შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სიყვარული აკრძალულია! /თავი II/


31-12-2015, 10:29
ავტორი Evelina
ნანახია 2 510

ორშაბათ დილით, როგორც ყოველთვის ადრიანად გაიღვიძა და სამსახურში წასასვლელად გაემზადა.
_გინდა, მე გაგიყვან!_სამზარეულოში შემოვიდა ნიკა. გვერდით მიუჯდა ვერონიკას და მისი ჭიქიდან მოსვა ყავა.
_არ არის საჭირო… _უემოციოდ უპასუხა და ფეხზე წამოდგა._10 წუთში ჩემი ავტობუსი მოვა გაჩერებაზე, უნდა გავიდე!
_გასაგებია…_თავი დაუქნია ნიკამ და ბოლომდე გამოცალა ყავის ჭიქა.
_წავედი!_დაიყვირა შემოსასვლელიდან ვერონიკამ.
_იფიქრე ჩემს ნათქვამზე!_ნიკამაც დაუყვირა.
ფიქრობდა… მთელი ღამე ფიქრობდა ვერონიკა მისი ქმრის ნათქვამზე. არ ამოსდიოდა მისი სინანულით სავსე მზერა თვალებიდან და მისი აკანკალებული ხმით ნათქვამი სიტყვები: მომეცი შანსი გამოვისყიდო შეცდომები!.
იქნებ ასეც იყო საჭირო, იქნებ უფალმა ზუსტად ამიტომ გამოუგზავნა ეს პატარა ანგელოზი, რომ მისი და ნიკას ურთიერთობა აღდგენილიყო?! იქნებ ახლა ნიკას ჯერი იყო სხვისი შვილისათვის გაეწია მამობა და გამოესყიდა თავისი შეცდომა.
ვერონიკას ის დღე გაახსენდა ევას შესახებ რომ გაიგო, პატარ გოგონა დაბადებულიც არ იყო. ნიკამ გამოუცხადა, ერთი ქალი ჩემგან ორსულად არის და ბავშვი ჩემთან უნდა მოვიყვანო, ჩვენ უნდა გავზარდოთო. ბევრი იჩხუბეს, ბევრჯერ გაიქცა სახლიდან ვერონიკა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მიატოვა ნიკა. მაშინ ჯერ კიდევ უყვარდა მისი ქმარი. მერე ეგონა ბავშვს თუ ვერ შეიყვარებდა, ეშნოდა რომ მთელ ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევდა პატარას, სულ მისი მოღალატე ქმარი გაახსენდებოდა, მაგრამ სამშობიაროში მისულმა, ახალშობილი ხელში რომ აიყავანა, მიხვდა რომ სცდებოდა. ევა ისე შეიყვარა, როგორც საკუთარი შვილი, თითქოს მას ეტარებინოს მუცლით ცხრა თვე. ორი წლის შემდეგ კი უბედურმა შემთხვევამ წაართვა მისი თავი და დარჩა ისევ მარტო. ზუსტად ეს ვეღარ აპატია ნიკას, ევას დაღუპვაშიც ხომ ის იყო დამნაშავე. მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ჯოჯოხეთური სამი წელი… სამი წელის განმავლობაში მხოლოდ ევა ადარდებდა ვერონიკას, მხოლოდ მასზე ფიქრობდა.
_დილა მშვიდობისა!_მიესალმა საბავშვო ბაღის დირექტორს ვერონიკა.
_გამარჯობა ვერონიკა…_გაუღიმა ელენემ მას.
ეს იყო 35 წლის, საკმაოდ სიმპათიური გარეგნობის ქალბატონი. ყოველთვის ფორმაში იყო და კარგადაც დირექტორბდა, ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო ბაღს. მეპატრონე კი ილია იყო. ჰო, სწორედ ის ილია ვერონიკას მკერდში რომ ჩაედო თავი და ტკბილად ჩასძინებოდა.
ილია იყო 40 წლის მამაკაცი, მკაცრი გამომეტყველებით, ჭაღარა-შეპარული თმით, მაღალი ტანითა და მხრებით და ღია მწვანე თვალებით. ვერონიკა ორი თვის წინ გაიცნო. დაინახა თუ არა გულში რაღაც გაუკრთა. თვალებში ვნება ჩაეღვარა და სხეული აუკანკალდა. გარემოებების მიუხედავად, იცოდა ვერ მოისვენებდა სანამ მისი არ გახდებოდა და, ზუსტად ერთ თვეში უკვე საწოლშიც შეიტყუა. თუმცა, საბოლოოდ შეტყუებული თვითონ აღმოჩნდა, როდესაც მიხვდა რომ ამ პატარა, 24 წლის გოგონას თავს ვერ დაანებებდა. მის გარეშე ერთი დღეც ვეღარ ძლებდა. ვინ დათვლის იქამდე რამდენჯერ ეღალატა ცოლისთვის, მაგრამ არცერთხელ არ გასჭირვებია ქალისათვის თავის დანებება. ვერონიკას კი ვერ თმობდა მისი გული.
_დილა მშვიდობისა გოგოებო!_თავისი საკლასო ოთახის კარი შეაღო ვერინკამ და სხვა მასწავლებლებს მიესალმა.
_მოდი გოგო, მოდი!_დაუძახა ერთ ერთმა მასწავლებელმა. მას ხათუნა ერქვა, ჩასუქებულ ლოყებზე წითელი რუმიანა გადაესვა, თხელ ტუჩებზე კი ვარდისფერი ტუჩსაცხი წაეთხიპნა და როგორც ყოველთვის კბილეზეც გადაესვა.
_რაიყო ხათუნა?!_გაეღიმა ვერონიკას და გვერდით მიუჯდა._ცხელ-ცხელი ჭორები გაქვს?
_ელენეს საყვარელი ჩამოვიდა!_ჩაილაპარაკა და იქვე მყოფთ გადახედა._სოსო! გუშინ საღამოს მანქანით დახვდა ბაღთან.
_რას სულელობ?!_თავი გააქნია ვერონიკამ.
_აბა შენ გგონია ელენს შვილი ციდან ჩამოუგდეს?_გადაიხარხარა ხათუნამ და თან ელენეს პატარა გოგონას გახედა._ტასიკო იმ ბიჭისგან ყავს.
_ბიჭისგან?_ისევ გეცინა ვერონიკას.
_ჰო გოგო, ახალგაზრდა ბიჭია, დაახლოებით შენი ტოლი._თვალებს ქაჩავდა ხათუნა და ცდილობდა რაც შეიძლება დამაჯერებლად მოეყოლა ყველაფერი._დაუორსულებია შენი ელენე და წასულა მერე, ამერიკაში. მაშინ ელენე სამითვის ორსული იყო… გავიდა აგერ ორი წელი და ჩამოვიდა. ტასიკო კიდე წლინახევრისაა და გუშინ ნახა პირველად…_თავი გააქნია მან.
_ერთი შენ რა გაჯავრებს?!_ბეჭზე ხელი დაადო ვერონიკამ. ფეხზე წამოდგა და პატარა გოგონას მიუახლოვდა._ტასიკო, ხომ გშია?_ჩაიმუხლა ბავშვის წინ._წამოდი სიხარულო, ფაფა გაჭამო.
ბავშვიც უხმოდ გაჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ იცოდა ლაპარაკი, ყველაფერს გებულობდა. ორი თვის წინად მისული ვერონიკა კი დანახვისთანავე შუყვარდა. მთელი დღე კუდში დაზდევდა, თვალს მიეფარებოდა თუ არა მაშინვე ტირილის იწყებდა. საღამოობითაც უჭირდა ვერონიკასთან განშორება, მაგრამ დედას დაინახავ და თუ არა მაშინვე დამშვიდდებოდა ხოლმე.
_დილა მშვიდობისა!_ოთახში მამაკაცის მკაცრი, ბოხი ხმა გაისმა.
_მობრძანდით!_ფეხზე წამოხტა ხათუნა.
_ტასიკო სად არის?_ასევე მკაცრად იკითხა მან.
_მეორე ოთახშია, ფაფას აჭმევს მასწავლებელი._ხელით ანიშნა მეორე ოთახისაკენ ხათუნამ ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპათიურ ბიჭს.
ბიჭს სოსო ერქვა, როგორც ხათუნამ თქვა, იგი ელენეს საყვარელი და ტასიკოს მამა გახლდათ. ამერიკაში სასწავლებლად წასულიყო, თუმცა, საქართველოში მამამისის დატოვებული პატარა ბიზნესი ჰქონდა და, ასე თუ ისე ყურადღებას აქცევდა იქედან. ბიზნესის განხრით დაასრულა კოლეჯი შტატებში და ახლა უფრო დიდი გამოცდილებით და მამის დანატოვარი ბიზნესის გაფართოების სურვილით დაბრუნებულიყო სამშობლოში. იგი იყო 27 წლის, განსხვავებული, რაღაც უცნაური მიზიდულობის გარეგნობის ბიჭი. მაღალი ტანით, განიერი მკლავებით, დაკუნთული სხეულითა და უძიროდ შავი თვალ-წარბით, დიდი წითელი ტუჩებით, განიერი ყბებითა და მკაცრი, მეტიც, ბოროტული გამომეტყველებით. თმა ჰქონდა შავი და ხშირი, თუმცა მაინც ვერ უფარავდა შუბლზე 5 სანტიმეტრის სიგრძის შრამს, შრამი კი კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა, ისედაც იდუმალები მოცულ მის გარეგნობას. ზოგჯერ, მის გამოხედვაში იგრძნობოდა ისეთი დაძაბულობა, რომ ვისაც ასე შეხედავდა, მაშინვე სუნთქვა ეკვროდა და სანამ მას არ გაშორდებოდა ვერც ჩაისუნთქავდა ჰაერს. მხოლოდ მზერითაც კი შეეძლო სოსოს ადამიანის დატყვევება, თუმცა ამას გაუაზრებლად აკეთებდა. როცა ბრაზობდა, თავს ვერ აკონტროლებდა და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, რომ ყველაფერზე იყო წამსვლელი, მკვლელობაზეც კი არ დაიხევდა უკან.
_შეიძლება?_მიუახლოვდა პატარა მაგიდასთან მჯდომ ვერონიკასა და ტასოს. პატარა გოგონას, რომელიც გახელებული შეექცეოდა წიწიბურას ფაფას უცნაურად გადახედა.
_უკაცრავად?_შეშფოთებულმა შეხედა ვერონიკამ უცნობს.
ბიჭმა თვალი გაუსწორა თუ არა ვერონიკას, იგრძნო რაღაც მოხდა. ოღონდ სადღაც, შორს… იქ სადაც ადამიანების ბედი სწყდება. ვერონიკას თეთრი სახიდან მისკენ მიმართული გაოცებული, ცისფერი თვალების მზერა თითქოს სამუდამოდ ამოიტიფრა მის გონებაში.
_მე ტასიკოს მამა ვარ!_ჩაახველა მან.
_მობრძანდით!_დაიბნა გოგონა და ფეხზე წამოდგა. პატარა ტასიკომაც მაშინვე გააგდო ხელიდან კოვზი და ვერონიკას შემოეხვა ფეხებზე._აქ ვარ პატარა!_გაეღიმა ვერონიკას და პატარას შავ ხვეულ თმებზე გადაუსვა ხელი, თანაც ისე რომ სოსოს თვალს ვერ აშორებდა. მანაც იგრძნო რაღაც უცნაური იმ წამსვე, როდესაც მამაკაცის ხმა ჩაესმა.
_ტასიკო, მოდი მე გაჭმევ!_პატარა გოგონა ხელში აიტაცა სოსომ და იქვე სკამზე მოთავსდა._შეგიძლიათ დაგვტოვოთ!_გაუღიმა ვერონიკას. თუმცა, ღიმილიც კი ვერაფერს აკლებდა მის მკაცრ გამომეტყველებას.
ვერონიკა მაშინვე გამოვიდა ოთახიდან. უცებ ისევ თავბრუ დაეხვა, ამჯერად კისერშიც იგრძნო რაღაც. სურვილი გაუჩნდა გული აერია და მთელი შინაგანი ორგანოები გადმოემთხია.
***
_ის გოგო ვინ არის, ტასო რომ არ შორდება?_სხვათაშორის ჰკითხა სოსომ ელენეს და დირექტორის კაბინეტში, დივანზე ერთიანად ჩაეშვა.
_მოგეწონა?!_გაეღიმა ქალს და გვერდით მიუჯდა.
_რაიყო, არ შეიძლება?_ღიმილითვე უპასუხა სოსომ._მე და შენ ხომ ერთად აღარ ვართ?!
_თუ გეტყვი, რომ ბიძაშენის საყვარელია, მაინც მოგეწონება?!_ეშმაკურად გახედა ელენემ.
_რა თქვი?_სახე აელეწა ბიჭს.
_რაც გაიგე! ყოველ საღამოს აკითხავს ილია, მაგათ ჰქონიათ ვერავინ ამჩნევს… თუმცა ჩემი თვალით დავინახე უკანა ეზოდან როგორ ჩაუჯდა მანქანაში. ამ პარასკევს კიდე სასტუმროშიც დავინახე ერთად. და საერთოდ, ილიამ მოიყვანა ეგ გოგო აქ!
_კახპა!_ნერწყვი გადაყლაპა სოსომ და ფეხზე წამოხტა. კაბინეტიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა და ახალგაზრდა, ლამაზმანს დაუწყო ძებნა.
სოსოს მშობლები რომ გარდაეცვალა 16 წლის იყო და მასაც და მის ძმასაც დედამისის და, ლილე ზრდიდა. ლილე კი ილიას მეუღლე იყო. სოსოს, იგი დედასავით უყვარდა და არასოდეს მისცემდა უფლებას ვინმეს მისთვის გული ეტკინა. ვერაფრით იჯერებდა, რომ ილიამ ისევ საყვარელი გაიჩინა, და მერე ვინ? თავისი შვილის ტოლი გოგო.
_ახლავე გამოდი გარეთ!_დაუყვირა ვერონიკას სოსომ.
_მე მეუბნებით?_გაიკვირვა მან და აქეთ-იქეთ მიმოიხედა. ოთახში მხოლოდ ხათუნა, რამოდენიმე მშობელი და ბავშვი იყო.
_ხო, შენ! სწრაფად!_ისევ შუბღვირა და მკლავში დასწვა.
_ვინ მოგცათ უფლება შეურაცყოფა მომაყენოთ?! თანაც მშობლების წინაშე!_დაუყვირა ვერონიკამ.
ბიჭმა იგი ბაღის უკანა ეზოში ისე გაათრია რომ ხელი არც შეუშვია. თითქოს მის სხეულს ბრაზის ალი მოსდებოდაო ისე ხურდა.
_შენ ვინ მოგცა უფლება სხვისი ოჯახი დაანგრიო?!_გამწარებულმა დაუბღვირა, გაცეცხლებული შავი თვალები გაუსწორა ვერონიკას თვალებს და თითქოს ელოდა, როდის ეტყოდა გოგონა - ცდები, მოგატყუესო. მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ დუმილი და ვერონიკას თავის ჩახრა მიიღო._როგორ არ გრცვენია!
_შემეშვი!_ცრემლები წასკდა ვერონიკას, ეცადა გაქცეულიყო, მაგრამ ბიჭი ისევ ძლიერად ჩასჭიდებოდა მის მკლავს.
_თავი დაანებე ილიას! არ დაგინახო მის გვერდით, თორემ, გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ!_მხოლოდ ახლა შეუშვა ხელი გოგონას და დაინახა როგორ გაწითლებოდა მკლავი._დაწერე განცხადება და წადი ბაღიდან…_ცოტა დაუწია ტონს, თუმცა ისევ მკაცრად უთხრა._ახლავე!_ასევე მკაცრად დააყოლა და შენობაში შევიდა.
შეშინებულმა ვერონიკამ მაშინვე ნიკას დაურეკა და ატირებული ხმით სთხოვა მისთვის მოეკითხა.
_ვერონიკა, სამსახურში ვარ!_ჩურჩულით უპასუხა მან.
_ძალიან გთხოვ, ამ ერთხელ… წამიყვანე აქედან ნიკა! ერთხელ მაინც მოიქეცი სწორად ჩემს წინაშე!_ყვიროდა გოგონა.
_კარგი, შევეცდები გავითავისუფლო თავი…_ისევ ჩურჩულით უპასუხა ნიკამ.
ტელეფონი გათიშა თუ არა ბაღში შებრუნდა, ცრემლებს ორივე ხელებით იწმენდდა, კიბეებს სწრაფად აუყვა და დირექტორის კაბინეტში შევიდა.
_დაკაკუნება არ იცი?_ცალი წარბი აქაჩა ზემოთ ელენემ.
_სამსახურიდან მივდივარ!_მკაცრად გამოუცხადა ვერონიკამ.
_კი ბატონო, აი ფურცელი და დაწერე განცხადება!_გაეღიმა ელენეს. არ ეხატებოდა გულზე ეს პატარა, ზედმეტად ლამაზი გოგონა. თუმცა მისი სილამაზის კი არა მისი ახალგაზრდობის უფრო შურდა. თან რამდენიხანი აბამდა ილიას და ამ სულელმა, ილიას შვილის ტოლმა, სიფრიფანა გოგონამ აჯობა.
***
საღამოს ნიკამ ცხელი ჩაი მოამზადა ვერონიკასთვის და ოთახში შეუტანა.
_მადლობა…_ჩაწითლებული, ნამტირალები თვალებით უთხრა ვერონიკამ.
_შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, ბავშვზე იფიქრე._გვერდით მიუჯდა ცოლს.
_მორჩა!_გაიღიმა ვერონიკამ._დღეიდან საერთოდ შევწყვეტ ნერვიულობას!
_ჰო და ძალიან კარგი!_გაეღიმა ნიკასაც და მხარზე ხელი დაუსვა._ახლა დაიძინე, დაისვენე!_შუბლზე ნაზად აკოცა, ისე როგორც ადრე და იმედის ნაპერწკალი გაუკრთა გულში.
_არ მკითხავ რა მოხდა?_ გაკვირვებულმა შეხედა ვერონიკამ მას.
_რომ გდომოდა, აქამდე მომიყვებოდი…_სევდანარევი ხმით ჩაილაპარაკა ნიკამ და ოთახი ფეხაკრებით დატოვა.
ვერონიკამ ცხელი ჩაი ნელა მოსვა, ფეხზე წამოდგა და სარკეს მიუახლოვდა.
_მორჩა ვერონიკა!_თვალებში ჩახედა საკუთარ ანარეკლს._ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებ! ხვალიდან არავის წინაშე აღარ ჩახრი თავს! ხვალიდან ყველას გაუსწორებ თვალს და იბრძლოებ შენი და შენი შვილის ღირსებისათვის! ის რაც მოხდა, წარსულს ჩაბარდა, მორჩა. არავის აქვს შენი გაკიცხვის უფლება, შეცდომას ყველა უშვებს, არც შენ ხარ გამონაკლისი… მე ჩემს თავს ვპატიობ! არა იმიტომ რომ ჩემი სინდისი იყოს სუფთა, არამედ იმიტომ რომ მინდა ჩემი შვილი გაიზარდოს ისე როგორადაც იმსახურებს! ის ხომ არაფერშია დამნაშავე?!_მუცელზე ხელი დაისვა._აღარავის მივცემ უფლებას დაგვამციროს!_ცალყბად გაიღიმა და ორივე ხელებით შემოეხვია საკუთარ სხეულს.
ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ვერონიკა უცებ შეკრთა, მერე ტელეფონს დახედა და მისი საუკეთესო მეგობრის სახელი რომ ამოიკითხა გაეღიმა.
_ჰო სალო-ბალო!_უპასუხა ტელეფონს.
_რაშვები შე დაკარგულო?!_სიცილით ჰკითხა სალომემ.
_ჰმ, რა უნამუსო ხარ._გაეცინა ვერონიკასაც._ჩამოხვედი სოფლიდან და ახლა გაგახსენდი?!
_მომენატრე სულელო!_თბილად უთხრა სალომემ._მიდი ახლა გაემზადე და 15 წუთში შენთან ვარ. თან ვიღაც ჩამოვიყვანე სოფლიდან და აუცილებლად უნდა გაგაცნო! გკოცნიიიიიიი!_დაიყვირა სალომემ და იმის შიშით უარი არ მითხრასო სასწრაფოდ გაუთიშა ტელეფონი.
ვერონიკას გაეღიმა და ტელეფონი საწოლზე დააგდო. “ როგორი გიჟია”_გაიფიქრა და კარადა გამოაღო.
_ჯანდაბა! რა ჩავიცვა?!_თავი გააქნია და მის გარდერობს უიმედოდ გადახედა.


———
მადლობთ, რომ კითხულობთ... <3
აბა, რას იტყვით?! ღირს გაგრძელება?!



№1 სტუმარი darina

veronikas nair adamianebs gamartleba ar aqvt miuxedavad imisa rom pirvelad nikam ugalata is ase ar unda moqceuliyo yvelafris miuxedavad gatxovili qalia, gamartlebas ver vudzebni da axla rogorc chans es soso unda sheiyvaros sul avirie ragacnairad mainc nika momwons.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent