შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-მოურჯულებელო, მაინც მოგარჯულებ! 12


1-01-2016, 20:49
ავტორი Maki
ნანახია 4 107

კიდევ ერთი კვირა სრულ მარტოობაში. სიჩუმე ჩემს ერთგულ მეგობრად იქცა,მხოლოდ მას ვანდობდი ჩემს გულისთქმას და ფიქრებს! ბნელ ოთახში გაღვიძება,სრულ სიჩუმეში და მარტოობაში,უკვე ყოველდღიურობად იქცა! თითქოს შევეგუე, შევეჩვიე გულში არსებულ ტკივილს და მასთან ერთად ცხოვრებასაც! მაგრამ მაინც მაკლდა რაღაც. რაღაც ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი.ალბად სიცოცხლის აზრი!
ერთხელაც ჩემი მარტოობა ნინიმ დამირღვია. რესტორანში დამპატიჟა, საერთოად არ მინდოდა წასვლა მაგრამ უარი ვერ ვუთხარი,თან ირაკლის ნახვაც მინდოდა. როცა ნინის შევხდი,რაღაცნაირად შეცვლილი მომეჩვენა,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ერთი თვე არ მინახია და ალბად მეჩვენება-მეთქი!
აი იკას კი აშკარად ეტყობოდა შეცვლა. მისი სახე და თვალები ბედნიერებას და სიხარულს ასხივებდა. ისე შესციცინებდა ნინის თვალებში,რომ მეგონა ჩემს წინ 25 წლის კაცი კიარა 15 წლის შეყვარებული ბიჭი იდგა!
გამიხარდა მისი დანახვა. მისი თბილი ხელები და მხურვალე კოცნა-აი წამალი ყველა უბედურების. მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი მალამოდ ედებოდა იარებს. თითქოს ტკივილიც მიქრებოდა.
-რია,სად დაიკარგე პატარავ ააა? ვიცი ქმარი ქმარია, მაგრამ ჩვენ უნდა დაგვივიწყო?-დაიწუწუნა მისი თბილი ხმით ნინიმ!
-აი გეყოლება ქმარი შენაც და გამიგებ მერე.-მშვიდი ხმით ვუთხარი და რესტორანს თვალი მოვავლე! ამ დროს ოფიცეანტმაც მოიტანა ჩვენი შეკვეთა!
-უკაცრევად,ახლავე მოვალ- მოგვაძახა ნინიმ და საპირფარეშოსკენ გაიქცა!
-რა მოუვიდაა იკა?-გაკვირვებული მივაშტერდი ჩემს ძმას, რომელიც ჩემს მდგომარეობაში იყო!
-არ ვიცი-შეშინებული ხმით თქვა!
-მოიცა ვნახავ,ახლავე მოვალ- წამოვდექი და ნინის მივყევი უკან! როცა შევედი საპირფარეშოში ნინი წყალს ისხამდა სახეზე, სულ მთლად გაფითრებული ჩანდა!
-ნინი რა გჭირს?-დაეჭვებულმა ვკითხე!
-რია მგონი.... მე..... ასე მგონია.... რომ... მე......-სიტყვები ერთმანეთში ერეოდა. შეშინებული ჩანდა.
-რა ნინი? რა გჭირს?-მისი შიში მეც გადმომედო, რამე სერიოზული არ სჭირდეს-მეთქი!
-რია, მგონი ორსულად ვარ!
აი ამას კი ნამდვილად არ მოველოდი. მალადეც ძამიკო.. ესეც თუ მოახერხე! მინდოდა ნინი გამომელანძღა,მაგრამ ისეთი შეშინებული ჩანდა,რომ არაფერი აღარ ვუთხარი. ან რა ჩემი საქმე იყო. თბილად გავუღიმე და მოვეხვიე.
-გილოცავ ნინი. როგორ გამახარე!-მართლა ძალიან გამიხარდა. მალე ჩემი ძმის შვილი დაიბადებოდა!
-რია მე...-თავი ჩაღუნა, ეტყობოდა რომ ჩემი მოერიდა.
-ნინი ეს შენი და ჩემი ძმის შვილია, თქვენ გიყვართ ერთმანეთი,ეს კიდევ თქვენი სიყვარულის ნაყოფია. უზომოდ გამახარეთ!-კიდევ ერთხელ მოვეხვიე-იკამ იცის?
-არა. არაფერი მითქვამს. ჯერ მთლად დარწმუნებული არ ვარ!-მგონი მისთვის ბუტბუტებდა, ისე ჩუმად ამბობდა ძლივს მესმოდა მისი სიტყვები!
-კარგი წამოდი.-ხელზე მოვკიდა და მაგიდას დავუბრუნდით! ნინის სახეზე ფერი არ ედო, ეს რომ იკამ დაინახა კინაღამ გაგიჟდა!
-რა გჭირს ნინი?-ირაკლი მივარდა და მაგრად მოეხვია, მის საქციელზე გამეცინა. ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა,რომ სიცილი ვერ შევიკავე!
-იკა, მიდი მოკიდე შენს საცოლეს ხელი და საავადმყოფოში წაიყვანე, იმედია იქ სიურპრიზი დაგხდება!-ეშმაკურად ჩავიცინე და თვალი ჩავუკარი!
-ვერ გავიგე?-წარბები დაჭიმა იკამ!
-ნუ უსმენ იკა-ჩაერია ნინი და დამიბრიალა მისი ლამაზი თვლები-წამო მართლა ცუდად ვარ! კარგად რია!-ვაკოცე და დავემშვიდობე ორივეს!
ისევ ჩემს მაგიდას მივუჯექი. რესტორანს ისევ მოვავლე თვალი და აი ის რაც არ უნდა დამენახა! შემოსასვლელში შემოვიდა წყვილი! თვალები გამიშტერდა და გული უცნაურად შემიტოკდა. ის სიმშვიდე რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ვგრძნობდი, უგზოუკვლოდ გაქრა! თვალებზე ცრემლები მომადგა,მაგრამ ვიპოვე ძალა და შევიკვე. ირონიას მივმართე ჩემი ტკივილის დასამალავად!
ჩემს დანახვაზე ანდრეა,ჯერ შეჩერდა მერე კი ირონიით ჩაიცინა და გვერდი ამიარა. მისმა ქცევამ სულ გამანადგურა. მტკიოდა,გული,სული,ყველაფერი საშინელი ტკივილით მტკიოდა და ეს ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა!
სამაგიეროს გადახდაზე რას იტყვი ძვირფასო ქმარუკა? შენ რა იცი აქ რა მიზნით მოვედი? იქნებ შეხვედრა მაქვს დანიშნული? ხო თუნდაც, შეხვედრა ლუკასთან! ტელეფონი მოვიმარჯვე და ლუკას ნომერი ავხიკე. ტელეფონი მალევე აიღო და მისი ხავერდოვანი ხმა ჩამესმა!
-ლუკა, შენ ხარ? ... შენთან საუბარი მინდა, თუ არ შეწუხდები შეგიძლია ახლავე მნახო?.... კარგი გელოდები!
მისამართი მივეცი! დაახლოებით ათ წუთში ნაცნობმა ადამიანმა შემოაღო რესტორანის კარები და ჩემსკენ წამოვიდა.
-რია, რომ იცოდე როგორ გამახარა შენმა ზარმა! ძალიან მომენატრე! სად დაიკარგე ამ ხნის განმავლობაში?-მომიკითხა თბილი ხმით და გადამკოცნა!
-რავიცი დაკავებული ვიყავი! შენ კი იმიტომ დაგიბარე აქ რომ მინდოდა ბოდიში მომეხადა, ჩვენი ბოლო შეხვედრისას.....
-გაგიჟდი? რის ბოდიში! ეგ არაფერია. მესმის!
გავგიჟდი! გაოცებული ვუყურებდი. ბოლოს გამოვცხიზლდი და მადლობა გადავუხადე. ანდრეასკენ თვალი გავაპარე და დავინახე რა განრისხებული თვალებით მიყურებდა. ლუკას შემრცხვა. მას ვიყენებდი! მაგრამ ანდრეა? ნუთუ ეჭვიანობდა. არა ეს შეუძლებელია. არ მჯერა!.
ლუკას ვესაუბრებოდი, ბევრიც ვიცინეთ,ყველანაირად ვცდილობდი ანდრეას გაღიზიანებას, თან გამოწვევასაც! ალბად ბოლოს მასაც უმტყუნა ნერვებმა და მომუშტული ხელებით პირდაპირ ჩვენსკენ წამოვიდა. აი ახლა კი შემეშინდა,მივხდი რომ ჩხუბი გარდაუვალი იყო,მე კი ამას ვერ დავუშვებდი. არ მინდოდა ჩემი პირადი ინტერესების გამო ლუკა დაზიანებულიყო!
წამოვხტი და ანდრეას წინ გადავუდექი. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა,იმდენად იყო გაბრაზებული,რომ ალბად ლუკას მოკლავდა. ხელები მკერდზე მივადე და ვიგრძენი აჩქარებული გულისცემა. მისმა სითბომ, ერთიანად მოიცვა ჩემი სხეული.
-ანდრეა....-რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ ხელებზე მაგრად მომიჭირა ხელები და გვერძე გამწია.
-რა გინდა აქ, ჩემი ცოლის გვერდით?-კბილებში გამოსცრა ანდრეამ
-რავიცი შენ სხვა ქალს ართობდი და....-სიტყვა არ დაამთავრებია ანდრეამ, ისე მაგრად დაარტყა რომ ლუკა ძირს დაეცა.
იმ წუთასვე ანდრეას მივვარდი და მკერდზე ხელების ცემა დავუწყე.
-იდიოტო, ეს რა გააკეთე? მეზიზღები ანდრეა... მძულხარ! ნამდვილი იდიოტი ხარ!-მივახალე და ლუკას დასახმარებლად დახრა გადავწყვიტე,როცა მკლავში ხელის შეხება ვიგრძენი!
-საით?-აგრესიას ვერ მალავდა მისი თვალები!
-იდიოტო, ხომ უნდა დავეხმრო!-ვუთხარი და მისგან დახსნა დავაპირე,მაგრამ ვინ გაცალა?
თითქმის ძალით გამიყვანა გარეთ. ძალით ჩამტენა მანქანაში და ადგილს მოწყდა! ისევ იგივე სიტუაცია მეორდებოდა. გულში ძალიან მიხაროდა ყოველივე რაც მოხდა. ანდრეა ეჭვიანობ? თუ მეჩვენება? ღმერთო მიშველე.
სახლში მივედით თუ არა გიჟივით შევვარდი ოთახში, მალე ისიც შემოვიდა. აი ახლა კი იერიშზე გადავედი.
-შენ სულ გააფრინე? ანდრეა ამიხსენი ყველაფერი! მგონი ამის უფლება მაქვს!-ალბად ბოლო ხმაზე ვყვიროდი-რატომ აკეთებ ამას? ჯერ მეუბნები რომ ჩემი ატანა იძულებით გიწევს!. მეუბნები რომ სხვა გიყვარს,რომ ჩემთან გაყრა გინდა. მთელი დღეები და ღამეები სახლში არ მოდიხარ და მხოლოდ ღმერთმა იცის სად ხარ! რამე გითხარი? რამე გისაყვედურე? რამეში უკმაყოფილება გამოვხატე? ოდესმე შეგაწუხე ჩემი აქ ყოფნით?-ცრემლებს ვერ ვიკავებდი!-მითხარი ჩავერიე შენს ცხოვრებაში? რამე დაგიშალე? არაფერი! შენს ცხოვრებაში არ ვერევი,მაშინ შენ რატომ ერევი ჩემში? რატომ მიშლი ყველაფერს და რატომ ცდილობ ჩემს გაკონტროლებას. თუ მე არ ვუდგები წინ შენს სიყვარულს ვიღაც სხვასთან და მზად ვარ ავიტანო ის დამცირება რომელსაც შენ მაყენებ შენი ქცევით, მაშინ შენ რატომ არ მაძლევ უფლებას მეც ვიყო ბედნიერი? ეგოისტი ხარ ანდრეა, ეგოისტი! მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ! რის მიღწევას ცდილობ შენი ქცევით? რის თქმა გინდა ამ ყველაფრით? რის?- ბოლო სიტყვა ყველაზე ხმამაღლა წარმოვთქვი და მთელი ჩემი ტკივილი ჩავაქსოვე. მუხლებზე დავემხვე და ცხარედ ავტირდი! ანდა რა აზრი ჰქონდა ცრემლების შეკავებას,როცა ცხოვრემა თავზე დამემხო!
-რის თქმა მინდა ამ ყველაფრით?-ანდრეაც ყვიროდა-რის? გაინტერესებს?-მის ხმაში ისევ სევდა შევნიშნე...-იმის თქმა მინდა ამ ყველაფრით,იმის რომ.......-დაჩერდა და ღრმად ჩაისუნთქა-იმის რომ მიყვარხარ... მიყვარხარ....მიყვარხარ....



ნუთუ მომესმა? სიტყვა რომელიც ლამის ოცნებად მექცა,ახლა ითქვა. ადამიანი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს,ჩემს წინ დგანა და მეუბნება რომ ვუყვარვარ! არა, ასე არ ხდება. ბედნიერი დასასრული მზოლოდ ზღაპრებშია. მხოლოდ ფილმებშია შესაძლებელი ყველაზე სანუკვარი ოცნებების ახდენა. ნუთი ჩემი ოცნებაც ახდა? არა, არ მჯერა! ასე არ ხდება!
ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექი. სისუსტეს ვგრძნობდა, ძალა მეცლებოდა და თვალებში მიბნელდებოდა. ანდრეა კარებთან იდგა და ელოდებოდა ჩემს პასუხს! რა უნდა მეპასუხა? ჯერაც ვერ გავრკვეულვარ რა მოხდა ჩემს ირგვლივ! ერთ წუთში შეიცვალა ყველაფერი! მხოლოდ ერთმა სიტყვამ თითქოს სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა. თუმცა მაინც მიჭირდა იმის დაჯერება,რომ მას ვუყვარდი. ვუყვარდი,ისევე როგორც მე. ვუყვარდი მთელი არსებით და სიცოცხლეზე მეტად.
მინდა ვთქვა,მაგრამ ხმას ვერ ვიღებ! რა ვთქვა? რომელი კითხვა დაავსვა პირველად? საიდან დავიწყო და სად დავამთავრო? თქვი რამე ანდრეა გთხოვ! თქვი! ამიხსენი ყველაფერი! გაიმართლე თავი გთხოვ! თქვი რამე, თქვი!
ვუყურებდი და ვგრძნობდი სითბოს,რომელიც გულს მითბობდა! ვხედავდი,რომ ჩემი დუმილი ტანჯავდა! მაგრამ რა მეთქვა? მინდოდა მეკივლა ბოლო ხმაზე, რატომ მტანჯავდი ამდენ ხანს მეთქი მაგრამ ვერ ვბედავ!
მეშინია! რის? არ ვიცი. შეიძლება ტყუილის, შეიძლება მისი დაკარგვის! შეიძლება საკუთარი თავის! მეშინია რომ საკუთარ სიამაყეს ვერ გადავაბიჯებ და ვერ ვაპატიებ! ვერ ვაპატიებ და სამუდამოდ დავკარგავ! ვერ ვაპატიებ! დავკარგავ!
-არავინ, არავინ მიყვასრ შენს გარდა.-მძიმედ სუნთქავდა! თვალს არ მაშორებდა.-მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად, ყველაფერზე მეტად რაც არსებობს და მეყვარები ყოველთვის!-მითხრა და ჩემსკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი. უკვე ჩემს წინ იდგა. არ ვიცი რატომ,მაგრამ შემეშინდა და ინსტიქტურად უკან დაგავდგი რამოდენიმე ნაბიჯი. ბოლოს კედელს მევეყრდენი! უკან დასახევი გზაც არ მქონდა.
-მაშინ ვინ არის ანა? რატომ მომთხოვე გაყრა?- სიტყვებს სითამამე შევმატე. თუმცა სითამამე არასოდეს მაკლდა!
-ანა ჩემი დაა. -თქვა და ხელებით კედალს დაეყრდო, ისე რომ ხელებს შორის მე მოვექეცი.
ამ სიტყვების გაგონებაზე ლამის გონება დავკარგე. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცოდი, რასაც მეტყოდა და ვეტყოდი. ვიცოდი რომ ვკარგავდი. ვკარგავდი ჩემი შეუცვლელი ხასიათის გამო!
-შენი და..-ძლივს ამოვთქვი და ლოყაზე სისველეც ვიგრძენი.
-რატომ ტირი?-გაკვირვებული სახით მკითხა და ცრემლების შემშრალება დამიწყო როცა მისი ხელი უხეშად მოვიშორე!
-ესეიგი,ყველაფერი რასაც მეუბნებოდი ტყუილი იყო? -სასოწარკვეთილი ხმით წარმოვთქვი და ტირილს ვუმატე!
-რა გემართება რია? მეგონა გაგიხარდებოდა როცა გაიგებდი რომ....-გავაწყვეტიე საუბარი და ბოლო ხმაზე ვიყვირე
-რომ მატყუებდი არა?-ხელი ვკარი და უხეშად მოვიშორე-მომატყუე ანდრეა. შენ მე მომატყუე!-ცრემლები დაუნდობლაად ჩამომდიოდა ლოყებზე.
-მაპატიე რია-მითხრა და მხრებზე ხელი დამადო.
-არ მომეკარო!-ისევ უხეშად მოვიშორე, საწოლზე ჩამოვჯექი და საკუთარი თავის დამშვიდება ვცადე. ალბად ნახევარი საათი არც ერს ხმა არ ამოგვიღია. ბოლოს მშვიდი მაგრამ ტკივილნარევი ხმით დავიწყე საუბარი, ცრემლები წამითას არ შემშრობია სახეზე. მტკიოდა სულიც,გულიც და ეს არ იყო ის ტკივილი რომელსაც აქამდე განვიცდიდი.-შენ ხედავდი როგორ ვიტანჯებოდი, ხედავდი რამხელა ტკივილს მაყენებდა შენი ყოველი ცივად ნათქვამი სიტყვები, ხედავდი რომ ყველა ღამე ცრემლებით ღამდებოდა, იცოდი რა დიდ ტკივილსაც მაყენებდი შენი ქცევებით, მაგრამ არაფერი გააკეთე. უბრალოდ იდექი გვერდით და მშვიდად უყურებდი ჩემს ტანჯვას. ალბად სიამოვნებასაც განიჭებდა არა ის ფაქტი,რომ შენს გამო ვიტანჯებოდი ასე ?-მშვიდი ხმით ვსაუბრობდი, თუმცა ყველა სიტყვაში იგრძნობოდა ის დიდი ტკივი რომელიც გულში დაგუბდა!
-რია,მაპატიე გთხოვ-ჩემს წინ ჩაიმუხლა. თვალებში ჩახედვის მეშინოდა, ვიცოდი რომ გულწრფელად ნანობდა მის საქციელს. ეს მის სიტყვებში ჩანდა,მაგრამ მაინც ძნელია ადამიანს აპატიო ასეთი დაუნდობელი საქციელი. მიზეზი?
-რატომ გააკეთე ეს ანდრეა?-ჩუმი ხმით,ლამის ჩურჩულით წარმოვთქვი და თავი ავწიე. ანდრეას რომ შვხედე,გული შემიქანდა,მის ლამაზ თვალებში პატარა ცრემლები ციმციმებდნენ. საკუთარი თავი მძულდა,რომ ვტანჯავდი მას და საკუთარ თავსაც რომ ვტანჯადი მაგრამ,უბრალოდ არ შემეძლო, საკუთარ თავს ვერ გადავახტებოდი. მხოლოდ ერთი ნაბიჯი, მხოლოდ ერთი სიტყვა და ის ჩემი იქნება,ამიხდება ოცნება,ვიქნები ბედნიერი,მაგრამ არა. არ შემიძლია. ერთი ნაბიჯის გადადგმა და ცხოვრება შეიცლება,მაგრამ რაღაც არ მაძლევს ამის უფლებას. რაღაც ჩემზე უფრო ძლიერი!
-რია,მაპატიე გთხოვ!
-უბრალოდ მითხარი ეს რატომ გააკეთე? ასე რატომ გამწირე? რატომ გამიმეტე ამხელა ტანჯვისთვის?- ვუთხარი,თუმცა პასუხი უკვე ვიცოდი! ამის მოსმენა არ მინდოდა, ვიცოდი რომ ეს პასუხი უფრო ძნელს გახდიდა იმ ,,ერთი ნაბიჯის,, გადადგმას.
-მაპატიე, უბრალოდ მინდოდა .... ვიცი ეს ბავშვური საქციელი... ეს ხუმრობა-სიტყვებს ერთმანეთში ურევდა,ალბად უკვე მანაც იცოდა რაც მოყვებოდა მის სიტყვებს!- უბრალოდ მეგონა რომ ამით უფრო მალე შევძლებდი შენს მორჯულებას, არაფერი არ ცვლის ადამიან ისე როგორც ერთადერთი სიყვარულის დაკარგვა და ამ დანაკარგით გამოწვეული ტკივილი!
ამის გაგონებაზე გამეცინა, სიმწრით, დიდი ტკივილით. ვიცოდი,რომ სასიამოვნო მოსასმენი არ იქნებოდა სიმართლე, მაგრამ ამდენად მტკივნეული თუ იქნებოდა არ მეგონა. ახლა მივხდი რას ნიშნავს დაკარგო ყველაფერი,რაც გაგაჩნი და მოკვდე სულიერად.
-ამდენი ტკივილი მხოლოდ იმიტომ მომაყენე, რომ შევცლილიყავი? ნუთუ ამდენად ცუდი ადამიანი ვიყავი, რომ ასე გამწირე?
-რია გთხოვ
-არაფერი არ მითხრა! -მთლიანად ამაკანკალა. გული გახეთქვაზე მქონდა ტკივილისგან. ყველაფერი, რაზეც ვფიქრობდი ტყუილი აღმოჩნდა, ადამინი რომელზეც ვოცნებობდი და რომლისთვისაც მზად ვიყავი გამეღო ყველაზე ძვირფასი, მისი ბედნიერების გამო უარი მეთქვა ჩემს პირველ სიყვარულზე, ამდენი ხანი მატყუებდა და უბრალოდ თამაშობდა ჩემს გრძნობებზე.-მეზიზღები ანდრეა. ყველაზე მეტად მძულხარ, მეზიზღები და მთელი არსებით მიყვარხარ!-ვუთხარი და ზურგი ვაქციე. ფეხზე ძლივს ვიდექი. კარისკენ წავედი როცა ანდრეას შეხება ვიგრძენი ხელზე. მკლავებში მაგრად მიჭერდა და რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ ვერაფერს ვხდებოდი, ვერაფერს ვგრძნობდი, ბოლოს გონს მოვეგე და გარკვევით გავიგონე მისი სასოწარკვეთილი ხმით წარმოთქმული სიტყვები ,,რია მაპატიე გთხოვ მეც მიყვარხარ,რომ დაგკარგო ალბად მოვკდები,შენს დაკარგვას ვერ გადავიტან,, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი მინდოდა,მისგან თავის დახსნა. როცა არაფერი გამომივიდა ხელი მოვიქნიე და სახეში გავარტყი! ხელები გამიშვა, რამოდენიმე წუთი ერთმანეთს ვუყურებდით. ყველაფერის მიუხედავად მაინც მიყვარდა და ალბად ყოველთვის მეყვარება. მისი სევდიანი სახე და ცრემლიანი თვალები,რომელშიც დიდი ტკივილი დაბუდებულიყო, არასოდეს დამავიწყდება.
-მე ხომ უბრალოდ მიყვარხარ-მითხრა ჩუმი ხმით და ცრემლებიც ჩამოღოღდა მის აწითლებულ ლოყაზე. ამის ატანა უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ნელ-ნელა დავიხიე უკან, თან თვალს ვერ ვაცილებდი, ისე მინდოდა მოვხვეოდი და მისი ცრემლები კოცნით დამეშრო, მაგრამ არ შემეძლო და ამის გამო ჩემი თავი მძულდა.!
სად მივდიოდი არ ვიცი, საერთოდ სად ვიყავი ისიც არ ვიცი. უბრალდო მინდოდა სიკვდილი მეტი არაფერი! ვგრძნობდი რომ ძალა მეცლებოდა და გონებას ვკარგავდი, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი. ბოლოს უკვე ძალაც გამომეცალა და ძირს დავვარდი.
როცა თვალები გავახილე დედაჩემი დავინახე, ჩემს ოთახში ვიყავი. დედაჩემს მაგრად მოვეხვიე, ის ერთადერთი ადამინი იყო, ვისაც ჩემი გაგება შეეძლო. ხმას ვერ ვიღებდი, უბრალოდ ვეხუტებოდი და ვტიროდი. დედაჩემიც არაფერს მეკითხებოდა. ალბად გრძნობდა რომ მაინც ვერაფერს მოვუყვებოდი. გარეთ ნათელი იყო. ალბად უკვე გათენდებოდა. არ მაინტერესებდა არაფერი, საიდან ავღმოჩნდი აქ, ან ვინ მომიყვანა. ნელ-ნელა ვწყნარდებოდი.
-რია, დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი მოუვა. კარგად იქნება შვილო! ის გადარჩება!
ამ სიყვებზე ამაკანკალა. ვინ იქნება კარგად? ან ვინ გადარჩება? რას ნიშნავს ეს ყველაერი?
-დედა ვინ გადარჩება? რა მოხდა?-აკანკალებული ხმით ვკითხე!
-როგორთუ ვინ? ანდრეა!
-ვინ?-ლამის ვიკივლე და ფეხზე წამოვხტი!-დედა რა... რა მოუვიდა ანდრეას? -ერთიანად მაკანკალებდა.
-შენ რა არაფერი არ იცი?-გაოცებული დედაჩემი ფეხზე წამოდგა- დღეს გამთენიისას საავადმყოფოდან დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ანდრეა იქ მიუყვანიათ! ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაშია. რია,ექიმები ამბობენ,რომ..... რომ შეიძლება ვერ გადარჩეს!
ამის გაგონებაზე თვაალებში დამიბნელდა და მუხლები მომეკვეთა.
-არა- განწირულის ხმით ვიკილე და ისევ ცხარედ ავტირდი,.-ის... ის არ მოკვდება დედა, არა... ის არ მოკვდება- სახე ხელებში ჩავრგე.
-ნასვამ მდგომარეობაში იჯდა საჭესთან და..
ხელები ავიფარე ყურებზე. ანდრეას რამე რომ მოსვლოდა ალბად თავს მოვიკლავდი! ის ჩემს გამო იყო ასეთ მდგომარეობაში. მძულს ჩემი თავი, მეზიზღება ყველაფერი! ანდრეა მიყვარხარ,მიყვარხარ!
-ანდრეა მიყვახარ.გთხოვ არ დამტოვო-ჩუმად ჩავიჩურჩულე და ცრემლები ხელისგულებით მოვიწმონდე. ახლა მხოლოდ ერთი მინდოდა-მისი ნახვა.



№1 სტუმარი An

Pirvel rigshii gilocav axal wels yvrlafer sauketesos gisurveb :* ..andrea ar mokla ra <3 Andreas gamojanmrtwlebas veli da mat ertad yofnas <3

 


№2 სტუმარი nini

dzaan magaria ^^ <3 male dade axali tavi <3

 


№3 სტუმარი Nini

Auu ra kargia erti amosuntqvit chavikitxe da dzalian momewona ertad datove ra andria da ria kargi wyvilia dzalian ❤️❤️

 


№4  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№5  offline წევრი Maki

An
Pirvel rigshii gilocav axal wels yvrlafer sauketesos gisurveb :* ..andrea ar mokla ra <3 Andreas gamojanmrtwlebas veli da mat ertad yofnas <3

მეც გილოცავ :*

 


№6 სტუმარი slim shady

Uuh kaiaa :) yochag :* da Ra tqma unda -MALE DADE ... :D

 


№7  offline წევრი tvinischia

vaime dzlivs egirsat mara au boloshi ra magard davuvruze andriaze au gadaarchine tore gavapren :d ((( magari tavi iko dzaaaan male dade ra shendegi da upri gazarde ra tavi ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent