ღამის აივნის შეხვედრა, ანუ რაც გინახავს კიდევ ნახავ! (თავი 13)
დილით ულევი ენერგიით მეღვიძება, მაგრამ ტანის განძრევა მაინც მიჭირს. ჩემს გარშემო შემოხვეული ტატო ძლიერი მასით მაწვება სხეულზე, თავი თმებში ჩაუმალავს, ფეხები კი ჩემსაში აქვს ახლართული. როგორც იქნა ვახერხებ გათავისუფლებას და თეძოზე ვკალათდები, თან ტატოს სახეს დაჟინებით ვაკვირდები. როგორც ყოველთვის მოშვებული წითური წვერი ღვინისფერ ტუჩებს მიმზიდველად ფარავს. ასეთივე წითური წამწამები, ჩემთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი ფერის თვალებს მალავენ. მოულოდნელად მიჩნდება მამაკაცის შეხების სურვილი, ამიტომ ტკბილად ვკოცნი შუბლზე მერე კი დიდი ტანჯვით ვცდილობ მისი მძიმე სხეულისგან ხელების გათავისუფლებას. ცოტა ხანში, მოწესრიგებას ვასწრებ და დასაფიქრელადაც მრჩება დრო სანამ არჯევანიძე გემრიელად ვშვინავს. ლაილაც მისნაირად მოკალათებულა ლოგინზე. კომოდს ვეყრდნობი და დაძაბული ფიქრების შემდეგ როგორც იქნა ვახერხებ განძრევას, რომ ცოტაოდენი ტანსაცმელი ჩავალაგო და საკუთარი ნივთები მოვაწესრიგო სანამ ტატოს ბინას მივაშურებდეთ. გუშინ ნამდვილად შემომაწვა სიჯიუტე. სოფოს გამოც დავიხიე უკან და ალბათ ზუსტად ამიტომაც არ ვაპირებდი არსად წასვლას. თუმცა არ მინდა ჩემი ქცევა ეჭვიანობას დაემსგავსოს, თანაც ხომ ამბობდა ტატო მხოლოდ შენ მინდიხარ და მეტი არავინო. იქნებ ნამდვილად დროა რომ ვიღაცას მაინც მივენდო ამდენი წლის განმავლობაში. როგორც იქნა ვეთანხმები ჩემ თავს რომ ღირს ტატოსთან გადასვლა სულ რაღაც ორი კვირით. მერე როგორც იქნა დაბრუნდებიან ჩემები ბათუმში და მეღირსება საკუთარ ბინაში გადასვლა. მამაკაცისკენ მეპარება თვალები. ჯერ კიდევ უდარდელად ძინავს, ისე რომ ბალიში თავზე აქვს წამოფარებული მბზინავი მზის სხივების სახიდან არიდების მიზნით. გაღიმებული გამომეტყველებით ვუახლოვდები, გემრიელად ვკოცნი აწითლებულ ტუჩებში, ისიც მაშინვე ზანტად ახელს თვალებს. -დილამშვიდობისა ფისო._ყურებამდე გაკრეჭილი სახით ვეუბნები მისივე ფრაზას. თავიდან თითქოს იბნევასავით მაგრამ შემდეგ არანაკლებ ფართე ღიმილს მაგებებს, ისე რომ ნათელი თვალები ოდნავ დაჭორფლილ ყვრიმალებში ემალება. -დილამშვიდობისა მო. როგორ გეძინა? -ძალიან გემრიელი ღამის შემდეგ– შეეესანიშნავად! -მაშინ ხო არ გაგვეგრძელებინა გუშინდელი ღამე?!_მეუბნება ცბიერად აციმციმებული თვალებით. -სამწუხაროდ, გული უნდა გაგიტეხოთ ბატონო არჯევანიძე._მალევე ვებმევი თამაშში. მოჩვენებით წუხილს დაბუსხული ტუჩით გამოვხატავ. -ამ დილით არაფერი არ გამოვა რადგან ძალიან გვეჩქარება._მორიგ დაბნეულ გამომეტყველებას ახვედრებს ჩემს სიტყვებს. -გადაიფიქრე ჩემი შემოფარება?_ამჯერად ნამდვილად მექუფრება სახე. იქნებ მართლა აღარ უნდა რომ მასთან ერთად წამოვიდე? ჩემი სიტყვების გამგონეს, ჯერ თვალები უდიდდება, შემდეგ კი სასწრაფოდ წევს გამოყვანილ მხრებს ლოგინიდან. ოდნავ გამჭირვალე თეთრი ზეწარი ზერელედ უფარავს სიშიშვლეს. წითელი საღებავი მივსებს სახეს. -წამოხვალ ჩემთან?!_გამომეტყველება გაოცებული სიხარულით ეფარება, ტონი კი ძველებურთან შედარებით უფრო თბილი და ზრუნვით სავსე აქვს. -წამოვალ._მის შემყურეს მეც მიკეთდება ხასიათი. თუმცა ვაი ამ გამოკეთებას. ფეხზე ზანტად წამომდგარი ტატო სახიდან ჯერ კიდევ არ მაშორებს თვალებს. ფრთხილად უვლის უზარმაზარ ლოგინს ისე რომ ჩემს მხარეს აღმოჩნდეს. ლოგინზე მჯდარს, ისედაც აღაჟღაჟებული სახე ცეცხლივით მიცხელდება როდესაც სრულიად შიშველი მამაკაცი წინ მიდგება და ისეთ მზერას მახვედრებს თითქოს წუთი-წუთზე უნდა მომვარდეს და ყელი გამომგლიჯოს. აი, სიმართლე რომ ვთქვა ვერ გამიგია, კოცნით აპირებს ამის გაკეთებას თუ ნამდვილად უნდა ჩემი მოკვლა. -ტატო... -გაჩუმდი...ერთადერთხელ მაინც..._უცნაური ჟრუანტელი მაკითხავს ცივი ოფლით დაცვარულ კანზე. არ მესმის რამ გააბრაზა ასე ძალიან. არასწორად ვუთხარი რამე? არასწორად მოვიქეცი? ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მაკითხავს შიში. პირიდან საწყალი კნავილი ამომდის. ნუთუ მართლა აპირებს ჩემს მოკვლას?! -ტატო გეხვეწები... სიტკბო. სიცივე და სითბო. სიუხეშე. ეს ყველაფერი ერთიანად იგრძნობა მის ქცევაში. საცოდავი კნავილი ამომდის ყელიდან კოცნაში გართულს. ლოგინზე ზურგით გადაწოლილს, მამაკაცის შიშველი სხეული მტელი ძალით მაწვება, ისე რომ რამისაა სუნთქვა შემეკვრას. ტუჩებზე ძლიერად მიჭერს თითებს კოცნაში გართული ტატო. -აი ამას მიკეთებ, მარგო...ასე ადვილად გამოგყავარ ჭკუიდან._გრძნობებისგან დაბოხებული ხმით ნათქვამი სიტყვები ვეფხვის ღრენას მომაგონებენ. არ მესმის რაზე ლაპარაკობს. -ტატო...ვერ ვხვდები რა გინდა._მამაკაცის არ იყოს, ხმა მეც მეცვლება სანამ ტუჩები მაისურით დაფარულ მკერდზე მკოცნიან. სასწრაფოდ მშორდება სხეულიდან და გადიდებულ თვალებს მახვედრებს, გეგონება უნდა ვხვდებოდე რა არის მისი ასეთი ქცევის მიზეზი. -შენი სიჟიუტე მარგო...სიჯიუტე მაგიჟებს და ჭკუიდან გამოვყავარ! ყველაფერში მეწინააღმდეგები._ვერ ვუგებ ამ კაცს ვერაფერს! -ეხლა მაინც რა დავაშავე მითხარი._მტკიცე სიტყვების გაგებისას, ჩემს წინ მდგარი არჯევანიძე ცოტა არ იყოს იბნევა. გუშინდელი ღამის შემდეგ აბურდულ თმებს, კიდევ უფრო იჩეჩავს, რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კი როგორც იქნა მაკადრებს ხმის ამოღებას. მაგრამ, აი, მის შემდეგ სიტყვებზე კი არ ვიცი როგორი რეაქცია უნდა მქონდეს—მიხაროდეს თუ მეუცნაურებოდეს. -არ ვიცი მო..._მეტად იბნევა და გაბრაზებულად ხუჭავს თვალებს. თუმცა როგორც კი ქუთუთოებს ახელს მის მზერაში მხოლოდ ვნებამორეულ სიბნელეს ვხედავ. -უბრალოდ შენი ასეთი შეუვალი, უდრეკი ხასიათი გამაგჟებლად მოქმედებს ჩემზე. მიჭირს საკუთარი თავის კონტორილი შენთან რომ ვარ... ჩემსავით უწითლდება ლოყები, მაგრამ მალევე იყვანს თავს ხელში. მაინც ვერ გამიგია რა ჩავიდინე ისეთი რომ თავი ახლაც ვერ „გააკონტროლა“. ნუთუ ის რომ გუშინ გამოვხატე ჩემი წინააღმდეგობა მასთან გადასვლის გამო? რა სისულელეა...სახალისო სისულელე. -კარგი, ვეცდები რომ აღარ გამოგიყვანო ჭკუიდან._სულ ერთ წამში ხმაში მელაკუდას ცბიერება მერევა. მიუხედავათ ჩემი სიტყვებისა, თვალებში წამიერი ცეცხლი ენთება რომლის ჩაქრობას მაინც ახერხებს ღრმა ამოსუნთქვით. -მოწესრიგდი და წავიდეთ. დღეისთვის კიდევ რამდენიმე გეგმა გვაქვს, ფისო._დამაინტრიგებელი წინადადებით მაცილებს შიშველ სხეულს მერე კი ზანტად დგება და იატაკზე ქაოსურად დაყრილი ტანსაცმლის ჩაცმას იწყებს. *** მგზავრობაში გატარებული მოკლე დროის შემდეგ, მანქანას ნაცნობი კორპუსების წინ ვაჩერებ. არჯევანიძის ავტომობილიც ჩემს გერდით პოულობს ადგილს. სულ ერთი წამით ჩემი სადარბაზოსკენ მეპარება თვალები და მაშინვე მშობლები იწყებენ ტვინში ტივტივს. უსიამოვნოდ მაჟრიალებს მათ გახსენებისას ამიტომ მაშინვე ვიცილებ ცუდ მოგონებებს თავიდან. მამაკაცი მეზობელი სადარბაზოსკენ მიმითითებს. ცოტა ხანში ჩემს ბარგს ოთახში ათავსებს, კუდ აქიცინებული ლაილასთვის კი წყლის ფიალა გამოაქვს სამზარეულოდან. ბინა არანაირად არ ჩამორჩება იმ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს რომელშიც რამდენიმე საათის წინ გავიღვიძეთ, ყველაფერი დიდი გემოვენიბითაა მოწყობილი. -საძინებელში შევიტანე შენი ნივთები. შეგიძლია აბაზანა მიიღო. ყველაფერი შენს განკარგულებაშია... -მადლობა ტატო. ყველაფრისთვის... მომნუსხველ ღიმილს მაგებებს ჩემი სიტყვების გაგებისას. პასუხის ნიშნად ოდნავ მიხრის თავს მერე კი სამზარეულოსკენ იღებს გეზს. წყლის გადავლება ნამდვილად არ მაწყენდა დილაუთენია. რაცარუნდა გასაკვრი იყოს ჯერ მხოლოდ ათი საათია, მაგრამ მიუხედავათ ამისა თავს მაინც გადაღლილად ვგრძნობ. გრილი წყალი სასწრაფოდ მაშორებს რამდენიმე დღის სტრესს ამიტომ, ჯინსის შარვალსა და წელზე შემომჯდარ კრემისფერ მაისურში გამოწყობილი, სხვა ადამიანის სახით ვბრუნდები სამზარეულოში. საჭმლის შეუდარებელი არომატი კუჭში უძლევ შიმშილს მიღვიძებს. გაზქურასთან მდგარი, მაისურ გახდილი ტატო ხმამაღლა ჩართული მუსიკის ჰანგებს გრაციოზულად აყოლებს შიშველ თეძოებს. ნაცნობი მუსიკა მოწყენილობის მიუხედავათ სიამოვნების ნაპერწკლებს მიღვიძებს გულში. სახელის გახსენებას მთელი ძალით ვცდილობ თუმცა არ გამომდის. -ხედით მოიხიბლე ფისო? -მოვიხიბლე... და არამარტო ხედით. არ მეგონა თუ ასე კარგად ერკვეოდი კულინარიაში. -არ ვერკვევი, უბრლოდ ვაკეთებ იმას რაც მომწონს._ცივი ხმა აქვს. ზედმეტად ცივი. -კიდევ რა მოგწონს?_ვეკითხები გულწრფელად დაინტერესებული ხმით. -მუსიკა... -ვისი კომპოზიციაა? -ჰანდელის... სარაბანდე._შესანიშნავობაა. -ვჭამოთ._არაფრისმთქმელი ტონი ერევა ხმაში. მეჩვენება თუ ხასიათზე არაა? უხმოდ ვკალათდები სკამზე სანამ ტატო საუზმის მზადებას ამთავრებს და მოზრდილი პორციებით აწყობს თეფშებზე. უხმოდ ვჭამთ. არ მესმის როგორ ეცვლება ასე ადვილად ხასიათი ან საერთოდ რა მიზეზის გამო. მოჭუტულად ვაპარებ მისკენ თვალებს, ვიფიქრე სახეზე მაინც შევძლებ რამის ამოკითხვასთქო. სულ ტყუილად... ზანტად ვღეჭავ ხორცის ბოლო ნაჭერს და ვცდილობ ძალა მოვიკრიფო. -ტატო...ყველაფერი კარგად გაქვს?_კითხვის დასმა და მისი ნაღვლიანი თვალების დანახვა ერთია. სევდით სავსე ღიმილს მტყორცნის, მერე თავს მაჯებში მალავს, თმებს იჩეჩავს და სწრაფი ხმით მპასუხობს. თუმცა ამჯერად სახე შედარებით უწყნარდება. -ჩემი მშობლები აწყობენ წვეულებას, დედაჩემის დაბადების დღის აღსანიშნავად..._აი თურმე რაში ყოფილა საქმე. -დაპატიჟებული ვარ._ამჯერად მწარე ღიმილით ეცვლება გამომეტყველება. -როდის? -პარასკევს._სულ რაღაც, ორ დღეში. ესეიგი მამამისის ნახვაც მოუწევს მიუხედავათ იმისა რომ არ უნდა. რა კარგად მესმის მისი... -ტატო... -მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე, წინააღმდეგი თუ არ ხარ._ხმა უფრო და უფრო უდრეკი უხდება. მტკიცე, თან ამავე დროს იმედიანი თვალებით მიყურებს პასუხის მოლოდინში. ალბათ ერთადერთი რასაც ჩემი მოულოდნელი რეაქციის გამოხატვა შეუძლია, სხეულის ერთიანი კანკალია. ორივეს არეულდარეულლი ოჯახი და დამსხვრეული ბავშვობა რომ არა, ალბათ დიდი სიხარულით შევხვდებორი არჯევანიძეს მთლიან ოჯახს. მაგრამ ახლა მხოლოდ შიში თუ მივლის. -მო, ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი მინდა შენგან მაგრ... -წამოვალ._ერთ წამში ეცვლება სახე. ბედნიერია. გულწრფელად ბედნიერია. -წამოხვალ? -წამოვალ._რაც შეიძლება თავდაერებუად ვამობ და მის გაოცებულად მხირულ გამომეტყველებაზე ფართე ღიმილში მერხევა ტუჩები. საუზმე მალევე ჩავამთავრეთ, სამზარეულო კოხტად მოვაწესრიგეთ და მისაღებ ოთახში ცალცალკე სავარძლებზე მოვთავსდით. ჩემს მოპირდაპირედ მჯდარ მამაკაცს როგორც ყოველთვის სერიოზული მზერა ადევს სახეზე. მიკვირს როგორაა ასეთი— ცივი და ამავე რდოს ამდენად ყურადღებიანი, მზრუნველი, ვნებიანი. სიჩუმეში მყოფი თითქოს ჩემსავით ჩაფიქრებულა რაღაცაზე. წითლად მოოქროვილი წვერის ქვეშ მათრობი ტუჩები ხარბად ითხოვენ მდედრობითი სქესის ყურადღებას თავისი ყოველი მიხვრა მოხვდრით. ბერძნული გამოყვანილობის ცხვირი სწორი ხაზით უერთდება ჯმუხ წარბებს რომლებიც უზადო სიამაყით კვეთავენ თვალებს. მმმ, არჯევანიძის თვალები... იფიქრებ მათში არაფერი ისეთი არააო, უფერული თვალები რომლებსაც ყავისფერის ოდნავი ტონი დაკრავს. მაგრამ სულ ერთი გამოხედვა და გგონია რომ სამყაროს ყოველ ნაწილაკს გრძნობ სხეულით. იმდენად მოჯადოვებული ხარ უფერულობითა და გრძელი წამწამების ფახუნით რომ საკუთარი სიცოცხლე გავიწყდება. ალბათ ესაა ყველაზე საშინელი რაც შეიძლება მოხდეს—შენი თავი იმდონემდე დაკარგო ამ მზერის თვალიერებისას რომ დილით სრულ გაურკვევლობაში გაიღვიძო, მიუხედავათ იმისა რომ წინა ღამეს პირველი ნაბიჯი ზუსტად შენ გადადგი და ვნება გაიზიარე ამ მამაკაცთან. ალბათ ზუსტად ასე დამემართა მეც, რამოდენიმე ხნის წინ. ხელები...ეს სულ სხვა თემაა. იმდენად სხვა, რომ გეგონება არაამქვეყნიურ ჰარმონიულ ქმნილებასთან გაქვს საქმე, ერთი შეხება მტანჯველად სასიამოვნო ჟრუანტელში რომ გაგდებს. ბავშვობიდავნე, დიდ ყურადღებას ვანიჭებდი ადამიანის ხელებს. თავიდანვე ვფიქრობდი რომ ყველაზე კარგად შინაგანი ნატურის გამოხატვა მათ შეუძლიათ. ტატოს ლურჯად დაძარღვულ ხელებს თავიდანვე შეეძლოთ ჩემი გაოცება იმ დონემდე რომ სხეულში ყოველჯერზე სასიამოვნო გრძნობა იღვიძებდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროთ ამავე ხელებიდან დატანჯული ცხოვრებისა და ტკივილს ნაწილაკი გადმოდის ჩემ ტანზე ყოველ ჯერს როდესაც არჯევანიძის თითები კანზე დასრიალებენ. მხოლოდ რამდენიმე ხნის წინ მივხვდი ამ ყველაფრის არსს. მივხვდი რომ ეს ტკივილი და ნატკენი წარსული გვკრავს ერთად და ვინ იცის იქნებ ზუსტად ამის გამო შევძელი ამ მამაკაცის გაცნობა... ბოხ ხმას მოულოდნელად მოვყავარ აზრზე. -რა?_დაწვრილებული თვალებით გამომყურებს და ცდილობს ჩემი აზრები ამოიკითხოს. ცბიერად მომცინარი სახის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ ყველაფერი შეძლო კიდეც... სასწრაფოდ ვცვლი თემას. არატოლერანტული საქციელია მაგრამ რაღა ვქნა... -საღამოს კაბა მინდა. -დღეს წავალთ და ვიყიდით. -ეგ არ მიგულისხმია!_ოდნავი სიწითლე მივლის სახეზე. გონია რომ მას ვთხოვ ყიდვას?! კითხვის ნიშნად კისერს გვერდით ხრის, მე კი უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს. -მარტო მინდა გავლა ბუტიკებში. -მარტო?_თვალები უდიდდება მამაკაცს. -ჰო მარტო. მინდა დავფიქრდე ყველაფერზე და ფსიქოლოგიურად დავალაგო ტვინი._მეთვითონ მეცინება საკუთარ სიტყვებზე, არამცთუ ტატოს. ცოტაოდენი უსიტყვობით გამოხატავს დაფიქრებას. ბოლოს მომთმენად ხუჭავს თვალებს და დამჯერად მიქნევს თავს. -რაც მალე წავალ, მალე დავბრუნდები დააა...შეიძლება საღამოსთვის ცოტაოდენი დროც დაგვრჩეს._ქალის სიცბიერეს არაფერი რომ არ შეედრება ყველა დამეთანხმება. აცუღლუტებული თვალებით ვუფახუნებ წამწამებს და მასაც მაშინვე ენთება ცეცხლი. მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ისევე მოულოდნელად მთავრდება როგორც დაიწყო, ამიტომ მალევე გამოდის ჩემი დაწყებული თამაშიდან. -მე გაგიყვან და დაგხვდები კიდეც. მინდა ერთ ადგილას შეგატარო. -სად? -აი ეგ უკვე საიდუმლოა._მორიგ გულისწამსვლელ ღიმილს მჩუქნის და ზანტად მიემართება სამზარეულოსკენ, მერე იქიდან ჩემივე ფრაზით გამომძახის, რაც მალე გავალთ მით მალე გაიგებ ყველაფერსო. მეც რაღა მრჩება მოსამზადებლად მივდივარ და მოლოდინს ფანტაზიებით ვიკმაყოფილებ. *** ავტომობილიდან გადმოსული ტატო ჯენტლმენის მოქმედებით მიღებს კარებს რომ გადმოსვლა შევძლო. ვიწრო ქვედაბოლოსა და თეთრ დალანდულ პერანგში გამოწყობილი ამაყად ვდგავ ნაბიჯს სანამ მამაკაცს ჩემს წელზე შემოუჭდია ხელები. -ოთხისკენ? -ოთხისკენ._ტატოს დასმულ კითხვას სასწრაფოდ ვპასუხობ. იმედია ამ დროისთვის ყველაფრის ყიდვას მოვასწრებ და გამოვლას შეძლებს. წვრილ თითებს კისრისკენ მივასრიალებ, მერე გემრიელი კოცნით ვემშვიდობები და უხმოდ ვიღებ გეზს სავაჭრო ცენტრისკენ. ვიცი რომ ჯერ კიდევ ჩემს ზურგს უკან დგას და ღიმილით სავსე გამომეტყველებით მაცილებს. დაახლოებით სამ საათიანი ხეტიალი ბუტიკებსა და სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში, თავს მიხეთქავს. დაღლილად ვჩერდები ერთერთ კაფეში რომელიც ძალიან საყვარლად და წყნარად გამოიყურება. მოულოდნელად, ერთი ცელქი იდეა მაწვება ტვინზე, ამიომ სასწრაფოდ ვიმარჯვებ მობილურ ხელში. To: ტ From: მარგო ერთ მყუდრო კაფეში შევიყუჟე და როგორც ყოველთვის ცხელი წყალი მოვითხოვე ლიმნით. იმედია ყველაფერის ყიდვას მალე მოვახერხებ. მომენატრე. ღილაკს როგორც კი ვაჭერ წერილიც უმალვე იგზავნება. ველოდები როდის მომწერს. ათი წუთი. თხუთმეტი წუთი. ოცი... პასუხი არაა. სახე მინაღვლიანდება ასეთ წვრილმან რაღაცაზეც კი. -არა მო, თავი ხელში აიყვანე და მორჩი წუწუნს!_დიდი ძალისხმევით ვამხნევებ ჩემს თავს და ფულის გადახდის შემდეგ კაფესაც ვტოვებ. ჩემი შეკვეთის გამგონე, მიმტანი უცნაური თვალებით მაცილებს. აბა რომელი ნორმალური ადამიანი დალევდა ცხელ წყალს, უშაქროთ და უყველაფროთ—მხოლოდ ლიმნის თხელი ნაჭრით. კიდევ ცოტაოდენი ხეტიალის შემდეგ ერთიბეწო ბუტიკში ვყოფ თავს. მიუხედავათ ამისა ადგილი შესანიშნავად გამოიყურება: ნაცრისფერ ტონებში გადაწყვეტილი ბაროკოს სტილის დიზაინი ულამაზესია. მალე ბუტიკის პროდუქტზე გადამაქვს ყურადღება. საბოლოო ძებნის შემდეგ ყველაფერი იქამდე მიდის რომ გასახდელში შესული შავ ზურგამოჭრილ კაბას ვიხდენ ტანზე. წელზე შემოტკეცილ ელეგანტური მატერია სწორი ხაზებით ეშვება თეძოებზე და ფეხების გავლით აღწევს იატაკს. მკერდი საჭირო დონემდეა დაფარული და ყველაზე თავარი ისაა რომ დეკოლტე არანაირად არაა გამომწვევი. მთლიანობაში, ვფიქრობ რომ კაბა ზუსტად შეეფერაბა ასეთ წვეულებას სადაც როგორც იქნა შევძლებ ტატოს მშობლების ნახვას, მიუხედავათ იმისა რომ ტვინი შიშით მაქვს სავსე. იქვე ჩამოკიდული ჩანთიდან ამოსული ზუზუნი გულს მიხეთქავს, სანამ საკუთარ ფიქრებში ვერთობი. მობილურის მოციმციმე ეკრანიდან მამაკაცის ინიციალს ვხედავ. „ოჰ...ინება მოწერა...“ To: მარგო From: ტ. მაპატიე დაგვიანებული პასუხისთვის მო. პატარა პრობლემა შემექმნა მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. მეც ძალიან მომენატრე. როგორ მიდის საყიდლების საქმე? მალე გნახავ. თავიდან ჯმუხი წარბებით კი ვუყურებ მაგრამ მეორე წამს ღიმილით მევსება გამომეტყველება. მალევე ვუბრუნებ პასუხს. To: ტ. From: მარგო საყიდლებს რაც შეეხება... ერთი ძალიან ლამაზი კაბა მოვირგე ტანზე, ამიტომ ვფიქრობ რომ ოთხი საათისკენ შეგხვდები. პ.ს. იმედია ყველა პრობლემა ლიკვიდირებულია :) To: მარგო From: ტ. მშურს შენი კაბის ტანზე რომ „გეხება“. ერთი სული მაქვს როდის გნახავ. პ.ს ყველა პრობლემა ლიკვიდირებულია :) მეღიმება. და მენატრება... სასწრაფოდ ვაბრუნებ პასუხს. To: ტ. From: მარგო ბატონო ტატო, საღამოს შეიძლება დავფიქრდე და მოგცეთ ჩემი შეხების უფლება. პ.ს. რაც შეეხება კაბას, ის შესანიშნავად მაჯდება წელზე :)) To: მარგო From: ტ. პროვოკაციის აღმაგზნებელი არომატი მცემს, ქალბატონო მარგო! პ.ს. ამიღწერე შენი კაბა (რომლისაც ახლა უფრო მეტად მშურს!) სახეზე დაფენილი ღიმილი ძლიერად მეზრდება. აჰა, ესეიგი ჩვენ ცბიერ ვეფხვს თამაში მოუნდა. კი ბატონო, ვიღებ თქვენს გამოწვევას, ბატონო არჯევანიძე! To: ტ. From: მარგო შავი. გრძელი. ზრუგშეხსნილი და... ზუსტად ისეთი რომ მხოლო თქვენში თუ აგიგუგუნებთ გულს... :P ღილაკს ვაჭერ. წერილიც წამში იგზავნება. To: მარგო From: ტ. მითხარი რას აკეთებ. როგორც ჩანს ნამდვილად ჩავითრიე თამაშში, ჩვენი არჯევანიძე. მიუხედავათ იმისა რომ მესიჯიდან ტატოს ხმა არ მესმის მისი ვნებიანი ტონის წარმოდგენა ადვილად შემიძლია. დიდი ძალისხმევით ვწერ პასუხს. To: ტ. From: მარგო რას ვაკეთებ? მმმ... ვიხდი. პ.ს. და მინდიხარ... ისევ ვაგზავნი მესიჯს. სარკეში არეკლილი სახიდან ვხედავ რომ იდიოტური ღიმილი მადევს ტუჩებზე. საკიდზე ჩამოკიდულ ტანსაცმელს ისევ სხეულზე ვაბრუნებ და ბისერებით გაწყობილი მბზინავი კაბით ხელში მოლარესთან ვბრუნდები. მალევე ვიტოვებ ფუფუნებით სავსე ბუტიკს ზურგს უკან. მობილურს ვამოწმებ. ტატოსგან ხმა არ ისმის... სულ მალე მთლიანი სავაჭრო ცენტრის შენობასაც დავტოვე. ორი ნაბიჯიღა დამრჩა ქუჩაში გასასვლელად როდესაც ვიღაცის მაღალ ტანს ძლიერად ვეხეთქები. -მაპატიეთ, არ მინდო...დათო?! ჩემს წინ მდგარი მომცინარი მამაკაცი მეგობრულად შლის ხელებს ჩახუტების ნიშნად. ყველაფერი მოულოდნელად კი ხდება მაგრამ თავი მაინც მალე ამყავს ხელში. -მარგო ამილახვარი—ქალი რომელსაც წელიწადში ერთხელ თუ ვხედავ! -შენც გამარჯობა დათიკ._მის სიტყვებზე წყნარი კისკისი მიტყდება. -მაპატიე, უბრალოდ არ მოველოდი შენს ნახვას, მარგო. როგორ ხარ? -არც მე ვიფიქრებდი თუ აქ გნახავდი ამდენი ხნის განმავლობაში. ჩემთან ყველაფერი მშვენივრადაა. აი, ცოტა ხნით საიდლებზე გამოვიარე. -იმედია ჩემი შემოთავაზებაც გახსოვს._არ მესმის რაზე ლაპარაკობს, ამიტომ ჩემი დაბნეულობის დანახვისთანავე მალე მიხსნის ყველაფერს. -წვეულება მო. ხომ არ გადაიფიქრე? ჯანდაბა! ჯან-და-ბა! სულ დამავიწყდა. მითუმეტეს ტატოს მშობლების სანახავად გადავწყვიტე წასვლა. გაუაზრებლად მეცვლება სახე. ვფიქრობ დათოც იმწამსვე ხვდება ყველაფერს. -არ მითხრა რომ აგავიწყდა, მარგო. -ა..არა... აუ დათო ბოდიში რა._საკუთარი თავით უკმაყოფილო, გაბრაზებულად ვხუჭავ თვალებს. -ესეიგი არ წამოხვალ?_მამაკაცის დანაღვლიანებული ხმა მეტად მტკენს გულს და მახსენებს ჩემივე უპასუხისმგებლობას. -არ ვიცი დათო. ძალიან, ძალიან ვეცდები მაგრამ დაპირება არ შემიძლია. -კარგი, არაუშავს მარგო._მომნუსხველ სიცილს მჩუქნის დათო იმის ნიშნად რომ ყველაფერი რიგზეა. -მთავარია რომ გნახე სულ ცოტა ხნით მაინც... მეგობრული დამშვიდობებისა და ჩახუტვის შემდეგ მობილურს ვიმარჯვებ რომ ტატოს დავურეკო. -სად ხარ არჯევანიძევ, ჰა?_ყურმილში მართალია არავინ არ მპასუხობს მაგრამ კითხვას მაინც ვსვავ. უცნაურია ცოტა...კი მითხრა ვაჟბატონმა ოთხი საათისკენ გამოგივლიო, არადა ახლა ყურმილსაც არ იღებს. უაზროდ ვტრიალებ ერთ ადგილზე თან მობილურს იმდენად ვიჭერ ყურზე რომ დაბუჟებასაც ვგრძნობ. მოულოდნელად, ცხელი ხელები მივლიან წელზე, ყელში კი ასეთივე გავარვერებული ტუჩების კოცნა მედება. -მომენატრე. -მეც მომენატრე. და რაო რა მითხარი? მინდიხარო? -მინდოდი მაგრამ გადამიარა._ცინიკურ აღნიშვნას ვაკეთებ ცაში აზიდული საჩვენებელი თითით. ჯერ დაბღვერილად მიყურებს მაგრამ იმწამსვე ცვლის გამომატყველებას გაცინებულზე. -აბა, იყიდე რაც გინდოდა?_დაინტერესებული სახით მეუბნება მამაკაცი და გაღიმებული სახით ალებს თვალს ჩანთებს. -კიიი._მეც რაც შეიძლება საყვარლად ვჭუტავ თვალებს. ისევ მიღიმის. -და როდის გნახავთ თქვენს ახალ კაბაში ქალბატონო მარგო? -სამწუხაროდ ხვალამდე მოგიწევთ მოცლა ბატონო არჯევანიძე. -მაშ რაღა გაეწყობა._ვითომდა ნაწყენად ბუზავს ტუჩს მაგრამ ალევე იბრუნებს მხიარულ სახეს და სასწრაფოდ ცვლის თემას. -წავედით? -წავედით. დინჯად მიღებს ავტომობილის კარებს შემდეგ თვითონ იკავებს მძღოლის ადგილს საჭის წინ. რამდენიმე წუთია მგზავრობის შემდეგ ისევ აჩერებს მანქანას, მაგრამ ამჯერად მაფრთხილებს რომ გარეთ არ გადმოვიდე, თვითონ კი ლამაზად მოწყობილი პატარა შენობის გამჭირვალე კარს აღებს და ცოტა ხნით უჩინარდება. მიწევს ტროტუარის გვერდით გაჩერებულ მანქანაში ლოდინი. ცოტა კი გამაკვირვა ტატოს საქციელმა მაგრამ როდესაც ცოტა ხნის მერე მისი ამაყი სახე დავინახე პირზე ღიმილმა დაიკავა ადგილი. ხელში გრძელი შავი კოლოფი უჭირავს. გაკვირვებულ მზერას ვარტყავ სახეზე, მისგან კი უბრალო ჩაცინებას ვიღებ. მერე ისევ გაწელილი გზა და ჩუმი მგზავრობა... *** ნაცრისფერი ბურუსიდან ვიღავის ხელებს გამოვყავარ. როგორც ჩანს მანქანაში ჩამეძინა. -გაიღვიძე, მოვედით ფისო. მამაკაცის სიყვებზე გაშლილად ვაფახუნებ თვალებს არემარეს თვალიერებაში. მეგონა სახლში წავიდოდით, მაგრამ სულ სხვა ადგილზე წამოვუყვანივარ. ავტომობილიდან გადმოსულს, წინ აგურით ნაშენები სამ სართულიანი შენობა მხვდება. ქვაფენილის მოკლე ბილიკი აქეთ იქით წითელი ვარდების ბუჩქებს შემოუტევია. წინა ეზოს დანარჩენი ნაწილი მწვანე ბალახითაა დაფარული რომელიც ხალხის სეირნობით ითელება ალაგ ალაგ. -წამო._მხიარულად მიქნევს ხელს მოშორებით მდგარი ტატო მერე კი ისევ სერიოზულ გამომეტყველებას იბრუნებს და სმოკინგში გამოწყობილ ხანში შესულ მამაკაცს ესალმება. ისიც მოკლე გამოლაპარაკების შემდეგ შენობისკენ ანიშნებს. ჩემი დანახვისას მამაკაცს კეთილმოსურე ღიმილში ერხევა ტუჩები. -ქალბატონო მარგო..._ძალზედ მიკვირს როდესაც ჭაღამარ მამაკაცი მოსალმების ნიშნად ჩემს სახელს ახსენებს, მაგრამ მალევე ვიტოვებ გაკვირვებას ზურგსუკან და გრაციოზული მოძრაობით ვპასუხობ. შენობის ინტერიერი ისეთივე მყუდროა როგორც მისი ეზო. ყველაფერი დამაწყნარებელ ყავისფერშია გადაწყვეტილი, მბზინავი ლამპარებითა და სანათებით. შესასვლელის წინ პატარა ბარია, კედლების ჩაყოლებაზე კი მაგიდები დგას სადაც ლაპარაკში გართულ ხალხს მოუყრია თავი. ხელის ჩაკიდებით კიბეებზე ავყავარ ტატოს სანამ ბოლო სართულს არ ვაღწევთ. ულამაზეს ვერანდაზე ვყოფ თავს. ყველაფერი ფერად-ფერადი ვარდებითაა გარშემორტყმული, ცენტრში კი მრგვალ მაგიდებს მოუყრიათ თავი. -წამო მარგოოუ._პატარა ბიჭის ტონით მექაჩება მამაკაცი და ვარდების მცოცავ ბუჩქთან მდგარი მაგიდისკენ მიყავარ. -რას ინებებთ ბატონო ტატო?_მიმტანის ხმა მალევე მაფხიზლებს დაზვერვისგან. ოჰო, როგორც ჩანს ჩვენი არჯევანიძე ნაცნობი პერსონა ყოფილა ამ ადგილას. ღიმილით მიყურებს წინ მჯდარი ჟღარი და ჩემი ოდნავი დაბნეულობის ამოკითხვის შემდეგ, ორ შეკვეთას აძლევს. როგორც კი მიმტანი გვშორდება ტატო ჩემს თვალიერებას უდგება. -რა?_ვეკითხები მხიარული სახით სანამ მამაკაცის მწვავე მზერას ვიგერიებ. -ძალიან ლამაზი ხარ მო._ტონში იმდენი სერიოზულობა და სიყვარულის პაწაწუნა ნაპერწკლები ეტყობა რომ სასიამოვნოდ მაყრის კანზე. წამში ცვლის თემას. -მოგწონს აქაურობა? -ძალიან! არ მეგონა თუ ასეთ ადგილას მომიყვანდი._ჩემი სიტყვების გაგებისას გაუგებრობა ედება სახეზე. ნუთუ დაიბნა? სასწრაფოდ ვცდილობ ყველაფრის ახსნას. -უბრალოდ, მეგონა გულები და რომანტიკა შენი სტიქია არ იყო. -დრო გადის და ყველაფერი იცვლება, მო._წესით, მამაკაცის ეს ფრაზა უნდა მაწყნარებდეს, მაგრამ მიუხედავათ ამისა გულში ულევი სევდა იღვიძებს. ტატოს სიტყვებიც არანაკლედ მოწყენილი მეჩვენება. რატომ არ ამბობს რისი ეშინია ჩემთან ყოფნისას?! ტატოს შეკვეთა სულ რამდენიმე წუთში მოაქვთ. საშუალოდ შემწვარი სტეიკი თაფლის სოუსით, ბოსტნეულით და ლიმნის რამოდენიმე ნაჭრით. არჯევანიძის შეკვეთით ასევე კოსტელო დი ამას ღვინო— სან ლორენზო მოგვართვეს, რომლის გემოც არაჩვეულებრივად სასიამოვნო მაგრამ ამავდროულად იდუმალი და უხეშია, ზუსტად ისეთივე ცვალებადი როგორც ჩემს წინ მჯდარი მამაკაცი. აი თუნდაც ახლა, ისე შეცვალა სასაუბრო ტონი რომ რამისაა ყბა ჩამომვარდეს. -როგორ ჩაიარეს საყიდლებმა?_მეკითხება მხიარული ხმით თან ხორცის გემრიელ ნაჭერს მადიანად აგემოვნებს. -ნორმალურად. მეგობარს შევხვდი. -ვიცი. -იცი?!_თვალები შუბლზე ამდის. -საიდან? მითვალთაველბდი?! ზანტ ღეჭვას გაქვავებულივით აჩერებს, როდესაც ტუჩები ირონიულ ღიმილში ერხევა. -გგონია ამ დონემდე დავეცი? არა, მარგო, არ გითვალთვალებდი. დაგინახე რომ ჩაეხუტე სულ ესაა._თვალები თითქოსდა ეჭვის ჩრდილით ეფარება. გაოგნებული ვარ... -კარგად რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი რომ ეჭვიანობ._ხორცის ჭამას უდარდელად ვაგრძელებ. თვალები განგებ მაქვს დაბლა დახრილი ამიტომ ტატოს გამომეტყველებას მხოლოდ სილუეტის მოხაზულობით ვამჩნევ. ისევ ჩერდება. ღვინის ბოკალს მაგიდაზე აბრუნებს. ცოტაოდენი სიჩუმის მერე როგორც იქნა მესმის მამაკაცის ბოხი ხმა. -კარგად არც მიცნობ მარგო. მიცნობ ახლოს, ძალიან, ძალიან ახლოს...ისევე როგორც მე. მკერდში ნაცნობი გრძნობა მიხლართავს გულს, წინ მჯდარი ჟღარის შემყურეს. ისეთი აზრი მიტრიალებს თავში თითქოს ჩემი გამოწვევა უნდა. აი აქ. ამ წუთას, ასეთ უდროო დროს, როდესაც გარშემო ხალხი მოზრდილი ნაკადი გვიზის. გული მეტად იწყებს გუგუნს როდესაც ხელზე თითები მეხებიან. კანი თითქოს უცნაური ცეცხლით მეწვის. -ტატო არ გინდა. აქ არა... -არ მესმის რაზე ლაპარაკობ, ფისო._ცერა თითით სათითაოდ მითვლის ხელის ძვლებს, თან უდრეკ მზერას წამით არ მაცილებს სახიდან. ძლიერად ვკრავ მუშტებს და ზანტად ვასრიალებ ხელს მისი მტევნებიდან. სახეზე მალული ღიმილი ედება, მაშინ როცა სკამის საზურგეს წელში გაჭიმული ვეყრდნობი და სავსე მკერდს გადაჯვარედინებული ხელებით ვიფარავ. -ტატო..._მიუხედავათ გულში დაბუდებული სურვილისა ტვინიდან მაინც ვერ ვიცილებ მამაკაცის სიტყვებს. -რატომ არ მაძლევ საშუალებას რომ კარგად გაგიცნო?კარ-გად და არა ახ-ლოს._ვამბობს სიტყვების დამარცვლით. -ახლოს ისედაც მიცნობ..._იდუმალი ხმა აქვს. იმდენად იდუმალი რომ რამისაა წეღანდელი კითხვაც დამავიწყოს. მაგრამ არა! ამილახვრები ასე ადვილად არ ნებდებიან! -რატომ. არ. მაძლევ. საშუალებას. რომ. გაგიცნო. კარგად. -მარგო, ამიხსენი რა გინდა?_როგორც ყოველთვის წამის მეასედში შეეცვალა ხმა. აგრესიულია. მალულად აგრესიული. -მინდა რომ ვიცოდე ვინაა ტატო არჯევანიძე! მინდა რომ ვიცოდე რა უყვარს ტატო არჯევანიძეს. რა უნდა ტატო არჯევანიძეს. რისკენ მიისწრაფის... მინდა რომ ვიცოდე რატომ ეშინია ჩემი ასე ძალიან. სიტყვის ბოლო ასო და დაბნელებული თვალების მზერა ერთია. იმდენად შავი, ბოროტი და გაუგებარი მზერა მეგებება რომ წამიერად შიშის ულევი ტალღა მაფლობს უბსკერო ტბაში. -გინდა რომ იცოდე ვინ ვარ, არა? ეს გინდა, ხო?! -ეს მინდა!_საკუთარი სიტყვები ძალზედ მომთხოვნი მეჩვენება. წამით ხუჭავს თვალებს ტატო და როგორც კი წამწამებს ზემოთ წევს, მზერიდან შავი ურჩხული უვარდება. -წამოდი. -ჰა?_მაგიდიდან წამომხტარ ტატოს უსაზღვროდ გადიდებული თვალებით ვუყურებ სანამ წინ მიდგას და მოელვარე თვაკებით მათვალიერებს. -წამოდი._იმეორებს მეორეთ. მიუხედავათ იმისა რომ ზედმეტად გაღიზიანებული მეჩვენება, თავის გაქნევის შემდეგ წამში ცვლის ტონს და ხასიათს,რითაც კიდევ ერთხელ მაოცებს. -მინდა მოგახსენო რომ ყველაზე გემრიელი, შესანიშნავი და სულისშემკვრელი დესერტის გამოტოვება მოგვიწევს. -დარწმუნებული ვარ რომ „დესერტს“ მოგვიანებითაც გავსინჯავ..._გემრიელად ვაგემოვნებ ხორცის ბოლო ნაჭერს, მერე ზანტად ვწევ ტანს სკამიდან და ტატოს გამოწვდილ ხელს ძლიერად ვეჭიდები. -მარგო, მარგო...რატო მაგიჟებ ასე ძალიან, ჰა? ვინ იფიქრებდა თუ ასე ოსტატურად გაერკვეოდი ჩემში ამ მოკლე პერიოდში..._მის სიტყვებში თბილ ტონთან შერეული სევდა იგრძნობა. -არ ვერკვევი. უბრალოდ ვაკეთებ იმას რაც მიყვარს..._არჯევანიძის, დილას ნათქვამი სიტყვები მახსენდება, გაზქურასთან რომ იდგა და უგემრიელეს საუზმეს ამზადებდა. ღიმილით აქნევს თავს, ფულს მაგიდაზე ტოვებს და ხელჩაკიდებული მიმიძღვის წინ. სანამ შენობას დავტოვებდეთ, თმაჭაღარა კაცი რომელიც ცოტა ხნის წინ შემოგვეგება, ღიმილით გვიკრავს თავს. ავტომობილში როგორც ყოველთვის კარების გაღებით მსვავს, მერე კი თვითონ მიჯდება გვერდით. -მაინც არ მესმის, რამ დაგაინტერესა ასე ძალიან ჩემში ამილახვარო._ცბიერი ღიმილი ადევს სახეზე, თან გზას გაჰყურებს. ვითომდა უკმაყოფილო გამომეტყველებით ვაქნევ თავს. -იმედია რიტორიკული კითხვაა და სერიოზულად არ მეკითხები. -მთელი, უდიდესი და უმკაცრესი სერიოზულობით გეკითხები._ცდილობს უემოციო სახე დაიჭიროს, თუმცა მაინც ვამჩნევ რომ ტუჩები ღიმილის ხაზში ერხევა. -რა მაინტერესებს და..._დასაფიქრებლად პატარა პაუზას ვაკეთებ. ჰმმ, მართლაც რომ რა მაინტერესებს? -უაზრო რაღაცეები, რამე ბანალური მაინც . შენი ასაკიც მხოლოდ იმის მერე გავიგე რაც..._შუაზე ვწყვიტავ წინადადებას, მაგრამ ტატო როგორც ყოველთვის პირდაპირი ხასიათით მამკობს. -იმის მერე რაც სექსი გვქონდა. -ჰო._არ ვიცი რატო ვიძაბები ასე ძალიან, თუმცა მაინც ვცდილობ რომ არაფერი არ შევიმჩნიო. -აი, რისი კეთება გიყვარს თავისუფალ დროს, რა მუსიკას უსმენ... -რას ვჭამ, რას არ ვჭამ..._კიდევ ერთ ცინიკურ ტონს მაგებებს. თავიდან კი მარტყავს სიბრაზე, მაგრამ ტატოს ნელი სიცილის მერე მეც კისკისი მიტყდება. -როგორ მიყვარს რო იცინი..._მალევე მიწყნარდება სახე მამაკაცის მადიანი ტუჩების დანახვისას. საოცრად მიმზიდველი, ტკბილი ტუჩების დანახვისას. -მე მიყვარს რომ შენ გიყვარს რომ ვიცინი და საერთოდ , ვგიჟდები რომ შენ ხარ ჩემს გვერდით, მო. საოცარი ტემბრი დაკრავს ბოხ ბარიტონში, იმდენად საოცარი რომ კანზე მსუსხავი ჟრუანტელი მაყრის, ამ სრუალიად უაზრო წინადადების გაგებისას. სიტყვების უქონლობის გამო გაჩუმებას ვამჯობინებ ამიტომ დარჩენილი გზის გავლა სიჩუმეში გვიწევს. აგვისტოს კვალობაზე საკმაოდ აცივდა დაღამებისას. ოდნავ დაორთქლილ ფანჯრებში ვიყურები დაფიქრებული თვალებით, თან თავში ტატოს წეღანდელი სიტყვები მიტრიალებენ. მიუხედავათ ამისა, მაინც ვახერხებ გამოფხიზლებას როდესაც ავტომობილი უსაზღვროდ განათებული, მოწესრიგებული ქუჩიდან წყნარი ჩიხისკენ უხვევს და გზის დასასრულთან ჩერდება. -წამო ფისო. დამჯერად მივყვები მანქანიდან გადასულ არჯევანიძეს რომელიც როგორც ყოველთვს თეძოების გრაციოზული მიხვრა მოხვრით მიდის წინ. მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ მაჯებზე აწეული, თეთრი პერანგი და შავი, კოჭებთან ოდნავ ჩავიწროვებული შარვალი აცვია. როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება მიუხედავათ იმისა რომ მისი ჩაცმულობა სადა და სრულიად უბრალოა. აი სამაგიეროდ მე ვარ სადღესასწაულოდ გამოწყობილი—ბარხატის პლატფორმები, ქვედა ბოლო და მლანდავი, მაქმანებით დამშვენებული პერანგი. ფეხს ბალახით დაფარულ მიწაზე ვადგავ თუარა, მაღალი ქუსლი რამისაა ორ ნაწილად გადატყდეს. წონასწორობის შესანარჩუნებლად ტატოს ზურგს ვეყრდნობი. ისიც მაშინვე ჩერდება, დამმზვერავი მზერით ამკობს ჩემს ფეხსაცმელს, უკმაყოფილოდ აქნევს თავს და უეცარი მოქმედებით წელზე მკიდებს ხელებს. ვერც კი ვიაზრებ რომ მის მხარზე ვარ გადაკიდებული. -რას აკეთებ?! -გიტაცებ. -ჰა, ჰა! რა სასაცილოა!_უჟმური ხმით ვითომდა ვიცინი და მწარედ ვბწკენ მხარზე. ოდნავი შეყმუვლებით გამოხატავს ტკივილს. -გახსოვს მაშინ რომ შეგიკარი ხელები?_მაგას რა დამაიწყებს, ვფიქრობ ჩემთვის გულში და ფიზიკურად სიჩუმეს ვამჯობინებ. -იცოდე, რომ ახლაც მიკეთია ქამარი... როგორც ვხვდები ამით მაფრთხილებს რომ ხელების გაჩერება მირჩევნია. “Доверяй, но проверяй!”_თავში რუსული თქმულება მომდის, რომელიც ზუსტად შეეწყობა ამჟამინდელ სიტუაციას, ამიტომ სანამ მის ზურგზე ვარ გადაკიდებული მაისურს ზემოთ ვუწევ რომ შარვლის წელი დავინახო. ჯანდაბა! -რაო, დარწმუნდი, ფისო?_კიდევ ერთხელ ვარტყავ მუჯლუგუნს თეძოზე, სამაგიეროდ თვითონაც არანაკლებ მტკივნეულ პასუხს ვიღებ. -მეტკინა!_ხმამაღლა ვყვირივარ როდესაც საჯდომზე ძლიერად მირტყავს გაშლილ მტევანს. ხმამაღალი სიცილი მიტყდება, ტატოც ანალოგიურად ხარხარებს. მაისურს კიდევ ერთხელ ვუწევ და გემრიელი კბენით ვკოცნი წელის იმ ზონამდე სადამდეც ტუჩები მწვდებიან. ოდნავი გმინვა ვარდება პირიდან არჯევანიძეს. -თუ დამჯერი ბიჭი იქნებით ბატონო ტატო, შეიძლება თქვენი ქამარი გამოგვადგეს კიდეც. -ნუთუ მაშანტაჟებთ ქალბატონნო მარგო? -თქვენი შანტაჟი ჩემს ინტერესში არ შედის._როგორც კი სიტყვას ვამთავრებ მიწაზე მაბრუნებს, სახით მისკენ. წელზე დაწყობილ თითებს სახისკენ მიასრიალებს, მე კი საყვარლად ვნაბავ თვალებს. -ვერც კი წამოგიდგენია რამდენად მაგიჟებ მო. რამდენად მინდიხარ და მიყვარხარ ფისო.. სიტყვა „მიყვარხარზე“ რამისაა გულმა დამარტყას. მაგრამ მალევე გადააქვს თემა. -მიყვარს აქ მოსვლა._ტატოს სიტყვებს აზრზე მოვყავარ. მხოლოდ ახლა ვაკვირდები არემარეს და ვამჩნევ თუ რამდენად საოცარია აქაურობა: მაღალი ფერდობიდან თბილისის განათებული ქუჩები ჩანს, სადაც ავტომობილები მოფისფუსე ფუტკრებივით ზუზუნებენ ჩასული მზის ფონზე. ჩვენს გარშემო ყველაფერი მწყანე ნაძვებშია ჩაფლული. ზურგს უკან მდგარი ტატო უხმოდ მადევნებს თვალს. -ამიერიდან მეც მიყვარს აქ მოსვლა._ნაზად ვიღიმი ცარიელ სივრჩეში. ალბათ მეთელი ამ წლების განმავლობაში იმდენად ვიყავი საკუთარი პრობლემებითა და სამსახურით დაკავებული რომ საკუთარი ქალაქის არსებობაც კი დამავიწყა.დამავიწყდა თუ რამდენად ლამაზი და საოცარი ყოფილა. -კიდევ ერთგან მინდა შენი შეყვანა, ძალიან თუ არ ხარ დაღლილი. -არა, არა ყველაფერი რიგზეა ტატო. თუ რამეა ხელში ამიყვან! -ჩემი ხელები ყოველთვის თქვენს განკარგულებაშია ჩემო ქალბატონო. წავედით? -წავედით... ___________________ დღეს ცოტა გვიან ავტვირთე საახალწლო მზადების გამო :დდ დაგვიანებაში არ ჩამითვალოთ თუ 1 იანვრამდე ვერ ავტვირთავ :დდდ შეცდომები მომიტევეთ საახალწლოდ :დდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.