცოდა ყავისადმი ჩემი დიდი სიყვარულის შესახებ, საფრანგეთიდან ჩამოტანილი ხსნადი ყავა გამიკეთა.

– მადლობა, ელენე დეიდა.

– კარგი მეგი რაა, არ გრცხვენია? თბილად გამიღიმა და იქვე ჩამოჯდა.

– სალი მალე მოვა ? -ვკითხე და ტელეფონი ამოვიღე რომ დამერეკა.

– კი წეღან დავურეკე და 5 წუთში ვიქნებიო. მაღაზიაშია… რამე მოხდა ? შეშინებული ხმა გაქვს…

– არა არაფერი უბრალოდ რომ მოვდიოდი, ჩემს წინ ვიღაცამ გიჟივით გაიარა მანქანით და… -ელენე დეიდამ თავი გააქნია და მერე შემომხედა.

– მამაშენი როგორაა? მკითხა ჩუმად.

– გუშინ ველაპარაკე და კარგადაა, მაგას რა უჭირს ესპანეთში ხან ნოუ კამპზე ესწრება თამაშებს, ხან ბერნაბეუზე. ელენეს გაეცინა. ამ დროს სალი მოვიდა, ხელი მომკიდა და თავის ოთახში შემიყვანა.

– რა იყო კაცი მოკალი? რა სახე გაქვს. ან რა ესემესებს მწერ. -წინ დამიდგა და სერიოზული სახით დამიწყო ყურება. მე თვალები გადავატრიალე.

– ხო კაცი მოვკალი… რამდენიმე წამით გავჩუმდი. – ისეთი არაფერი, კაფეში ვიჯექი, უცებ ვიღაც ტიპი შემოვარდა და მოლარე კინაღამ ცემაში მოკლა.

– და შენ რატომ ხარ შოკურ მდგომარეობაში ამიხსნი?

– აუ სალი გეყო ღადაობა. დაგეხმარები ამ საღამოსთვის და ერთად დავხვდეთ გოგოებს. -ამ დროს ელენე დეიდას ხმა გავიგეთ წავედი გოგოებო აბა თქვენ იცითო…

– დავრჩით მარტოო… -სალიმ ცეკვა დაიწყო.

დედაჩემი და სალის დედაც ბავშვობიდან მეგობრობდნენ. თუმცა შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა და დედაჩემი ქართველ თავზეხელაღებულ მძღოლებს შეეწირა. როდესაც 13 წლის ვიყავი, არავიაში მოხვდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამაზე ფიქრიც კი ბოლოს მიღებს. ამიტომ გადავწყვიტე სამედიცინოზე სწავლა, 2 წელიწადში მეც ესპანეთში წავალ და იქ დავამთავრებ სასწავლებელს. მერე არვიცი როგორ მოვიქცევი. მიყვარს ეს ქალაქი, მიუხედავად აქ გადატანილი ბევრი ტკივილისა.

ფიქრებში გართული სალიმ გამომაფხიზლა :

– ჰეი რა გჭირს კიდე იმ მოლარე ბიჭზე ფიქრობ? რაიყო ხოარ შეგიყვარდა. -გაეცინა სალის.

– ხო სალ, ყურებამდე ვარ შეყვარებული. -სამზარეულოში გავედი და ყავის დალევა გავაგრძელე,რომელიც უკვე გაციებულიყო. მერე სალის სახლის დალაგებაში დავეხმარე, ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. ჯერ 7 საათი არ იყო გამხდარი, როდესაც ანა და თიკა უკვე სალისთან იყვნენ. სასმელები და ტკბილეულობა ამოიტანეს. მე დიდად დალევა არასდროს მიყვარდა, თუმცა ჩვენს შეკრებებზე ცოტ-ცოტას ყველანი ვსვამდით ხოლმე. სალის 2 სართულიანი კერძო სახლი ჰქონდა, თავისი ვერანდითა და პატარა ლამაზი ეზოთი. თიკა გერმანიაში მიდიოდა მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად, და ასე ვთქვათ ‘აღნიშვნას’ ვაპირებდით ამ ამბის, თუმცა სევდიანი საღამო უფრო გამოგვივიდა ვიდრე მხიარული. ეს გოგოებს ვუთხარი მაშინ ასე , თუმცა მაგ საღამომ ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დააყენა.

თავიდან ბევრი ვიცეკვეთ, მერე დავლიეთ და როგორც ყოველთვის სენტიმენტალურ ხასიათზე დავდექით. ასეთ ხასიათზე მხოლოდ ჩვენ ოთხს გვყავდა ერთმანეთი ნანახი. მე, სალიმ , ანამ და თიკამ ერთი სკოლა დავამთავრეთ. თიკა ჩვენზე 2 წლით დიდია და არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში რთული მომენტი, რომ მისგან კომპეტენტური და სასარგებლო რჩევა არ მიმეღო. მოკლედ ღამის პირველი საათი იყო დაწყებული მეორე სართულზე ვიყავით დივანზე ვისხედით ფეხებ აწყობილები და ვსაუბრობდით. მე ავდექი წითელი ღვინო დავისხი და აივანზე გავედი. მაისის შუა რიცხვები იყო. არც ციოდა, არც ცხელოდა. მაგრამ იმ საღამოს განსაკუთრებულად სასიამოვნო სიო უბერავდა. ცა ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი და ბნელ ღამეს სავსე მთვარე ანათებდა. ვიცი ეს ყველაფერი რამდენად ბანალურად ჟღერს , მაგრამ ყველაფერი ზუსტად ასე იყო. მე კიდე ვიდექი აივანზე და ამ სიოთი ვტკბებოდი , წითელი ღვინო კი უფრო და უფრო მეკიდებოდა. უცბად ხმაური გავიგე და ქვემოთ ჩავიხედე, დავინახე როგორ ძვრებოდა გალავანზე ვიღაც შავებში ჩაცმული ტიპი. ეგრევე სახლში შევვარდი გოგოები ჩემზე ნასვამები იყვნენ , ასე რომ მათთვის არაფერი მითქვამს. ჩავედი პირველ სართულზე , პირველი რაც ხელში მომხვდა იყო ქოლგა, რომელიც გასასვლელ კარებთან იდო. ავიღე , კარები ნელა გავაღე და ეზოში გავედი დავინახე ის შავებში ჩაცმული ბიჭი ხესთან იდგა და თითქოს ვიღაცას უთვალთვალებდა, ან იმალებოდა, მაშინ დანამდვილებით ვერ მივხვდი. უკნიდან მივეპარე და ქოლგა მთელი ძალით მოვუქნიე. თავში მოხვდა. ბიჭი გაოგნებული სახით მოტრიალდა

-რას აკეთებ გაგიჟდი?

-მე გავგიჟდი? უცხოს სახლში შენ იპარები და კიდე მე გავგიჟდი?

-კაი რაიყო 2 წუთში წავალ მაცადე. ნუ ღელავ არც ქურდი ვარ და არც ყაჩაღს ვგავარ მემგონი. -მე ცოტა დავმშვიდდი და მის გვერდით დავდექი და იქით დავიწყე ყურება საითაც ის იყურებოდა.

-თუ ქურდი არ ხარ აბა ვინ ხარ? -სახეზე შევხედე და არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიცოდი რო უეჭველი სადღაც მყავდა ნანახი.

-ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ცოტახანი ჩუმად იყავი. -ხელი ხელზე მომკიდა და თავისკენ მიმწია, რომ გარეთ მყოფ ხალხს არ დავენახე. ასე ვიდექით სადღაც 2 წუთი. გაიარეს თუ არა მე კითხვა არ დავაყოვნე :

-ახლა ამიხსნი რა ხდება? -მერე ხელზე დავხედე რომ მეთქვა გამიშვითქო, მაგრამ ხელი საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა. სისხლიანი. მერე რამდენიმე წამი ჩუმად ვიყავით და ის მომიტრიალდა.

-ვიცი, ის ბიჭი ხარ კაფიდან. მოლარე რომ გათშვამდე ცემე. -შუბლი შემეჭმუხნა და ხელი გავაშვებინე.

-ხო ეგ ვარ, ოღონდ ყველაფერი ისე არ არის როგორც ახლა წარმოგიდგენია და სხვათაშორის ჩემთან ვალში ხარ.

-შენთან ვალში რატომ უნდა ვიყო ვითომ, არც კი გიცნობ.

-ქოლგა ისე მწარედ მომხვდა თავში მგონი გამიტეხე.

-მართლა ? -შეწუხებულმა ვკითხე მე და თავზე თვალიერება დავუწყე , თუმცა ვერაფერს ვხედავდი რადგან ჩემზე ბევრად მაღალი იყო სადღაც 1.90მდე მეკიდე ფეხსაცმლის გარეშე 1.74 ვიყავი.

-კაი ნუ ნერვიულობ, ვიხუმრე. -გაეღიმა უცნობს. – მისმინე, შენი შეშინება არ მინდოდა და ახლა უნდა წავიდე. -გალავნიდან ყურება დაიწო.

-შენ ყველა დაპირებას ასე ასრულებ? -ვკითხე მე

-ნუღელავ ყველაფერს აგიხსნი , მაგრამ ახლა არა.

-და რატომ ვითომ. -თმა უკან გადავიყარე და მასთან მივედი. -ჩემი დაქალის ეზოში შემოჭრილი უცხო ტიპი უნდა გავუშვა , თან ახსნა- განმარტების გარეშე?

-არ ვარ ვალდებული მთვრალ გოგოს რამე ავუხსნა. თან ყველაფერი ჩახლართლია. მითხარი რომელ სკოლაში სწავლობ ხვალ მოგაკითხავ და სადმე დავსხდეთ.

-აუ ეს ნახე რააა… ჯერ ერთი მთვრალი არვარ , მერე მეორე სკოლა 2 წლის წინ დავამთავრე და მერე მესამე შენთან ერთად არსად დაჯდომას არ ვაპირებ.

უცნობს გაეცინა…

-შენ რომ ბრაზდები ცალწარბს სულ ასე წევ?

მე მივხვდი რომ წარბი მართლა აწეული მქონდა. გვერდზე გავიხედე და მერე ისევ თვალებში შევხედე.

-არა. -ვუპასუხე მოკლედ და კონკრეტულად

-იცი ? მართალი ხარ. რატომ უნდა შეხვდე ვიღაც უცხოს , რომელიც სხვის ეზოში შეიპარა.

-ხო ზუსტად. და თან მოლარე ცემა. -დავამატე მე.

-არა, ეგ სხვა საკითხია. კარგი წავედი და ადი სახლში გრილა და თან მთვრალი ხარ, თან ფეხშიშველი… -ეს მითხრა გალავანზე აძვრა და გაუჩინარდა.



დილით თავის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. ავდექი, შხაპი მივიღე. მერე გუშინდელი ამბავი გამახსენდა. რამდენიმე წუთით მეგონა რომ დამესიზმრა , მაგრამ მერე ეზოში ჩავედი და შუაზე გადამტვრეული ქოლგა ვნახე. -ღმერთო ჩემო, ნუთუ მართლა ასე მწარედ ჩავარტყი… მერე სახლში ავედი, ჩავიცვი და გადავწყიტე ფეხით წავსულიყავი იქვე ყავის დასალევად. კაფესთან მივედი , თუმცა კარები დაკეტილი იყო. მერე გამახსენდა რომ ჯერ დილის 9ის ნახევარია და მინის კედელს მივეყრდენი თავით. გუშინდელის კარგად გახსენებას ვცდილობდი.

-ძაან ადრე ხოარ მოგივიდა მოსვლა? -ნაცნობი ხმით მკითხა უცნობმა ბიჭმა. მე მივტრიალდი გაკვირვებული.

-შენ რაარი სულ ასე მოულოდნელად ჩნდები ყველგან? – შევუბრუნე კითხვა გაღიმებულმა.

-არა, უბრალოდ ყავისთვის მოვედი. -მიპასუხა მან. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კაფის კარი გააღო, მერე ხელი კარებისკენ გაიშვირა, არვიცი ასე რატომ მოიქცა, მაგრამ თბილისში არც ისე ბევრი ბიჭი იყო, ვინც გოგოს პირველი ატარებდა კარში. ეს ფაქტი მესიამოვნა და კაფეში კმაყოფილი სახით შევედი.

-აქაც დაუკითხავად შემოდიხარ თუ შენი კაფეა? -მივუტრიალდი მე.

-არა, არც დაუკითხავად შემოვდივარ, და არც შემი კაფე არ არის.

მე დავინები და ბართან მივედი.

-იცი ყავის გაკეთება ? -მკითხა მან

-არა არ ვიცი. დიდად ყავის მოყვარული არ ვარ უბრალოდ გამოფხიზლება მჭირდება. -მოვატყუე, ოღონდ რატომ მეთვითონაც არვიცი.

მას გაეცინა და ყავის აპარატთან მივიდა.

-ახლა მე გაგასინჯებ ჩემს საყვარელ ყავას და მითხარი როგორი გემოვნება მაქვს.

მეც დავთანხმდი … ვუყურებდი , როგორ აკეთებდა ყავას. კაპუჩინო ორნახევარი კოვზი შაქრით, ზუსტად ისე როგორც მე მიყვარს. ჭიქა მომაწოდა მეც ისე დავაგემოვნე ვითომ პირველად ვსვამდი. მერე ვკითხე :

-მეხუმრები ხო

-რატომ? -მკითხა გულწრფელად გაკვირვებულმა.

-მოგატყუე, როცა გითხარი ყავა არ მიყვარსთქო. ყავის გიჟი ვარ და ეს ჩემი საყვარელი ყავაა.

უცნობს გაეცინა, ყავა მოსვა და მითხრა :

-ეს შენი კი არა ჩემი საყვარელი ყავაა.

-შენ ყველაფერზე ასე სულელივით იცინი? -გამეცინა მეც

-არა, შენზე მეცინება. -სახე დაასერიოზულა და თვალებში შემომხედა.

-მეშინია შენი. -მეც სერიოზულად ვუთხარი, თან თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მწვანე თვალები ჰქონდა. ძალიან თბილი , იმდენად თბილი, რომ ვგრძნობდი როგორ გამოდიოდა მისი თვალებიდან რაღაც უხილავი, სხეულის გარშემო მეხვეოდა და მათბობდა. მას არაფერი უპასუხია. ასე ვისხედით ჩუმად და ყავას ვსვამდით.

-თოკა მქვია. -იატაკს მზერა მოვაშორე და შევხედე.

-მე მეგი. -რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ვიპასუხე.

-ლამაზი სახელია. -შემომხედა თვალებში, სახეზე ღიმილის ნარჩენიც აღარ ჰქონდა.

-სულ ასეთი ბანალური ხარ? -ვკითხე მე.

-ბანალური რატომ?

-ბიჭების შეუცვლელი ფრაზა “ლამაზი სახელია”…

-ასეთი სახელით არასდროს არავის ვიცნობდი და უბრალოდ მომწონს ესაა და ეს. -ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ისე ვლაპარაკობდით. მთელ კაფეში მხოლოდ მე და ის. გარეთ მანქანებიც კი ათასში ერთხელ გაივლიდნენ. არ ვიცოდი ვინ იყო, იმ ბიჭს რატომ სცემა, ან ჩემი დაქალის ეზოში რატომ შემოიპარა და ვიღაცებს რატომ უთვალთვალებდა, მაგრამ მასთან ისე მშვიდად ვგრძნობდი თავს , მეგონა საკუთარ სახლში ვიყავი.

-იმ ბიჭს ვინც მე ვცემე გიორგი ჰქვია. ეს კაფე ჩემი ძმაკაცისაა. მის დას კი ანანო ჰქვია. გიორგი თავს მაგარ ბიჭად ასაღებს და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამის ხალხისთვის დაჯერებას გოგოებთან უზრდელობით ცდილობს.

-შეგიძლია აღარ გააგრძელო.მესმის… -ჩუმად ვუთხარი და თავი დაბლა დავხარე. არვიცი რატომ მაგრამ აღარ შემეძლო თვალებში შემეხედა. იმიტომ არა რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი…უბრალოდ არვიცი…

-რაც შეეხება უცხო ეზოში შეჭრას. წუხელ სახლში ვბრუნდებოდი და მივხვდი როგორ მომყვებოდა უკან რამდენიმე ბიჭი. ისიც ვიცოდი რა მელოდა როგორც კი ჩემს სადარბაზოს მივუახლოვდებოდი. არ გეგონოს რო რამეს გავურბივარ…

-ვიცი რო არ გაურბიხარ. უსამართლობაა, როცა რამდენიმე ადამიანი ერთს ურტყამს. მეც ეგრე მოვიქცეოდი შენს ადგილას. -გავაწყვეტინე მე…

მას ისევ გაეღიმა…მეც გამეღიმა… მერე ცოტახანი ასე ვისხედით… ჩუმად, მომღიმრები. უფროსწორედ ის ბართან იდგა, ყავას სვამდა და დროდადრო გამომხედავდა ხოლმე.

-თავი როგორ გაქვს? -დავარღვიე სიჩუმე მე.

-მემგონი კარგად. -ისევ გამიღიმა და ხელი თავისკენ წაიღო… მე ფეხზე წამოვდექი, ჭიქა ბარზე დავდე და თოკასთან მივედი…

-დაჯექი. -თვალებით სკამისკენ ვანიშნე. ისიც დამემორჩილა. თმა გადავუწიე და აშკარად გატეხილი ჰქონდა.

-გუშინ დაიმუშავე ჭრილობა? თმა გავუსწორე.

-რა იყო ნანობ? -ამომხედა და სიცილი დაიწყო.

-დავუშვათ ვნანობ, მერე?

-არაფერი მეგ. ადგა, ყავა აიღო და ბარს მიეყუდა , თან თვალებში მიყურებდა. უცებ დავიბენი. ძაან ახლოს ვიყავი მასთან, თვალები მის მხურვალე გამოხედვას მოვაშორე და აფორიაქებულმა ვუთხარი :

-უნდა წავიდე.

-ერთი კითხვა მაქვს შენთან. შეიძლება? -მისი თვალისმომჭრელი ღიმილით მკითხა.

-გისმენ. -ისევ მას შევხედე…

-რძიანი შოკოლადი უფრო გიყვარს თუ თხილით და ქიშმიშით.

-აუ თოკა მოეშვი ჩემი აზრების წაკითხვას. -სიცილი ამიტყდა . ერთად ვიცინოდით.

-მეც ორივე მიყვარს. კაი ეხლა შეგიძლია წახვიდე. -მე ხმის ამოუღებლად, გაბრწყინებული სახით, მანქანის გასაღები ავიღე და კარებისკენ წავედი, მერე გავჩერდი.

-ყავისთვის მადლობა…

-არაფრის. -მომაძახა მან და მეც გავედი…

იმ დღემ როგორ ჩაიარა რომ მოვყვე რეალისტი ადამიანი დამცინებს.ხო … მასზე ვფიქრობდი… არ ვიცნობდი მას, მაგრამ მჯეროდა იმის რაც მითხრა. შეუძლებელი იყო მისი თვალების პატრონს მოვეტყუებინე.

იმ საღამოს სალიმ დამირეკა , რას შვები გამო ჩემთანო. იმედი მქონდა, რომ მასთან თოკას ისევ შევხვდებოდი, ამიტომ უარი არ მითქვამს. ზოგადად მომზადებას საშუალოდ ნახევარ საათს ვანდომებ ხოლმე, მაგრამ მაგ საღამოს დაახლოებით 2 საათი ვემზადებოდი და სადღაც 10 საათისთვის როგორც იქნა მივბობღდი სალისთან. მეორე საღამოს თიკა უნდა გაგვეცილებინა აეროპორტში, მაგაზე ვილაპარაკეთ. მინდოდა სალისთვის იმაზე მომეყოლა, როგორ შემოიპარა მის ეზოში ის დარტყმული, თავს ვალდებულადაც კი ვთვლიდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. ან რა აზრი ჰქონდა. მოკლედ თოკა იმ საღამოს არ გამოჩენილა.

თავი 2

თიკას გაცილების დროც მოვიდა. ჩემი მანქანით წავიყვანეთ გოგოებმა აეროპორტში. რაღა გოგოებმა მანქანაში ერთმანეთს ესხდნენ გოგოები და თიკას მშობლები. სანამ აეროპორტში მივედით მანქანა კინაღამ გადავაყირავეთ. მუსიკა ჩამართვევინეს და სკამებზე ცეკვავდნენ. თან ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ თიკას მშობლებმა ჩვენ წითელი კვერცხები ხოარ ვართო და მანქანაში წვეულება მომიწყვეს. აეროპორტში 12ზე მივედით, თიკა 2ზე მიფრინავდა. ყველანი ერთად დავსხედით, რეისის მოლოდინში. 2 საათი 2 წუთივით გავიდა თიკას ძალიან მაგრად ჩავეხუტეთ ყველანი და გავუშვით ჩვენი ყველაზე მაგარი მრჩეველი. ემოციებისგან ყველანი ძალიან დაღლილები ვიყავით, მთელი გზა ხმა არ ამოგვიღილია, ნუ ყოველშემთხვევაში მანამ სანამ, საბურავი არ გაუსკდა მანქანას. დამატებით ბორბალს არასდროს არ ვატარებდი ხოლმე, გარშემო კი არც ვუკლანიზაცია, არც ბენზინგასამართსადგური არიყო. რამდენმა მანქანამ გაიარა და არცერთს არ გაუჩერებია. ბოლოს თიკას მშობლებმა ტაქსი გამოიძახეს და წავიდნენ. გოგოები დავრჩით.

-ლუკას რო დავურეკოთ? მოვა წაგვიყვანს. -თქვა სალიმ.

-შენ ყოფილს? -ვკითხე მე გაკვირვებული და გაღიმებული სახით.

-ხო რაიყო ხოიცი ისევ ვმეგობრობთ. -მიპასუხა დამაჯერებლად

-აუ მაშინ კი რაა. არ ვაპირებ დილამდე აქ დარჩენას. ანას კიდე მანქანაში ჩაეძინა მგონი.

-კაი დავრეკავ ეხლა. -მე მანქანაში შევიხედე , ანას მართლა ეძინა. წინა სავარძელზე პლედი მედო და ის მივაფარე.

-დაურეკე? -ვკითხე სალის.

-კი, დაგველოდეთ რაც შეიძლება მალე მოვალთო ასე მითხრა.

-ძაან კარგი … ისე რა ურთიერთობა გაქვთ შენ და მაგას? -გავუგრძელე მე.

– ხო გითხარი მეგობრული. თან მემგონი ვიღაც ახალი ყავს მაგას და მოკლედ რაა… -მანქანაში ჩავსხედით ორივე. ლუკა მართლაც 20 წუთში გამოჩნდა. ანა გავაღვიძეთ და სამივე მანქანიდან გადმოვედით, ლუკამ “ბაგაჟნიკიდან” ბორბალი ამოიღო და ჩვენსკენ წამოვიდა. მერე სამივე მოგვიკითხა.

-აუ რა კაი ბიჭი ხარ რო ბორბლის წამოღებაც მოიფიქრე… -გახარებულმა შევაქე მე.

-ხო გალოგრეს გაახსენდა. მანქანაშია…

-გალოგრე ვინაა? -კითხა დაინტერესებულმა სალიმ. თავიდან ეგონა რომ ლუკას ახალი გოგო იყო გალოგრე. მეც ეგრე მეგონა და ორივემ მჟავე სახე მივიღეთ.

-ბავშვობის ძმაკაცია, იტალიაში ცხოვრობდა 10 წელი და რამდენიმე დღეა ჩამოვიდა. საბურავს გამოვცვლი და გაგაცნობთ. -უცებ ორივეს გაგვეღიმა მე სალის შევხედე, სახეზე ეტყობოდა რომ პასუხი სრულებით დამაკმაყოფილებელი იყო. უცებ ორივეს სიცილი აგვიტყდა… სანამ ჩვენ ვიცინეთ, ლუკამ ბორბალი გამოცვალა.

-მოდი ეხლა ესე მოვიქცეთ. მე სალის და ანას მივიყვან სახლში, შენ კიდე გალოგრე მიგაცილებს. სახეზე გეტყობათ რა დაღლილებიც ხართ, 4 საათი ხდება უკვე.

-კაი ტეხავს უცხო ტიპს ხოარ ჩავუჯდები მანქანაში. -შევიცხადე მე.

-კაი მეგ, რა ტეხავს არ მენდობი? -მკითხა შეურაცხყოფლმა ლუკამ… -ადვილად გაუგებთ, კაი ტიპია, თან სახლამდე უნდა მიგიყვანოს, ცოლად ხოარ მოყავხარ.- გაეღიმა ლუკას.

-ჰო კარგი… -დავთანხმდი მე.

-მიდი ჩაჯექი საჭესთან ეგ ზის . შენს მანქანას დილით მოგიყვან, შევთანხმდით?

-შევთანხმდით… -ვუპასუხე მე,მანქანიდან ტელეფონი ავიღე. გოგოები და ლუკა მალევე ჩასხდნენ და წავიდნენ. მე ლუკას მანქანისკენ წავედი, კარები გავაღე და ჩავჯექი. რამდენიმე წუთი მე და ეს ბიჭი ერთმანეთს მივაშტერდით. მერე როგორც იქნა აზრზე მოვედი.

-გალოგრე ხო? მოვკლავ ლუკას!!! -სახეზე ბრაზმა გადამირბინა.

-აუ შენ სულ როგორ ჩხუბობ? გუშინ გვარის თქმა დამავიწყდა და შენ მეორედ მოსვლას აწყობ? -სიცილი აუტყდა თოკას. მაგის სიცილზე ბრაზმა ძალაუნეურებურად გადამიარა და მეც გამეღიმა.

– იცოდი მეც რომ ვიყავი? თუ შემთხვევითობაა ეს. -ვკითხე მე

-ვიცოდი რომ შენც იყავი. აბა ბორბლის გამოცვლა მარტო ლუკასაც შეეძლო. – ორივეს სიცილი აგვიტყდა. თოკამ მანქანა დაქოქა და გზას გავუდექით.

– ქართველი არ ხარ? -დავინტერესდი მე.

– მამით არა. მილანში დავიბადე, მამაჩემიც იქიდანაა.

-და დედა ?

-დედა ქართველი.

-ახლა მასთან ცხოვრობ? -ჩავეძიე მე.

-არა, დედაჩემი დიდიხანია გარდაიცვალა. -უცებ საშინელმა სიჩუმემ დაისადგურა. არცერთი ვიღებდით ხმას. თოკა გზას უყურებდა. მე კიდე ჩემ ხელებს მივაშტერდი. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოვღერღე :

-ვწუხვარ. -თოკამ შემომხედა და გამიღიმა. სასწაული ღიმილი ქონდა, მაგრამ ეს ის ღიმილი არიყო რაც მანამდე. ვიცოდი, რომ ეს ღიმილი მისი ტკივილის დასაფარად იყო.

-გეძინება? მკითხა მან.

-ცოტა … ვუპასუხე დაღლილი ხმით.

ჩამეძინა და რომ გამეღვიძა თოკას კიბეებზე ავყავდი. ვერ გამოვფხიზლდი, ისევ დავხუჭე თვალები. მერე ვიგრძენი როგორ ამომიღო ჟაკეტის ჯიბიდან გასაღები და სახლის კარები გააღო, შემიყვანა საძინებელში, დამაწვინა და პლედი მომაფარა. მეგონა დარჩებოდა, მაგრამ როგორც დილით აღმოვაჩინე წასულა. მე კი მისი ნომერიც არ მქონდა, რომ მადლობა გადამეხადა. სასწრაფოდ სალის გადავურეკე:

-გოგო გეხვეწები ლუკას უთხარი თოკას ნომერი მოგცეს რა.

-თოკა ვინაა? -გაკვირვებული ხმით მკითხა სალიმ.

-გალოგრე. გუშინ ვინც მომიყვანა სახლში.

-რამე მოხდა?

-არა არაფერი, მერე მოგიყვები ყველაფერს, უბრალოდ ლუკას გალოგრეს ნომერი გამოართვი და გადმომირეკე.

-კარგი ეხლავე. -სალის ტელეფონი გავუთიშე და ლოგინზე სახით მივეგდე. ამ დროს სალიმ დამირეკა ტელეფონს ვუპასუხე:

-მეგან, როგორ ხარ? -ტელეფონში თოკას სიცილის ხმა მომესმა.

-თოკა? დაიცა ლუკამ გითხრა მეგის შენი ნომერი უნდაო ხო?

-არა? ლუკასთან წუხანდელის მერე არ მილაპარაკია.

-მატყუებ. -დავუსერიოზულე მე.

-გაცნობის წუთიდან ერთხელ მაინც მომიტყუებიხარ? -დამისერიოზულა მანაც.მე გავჩუმდი. -კარგი დაივიწყე…გავიქეცი მე აბა შენ იცი.

-დაიცა… -შევაყოვნე მე.

-გისმენ მეგან.

-რატომ დამირეკე?

-ისეთი არაფერი. უბრალოდ სამზარეულოში კაპუჩინო და რძიანი შოკოლადი დავტოვე და მაგის თქმას ვაპირებდი. მარა დებილი ვარ შენთვითონაც ხო ნახავდი.

-მადლობა… -ჩუმად ვუთხარი.

-იცი სინამდვილეში მაგისთვის არ დამირეკავს.

-ეგ უბრალო მიზეზია ხო? -ვკითხე მე.

-ხო…-მიპასუხა მან

-აბა რისთვის დარეკე…

-რომ გითხრა შენი ხმა მომენატრათქო დამიჯერებ? _ მოულოდნელობისგან ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა გამირბინა,მთელი სხეული მოიარა და ბოლოს მუცელში მოიყარა თავი. წუთიერად დავმუნჯდი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. ბოლოს სიტყვები ძლივს დავალაგე :

-გაცნობის წუთიდან ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოგიტყუებივარ? -ორივეს გაგვეცინა…

-შემიძლია ყავაზე და შოკოლადზე დაგპატიჟო, ერთმა დარტყმულმა ბიჭმა დამიტოვა სამზარეულოში და… -ორივემ გადავიხარხარეთ.

-სხვა დროს იყოს. ახლა საქმეზე უნდა გავიქცე და აბა შენ იცი ბევრი არ ჭამო, თორე გასუქდები და ერთი მეზობელი მყავს იმას დაემსგავსები. -ისევ გაგვეცინა ორივეს.

-დიახაც შევჭამ… -ვუპასუხე სიცილით მე. -კარგი აბა კარგად… დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ტელეფონი გავუთიშე. მერე სამზარეულოში გავედი, მაცივარი გამოვაღე და ერთი კალათა მთლიანად სავსე იყო შოკოლადებით. ისე რაჭკვიანია მაგიდაზე რო დაეტოვებინა ხო გადნებოდა. გულში გავიფიქრე და გამეცინა.

3 თავი

შუადღისკენ უნივერსიტეტიდან დამირეკეს, მივედი მოვაგვარე, მერე მთელი საღამო მარტო ვიყავი სახლში, ადრე ჩამეძინა. მეორე დღეს თოკას ზარს ველოდებოდი რატომღაც, თუმცა სულ ტყუილად. ეგ დღეები ძაან უხასიათოდ ვიყავი, აღარც სალი მინახავს, აღარც ანა, თიკასთანაც არ დამირეკავს. ვიჯექი სახლში ტელევიზორის წინ, ვუყურებდი ფილმებს და ვჭამდი გალოგრეს ამოტანილ შოკოლადებს, რომლებსაც ვერადავერ ვათავებდი. მოკლედ სადღაც 4-5 დღე ეგრე გავატარე. მერე სალიმ დამირეკა :

-სად დაიკარგე, ცოცხალი ხარ?

-კი რავი სახლში ვზივარ ეს დღეებია გარეთ ფეხი არ გამიდგამს. შენ რას შვები?

-რავი გოგო ზეგ ლუკას დაბადების დღეა და დაგვპატიჟა გოგოები და ავიდეთ ხო?

-აუ მე მაგრად მეზარება და შენ ადი თუ გინდა. -ვუთხარი შეწუხებული ხმით.

-შენს გარეშე არ მინდა კაი რა წავიდეთ. -შემეხვეწა სალი.

-აუ არა თან ხო იცი ზუკაც იქ იქნება…

მე და ზუკა შეყვარებულები ვიყავით 8 თვის უკან. რო დავშორდით ძლივს მოვიშორე, არ ვურიგდებოდი მაგის გამოსწორების შანსი არ იყო.

– დაიკიდე რა ზუკა თან შეიძლება არც იყოს. გთხოოოოვ… -ძაან შემეხვეწა სალი.

-კაი დავფიქრდები…

-კაი მიდი გკოცნი ხვალ დაგირეკავ ისევ.

ტელეფონი რომ გავუთიშე სალის, მერე გავაანალიზე, რომ შეიძლებოდა ლუკას დაბადების დღეზე თოკაც ყოფილიყო და წამიერად მომინდა წასვლა. მაგრამ მერე ბრაზმა გადამირბინა სხეულზე და გადავიფიქრე. მთელი დღე ვჭოჭმანობდი, თუმცა საღამოს კარადა გამოვაღე და კაბის არჩევა დავიწყე. მეორე დღეს სალიმ დამირეკა :

-მითხარი რომ მოდიხარ!

-ხო მოვდივარ. -ვუპასუხე სიცილით.

-ვიცოდი, რომ მარტო არ გამიშვებდი. -მითხრა ნასიამოვნები ხმით.

-გამომივლი?

-არა ლუკა გამოგვივლის ორივეს მანქანით.

-კარგი მაშინ ხვალ გნახავ. ტელეფონი გავუთიშე და ახალი სუნამოს საყიდლად წავედი. არც ტკბილი სუნამოები მიყვარს და არც ზედმეტად მძაფრი. ასეთი გემოვნების მქონე ადამიანებისთვის იდეალური გადაწყვეტილება შანელია. ოღონდ მე მეხუთე ნომერს არ ვანიჭებ უპირატესობას. რასაც მე ვხმარობ, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ მე მაინც ყველაზე მეტად ეს არომატი მიყვარს. მოკლედ სუნამოც ვიყიდე და კაბაც შერჩეული მქონდა. მეორე დღეს 4 საათით ადრე დავიწყე მზადება, თურმე წყნეთში უნდა წავსულიყავით, ლუკას იქ 2 სართულიანი დიდი სახლი აქვს , დიდი ეზოთივე. მანქანით მომაკითხეს მაგან და სალიმ. მთელი გზა მინდოდა მეკითხა თოკაც იქნება თუ არათქო, მაგრამ რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერ გადავიფიქრე. საერთოდ მეგონა რომ გალოგრეს გამოუშვებდა ჩვენს წასაყვანად. მაგასაც ხომ უყვარს მოულოდნელობები… მოკლედ როგორც იქნა მივედით. თეთრი ნაჭრის კაბა მეცვა, მუხლებამდე, ზურგზე ამოღებული, ფეხზე მაღალყელიანი თეთრი კონვერსები. სანამ მანქანიდან გადავიდოდი თმა გავისწორე. კიბეები ერთად ავიარეთ და სახლში შევედით. უკვე ყველა იქ იყო მუსიკები ბოლო ხმაზე ჰქონდათ ჩართული. მოვიდნენ, მოგვიკითხეს, რამდენიმე მათგანი გამომელაპარაკა, მე თან თვალებით თოკას მეძებდი, მაგრამ ამ ძებნაში ზუკა შემრჩა.

-ვა მეგ, როგორ ხარ? -ლუდის ბოთლი ეჭირა ხელში და მიღიმოდა.

-კარგად ზუკა შენ? -ვუპასუხე ნაძალადევი ღიმილით.

-შენზე მაგრად. -მიპასუხა ნიშნის მოგებით და გაიცინა.

-კარგია. -მოკლედ და კონკრეტულად ვუთხარი და გავერიდე. სალიმ სასმელი მომიტანა. რაღაც არ ვიყავი დალევის ხასითზე. დივანზე დავჯექი და მაინც დავიწყე სასმელის წრუპვა. უკვე აღარ მაინტერესებდა თოკა მოვიდოდა თუ არა. ზუკა, რა თქმა უნდა, არ შემეშვა, ცოტახანში გვერდზე მომიჯდა და საუბარი გამიგრძელა:

-მარტო რატო ზიხარ?

-ესე მინდა, ალბათ, და იმიტომ.

-რაც დავშორდით არ მოგნატრებივარ?

-გაგიკვირდება და არა. -გავხედე და ისევ ძალით გავუღიმე.

– აუ შენ როდის უნდა მოეშვა მაგ სწერვობებს? -მკითხა უხეშად.

-როცა შენ შემეშვები მაშინ. -პასუხი არ დავაყოვნე. ზუკამ მხარზე ხელი გადამხვია, მე თვალებში შევხედე და ხელი ავაღებინე, წამოვდექი და სალისთან მივედი :

-მივდივარ. -ჭიქა მაგიდაზე დავდე და კარებისკენ წავედი, სალი გამომეკიდა , კარებში კი თოკა შემეჩეხა. ის შემოდიოდა , როცა მე გასვლას ვაპირებდი :

-უკვე მიდიხარ? -მკითხა გაღიმებულმა.

-კი. -ვუპასუხე ცივად.

-არ დარჩები?

-არა, უნდა წავიდე და გამატარე გთხოვ. -თოკამ გამატარა ქვემოთ ჩავედი და ტაქსს დავურეკე. რამდემინე წუთში თოკა ჩამოვიდა.

-კითხვების დასმას არ დაგიწყებ. უბრალოდ ნება მომეცი სახლამდე მიგიყვანო. ვიცი რომ მანქანით არ ხარ… -მე ცოტახანი ვდუმდი, ბოლოს დავნებდი , ავხედე და დავთანხმდი. მანქანა მოაყენა, გადმოვიდა და კარები გამიღო. ჩავჯექი. ცოტა რომ გავიარეთ, ადგილი ვერ ვიცანი :

-სად მივდივართ? -ვკითხე მე

-ნუ ხარ მოუთმენელი. -გამომხედა და გამიღიმა.

-შენ სულ როგორ იღიმი. -ვუთხარი სერიოზული სახით.

-არც შენ გაწყენდა. -მიპასუხა მან და მეც ავტომატურად გამეღიმა.

-აი ასე არ ჯობია? -მე ჩუმად ვიჯექი. მანქანა გააჩერა.

-მოვედით. -თქვა და მე გამომხედა. მე ფანჯრიდან გადავიხედე, აღარ ვიცოდი რა მეთქვა. გალოგრე მანქანიდან გადმოვიდა და კარები გამიღო, მეც გადმოვედი. არ ვიცი რა ადგილი იყო, მაგრამ აშკარად ძალიან მაღალ ადგილას ვიყავით, მთელი თბილისი და წყნეთი ჩანდა, ჩვენს უკან ტყე იყო წინ კიდე გადასავარდნი. თოკამ მანქანის უკანა სავარძლიდან პლედი გადმოიღო და უკნიდან მომაფარა.

-ლამაზია ხო? -მკითხე მან და მანქანის წინა ნაწილს მიეყუდა.

-ძალიან. -ვუპასუხე გაოცებულმა. მერე ცოტხანი ჩუმად ვიდექით, მე პლედშემოხვეული ის კიდე მანქანაზე მიყრდნიბილი. რამდენიმე წუთი ვათვალიერებდი ამ ყველაფერს. მერე თოკამ დაარღვია სიჩუმე :

-შენ ბევრად ლამაზი ხარ.

გალოგრეს ამ მოულოდნელმა სიტყვებმა დამაბნია, მოვუტრიალდი და თვალებში ჩავხედე. არ ვიცოდი რა მეთქვა. მერე ძლივს ამოვღერღე :

-შენ არ გცივა? -თოკას გაეცინა და თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. მასთან მივედი და პლედი რომელიც დიდად ვერ მათბობდა მას შემოვახვიე მხრებზე. თოკამ გამიღიმა, ხელი ხელზე მომკიდა და მისკენ მიმწია. უცბად მთელ სხეულში რაღაც საოცარმა გამირბინა. ვიგძენი რომ ლოყები გამიწითლდა. თოკამ თმა ყურზე გადამიწია, თან თვალებში მიყურებდა. გული ისე მიცემდა ცოტაც და საგულიდან ამომივარდებოდა. ეს წამი საუკუნესავით გაიწელა. თითქოს მანქანებმა მოძრაობა შეწყვიტეს, ადამიანებიც გაჩერდნენ, ყველაფერი გაჩერდა. მარტო მე და თოკა ვიყავით. მე ინსტიქტურად მივტრიალდი და თოკამაც ხელები მომხვია. ახლა ეს პლედი ორივეს ერთად გვათბობდა. არ ვიცი რომელი უფრო მათბობდა პლედი თუ თოკა, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ რაც მაშინ ვიგრძენი არცერთ ბიჭთან არ მქონდა მანამდე ნაგრძნობი. ვიდექით და ვუყურებდით ორი ქალაქის ულამაზეს ხედს. მერე სახლთან მიმიყვანა, მთელი გზა არცერთს არ ამოგვიღია ხმა.

-არამოხვალ? -ვკითხე მე.

-ასეთ დროს? -გაკვირვებით შემომიბრუნა კითხვა.

-ხო რამოხდა…

-არ გეძინება?

-არა შენ?

-არც მე…

-ხოდა ამო. -ვუთხარი და სადარბაზოსკენ მივტრიალდი, ისიც გამომყვა. სახლში ავედით, მე ცოტა ნასვამი ვიყავი, მაგრამ თავს ვაკონტროლებდი.

-დალევ რამეს? -ვკითხე მე

-დავლევდი, მაგრამ ეჭვი მეპარება შენნაირ გოგოს მაცივარში ლუდი ედოს. -გაეცინა და სამზარეულოში შემომყვა.

-ბოდიში მოიხადე რაა… -მაცივარი გამოვაღე და ლუდის ბოთლი მივაწოდე თავისი სახსნელით. თოკას გაკვირვება შევატყვე სახეზე.

-ახლახანს გამაოცე. -მითხრა მან და ბოთლს თავსახური ხელით მოაძრო.

-მიყვარს ხალხის გაოცება. -თავი დავიფასე მე. ლუდის მეორე ბოთლიც გამოვიტანე და გავხსენი.

-პუფები გააქვს ? -მკითხა თოკამ.

-კი მერე?

-მიდი გამოიტანე …

-საძინებელში მაქვს და თუ დამეხმარები გამოვიტან. -საძინებელში გავედით და ბოლოს ორივე პუფი მაგას გამოვატანინე. თოკამ აივანზე გაიტანა და ერთში თვითონ ჩაჯდა.

-მოდი დაჯექი. აივანზე ასეთი სილამაზე გაქვს და შენ ვერ ამჩნევ. -მითხრა და ცას ახედა. მეორე პუფში ჩავჯექი, რომელიც მის გვერდზე იყო და მეც ზემოთ ავიხედე.

-შენ ყველაფერს ასე აკვირდები? -ვკითხე მე.

-რათ უნდა ამას დაკვირვება. -შემომხედა გაკვირვებულმა.

-მიყვარს ღამე. შენს თავთან მარტო რჩები ადამიანი და მეტი დრო გაქვს საკუთარ შეცდომებზე ფიქრისთვის. ღამით ფიქრმა 1 წუთში შეიძლება იმხელა ემოცია გამოიწვიოს შენში, როგორიც მთელი დღე ფიქრის დროსაც ვერ განიცადო. -თოკამ პუფი ჩემსკენ მოაჩოჩა. მიხვდა, რომ ხასითი ცუდისკენ მეცვლებოდა.

-შენი საყვარელი ფერი მწვანეა ხო? -მკითხა მან.

-შენიც?

-არა, ჩემი არა.

-აბა როგორ მიხვდი.

-არვიცი. -გაეცინა მას.

-აუ მითხარი რომ ყველაფერს ლუკა გეუბნება, თორე ვიფიქრებ რომ რამე ზებუნებრივი ძალა გაქვს. -ორივეს სიცილი აგვიტყდა. თოკამ ისევ არ გამცა პასუხი.

-მართლა რა ლამაზი ცაა… -გავაგრძელე მე.

-იმ ხედივით ხო ? წეღან სადაც ვიყავით…

-ხო.. -ვუპასუხე ჩუმად. თოკას გაეცინა.

-რა გაცინებს? -ვკითხე გაკვირვებულმა.

-არაფერი, უბრალოდ გამახსენდა რა სახე გქონდა რომ გითხარი შენ უფრო ლამაზი ხართქო. -მე უცებ ბრაზის ალმა გამირბინა სხეულში.

-ხო არა?

-კაცმა რომ გკითხოს წარბს არ წევ როცა ბრაზდები ხო? -შემომიბრუნა კითხვა და სიცილი დაიწყო. მე გვერდზე გავიხედე იმიტორო გამეღიმა და არ მინდოდა გალოგრეს დაენახა.

-ვიცი რომ გაგეღიმა… -მითხრა მან

-მეე?

-ხო შენ. და ნუ მალავ ღიმილს, იმიტომ რომ საოცრად ლამაზი ხარ მაგ დროს. -მე დავიბენი.

-შენ ყველა გოგოს ასე “აბამ”?

-არა ასე არა. -მიპასუხა მან კონკრეტულად

-აბა როგორ? -თოკამ ისევ გამომხედა, ოღონდ ამჯერად სერიოზული სახით.

-გოგოებს საერთოდ არ ვაბამ. -უცებ სიჩუმე ჩამოწვა… ორივე ვარსკვლავებს ვუყურებდით. მე დრო და დრო ლუდს ვსვამდი, მერე შევამჩნიე რო რამდენჯერმე გამომხედა. სიჩუმე მე დავარღვიე :

-აუ შემცივდა.

-გინდა რამე გამოგიტანო? -გულწრფელად მკითხა მან. მე ავდექი, ლუდის ბოთლი ძირს დავდე, თოკასკენ მივტრიალდი, ცალი ფეხი გადავაბიჯე და კალთაში ჩავუჯექი. თოკამაც მომენტალურად ძირს დადო ბოთლი, ხელები ჯერ წელზე მომხვია, მერე ცოტა ზემოთ ამიცურა და მეც მთელი სხეულით ჩავეხუტე.

-ძაან გცივა? -მკითხა ჩუმად.

-უკვე აღარ. -ჩუმადვე ვუპასუხე მე და თვალები დავხუჭე. ის თმაზე მეფერებოდა. ასე ჩუმად ვეჯექი რამდენიმე წუთი.

-შენს სუნთქვას ჩემს კანზე ვგრძნობ. -მითხრა ღიმილით, თმა უკან გადამიყარა და ყელში საკოცნელად წამოიწია, მაგრამ უცებ გაჩერდა. ჯერ ტუჩები არ ჰქონდა მოდებული, მაგრამ იმდენად ახლოს იყო, რომ მისი ბაგეების სიმხურვალეს სხეულზე ვგძნობდი. წამიერად სუნთქვა შემეკრა. მერე თოკა გასწორდა და მეც როგორც იქნა ამოვისუნთქე. ხელები კიდევ უფრო მაგრად მოვხვიე კისერზე.

-გული აგიჩქარდა. -მითხრა მან

-ვერ გიტან. -ვუპასუხე მე. თოკას გაეცინა.

-ხელები მომეცი… გამიგძელა მან. მეც ცივი ხელები კისრიდან მოვაშორე.

-რათ გინდა? -დაბნეულმა ვკითხე. თოკამ ხელები ხელებზე მომკიდა და გათბობა დამიწყო. მე ამას ვუყურებდი და შოკირებული ვიყავი. გალოგრე ის ბიჭი იყო, რომელზეც ალბათ ყველა გოგო ოცნებობს. კარებში პირველს ატარებს გოგოებს, მანქანის კარებს უღებს, ღამის 4 საათზე აკითხავს რომ სახლამდე მიიყვანოს, კიბეებზე ფეხით აჰყავს მძინარე, აწვენს და შოკოლადებს უტოვებს. მერე ცდილობს მის ხასიათზე მოყვანას და ხელებს უთბობს. რეალურად თოკა ის ბიჭია, რომელსაც ადამიანზე ზრუნვა სისხლში აქვს გამჯდარი. მე კიდე ახლა მის კალთაში ვიჯექი.

-რაზე ფიქრობ ? -მკითხა მან…

-შენზე. -მოკლედ ვუპასუხე მე. თოკას გაეცინა.

-არ გამოგდის მეგან ტყუილები. -ეს მითხრა და მისი მწვანე თვალებით ამომხედა.

-ჰო, კარგი, მართალი ხარ, მოგატყუე. -დავნებდი მე , რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა როცა მკითხავდა რას ფიქრობო.

-ისე სულ რატომ იცინი? -ვკითხე ეს და ვერ დავიჯერე რომ ასეთ სულელური კითხვა მე მომაფიქრდა.

-რომ გითხრა არ დაიჯერებ.

-მითხარი ვინ იცის, იქნებ დაგიჯერო…

-გახსოვს წეღან რომ გითხარი ღიმილი გიხდებათქო.

-ხო მერე?

-მე როცა ვიცინი ხოლმე შენც გეღიმება, მე კიდე სულ თავდაყირა რომ მომიწიოს დადგომა, მაინც ვეცდები შენს გაღიმებას… -მე ისევ გამეღიმა, ოღონდ ამჯერად თოკა ამ ყველაფერს სერიოზული სახით მეუბნებოდა. მე გამეღიმა ოღონდ ყურებამდე.

-შენი ახალგაღვიძებულის ხმა მიყვარს. -ვუთხარი მე, არადა იმდენი რაღაც მიყვარდა თოკაში და მაინც და მაინც ეს ვუთხარი. თოკას გაეცინა

-მე კიდე გაბრაზებულზე ცალ წარბს რომ წევ ეგ მიყვარს სასწაულად.

-მეტი არაფერი? ვკითხე მე. ისევ გაეცინა და თმა ყურზე გადამიწია. მივხვდი რომ სისულელე ვკითხე.

-თავიდან მაგარი სწერვა მეგონე. -მითხრა თოკამ.

-ეს ნახე რაა… -გავიკვირვე მე.

-არა პრინციპში ხარ კიდეც. -დაამატა სიცილით.

-მე კიდე თავხედი ტიპი მეგონე. -სამაგიეროს გადახდის მიზნით ვუთხარი და თვალები მოვჭუტე.

-ხოო? -მკითხა მან ნიშნის მოგებით.

-დიახ. -ვუპასუხე ამაყად.

-აი სუფთა სწერვა ხარ რაა.

-ეს დღეები რატო არ ჩანდი? -ვკითხე ნაწყენმა. თოკამ გვერდზე გაიხედა. მერე ისევ თვალებში შემომხედა.

-რაიყო ხოარ მოგენატრე. -მე გადავიკისკისე.

-მაგრად გამაცინე. -თოკას სახე შეეცვალა.

-ამაღამ დამიტოვებ? -რამდენიმე წამიანი პაუზა დაარღვია.

-კი აივანზე დაგაწვენ. -მერე მივხვდი რო ვედამპლე, მარა პოზიციას მაინც არ ვთმობდი.

-აუ მეგან. -თავი გააქნია თოკამ, უცებ წამოდგა, მხარზე გადამიკიდა და მოაჯირთან მიმიყვანა.

-გადაგაგდო? -მკითხა სიცილით.

-ჩამომსვი, თორე არვიცი რას გიზამ. – დავემუქრე სერიოზულად. მერე სახლში შემიყვანა.

-აბაზანა საითაა?

-გაგიჟდი? არ გეტყვი.

-კარგი მოვძებნი… -მითხრა და მაინც და მაინც პირდაპირ აბაზანაში შევიდა. წყალი მოუშვა.

-არ გაბედო იცოდე. სერიოზულად გეუბნები თოკა. -ისევ დავემუქრე.

-თორე? -მკითხა მან.

-ხმას არ გაგცემ. მართლა ოღონდ… -წინადადება არ მქონდა დამთავრებული, რომ ნახევრად სავსე აბაზანაში ჩამაგდო.

-უკვე გითხარი რომ ვერ გიტან ხო?

– აუ გაწუწულიც რა საყვარელი ყოფილხარ ეე… -სიცილით მითხრა.

-კაი ამოსვლაში მაინც დამეხმარე. -ვუთხარი სერიზულად. თოკამ ხელი გამომიწოდა. მეც რაღათქმაუნდა ვისარგებლე ჩემსკენ მოვქაჩე და ისიც ჩავაგდე. ახლა ორივე გაწუწულები ვეგდეთ აბაზანაში და ისტერიულად ვიცინოდით. წყალმა გადმოსვლა რომ დაიწყო წამოდგომა ვცადე, მაგრამ ისევ დავეცი. ნუ დავეცი რა, თოკას დავეცი ზემოდან. მერე როგორც იქნა ორივე გადმოვედით აბაზანიდან და მე იატაკის წმენდა დავიწყე. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ გალოგრეც მეხმარებოდა, თან მონდომებით. მე ვუყურებდი და მეცინებოდა:

-რა გაცინებს? -გამომხედა მან.

-დალაგებაც თუ გეხერხებოდა არ მეგონა. -ვუპასუხე სიცილით. -რაღაც თავხედი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებ.

-ხოო? -მკითხა და საქმე გააგრძელა.

-ხო… და კიდე თავში ავარდნილის. პირველად რომ დაგინახე, ეს დარტყმული ვინაა მეთქი ვიფიქრე.

-მეორედ რო დამინახე ალბათ მერეც ხო? -გაეცინა თოკას.

-ხო მეორედაც…

-და მესამედ? – ცოტახანი სიჩუმე ჩამოწვა…

-მესამედ მივხვდი რომ თურმე გემრიელ ყავას აკეთებ. -თოკას გაეცინა. საძინებელში გავედი და ორი პირსახოცი გამოვიტანე. ერთი მას მივაწოდე, მეორით მე დავიწყე თმის გაშრობა.

-ტანსაცმელი რომ სულ სველი გაქვს? -ვკითხე მე და მივხვდი რასულელურად მოვიქეცი აბაზანაში რომ ჩავაგდე.

-რა დაკვირვებული ხარ მეგან. -გაეცინა თოკას. -არაუშავს ტაქსს გამოვიძახებ და სახლში წავალ. შენ დაწექი და დაიძინე. -მე ისტერიული სიცილი ამიტყდა.

-რა გაცინებს? -მკითხა გაკვირვებული ხმით.

-ასეთ გალუმპულს რომელი ტაქსი ჩაგისვამს. თან რას ეტყვი რო გკითხონ რა დაგემართაო. -თოკამ თავი გააქნია და ხელსაბანს მიეყუდა. -დარჩი რამეს მოგიძებნი… -გავუგრძელე მე სერიოზული ხმით. – გალოგრეს ისევ გაეცინა.

-ნაღდად არმინდა შენი რომელიმე ყოფილის პერანგი ან შარვალი ჩამაცვა. ან ვაფშე შენი ყოფილი ქმრის.

-აუ ჩემი ქმრის შარვლები მაქვს არადა კარადაში. -თოკას უცებ სახე შეეცვალა და წარბები შეკრა.მე ცოტახანი ხმას არ ვიღებდი და ისე ვუყურებდი თვალებში. მერე ვეღარ მოვითმინე და ერთი გულიანად გადავიკისკისე.

-აუ მოგკლავ. -გაეცინა მასაც, მიხვდა რომ ვიხუმრე.

-მისაღებში დაწვები, დილამდე კიდე გაშრება ტანსაცმელი რაიყო. -საძინებელში გავედი, ისიც გამომყვა. ბალიში, პლედი და მშრალი პირსახოცი მივეცი და საძნებლიდან გამოვაგდე.

-ტკბილი ძილი. -მომაძახა გარედან. მე ფარდა გადავწიე და მინებიანი კარიდან ვუყურებდი როგორ მიდიოდა დივნისკენ. სუფთა პინგვინი იყო.

4 თავი

დილით რომ გამეღვიძა 9 საათი იყო. ავდექი, შხაპი მივიღე და გალოგრესთან გავედი. ისევ ეძინა. პლედი სანახევროდ ჰქონდა გადაფარებული და კარგად უჩანდა ნავარჯიშები სხეული. სამზარეულოში გავედი ყავა გავიკეთე და მერე ისევ თოკასთან გამოვედი, დივანზე ჩამოვჯექი და სადღაც 20 წუთი ასე ვუყურებდი. უცებ გაეღიმა.

-დიდი ხანია ასე მიყურებ? მკითხა ახალგაღვიძებული ხმით.

-დიდი ხანია გღვიძავს? შევუბრუნე კითხვა.

-ამ წუთას გამეღვიძა. -მიპასუხე თვალების მოფშვნეტით და წამოჯდა.

-ხოდა მეც ახლა მოვედი. -თოკას გაეცინა და თავი გააქნია. დივანზე იჯდა თან ფეხები ჰქონდა მოკეცილი და ხელები მუხლებზე ჰქონდა გადალაგებული. მერე ცოტახანი ასე მიყურებდა.

-რა გაცინებს? – ვკითხე მოუთმენლად მე. მას სახე დაუსერიოზულდა და თვალებში ყურება დამიწყო.

-ულამაზესი ხარ. -მე უცებ მზერა მოვაშორე და ჭიქა პირთან მივიტანე. ყავა მოვსვი და მერე ისევ სამზარეულოში გავედი ისე რომ არაფერი მითქვამს. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ვგრძნობდი როგორ მიყვარდებოდა ნელნელა. ვგრძნობდი როგორ მიყვარდებოდა მისი მწვანე თვალები, მისი ღიმილი, მისი თბილი მზერა, ვგრძნობდი როგორ მსიამოვნებდა მასთან ყოფნა თუნდაც უხმოდ. ვგრძნობდი რომ ნელნელა ჭკუიდან მშლიდა მისი სურნელი, მისი ძლიერი მკლავები. ვიდექი სამზარეულოში და ამაზე ფიქრისას კინაღამ ცრემლები წამსკდა თვალებიდან, თუმცა ზუსტად ამ დროს შემოვიდა თოკა , თან მაიკას იცვამდა. ჩემთან მოვიდა და ბარს მიეყუდა.

-მოხდა რამე? -მკითხა გულწრფელად.

-არაფერი.

-კაი რაა მე მატყუებ?

-შენ რატო უნდა მოგატყუო. – თოკამ ხელი მომკიდა და მისკენ მიმწია. ცივი თითები თმაში შემიცურა და ძლიერად ჩამიკრა გულში. მის სწრაფ გულის ცემას ჩემს სხეულზე ვგრძნობდი.

-რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ასე მგონია რომ არ დამიჯერებ. -მითხრა ჩუმად

-რატომ გგონია

-იმიტომ რომ მეთვითონაც არ მჯერა როგორ შეიძლება ადამიანი ასე უცებ შეგიყვარდეს… -მე მოულოდნელობისგან სახე შემეცვალა და ხელები კისრიდან მოვაშორე. თვალებში ვუყურებდი შუბლშეჭმუხნილი.

-ზოგადად სიყვარულის საერთოდ არ მჯეროდა… -გააგრძელა თოკამ თან იატაკს მიშტერებოდა.

-არც მე… -ვუთხარი დანანებით. ცოტახანი არც მე ვიღებდი ხმას არც ის.

-ჰო კაი რას მეგრუზები ცოლად კი არ მომყავხარ. -ამომხედა მხიარული სახით.

-თორე მოგყვები რას ამბობ რა… -ვუპასუხე სიცილით.

-კაი უნდა გავიქცე მე საქმე მაქვს და ხვალ შეგეხმიანები კაი? -თანხმობის ნიშნად თავი დავუქნია. ორივე ხელი ისევ თმაში შემიცურე და შუბლზე ისე ნაზად მაკოცა, წუთიერად ნირვანაში გავედი. მერე კარამდე მივაცილე, ჭკვიანადო მომაძახა და კიბეებზე ჩაირბინა.

ერთ თვეში ფინალური გამოცდები მეწყებოდა, მე კიდე ჯერ საკითხების სწავლაც კიარ მქონდა დაწყებული. კურსელებს გადავურეკე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეხვედრაზე შევუთანხმდი. გადავწყვიტეთ , რომ ყოველდღე გვენახა ერთმანეთი და ერთად გვემეცადინა. სახლში რომ ვბრუნდებოდი სადარბაზოსთან ზუკა დამხვდა :

-შეიძლება 2 წუთით რაღაცაზე დაგელაპარაკო?

-კარგი ოღონდ სწრაფად, სამეცადინო მაქვს.

-გუშინდელისთვის მინდოდა ბოდიში მომეხადა. ძაან სულელურად მოვიქეცი. -ზუკა თვალებში ვერ მიყურებდა.

-ვა, თვით ზუკა ქავთარაძე ბოდიშს იხდის? – გაკვირვება ვერ დავმალე.

-აუ კაი რა მე სერიოზულად გელაპარაკები და შენ მესწერვები? -მერე ამომხედა: – ძაან გაწყენინე ხო?

-ის ადამიანი ვერ მაწყენინებს, რომელიც ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

-ანუ ვერ მაპატიებ?

-თუ ეგ სიტყვა შენთვის რამეს წყვეტს მაშინ ჩათვალე გაპატიე. -კიდევ ერთხელ ბოდიშიო მითხრა და გაბრუნდა. მეც სახლში ავედი. თავიდან ყურადღება არ მივაქციე ამ ფაქტს, მაგრამ მერე მართლა დამაფიქრა. 2 წელია ზუკას ვიცნობ და მემგონი ჩემთვის კიარა საერთოდ არავისთვის არ მოუხდია ბოდიში.

მეორე დღესაც ბიბლიოთეკაში შევიკრიბეთ და რეფერატისთვის წიგნებს ვკითხულობდით, როდესაც ვიღაცამ უკნიდან თვალებზე ხელები ამაფარა. მე თითებით თითებზე შევეხე, რომ მივმხვდარიყავი ვინ იყო და მაშინვე ვიცანი გალოგრეს გრძელი და ბიჭისთვის არადამახასიათებლად სუსტი, მაგრამ მაინც მამაკაცური თითები.

-ნიკა?

-არა.

-ოთო?

– ისევ შეცდი.

-გიორგი?

-არა, არც გიორგი.

-სანდრო? -და როგორც იქნა თოკა დანებდა და გვერდზე მომიჯდა.

-გაფიცებ ვინ არის ნიკა, ოთო, გიორგი ან სანდრო? -მკითხა სიცილით.

-ვა, თოკა აქ რა გინდა? -ვკითხე ვითომ გაკვირვებულმა.

-გუშინ ხო გითხარი ხვალ შეგეხმიანებითქო. პირობებს არ ვარღვევ.

-და როგორ შემოგიშვეს?

-არ მიშვებდნენ , მაგრამ შემოვაშვებინე. -მიპასუხა ამაყად. -ანატომიას მეცადინეობ?

-ხო, რეფერატისთვის ვეძებ ინფორმაციას, თან 1 თვეში ფინალურები მეწყება.

-ყველა საჭირო წიგნი გაქვს? -მკითხა ინტერესით.

-მე არა, მაგრამ აქ ყველა წიგნია.

-სისხლის მიმოქცევის სისტემაზე აკეთებ?

-კი, საიდან მიხვდი?

-ფურცელზე გიწერია სულელო. -გალოგრემ ის წიგნი აიღო, რომელიც წინ მედო, მერე ერთი ფურცელი და კალამი გამომართვა. კაი მიდი გააგრძელე მეცადინეობაო ერთი ეგ მითხრა და კითხვაში ჩაეფლო. საათნახევარი ასე იჯდა და წიგნიდან რაღაცებს იწერდა. რამდენჯერაც გავხედე მონდომებით კითხულობდა.

-აუ არ დაიღალე? -ვკითხე მე

-მე არა შენ? -ძლივს მოაშორა თვალი წიგნს.

-კი ცოტა.

-კაი ეხლავე და გავიდეთ ყავაზე. -ფურცელი დაკეცა და შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. ბავშვებს დავემშვიდობეთ და ბიბლიოთეკიდან გამოვედით. იქვე ახლოს კაფეში ყავა და კრუასანები ავიღეთ. გარეთ თბილოდა და სასიამოვნო სიო უბერავდა, ამიტომ გარეთ დავსხედით.

-ბიბლიოთეკაში რას იწერდი ფურცელზე? -ვკითხე ინტერესით. გალოგრემ ჯიბიდან დაკეცილი თაბახის ფურცელი ამოიყო და მაგიდაზე დადო.

-ნახე იქნებ დაგეხმაროს. – მე ფურცელი გავხსენი და კითხვა დავიწყე. სისხლის მიმოქცევის სისტემაზე იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოწერილი.

-ოო რა არარომანტიკული ხარ, მე მეგონა ლექსს მიწერდი. -გადავიკისკისე ხმამაღლა.

-გიყვარს ბიჭები ლექსებს რომ წერენ? -ჩამეძია თოკა და ყავა მოსვა.

-აუ კი ძაან. ოღონდ ახლა როგორც არიან, ყოველი მეორე ლექსს რომ წერს ეგრე არა. თან რო ბოდიალობენ ძალით რომანტიკოსები. იცი როგორი ლექსები მიყვარს? აი რო ეტყობა რომ გრძნობითაა დაწერილი და ეგ გრძნობა შენამდეც რომ მოდის. აი კითხვის დროს თვალწინ რომ წარმოგიდგება თითოეული სტროფი.

-შენ მაგარი რომანტიკოსი ყოფილხარ.

-და ამას მეუბნება ბიჭი, რომელსაც ვარსკვლავების ყურება უყვარს და გოგო ქალაქის ყველაზე მაღალ გორაზე აჰყავს, რომ იქიდან გადაშლილი ლამაზი ხედი ანახოს. -თოკას გაეღიმა. მე ყავა მოვსვი და თვალი თვალში გავუყარე. ასე ვისხედით და ვუყურებდით ერთმანეთს რამდენიმე წუთის განმავლობაში.

-ზუკას იცნობ? -დავარღვიე სიჩუმე.

-კი ბევრ ზუკას ვიცნობ, მაგრამ შენ რომელზე ამბობ.

-ზუკა ქავთარაძე.

-არა ეგ არ ვიცი.

-დარწმუნებული ხარ?

-ხო რაიყო რამე ხოარ მოხდა.

-არა არაფერი. ლუკას დაბადების დღეზე ეგეც იყო. ადრე ერთად ვიყავით და გუშინ რაღაცაზე ბოდიში მომიხადა.

-გაწყენინა?

-არა ეგ მე ვერასდროს მაწყენინებს უბრალოდ იდიოტივით მოიქცა.

-მაშინ სწორად მოქცეულა ბოდიში რომ მოგიხადა.

-ხო მაგრამ ასე მგონია რომ ვიღაცამ აიძულა იმიტომ რომ მაგ ბიჭისგან სიტყვა ბოდიში ჯერ არავის გაუგია მემგონი.

-კაი აღარ იფიქრო მაგაზე რა… -თოკამ სკამი ჩემთან გადმოდგა და გვერდზე მომიჯდა.

-ძაან დაიღალე? -უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე, არადა მაგარი დაღლილი ვიყავი. გალოგრემ ცალი ხელი მომხვია და მეც თავი მხარზე დავადე.

-არ გამოგდის ტყუილები. -მითხრა ჩუმად, თავისი ხავერდოვანი ხმით.

-არც შენ.

-და მე რა მოგატყუე?

-ვიცი რომ ზუკას ამბავი შენი გაჩალიჩებულია.

-შენ მკითხე იცნობ თუ არაო და გითხარი არათქო. არ მომიტყუებიხარ, მართლა არ ვიცნობ.

-ოო ხო კარგი. და არ იყო საჭირო… არ მინდა ჩემს გამო შარში გაეხვა. და ანატომიაში დახმარებისთვისაც მადლობა.

-მადლობისთვის არასდროს არაფერს ვაკეთებ. – ამ პასუხმა ეთდროულად გამაკვირვა და გამაღიმა. თავი მისი მხრიდან ავწიე, ჯერ ცოტახანი მის მწვანე თვალებს ვუყურებდი, რომლებიც ისევ იმ სითბოს გამოყოფდა, თან უბრწყინავდა. მერე მის ტუჩებს შევხედე, მინდოდა მეკოცნა და ოდნავ მივუახლოვდი. ისევ ვგრძნობდი მისი ბაგეების სიმხურვალეს, ეს სიმხურვალე ჭკუიდან მშლიდა, მერე თვალებში ავხედე, ისიც ტუჩებზე მიყურებდა. ორივეს სუნთქვა აგვიჩქარდა. მაგრამ მე ვერ გავბედე და ტუჩთან ძაან ახლოს ვაკოცე , ერთხელ ძაან ნაზად. თვალები რომ გავახილე, მას ისევ დახუჭული ჰქონდა. მერე გაახილა, გაეღიმა და შუბლზე მაკოცა.

-გემრიელი ყავაა?

-კი მარა შენი გაკეთებული ჯობია. – ორივეს სიცილი აგვიტყდა. მერე ცოტახნიანი სიჩუმე მე დავარღვიე :

-რატომ გაქვს ასეთი ცხელი ტუჩები ? -ვკითხე ვითომ ხუმრობით.

-რა იცი ცხელია თუ არა, არც შეხებიხარ. -მიპასუხა მან, თან თმაზე მეფერებოდა.

-ვიგრძენი სიმხურვალე, თან პირველად არა.

-არ ვიცი, შენ რომ მიახლოვდები ეგრე მემართება. – მე მესიამოვნა ეს სიტყვები. ვიცოდი რო არ მატყუებდა. არ ვიცი რატომ , მაგრამ მისი უფრო მჯეროდა ხოლმე ვიდრე საკუთარი თავის.

-შენ სწავლობ სადმე? ან საერთოდ რამდენი წლის ხარ იდუმალო მწვანეთვალებავ.

-შენხელა ვარ კურნოსა ლამაზმანო. – მე გამეღმა. -მესამე კურსზე გადავედი და ვსწავლობ ბიზნესს.

-აჰა ესეიგი მომავალი ბიზნესმენი მიზის გვერდით?

-დიახ დიახ.

-მე უფრო დიდი მეგონე.

-რატო ბებერს ვგავარ? -გაეცინა გალოგრეს.

-ვაიმე ხო ეგ უნდოდა მეთქვა, მარა მეთქი არ გაუტყდესთქო. -გადავიკისკისე და წამოვდექი. -წამო წავიდეთ რა. -ისიც წამოდგა ჩავსხედით ჩემს მანქანაში, რომელიც უნივერსიტეტთან მქონდა გაჩერებული,ოღონდ ამჯერად საჭესთან მე ვიჯექი. მანქანა დავქოქე და მანაც კითხვა არ დააყოვნა.

-საით?

-და მერე კიდე მე ვარ სულსწრაფი ხო?

-რავი იქნებ მიტაცებ.

-ხო გიტაცებ თოკა, ეხლა ნაბადს გადმოვიღებ უკანა სკამიდან და არ შემეწინააღმდეგო იცოდე. – ორივე გადავბჟრიდით.

-ცოტა სწრაფად ხოარ ატარებ ? -მკითხა მან.

-რა იყო გეშინია?

-ხო მეშინია არ მინდა ვიღაც გადარეულთან ერთად გამოვესალმო სიცოცხლეს. -გაეცინა მას.

-აჰა ანუ “ვიღაც” ხო? – თოკა გაჩუმდა, რომ გავხედე სერიოზული სახით უყურებდა გზას. -კაი რაიყო ვიხუმრე ნუ იცი ხოლმე ეს დაგრუზვები.

-არ დავგრუზულვარ.

-აბა რა გჭირს? -მე თან გზას ვუყურებდი. თოკამ კითხვაზე პასუხი არ გამცა. რამდენიმე წუთი ასე მივდიოდით თბილისის ქუჩებში. ჩემ საყვარელ ადგილას მიმყავდა ბიჭი, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცოდი.

-მანქანას რომ არ ატარებდე გაკოცებდი. -მითხრა მან. მოულოდნელობისგან სახე ამელეწა და მას გავხედე ისიც მე მიყურებდა. უცებ მარჯვნივ გავუხვიე და მანქანა მივაყენე. თოკას გაეღიმა, ღვედი გაიხსნა და ჩემსკენ გადმოიწია,მარცხენა ხელით სკამს ეყრდნობოდა, მარჯვენა კი თმაში შემიცურა, უფრო და უფრო მიახლოვდებოდა და მეც უფრო და უფრო ვგრძნობდი მისი ბაგეების სიმხურვალეს. თვალები დამეხუჭა და ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა ის, მერე ვიგრძენი როგორ მოაქცია ჩემი ზედა ტუჩი მის ბაგეებს შორის და ერთხელ ძალიან ნაზად მაკოცა. ის სიმხურვალე მეც გადმომედო და მთლიანად მომიცვა. თოკამ ხელი თმიდან გამომიცურა და ადგილზე გასწორდა. თვალები რომ გავახილე გაღიმებული მიყურებდა. მერე თავი გააქნია.

-რატო მიყურებ ეგრე. -ვკითხე მეც ყურებამდე გაღიმებულმა.

-თუ გინდა საჭესთან მე დავჯდები არ მინდა ავილეწოთ. -ორივემ სიცილი ავტეხეთ.

-ვერ გიტან.

-ჰა გაგიცვალო ადგილი?

-სად მიმყავხარ იცი?

-დაახლოებით.

-ეჭვი მეპარება. – გზა გავაგრძელეთ და მალევე მივედით. მანქანიდან გადმოვედით ორივე.

-ადგილი , რომელსაც სტუმრობ, მაშინ როცა თავს მარტოდ გრძნობ? -მკითხა გალოგრემ.

-როგორ მიხვდი.

-რთული გამოსაცნობი არაა…

-აქ არასდროს არავინ მომიყვანია…

-არც მე მიმიყვანია იმ ადგილას არავინ მაშინ ძაან რომ მოგეწონა. -მაგ წამს მივხვდი რომ თოკასთვის ის ადგილი ისეთივე იყო, როგორც ეს ჩემთვის. ხმის ამოუღებლად მივედი მასთან ხელები ზურგზე მოვხვიე და ძლიერად ჩავეხუტე.

-აღარ მინდა რომ აქ კიდე ოდესმე მოხვიდე. ჩემს გარეშე მაინც.

-რატომ

-არ მინდა რომ თავი კიდევ იგრძნო მარტოდ. ოდესმე… -მე თვალები ამიცრემლიანდა და არვუშვებდი რომ არ შეემჩნია.

-ტირი? -მკითხა მან

-არა. -ვუპასუხე ჩუმად.

-ხო იცი რო ვერ მომატყუებ. -გალოგრემ ხელები გამიშვა, მეც გავუშვი, თვალებში რომ ჩავხედე ის ისევ მისი თბილი მწვანე თვალებით დაჟნებით მიყურებდა. მერე ორივე ხელი თმაში შემიცურე და ცერა თითებით ცრემლები მომწმინდა ლოყებიდან.

-ნუ ტირი რა. -მე ცრემლები მოვიწმინდე და ის ისევ ჩემიხუტა. ცოტახანი ასე ვიდექით ორივე ჩუმად.

-შანელის გარდა არაფერს ხმარობ?

-დაიცა ეს საიდანღა იცი

-სურნელზე ვიცანი. -გაეცინა მას.

-არარის ცნობილი სუნამო და სურნელზე როგორ იცანი.

-აუ როგორ და ვიცანი.

არადა სალიმაც კი არ იცოდა რომ შანელს ვხმარობდი, თორე ვიფიქრებდი რომ სალიმ ლუკას უთხრა ლუკამ კიდე თოკას. არ მჯეროდა რო ბიჭი შეიძლებოდა ასეთი გარკვეული ყოფილიყო სუნამოებში.

-ისე იტალიაში რას აკეთებდი?

-ვსწავლობდი

-არა მაგის გარდა.

-მოდელი ვიყავი.

-მართლა? -გადაკისკისე მე.

-ხო რა იყო.

-არა ისე კი გეტყობა.

-რაზე მეტყობა. -გაეცინა მაგაც

-რავი ისეთი სხეული გაქვს…

-შენ რაიცი ჩემი სხეული

-ჩემთან რო გეძინა დავინახე… შემთხვევით.

-აა დაჟე შენთანაც მეძინა? -ორივემ სიცილი ავტეხეთ.

-აუ დამპალი ხარ ხო მიხვდი რაც ვიგულისხმე… თან პატარა ცხვირი, დიდი ტუჩები, გამომწვევი ღიმილი და ეშხიანი მწვანე თვალები.

-ვაიმე ამდენი კომპლიმენტი ერთ დღეში? რა გულუხვი ხარ მეგან. -გაეცინა მას.

-კაი ნუ დაიჯერე. ჩემგან კომპლიმენტს ვერ ეღირსები. -ძაან ვედამპლე.

-არაადამიანურად სწერვა რომ ხარ იცი ხო?

-ეგ არა მარა კოცნის აზრზე რომ არ ხარ ეგ ვიცი… -არადა ეს იყო ყველაზე დიდი ტყუილი რაც ცხოვრების მანძილზე ადამიანისთვის მითქვამს. გალოგრემ არაამპლანეტურად სასიამოვნო კოცნა იცოდა. მისი სინაზე ჭკუიდან მშლიდა. შეხებაზეც კი სუნთქვა მეკვროდა ხოლმე. ვიხსენებდი იმ დღეს როდესაც პირველად დავინახე და რომ არ გამეცნო, ეჭვიც არ შემეპარებოდა იმაში რომ ბიჭი რომელმაც მოლარეს სცემა საშინლად უხეში, თავხედი და ჩხუბისთავი ტიპი იქნებოდა, რომელსაც არანაირი კავშირი არაქვს სინაზესთან.

-აუ შენ ხო რას ამბობ რა. -სიცილი აუტყდა გალოგრეს. მიხვდა რო ვეხუმრე.

-ნუ ცდილობ პროვოკაციაზე წამომაგო.

-კიდევ მე ხო?

-დიახ შენ.

-ისე გეხუმრე მოდელი არ ვყოფილვარ.

-კაი რაიყო არ ვეტყვი ლუკას

-აუ დამამშვიდე… -გაგვეცინა ორივეს.

-მეგანს მარტო შენ მეძახი.

-ვიცი …

-ვა, კიდევ რა იცი?

-ის რომ მოგწონვარ.

-ესე მეტყობა? -გამეცინა მე.

-კი… ხშირად გემართება ისე რო თვალებში ვერ მიყურებ, ისიც ვიცი რო ჩემი კოცნა რამდენჯერმე გინდოდა. ა,ხო ისიც ვიცი რო შენს სახლში რომ მეძინა დაახლოებით 20 წუთი დივანზე იჯექი და მიყურებდი. -მე გავაწყვეტინე :

-დიდი სიამოვნებით გისვრიდი ამ მთიდან.

-მაგას ვერ იზამ, ერთი მთავარი მიზეზის გამო. შენ არ შეგიძლია ადამიანს რამე დაუშავო… -მერე ორივე გავჩუმდით.

-გამოცდებს რო ჩააბარებ რას აპირებ… -მკითხა მან.

-ჯერ არ ვიცი. შენ?

-მე ზაფხულის ბოლომდე აქ ვრჩები.

-მერე? -ამ დროს ტელეფონმა დამირეკა, სალის დედა იყო.

-გისმენთ ელენე დეიდა.

-სალის მანქანა დაეჯახა და იაშვილის კლინიკაშია გეხვეწები სასწრაფოდ გამოდი. -მითხრა ნამტირალები ხმით.

-გზაში ვარ. -ვუპასუხე და თოკას ვუთხარი.საჭესთან მე დავჯდები, შენ განერვიულებული ხარო მითხრა და მაშინვე მანქანაში ჩაჯდა. 15 წუთში საავადმყოფოში ვიყავით არ გვიშვებდნენ ჯერ პალატაში.

-ახლა მოიყვანეს? -ვკითხე ელენე დეიდას და ჩავეხუტე.

-ნახევარი საათის უკან… ექიმს ველოდები ჯერ არ გამოსულა. -მე უცებ თვალწინ დამიდგა ჩემი და სალის ამდენწლიანი მეგობრობა. წამებში მოექცა ყოველი დღე და ყოველი წამი და მეც ცრემლები წამომივიდა.

-კარგად იქნება ზუსტად ვიცი. -სასოწარკვეთილი მშობლის დამშვიდებას ვცდილობდი. გალოგრეც იქ იყო ის ცალკე მე მამშვიდებდა და ასე გავიდა 1 საათი… მერე ექიმი გამოვიდა და ელენე დეიდაც მაშინმე მას მივარდა :

-როგორ არის ჩემი შვილი ?

-რამდენიმე მცირე მოტეხილობა აქვს. დღეს გადასხმას გავუკეთებთ მერე 1 კვირა ჩვენთან უნდა იწვეს და მერე გამოწერაც შეიძლება. საგანგაშო არაფერია, თქვენი შვილი გადარჩება. ახლა შეგიძლიათ რამდენიმე წუთით მოინახულოთ, მერე კი უნდა დაისვენოს.

-გმადლობთ ექიმო… – პალატაში შევედით, თოკა გარეთ დარჩა. ელენე შვილის საწოლთან მივიდა, თან ტიროდა სალი დედას ამშვიდებდა.

-ჰეი სალ როგორ ხარ. -ვკითხე ღიმილით. ვიცოდი რო სულელური კითხვა იყო , მაგრამ არმინდოდა უარესად დამესტრესა.

-თქვენ რო ჩემთან ხართ კარგად… -გამიღიმა მანაც.

რამდენიმე წუთი ვუყურებდი დამტვრეულ სალის და ეს საშინლად მტკენდა გულს, მაგრამ მაინც ვცდილობდი მის გაცინებას. ცოტახანში ექთანი შემოვიდა და ჩვენც გამოვედით.

-მთელი დღე საავადმყოფოში ვიყავით მე ,სალის დედა და თოკა. საღამოსკენ მამამისიც მოვიდა და ელენე დეიდა ცალკე გაიყვანა. მათ ლაპარაკს ყური მოვკარი.

-ბანკმა კრედიტზე უარი მითხრა და ფულის სესხება მოგვიწევს. -ეუბნებოდა მეუღლე ცოლს.

-ამხელა ფულს ვინ მოგვცემს… -ტიროდა სასოწარკვეთილი ელენე დეიდა.

-არ ვიცი, მაგრამ მოვახერხებ რამეს. -ლაპარაკს რომ მორჩნენ ისინიც ჩვენს გვერდით, სკამზე ჩამოსხდნენ.

-შემიძლია მამაჩემს დაველაპარაკო და ფულს გამოაგზავნის. -ვუთხარი მე.

-არ არის მეგი საჭირო. ფულს ვიშოვით… -მიპასუხა სალის მამამ. მერე თოკა მომიბრუნდა საქმეზე ვარ გასასვლელიო და წავიდა. ამასობაში დაღამდა კიდეც საავადმყოფოში ვიყავით მე და სალის მშობლები, სალის გადასხმა გაუკეთეს და ეძინა. პალატაშიც შეგვიშვეს. უკვე ძაან გვიანი იყო, მეც ძალიან დაღლილი ვიყავი და სალის მშობლებიც. ამ დროს ლუკა მოვიდა გაგიჟებული სახით. მივხვდი რომ საშინლად განიცდიდა. გალოგრეს უთქვამს ყველაფერი.

თუ გინდათ წადით სახლში დაისვენეთ სალისთან ჩვენ ვიქნებითო. უთხრა ლუკამ სალის მშობლებს. კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და იცოდნენ რომ ლუკა სანდო პიროვნება იყო. იმ ღამით მე და ის დავრჩით სალისთან პალატაში. ლუკას თვალი არ მოუხუჭავს. მე ოთახის კუთხეში, სავარძელში ვიჯექი და ვუყურებდი სალის. მერე ლუკაც მომიჯდა.

-აუ გავგიჟდები რაა…

-კაი ლუკა დამშვიდდი შენ უნდა მაწყნარებდე და აქეთ დასაწყნარებელი ხარ?

-რა დამამშვიდებს ხოარ ღადაობ.

-ექიმმა თქვა კარგად იქნებაო.

-ვიცი მე ამათი კარგად იქნება. – ლუკას შეწუხებული სახე ბოლოს მიღებდა, მეც ძაან დავიგრუზე. მაგრამ ის ფაქტი მსიამოვნებდა რომ ასე უყვარდა სალი.

-გალოგრე სადაა ხოარ იცი?

-აზრზე არვარ დღეს ტელეფონზე დამირეკა, ეს ამბავი მითხრა და მერე არც შემხმიანებია.

-ხო საავადმყოფოდან ისე გავარდა ნორმალურად არც დამშვიდობებია არც უთქვამს სად მიდიოდა. -ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა…

-შეუყვარდი ხო? -მკითხა ლუკამ.

-არამგონია. თვითონ არაფერს მეუბნება… -ვუპასუხე მე.

-არც გეტყვის, მაგრამ შენ თუ მაგას ვერ ხვდები…

-რატო გგონია რო ეგრეა. -ჩავეძიე მე.

-ყოველდღე წერილებს გიწერს.

-რა სისულელეა…

-კითხე. მე შემთხვევით ვნახე…

-და წერილებს რატო? ზედმეტად პირდაპირია იმისთვის რომ სათქმელი ვერ ან არ მითხრას…

-ეგ არც მე ვიცი. მითხრა მეგის ღიმილი მიყვარსო. -მე ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფს, თვალები ცრემლით ამევსო.

-ეგ არაფერს ნიშნავს…

-ცუდია თუ შენთვის ეგ არაფერს ნიშნავს. იმიტომ რომ თოკასთვის შენი ღიმილი მთელი ცხოვრების არსია. კარგად ვიცნობ ჩემ ძმაკაცს. ასე უბრალოდ გოგოებზე არ ლაპარაკობს… მით უმეტეს, გოგოებზე რომლებიც მისთვის არაფერს ნიშნავს.

-და შენ გჯერა ასე უცებ შეყვარების? -გავხედე ლუკას.

-არ ვიცი… -მიპასუხა და მან სალის გახედა… მერე ისევ ორივე გავჩუმდით. მე ტელეფონს დავხედე ღამის 3 საათი იყო დაწყებული. მერე თოკას მივწერე :

-ყველაფერი კარგადაა?

-კი რაღაც საქმე მქონდა და ბოდიში რო გამოვიქეცი. თითქმის მოვაგვარე და რამდენიმე საათში გნახავ. -მერე ჩამეძინა და რომ გავიღვიძე გალოგრე უკვე მოსული იყო. ეგ და ლუკა რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ვერ გავიგე რაზე. მზე ჯერ ამოსვლას იწყებდა, რომ ექთანი შემოვიდა და ჩვენც გარეთ გამოვედით.

-როგორ ხარ. -მკითხა თოკამ სერიოზულად.

-არამიშავს შენ?

-მეც ეგრე. ახლა სახლში წაგიყვან და დაისვენე ცოტა.

-არ მინდა მეძინა წეღან.

-2 საათით ძილი არ ითვლება ლამაზტუჩებავ.

-მართლა არ მინდა კარგად ვარ…

-ცოტახანში სალის მშობლები მოვლენ და მერე მაინც წადი კაი? მე მიგიყვან…

-ხო კარგი… რა ქენი მოაგვარე გუშინ? -თოკამ პასუხი არ გამცა ისე მოვიდნენ სალის დედ-მამა. მე და ლუკას მადლობა გადაგვიხადეს.

-მთელი ღამე ეძინა.

-დიდი მადლობა მეგი. დაღლილი იქნები წადი სახლში დაისვენე ცოტა…

საავადმყოფოდან თოკამ წამომიყვანა თავისი მანქანით.

-ჩუმად რატომ ხარ? -ვკითხე მე. -აღარ იღიმი… მოხდა რამე?

-იმის გარდა რო შენს დაქალს მანქანა დაეჯახა?

-ხო.

-არა მაგის გარდა არაფერი…

-და შენ რატო განიცდი ასე. -ჩავეძიე მე. მან პასუხი არ გამცა.

-მიპასუხე. -ვუთხარი მკაცრად.

-შენ კიდე ვერ ხვდები ხო? -გამომხედა სერიოზული სახით.

-რას?

-ვიცი ძვირფასი ადამიანის დაკარგვა რასაც ნიშნავს. არ მინდა შენ ეგ კიდევ ერთხელ იგრძნო. არ მინდა ეგ სალის მშობლებმა იგრძნონ. არ მინდა ვუყურებდე, როგორ განიცდი შენ. არ მინდა იმ ადგილას ავიდე და დაგინახო როგორ დგახარ მარტო და ტირი. არ მინდა რომ აღარ იღიმოდე. -მე თვალებიდან ცრემლები წამსკდა.

-გაჩუმდი. -ვუთხარი და მაჯებით ცრემლები მოვიწმინდე.

-ნუ ტირი გთხოვ. -თოკამ მანქანა გააჩერა, ჩემსკენ გადმოიწია და სველ ლოყაზე მაკოცა. -მაპატიე.

-რა გაპატიო.

-რო აგატირე.

-სახლში წამიყვანე. – სახლამდე მიმიყვანა, თვითონ არ ამოსულა. ავედი თუ არა ლოგინზე ჩამეძინა. საღამოს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ელენე დეიდამ საავადმყოფოში მისვლა მთხოვა. რომ ვკითხე რა ხდებათქო, რომ მოხვალ გეტყვიო ასე მიპასუხა. მეც გიჟივით გავვარდი, მეგონა სალი იყო ისევ ცუდად. რომ მივედი ლუკა ისევ იქ იყო. სალის მშობლებმა ცალკე გამიყვანეს.

-რა ხდება? -ვკითხე მე.

-ხომ გითხარით, რომ ფული არ იყო საჭირო. რატო შეაწუხე მამაშენი… -მე წარმოდგენაც არ მქონდა რაზე მელაპარაკებოდნენ იმიტომ რომ ჯერ არც მქონდა მამაჩემისთვის დარეკილი.

-მე არაფერი მითქვამს მისთვის. -ვუთხარი გაკვირვებულმა

-დღეს ფულის გადასახდელად რომ უნდა წავსულიყავით, თანხის დასადგენად ექიმის კაბინეტში ვიყავით და მან გვითხრა რომ უკვე გადახდილია.

-და ვინ გადაიხადა არ უთქვამს?

-არ ვიციო გვიპასუხა. ჩვენ გვეგონა მამაშენმა გადაიხადა.

-და იქნებ ლუკამ გადაიხადა?

-არა ლუკამ მე არაფერ შუაში არ ვარო. -მე უცებ გამოვეცალე მათ. მაშინვე მივხვდი თოკა რა საქმეზეც იყო წინა ღამით გასული, ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და მასთან რეკვა დავიწყე. იმ დღეს ორმოცდაათჯერ დავურეკე ალბათ, მაგრამ არ მპასუხობდა. მერე ვაფშე გათიშა ტელეფონი. ლუკამაც არ იცოდა სად იყო.სალი გადასხმის მერე უკეთ გრძნობდა თავს. საღამოს სახლში წამოვედი. გადავწყვიტე ბოლოჯერ დამერეკა თოკასთან. უკვე დაბნელებული იყო სახლში რომ შემოვედი მისაღებში შუქი ავანთე და გალოგრეს დავურეკე. ჩემი საძინებლიდან რაღაც ხმა გამოდიოდა. რაღაც ხმა კიარა ტელეფონის რეკვის ხმა. გავედი საძინებელში და შუქის აუნთებლად დავინახე თოკას ტელეფონი ჩემს ლოგინზე ეგდო. ტელეფონის გვერდით ორი ყუთი იდო. ამ დროს გავიგე როგორ მეძახდა ეზოდან გალოგრე თან ბოლო ხმაზე. აივანზე გავედი და გადავიხედე.

-შენ ტელეფონს ჩემთან რა უნდა?

-დამრჩა. -გაეცინა თოკას.

-როდის დაგრჩა? -გამეცინა მეც

-ყუთებს რო ვტოვებდი.

-აუ ძაან დებილი ხარ ოღონდ მართლა.

-კაი შენ ეხლა მიხვდი მაგას? -მკითხა თოკამ სიცილით, მერე ჩემს ქვემოთა მეზობლის აივნის მოაჯირს მოეჭიდა ორივე ხელით და ამოძრომა დაიწყო.

-რას აკეთებ გაგიჟდი? -ვკითხე შეშინებულმა.

-ხო გავგიჟდი, შენმა თვალებმა და ღიმილმა გამაგიღა. -თოკა ჩემს აივანზე ამოძვრა და წინ დამიდგა.

-მაპატიებ?

-რა უნდა გაპატიო ვერ ხარ?

-დილით ჩემს გამო ცრემლები რო წამოგივიდა.

-აუ ნუ სულელობ რაა.

-მაპატიებ თუ არა.

-ძააან გაკლია რა არის მანდ საპატიებელი შენ არაფერ შუაში იყავი. მარა თუ ეგ სიტყვა დაგამშვიდებს მაშინ გაპატიე. -გამეღიმა მე, ფეხის წვერებზე ავიწიე და ტუჩებში ვაკოცე. თოკამ უცებ ხელში ამიყვანა. აი იცით როგორ? მულტფილმებში პრინცებს რო აჰყავთ ხოლმე პრინცესები და საძინებელში შემიყვანა.

-აუ ჯერ არ გაგიხსნია?

-არა ჯერ არა. რა არის? -გამეცინა მე.

-გახსენი და ნახავ. -დამსვა თოკამ. -აუ მე ხო დებილი ვარ რაა… მე მეგონა უკვე გახსენი. – მე ყუთები გავხსენი. ერთ ყუთში გრძელი შავი კაბა იყო მაქმანებით მორთული, მეორე ყუთში კი ფეხსაცმელი.

-კაი ღადაობ? ეს რისთვის? -მივუტრიალდი თოკას გაოგნებული სახით.

-იმისთვის რომ არსებობ. და იმისთვის რომ ჩემნაირ დაქნეულს შანსი მიეცი. ამაზე ათასჯერ მეტს იმსახურებ, მაგრამ ეგეც იქნება.

-ჩემზე ფულს ნურასდროს დახარჯავ, იმიტომ რომ ერთადერთი ხარ რაც მჭირდება. -ჯერ დასერიოზულდა. მივხვდი რომ ჩემი სიტყვები ღმად ჩასწვდა გულში. მერე გამიღიმა …

-და ყავა?

-ნუ ხო კაი შენ და ყავა. -ორივეს სიცილი აგვიტყდა.

-კაი მიდი ჩაიცვი და სადღაც მივდივართ.

-ახლა?

-ხო ახლა. მიდი და ქვემოთ მანქანასთან დაგელოდები. -რო გატრიალდა მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რომ კლასიკური შარვალი და პერანგი ეცვა. ჩავიცვი, თმაც ცოტა მოვიწესრიგე, სუნამო გავისხი და ქვემოთ ჩავედი. თოკა მანქანაზე მიყუდებული მელოდებოდა.მასთან მივედი. შევამჩნიე რო ეღიმებოდა.

-რა იყო ასეთი სასაცილო ვარ ამ კაბაში? -ვკითხე მე. თოკას კიდე უფრო გაეღიმა.

-ქალღმერთი ხარ. -მითხრა და მანქანის კარები გამიღო.მე ნასიამოვნები ჩავჯექი. მანქანა დაქოქა. სად მივყავდი ასე გამოწყობილი წარმოდგენაც არ მქონდა.

-რა იყო უნდა მომიტაცო? -ვკითხე სიცილით.

-შენი მიხვედრილობა მაგიჟებს. -მასაც გაეცინა.

-რომ მივალთ რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთო.

-გააჩნია რის გაკეთებას მომთხოვ. -ჩამეცინა მე.

-შენ რაც გაიფიქრე მაგისას არა ყოველშემთხვევაში.

-და შენ რა იცი მე რა გავიფიქრე?

-შენი ფიქრების კითხვა შემიძლია.

-ეგ არცერთ ბიჭს არ შეუძლია. -ვუპასუხე დამაჯერებლად.

-მაგიტომაც შეგიძლია მოატყუო ყველა ბიჭი, მე კი არა.

-და რა იცი რომ შენ არ გატყუებ? -თოკამ გამომხედა.

-და მატყუებ? -მკითხა თან თვალებში მიყურებდა.

-არა. -ვუპასუხე მოკლედ.

-აი ხომ ხედავ. -მისი თავდაჯერებულობა მაგიჟებდა. რამდენიმე წუთში მივედითო მითხრა მანქანიდან გადმოვიდა და კარი გამიღო.

-აქ რა გვინდა?

-ავათ და გეტყვი.

-დაჟე ავალთ?

-ხო. სასტუმროში რომ შევალთ იცოდე არავის არ შეხედო. მე მიყურე ან იატაკს ან რავი რა…

-რა ხდება მეტყვი?

-გპირდები გეტყვი როგორც კი ავალთ.- მე თოკას ხელი ჩავკიდე და სასტუმროში შევედით. ჰოლში ძალიან ბევრი ხალხი იჯდა, მე ძირს ვუყურებდი ასე გავიარეთ მთელი ჰოლი. თოკა მიმარბენინებდა რასაც ქვია. მერე ლიფტში შევედით.

-გისმენ. -წინ დავუდექი თეთრ პერანგში გამოწყობილ გალოგრეს. მას გაეცინა.

-რა გაცინებს?

-უბრალოდ ულამაზესი ხარ და ვიეგოისტე არ მინდოდა სხვებს დაეწყოთ ყურება შენთვის.

-გაკლია. -თოკამ უფრო მაგრად მომიჭირა ხელი ხელზე. ლიფტი ბოლო სართულზე გაჩერდა. მან რატომღაც სასტუმროს სახურავზე ამიყვანა, სადაც მაგიდა და ორი სკამი დაგვხვდა. შამპანურით და ორი ჭიქით.

-კაცმა რომ გკითხოს რომანტიკოსი არ ხარ. -გამეცინა მე.

-აუ რა ვქნა მეტს ვერ გასწვდა ჩემი ფანტაზია. -მიპასუხა სიცილით. -არადა მე და თოკა თბილისის ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე ვიდექით, სადაც მხოლოდ ჩემთვის და მისთვის იდგა მაგიდა, მხოლოდ მე და მას უნდა გვევახშმა, მხოლოდ მე და მას უნდა მოგვმსახურებოდა იქაური პერსონალი. ღმერთო რა საოცარი განცდა იყო , როცა ჩემს თითებს შორის მის თითებს ვგრძნობდი. და როცა ეს ყველაფერი გავაანალიზე, თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძენი. მარტო თბილისსში არა. მთელ სამყაროში. მაგიდასთან მივედით. თოკამ სკამი გამომიწია , მე დავჯექი, თვითნაც დაჯდა. შამპანური დაგვისხეს.

-იტყვი სადღეგრძელოს თუ მე ვთქვა?

-პირველ სადღეგრძელოს დაგითმობ მეგან. -მითრა მან.

-იმ დღეს გაუმარჯოს იმ კაფეში გიჟივით რო შემოვარდი. და კიდე დღევანდელ საღამოს გაუმარჯოს. -ვუთხარი მე, თან თვალებში ვუყურებდი მას ეღიმებოდა. მერე ის ჭიქა მთლიანად ჩავცალე. მანაც დალია.

-ახლა ჩემი ჯერია ხო?

-დიახ დიახ.

-ჩვენ გაგვიმარჯოს იცი რატო?

-რატო? -ვკითხე ინტერესით.

-იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ტიპები ვართ მთელ პლანეტაზე. -ეს ჭიქაც ბოლომდე ჩავცალეთ.

-აუ ხილის სალათი მინდა.

-აუ მეც. -თოკამ ორი დიდი თეფშით მოატანინა ხილის სალათი. ჭამა რო დავიწყეთ სალის მკურნალობის ფულის ამბავი გამახსენდა.

-საავადმყოფოს ფულის ამბავში შენი ხელი ურევია ხო? -ვკითხე მე

-ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები… -მითხრა გალოგრემ და ჭამა გააგრძელა.

-არ მომატყუო გთხოვ რა.

-კაი რა…

-კი თუ არა.

-თუ გიპასუხებ მეცეკვები?

-კი.

-დამპირდი

-გპირდები.

-მაშინ ხო…

-რა საჭირო იყო.

-აუ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი რა…

-ხო კაი.

-ჩემთან ანანასი რატო არ არის? -თოკამ ჩემს თეფშს გადმოხედა. მე ანანასს ჩანგალი ჩავარჭვე და თოკას მივუტანე პირთან.

-აჰა. -ორივეს გაგვეცინა. თოკამ ანანასი შეჭამა, მერე ფეხზე წამოდგა.

-ცეკვის დრო მოვიდა. -მეც ავდექი, თოკამ ხელები წელზე მომხვია, მე კისერზე. ახლაც მახსოვს რა სიმღერა იყო ჩართული, RUSS – PURPLE. მე და თოკა ნელ ვალსს ვცეკვავდით, ყურში კი მისი ჩუმი ხმა მესმოდა, თუ როგორ ღიღინებდა ამ სიმღერის სიტყვებს : ” Just believe, that I’m gonna take you where you want, I’m gonna show you paradise and we’re gonna live there forever.” მისი ეს ხმა ჭკუიდან მშლიდა. მე თმაზე თითებით ვეფერებოდი. მაღლები მეცვა და ის მაინც ჩემზე მაღალი იყო.

-რა ლამაზი ცაა ხო? -ვკითხე მე.

-ხო…-მითხრა ჩუმად.

-მაგრამ მე უფრო ლამაზი ვარ ხო? -ვკითხე ხუმრობით.

-შენ ყველაზე და ყველაფერზე ლამაზი ხარ. -მიპასუხა მან, თვალებში შემომხედა და გამიღიმა. მეც გავუღიმე.

-იცი რა მომენტი მაქვს? -გამიგრძელა მან.

-რა მომენტი. -დავინტერესდი მე.

-აი ყველაფერი იდეალურად რომ არის და ერთი სიტყვა ყველაფერს კიდევ უფრო იდეალურს რომ გახდის, მაგრამ იცი რა ხდება?

-რა ხდება? -გამეცინა მე.

-ასეთ დროს მარტო ფილმებში ამბობენ მაგ სიტყვას. ჩვენ კიდე ფილმში არ ვართ. არ მინდა ეს ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ, ბანალურ საღამოდ გადაიქცეს შენთვის.

-მე მიყვარს ბანალურობა. უფროსწორედ ვგიჟდები როცა ბანალური ხარ. და რაც შეეხება ჩვეულებრივობას, ინგლისის დედოფალი რომ გავხდე ეს საღამო მაინც ვერ გახდება ჩემთვის ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ზედმეტად არაჩვეულებრივია ჩემთვის. -თოკას გაეღიმა.

-ინგლისის დედოფალი ვერ გახდები.

-რატომ გგონია?

-იმიტომ რომ მე არ ვარ ინგლისის პრინცი. მით უმეტეს არც მეფე. -მე გამეცინა.

-აუ ძაან გაკლია.

-დღეს უკვე მერამდენედ მეუბნები მაგას.

-შენ ინგლისზე ბევრად მაგარ რაღაცას განაგებ…

-ვიცი.

-აბა რას

-შენს გრძნობებს, გულს , კიდევ ღიმილს.

-მკლავს შენი თავდაჯერებულობა. -ორივეს გაგვეცინა. ცოტახანი ჩუმად ვიყავით ორივე , მერე მან დაარღვია სიჩუმე :

-აუ ჩვენს ქვემოთ იცი რა მაგარი ნომერია?

-მერე?

-მერე ის რომ შეგვიძლია ჩვენი იყოს.

-ეგ როგორ?

-ეხლა მისმინე, შამპანურის ბოთლი და ჭიქები აიღე, ქვემოთ ჩადი და ნომრის კარებთან დამელოდე.

-და შენ რას აპირებ?

-აქედან ჩავძვრები მაგ ნომრის აივანზე და კარებს გაგიღებ.

-დაიცა და შიგნით რომ იყვნენ?

-აუ არ იქნებიან.

-და რო იყვნენ?

-მაშინ დამინახავ ძირს გაშხლართულს.

-აუ გიჟი ხარ.

-მიდი მიდი.

-არა გაგიჟდი? რო ჩავარდე?

-რა უნდა ჩავვარდე კაი რა. მიდი ეხლა.

-ხო კაი იცოდე 5 წუთში თუარ გამიღე კარები ყველა სამაშველო სამსახურს ვურეკავ.

-ხო კაი მიდი. -ბოთლი და ჭიქები ავიღე და სახურავიდან ბოლო სართულზე ჩავედი. კარებთან ველოდებოდი თოკას. ცოტა ავნერვიულდი ნეტა არ მიმეცა უფლებათქო ვიფიქრე, მაგრამ მალევე გამიღო კარი. ნომერი მართლაც ძაან დიდი და ლამაზი იყო.

-ხო ძაან მაგარია.

-აუ კიი. -აივანზე გავედით , მთელი ქალაქი მოჩანდა. თოკამ შამპანური დამისხა.

-არ მინდა ეს ღამე რო დამთავრდეს. -ვუთხარი და ჭიქა ჭიქაზე მივუჭახუნე.

-ხო იცი რო არც მე. -მითხრა დანანებით. მე შამპანური დავლიე, ის თვალს არ მაშორებდა.

-ხვალ რა იქნება ნეტა. -ისევ მან დაარღვია სიჩუმე.

-ალბათ ის რაც აქამდე იყო.

-აქამდე ანუ დღემდე, თუ აქამდე ანუ მე სანამ გამიცნობდი…

-აქამდე ანუ დღემდე… -ვუპასუხე ღიმილით. თოკა მოაჯირს მიეყუდა და თვალებში დამიწყო თავისი გამჭოლი მზერით ყურება.

-ეგრე რატომ მიყურებ. -ვკითხე მე.

-ეგრე როგორ?

-შეყვარებულად… -თოკას ყურებამდე გაეღიმა. რომ არ მოგატყუოთ მეც… ხმის ამოუღებლად მივედი მასთან, ჭიქა მოაჯირზე დავდე და ხელები კისერზე მოვხვიე, მას ვუყურებდი თვალებში, ის კიდე მე. ჩემსკენ წამოიწია და საფეთქელთან მაკოცა ცხელი ტუჩებით, მერე ხელები მომხვია წელზე, ნელა ამიცურა ზემოთ და მისკენ მიმწია,მთელი სხეულით ჩამიხუტა ძალიან ძლიერად. არავინ იცოდა ისეთი ჩახუტება როგორც გალოგრემ. საერთოდ არავინ იცოდა ისეთი რაღაცები, როგორიც გალოგრემ. გოგოების ფსიქოლოგიას ისე კარგად იცნობდა , გეგონებოდათ წინა ცხოვრებაში გოგო იყოო. სასაცილოა ხო? მეორე ვარიანტიც მქონდა : უბრალოდ ასეთი იყო და მორჩა. სხვანაირად არ შეეძლო…

მის გულის ცემას ვუსმენდი… მერე თვალებში შევხედე… მერე ტუჩებზე…მომინდა მეკოცნა. ისიც ტუჩებზე მიყურებდა. ნელა წამოვიდა ჩემსკენ. ცალი ხელი წელიდან მომაშორა და თმაში შემიცურა, მეორით კი თავისკენ მიმწია, შუბლი შუბლზე მომადო და ტუჩებით ოდნავ შემეხო ტუჩებზე. მის ამონასუნთქ ჰაერს ვგრძნობდი ბაგეებზე. მერე მე თვალები დავხუჭე და რამდენიმე წამში ვიგრძენი როგორ მაკოცა ზედა ტუჩზე ძალიან ნაზად. ჯერ კიდევ შამპანურის გემო ჰქონდა მის ცხელ ბაგეებს. კიდევ ერთხელ მაკოცა, ამჯერად ქვედა ტუჩზე. მერე ისევ შუბლი მომადო შუბლზე, ტუჩები ისევ ახლო-ახლოს გვქონდა.

-აუ ეხლა გამახსენდა მე ხო კოცნის აზრზე არვარ. -მე თვალები გავახილე, ის იღიმოდა. მეც გამეცინა ჩემს სიტყვებზე.

-ამ ნომერის პატრონი რომ მოვიდეს?

-გავაგდებთ. -მიპასუხა სიცილით. თოკა ოთახში შევიყვანე. მთელი ღამე ერთად გავატარეთ. დილით ადრე წამოვედით მანქანით. ჯერ სახლში ამიყვანა გამოვიცვალე და მერე სალის მივაკითხეთ. ბევრად უკეთ იყო. რომ შევედით ლუკა პალატაში დაგვხვდა :

-სად დაიკარგეთ თქვენ ორნი ? -გვკითხა სიცილით.

-ჩვენ ორნი? -შეუბრუნა კითხვა თოკამ.

-ხო თქვენ ორნი რატომღაც ერთდროულად აორთქლდით და ერთდროულად არ პასუხობდით ტელეფონს. -მე ტექნიკურად გადავიტანე საუბარი :

-სალ თავს როგორ გრძნობ.

-აუ ესენი ნახე რაა… -ლუკა თავს არ გვანებებდა.

-კაი ლუკა მოყოლა რო მოუნდებათ თვითონ გვეტყვიან. -ჩაერია სალი.

-ვაფშე თქვენს შორის რა ხდება? -კითხა თოკამ ლუკას და სალის.

-აუ ნახე პროსტა როგორ ცდილობენ თემის შეცვლას. -ოთხივეს სიცილი აგვიტყდა.

თავი 5

ამ დღის მერე, ყოველდღე ვაკითხავდით მე, თოკა და ლუკა სალის. რომ გამოწერეს ჩვენვე წამოვიყვანეთ. მალე გამოცდებიც დამეწყო. მანამდე გალოგრე ჩემთან ერთად მეცადინეობდა ხოლმე. ყველგან დამყვებოდა, ყველა წიგნს შოულობდა რაც კი მჭირდებოდა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ხელი შეეწყო ჩემთვის. ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. მანამდე სალისაც მოურჩა ფეხი. თაბაშირი მოხსნეს. მაგ დღის მერე თოკას ჩვევად ექცა ჩემს აივანზე ამოძრომა. ერთად დავდიოდით ყველგან. ხან სალისთან ვიყავით სახლში, ხან ლუკასთან , ხან ჩემთან. ვთამაშობდით ჯოკერს და რა თქმა უნდა, მე და სალი სულ ვიმარჯვებდით. სასაცილოა, ეს იმიტომ ხდებოდა რომ ბიჭები გვითმობდნენ და ჩვენც ვითომ ვერ ვხვდებოდით და გამარჯვებას ვიფერებდით. სალი და ლუკა შერიგდნენ რაც მოსალოდნელიც იყო. მოკლედ ოთხივეს ცხოვრების ტემპი აჩქარდა.

ივლისის მიწურული იყო, როდესაც ბიჭებმა ბათუმში წავიდეთ ოთხვეო შემოგვთავაზეს. როგორც უკვე ავღნიშნე სალის დედა ლუკას ენდობოდა და სალის გაშვებაზე პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ მამაჩემის დათანხმება არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა.იგი ესპანეთში იყო და მისიც მესმოდა, ეშინოდა რომ რამე შემემთხვეოდა, თან თოკაზე გაგებული ჰქონდა როგორი შარიანიც იყო და სიმართლე რომ ვთქვა დიდად გულზე არ ეხატებოდა,მაგრამ ბოლოს ელენე დეიდა დაელაპარაკა ტელეფონით და როგორც იქნა მამაჩემმა უფლება მომცა მხოლოდ 2 კვირით წავსულიყავი, იმ პირობით რომ ყოველდღე ვუპასუხებდი მის ზარებს და ის თუ ვერ მოახერხებდა დარეკვას, მაშინ ელენე დეიდას უნდა დაერეკა. მოკლედ მე და სალიმ ჩემოდნები ჩავალაგეთ. ბიჭები შოკში იყვნენ.

-აუ კაით რა ეს რომელ მანქანაში ჩაეტევა. -დაიწყეს წუწუნი. სალი ლუკას მოთაფვლას ეცადა, მაგრამ სულ ტყუილად.

-აუ მაგარი აზრი მაქვს. -თოკა წამოიჭრა .

-მიდი აბა თქვი ჩემო ბრძენო. -დავცინე მე.

-მოდი ეხლა ვაფშე არაფერი არ წავიღოთ, რაც გვაცვია იმით წავიდეთ და ყველაფერი ვიყიდოთ იქ.

-აუ ეგ კაი აზრია, პროსტა ავბრუნდები და დედაჩემს ფულს დავამატებინებ. -თქვა სალიმ.

-ვაიმე კაი გოგო შენ რა ფული გეყოფა ხოარ გაგიჟდი რა არაფერი არ უნდა წავიღოთ.

-სალის მე ვუყიდი ყველაფერს. -ლუკა ჩაეკვეხა.

-მე კიდე შენ. -გამეკრიჭა თოკა.

-მეთვითონაც მშვენივრად ვიყიდი რაა. პროსტა ჩანთა აიტანეთ ეხლა უკან . -თოკას სახლის გასაღები მივეცი და მანქანაში ჩავჯექი. სალიც ჩაჯდა. მოკლედ დავაწექით ბათუმისკენ ყოველგვარი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე.

-აუ შენ ხო კარგს ვერაფერს მოიფიქრებ რაა. -ვუთხარი თოკას.

-რა გინდა ჭკვიანი ვარ მაინც ჩვენი სათრევი იქნებოდა ის ბარგი და შრომა შევიმსუბუქე. -ლუკა საჭესთან იჯდა , თოკა მის გვერდით. მე და სალი უკან ვისხედით.

-მოდით სანამ ჩავალთ რამე ვითამაშოთ. -თქვა ლუკამ. ყველა დავეთანხმეთ. მოკლედ დავიწყეთ სიმართლე თუ მოქმედებას თამაში. ჯერ ხო ყველაფერი დამაფქვევინეს რასაც თოკაზე ვფიქრობდი. თან გზაში ერთი ოცჯერ გავჩერდით. ჯერ ლუკას მოუწია გადასვლა, შუა ტრასაზე მივდიოდით, ჩვენს უკან კიდე სხვა მანქანებიც მოდიოდნენ და უცებ ლუკა აჩერებს მანქანას, გადადის და მანქანის წინ იწყებს ცეკვას და ჩვენს უკან იქმნება საშინელი საცობი. მემგონი მთელმა დასავლეთ საქართველომ მიგვალანძღა. ჩვენ ვიხეოდით სიცილში. და ეს ცირკი ვისი მოწყობილი იყო? რაღა თქმა უნდა გალოგრესი. მარტო მაგას აქვს ასეთი საოცარი სურვილები. მე გადავურჩი სხვათა შორის. რომ მკითხა სიმათლე თუ მოქმედებაო, სიმართლე მეთქი თავიდან ვუთხარი, მაგრამ უკვე ყველაფერი გაგებული ჰქონდა რაც აინტერესებდა და რაარის სულ სიმართლეს რომ იძახიო. და ხო კაი მოქმედება მეთქი. და ეხლა დაგერხაო სალიმ რომ მითხრა აი მანდ ვინანახე ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ყველასდა გასაკვირად თოკამ მითხრა გამიღიმეო. მეც ავტომატურად გამეღიმა. და სურვილი მეთქი? ეგ მინდოდა მეტი არაფერიო. მერე მთელი გზა სახიდან ღიმილი არ მომშორებია.

რომ ჩავედით უკვე საღამო იყო. მთელი ღამე ვსეირნობდით ბათუმის ქუჩებში, სასტუმროში დილის 6 საათზე მივედით და ეგრევე ჩაგვეძინა. მეორე დღეს რომ გავიღვიძე უკვე სამივე ამდგარი იყო. სასტუმროს ნომერში მარტო მე ვიყავი დარჩენილი. ავდექი და შხაპი მივიღე. აბაზანიდან რომ გამოვედი თოკა დამხვდა.

-ყავას დალევ?

-რა კითხვაა.

-ვიცოდი და კაპუჩინო და კრუასანები ამოგიტანე.

-ყველაზე ზებუნებრივი ბიჭი ხარ, ვისაც კი აქამდე შევხვედრივარ.

-რატო შენი აზრების კითხვა რომ შემიძლია?

-დიახაც. -თოკას გაეღიმა.

-დღეს დანაპირები უნდა შეასრულოთ შენ და შენმა ძმაკაცმა და მე და სალის შოპინგზე გამოგვყვეთ.

-ხო იცი რო პირობებს არასდროს ვარღვევ.

-ვიცი, ვიცი… -მერე ვისაუზმეთ მე და თოკამ და იმ დღეს რაც კი მაღაზიები იყო ბათუმში მგონი ყველა დავიარეთ. ლუკა ამბობდა ჯობდა ისევ ის ბარგი გვეთრია ვიდრე ამდენი პარკებიო. საღამოს პლაჟზე გავედით. ბევრი ხალხი იყო, ცოტა გავირუჯეთ.

-ლოყები გაგიწითლდა. -დამცინა თოკამ.

-ვაიმე შენც. -ვუპასუხე მე… აბა ხოარ შევარჩენდი.

-წამო ცოტა გავგრილდეთ , თორე დაიწვები.

-ცოტახანში რა.

-არა ეხლავე.

-არა ცოტახანში.

-ეხლავეთქო. -თოკა წამოდგა უცებ ხელში ამიტაცა და წყალში შეცურა. -ხო გითხარი ეხლავეთქო.

-აუ ვერ გიტან. -კიდე ვაპირებდი საქებარი სიტყვებით მის შემკობას, მაგრამ გაჩუმების მიზნით შუა ზღვაში კოცნა დამიწყო.

-გაგიჟდი? ბავშვებიც არიან. -ვითომ გავუბრაზდი მე.

-ბავშვებმა ჩვენზე მეტი იციან არაუშავს. -გაგვეცინა ორივეს. მერე მეც ვაკოცე, აღარ მაინტერესებდა აღარც ბავშვები, აღარც გადატენილი პლაჟი და აღარც ის რომ ლუკა და სალი პირდაღებულები გვიყურებდნენ. წყლიდან რო ამოვედი სალი ეგრევე მეცა :

-არ გაპატიებ რო მიმალავდი.

-ნუ მაპატიებ. -ვუთხარი სიცილით.

-არა ისე კი ვხვდებოდი… -სალისთან მივედი და ჩავეხუტე, ისიც დავასველე. მერე მზის ჩასვლას ვუყურეთ ოთხივემ. კარგად რომ დაბნელდა და პლაჟიც დაცარიელდა, ლუკა და სალი სასეირნოდ წავიდნენ. მე და თოკა მარტოები ვისხედით პლაჟზე.

-რა კარგია რო ბედნიერები არიან ხო? -სიჩუმე მე დავარღვიე.

-აუ ხო… -თოკა პლაჟზე გადაწვა, ხელები თავქვეშ ამოილაგა და ფეხები გადააჯვარედინა.

-არ მინდა რომ ლუკამ გული ატკინოს სალის…

-ეგ არ მოხდება…

-შენ რა იცი

-ლუკას პატარაობიდან ვიცნობ. ის მე არ მგავს. გოგოს არასდროს მისცემს იმის უფლებას რომ მის გამო იტიროს.

-და შენ მისცემ?

-უკვე იტირე შენ…

-ხო მაგრამ გული არ გიტკენინებია. -თოკას ხმა აღარ ამოუღია… მერე მეც გვერდზე მივუწექი.

-რას აკეთებ.

-ვერ ხედავ? გვერდზე გიწვები…-მან უცებ მაიკა აიძრო.

-ადექი ერთწამს. -მეც ავდექი. ძირს დააფინა მაისური. -ახლა შეგიძლია დაწვე… -მე მაიკა ავიღე, მერე ძირს დავჯექი, თოკას ხელი გვერდზე გადმოვადებინე, მერე დავწექი თავი მის გულზე დავდე და ხელი მოვახვევინე, მაისური კი მას დავაფარე.

-ნუ ხარ სულელი. -ვუთხარი მე. თოკამ შუბლზე მაკოცა. ასე ვიწექით 20 წუთის განმავლობაში. სიჩუმე იყო. მხოლოდ ზღვის ხმა ისმოდა… ზღვის და მისი გულის ცემის.

თავი 6

მეორე დღემ ოთხივეს ცხოვრება მთლიანად შეცვალა. დილით საუზმობისას ლუკამ გვითხრა საღამოს რესტორანში წავიდეთო და ჩვენც რა თქმა უნდა მოგვეწონა იდეა. მერე ბიჭები სახლიდან გავიდნენ, მე და სალი კიდე მთელი დღე საღამოსთვის ვემზადებოდით. დიდად არ მიყვარდა ეს გამოპრანჭვა და რაღაცები, მაგრამ სამაგიეროდ სალის უყვარდა და მეც ძალაუნებურად მიწევდა ხოლმე. თან მინდოდა თოკას გვერდით იდეალური გოგო ყოფილიყო… მოკლედ მოსაღამოვდა და როგორც იქნა, თოკამ დამირეკა ჩამოდით მანქანით გელოდებითო. ჩვენც ჩავედით. მაგრამ აღმოჩნდა რომ ლუკას რაღაც საქმე გამოუჩნდა და ვეღარ მოდიოდა. სალის ძაან ეწყინა. ყველაფრის მუღამი დაეკარგა, მოკლედ მთელი გზა უჟმური სახით იჯდა მანქანაში და ხმას არ იღებდა…

-კაი რა გჭირს გოგო ერთი საღამო რო ვერ ნახო ეგ შენი პრინცი არაფერი მოგივა. მაინც სულ ერთად ხართ ხოლმე… გაიღმე ცოტა. -ვამხნევებდი მე. მაგრამ უშედეგოდ. რესტორანში რომ შევედით და უკვე დაჯავშნილ მაგიდასთან დავსხედით, შეკვეთის მოლოდინში ვიღაც ბიჭი მოდის სალისთან და მოაქვს ერთი წითელი ვარდი. ვერცერთმა ვიცანით. ეს ბიჭი ხმის ამოუღებლად გაბრუნდა და ზუსტად ამ დროს მოდის მეორე ტიპი ისევ ვარდით ხელში და ისევ უცხო. მერე მესამე, მეოთხე, ოცდამეცხრე. სალი ვარდებს ვეღარ იჭერდა. ბოლოს უცებ შუქი ჩაქვრა მთელ რესტორანში და რო აინთო ლუკა სალის კოცნიდა ვარდით ხელში, მერე მუხლებზე დადგა :

-ცოლად გამომყვები? -მე შოკში ვიყავი . სალიც… არა სალი შოკში არ იყო. უარესი სჭირდა. ცრემლები წამოუვიდა, თან იცინოდა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ვარდების ძალიან დიდი კონა მაგიდაზე დადო და ლუკას ჩაეხუტა. კინაღამ მეც ვიტირე. ნუ კინაღამ რა, ვაღიარებ რო ცრემლები წამომივიდა. თოკამ დრო იხელთა.

-ყველაფერზე როგორ ტირი შენც კიდე.

-გადი ნუ მიყურებ. -ცრემლები მოვიწმინდე. მას გაეღიმა ჩემსკენ გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა.

-ძაან სიცოცხლე ხარ როცა ტირი, მაგრამ ღიმილი გაქვს რაღაც სასწაული და მიდი ეხლა შუსტრად გაიღიმე. -მეც ყურებამდე გამეღიმა. სალი ძლივს მორჩა ტირილს. რესტორანში მყოფი ხალხი, თავის მომსახურე პერსონალით ტაშს უკრავდა დანიშნულ წყვილს. მერე ლუკამ ხელი ჩაჰკიდა სალის და სადღაც წაიყვანა. მე და თოკა მარტოები დავრჩით მაგიდასთან.

-შენი მოფიქრებულია ხო? -ვკითხე მე.

-საიდან მოიტანე? -შემომიბრუნა კითხვა.

-შენ გიყვარს ასეთი რაღაცები. -თოკას გაეცინა, პასუხი არ გაუცია…

-არ ავიდეთ ჩვეენც? -მკითხა მან.

-სად?

-სახურავზე. -აი მანდ დავრწმუნდი რო ეს ყველაფერი თოკას ნაჩალიჩარი იყო. ავდექით და ლიფტში შევედით, რომელშიც ძალიან დიდი სარკე იყო. სარკისკენ მივტრიალდი და ვუყურებდი როგორ მიყურებდა თოკა. მერე ჩემთან მოვიდა, უკნიდან მომხვია მუცელზე ხელები და ყელში კოცნა დამიწყო. მხრიდან ყურისკენ ამიცურა სველი ტუჩები და იქ მაკოცა ძალიან ნაზად. მე თვალები დამეხუჭა სიამოვნებისგან. ამასობაში ავედით კიდეც. სახურავზე სასწაულები ხდებოდა. წვრილ-წვრილი ნათურებით იყო განათებული. სალი და ლუკა მოაჯირთან იდგნენ და შამპანურს წრუპავდნენ. მათთან მივედით მისალოცად. მე სალის ჩავეხუტე , თოკამ თავისი ძმაკაცი აიყვანა ხელში.

-გილოცავ ბიჭო იცოდე ამ გოგოს გული არატკინო თორე ჩემი ხელით გაგილამაზებ სახეს ხოიცი.-დაემუქრა ვითომ თოკა. არადა ყველამ ვიცოდით რომ ეხუმრებოდა

-მაგ სიტყვების გამო ხარ მარტო მოსაკლავი. -გაეცინა ლუკას. მე და სალისაც გაგვეცინა, პატარა ბავშვებივით იქცეოდნენ ბიჭები. მერე ორივე ჩვენდან მოვიდა.

-ეხლა თქვენღა დარჩით… -თქვა ლუკამ.

-ჩვენღა? -გამეცინა მე.

-აუ კაი მეგი რა. მოეშვი ამ თავის დაფასებებს და აღიარე რო მოგწონს ჩემი ძმაკაცი.

-და საიდან დაასკვენი ეგ?

-იქიდან რომ ყველა გოგოს მოსწონს გალოგრე. ვაფშე ყველას. და სხვათა შორის ბევრი გოგოც ეჩალიჩება. -ლუკამ თვალი ჩამიკრა და სალისთან ერთად გამერიდა. მე ხასიათი გამიფუჭდასავით.

ამას რომ ვისმენდი, თოკა ჭიქების მოსატანად იყო წასული. რომ მოვიდა შამპანური დამისხა და მომაწოდა. მე ჩუმად ვიდექი და სვმამდი.

-მოხდა რამე? -მკითხა გულწრფელად.

-რა უნდა მომხდარიყო? -შევუბრუნე კითხვა. თოკა საკოცნელად წამოიწია, მე თავი გვერდზე შევუტრიალე და თემის შეცვლა ვცადე :

-აუ მართლა ყველაზე მაგარი წყვილია. -ვუთხარი მე და შამპანური მოვსვი.

-ხო, ოღონდ ჩვენს მერე. -გაეცინა თოკას და მანაც მოსვა. მე გადავიკისკისე.

-რა სასაცილო ხარ…

-რატო? -მე გავჩუმდი… ცოტახანი ასე ვსვამდით შამპანურს. მე აივნის მოაჯირს ვიყავი მიყრდნობილი, თოკა წინ მედგა და თვალებში მიყურებდა.

-ეგრე რომ მაშტერდები ვკომპლექსდები. -ვუთხარი რამდენიმე წუთიანი დუმილის მერე.

-აუ რა ვქნა შენთან როცა ვარ თვალს ვერ გაშორებ.

-ეგრე იცი ვის ეღადავე?

-ვის მეგ.

-ვის და აი ძაან ბევრი გოგო რო გიჟდება შენზე მაგათ. -თოკას სახე შეეცვალა.

-აა გასაგებია. -იდიოტივით მოვიქეცი. რა სისულელეზე ვიეჭვიანე, მაშინ როცა საერთოდ არავიზე და არაფერზე ვეჭვიანობდი ხოლმე მანამდე.

-კაი ეხლა არ დაიგრუზო. -სიტუაციის გამოსწორება ვცადე.

-არ დავგრუზულვარ…

-აბა რა გჭირს

-უბრალოდ გამიტყდა ის გოგო რომ მეუბნება მაგას, რომელსაც 3 თვე მივუძღვები და მზად ვარ დარჩენილი ცხოვრებაც მივუძღვნა. -მე თავი საშინლად ვიგრძენი… მართალი იყო თოკა. 3 თვის განმავლობაში რასაც ქვია ზედ გადმომყვა, ფაქტობრივად იმ დღიდან როცა არც კი ვიცნობდი ნორმალურად… მე კიდე სულ ვეცინიკოსებოდი… მივხვდი რო ვაწყენინე.

-მაპატიე. -ვუთხარი ჩუმად , ოღონდ ამჯერად მე ვეღარ ვუყურებდი თვალებში. მას გაეცინა. ოღონდ არც ეს იყო ის სიცილი, რომლითაც ბედნიერი თოკა იცინოდა ხოლმე.

-ნუ ხარ სულელი, საპატიებელი არაფერი გაგიკეთებია. -ჩემთან მოვიდა ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა. მოდი 3 რაღაც მითხარი რასაც ვერ იტან ჩემს შესახებ და მერე 3 რაღაც რაც გიყვარს. მე თოკას ავხედე.

-დაიცა მოვიფიქროო… -კაი ხნის ფიქრის მერე გამახსენდა : -ესეიგი ვერ ვიტან რო ქუჩაში მივდივართ და ყველა გოგო გაშტერდება. მას გაეცინა.

-რა გაცინეეებს. მართლა ვერ ვიტან…

-ვინმე მაშტერდება? -მკითხა სიცილით.

-ხო ყველა.

-რავი მე არ შემიმჩნევია.

-როგორ შეამჩნევდი თვალს არ მაშორებ და. -ვუთხარი გამომწვევი ღიმილით. მასაც გაეღიმა.

-კიდევ?

-ვერ ვიტან რომ გაწყენინებ ხოლმე და შენ არ იმჩნევ. თავს უფრო დამნაშავედ ვგრძნობ ხმას რომ არ იღებ, მაგას მირჩევნია მეჩხუბო ხოლმე… -თოკამ ყურზე თმა გადამიწია და გამიღიმა.

-და მესამე?

-ვერ ვიტან რო დაძვრები ხოლმე აივნებზე და სახურავებზე.

-რატო?

-მეშინია რო რამე მოგივა…

-კაი რა, რა უნდა მომივიდეს…

-არა მაინც მეშინია.

-კაი ახლა ის მითხარი რა გიყვარს…

-კაი ოღონდ მერე შენ.

-ხო კაი… -მე შამპანური მოვსვი.

-აუ მაგაზე ცოტა დიდიხანი დამჭრდება ფიქრი. -გავეხუმრე.

-ნუ ხარ დამპალი. ვიცი რომ ბევრი რაღაც არის ეგეთი. ხოიცი რო ვერ მომატყუებ. -გაეცინა თოკას.

-აუ ხოო აი კიდე ძაან ნერვებს მიშლის ეგეთი თავდაჯერებული რომ ხარ და ჩემს აზრებს კითხულობ.

-კარგი აღარ წავიკითხავ შენს აზრებს. -მითხრა სიცილით.

-ახლა რა მიყვარს ხო?

-დიახ, მეგან.

-ესეიგი, მიყვარს როგორ მეძახი მეგანს. მიყვარს როგორ შეგიძლია ჩემი გაცინება ნებისმიერ დროს. მიყვარს რომ ეგეთი მოულოდნელი ხარ. მაშინ ჩნდები ხოლმე როცა ადამიანი საერთოდ არ ელოდება. მიყვარს როგორ მიღებ მანქანის კარებს. მიყვარს შენი გაკეთებული ყავა. შენი ცხელი ტუჩები. გრძელი და ლამაზი თითები. მიყვარს როგორ დაცულად ვგრძნობ ხოლმე თავს შენს ძლიერ მკლავებში. მიყვარს როგორ მიწყობ ყველაფერში ხელს. თუნდაც სწავლაში… არ მიეკუთვნები იმ ბიჭების რიცხვს რომელიც გოგოს აცდენს იმის გამო რომ მასთან გაატაროს დრო. შენ ორივეს ერთად ახერხებ და თან ამ ყველაფერს სასიამოვნოს ხდი… -თოკამ მოულოდნელად ტუჩებში მაკოცა.

-აი ხომ გეუბნები… -გავაგრძელე მე.

-მე მხოლოდ 3 რაღაც გთოვე. მაგრამ ამყველაფრის მოსმენა შენგან თან გამიკვირდა და თან მესიამოვნა…

-დღეს კეთილი ვარ… მიდი ეხლა შენ მითხარი

-რომლით დავიწყო.

-ცუდებით… -გამეცინა მე.

-სიმართლე რომ გითხრა, არ არის ისეთი რამ რასაც შეიძლება ვერ ვიტანდე შენში. მიყვარს როგორ მიბრაზდები, როგორ ეჭვიანობ, როგორც მეცინიკოსები. დაჟე შენი სწერვობაც კი მიყვარს…

-აუ გიჟი ხარ შენ, მართლა ოღონდ… -ჩავეჩარი მე.

-დაიცა ნუ მაწყვეტინებ. მიყვარს როგორ წევ ცალ წარბს. სასწაულად მიყვარს შენი სიცილი. შენი ნაზი კანი მიყვარს… ის მიყვარს როგორ იხდი ბოდიშს, როცა თავს დამნაშავედ გრძნობ. მიყვარს ის ფაქტი რომ მთელი დღე შემიძლია შენზე ვიფიქრო. არ ვიცი რა გაქვს ასეთი, უფრო სწორედ ბევრი რაღაც გაქვს რაც მაჯადოვებს, მაგრამ ასე? მიყვარს ჩემს გაბრაზებას რომ ცდილობ ხოლმე და მეუბნები კოცნა არიციო. არადა ვიცი რო გსიამოვნებს. სხვანაირად რომ იყოს სიამოვნებისგან თვალებს არ დახუჭავდი და არც ღრმად დაიწყებდი ხოლმე სუნთქვას. დაგინახე დღეს ლიფტში როგორ დაგეხუჭა თვალები როცა ყელში კოცნა დაგიწყე. შენი თვალები მიყვარს. შენი ლამაზი ცხვირი. შენი სურნელი მიყვარს. ზუსტად ვიცი არასდროს დამავიწყდება… -მერე სიჩუმე ჩამოვარდა, ორივე შამპანურს ვსვამდით. კარგა ხანი ვიდექით ასე. მერე რაღაც გამახსენდა :

-რა წერილებს წერ? -ვკითხე დაბნეულმა.

-წერილებს?

-ხო, წერილებს.

-მართლა არ ვიცი რაზე მელაპარაკები.

-კაი თოკა რა… რამე ხდება და არ ვიცი?

-რა უნდა ხდებოდეს?

-გთხოვ მითხარი.

-რა უნდა გითხრა მართლა ვერ ვხვდები.

-ჩემი თავი დაიფიცე აბა. -თოკამ თვალები დახუჭა და კბილები კბილებს დააჭირა.

-შემეშვი გთხოვ.

-აა შეგეშვა?

-ხო.

-ჩემი თავი დაგაფიცე.

-ვიცი.

-მერე?

-მერე ის რომ ამ ზაფხულის ბოლოს მამაშენს ესპანეთში მიჰყავხარ საცხოვრებლად. და ალბათ სამუდამოდ. -მითხრა გაბრაზებული ხმით.

-რაა? საიდან მოიტანე?

-აუ რა კითხვაა, ხოიცი რო არ მიჭირს ისეთი რაღაცების გაგება რაც შენ გეხება. -მივხვდი რომ სიმართლეს ამბობდა და აი ძალიან დავიგრუზე. მამაჩემზე ხო მაგრად გავბრაზდი მარა თოკაზე უარესად ამდენი ხანი ამ ამბავს რომ მიმალავდა.

-რამდენი ხანია რაც იცი?

-სალი რომ ავარიაში მოყვა მაშინ გავიგე.

-ლუკამაც იცის?

-ჰო…

-ვერცერთს ვერ გიტანთ! -ვუთხარი ხმამაღალი ტონით.

-კაი დამშვიდდი რა. -ჩახუტებას შეეცადა , მაგრამ ხელი გავაშვებინე.

-არ წავალ. და შენ ვაფშე აღარ დამელაპარაკო. აღარც მომწერო! -თოკამ ჭიქა ძირს დააგდო და ხელები სახეზე აიფარა.

-რატო მექცევი ეგრე.

-შემეშვი, ბოლოჯერ გეუბნები. -წასვლა რომ დავაპირე, უცებ ტელეფონზე დაურეკეს. წარმოდგენა არ მაქვს რა უთხრეს, მაგრამ ლაპარაკს რომ მორჩა ტელეფონი ძირს დაუვარდა, მოაჯირთან მივიდა და ძირს დაჯდა. მე აღარც მიყურებდა.

-რა მოხდა. -მივედი მასთან, გვერდზე დავუჯექი და ჩუმად ვკითხე.

-მამაჩემი.

-რა სჭირს მამაშენს.

-რეანიმაციაშია. -ლუკას დაუძახა, რაღაცას ლაპარაკობდნენ. მერე მე მომიბრუნდა :

-ამაღამვე უნდა გავფრინდე.

-აეროპორტში მაინც გამოგყვები. -ვუთხარი აცრემლებული თვალებით. სანამ პირველ სართულზე ჩავედით , ვერ ისვენებდა, ლიფტში აქეთ-იქით დადიოდა.

-გთხოვ ნუ ნერვიულობ ეგრე ძაან. -მანქანაში ჩავსხედით, მთელი გზა ხმა არ ამოუღია , ჩემს გვერდზე იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა. ვერ ვეგუებოდი ასეთს. ვიცოდი რას გრძნობდა იმიტომ რომ ასე ვიყავი როცა დედაჩემი დავკარგე. როდესაც ადამიანს რაღაც გტკივა და ამას არ ამბობ, ეს ტკივილი უფრო განადგურებს შიგნიდან. და ვიცოდი რომ ახლა გალოგრეს ანადგურებდა ეს ტკივილი, მაგრამ თან ვერაფერს ვეუბნებოდი. ბათუმის აეროპორტში მივედით. უკვე ძაან გვიანი იყო. ბიჭები ბილეთის საყიდლად მივიდნენ, მე და სალი ერთად დავრჩით.

-აუ გავგიჟდები, ოღონდ მართლა.

-კაი გოგო ნუ ნერვიულობ კარგად იქნება. -მამშვიდებდა სალი.

-რომ არ იყოს?

-იქნება!

-თოკას დაკარგვის მეშინია. მეშინია რო წავა და აღარ ჩამოვა. -ცრემლები წამომივიდა თვალებიდან. სალი მოვიდა და ჩამეხუტა.

-ხო იცი რო ჩამოვა, არ შეუძლია შენს გარეშე ვერ ხედავ? -მე ამ სიტყვებზე კიდე უფრო ამეტირა. ბიჭები რო დაბრუნდნენ, თოკამ ცალკე გამიყვანა.

-რა გატირებს გაგიჟდი? -მეკითხებოდა სასოწარკვეთილი თოკა.

-რამდენ ხანში მიფრინავ…

-ერთ საათში.

-რო ჩახვალ დამირეკავ?

-კი… -მე ხელები ზურგზე მოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე. როგორც კი ვაანალიზებდი რომ მხოლოდ ეს 1 საათიღა გვქონდა დარჩენილი ჭკუიდან ვიშლებოდი, თან ვიცოდი რა ცუდად იყო თოკა. მასთან ერთად ვნერვიულობდი და მასთან ერთად მტკიოდა გული, რომელიც ძლივსღა ფეთქავდა.

-ყველაფერი კარგად იქნება…-ვუთხარი მე.

-ვიცი მეგან. -მიპასუხა და ხელები უფრო ძლიერად მომხვია. ასე ვიდექით 1 საათი, შიგადაშიგ თავზე მკოცნიდა და მე ვხვდებოდი რომ ისიც ტიროდა, რადგან ზოგჯერ ცალ ხელს მაშორებდა ხოლმე და თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა. მე კიდე მის მკლავებში ჩუმად ვტიროდი. ერთი საათი ერთი წამივით გავიდა. ლუკამ უთხრა დრო არისო. არცერთს გვინდოდა ხელის გაშვება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. გავუშვი , მან ჩემი სახე მის ლამაზ ხელებში მოაქცია და თვალებში შემომხედა. მეც ვუყურებდი მის აცრემლებულ თვალებს.

-ჩამოხვალ ისევ? -ვკითხე ჩუმად.

-კი, ჩამოვალ. -მითხრა მან.

-მპირდები?

-გპირდები.

და მერე დავინახე როგორ გაბრუნდა და როგორ მიდიოდა გასასვლელისკენ. უკვე შენელებულად მეჩვენებოდა ეს კადრი. მერე ერთხელ მოტრიალდა და ტუჩების მოძრაობით მივხვდი , მიყვარხარო მითხრა. ეს სიტყვა მანამდე არ ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი. არც მე მისთვის და ისიც კი ვერ მოვახერხე რო მეცთქო მეთქვა.

თოკა წავიდა და წავიდა…

2 წელი გავიდა მას მერე. ველოდებოდი, მაგრამ არ ჩამოსულა. მერე მეც ესპანეთში წავედი და იქ დავამთავრე სწავლა. სალი და ლუკა დაქორწინდნენ. მათ ქორწილშიც მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ მეგონა ისიც იქნებოდა… ბევრჯერ დავურეკე, მაგრამ ამაოდ. ვეღარც ლუკა უკავშირდებოდა. მხოლოდ ის გაიგო რომ გალოგრეს მამა გარდაიცვალა. შეიცვალა საცხოვრებელი, საკონტაქტო ტელეფონი, უნივერსიტეტიც. იმ ღამეს თოკა რომ წავიდა სახლში მოვედი, საძინებელში წერილები დამხვდა დატოვებული. ის წერილები, რომლებსაც მე მიწერდა და ამ ამბავის დასაწყისი, ანუ პროლოგი მისი ბოლო წერილიდან ამონარიდია. ბნელ ოთახში ვიჯექი და მთელი ღამე ვტიროდი. ასე ცხოვრებაში არ მიტირია. ზუსტად მაშინ მივხვდი რომ როგორც ადამიანის გამოჩენამ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, ასევე შეიძლება ადამიანის წასვლამ დააყენოს ცხოვრება თავდაყირა. დღემდე ვერ ვეგუები რომ მის ღიმილს ვეღარ ვხედავ. 2 წელია ქუჩაში დავდივარ და საერთოდ არავინ, არავინ არ არის მისი მსგავსიც კი. არც მისნაირი თბილი გამოხედვა მინახავს იმის მერე სადმე. უბრალოდ საშინლად მაკლია. მისი ჩახუტება მენატრება, მისი ნაზი შეხება და კოცნა. მისი გრძელი თითები. მინდა ისევ ამოძვრეს ჩემს აივანზე. ესპანეთშიც სპეციალურად გადავედი აივნიან ბინაში.ფიქრი იმის შესახებ რომ მარტოა და არავინ აღარ ჰყავს ბოლოს მიღებს… ის მაინც ვიცოდე როგორ არის, რას აკეთებს. ნეტავ ახლა სად არის. იქნებ ისიც ჩემზე ფიქრობს…

დღეს კი 15 მაისია. ვზივარ საბურთალოს იმ კაფეში, რომელშიც ზუსტად 2 წლის უკან შემოვარდა გაგიჟებული თოკა გალოგრე და ყოველწამს ველოდები როდის შემოაღებს კაფის კარებს. დღემდე ველოდები, როდის შეასრულებს მის ერთადერთ შეუსრულებელ დანაპირებს.

და რა მოხდება თუ მართლა შემოვა?



№1  offline წევრი kora

დიდი ხანია, რაც ამ გვერდზე ისტორიებს ვკითხულობ... იყო ისტორიები, რომლებიც არ მომწონებია, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მეფიქროს, ნეტა არ წამეკითხა თქო. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა ვინანე თუ რატომ წავიკითხე... თან წინასაახალწლოდ უფრო თბილს და ტკბილ ფინალს ველოდი. დავიგრუზე ძალიან. საოცრად დაიწყო ისტორია, პირველი თავიდან დაწყებული ბოლო თავის დაწყებამდე ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან, იმდენად მომაჯადოვა გალოგრემ. და ბოლო ნაწილმა კი ბოლო მომიღო :( კარგი, ვთქვათ მიატოვა მეგანი, მაგრამ მინდოდა მცოდნოდა თუ რატომ მოიქცა ასე და საერთოდ ცოცხალია კი? ან რამე უჭირს? რა მოხდა საერთოდ?!...
ამ ისტორიას გაგრძელება აქვს, თუ მართლა აქ სრულდება ყველაფერი?
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი ემა

ძალიან მიყვარს

 


№3  offline წევრი tatukaa

ძალიან კარგი იყო <3 მეც გამომიცდია იგივე ტკივილი და ვიცი რა საშინელებაა!იმედია მეორე ნაწილსაც დადებ <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargia gagrdzelebas dawer ?

 


№5 სტუმარი mtvaro svani

au kargi ra rogor mixaroda ra kargi iyo da ase amfavreb?magrad mecyina neta sul ar camekitxa ra.an toka ras uketebs megans da an shen chven?meore tavi dade ra gtxov ase nu mogveqcevi ra?

 


№6  offline წევრი Firefly

ამეტირა ოღონდ მართლა,ბოლო აბზაცამდე და ბოლო სიტყვამდე ველდი დაბრუნებას...კარგი იქნება მეორე ნაწილს თუ დაწერ♥
--------------------
M.T

 


№7  offline წევრი migro

სასწაული იყო !!! სახიდან ღიმილი არ მომშორებიაა კითხვის დროს..გული დამწყდაა დასასრული რომ წავიკითხე, რატომღაც ველოდი რომ დაბრუნდებოდა...ძალიან გთხოვ მეორე ნაწილიც დადე რაა <3 <3

 


№8  offline წევრი lilearchvadze:)

ძალიან კარგიააა :( <3

 


№9 სტუმარი ცაკო

ძალიან მომეწონა და იმედია გაგრძელება ექნება...მოუთმენლად ველი...

 


№10 სტუმარი Eto

Gagrdzeleba chirdeba aucileblad

Saswaulia
Velodebi aucileblad gagrdzelebas ese ar und dagetova

 


№11 სტუმარი .

ავტორი რომ მიაწერო ადმინ არა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent