სხვისი გრძნობები (თავი 1)
-ის ლამაზია?-თვალები ასოთხმოცი გრადუსით შემომიბრუნდა-ის ლამაზია-მეთქი? ამოიღე ხმა...-შერყეული ხმით ვთქვი და ძირს დავიხედე.იატაკიც კი არ მომეჩვენა ისეთი,როგორიც ადრე იყო. -კი,ლამაზია... -შანსი არაა,ის მასთან წარმოუდგენელია..ის ხომ ყველაზე მიმზიდველი ბიჭია,მას კარგი მანქანა ჰყავს,კარგი სახლია აქვს,აქვს აგარაკი და კიდევ...-უკვე ტირილის ზღვარზე ვიყავი. -რაო? მერე რა...იცი,რა გოგოა? იმენა სწორი ფეხები და რა თმა... -დაიწყე რა...რამდენი ხანია,რაც მაგ ბიჭზე თვალი მრჩება,მის თამაშებზე დავდივარ..იმდენი ფული დავხარჯე,არადა სულ არ მომწონს ეგ დასაწყევლი კალათბურთი. -გოგო,იცი,რამდენი გოგო გულშემატკივრობს მას?-თეონას სახე შეეცვალა. -არა,მე სულ წინა რიგში ვზივარ...ერთ დღე 100 ლარზე მეტი გადავიხადე მაგ ბილეთში,გასოვს მთავარი თამაში რომ იყო?-თვალებზე ხელები ავიფარე და საწოლზე დავეგდე. -გოგო,ის გოგო მოსწონს... -რა მე ცუდი გოგო ვარ? ამის დედა ვატირე..მთელი ცხოვრებაა საკუთარ თავზე ვზრუნავ,მთელი ცხოვრებაა,რაც დავდივარი ამ დასაწყევლ დარბაზებში და ამ ნაგავ სალონებში ვზივარ..იცი,წელიწადში რამდენს ვხარჯავ ეპილაციებში? იცი,ზამთარშიც რომ ერთი ბუსუსიც კი არ მომეპოვება ფეხზე..იცი,შენზე უკეთ ვინ იცის ეს..-ვბღაოდი და თავზე ბალიშს ვიჭერდი. -დამშვიდდი,კეკე...-ხმა მოულბა თეონას. -არა,არა..ის ბიჭი..მასზე ვგიჟდები უკვე რამდენი ხანია... -რამდენჯერ გითქვამს ეს..გაიხსენე,აბა..-ისევ დაბრუნდა ძველებური თეონა. -არა,ეს სულ სხვა..გადი,გთხოვ..-წამოვიე ოდნავ და კარებისკენ ვანიშნე... გარეთ გავიხედე,საშინლად წვიმდა..ვერ ვიტან ასეთ ამინდს..თოვა კი,მზე კი,მაგრამ წვიმა..არა,შემოდგომის წვიმა ყველაზე მეტად მძულს...ასეთი ამინდი უფრო მეტად მიფუჭებს განწყობას... ფიქრებში წასული ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა.ჩემი მეგობარი მირეკავდა,ლექციაზე არ მოდიხარო.მხოლოდ მაშინ გამახსენდა,რომ წასასვლელი ვიყავი..მშობლები იყვნენ სახლში და ამიტომ დავთანხმდი..გამახსენდა,რომ დედაჩემს ჩემი სილაბუსი მაცივარზე აქვს მიკრული..ასეთი დედა ვის ჰყავს! დახატული და მზრუნველი! ეს ირონიულად,რა თქმა უნდა... -კეკე,მალე...-აი,მისი ხმაც მომესმა. -ჰო,ლელა..-ირონიით ვუთხარი და სარკეში ჩავიხედე.შევეცადე დამამალა,ნამტრიალევი რომ ვიყავი და კარები გავაღე.გასული ტყავის ქურთუკის ასაღებად შემოვბრუნდი და ისევ გავედი..კიდევ კარგი მანქანა მყავს,თორემ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვერ ვგუობ. ჩემი პატარა მეგობარი დავძარი და თავისუფალი უნივერსიტეტისკენ წავედი.ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში ვსწავლობ.ეს ერთადერთი რამაა,რაც ამდენი ხნის მანძილზე დამაინტერესა,სკოლაში სხვა რამ არასდროს მიზიდავდა. -როგორ ხარ?-გადამკოცა ლიკამ. -ჰო..კიდევ კარგი დამირეკე..ჰო იცი..-აღარ დავასრულე და უღიმღამოდ წავედი უნივერსიტეტისკენ. *** ციოდა,მაგრამ არ მინდოდა ჩაცმა..ქურთული მანქანაში მედო და წვიმაში მივაბიჯებდი,არ მინდოდა არც სითბო და არც მზრუნველობა,განადგურებული ვიყავი..მგონი,ასე ცუდად დედაჩემს არ უგრძვნია თავი,როცა მამაჩემმა უღალატა. -კარგად ხართ?-ვიღაც მოხუცმა მკითხა გზაში. -ჰო,კარგად ვარ..-აგდებით ვუპასუხე და ნაბიჯს ავუჩქარე.არ ვიცოდი საით მივდიოდი ან რა მინდოდა.. -დარწმუნებული ხარ?-ისევ მომესმა უკნიდან ხმა. -არ ვარ დებილი!-აწეული ხმით გავიხედე უკან და სწრაფად გავცილდი იმ ადგილს,სადაც მოხუცი ქალი იდგა. სახლში დამძიმებული ფიქრებით დავბრუნდი...ვერ წარმომედგინა,რომ აჩი,ბიჭი,რომელზე ფიქრებში საუკუნე მაინც გავლიე,სხვასთან იყო...ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი იმ გოგოს და შუაზე გავგლეჯდი. სოციალური ქსელი გადავჩხრიკე და მასზე ინფორმაცია მოვაგროვე,მისამართიც კი გავიგე და გადავწყვიტე იმ დღესვე ვსტუმრებოდი..არ მაინტერესებდა რა მოჰყვებოდა ამას,არაფრის გადადება აღარ შემეძლო,აჩისთვის უნდა მებრძოლა..არ ვაპირებდი დანებებასა და უკან დახევას,არ დავუჯერებდი თეონას,რომელიც მარწმუნებდა ეს გატაცება და იდიოტიზმიაო..მას რომ ჰკითხო ყველაფერი სისულელეა,რაც შეიძლება,აკავშირებდეს ქალსა და მამაკაცს. ჩანთას ხელი დავავლე,მაჯიაჟი შევისწორე და კიბეები სწრაფად ჩავიარე..იმ მომენტში ისე მძულდა სამყარო,რომ ლიფტისთვის ხუთი თეთრიც კი დამენანა..გავხდი კუშტი და ბრაზიანი კეკე.. მანქანას სწრაფად მივაქროლებდი და წინ აგდებულად ვიხედებოდი..ერთადერთი რასაც ვხედავდი იყო აჩის სახე..დავინახე როგორ წითლდებოდა თამაშის მერე,როგორი სიამაყით გვიყურებდა,როგორ ჩამოდიოდა ოფლი,როგორ ისვამდა დაორთქლილ შუბლზე ხეს...როგორი იყო მისი შეძახილის ხმა...ეს ყველაფერი მეხსიერებაში მილაგდებოდა და უკან ფენებიდან წინ ინაცვლებდა..მახსენდებოდა აჩი და ვგიჟდებოდი...ვიცოდი,რომ ის ჩემი უნდა ყოფილიყო....სხვანაირად არ შემეძლო..იმ მომენტში ვიყავი ყველაზე დიდი ეგოისტი...იმ მომენტში იმ გოგოს,იმ ნიას,ადგილზევე მოვკლავდი,გულს საკუთარი ხელით გამოვუტანდი მკერდიდან თუ მეცოდინებოდა,რომ აჩი მე დამრჩებოდა... კარებთან მივედი..როგორც იქნა ავედი მეცამეტე სართულზე..სულს ძლივს ვითქვამდი,ანერვიულებულს დაღლაც მემატებოდა..თავს სულ არ ვგავდი,ვიღაც სასოწარკვეთილ დიასახლის ვგავდი..კიდევ კარგი ნაცნობმა ვერავინ დამინახა,თორემ ადგილზევე გავქავავდებოდი,გავქვავდებოდი სირცხვილისგან... არ ვიცოდი დამერეკა ზარი თუ არა..ვაკვირდებოდი სადარბაზოს და კიდევ უფრო მტკიოდა გული...თეონა ამბობდა,ეს გული არააო..არ იცი რა არის გულის ტკივილიო...მაგრამ მე ხომ მისი არასდროს მჯეროდა.. სიყვარული რწმენაო-მივითარებდა თავის თეორიებს,მაგრამ მე მას არასდროს ვუსმენდი,არც მაინტერესებდა მისი ნაბოდვარი. -ვინ არის?-ახალგაზრდა ქალმა გამიღო კარი.შეცბუნებული სახით ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა.ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა,რომ ზარი მე დავრეკე. -ვინ გნებავთ?-გაიმეორა ქალმა. -აქ ნია ცხოვრობ?-ვიკითხე დაბნეული ხმით..ქალის სახეზე გაკვირვება დავლანდე თუ არა,უფრო დავიბენი და გაქცევაზეც კი დავიწყე ფიქრი. -კი...შემოხვალ..-ნიას გაგონებაზე ქალს სახე შეეფაკლა. -კარგი..-ყოყმანით შევედი და დერეფანი შევათვალიერე თვალებით.განსაკუთრებული სახლი არ უნდა ყოფილიყო. -შემოდი..-თბილად მითხრა ქალმა. -ნია..-დივანზე დამსვა და ნიას დაუწყო ძახილი. -ახლავე..ვინა?-გოგონას ნაზი ხმა მოისმა. -შენთან არიან..მოდი და ნახე.. -გიცნობ?-გოგონას სახეზე გაკვირვება დაემჩნა. -მე დაგტოვებთ..-ქალი,რომელმაც კარი გამიღო,ოთახიდან გავიდა. -შენი ნახვა მინდოდა...-დავიწყე თამამად..მე ხომ საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვიყავი. -გისმენ...-გოგონას ამბები არ დაუწყია,ისე დამიჯდა მოსასმენად. -შენ აჩის ხვდები?-მოუთმენალად ვკითხე. -რაო?-გოგონას სიცილი აუტყდა. -ჰო...აჩი,შენ იცი,რასაც ვგულისმხობ..-ხმას ავუწიე და ფეხზე წამოვდექი,სახე მიხურდა და მეტხან არ შემეძლო იმ დახუთულ ოთახში გაჩერება. -ვერა ხარ...-გოგონა ირონიულად ჩაილაპარაკე, მე კი მეტ ხანს ვეღარ გავძელი და ოთახი დავტოვე. წასვლისას რამდენიმე გაურკვეველი რეპლიკა მომესმა,ეგ იყო და ეგ...წავედი ნიას სახლიდან და ისევ ამიკვიატდა აჩიზე ფიქრები... *** -მთავარი გარეგნობაა არაა..-ისევ დაიწყო თეონას ლექციები. -კარგი რა..მოგეწონება კოჭლი და ბრამა ბიჭი?-შეტევაზე გადავედი. -ჰო,მაგრამ...კარგი რა..იქნებ ურჩხულია ეგ შენი აჩი... -არაა...ის უბრალოდ საოცარია!-ემოციები არ დამიმალავს..ვუყურებდი თვალებში თეონას და მისი მზერა ზიზღს მგვრიდა. -რაო? რაო,კეკე? განა შეიძლება ასე? ის ბიჭი...იცნობ? დალაპარაკებიხარ მაინც? -მე...რატომ მშლი უარესად?-ცრემლების გარეშე დავიწყე. -განა მე არ მოგყვებოდი მაგ თამაშებზე.. -ახლა ყელშიც ამომადინე..გადი რა.. *** ვეჩხუბე თეონას...მარტოსულად მოვკალათდი სახლში..მარტო ვიყავი და საათის წიკ-წაკიც კი მესმოდა,ყურში ჩამკიოდა და გულს მიწუხებდა..ფილმის ყურება მინდოდა,მაგრამ მაგასაც ვერ დავუდე გული..არაფერი გამომდიოდა აჩიზე ფიქრის გარდა..ისევ მის გვედზე შევედი,ყველა სოციალურ ქსელში დავათვალიერე.. საღამო იქნებოდა,როცა ლელა მოვიდა,დამეხმარე სტუმრები მოდიანო.. -ვერა..-უღიმღამოდ ვუთხარი. -რატომ? -არ მცალია.. -ახლა შენც არ იკლავდე თავს სწავლით..-ხმას აუწია ლელამ. -კარგი რა..სალონში უნდა წავიდე.. -რა გინდა? -წამწამები უნდა დავიგრძელო და ფრჩხილებიც მისახედი მაქვს... -ოჰ..-უხალისოდ დამტოვა ლელამ. *** -ის ყველაზე სიმპათიური,ყველაზე საყვარელი მაღალი ბიჭია,ვინც კი მინახავს..-სულელურად ვსაუბრობდი მანიკიურშაშთან. -რა?-გაკვირვებული სახით მიყურებდა ქალი. -ასეა..და მას სხვა უყვარდა..-ბავშვივით ვუშლიდი უცხოებს გულს.ისეთი გამომეტყველაა ჰქონდათ,რომ უარესად ვიბნეოდი..ალბათ,მთვრალიც კი ვეგონე. -არ ვარ მთვარალი...უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ... *** ისევ წვიმდა,მაგრამ ამჯერად სახლში აღარ ვიყავი..ამჯერად რაღაც წვულებაზე დავბოდიალობდი...ამის შესახებ ინტერნეტით გავიდე..ისიც ვიცოდი,რომ აქ აჩი იქნებოდა..მოუთმენლად ველოდი მის ნახვას,მაგრამ რატომ ვერ ვხვდებოდი...არ ვიცოდი რის გაკეთებას ვაპირებდი. სასმელს ვსვამდი და ვსვამდი...ვეყრდნობოდი კედელს ძლიერად და ვკანალებდი...ვგრძნობდი,რომ ის სადღაც ახლოს იყო.. წიგნებსა და ფილმებიდან ვიცოდი,რომ არ უნდა დაგეკარგა შანსი..არ უნდა გაგეშვა ის ერთადერთი... და,აი,ისიც გამოჩნდა... უკან დავიხიე და სადღაც მივიმალე..მალულად ვუყურებდი როგორ იღიმოდა,როგორი ლაღი იყო,როგორი ბედნიერი და როგორი მხიარული... ასეთი ერთ დროს მეც ვიყავი,მაგრამ მან გამანადგურა...ვიცოდი,რომ ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ შემეძლო..ვიცოდი,რომ ამ ყველაფრისთვის სმალე უნდა დამესვა წერტილი...ეს ვიცოდი და აღარ ვაპირებდი გაჭინაურებას..ვიცოდი,რაც მინდოდა და რაც მჭირდებოდა... გავედი...მისკენ წავედი...უფრო ახლოდან შევავლე თავი მის შავგვრემან სახეს..იმ წამებში მისი თითოეული ნაკვთი შევისწავლე..იმ მომენტში მე მიყავი...არ ვიცი ვინ ვიყავი... ___ ვერ მოვითმინე და დავდე... ველი შეფასებებს.. და ისევ გილოცავთ დღევადელ დღეს. გკოცნით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.