სიყვარული ყველგან სუფევს (სრულად)
მე ვარ სალი ახვლედიანი , 16 წლის . 1 კვირაა რაც ვცხოვრობ ბათუმში.ხვალ პირველად მივდივარ ახალ სკოლაში.იმედია შევეჩვევი მასწავლებლებს და მეგობრებსაც გავიჩენ.დედ-მამა საზღვარგარეთ არიან წასულები , უკვე 3 წელია . ჩემს ძმებთან ერთად ვცხოვრობ . მათე და იოანე. იოანე 21 წლის ხდება რამდენიმე დღეში . მათე 19 წლისაა . ბათუმში მათ ბევრი მეგობრები ყავთ რადგან ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ და მე დეიდასთან მტოვებდნენ . მეორე დილას სკოლა მქონდა ამიტომ საწოლში ჩავწექი და დავიძინე . - სააალი , სალო ! ბოლო ხმაზე დაიყვირა მათემ და საწოლიდან გადმომაგდო , ძირს მუხლით დავეცი და ძალიან მეტკინა . - აუჩ ! რა სულელი ხარ მათე . ტირილით ვუთხარი . და მუხლზე ხელი დავიდე . სისხლი მომდიოდა . იოანე შემოვარდა ოთახში და ჩემთან მოვიდა . - რა გჭირს პრინცესა ? - ისევ მათე . სულ როგორ უნდა მაწვალებდეს ? - ტირილით ვუთხარი იოანეს და მათეს გავხედე . საერთოდ არ ანაღვლებდა . იოანემ ფეხი ბინტით შემიხვია და მათე ოთახიდან გაიყვანა . მეც ავდექი ხელ-პირი დავიბანე და მოვწესრიგდი . თეთრი შარვალი და შავი ტოპი ჩავიცვი , ფეხზე კედები ამოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი . იოანესთან ახლოს მივედი და ლოყაზე ვაკოცე . მან შემომხედა და გამიღიმა. მათემ კი შემოგვხედა ჩაიცინა და ბალიში გვესროლა. იოანეს მოხვდა თავში . მათეს უნდა გაკიდებულიყო რომ შევაჩერე . - იოანე სკოლაში მაგვიანდება და არ მინდა პირველივე დღეს დავაგვიანო , წამიყვანე რა . - კარგი ამას მერე მივხედავ პრინცესა. მანქანაში ჩავსხედით და სკოლასთან მივედით, იოანეს ფულიგამოვართვი და სკოლაში შევედი . 11 მეხუთე კლასს ვეძებდი და აი ბოლოს ვნახე . კარები შევაღე და რას ვხედავ ...ყველა მერხი დაკავებულია გარდა ერთისა , ეს ერთი კი იმ ადგილის გვერდით იყო სადაც ბიჭი იჯდა. სახეზევე ეტყობოდა რომ თავხედი იყო . თუმცა სხვა გზა არ მქონდა და მის გვერდით დავჯექი.ცოტახანი ჩუმად იჯდა შემდეგ ეშმაკურად ჩაიღიმა და ფეხი ფეხზე დამაბიჯა . ჩემს თეთრ კედებზე შავი ლაქა გაჩნდა . ამაზე ძალიან გავბრაზდი და კალმით თეთრი მაისური ,,დავუჯღაბნე” . სახეზევე დაეტყო რომ გაბრაზდა თუმცა არაფერი გაუკეთებია . მეც გამარჯვებულისსახით ჩავიცინე და მასწავლებლისთვის სმენა გავაგრძელე . ცოტახანში ზარიც დაირეკა და გარეთ გავედი . წინ ის ბიჭი დამიდგა რომელმაც კედი დამიჭუჭყიანა და გაბრაზებული სახით შემომხედა . - ვინმეში ხოარ გეშლები ? - უკაცრავად ? - მაისური რატო გამიფუჭე? - კედი რატო დამიჭუჭყიანე ? - უზრდელი გოგო ხარ . - ამაზე გავმწარდი და სახეში სილა ვუთავაზე . თვითონაც ვერ მოითმინა და ხელით უხეშად შემეხო ხელზე . წასვლა დავაპირე თუმცა ხელს უფრო დაატანა ძალა , აი უკვე ძალიან მეტკინა და სიმწრის ცრემლი ჩამომივარდა . ხელის გაშვებას ვცდილობდი თუმცა ამაოდ . - ეი შენ რას აკეთებ ? - უცებ ვიღაც ბიჭი მოგვიახლოვდა და ჩემ წინ მდგარ ბიჭს მუშტი გაარტყა სახეში. ის საცოდავი ძირს დაეცა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა . - მადლობა - ვუთხარი უცნობს და ცრემლები მოვიწმინდე. - მე სანდრო - გაიღიმა . ისეთი ღიმილი ქონდა ო მაი გად , დავდნი - მე სალი - ღიმილით მივუგე. - სასიამოვნოა. - ჩემთვისაც. - კარგი ნახვამდის აბა . - ნახვამდის . სახლში ნელ-ნელა მივდიოდი და თან სულელივით ვიღიმოდი . უცებ ტირილის ხმა მომესმა უკან შევიხედე და დავინახე ლამაზი, ქერათმიანი გოგონა . რომელიც ტიროდა . არ შემეძლო ესე დამეტოვებინა უკან მივტრიალდი და გოგონასთან მივედი. - რა გჭირს ? - ვუთხარი და ცრემლები მოვწმინდე . - ისეთი არაფერი - ცივად მომიგო და ტირილი განაგრძო. - მენდე , მომიყევი რა არის შენი ცრემლების მიზეზი. - თბილად ვუთხარი და თავი კალთიდან ავაწევინე . - რა არა , ვინ . - მშვიდად მომიგო . - აჰა , ესეიგი შეყვარებული .- ნუ ტირიხარ , ალბათ დასაკარგი ყოფილა რომ დაგტოვა . - შენ ვერ მიხვდები რა გრძნობაა როცა 2 წელია ერთად ხართ და თურმე გეღადავება . აი ესე პირდაპირ გეღადავებოდიო . - ტირილი განაგრძო . ამის გაგონებაზე გავმწარდი , როგორ შეიძლება ესე მოექცე გოგონას ? უბრალოდ არსებობენ ესეთი არაკაცებიც . უნდა შევეგუოთ ამ რეალობას . - კარგი , აქ ხომ ვერ იქნები , ცრემლები მოიწმინდე და სახლში წადი . - თბილად მივუგე. - სახლში ჩემი ძმაა , რომ გაიგოს ეს ამბავი მოკლავს , არ აცოცხლებს. - კარგი მაშინ ჩემთან წამოდი ,მხოლოდ მე და ჩემი ძმები ვართ . - ჯერ არცკი გიცნობ . - მორცხვად მითხრა. - არაუშავს . მე სალი ახვლედიანი, 16 წლის , მყავს ორი ძმა მათე და იოანე . დედ-მამა საზღვარგარეთ არიან წასულები , ამ კვირას გადმოვედით ბათუმში საცხოვრებლად . და შესაბამისად შენ ჩემი პირველი მეგობარი იქნები . - გავუღიმე. - კარგი მეც მოვიგყვები. მე ვარ სანდრა კონცელიძე , 16 წლის , მყავს ერთი ძმა , 18 წლის მალე გახდება, სანდრო ქვია . მამამ მიგვატოვა ბავშვობაში და დედა 2 წლის წინ გარდაიცვალა . - ვწუხვარ , ეხლა ვიცნობთ ერთმანეთს . წამოდი ჩემთან , სიცივეა გარეთ . თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია . ხელი ჩავჭიდე და სახლში წავიყვანე . მანამდე მაღაზიაში შევიარეთ . ჩიფსები , კოკა-კოლები , შოკოლადები და ტკბილეულობები ვიყიდე და ლიფტში შევედით . როცა სახლის კარებთან ვიყავი სანდრას შევხედე და ვუთხარი: - სანდრა , მათე ცოტა სულელია , არა ცოტა არა ძალიან - ამაზე ორივეს გაგვეცინა - და რამე თუ დაიწყო ყურადღება არ მიაქციო . კარგი ? - გაიცინა და თავი დამიქნია . - გიხდება სიცილი - ღიმილით მივუგე . - მადლობა .გაიღიმა. კარებზე დავაკაკუნე და როგორც ყოველთვის მათემ გამიღო კარი . - ჩვენი ფეხნატკენი , იდიოტი,დეგენერატი, სულელი დაიკო მოსულა. სიცილით მითხრა და მალე დასერუოზულდა როცა სანდრა დაინახა . - გამარჯობა მათე ! გაბრაზებული ტონით მივუგე . - გამარჯობა გოგონებო . ღიმილით თქვა ისე რომ სანდრასთვის თვალი არ მოუშორებია. - ამაზე გამეცინა და სახლში შევედი , სანდრაც გამომყვა . - სანდრა ფილმს ვუყუროთ ? ღიმილით მივუგე . - კი რა . თქვა მათემ . - კარგი . სანდრაც დამეთანხმა და დივანზე ჩამოჯდა . ყველანი დავსხედით და ჩავრთეთ ფილმი ,, ავრორა,, . ჩიფსები გავხსენით და მოხერხებულად მოვთავსდით. მათე თვალს არ აშორებდა თვალცრენლიან სანდრას. ისეთი ფილმი იყო მე და სანდრამ ბევრი ვიტირეთ. როცა ფილმი დასრულდა ყველაფერი დავალაგე და სანდრა ოთახში შევიყვანე. ერთმანეთს ყველაფერი მოვუყევით. იმ დღიდან სანდრა ჩემი საუკეთესო დაქალი იყო . უკვე მოსაღამოვდა. იოანეს დავურეკე . - იო სად ხარ ? - ეზოში შემოვედი ეხლა პრინცესა . - შეგიძლია ჩემი დაქალი სახლამდე მიიყვანო ? - დაქალი ? ვაა უკვე მეგობრებიც შეგიძენია , ხო გითხარი ბევრი მეგობაი გეყოლება თქო. კი ჩამოდით ორივე . მე და სანდრა იოს მანქანაში დავსხედით. იოანეს გავაცანი სანდრა . ძალიან კარგი გოგო ჩანდა , სანდრამ მითხრა : - ძალიან გთხოვ დღეს ჩემთან დარჩი , გთხოვ . - ერთი წუთით იოს ვკითხავ . იო ჩემო პრინცო . - რისი თხოვნა გინდა პირდაპირ მითხარი . ამაზე ყველას გაგვეცინა . - დღეს სანდრასთან დავრჩები , გთხოვ . - კარგი , ხვალ სკოლაში წახვალ ? - შეიძლება არა. -ოხ სალი :დ კარგი. - მიყვარხარ - ლოყაზე ვაკოცე . მალე სანდრას სახლთან ვიყავით . - მოიცა ,შენ სანდროს და ხარ ? - კი, საიდან იცი ? - ჩემი ძმაკაცია , მომიკითხე . - აუცილებლად . მალე სანდრას კარებთანაც მივედით . კარი გაიღო და დავინახე სანდრო კონცელიძე , აი ის ბიჭი დღეს რომ მუშტი დაარტყა ჩემს კლასელს ... წელს ზემოთ შიშველი იყო . ოუ რა სიმპატიურია ... - სანდრო გაიცანი ეს ჩემი საუკეთესო დაქალია სა - სიტყვა შეაწყვეტინა სანდრომ - სალი - გაიღიმა . - მოიცა თქვენ იცნობთ ერთმანეთს ? - კი დღეს ერთმა ბიჭმა შემაწუხა და სანდრომ მუშტი დაარტყა . - ერთმა ბიჭმა არა , სანდრას ყოფილმა შეყვარებულმა . - რაა ? - ხო სანდრა , ყველაფერი ვიცი , მოუწია მაგისთვის . თვალი ჩაუკრა დაიკოს . - მაგრად ურტყი ?-შეშფოთებულმა ჰკითხა. - არა , ვიცოდი რომ გეწყინებოდა . 7-8ჯერ დავარტყი . - ყველაზე მეტად მიყვარხარ სანდრი . ჩაეხუტა სანდროს. - მე არა . - სიცილით მიუგო სანდრომ . - ჩემი ბოროტი - გაეცინა - შემოიყვანე ეხლა სტუმარი სახლში , როდემდე უნდა იდგეს კარებთან . გაიცინა სანდრომ . სახლში შევედით ცოტახანი ვისხედით და ვლაპარაკობდით მე და სანდრა . სანდრომ კარებზე დააკაკუნა და შემოვიდა . - უკაცრავად პრინცესებო - ამაზე სამივეს გაგვეცინა - მომეწყინა და ფილმს ვუყუროთ ? ჟანრს მე ვარჩევ ! - კარგი - ერთხმად ვუპასუხეთ მე და სანდრამ და გარეთ გავედით . - საშინელებათა ფილმს ვუყუროთ ? იკითხა სანდრომ და შემოგვხედა . მეც და სანდრასაც ძალიან გვეშინოდა საშინელებათა ჟანრის ფილმების მაგრამ არცერთი გამოვტყდით და ორივემ კი ვთქვით . სანდრომ შეამჩნია ჩვენი გამომეტყველება რასაც ნიშნავდა ყველაზე საშიში ფილმი ჩართო და გვერდით მომიჯდა . ცოტა არიყოს შემრცხვა მაგრამ არ შემიმჩნევია . სანდროს ამაზე გაეღიმა და ფილმს შეხედა . დაახლოებით 20 წუთი ჩუმად ვიჯექით მე და სანდრა , თუმცა გულის სიღრმეში ორივე ვფიქრობდით ამის შემდეგ როგორ დავიძინებდით . - აი ეხლა არის ყველაზე საშიში მომენტი - თქვა სანდრომ და გამომხედა .3 წამი მიყურებდა შემდეგ გაიხედა და ჩაიღიმა . სანდრა ძალიან შეშინებული იყო და განაცხადა : - მე მწყურია დავლევ წყალს და მოვალ . - კარგი . - ორივემ ერთხმად ვუპასუხეთ . სანდრა გავიდა სამზარეულოში . - შეეშინდა და გავიდა - ღიმილით თქვა სანდრომ . - ხოო მივხვდი - გამეცინა . - გიხდება ღიმილი . ძალიან შემრცხვა :დფ საერთო ისეთი ვარ როცა ოდნავ მაინც შემრცხვება ლოყებზე ვწითლდები :დ ეხლაც ესე მომივიდა . - კაი ნუ წითლდები - სიცილით მითხრა და ხელი გადამხვია . - ხელი გაწიე . - თუ ძალა გაქვს გამაწევინე . - ღიმილით მითხრა . თავში ისეთმა იდეამ გამიელვა ოჰო ნურც იტყვი . ხელზე ხელი დავადე და ვუკბინე. იმ უნამუსომ დრო იხელთა და ყელში მაკოცა . ამაზე გავწითლდი აი ისე რო მთელ სახეზე წითელი გავხდი .ამაზე სიცილი დაიწყო . გავბრაზდი.ცრემლები გადმომცვივდა და გვერდით გავიხედე . აშკარად შეამჩნია სანდრომ და დასერიოზულდა . ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი შემომატრიალებინა . ცრემლები ისევ მომდიოდა . ნაზად მომწმინდა და ჯერ მარჯვენა შემდეგ მარცხენა თვალზე მაკოცა . თითქოსდა მესიამოვნა თუმცა არ შევიმჩნიე. - თავი დამანებე - ნაწყენი ხმით მივუგე . - მაპატიე ძალიან გთხოვ. თქვა სანდრომ და მაგრად ჩამეხუტა. ამ დროს ოთახში სანდრა შემოვიდა , თაროზე დადებული სანდროს ტელეფონი აიღო და ფოტო გადაგვიღო , მერე თავისი ტელეფონით გადაიღო და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო . - აჰაჰაჰა , რახდება აქ ? სიცილით გვითხრა სანდრამ . ძალიან შემრცხვა , ვცდილობდი სანდროს ხელი გამეშვა მაგრამ უფრო მაგრად მეხუტებოდა . - კარგით მე დაგტოვებთ თქვა სანდრამ ოთახის კარის გასაღები აიღო და გარედან ჩაგვკეტა. ვერცერთი მივხვდით ჩაკეტილები რომ ვიყავით . საბოლოოდ სანდროს გავაშვებინე ხელი და სილა გავაწანი . მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა და ლოყაზე ვაკოცე. მერე მივხვდი რაც გავაკეთე და კარისკენ წავედი , კარის გაღება ვცადე თუმცა არ გაეღო . სანდრო იღიმოდა ჩემი საქციელის გამო , ბოლოს ადგა თმა გადამიწია ნაზად და მითხრა : - სანდრამ ჩაგვკეტა გარედან , ხვალამდე არ გაგვიღებს , ესეთებიიცის :დდ - რას იცინი მერე იდიოტივით ? - ამ სორრი - გადაიხარხარა . გვერდი ავუარე და დივანზე დავწექი. 5 წუთი დებილივით მიყურებდა. ბოლოს შევწუხდი და ვკითხე : - რას მიყურებ ? - მაქ რო წამოწოლილხარ პრინცესა , მე სადღა დავწვე ? :დ - რავი სადაც გინდა - მართლა ? :დ - ჰო. - კარგი . გაიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა . - რას აკეთებ ? - შენს გვერდით ვწვები . - თავხედო გადი აქიდან ! - შენ თქვი სადაც გინდა იქ დაწექიო , ხოდა მე აქ მინდა . - უნამუსო ხარ ! მივაძახე და მეორე მხარეს გადავტრიალდი .ჩემს საქციელზე გაეღიმა . ცოტახანი ჩუმად ვიწექით , შემდეგ სანდრომ ხელი შემომხვია წელზე . ამას უკვე ვეღარ მოვითმენდი ავდექი და ცხვირში მუშტი დავარტყი. გამარჯვებული სახით გავიარე და აივანზე გავედი . ღრმად ჩავისუნთქე და უკან დაბრუნება გადავწყვიტე , როცა უკან მივტრიალდი სანდრო დავინახე რომელიც სისხლს იწმენდდა . ამაზე გამეცინა და მასთან ახლოს დავჯექი. - რაიყო გეტკინა ? აჰაჰა . ეშმაკურად შემომხედა და ხელში ამიყვანა . - იდიოტო, თავხედო დამსვი ძირს !! - რატომ ? - 1 დღეა რაც მიცნობ და რეებს მიბედავ , ვინმეში ხომ არ გეშლები ? - კარგი პრინცესა დამშვიდდი . - შენი პრინცესა ტყეში დარბის , დამსვი ძირს . - არ დაგსვამ . დიდი ხვეწნის შემდეგ დამსვა დივანზე და უარესი რამ გააკეთა , ,,ღიტინი,, :დდდდ დამიწყო . ბევრი ვიცინე ბოლოს შემეშვა სანდროც და დავისვენე . - რა იყო დაიღალე ? - უფ ნუ იტყვი , რა მსუქანი ყოფილხარ - გაიღადავა თავისი ჭკუით . - შენც არ გაქვს კუნთები , არც კაცობა გაგაჩნია და კიდევ თავხედი ხარ . - კიდევ ? - იდიოტი - კიდევ გაქვს რამე სათქმელი ? - ჰმ მგონი მოვრჩი . - ძალიან კარგი . დასერიოზულდა . - ვერ ვიტან სერუოზულ ბიჭებს , მეზიზღებიან . - ვერც მე ვიტან ცანცარა გოგონებს. - გამოდის ერთმანეთი გვძულს- თვალი ჩავუკარი . - მე არ მძულხარ. - აბა ცანცარა გოგონებს ვერ ვიტანო ? - არხარ შენ ცანცარა . - დაგიმტკიცო რომ ვარ ? - მიდი . - კარგი . ცოტახანი ჩუმად ვიყოთ ორივე და დაგიმტკიცებ .ოქეი? - ოქეი . გაეცინა. ცოტახანში სანდროს დაეძინა კიდეც მეკიდე ისევ ისე ფხიზლად ვიყავი . არც მიკვირს თბილისში სულ 3 საათზე ვიძინებდი , ეხლა კი 2ს აკლია 13 წუთი . ნელა ავდექი , ისე რომ სანდროს არც გაღვიძებოდა , ის ძირს იჯდა და ეძინა , მე კი ფრთხილად დივანზე ავედი და ზურგზე შემოვუჯექი. მაინც არ გაეღვიძა . - რა ღრმა ძილი ქონია . იდიოტი ! ფრთხილად მივიტანე ლოყასთან კბილები და ვუკბინე თან ძალიან მაგრად . ამაზე გამოეღვიძა , ვერ მიხვდა რო მის ზურგზე ვიყავი და უცებ ადგა . მევ გადავყირავდი და იატაკს თავი დავარტყი . შუბლიდან სისხლი წამომივიდა , ბოლოს სანდრო დავინახე თავთან რომ მედგა და ტიროდა . მერე საავადმყოფოს მანქანაში რომ ვიჯექი და სანდროს და სანდრას ხმა რომ მესმოდა . აშკარად ნერვიულობდნენ . მერე აღარაფერი მახსოვს. - სანდრო დამშვიდდი , არაფერია უბრალოდ დაეცა და თავი ეტკინა . მორჩა. ეხლა გამოვა ექიმი და გვეტყვის რომ სანერვიულო არაფერია . აი მოდის ექიმი. - სალომე ახვლედიანთან თქვენ ხართ ? - დიახ , როგორ არის ? - ისეთი არაფერია ჯერჯერობით , თუმცა ახლო მომავალში შეიძლება სიმსივნეში გადაიზარდოს . - მოიცა თავის დარტყმით სიმსივნე ? კაი ღადაობთ ? ნერვიულად მიუგო იოანემ. - თავის დარტყმამდე რაღაც დიდი ტრავმა აქვს მიღებული თავში. - აუ გამახსენდა , ამის დედაც... თქვა იოანემ და თავი ხელებში ჩარგო. სანდრო გვერდით მიუჯდა და ჰკითხა: - რა ტრავმა ? - სალი და თავისი შეყვარებული მანქანით სეირნობდნენ , თუმცა ილიას ვეღარ დაუმორჩილებია საჭე და ხეს შეასკდნენ . სალიმ კიდე თავი დაარტყა და დიდი ტრავმა გადაიტანა. - მოიცა , სალის შეყვარებული ყავს ? - რა დროს შეყვარებულია ამის დედაც ... და მიკვდება გაიგე ? და ! - დამშვიდდი, არ კვდება უბრალოდ თავი მიარტყა . - იოანე რომელი ხართ? თქვა ექიმმა. - მე ვარ გისმენთ. - თქვენი და გელოდებათ. იოანე ადგა და სალისთან შევიდა. - ჩემო პრინცესა , როგორ ხარ ? - კარგად ვარ . რამოხდა ? - უბრალოდ თავი დაარტყი იატაკს . - გამახსენდა , ჩემი ბრალი იყო . - კარგი , არაუშავს . - მათე სადაა ? - მათე სახლშია , ხოიცი როგორ უყვარხარ , უბრალოდ შენი წვალება უყვარს ჩემო პრინცესა . - მოიცა და აქ რატო არაა ? რამე ხოარ ჭირს ? - არა , სახლში იმიტოა რო ... აუ არ მინდა თქმა რა ! - იოანე ! - მოკლედ , მათემ შენს შესახებ რო გაიგო ბევრი დალია და ნარკოტიკიც მიუღია , ხოდა ეხლა სახლშია და წევს. - რაა ? ჩემი მათე.- ტირილი დავიწყე . - კაი რაიყო , კარგად იქნება ყველაფერი. არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა . - როდის გამწერენ ? - ალბათ ხვალ პრინცესა. - კარგი . ბევრი ილაპარაკეს იოანემ და სალიმ , ბოლოს სანდრო შემოვიდა ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა. იოანეს ანიშნა გადიო , ადგა შუბლზე მაკოცა და გავიდა. - როგორ ხარ ? თვალებში არ მიყურებდა . - კარგად. შენ ? - რავი კარგათ. - თ და არა დ . - რა? - კარგად და არა კარგათ . - მოიცა შენ გაგიჟდი ? აქ წევხარ , ჩემს გამო სიკვდილამდე 1-2 ნაბიჯი გაკლია და სიტყვებზე მეკიდები ? - დამიყვირა და კედელთან დადგა . - ბოდიში .., ვუთხარი და ცრემლი მოვიწმინდე . - პირიქით მე ბოდიში , არ უნდა დამეყვირა. არც შემოუხედავს ისე გავარდა გარეთ . მალე მეც დამეძინა და რომ გავიღვიძე სანდროს ხმა გავიგე . - დღეს უბანში გამომიტანე და ფულსაც მოგცემ ... არა ერთი შეკვრა მეყოფა ... ხო 330 ლარს მოგცემ . კარგი ძმაო აბა ნახვამდის . - ვინ იყო სანდრო ?ვიკითხე ინტერესით. - ძველი მეგობარი . - ფული ? - უნდა ვასესხო. - რა უნდა გამოგიტანოს ? - რაა ? - რა უნდა გამოგიტანოს თქო ! - ვერ გაიგე ალბათ კარგად , არაფერი არ უნდა გამომიტანოს . - კარგი.სინამდვილეში არ დამიჯერებია მაგრამ რავქნა , ჩემთვის არაფერს წარმოადგენს , რაც უნდა ის უქნია. მალე სანდრაც შემოვიდა პალატაში და მაგრად მომეხვია. - ჩემი ერთიდღისგაცნობილი საუკეთესო მეგობარი როგორ არის ? ;დ - მშვენივრად ვარ ჩემო ერთიდღისგაცნობილო საუკეთესო მეგობარო - სიცილით ვუთხარი. - აქიდან რო გავდივართ რას ვაკეთებთო ? - სიცილით მითხრა სანდრამ. - არაფერსაც არ აკეთებთ, სახლში მიბრძანდებით და დაისვენებთ . - ღიმილით გვითხრა იოანემ და პალატაში შემოვიდა. - ჰმ... უკაცრავად ხო რას ვამბობდით? აქიდან რო გავალთ ლუდს ვსვამთ სიკვდილამდე- გადავიხარხარე . - ხო... არა , არა ! არაყი ჯობია . - თვალი ჩამიკრა სანდრამ და უკვე მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა. იოანესი ვითომ არ გვესმოდა :დდდ - ეი თქვენ ხოარ გადებილდით ? სახლში მიდიხართ არანაირი დალევა . - და ისე ხო რომელი არაყი გირჩევნია ? მედოFი თუ ნემიროვი? - ღიმილით მკითხა სანდრამ. - აუ მე ლუდი მინდა ! გავჯიუტდი :დ - არც ,,ლ,,უდი და არც არაყი . სახლი, დასვენება . გაბრაზებული ტონით მოგვიგო იოანემ. - კაიჰო შენსას ვერ დაგათმობინებ , ლუდი იყოს . ზედაზენი ხო ? - ეხლა დავამტვრევ აქაურობას ! რა არაყი რის ლუდი . სახლი და მორჩა. თქვენზე 3 წლით დიდი ვარ დაუნდა დამიჯეროთ თორემ სხვა გზას მივმართავ.- გაიღიმა. - კიდევ ჩამირტყი ,,ლ,, და ოქ - გადავიხარხარე . - თქვე ცანცარებო :დდ გაეცინა იოანესაც. - ძლივს გავაცინეთ პრინცი :დდ - თქვა სანდრამ და გადაიხარხარა. - ეგრე ხო ? :დ გაეცინა იოანეს . უკან შეტრიალდა და წყლით სავსე ჭიქა ხელში აიღო. მე და სანდრა ისევ ვიცინოდით . - შეწყვიტეთ სიცილი თორემ ... რათქმაუნდა მიხვდა რომ არ გავჩერდებოდით და წყალი თავზე გადაასხა სანდრას . - თავხედო რას აკეთებ ? - 1 დღეა გიცნობ და ვინაა გოგო შენი თავხედი ?- გაბრაზებული ხმით უთხრა სანდრას. - რაც ხარ იმას გეუბნები ჩემო შიჩოჩხლე . - მეც და სანდრამაც გადავიხარხარეთ . იოანემ ეშმაკურად შემოგვხედა , ცარიელი ჭიქა თაროზე დადო და სანდრა ხელში აიყვანა. დიდი ხანი ატრიალებდა , სანდრა კი ყვიროდა ბოლო ხმაზე . მე მაგრად გავერთე . ბოლოს დასვა ძირს და მუხლები დაიფერთხა . - რაიყო ჭუჭყიანი კი არა ვარ . შეარაადამიანოთავხედოიდიოტონახერაგიქნა -ს როჟით შეხედა სანდრამ იოანეს და თვალი ჩამიკრა . - ეგ არიცოდი ? მართლა ძაან ჭუჭყიანი ხარ , თმები ისე გაქვს გეგონება დენმა დაარტყაო . - ამაზე მაგრად გადავიხარხარე . სანდრას მოწყენილობა შევნიშნე და იოანე ოთახიდან გავაგდე . - კაი, რაიყო გოგო რატო მოიწყინე ? იოანეც ცანცარა გამხდარა , მოვუვლი მაგას . ხო ხვდები რო გეღადავება. შენც აყევი ღადავში და გაერთე ;დდ ჩემოპრინცესა . - გავითვალისწინებ სალ , მიყვარხარ . წავედი ეხლა . დაისვენე შენ <33 - პაკაპაკა. - ღიმილით ვუთხარი და თვალები დავხუჭე. მალე ექთანიც შემოვიდა : - მოემზადეთ, ჩაიცვით უკვე გაწერილი ბრძანდებით. - ვაშა , რამაგარია . გადავიხარხარე და ტანსაცმელი ჩავიცვი . პალატიდან გავედი , მხოლოდ იოანე და სანდრა დავინახე . - სანდრო სადაა ? - რავი უბანში წავიდა საქმე აქვს - ღიმილით მითხრა სანდრამ და ხელი ჩამჭიდა . მალე ჩავსხედით იოანეს მანქანაში და სახლისკენ ავიღეთ გეზი. 1 დღის შემდეგ - სალი როგორ ხარ? მხიარულად ჰკითხა იოანემ დაიკოს. - რავი ვარრა. შენ? - მე მაგრად- გაღიმებული მოახსენა უმცროს დაიკოს. - ოჰო გეტყობა :დ მითხარი შენი მხიარულობის მიზეზი აბა ძამიკო :დდ - ვერ გენდობი დაიკ - თვალი ჩაუკრა იოანემ და გაიღიმა. - აჰა კარგი . გადავიფიქრე შენთვის რაღაცის მოყოლა ჩემს შეყვარებულზე. - რაა? შეყვარებული გყავს და მიმალავ ? ყოჩაღ სალი. ეხლავე მომიყევი ყველაფერი.- გაბრაზებული დამიყვირა იოანემ. - ჯერ შენ მომიყევი და მერე მე მოგიყვები.- ნიშნის მოგებით ვუთხარი იოანეს. - კარქი არ მაინტერესებს შენი შეყვარებულის ვინაობა. ეხლა დაისჯები და სანამ არ მიხვდები შეცდომას იქამდე არ გაპატიებ. - რაა ხოარ გაგიჟდი არანორმალურო ?- დავიყვირე - იცი შენი სასჯელი რა იქნება? - მოგატყუე ბიჭო რა შეყვარებული- გამეცინა - რაა? ჩემი ხასიათის გაფუჭებისთვის და ტყუილისთვის დაისჯები ! - რაა? ბავშვი კი არვარ. - დიახაც ბავშვი ხარ! 16 წლის ბავშვი. შენი სასჯელი გაინტერესებს? - იოანე რა დაგემართა ? ხოარ გაგიჟდი? - იოანე არც ისმენდა მის სიტყვებს.თავისას აგრძელებდა. - სანდროსთან და სანდრასთან გადახვალ დღეს - ღიმილით თქვა იოანემ. - ვაიმე ჩემოცხოვრება ! მიყვარხარ. ჩავეხუტე ჩემს ძამიკოს :დ - გაგიხარდა? - კი ძალიაან. - კარგი, შენთან პირობა მაქვს. - გიისმენ - სანდრას გააკონტროლებ , გაარკვევ ყავს თუ არა შეყვარებული დამ რავიცი ყველაფერს გამირკვევ. - მოიცაა,მოიცაა. შენ რა სანდრა გიყვარს? - ჰო რა. არ დაიწყო რა დებილობები.- გადავიხარხარე და სიმღერა დავიწყე. - იიიოაანეს უუუყვაარსო სააააააანდრა, იიოაააანეს უუუუყვარსო სსსსსსააანდრა . - გადავიხარხარე და სიცილი დავიწყე. - კარგი თუ ასე აპირებდი საერთოდ არ გეტყოდი- ნაწყენმა მითხრა იოანემ და ოთახიდან გავიდა.აიპადი აიღო და FB- ში შევიდა. ცოტა შემრცხვა ასე რომ მოვიქეცი და იოანეს გავეკიდე. - კაი ჩემო ცხოვრებაა, ბოდიში. -ვუთხარი მშვიდი ხმით და ლოყაზე ვაკოცე. იოანე დუმდა. - მოგიყვები სადრას შეყვარებულზე ყველაფერს.ვუთხარი ძამიკოს და დავაკვირდი.უცებ შემომხედა აიპედი გვერდით გადადო გაოცებულმა და ნაწყენმა შემომხედა და მკითხა : - შენ რა მეხუმრები?- ხმა ჩახლეჩილმა მკითხა- შეყვარებული ყავს? - შემეშალა შეყვარებული კიარა ყოფილი შეყვარებული უნდა მეთქვა , რომელსაც 5 თუ 6 დღის წინ დაშორდა. დაშორდა კიარა... - რატომ გაჩერდი ? - 2 წელი ერთად იყვნენ, ბედნიერები იყვნენ . რამდენიმე დღის წინ კი ის ბიჭი სანდრასთან მივიდა და უთხრა რო ეღადავებოდა. - რააა ? - სანდრომ დაიღრიალა. - რაგაყვირებს -მოიცა და ეს ყველაფერი სანდრომ იცის? - კი ცემა ის ბიჭი. - კარგია მომეშვა.წავიდეთ რა სანდრასთან , გთხოვ . - კარგი მარა მათე? - მათე დავტოვოთ მალე გაიღვიძებს და მიხვდება ყველაფერს. - კარგი ჩემოსიცოცხლე - მაგრადმიყვარხარ <33 ოთახში შევედი , ტანსაცმელი გავიხადე, ნაცრისფერი ტოპი, ჯინსის შორტი და ადიდასის კედები ჩავიცვი.შავი ,გრძელი თმები გაიშალე , მარცხნივ გადავიყარე და იოანესთან ჩავედი. ძალიან სიმპატიური იყო. - აბაა წავედით? ვკითხე გახარებული ხმით და ლოყაზე ვაკოცე. - ხოო ჩემო პრინცესა. მანქანაში ჩავსხედით , ღვედები შევიკარით და მანქანაც დაიძრა. 10 წუთში საცობში აღმოვჩნდით. - აუ რაა, დამღალა ამ საცობებმა ! ვთქვი და თავი მივადე ფანჯარას. - გიყვარს? - ვინ? - გაკვირვებულმა ვიკითხე. - ოო ვითო ვერ ხვდები ეხლა.სანდრო. - აჰაჰაჰაჰ, სულ გაგიჟდი ? არანარმოლურო- სიცილით ვუთხარი . არადა გული ისე მიცემდა მეგონა მალე ამოვარდებოდა საგულედან :დდ - სალი მე არაფერს გიმალავ. - აუ კარგი რაა! უბრალოდ მომწონს როგორც ბიჭი ვააახ. - იცოდე წესიერად მოიქეცი და არ იცანცარო! - ოჰო:დდ ძამიკო მარიგებს ხა,,ლ,,ხიო :დდ - სიცილით ვთქვი და იოანეს შევხედე. - არა რა ;დ ვერაფერი გიშველის. ისე შეყვარებულისთვის ადრეა ჯერ დაიკ - თვალი ჩამიკრა და მარჯვნივ შეუხვია.- სპეციალურად ჩავახველე და იოანეს შევხედე. - ძამიკო პირველი შეყვარებული როდის გყავდა ?5წლის როიყავი იმას არ ვგულისხმობ. - 15 , რაიყო? - კარგი. სულ რამდენი შეყვარებული გყავდა ამის შემდეგ?ანუ 5 წელში რამდენი შეიცვალე? - საალი ! - თქვი! - 6 - და ამის მერე მეუბნები შეყვარებული ადრეაო? უნამუსო ხარ - გამეცინა. - გაიღიმა და მანქანა გააჩერა- მოოვედით. - კაი წამო ავიდეთ. ლიფტში შევედით და მალე სანდრას სახლის წინ ვიდექით. იოანემ დააზარა და ჩემს გვერდით დადგა. კარი სანდრამ გაგვიღო . - ვაიმე ჩემიგოგო მოვიდაა - თქვა სანდრამ და ჩამეხუტა. - შენი ბიჭიც მოვედიი - თქვა იოანემ და გაუღიმა . - იდიოტი - ჩაილაპარაკა სანდრამ და თვალი აარიდა . სასტუმრო ოთახში დავჯექით მე და იოანე,სანდრა კი ძმის ოთახში შევიდა. *** სანდრა - სანდრი გაიღვიძე . იოანე მოვიდა.- თვალებს არ ახელდა სანდრო. - და თან სალიც მოყვა. სანდრომ ორივე თვალი გაახილა და საწოლზე მალევე ჩამოჯდა. - დიდი ხანია მოსულები არიან? - ამწამს მოვიდნენ. - კარგი , კარგად გამოვიყურები? - ნუუ, თმა რო დაივარცხნო, ეს საშინელი მაისური რო გამოიცვალო, სუნამო რო დაისხა და ხელ-პირიც დაიბანო ალბათ კი. - ჩემი სულელი :დდ მომეხვია სანდრო და შუბლზე მაკოცა. - კარგი, მე ოთახიდან გავალ მოწესრიგდი და გამოდი.ისე აქამდე ვერ მოვახერხე თქმა, შენი ტელეფონის ფოტოები გადაამოწმე ხოლმე - გაიცინა და კარი მიიხურა. სანდრომ მალევე აიღო თავისი ტელეფონი და ფოტოებში შევიდა. სახეზე ღიმილი აეკრო როცა მისი და სალის ფოტო ნახა , სადაც ჩახუტებულები იყვნენ. მალევე დააყენა Lockscreen-ზე და ტუმბოზე დადო. ხელ-პირი დაიბანა გამოიცვალა და გარეთ გავიდა. - სალუ, წამო სამზარეულოში ცუდად ვხვდები ცხოველების დანახვაზე. - რა ცხოველი გოგო გაგიჟდი? სადაა ცხოველი?- შეშფოთებულმა მიუგო სალიმ. - დივანზეა წამოწოლილი რას ვერ ხედავ? სალიმ იოანე დაინახა რომელიც წამოწოლილიყო და ტელევიზორს უყურებდა .გაიცინა და სამზარეულოში შევიდა სანდრასთან ერთად. - კარგად ხარ? თავიხოარ გტკივა კიდე? - არა , კარგად ვარ. უბრალოდ მოვიწყინეთ და აქ წამოვედით :დდ იმედია არ შეგაწუხეთ. - არა რა შემაწუხე :დდ როცა მოგინდება მოდი. თბილად მითხრა და ლოყაზე მაკოცა.- გამეღიმა და ყავის მოდუღებაში დავეხმარე.მალევე ჩავასხით ჭიქებში და იოანესთან შევიტანეთ. სანდრამ ოთხი ჭიქა დადგა მაგიდაზე და დივანზე ჩამოჯდა . იოანემ შეხედა და გაიღიმა. მალე კარის გაღების ხმა გავიგეთ და ყურადღება სანდროზე გადავიტანეთ. უსიმპატიურესი იყო. - ზდაროვა ძმაო - თქვა იოანემ და ძმაკაცს გადაეხვია. - ვაა როგორ ხარ ე? - მაგრად შენ? - მეც ვარ რა. ახლა მე შემომიტრიალდა სანდრო , გამიღიმა და მომესალმა. - გამარჯობა სალი- ღიმილით მითხრა და ლოყაზე მაკოცა. - ეს ჟესტი გამიკვირდა და წამოვწითლდი. - გა...მმარჯობა - ძლივს ვუთხარი და ნერწყვი მძიმედ გადავუშვი ყელში. - როგორ ხარ? - კარგად, შენ? - კარგად. - ხო აბა ნარკოტიკი მიიღე და სხვანაირად როგორ იქნები - ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ტელევიზორს შევხედე. სანდრო ჩემს გვერდით ჩამოჯდა,თან ძალიან ახლოს და დაიჩურჩულა: - ცუდად ვიყავი პრინცესა,მაგიტომაც მივიღე. გპირდები აღარ ჩავიდენ ასეთ სისულელეს. - კარგს იზავ, ვუთხარი და სანდრას შევხედე რომელიც მუშტებს კრავდა და იოანეს უყურებდა. სიცილი ვეღარ შევიკავე და გავიცინე თან ბოლო ხმაზე. სანდრო დებილივით მომშტერებოდა , სანდრა და იოანე კი ერთმანეთს უყურებდნენ. იოანე ღიმილით,სანდრა კი ბრაზით. ცოტახანი ვლაპარაკობდით მე და სანდრა, იოანე და სანდრო. ხანდახან თუ გამოაპარებდა სანდრო თვალს ჩემსკენ და გაიღიმებდა. მაღიზიანებდა ეს ჟესტი და რაღაც მოვიფიქრე. - ბაშვებო ფილმს ვიყუროთ? - კიი - წამოიძახეს ერთხმად - კარქია რას ვუყუროთ? - სანდრო შენ შეარჩიე რა რამე თქვა იოანემ და ჩვენ სახეებზე ღელვა ამოიკითხა. - გოგოებო რა დაგემართათ? იკითხა იოანემ - ჟანრს მე და სანდრა შევარჩევთ რა.- ვთქვი და სანდრას შევხედე რომელიც თვალებით მადლობას მიხდიდა :დ - ოქეეეი. - თქვა იოანემ და გაიკრიჭა :დდ - რა იყოთ ასე არ მოგეწონათ იმ დღეს ის ფილმი? - მოწყენილმა თქვა სანდრომ და შემოგვხედა. - არა ! ერთხმად წამოვიძახეთ მე და სანდრამ. ბიჭებმა სიცილი დაიწყეს და ჩვენც ავყევით. ფილმი ძლივს შევარჩიეთ მე და სანდრამ. ბოლოს გადავწყვიტეთ ,,ავრორასთვის,, გვეყურებინა და ბიჭებსაც ვაცნობეთ. - კაი ვუყუროთ ამ ავრორას მარა რამე არ დავაყოლოთ? - თქვა სანდრომ და ფეხზე წამოდგა. - ხო რა, შენ და სალი ჩადით მაღაზიაში და ამოიტანეთ რამე. ამის გაგონებაზე ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა. იოანე ადგა და ჩამჩურჩულა: - გთხოოვ სანდრასთან მარტო მინდა ყოფნა. - ქაი მაგრამ სახლში რომ მივალთ აიპადი ჩემია ! - ოქეიი. მითხრა ღიმილით და ლოყაზე მაკოცა. სანდრას არ ესიამოვნა იოანესთან მარტო დარჩენა რომ მოუწევდა მაგრამ არ შეწინააღმდეგა . - თუ არ გინდა მარტო წავალ სალი. მითხრა თბილად და გაიღიმა. იოანემ დივნიდან წარბები ამიქაჩა წაყევიო :დ - არა , წამო წავიდეთ. სანდროს გაუხარდა და გაიღიმა. სანდრა&იოანე სანდრამ კარები ჩაკეტა და დივანზე დაჯდა. იოანე ფეხზე წამოდგა და სანდრას გვერდით მოთავსდა.სანდრამ ნერწყვი მძიმედ გადაუშვა ყელში და ლოყები წამოაწითლა :დ - კაი რაა. რა მორცხვი ხარ - მოწყენილი ხმით უთხრა იოანემ და სანდრას ხელი მოხვია. სანდრამ იოანეს ხელს დახედა და ამაყად წარმოსთქვა: - არ მრცხვენია არაფრისაც - თვალი ჩაუკრა და იოანეს ხელი მოიშორა. - დაამტკიცე. - გაგიჟდი ? როგორ დაგიმტკიცო? თუ არ გჯერა შენი პრობლემაა. - ანუ ამბობ რომ არ გრცხვენია ჩემი? - ნწ, რატო უნდა შემრცხვეს? - გაიკვირვა სანდრამ და იოანეს შეხედა. - კაი მაშინ მაკოცე. - იდიოტო, თავხედო რას მეუბნები? არაადამიანო ! ფეხზე წამოდგა სანდრა. - ლოყაზე გოგო რა გჭირს unsure emoticon - აა. დამშვიდდა სანდრა- კარგი. იოანესკენ მიიწია და ლოყაზე სწრაფად და წამიერად აკოცა. - ეე ეს რა იყო? მე არ მომეწონა ეს კოცნა. ამიტომ თუ გინდა დამიმტკიცო კიდევ ერთხელ უნდა მაკოცო. წეღან როგორც მაკოცე ეგრე არა, სხვანაირად. - აუუუ. კაი მოდი. სანდრა ნელა მიიწია იოანესთან და ლოყზა ფრთხილად და ხანგრძლივად აკოცა. - აი ეს კი მომეწონაა- ბედნიერად თქვა იოანემ და სანდრას აწითლებულ ლოყებს დააკვირდა. სანდრამ თავი დახარა. - არა რა, რამდენიც არ უნდა მიმტკიცო ვერ დამიმტკიცებ რო არ გრცხვენია. ლოყები გაქვს პომიდორივით წითელი- გადაიხარხარა იოანემ. სანდრას ხმა არ ამოუღია, ელვასავით სწრაფად წამოდგა ფეხზე და საჭირო ოთახში შევარდა. იოანე დასერიოზულდა და საჭირო ოთახის კარზე დააკაკუნა. - სანდრა რამე ხო არ გჭირს? - ... - ე გოგო ამოიღე ხმა თორე შემოვამტვრევ კარებს- ნერვიულად მიუგო იოანემ და კარზე ხელი მთელი ძალით დაარტყა. უცებ კარი გაიღო და სანდრა გამოვიდა. - რა იყო რას ჩამომიღე კარი იდიოტო? - ვნერვიულობდი ასე სწრაფად რატო ადგა და გაიქცა საჭირო ოთახში თქო- დაამთავრა და სანდრას ჩაეხუტა. ხელი თმებში შეუცურა , მეორე ხელი კი მხრებზე მოხვია. სანდრას გაუკვირდა ეს საქციელი და იოანეს წელზე შემოაწყო ხელები.ორივე იღიმოდა. - ჩემი გოგო. - შენი არა კვახი :დდ თქვა სიცილით და იოანეს მოშორდა. - ჩემი გოგო გახდები ! გპირდები! მიაძახა იოანემ და თვალი გააყოლა სანდრას რომელიც დივანზე ჩამოჯდა. - სად წავიდა ეე ? - იკითხა სანდრამ. - სადაც უნდა იქ ელაპარაკოს თავის სიყვარულს . თქვა სანდრომ და კიდევ ერთი მოსვა. - ჩემთვის არ უთქვია რო შეყვარებული ყავს unsure emoticon თქვა სანდრამ და დაფიქრდა. - კი ყავს , უკვე 1 წელია ერთად არიან. მგონი სალის ეგ უფრო უყვარს ვიდრე საკუთარი თავი. - მერე ბიჭო არ უნდა დაარიგო შენი და? 16 წლისაა რადროს შეყვარებულია ჯერ ბავშვია ! - სანდრაც 16 წლისაა. - სანდროს აღარაფერიუთქვამს. მალე კარები გაიღო და სალი შემოვიდა 3 პარკი ეჭირა ხელში. სანდროს გაუხარდა მისი დაბრუნება, სანდრას გაუკვირდა, იოანე კი გაბრაზდა რადგან მიხვდა რომ კიდევ დალევას აპირებდა. - რაარის პარკებში? - დაიყვირა იოანემ. - რავი ლუდი დამილიეს და არაყი ამოვიტანე, მხოლოდ ჩემთვის wink emoticon - ვთქვი და დივანზე ჩამოვჯექი , სანდრო ადგა და გვერდით დამიჯდა. - რას მომიცუცქდი აქ ? - ვუთხარი მკაცრად. - არ შეილება? თუ შენი ბექუნა გაბრაზდება აჰაჰაჰა - არა არარის ეჭვიანი. სრულიად მენდობა და ძალიანაც ვუყვარვარ . - მომილოცია! და გითხოვდება. გადაიხარხარა სანდრომ და ლუდი მთლიანად დალია. - სალი შენ არ დალევ! ზედმეტი მოგივიდა. ეხლა წავალთ სახლში. მითხრა იოანემ და ფეხზე წამოდგა. მეც ავდექი და ჩავჩურჩულე: - გთხოვ მხოლოდ დღეს, დაამტკიცე რო გიყვარვარ და მომეცი უფლება დავლიო. იცირომ სანდრო შემიყავრდა? რათქმაუნდაიცი. ისიც გეცოდინება შეყვარებულირო ყავს . მომეცი უფლება დავთვრე და დავივიწყო ყველაფერი! გთხოვ . ვუთხარი და ცრემლი ჩამომიგორდა სახეზე. იოანე ჩამეხუტა და ცრემლები მომწმინდა. - არიტირო, ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. რადგან ეხლა ცუდად ხარ შეგიძლია დალიო მაგრან სხვა დროს ბევრს არ დალევ. მპირდები? - გპირდები - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე. - ჰეე გადავიფიქრეთ წასვლა , შეგვიძლია გავერთოთ . არყები ამოიღეს პარკიდან და ჭიქებიც მოატანინეს სანდრას. - მე ჭიქით არ მინდა, ვთქვი და დიდი არყის ბოთლს თავი მოვხსენი. - არ შეილება ამდენის დალევა . ბავშვი ხარ- მითხრა სანდრომ და გამომართვა. - კაი ერთი. მამა ხარ ჩემი თუ ძმა? მგონი ძმა აქ ზის - ხელი მივუთითე იოანეზე- და უფლებას მრთავს დავლიო რამდენიც მინდა. შენ არავინ გეკითხება გაიგე?დროზე დამიბრუნე ბოთლი. სანდრო გაბრაზდა ბოთლი მომცა და მომბაძა, ახალი ბოთლი აიღო. - ჩემი შეყვარებული ეხლა აქ რო იყოს რაკარგი იქნებოდა ^^ თქვა სანდრომ და არყის ბოთლი მიიტანა პირთან. იოანემ გამომხედა მე კიუბრალოდ კედელს შევხედე და ცრემლი მოვიწმინდე. *** იოანე არ შემეძლო ჩემი დის ესე ყურება, გული მტკიოდა მისი ტანჯვის გამო, თურმე რა ყოფილა სიყვარული. ადამიანს აატირებს კიდეც. ეს პირველი ბიჭი იყო რომელიც სალის მოეწონა. არა !შეუყვარდა. მას კი სხვა გოგო ყავს, როგორ ვერ ხვდება ეს იდიოტი ბიჭი რომ სალის უყვარს. თვალებში ხომ ყველაფერი სჩანს ! არ შემიძლია ჩემს დას რამე ვუშველო, ვერ გადავაყვარებ, იმედია გონს მალე მოეგება და მიხვდება რომ სანდროს სხვა ჰყავს და უნდა გადაიყვაროს. *** სალი არ მინდოდა სანდროსთვის ჩემი სიყვარული ან ცრემლები დამენახებინა ამიტომ შევტრიალდი და ვუთხარი: - სანდრიკ, გაგვაცანი აბა შენი გოგო ! უთხარი მოვიდეს აქ და დალიოს ჩვენთან ერთად. თან სანდრაც გაიცნობს . ხო ასეა სანდრა? - ხო რა გამაცანი ჩემი რძალი- თქვა სანდრამ და გაიცინა. მე და იოანემ ერთმანეთს ერთდროულად შევხედეთ. ამოვიკითხე მის თვალებში როგორ იტანჯებოდა ჩემს გამო , თუმცა არამგონია ჩემზე მეტად იტანჯებოდეს. - კარგი დავურეკავ და ვეტყვი რო მოვიდეს ჩემი ცხოვრება.- გაიღიმა და დამაკვირდა სახეზე. არ ვიმჩნევდი რომ ცუდად ვიყავი და მას ვაჩვენე რომ ამით სულაც არ დამწყვეტია გული. - სალი ეზოში ჩამყევი რა , რაღაც უნდა ვიყიდო.მივხვდი რომ ლაპარაკი უნდოდა და წავყევი. მალე ჩავედით ეზოში და სეირნობა დავიწყეთ. - ძალით თავს რატომ იტანჯავ ? მშვიდად მითხრა იოანემ თუმცა ეტყობოდა რომ ცუდად იყო ჩემს გამო. - რა? - ძალით თავს რატომ იტანჯავ ? ახლა დამიყვირა იოანემ.ცრემლები ჩამომიგორდა და იოანეს მაგრად ჩავეხუტე. - იდეა მაქვს ჩემო პრინცესა. - გისმენ აბა- ვუთხარი და ცრემლი მოვიწმინდე. - ჩემი ძმაკაცი ბექა ხო იცი? - კი მერე? - ჩათვალე შენი შეყვარებულია - რა? - დავურეკავ და გავარკვევ ყველაფერში. თუ სანდრო გაყენებს დარტყმას შენც მიაყენე - თვალი ჩამიკრა და შუბლზე მაკოცა. - მთავარი ისაა რო იმ ვიღაც სოფისთან არაფერი შეიმჩნიო. პირიქით მაგრად მოექეცი , სანდროს ჯინაზე ბევრი დალიე და გამხიარულდი, აჩვენე მას რა ბედნიერი ხარ, არ შეგრცხვეს მისი და როცა გაგეკარება მოიშორე ხო? თუ ასე არ იზავ უფრო შეგიყვარდება და თავს დაიტანჯავ. ჩემი ძმაკაცია მაგრამ დას არაფერი მირჩევნია . - ძალიან მესიამოვნა ეს სიტყვები შენგან იო. ძალიან მიყვარხარ. - მეც ძალიან პრინცესა. იოანემ ბექას დაურეკა ყველაფერი აუხსნა და ისიც დაამატა რომ ახლა სალის გვერდით ყოფილიყო. მალე სანდრას სახლში ავედით და კარები შევაღეთ. ძალიან მხიარული ვიყავი (რათქმაუნდა მოჩვენებითი). როგორც მე და იოანემ გადავწყვიტეთ ბექა დარეკავდა მაშინ როცა სახლში ავიდოდი. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და სამზარეულოში გავედი კოკა-კოლას დასალევად , ჭიქაში ჩავისხი და მალე ტელეფონზე ზარიც შემოვიდა. (სამზარეულოში სპეციალურად ვიყავი, იმისთვის რომ სანდროს გაეგო ბექა რო რეკავდა) . ასეც მოხდა სანდრო იყო ტელეფონთან ახლოს და იქიდან დაუძახა სალის გირეკავენო: - სალომე გირეკავენ ! დაიძახა სანდრომ - იო ნახე რა ვინაა , კოკაკოლას დავისხავ და მოვალ. - შენიბექა გირეკავს პრინცესა. - ეე პრინცესას მხოლოდ ჩემიბექა მიძახის - გავედი სასტუმრო ოთახში და მოვახსენე იოანეს. - Speaker-ზე ჩავრთო? მგონი დაკავებული გაქვს ხელები . მითხრა იოანემ. ხელებზე დავიხედე, ერთში კოკაკოლა მეჭირა, მეორეში ბოთლი :დდ - კაი ჩართე ჰო . ვუთხარი და კოლა მოვსვი. - ჩემი პრინცესა როგორ არის? მკითხა ბექამ . - მაგრად ვარ ბექუნა, აუ შენც მოდი რა , მაგრად ვერთობით აქ. თან გაგაცნობ სანდრას და სანდროს. - სოფი გამოგრჩა სალომე. მითხრა სანდრომ და თვალი ჩამიკრა. - უი ჩემოსიცოცხლე სოფი გამომრჩა. ჩემი საუკეთესო დაქალის ძმის შეყვარებულია. - რავი მოვალ მაშინ ჩემოერთადერთო. - ,,სპექტაკლის'' მიხედვით ახლა უნდა გამხარებოდა ასეც მოვიქეცი. - ვაიმეე :დდ აუ ჩემი ბიჭი ხარ. მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად. - ჩემიგოგო . რამე წამოგიღო? ხოიცი რასაც მეტყვი შეუძლებელიც რო იყოს შევძლებ და გაგახარებ . - აუ კი რა, ვიცი ბრაზდები რო ვსვამ მაგრამ არაყი ან ლუდი წამომიღე რა. - პრინცესა ჩვენ რაზე შევთანხმდით? გახსოვს? - კი - გამეცინა - აბა თქვი :დ - ბევრს არ დავლევ სანამ ჩემს ბექუნაზე არ გავთხოვდები :დ - აჰაჰჰა ჩემოცხოვრება . წავედი ეხლა გიყიდო შენ რაც გინდა და წამოგიღო. - მიყვარხარ - ჩუმად ვთქვი და ცრემლი ჩამომიგორდა.იოანემ დამინახა როგორ ვუყურებდი სანდროს და შემახსენა ბექა რო მოდიოდა. - სანდრო ძალიან მრცხვენია მაგრაამ, შეილება აქ ჩემი შეყვარებული მოვიდეს? სანდრომ ცინიკურად ჩაიცინა და მითხრა: - ვინც გინდა ის მოიყვანე, მთავარია მე ვარ ბედნიერი ჩემი გოგოს აქ ყოფნით. - ვაა სოფი უკვე მოვიდა? ვიკითხე და ძალით გავიცინე. - კი ამწამს . კარებში გავიხედე , ულამაზესი, გამხდარი,მაღალი გოგო დავინახე ქერათმებით . - ბოდიში მაგრამ ჩემს გოგოსთან უნდა მივიდე. მითხრა და ადგა დივნიდან. მე იოანესთან მივედი და მის გვერდით ჩამოვჯექი. - მართლა უყვარს - არაუშავს - მე არ ვაინტერესებ - არაუშავს მაგაზე უკეთესებიც არიან - არასდროს შევუყვარდები - გაჩერდი სალი - ეხლა აკოცებს - სიმწრისგან გავიცინე და ლოყაზე წამოსული ცრემლი ხელით მოვიწმინდე. მართალი აღმოვჩნდი, სანდრო მივიდა სოფისთან და ტუჩებზე აკოცა. იოანემ უცებ მე შემომხედა და ცრემლები მომწმინდა. - ის თუ აკოცებს სოფის, შენ ბექას აკოცებ. - გაგიჟდი? ამას აზრი აქვს? მაინც არ ვუყვარვარ ამ სანდროს და დაანებე რა თავი, გადავიტან . ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. - ძალიან გთხოვ ! რომ არ უყვარდე შენსა და ბექას საუბარზე ძარღვები არ დაებერებოდა და არ გაბრაზდებოდა. - ანუ ფიქრობ რომ ვუყვარვარ? - ვფიქრობ გულისსიღრმეში უყვარხარ. გაიღიმა და ლოყაზე მაკოცა. - კარგი ჯანდაბა გავატან ამ პირველ კოცნას ვიღაც იდიოტს :დ - პირველი ? :დდ ვაა დაიკო ყოჩაღ შენ :დ 13წლის რო ვიყავი მაშინ ვაკოცე პირველად გოგოს :დდ - აუტანელი ხარ -სანდრო და სოფი ხეკჩაჭიდებულები წამოვიდნენ ჩვენსკენ : - იოანე გაიცანი ეს სოფია, სოფი გაიცანი ეს იოანეა. - სასიამოვნოა - უთხრა იოანემ. - სოფი გაიცანი ეს სალომეა - სალი და არა სალომე - თვალი ჩავუკარი სანდროს. - რა აზრი აქვს სალის დაგიძახებს ჩემიგოგო თუ სალომეს - გაიკვირვა სანდრომ - ის რო არ მევასება ვიღაც-ვიღაცეები სალომეს რო მიძახინ ! - როგორც გინდა. - უი სოფი ბოდიში საყვარელო, უბრალოდ შეუგნებელი საქმრო გყავს და ვერ დაიმახსოვრა რომ სალი ვარ და არა სალომე. სასიამოვნოა შენი გაცნობა. - ჩემთვისაც, მითხრა და გამიღიმა. ცოტახანი გავიდა ბექა აგვიანებდა. ბოლოს კი როგორც იქნა კარზე ზარის ხმა გაისმა. სანდრო ადგა გასაღებად, - არა მე გავაღებ, ჩემი ბიჭია უეჭველი. ვუთხარი სანდროს და გვერდი ავუარე. კარი გავაღე თუ არა უზარმაზარი თაიგული დავინახე, მივხვდი რომ ბექა იყო ვარდების თაიგული ავიღე და ვუყნოსე. რა კარგი არომატი ჰქონდა ^^. - ვინარი სალ? გამომძახა სანდრამ - ჩემი ბიჭია. - რაათქმაუნდა ^^ . უცებ წინ დამიდგა ბექა და ხელში ამიყვანა მაგიდასთან მისვლამდე მატრიალა შემდეგ დამსვა და მაგრად ჩამეხუტა. - ჩემი გოგო დათვრაო? :დ მკითხა ბექამ და პასუხი სანდროსგან მიიღო : - კი, მგონი ბევრიც მოუვიდა, 2 ბოთლი ლუდი დალია და 1 მთელი ბოთლი არაყი. - აჰაჰაჰაჰა. მე ვიფიქრე ბევრი დალია თქო :დ გადაიხარხარა ბექამ და შემომხედა. მეც ვიცინოდი. - და შენ რაგგონია ეს ბევრი არაა ? - იკითხა სანდრომ. - არ იციან ამათმა არაფერი ჩემს გოგოზე?-იკითხა ბექამ და ყველას გადახედა. - კაი გაჩე ნუ მახსენებ მაგ დღეს :დ ეხლაც ვნანობ 3 ბოთლი არყი რატო დავლიეთქო :დდ - კაი შენრაც არგინდა იმას არც გაგიკეთებ. - ჩემიბიჭი როხარ გეტყობა;დდ კარგი მოდი გაგაცნო: - იოანეს იცნობ;დ - ვაა გამარჯობა ძმაო. ხელი ჩამოართვა იოანეს და მე შემომხედა. - ეს გოგო სანდრაა , იოანეს გოგოა-სანდრა წამოწითლდა და სანდროს შეხედა. მას არც გაუგია და დამშვიდდა. - ეს სოფია , სანდროს ცოლი. - ცოლი არა . შემისწორა ქალბატონმა. - ხო რააზრიაქ შეყვარებული.ეს კი სანდროა. სანდრო გაბრაზებული ჩანდა,მუშტებს კრავდა ბექას დანახვისას. იოანე მოგვიახლოვდა მე და ბექა და გვითხრა: - ეხლა აკოცეთ ერთმანეთს სწრაფადო. ორივემ გავიკვირვეთ და შეგვრცხვა. სანდროს მთელი მზერა მე და ბექას გვეპყრობოდა. ბექა წამოვიდა ჩემსკენ,მეც მივიწიე წინ და ვაკოცეთ. სულ რაღაც 1 წუთი ვკოცნიდით ერთმანეთს (ყველას რომ დაენახა) ბოლოს კი შევჩერდით. - ოოო ძმა აქარის არ დაგავიწყდეთ გვრიტებო - თქვა სანდრომ და ძალით გაიღიმა. - აჰაჰაჰაჰაჰაჰა- გადავიხარხარე - რამე ვთქვი სასაცილო ? - დასერიოულდა სანდრო - კი, ის რო ეს არც პირველი ყოფილა ჩემი ძმის წინ და არც ბოლო იქნება ;)) იოანეს გაეცინა და გვაჩვენა ცერა თითი. ამაზე ორივეს გაგვეცინა. სანდრომ მკვლელი როჟით შემომხედა და უკან გატრიალდა. ბევრი დავლიეთ, სანდრას გარდა ყველამ დავლიეთ. მე 2 ბოთლი არყი დავლიე,სანდრომ ორ არაყს ლუდიც დააყოლა,ბექამ 1 ბოთლი არყი,იოანემ ყველაზე მეტი დალია. 4 ბოთლი ლუდი და 3 არყი. სანდრამ 1 ჭიქა არაყი დალია და მაშინვე შეწყვიტა დალევა, რაც შეეხება სოფის მან 3 2 ბოთლი ლუდი დალია მხოლოდ. სანდრა&იოანე იოანე გაუჩერებლად მღეროდა. - სანდდრააააა - რა გინდა? - ჩემი ცხოვრება ხარ გოგო . გაიგე? - ხო გეტყობა მაგრად რო ხარ მთვრალი. - არა- ენა ბორძიკით ლაპარაკობდა:დ - მთვრალიც და ფხიზელიც სიმართლეს ვლაპარაკობ შენთავს გეფიცები. - კარგი. - გიყვარვარ? - ნუ დამღალე ჭურჭელი უნდა ავალაგო. - გამირბიხარ... ესეიგი არა. - გაჩერდი რა - ნუ შეგრცხვება მითხარი რო არ გიყვარვარ, არაა აქ არაფერი სასირცხვილო. - თავი მომაბეზრე. - თავს ვერ შეგაყვარებ.თქვი რომ არ გიყვარვარ. სანდრა დაიხარა და ტუჩებზე ნელა აკოცა იოანეს. ისიც აყვა სანამ სანდრო არ წამოიძახებდა: - ბააახ! ახალიწყვილიიი . ვააა აქ უკვე სამი წყვილი ვართ. - Wow! რამაგარია! დავიძახე და ძმასთან წავედი მისალოცად . - ვახ ხოიცი როგორ მიხარია შენი ბედნიერება . სულ იბედნიერე და არასდროს დამენახო ნაწყენი. - უჰ ჩემი საუკეთესო დაქალიი. გავიცინე და მაგრად მოვეხვიე. - ამას მიმალვდი გოგო? :დ - შენ კიდე რას მიმალავდი ბექას ამბავს. - მერე მოგიყვები ყველაფერს კუს. ვაკოცე ლოყაზე და ბექას და სანდროს შორის დავდექი. - სიმართლე თუ მოქმედება გინდათ? - წამოიძახა სოფიმ. - აუ კი სოფ. - ვთქვი და ბექას გადავხვიე ხელი. - მეც მინდა - თქვა იოანემ. - აუ ამას ვინ გარეცხავს?- იკითხა სანდრამ და ჭურჭელზე მიგვითითა. - ოო ჩემოგოგო დაანებე თავი ამათ , გავერთოთ უნდა დღეს.- თქვა სანდრომ და დაიკოს აკოცა. ბოლოს ყველა დავსხედით მაგიდასთან და დავიწყეთ თამაში. სანდრამ დაიწყო. - სალი , სიმართლე თუ მოქმედება? - სიმართლე - რამდენი შეყვარებული გყოლია ? - 1 და ეხლაც მყავს- თვალი ჩავუკარი სანდრას და ბექას ლოყაზე ვაკოცე. ეხლა ჩემი ჯერი იყო. - სოფი სიმართლე თუ მოქმედება? - სიმართლე - რამდენი ხანიახართ შენ და სანდრო ერთად? - 1 წელია - ოქ. ეხლა სოფის ჯერი იყო. - იოანე სიმართლე თუ მოქმედება? - მოქმედება - აკოცე სანდრას. იოანეს გაეღიმა,სანდრას მიუახლოვდა და ფრთხილად აკოცა ტუჩებზე.სანდრა წამოწითლდა და გაეღიმა. - სანდრო სიმართლე თუ მოქმედება? - მოქმედება - აკოცე სალის. - რაა? ხო არ გაგიჟდი არ ვაკოცებ სანდროს. ბექას ვერ ხედავ აქ? ჩემი შეყვარებულია და არ მაქვს უფლება ვიღაც სხვას ვაკოცო.ვთქვი გაბრაზებულმა და იოანეს შევხედე. - თამაში,თამაშია. - კარგი რა გჭირს ერთი კოცნა . თქვა სანდრომ და მომიახლოვდა. მალე დაეწაფა წითელ ტუჩებს და ვეღარც მოშორდა:დდ ბოლოს მედავადე გულზე ხელი და მოვიშორე. სახეზე სულ წითელი ვიყავი, არ მოველოდი. - სოფი სიმართლე თუ მოქმედება?- კითხვა დაუსვა სანდრომ. - მოქმედება. - არ უნდა აგერჩევინა ეს ;დდ ადექი და ყველაფერი დაალაგე. - აუუუ, კაირაა. - თამაში,თამაშია.გაეცინა სანდროს . დიდი ხანი ვთამაშობდით , ბოლოს შევწყვიტეთ. - აუ იო მეძინება და სახლში წავიდეთ რა. - კრავის თვალებით შევხედე. - აუ მთვრალი ვარ და საჭესთან ვინ დაჯდება? - მე არ ვიცი ტარება- თქვა სანდრამ და შემოგვხედა. - აუ ყველამ რატო დალიეთ,ახლა როგორ წავიდეთ?- ვთქვი და სკამზე ჩამოვჯექი. - დარჩით აქ.- თქვა სანდრომ და შემომხედა. - ამდენი ერთად როგორ დავეტევით? - მე აქვე ვცხოვრობ და ფეხით წავალ- თქვა ბექამ და ადგა დივნიდან. - კაი ბექ - ჩავეხუტე და გავაცილე. - ოუ შენი ბიჭიც წავიდაა- თქვა სანდრომ. - ხო და რა? - არაფერი, ჩემი გოგოისევ ჩემთანაა. - ძალიან კარგი, ბედნიერებას გისურვებთ. ავდექი და სანდრას ოთახში შესვლა დავაპირე , სადაც სანდრა მეგულებოდა. შევედი და რას ვხედავ . იოანეს და სანდრას ჩახუტებულები სძინავთ. ავიღე იოანეს ტელეფონი ტუმბოდან და ფოტო გადავუღე, მერე ჩემითაც გადავიღე და შევინახე. ოთახის კარი ჩუმად გამოვხურე და შევტრიალდი. სანდრო შემეფეთა. - ჩემი გოგოც წავიდაა- მითხრა და გაიცინა. - აუ რატო?- ვიკითხე შეწუხებული ხმით,არადა მიხაროდა :დ - რავი აქ ვერ დავეტევითო და ტაქსს წაყვა. - უი ტაქსი ეხლა გამახსენდა, იოანეს სძინავს ამიტომ ხვალამდე აქ იყოს,ცოდოა გაღვიძებისთვის, მე კიდე წავალ აქ არაა ადგილი. - რა წახვალ გოგო გაგიჟდი?- მითხრა და ლოყაზე მომეფერა. ხელი ჩავაწევინე და გასაღები ავიღე(სახლში წასასვლელად). სანდრომ მკლავში ხელი ჩამავლო და შემატრიალა. - რადგან იოს და სანდრას ერთად სძინავთ , და სხვა ადგილი არაა გარდა ჩემი ოთახისა, დავწვებით ჩემს ოთახში. თქვა და ხელში ამიყვანა. - იდიოტო დამსვი, არ მინდაა! - სანდრომ ოთახში შემიყვანა და კარი ჩაკეტა , გასაღები უჯრაში შეინახა და დამსვა. - არანორმალურო. მივაძახე და ლოგინზე დავჯექი. - გვერდით მომიჯდა და ხელზე ხელი დამადო. - რა საყვარელი ხარ- მითხრა და გაიღიმა. - ვიცი, უხეშად ვუთხარი და ხელი ავიღე. - ნუ ხარ ჯიუტი რა. - არვარ. - შეგამჩნიე რო ბექა არ გიყვარს. - რაა? რეებს სულელობ?- ვუთხარი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. - კაირა, არცმე მიყვარს სოფი. - რა? - ხოვიცი რო ერთმანეთს ვაეჭვიანებთ. - ცდები, მე ბექა მიყვარს. - შენი თვალები სხვა რამეს ამბობს. - აჰაჰ , ფილოსოფოსი გამიხდი . - ხო გაგიხდი. შენ გაგიხდი. მიყვარხარ სალი. - საქციელები სხვა რამეს ამტკიცებენ. - რას გულისხმობ? - სოფის რატო აკოცე თუ ეგრე არის? - იმიტომ რომ სპექტაკლი კარგად დამეწყო. - უნამუსო ხარ. - შენ? - მე არ ვარ უნამუსო. - გაეცინა. შენ თუ გიყვარვარ თქო. - კი. თან ძალიან. ცრემლი ჩამომივარდა და იქით გავიხედე. - პრინცესა ნუ ტირი რა. - დამანებე თავი, წადი შენს სოფის მიხედე. - ის გოგო მეზობელია,ადრე დავეხმარე რაღაცაში და ეხლა რო ვთხოვე დახმარება , შემისრულა თხოვნა. - აჰა კაი, რამდენი გოგო გყოლია? - აუ სალი. - გეკითხები! - ბევრი. - რამდენი გიყვარდა? - არცერთი. - რა გარანტია მაქვს რომ მეც მათნაირად არ მომისვრი?არ მიმატოვებ ? - არ მიგატოვებ იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ. - ჩემი ბიჭი- გამეღიმა და ლოყაზე საკოცნელად წავედი, უცებ თავი შეატრიალა და ოპს , ტუჩებზე ვაკოცე. -ბოდიში- ჩავილაპარაკე. - არაუშავს, ჩვენ ხო ერთმანეთი გვიყვარს , შესაბამისად არაფერია სასირცხვილო. - გამეღიმა. - კარგი. ეხლა დავიძინოთ დავიღალე ძაან. - ოქეიი. საწოლზე დავწექი , სანდროც გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა. ასე დაგვეძინა. შუადღით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ავიღე და ნომერს როცა დავხედე გამიკვირდა .,,ჩემიბექა,, მირეკავდა. მერე გუშინდელი საღამო გამახსენდა და გამეცინა. - ალო- ვუთხარი ნამძინარევი ხმით. - გეძინა პრინცესა? - ჰო,ისე აღარაა საჭირო თამაში, უკვე შეყვარებულები ვართ მე და სანდრო. - უი მაპატიე. გილოცავ- მითხრა თითქოსდა ნაწყენი ხმით. - რამე გჭირს? - არა რატო მეკითხები? - რავი რაღაც ცუდი ხმა გაქვს. - არაფერია, გუშინ ბევრი მომივიდა. - ჩემზე მეტი მაინც არა - გავიცინე. - აჰაჰ ხო, სულ ბედნიერი მენახე. კარგად. - პაკა. მადლობა კიდევ ერთხელ გუშინდელისთვის. - არაფერს, პირიქით მადლობა კოცნისთვის. - ენა დამება,ვეღარაფერი ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. გვერდით გავიხედე და სანდრო არ იწვა. საათს დავხედე 2ის ნახევარი იყო. სააბაზანოში შევედი ხელ-პირი დავიბანე და სასტუმრო ოთახში გავედი. - ჩემო პრინცესა როგორ ხარ?- მომესალმა იოანე. - ოჰ, შენი პრინცესა მეც მაინტერესებს როგორაა . - ვთქვი და სანდრას გავხედე. უბრალოდ გაეღიმა. - ორივე ჩემი პრინცესები ხართ - გაიღიმა იოანემ. - რაღაცა გეშლება , მხოლოდ შენი არა ჩემიც- თქვა სანდრომ და პარკები მაგიდაზე დააწყო. - ჩემი ბიჭი- ვთქვი და გავუღიმე. - შენი? - ერთდროულად მკითხეს იოანემ და სანდრამ. - აჰაჰ არ გითქვია არაფერი? - შევხედე სანდროს. - არა მეც ახლახანს გავიღვიძე. - გაიღიმა. - ჰეე მოყვებით თუ მოგკლათ?- თქვა სანდრამ და მოგვაშტერდა. - მე და სანდრო შეყვარებულები ვართ - წამოვიძახე და გამიკვირდა რო არ მოგვილოცეს. - რაიყო ესე არ გაგიხარდათ ეე ? - იკითხა სანდრომ. - გამიხარდა , გილოცავთ მაგრამ ბექა და სოფი? - ბექა სპექტაკლი იყო. - ვთქვი და იოანეს გავხედე. - სოფი? იკითხა იოანემ. - სოფიც ეგრე. - ვააშა;დდ გილოცავთ . გადაგვეხვია იოანე , სანდრაც ადგა და მაგრად ჩამეხუტა, სანდროს კი მუშტი დაარტყა მკლავზე. - მადლობა ბავშვებო. ახლა თქვენ გისმენთ. - არაფრის. რაუნდა იყოს :დ არ გახსოვთ გუშინ რო დავწყვილდით? - კი მაგრამ ერთად რო დაწექით.- ვუთხარი და თვალები ეშმაკურად ავათამაშე. - გაგიჟდით? არ დაგვიძინია ერთად - შეიცხადა სანდრამ და შემოგვხედა. - მადლობა ღმერთს საბუთი მაქვს. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და იოანესა და სანდრას ფოტო გავხსენი. - აჰა, ახლა ხედავთ?ვიციით . - აუუ, უბრალოდ ერთად დაგვეძინა ვახ. - თქვა იოანემ და ჩაი მოსვა. - თქვენ რა განახოთ ნახე - თქვა სანდრამ და მაგიდაზე დადებული მისი ტელეფონი აიღო,რაღაც ფოტო გახსნა და შემოატრიალა ტელეფონი. - ესეც თქვეენ- გაიცინა სანდრამ და იოანესაც აჩვენა. - მოიცაა? ეს როდის გადაიღე? ვკითხე გაოცებულმა. - აი მაშინ თავი რო დაარტყი იატაკს. - აუ რაკაი ფოტოა. გადმომიგზავნე რა. სანდრო ჩუმად იდგა. - რა იყო არ გაგიკვირდა ამ ფოტოს დანახვა ? - გამეცინა. - შენ წარმოიდგინე და არა. - გაიცინა. - ნანახი გქონდა? პასუხი არ გაუცია ტელეფონი ამოიღო და თავისი Lockscreen-ი მაჩვენა. გამეღიმა ავდექი და მაგრად ჩავეხუტე. სანდრამ დრო იხელთა და ფოტო გადაგვიღო. - ესეც გამოაგზავნე . ვუთხარი სიცილით და იოანეს ჩაი მოვსვი. - ეე ეგ ჩემია. - ვიცი ძამიკოოუ. გამეცინა ჩემს ნათქვამზე და ჩაი დამეღვარა დივანზე. - აუ მოგკლავ სალი! ეხლა ეს ლაქა როგორ ამოვიყვანო? - გაბრაზებულმა მითხრა სანდრამ. - ეეე ჩემ გოგოს ნუ უყვირიხართ - თქვა სანდრომ და უკნიდან მომეხვია. გამეღიმა და ლოყაზე ვაკოცე. - ბოდიში ბავშვებო, ეხლავე ამოვიყვან ამ ლაქას - ვთქვი და ჩაის ჭიქა მაგიდაზე დავდე. - აუუ დაანებე თავი რა,გაგეღადავე რა ლაქა ;დ მერე მე ამოვიყვან. გუშინ რაც ვერ მოვახერხეთ გააგრძელოთ? იკითხა სანდრამ. - ფილმის ყურებას თუ გულისხმობ თანახმა ვარ - თქვა იოანემ და გვერდით მიუჯდა სანდრას. - აუ მე თავი მისკდება.ვთქვი და შუბლზე მივიდე ხელი. - ჩავალ აფთიაქში და ვიყიდი რამეს. გინდა?მკითხა სანდრომ და შუბლზე მაკოცა. - არა გუშინ ბევრი დავლიე და მაგის ბრალია ალბათ. ვუყუროთ ფილმს, ნუ ვაწყენინებთ სანდრას. - ჩავჩურჩულე სანდროს. - კაი ჩემოპრინცესა. დივანზე დავსხედით და ფილმის ყურება დავიწყეთ. მე და სანდრამ ბევრი ვიტირეთ ამ ფილმის გამო, ბიჭები ერთამენთს შეხედავდნენ ხოლმე და მერე თმაზე გვეფერებოდნენ. ბოლოს როგორც იქნა მოვრჩით ფილმის ყურებას და ფეხზე წამოვდექი. - სანდრა რაღაც უნდა გკითხო და გამო რა გვერდით. - კაიი. ადგა და გამომყვა.სამზარეულოში შევედით და სკამებზე დავსხედით ერთმანეთის პირდაპირ. - გოგო ეხლა რასაც გეტყვი სანდროს არ უნდა უთხრა. - ხო გისმენ. - ბექამ დამირეკა დილით, მადლობა გუშინდელი კოცნისთვისო და რაღაცაო. - შენც იმას ფიქრობ რასაც მე? - ხო და ძალიან არ მინდა. რო ვუთხარი მე და სანდრო შეყვარებულები ვართ თქო ხმა შეეცვალა. - აუ კაი დამშვიდდი. სანდრა ადგა და ჩამეხუტა. - შენ მარტო სანდროს გოგო ხარ- მითხრა და შუბლზე მაკოცა. - თუ რამე მოხდა შეგატყობინებ. ვუთხარი და უფრო მაგრად ჩავეხუტე. - ოჰოო ცოლი და დაიკო ერთმანეთს ეხუტებიაან. გაიცინა სანდრომ და ჩვენი ყურადღება მიიქცია. - არა რა, კიდე ჩაეხუტეთ . ძაან საყვარლები იყავით. - ჯერესერთი ცოლი არვარ და მეორე ვიყავით კიარა ვართ . - უჰუ, ცოლი უკვე შეცდომებს მისწორებს- გაიცინა სანდრომ და ჩამეხუტა. - ეე ეს რა საქციელია? თქვენ ერთმანეთს ეხუტებით და სანდრას აყურებინებთ? სანდრაა ჩემო სიცოცხლე ადექი აბა ჩამეხუტე - თქვა იოანემ და სამზარეულოში შემოვიდა. - მოდიი- თქვა სანდრამ და მაგრად ჩაეხუტა იოანეს. ბედნიერი ვიყავი. მაბედნიერებდნენ ეს სამი. ყველაზე მნიშვნელოვანი ოთხეული მყავდა ცხოვრებაში. იოანე,სანდრა, მათე და სანდრო! იოანე საუკეთესო ძმაა მთელს მსოფლიოში , სანდრა საუკეთესო ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, მათე ბიჭი რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებდი, სანდრო? სანდრო ადამიანი რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. მისი ღიმილი არის ჩემი ჰაერი. აი ეს ოთხეული, ამ ოთხეულით ვცოცხლობ. - ვაიმე ! დავიყვირე და სანდროს მოვშორდი. - რაიყო? რამოგივიდა? მკითხა სანდრომ და მკლავზე ხელი დამადო. - მათე! მათე უნდა ვნახო! იოანე მალე წავიდეთ. ალბათ ეხლა მშიერია, შეილება კიდევ მიიღო წამალი! დროზე წავედით.- ხელი ვკარი იოანეს და გაკვირვებულ სანდროს ვუთხარი: - დამშვიდდი მათე ჩემი ძმაა. მომენატრა და უნდა ვინახულო. გუშინ სახლში დავტოვეთ და აქ წამოვედით. უკვე 4ია საათი და ისევ აქ ვართ, წავედით. ნახვამდის. - პაკა, მომიკითხე მათე.- მითხრეს სანდრამ და სანდრომ და გაგვაცილეს. სანდრა&სანდრო - რამე მოხდა?- იკითხა სანდრომ და სანდრას შეხედა. - რას გულისხმობ? - სალიმ გითხრა რო გამოდი სალაპარაკო მაქვსო,მერე შემოვედი და ერთმანეთს ეხუტებოდით. რამოხდა ეხლა თქვი. - აა, შენზე მიყვებოდა. - რას? - ეშინია რო დაგკარგავს. - ღმერთო რა საშინლად ვცრუობ, გავიფიქრე და სანდროს შევხედე. - რა პონტში უნდა დამკარგოს? ღადაობ? - რავი ეშინია რო სოფი გამოჩნდება და მიატოვებ სალის. - რა სულელი მყავს ეე- თქვა და გაეცინა. - არაა სულელი უბრალოდ ძალიან უყვარხარ და თუ გულს ატკენ გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ. - აუფ დაქალები დაქალები:დ კაიგოგო რა გულს ვატკენ 15 წლის ღლაპი ხოარვარ. - არა 17ის ღლაპი ხარ - გამეცინა და ჩავეხუტე. - შენ და იოანე როგორ შეეწყვეთ? - კარგად, დათას სჯობია ბევრად. - კაი მაგ ს**ზე ნუ მელაპარაკები . შუბლზე მაკოცა. - ჩემიცხოვრება ხარ- ვუთხარი და უფრო მაგრად ჩავეხუტე. იოანე&სალი მალე მივედით სახლთან, კიბეები ავირბინე და სახლის კარი გავაღე. სამზარეულოდან საჭმლის სუნი გამოდიოდა. - ვა ძამიკო რას მიკეთებ? ვუთხარი და უკნიდან მოვეხვიე. - ვაიმე ჩემი ცხოვრება მოვიდა მითხრა და ხელში ამიტაცა. - დამსვი გადარეულო! სიცილი დავიწყე და მათეს ხელების რტყმა დავუწყე. - დაგსვავ ოღონდ ჩემს შემწვარ კარტოფილს პირს არ დააკარებ- გაიცინა. - აუ მაგრად მშია,გთხოვ- კრავის თვალებით შევხედე და მალე ძირს აღმოვჩნდი. - როგორ მომენატრე იცი? მითხრა და შუბლზე მაკოცა. - მეც ძალიან მათ - ვუთხარი და ცრემლი ჩამომიგორდა. - კარგი რა გატირებს ეხლა?მითხრა და მომეხვია. - რატო გაიკეთე? - ვკითხე შეშფოთებულმა. ვიგრძენი როგორ მძიმედ გადაუშვა ნერწყვი ყელში და თმებზე მაკოცა. - დაივიწყე რა - კიდევ გაიკეთებ? იცოდე თუ გაბედავ და გაიკეთებ... შემაწყვეტინა სიტყვა მათემ. - არა გპირდები - მითხრა და შუბლზე მაკოცა. - იდიოტო რას ვიფიქრებდი ესე თუ გიყვარდი :დ - გამეცინა. - აბა დამისახელე შენზე მეტად ვინ მიყვარს? რათქმაუნდა არავინ:დ ჩემი სიცოცხლე ხარ. - ჩემობიჭოოო :დ გამეცინა. კაი მშია , მომიტანე აბა ეგ შენი კარტოფილი ვუთხარი და სკამზე დავჯექი. - ეხლავეე პრინცესა. მითხრა და კარტოფილი დადო თეფშებზე- იოანე სადაა? - იოანე მარკეტშია, რაღაცეებს ყიდულობს- ვუთხარი და მაგიდაზე დავაწყვე ხელები. - ოქეი. მათე ჩემს გვერდით დაჯდა და კარტოფილის ჭამა დაიწყო. მეც მივბაძე.ცოტახანი ხმას არ ვიღებდით ბოლოს სიჩუმე დავარღვიე: - მინდა რაღაცა მოგიყვე. - გისმენ აპა. - შეყვარებული მყავს.მათეს ხველება აუტყდა და როცა დაამთავრა გაკვირვებულმა შემომხედა. - რაა? . - რა ქვია,რაგვარია, რამდენი წლისაა, სად ცხოვრობს, ვიცნობ? - ოჰოო! სანდრო კონცელიძე, 17 წლის.. შემაწყვეტინა სიტყვა და თქვა : - მოიიცა, ჩემი კლასელი გიყვარს გოგო? მკითხა და გაიოცა. - შენი კლასელია? ვა მაგარია სკოლაში წასვლაც აღარ დამეზარება. - როდის დაწყვილდით? - ჰმმ, გუშინ. - რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ? - ხმა გაიმკაცრა მათემ. - დაახლოებით 2 კვირა. - თქვენ კარგად ხართ? რა სიყვარული წადი დაიძინეთ რა! - ეე ცოტა ხოარ გაკლია? იოანე დამთანხმდა ურთიერთობაზე და შენ რატო ხარ წინააღმდეგი? - არ მინდა რო დაიტანჯო! დამიყვირა. - მერე არც ვიტანჯები! ისუფრო მტანჯავს მის გარეშე რომ ვარ! ვთქვი და ცრემლი ვიგრძენი ლოყაზე. - ეე აქ რა ხდება? ოთახში იოანე შემოვიდა და პარკები მაგიდაზე დადო. მაშინვე მივვარდი და ჩავეხუტე. გაკვირვებული შეხედა მათეს და შემდეგ მე. მერე ღრმად ჩაისუნთქა და ხმა ამოიღო: - სალი შედი ოთახში , მათეს უნდა დაველაპარაკო. თავი დავუქნიე და ოთახში შევედი. ტირილი დავიწყე და სანდრას მივწერე ყველაფერი. იოანე&მათე - მათე რეებს სი*ობ ? უყვარს და ხელს ვერ შეუშლი გაიგე? - ძაან კარგად იცი ვინცაა სანდრო კონცელიძე ! სუფთა ბაბნიკია არაფერი ეშველება ! არმინდა სალის გული ეტკინოს ხვდები? ვერ გადავიტან რო ჩემმა დამ ვიღაც სი*ის გამო იტიროს ! - ვისზე რა გაქვს სათქმელი? ეხლა ვის გამო ტირის? გეკითხები! - დაიყვირა იოანემ და მაგიდაზე დაგდებული ჭიქა ძირს დაანარცხა. მათე დუმდა. - მისმინე მათე- მშვიდად განაგრძო საუბარი იოანემ- იცი როგორც მიყვარს სალი და არავის მივცემ უფლებას რო აწყენინოს მაგრამ რავქნათ ვერ გადავაყვარებთ! თან მგონი სანდროც შეიცვალა და სალი სერიოზულად უყვარს ! დაანებე რა თავი ! ბავშვები არიან შეირგონ ბავშვობა და უყვარდეთ ერთმანეთი. შენ ნუ ჩაერევი. ეხლა შედი და სალუს ბოდიში მოუხადე. მიდი სწრაფად. - ეხლა დაგიჯერებ მაგრამ იცოდე თუ გულს ატკენს ცემით მოვკლავ. - გპირდები თუ გულს ატკენს მეც შენთან ვარ . - გაიღიმა და ძმას მოეხვია. სალი & სანდრა - კაი დამშვიდდი , ძაან უყვარხარ და მაგიტო გიყვირა. ვერ შეეგუა ალბათ ესე უცებ რო გამოუცხადე შეყვარებულის გაჩენა. დამშვიდდი და დაელაპარაკე. მიყვარხარ - მივიღე ესემესი სანდრასგან და გამეღიმა. - ჩემი გოგო ხარ - მივწერე და ტელეფონი გავთიშე. სალი&მათე - სალუ. - რა გინდა - ცივად ვუპასუხე , ისე რომ არც შევტრიალებულვარ. - ბოდიში რა, პროსტა ძაან ცუდ ტიპად მახსოვდა, მერე იოანემ ამიხსნა ყველაფერი და ეხლა გავერკვიე. მაპატიე რა სანდროს გოგო - გაეღიმა. - მაინც იდიოტი ხარ - ვუთხარი და ჩავეხუტე . - ოჰ ჩემი პრინცესა გათამამებულა- გაგვეცინა ორივეს. ოთახიდან გავედით, სამივემ ვისაუზმეთ და იოანეს ამოტანილი შოკოლადები შევჭამეთ. ტელევიზორს ვუყურებდი როცა ტელეფონზე ზარი შემოვიდა. სანდრო იყო. - ალო - ვუთხარი და გავიღიმე. - როგორ ხარ პრინცესა? - რავი ეხლა კარგად შენ? - ეხლა რატო? ცუდად იყავი?- მკითხა შეშფოთებულმა. - არა,მათეს ვეჩხუბე რაღაცაზე და ბოლოს შევრიგდით - ამაზე გამეცინა. - სულ გაიღიმე, გიხდება ღიმილი ჩემოცხოვრება. - აჰაჰ კაი . წავედი ეხლა ხვალ სკოლაში გნახავ. ორდღიანი დასვენების შემდეგ სკოლა აუუფ. - კაი წადი, გაკვეთილები მოამზადე? - არა ეხლა უნდა დავიწყო. - კარგი. მიყვარხარ , საღამოს მოგწერ. - მეეც. ოქეი . - ტელეფონი გავთიშე და უკან შევტრიალდი. მათე და იოანე მისმენდა თურმე. - აუუ ! რაიყო ამაზე საინტერესო მოსასმენი ვერაფერი ნახეთ? ვკითხე და გამეცინა. - ვერა ! იმიტომ რომ შენს ბედნიერებაზე საინტერესოს ვერაფერს ვნახავთ - მითხრა მათემ და გაიღიმა . - მოდე ჩაგეხუტოთ :დ გამეცინა და ორივეს ჩავეხუტე. - ჩვენი თბილი გოგო - თქვა იოანემ და გაიღიმა. - კაი კაით დამანებეთ თავი უნდა ვიმეცადინო ! ვთქვი და გავიქეცი ოთახისკენ.3 საათში ყველაფერი მოვამზადე და დაღლილი საწოლზე წამოვწექი. ცოტა ხანში დამეძინა კიდეც. ძილიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა.ეკრანზე არც დამიხედია ისე ვუპასუხე ნამძინარევი ხმით. - გისმენთ - ვუთხარი და თვალები გავახილე. - როგორ ხარ? ხოარ გაგაღვიძე?- ხმა ვერ გავარჩიე ვინ იყო. - რომელი ხარ? ვკითხე და წამოვდექი. - შენი ბექუნა ვარ გოგო ვერ მიცანი?- გადაიხარხარა. - მთვრალი ხარ ხო? - ცოტა დავლიე, სულ ცოტა- თქვა და გაიღიმა. - კაი რა გინდა მითხარი. - ფოტოს გამოგიგზავნი- თქვა და გათიშა. - არა ვერარი ეს ბიჭი - ვთქვი და ისევ დავწექი. რამდენიმე წამში Viber-ზე ფოტო-ესემესი მომივიდა. ბექასგან იყო. გავხსენი და მაშინვე წამოვვარდი საწოლიდან. ფანჯარასთან დავდექი და შუბლზე ხელი მივირტყი. მიხვდით ხო რა იყო ფოტოზე? ჩემი და ბექას ფოტო,სადაც ვკოცნიდით. ტელეფონი მოვისროლე და ჩავიკეცე იქვე. ოთახში იოანე შემოვარდა ტელეფონის სროლის ხმა გაიგო ალბათ. მოვიდა და 1000 კითხვა მომაყარა. - რა გჭირს? სანდრომ გითხრა რამე? რა დაგემართა? სალი მიპასუხე! - ტელეფონი ნახე. იოანემ ტელეფონი გახსნა და ფოტო რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა. - და რა გოგო ამის გამო ტირი? - რას ვერ ხვდები? შენ არ გადაიღებდი,არც სანდრა, სანდრო ხო საერთოდ ვერც გადაიღებდა ჩვენ გვიყურებდა. ვინ დარჩა აბა? - სოფი. თქვა და ღრმად ამოისუნთქა. - ხო, ეს იმიტომ გააკეთა ალბათ რომ უყვარს სანდრო. - მერე რა , უყარდეს. სანდროს შენ უყვარხარ. - კიმაგრამ, ბექა? ორი დღეა მირეკავს და რაღაც სისულელეებს მეუბნება. - რეებს ? - მადლობა კოცნისთვისო გუშინ, დღეს მთვრალი მირეკავს და ამ ფოტოს მიგზავნის. იოანეს არაფერი უთქვამს, ადგა და გამწარებული ოთახიდან გავარდა. - იოანე , იოანე გთხოვ გაჩერდი! დავუყვირე და უკან გავყევი. მათეს ახლა გამოეღვიძა და უცებ წამოდგა ფეხზე. - რა ხდება? მათეს ყველაფერი მოვუყევი და მაგრად ჩავეხუტე. - სი*ია ეგ ბექა, მაგის დედაც... - აუ ეხლა რო რაღაცა გითხრა გამიბრაზდები? - არა , თქვი. მითხრა და თვალებში შემომხედა. - სანდროსთან წამიყვანე რა. - სალი! საათი იცი რომელია? - რომელი? - 1 ია დაწყებული. - აუ არაუშავს ეღვიძება ეხლა. - კაი, ტაქსი გამოვიძახოთ მაშინ. - მიყვარხაარ! დავიყვირე და ჩავეხუტე. - მეც. მითხრა და შუბლზე მაკოცა. ----- ტაქსი მალე მოვიდა, უცებ ჩავსხედით და მალე სანდრას სახლთან ვიყავით. კარებზე დავაკაკუნე და მალევე გამიღო კარი სანდრამ. - ეე, აქ საიდან? - იკითხა ნამძინარევი ხმით და ჩამეხუტა. - რაღაც უნდა მოგიყვე . - ხვალამდე ვერ მოიცდიდი გოგო? ასეთ დროს აქ რა გინდა? - ეე ესე არ გაგიხარდა ჩემი დანახვა ? ვთქვი და დოინჯი გავაკეთე. - ნუ აბდლობ შემოეთრიე:დდ - ისე ცნობისთვის მათეც აქაა. - გამეცინა. - ვა მათე ბარო ძმაო როგორ ხარ? - კარგად დაო შენ ? :დდ - გაეცინა და მოეხვია. - მეც ვარ რა- გაეღიმა. სახლში შევედი და დივანზე მოვკალათთდი. - ჩემი ბიჭი სადაა? - ვიკითხე. - ჩემმა ბიჭმა დაურეკა და შენი ბიჭიც ზედ წამოვარდა უცებ, მერე გარეთ გავარდა, მანქანაში ჩაჯდა და მთელი სისწრაფით წავიდა სადღაც . - რაა? თვალებში ცრემლები ჩამიდგა. - ხო რა? ალბათ ძამიკოს და ქმარუკას ლაპარაკი მოუნდათ ;დ - გოგო რას იცინი ? არაფერი არ იცი შენ ! - ნუ ამანერვიულე ეხლა მოყევი მალე ! მათემ და მე ყველაფერი მოვუყევით . - რაა? აუუ სად არიან ნეტა? - სანდრა შენ იოანეს დაურეკე- უთხრა მათემ. - მე ბექას დავურეკავ - ვთქვი და ავდექი. - მე სანდროს - მათემ თქვა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. - იოანეს გათიშული აქვს - ნერვიულად თქვა სანდრამ. - სანდროსაც - თქვა სალიმ და თავი ხელებში ჩარგო. - ბექასთან გადის- ვთქვი და გამეღიმა. - ალო , ბექა სად ხარ? - ჩემო პრინცესა მოგეწონა ფოტო? - იდიოტო ! მითხარი ,სად ხარ? - შენთან ახლოს. - ბექა მითხარი! - გორგილაძეზე ვარ. - გირჩევ დაიმალო! - რატო, გამირბიხარ რო არ შეგიყვარდე ?- გაიცინა. - იდიოტო! შეყვარებული მყავს და სწორედ ის ბიჭი და ჩემი ძმაკაცი მოდიან ეხლა რო როჟა გაგილამაზონ. გირჩევ დაიმალო. - არავის ვემალები! მოვიდენ და მიიღებენ მისაღებს. - ბექა გთხოვ! - კარქი, შენი თხოვნით წავალ ეხლა დეიდასთან და დავიმალები- გადაიხარხარა- მანამდე არ გამოვალ სანამ წითელ დროშას არ იტყვიან - იცინოდა და არ ჩერდებოდა. - აუ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს! გცემონ რამდენიც უნდათ, სულ აღარ მაინტერესებს - ვუთხარი და გავუთიშე. ტელეფონი მაგიდაზე დავდე და მათეს გვერდით ჩამოვჯექი. - ყ*ეა - მათემ თქვა მშვიდად, არადა ვიცოდი როგორ უდუღდა სისხლი სიმწრისგან. -კაი გაჩე. ვერამგონია ნახონ! დეიდამისთან წავა. - იმედია ვერ ნახავენ! არ მინდა რამე შარში გაებან- თქვა სანდრამ და სანდროს ნომერზე კიდევ ერთხელ დარეკა. - იმედია ნახავენ და მაგრადაც ცემენ! თქვა მათემ და მუშტები შეკვრა. - კაი დამშვიდდი - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე დიდი ხანი ველოდებოდით სანდროს და იოანეს სანდრას სახლში, დაახლოებით 3 საათი. გამთენიისას 5 საათზე უკვე სამივეს გვეძინა. დილით დაახლოებით 11 საათზე ვიღაც თმაზე მეფერებოდა, სანდროს ოთახში ვიწექი. თავი წამოვწიე და სანდროს შევხედე. მისი ნახვა ძალიან გამიხარდა მივვარდი და ჩავეხუტე. - სანდრო? რამე ხოარ დაუშავე? თქვენ ხომარ გჭირთ რამე? იოანე სადაა? - დამშვიდდი, იოანე და სანდრას ერთად სძინავთ . მათეს დივანზე ძინავს, ჩვენ აქ- მითხრა და გაიღიმა. - ბექა? რამე ხოარ დაუშავეთ? - არა , 1-2 დავარტყით. - აუ თქვენ თუ ნახეთ 1-2ს არ დაარტყავდით ! ალბათ სიკვდილამდე სცემეთ! - ვთქვი და ცრემლი ჩამომივარდა. - იმ სი*ის გამო ტირი გოგო? არ გადამრიო ეხლა! მაგის დედაც შე- სიტყვა გავაწყვეტინე. - ნუ უზრდელობ ! - შენ გოგო ავად ხო არ ხარ? რასაც მინდა იმას ვიტყვი! - დაიყვირა. - დაუყვირე შენს სოფის გაიგე? - რა სოფი ? ავად ხარ გოგო ? - დამანებე თავი რა - დავიყვირე. ჩვენს ყვირილზე მათე შემოვარდა. - ეე რა ხდება აქ? რატო ყვირით? - გაა*ვი აქიდან - დაიყვირა სანდრომ და ოთახიდან გააგდო მათე. კარები გადაკეტა და მომიტრიალდა. - რა მოგივიდა გოგო? რა ბექა , რა სოფი? - ახლა მშვიდად მითხრა. - ის რო ეგ ფოტო ბექამ კიარა, შენმა სოფიმ გადაიღო!- დავიყვირე. - ესეიგი ჩემმა ხო? როდის მერეა ჩემი ? არ აგიხსენი ყველაფერი ? - დაიყვირა და ტუმბოზე დადებული ლამპა გადააგდო. - იდიოტი ხარ! მივაძახე და ტირილი დავიწყე. - კიდე მე ვარ ხო იდიოტი? სალომე ზედმეტები მოგდის! - დაიყვირა. - სალომე ჰო? - ცინიკურად ჩავიცინე. - შემეშალა სალი უნდა მეთქვა- მშვიდად მითხრა. - კიდევ ბევრჯერ შეგეშლება ალბათ- ვთქვი და მის წინ დავდექი- - მგონი ჩემი საერთოდ არ გესმის ! ჯობია დავშორდეთ. - მითხრა და კარები გააღო. - რაა? - რაც გაიგე- მშვიდად მითხრა. - კარგი. ესე ჯობია! - ვთქვი და თვალიდან წამოსული ცრემლი მალევე მოვიწმინდე. სანდრა&იოანე&მათე - ხო გეუბნებოდი არა? გულს ატკენს თქო! 1 დღეც არაა გასული და უკვე ატირებს ! შევამტვრევ ეხლა ამ კარებს და ცემით ამოვხდი სულს ! - კაი დამშვიდდი უბრალოდ კამათობენ. თქვა იოანემ და სანდრა უფრო მაგრად მიიხუტა. - კამათობენ? ხო კამათობენ და ამსხვრევენ ყველაფერს ! დაიყვირა მათემ. როგორც კი დაასრულა წინადადება ოთახიდან ნამტირალევი სალი გამოვარდა. მათეს ძარღვები დაებერა დის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას . მივარდა და მაგრად ჩაეხუტა. ---- სალი მათეს მაგრად ვეხუტებოდი და ვტიროდი. სანდრა და იოანე მამშვიდებდნენ. მათე კი ხმას არ იღებდა. ბოლოს დუმილი დაარღვია , ხელი გამიშვა და მითხრა: - ეხლა ამ სახლიდან წავალთ და ამ სი*ის სახელს აღარ ახსენებ გაიგე?- დამიყვირა. - თქვენი ყვირილიღა მაკლდა რა ! ვთქვი და კარებიდან გავვარდი. ლიფტს აღარ დავლოდებულვარ, კიბეები ჩავირბინე და მესამე სართულზე სოფის შემომეფეთა. იღიმოდა. ცრემლი მოვიწმინდე ტაში დავუკარი და ვუთხარი : - საყვარელო გილოცავ , დღეიდან ადვილად შეძლებ სანდროს მისაკუთრებას. ბედნიერებას გისურვებთ. - ვუთხარი და ჩავირბინე დარჩენული 2 სართულიც.მივრბოდი, სადაცაა სახლამდე მივიდოდი როცა წინ ბექა დამეფეთა. - იდიოტო გამეცალე გზიდან - ვუთხარი და გვერდით გავიწიე. უნდა წავსულიყავი როცა ხელში წამავლო ხელი და შემატრიალა.თვალი დალურჯებული ქონდა, თითქოს აცრემლიანებული მიყურებდა. აღარ გავქცეულვარ, მივვარდი და ჩავეხუტე. ჯერ გაუკვირდა და არაფერი გაუკეთებია, მერე წელზე მომხვია ხელები და ცრემლი ჩამოუგორდა. გამიკვირდა ხელი გავუშვი და ვკითხე: - რა გჭირს? - ვეღარ ვუძლებ, არ შემიძლია. - რა არ შეგიძლია? - მიყვარხარ ! უკვე 2 წელია მიყვარხარ და ვერ გეუბნები! - კაირა ! ეხლა როცა ვინმე შემიყვარდა მაშინ მეუბნები?- გამეცინა. - როცა მიყვარდი , სხვისი არ იყავი.ეხლა ვიღაც სი*ი გამოჩნდა და იმის გოგო ხარ! ვერ ვუძლებ მინდა ჩემი იყო! - ჯერ ეს ერთი მისი გოგო აღარ ვარ და მეორეც მაპატიე მაგრამ არ მიყვარხარ! - ვუთხარი და სახლში გავიქეცი. მალე მივედი და საწოლზე პირქვე დავწექი. ბოლო ხმაზე ვტიროდი. მე ხომ ის მართლა მიყვარდა! არა ! არ ვაჩვენებ მას რომ ასეთი სუსტი ვარ ! დიახაც , დღეს მაგრად გავერთობი ვთქვი და ავდექი. სარკის წინ დავდექი. ჩემს თავს ვუყურებდი და ვტიროდი. - როგორ ? როგორ შეუძლია სიყვარულს ესეთ დღეში ჩააგდოს ადამიანი? ნუთუ ამდენი ხანი მატყუებდა? არვუყვარდი? აბა ამ უბრალო კამათის გამო დამშორდებოდა ? იდიოტი ხარ სალი იდიოტი !! ტუმბოზე დადებული სუნამო ავიღე და სარკეს ვესროლე , გავტეხე . თავი ხელებში ჩავრგე და ჩემი გეგმა გამახსენდა. კარადასთან მივედი , შავი , მოკლე კაბა გამოვიღე, ზურგთან ამოღებული იყო , გამოვიღე და საწოლზე დავდე .შავი მაღალქუსლებიანი ფეხსაცმელებიც გამოვიღე და გავამზადე . ცოტახანში მათე და იოანე მოვიდნენ. კომედიურ ფილმს ვუყურებდი და ბოლო ხმაზე ვიცინოდი. ვიცინოდი მაგრამ , ძალით. მხოლოდ მე ვიცოდი როგორ ვიწვოდი შინაგანად ამ ტკივილის გამო. ძმები გვერდი-გვერდ დამისხდნენ და გაშტერებულებმა შემომხედეს. - ვაა ძმებო, რასშვრებით? ხოხართ მაგრად ? - ვიკითხე და გავუღიმე. - მხრები აიჩეჩეს. - არა არ ვართ კარგად, ვხედავთ ჩვენს დას რომელიც იტანჯება მაგრამ არ ამჟღავნებს. ვიცით როგორ ტკივა გული მომხდარის გამო და ვეუბნებით რომ აზრი არააქვს თვალთმაქცობას , ვიცით რასაც განიცდის.-თქვა მათემ. თვალები ცრემლებით ამევსო მივვარდი და ორივეს ჩავეხუტე. - გადავწყვიტე დავივიწყო და მინდა რომ თქვენც აღარ შემახსენოთ. - კარგიპრინცესა - მითხრა იოანემ და შუბლზე მაკოცა. - ეე შუბლზე დებილებს კოცნიან ;დდ ვთქვი და გავიცინე. - შუბლზე იმათ კოცნიან ვინც გულით უყვართ. - მითხრა და ჩამეხუტა. ამდროს სანდრო გამახსენდა,ყველა მისი კოცნა შუბლზე . და სიმწრისგან გამეღიმა. - რაღაც მინდა გთხოვოთ ჩემო ძმაკაცებო :დდ - ოჰოო, დაიწყო თხოვნები ;დდ თქვა მათემ. - კაით რაა- ვუთხარი და გავებუტე ;დ - კაი ნუ იბუტები ;დ გვითხარი რა გინდა - მითხრა იოანემ. - ძალიან ძალიან გთხოვთ , ვიცი არასრულწლოვანი ვარ მაგრამ ძალიან მინდა რო დღეს გავერთო და ყველაფერი დავივიწყო . კლუბში წავიდეთ რა!- კრავის თვალებით შევხედე. - არა და მორჩა!- თქვა იოანემ და ფეხზე წამოდგა . - აუ გთხოოვთ- ვთქვი და დივანზე ჩამოვჯექი. - იოანე თუ დაგთანხმდება მეც არ მაქვს პრობლემა,არასრულწლოვანი ვარ და მაგრად გამისწორდება ეხლა კლუბში შესვლა. - მითხრა მათემ და ხელი გადამხვია. - იოანე გთხოვ, ნახე მათესაც უნდა. ძალიან გთხოვ ნუ ისარგებლებ შენი ასაკით და ნუ დაგვტოვებ ესე მოწყენილებს. - არ შეილება! - თქვა იოანემ და ოთახში შევიდა. *** სანდრო&სანდრა ოთახიდან მალე გამოვედი , სანდრა დივანზე იჯდა და ფილმს უყურებდა, გვერდით მივუჯექი და ვკითხე : - რა გჭირს? რატო ხარ მოწყენილი?- არაფერი უთქვია ხელი გამაწევინა ადგა და ოთახში ჩაიკეტა. ვხვდებოდი დანაშაულს თუმცა არ ვაღიარებდი, უბრალოდ მართალი ვიყავი, ჩემი გოგო ღელავდა ვიღაც იდიოტის გამო ! ვაღიარებ არ უნდა მეთქვა რომ დავშორდეთ მეთქი მაგრამ გაბრაზებულზე ვუთხარი. ალბათ ყველა მიმატოვებს. იოანე ალბათ აღარ მენდობა, მათეს ისედაც ვძულდი, სალი? ალბათ მანაც შემიძულა ჩემი არაკაცობის გამო. თავი ხელებში ჩავრგე და ცრემლი ჩამომიგორდა. - ალბათ ვერ მაპატიებს - ვთქვი და მაგიდაზე დადებული არაყი მოვსვი. *** - იცი მათე რას ვფიქრობ ხოლმე?- ვთქვი და ცრემლი ჩამომიგორდა. - რას პრინცესა? - რომ ყველა მიმატოვებს. - რეებს სულელობ აზრზე ხარ?- მითხრა და ჩამეხუტა. - დედ-მამას ვერ ვნახულობ, უკვე 3 წელია არ დამინახია არცერთი, ბავშვობაში მიმატოვეს და სამუშაოდ წავიდნენ, არ ვამბობ რომ არ მომწონს თქვენთან ერთად ცხოვრება მაგრამ დედ-მამა მაინც სულ სხვაა. დედის დარიგება სულ სხვაა. დედის გაკეთებული გემრიელობები სულ სხვაა. შეიძლება ყველანაირად ბედნიერი ვიყო და არ ვახსენებდე მათ მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან მენატრებიან. მეშინია რომ მათი ხმა დამავიწყდება, მეშინია მათი სურნელი დამავიწყდება. მათზე რომ აღარ ვილაპარაკო,სანდრო. პირველი ბიჭი რომელიც შემიყვარდა , მიმატოვა. 1 დღეში მიმატოვა. არაადამიანი. მინდა მძულდეს მაგრამ ვერ ვიძულებ! გესმის ?- ცრემლები მომაწვა და აღარც დავმალე. - გაჩერდი რა . რო ტირი მინდა ის იდიოტი ვცემო. ვერ ვიტან ესეთ სალის ! არ მიყვარს მტირალა სალი. მითხრა და ჩამეხუტა. - კარგი მივდივართ - თქვა იოანემ და გაიღიმა. - შენ რა გვისმენდი? - შევხედე იოანეს. - მაინტერესებდა თუ გამლანძღავდი - გაეცინა. - იდიოტო- გამეცინა. - მოემზადეთ 10ზე კლუბში ვართ. - ისადა, არასრულწლოვანები რო ვართ როგორ შევიდეთ?- იკითხა მათემ. - ნაცნობები მყავს და შეგვიშვებენ- თქვა იოანემ და ოთახში შევიდა. - სალი მალე ჩაიცვი რა! - მომაძახა მათემ. - ოქეიი- ვუთხარი და ოთახში შევვარდი. გამზადებული შავი კაბა ჩავიცვი, ფეხსაცმელებიც ჩავიცვი და გატეხილი სარკის წინ დავდექი. - იდიოტი ვარ - ვთქვი და მეორე სარკესთან დავდექი . წითელი ტუჩსაცხი წავისვი, მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და თმები გავიშალე. ბოლოები დავიხვიე , სუნამო მივიწკუპრე და ძმებთან გავედი. - აბაა,როგორი ვარ? - ვიკითხე და შევხედე მათ გაოცებულ სახეებს . - ულამაზესი - თქვა მათემ და თმაზე ხელი გადაისვა. - ეე ვის ეპრანჭები გოგოუ - გაიცინა იოანემ და კედების თასმები შეიკრა. - იდიოტები ხართ - გამეცინა. - ისა კიდევ რაღაცა უნდა გთხოვოთ- ვუთხარი და თავი დავხარე. - კიდევ? - თქვეს ერთდროულად და გაიცინეს. - ოო! გაბრაზებული რო შემოვვარდი აქ სარკე ჩავამტვრიე. - რაა? - დაიყვირა იოანემ. - ხო - გამეცინა- თქვენ ხო საუკეთესო ძმები ხართ მთელს მსფლიოში ამიტომ ხვალ ამ სარკეს შეაცვლევიმებთ ვინმეს მოიყავნთ დამ- გამეცინა. - და იდიოტებს ჩვენ გვეძახის - გაიცინა მათემ. რამდენიმე წუთში ყველანი მზად ვიყავით, ეზოში ჩავედით და მანქანაში მოვთავსდით. ცოტახანში კლუბთან ვიყავით. მანქანიდან გადავედით და შიგნით უპრობლემოდ შევედით. ერთ მაგიდასთან დავსხედით მე და იოანე. მათე მაშინვე ერთი გოგოსკენ წავიდა და დაკერვა დაუწყო. მე და იოანე ვიცინოდით მის საქციელებზე, ბოლოს მე ამოვიღე ხმა: - იოო- ხმამაღლა ვამბობდი რომ მუსიკის ხმა დამეფარა. - რისი თხოვნა გინდა - გაგვეცინა ორივეს. - დავლიოთ რა, აქ გართობისთვის მოვედი და რაღაც ვერ ვარ კარგათ. - წავიდეთ? - არა იდიოტო ! დავლიოთ და ვიცეკვოთ მერე. - ეხ იოანე გოგოს ჭკუით რო იმოქმედებ იდიოტი იქნები აბა რა. თქვა და ამოისუნთქა. ორივეს გაგვეცინა. ბარმენთან მივედით და ორი მარტინი შევუკვეთეთ. 1 მოსმაზე დავლიე და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დავდე. - კიდე გინდა? - მკითხა იოანემ. - კი რა- გავუღიმე. ბევრი დავლიე ( გამიკვირდა იოანე რომ არ მეჩხუბებოდა) მეხუთე ჭიქაზე იოანეს დაველაპარაკე : - საჭირო ოთახში გავალ და მოვალ. - ოქ- მითხრა და მარტინი მოსვა. საჭირო ოთახისკენ წავედი და უცებ შევჩერდი,ნაცნობი სახე დავინახე. შორიდან დავაკვირდი. სანდრო იყო, მისი დანახვისას თვალში ცრემლი ჩამიდგა თუმცა მაინც გავაგრძელე თვალის დევნება. სოფისთან ერთად იყო , სვამდნენ, მერე იცეკვეს კიდეც. ბოლოს? ხო აკოცეს. ტელეფონი ავიღე და ფოტო გადავუღე. თვალცრემლიანი საჭირო ოთახში შევვარდი და სახე მოვიბანე. უკან დავბრუნდი და იოანესთან დავჯექი. - გთხოვ ვინმეს ვეცეკვები რა- კრავის თვალებით შევხედე. - ხოარ გაგიჟდი? თუ ცეკვა გინდა მე ან მათეს გვეცეკვე. ტელეფონი ამოვიღე , ფოტო გავხსენი და იოანეს ვაჩვენე. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა ყელში და მე შემომხედა. თვალები ცრემლებით მქონდა სავსე . - კარგი, იქ ჩემი ძმაკაცი ზის წამო გაგაცნობ და იცეკვე. - კარგი მაგრამ იმედია მაგასაც არ შევუყვარდები . თვალები გადავატრიალე. - რას გულისხმობ? - დღეს ბექა გამომიტყდა სიყვარულში. - აუუ- კაი ხასიათს ნუ გაიფუჭებ წამო ეხლა გაგაცნო. მივუახლოვდით ერთ-ერთ მაგიდას სადაც ძალიან სიმპატიური ბიჭი იჯდა. თვალები გამიფართოვდა, ძალიან მომეწონა. - ვაა გიო როგორ ხარ ძმაო? ძმაკაცს მიუახლოვდა იოანე და ხელი ჩამოართვა. - ვაა იოანე ! ბიჭო სად დაიკარგე , ერთი არ უნდა გვნახო ძველი მეგობრები? - ჩემი ბრალია ,შენი ნომერი დავკარგე და ვეღარ დაგირეკე. - არაუშავს , მთავარია ეხლა მაინც გნახე. ეს შენი გოგოა? - შემომხედა და ამათვალიერა. - არა ჩემი დაა - გაიცინა იოანემ. - მოიცა ეს პატარა სალია?- გაუკვირდა. - უკვე მძულს - ჩავილაპარაკე და როგორც ყოველთვის ხმამაღლა მომივიდა. - ჩემს საქციელზე ჩაიცინა და იოანეს ჰკითხა: - შენი და რო მოგტაცო ცოტა ხნით ხოარ მცემ ? - ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. - თუ თანახმაა არ ვარ წინააღმდეგი. - აბა სალი, ვიცეკვოთ ? - მკითხა და ხელი გაშალა. მეც ხელი ჩავჭიდე და ცეკვა დავიწყე. ხელები კისერზე შემოვაწყვე , მან კი წელზე. სიჩუმე თვითონ დაარღვია. - რატო თქვი უკვე მძულსო ? - გაეღიმა. - ვერ ვიტან პატარას რო მეუბნებიან- ვუთხარი და თვალებით ნაცნობი სახე მოვძებნე. ვერ დავინახე ვერც სანდრო და ვერც სოფო. - ბოდიში , მაშინ - თქვა და გაიღიმა. - მიპატიებია - გამეცინა. - გიხდება ღიმილი- თვითონაც გაიღიმა. - მადლობა , გაწითლება საჭიროა ? - ვიკითხე და გავიცინე. - აჰაჰ არა . იმიტო რო უკვე გაწითლდი - გაიღიმა და ლოყაზე მომეფერა. - შენი კომპლიმენტის გამო არა - თვალი ჩავუკარი - 5 ჭიქა მარტინი დავლიე და ალბათ მაგიტომაც. - ოჰო, ჩემს წინ ლოთი დგას - გაიცინა. - აბა - მეც გამეცინა და გავთამამდი. - რა გვარის ხარ? - ოჰო რა დაინტერესებული ადამიანი ყოფილხარ - გაიცინა. - იტყვი ? - გავბრაზდი. - ეგრე არ მაწყობს 5 კითხვა დამისვი,მერე მე დაგისვამ- გაიღიმა. - ოქეი- გამეღიმა - მიპასუხე იმ კითხვაზე. - ნუცუბიძე. - კარგია, რამდენი წლის ხარ? - 20. - სად ცხოვრობ? - საქართველოში - გაეცინა. - ეე მე ვიგულისხმე ქალაქი. - არაუშავს კითხვა იყო ისიც შესაბამისად ორი კითხვა დაგრჩა- გაეცინა. - ოდესმე უთქვამთ რომ ძალიან იდიოტი ხარ ? - ვუთხარი და გამეცინა. - ჰმმ, არა. - ვაიმე შემეცოდე , ამდენი ხანი ტყუილში ცხოვრობდი თურმე - ვთქვი და გადავიხარხარე - - გაეცინა - ერთი კითხვა დაგრჩა პრინცესა- ჩამჩურჩულა, ისეთი ტკბილი ხმა ჰქონდა დამბურძგლა. - შეყვარებული გყავს? - კი - თქვა და წელზე უფრო მაგრად მომხვია ხელი.მეც მივბაძე და კისერზე უფრო მაგრად მოვხვიე ხელები. ორივეს გაგვეცინა. - შენი კითხვები ამოწურულია პრინცესა ! თქვა და ლოყაზე მაკოცა. - ხო ვიცი - ვთქვი და თავი დავხარე. - კაი რა გარცხვენს გოგო ლოყაზე გაკოცე , ტუჩებზე კიარა - გადაიხარხარა. - იდიოტო - ვუთხარი და თმაზე მოვქაჩე . - კაი მეტკინა გაჩერდი - თქვა და წელზე მაგრად მომხვია ხელი რომ მტკენოდა. - აუ! ვთქვი და წელზე დავიდე ხელი. - იდიოტი ხარ - ვუთხარი და მხარზე დავარტყი. - კაი აღარ მავნო და არ გავნებ - მითხრა და წელზე მომხვია ხელები. მეც კეფაზე შემოვაწყვე ხელები და ცეკვა განვაგრძე. - 5 კითხვა მაქვს შენთან - მითხრა და გაიღიმა. - გისმენ აბა. - რამდენი წლის ხარ? - 16ის - რამდენი შეყვარებული გყოლია ? - 1 - ვუთხარი და თვალი ავარიდე. - ეხლაც გყავს? - არა. - თვალზე მომდგარი ცრემლი რომ არ დაენახა მის კისერში ჩავრგე თავი. - ჩემმა საქციელმა გააკვირვა და გაეღიმა. - როდის დაშორდი? - დღეს - ვუთხარი და ცრემლი ჩამომიგორდა. კისერზე დაეწვეთა , თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. - გინდა ვილაპარაკოთ? - მკითხა და ხელები მომხვია. - არ მინდა ჩემი პრობლემებით ვინმეს თავი მოვაბეზრო - ვუთხარი და წელზე შემოვხვიე ხელები. - არ მომაბეზრებ თავს , წამო. - გიორგი კარგი ადამიანი ჩანდა და ვენდე , აივანზე გავედით , ჩვენს გარდა იქ კიდევ ბევრი ხალხი იყო . გიორგის ყველაფერი მოვუყევი, სანდროს და სოფის კოცნაზეც ვუთხარი და მათი ფოტოც ვაჩვენე. გიორგის სახე შეეცვალა, ძარღვები დაებერა როცა ფოტო დაინახა. - რა დაგემართა? ვუთხარი და მხარზე დავადე ხელი. - ეს სოფია ხო? - თქვა და თავი ხელებში ჩარგო. - ხო - ვუთხარი და მივაშტერდი წყვილს რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ. ორივე ამოვიცანი . სოფი და სანდრო . მწარედ გავიცინე და ცრემლი ჩამომიგორდა. - რა გჭირს ? - მითხრა გიომ და ჩამეხუტა. - უკან მიიხედე. გიორგიმ უკან შეიხედა , ძარღვები დაებერა ადგა და სანდროს სახეში მუშტი გაარტყა. სანდროც ადგა და სახეში უთავაზა მუშტი. ბევრს ურტყავდნენ ერთმანეთს.სოფი და მე ვაშველებდით. - გიო ძალიან გთხოვ გაჩერდი! ვიყვირე და ძირს დავეცი. ისიც გაჩერდა მოვიდა და ჩამიხუტა მერე სოფოს შეხედა და უთხრა: - თავი შემაძულე, ნუთუ არც კი შეგრცხვა ასე მოქცევა? იცი მაინც ეს ადამიანი რამდენს ტიროდა იმის გამო რო დაკარგა ეს ნაბი*ვარი? - სანდრო დასარტყმელად ადგა თუმცა სოფიმ შეაჩერა. გიორგიმ გააგრძელა - იცი მაინც როგორ უყვარს ეს ადამიანი? ასე მოექცა მაგრამ მაინც უყვარს, შენ კიდე რას აკეთებ? შეყვარებული გყავს,ყველაფერს ცდილობს შენი ღიმილისთვის. ჭირშიც და ლხინშიც შენთანაა! შენ კი რას მიკეთებ ? ამასთან მღალატობ? მე რომ არა ალბათ საწოლშიც ჩაუგორდებოდი... ჰაჰ, მგონი უკვე მოასწარით ხო ? - არა გიო გაჩერდი! უბრალოდ ვაკოცე ! ძალიან ცუდად იყო და შემეცოდა. - აჰა, ალბათ გუშინაც შეგეცოდა რო აკოცე, დღესაც შეგეცოდა რო ცეკვავდით და ახლაც შეგეცოდა - როგორ შეგიძლია ასე ურცხვად მოტყუება? - გიო მე დაგტოვებ რა - ვუთხარი და აივნიდან გასვლა დავაპირე როდესაც მკლავში ვიღაცამ ხელი წამავლო და შემატრიალა . - რაგინდა ? - ვეცადე ყველანაირად მშვიდად მეთქვა თუმცა გული ათასჯერ მიცემდა წამში. - ბოდიში დღევანდელისთვის. - კაი. - გავბრაზდი როცა ბექაზე ანერვიულდი. - ბექაზე ავნერვიულდი კიარა ბიჭო მისმინე ! მეშინოდა იმის რო შარში გაეხვეოდით და ბექა გიჩივლებდათ. მაგიტომ გკითხე და ავნერვიულდი. შენ თვითონ მოინდომე დაშორება და ეხლა ვეღარაფერს მოვახერხებთ. თავი დამანებე. - ვუთხარი და ზურგი ვაქციე. იოანესთან მივედი და გვერდით დავუჯექი. - ვეღარ დაგინახეთ,სად წადით?- გაბრაზება ეტყობოდა ხმაში. - აივანზე გავედით, მოვუყევი ყველაფერი სანდროზე, მერე სანდრო და სოფი დავინახე რო კოცნიდნენ. გიორგიმაც დაინახა. იჩხუბეს ბიჭებმა. გოგოები ვაშველებდით, გიოს შეყვარებული ყოფილა სოფი , ეხლაც კამათობენ მგონი. სანდრომ პატიება მთხოვა თუმცა არ ვაპატიე , მერე წამოვედი ,აქ მოვედი, ჩემი ძმა ვნახე და ყველაფერი მოვუყევი- ვუთხარი იოანეს და მისი ჭიქიდან მარტინი მოვსვი. - რეები მომხდარა - გაკვირვებულმა იოანემ ჭიქა აიღო და ბოლომდე დაცალა. - აუ წავიდეთ რა , ხვალ სკოლაა და უნდა მოვწესრიგდე. თან თავი მტკივა. წავიდეთ. - სანდრო რო აქ არ იყოს წასვლას არ მთხოვდი- მითხრა და მათეს შეხედა რომელიც ჩვენსკენ მოდიოდა. - აუ ეგ რა შუაშია ! წასვლა მინდა ვახ. - კაი წავიდეთ - თქვა იოანემ , მათეს ხმა არც ამოაღებინა ისე დაარტყა ზურგზე და მანქნისკენ წაგვიყვანა. მანქანაში მათეს ყველაფერი მოვუყევით და აღტაცებისგან დაიყვირა: - აუ ეგ გიო გამაცანით რა მაგარი ტიპია - გაეცინა მათეს. - იდიოტო - გამეცინა. - არ აპირებ ისე აპატიო სანდროს? - არვიცი - ვუპასუხე იოანეს და ფანჯარა ჩავწიე. ცივი ნიავი მესიამოვნა და ფანჯრიდან თავი გადავწიე. ჰაერი ამოვისუნთქე და მანქანაში დავაბრუნე თავი:დ მალე სახლშიც მივედით - ძალიან დაღლილები ვიყავით , ტანსაცმელი გავიხადე , ვიბანავე , პიჟამა ჩავიცვი და დავიძინე. დილით იოანემ გამაღვიძა: - სალი ადექი სკოლაში გაგვიანდება. - აუ თავი მტკივა. - გუშინ ბევრი დალიე და მაგიტომ. დღეს ტესტი გაქვთ მათემატიკაში ადექი და წაგიყვან მე. - აუუ.კაი. - მალე მოემზადე პრინცესა- მითხრა , შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. გატეხილი სარკე აღარ დამხვდა. ალბათ გადააგდეს, გავიფიქრე და საწოლიდან ავდექი. ხელ-პირი დავიბანე, კარადა გამოვაღე, თეთრი შარვალი და ნაცრისფერი მაისური გამოვიღე . უცებ ჩავიცვი და კედების მოძებნა დავიწყე. მალევე ვნახე შავი კედები და საწოლის ქვემოდან გამოვიღე. მალევე ჩავიცვი და თმებს შევხედე. უცებ გავიშალე, დავისწორე და ზურგზე გადავიყარე. ტელეფონს ,ყურსასმენებს და ჩანთას დავავლე ხელი და ძმებთან გავედი. - აბა წავედით! დაიყვირა მათემ და კარი გამოაღო. სამივე ჩავსხედით იოანეს მანქანაში და სკოლისკენ წავედით. გზაში საცობში მოვყევით. სიჩუმე მათემ დაარღვია : - დღეს ალბათ ისიც იქნება სკოლაში- თქვა და საზურგეს მიეყრდნო. ორივემ მივხვდით ვინ იგულისხმა და თავი დავუქნიეთ. - არაუშავს- ვთქვი და ხელზე ხელი დავადე. - დაფიქრდი სალი, თუ პატიება გთხოვა იქნებ აპატიო- თქვა მათემ და შემომხედა. ძალიან გამიკვირდა მისი ასეთი საქციელი. - მოიცა ამას შენ ამბობ? ჯერ კიდევ გუშინ ლანძღავდი დამ- ვუთხარი დაიოანეს შევხედე. - ღამით დავფიქრდი, თუ მართლა გიყვართ ერთმანეთი არ უნდა დაასრულოთ ეს ურთიერთობა ვიღაც იდიოტების გამო. - კარგი დავფიქრდები- მალე სკოლასთანაც მივედით, მე და მათე გადმოვედით მანქანიდან და სანდრა შევნიშნეთ. მარტო არ იყო,დათასთან ერთად იყო, მის ყოფილთან ერთად. გამიკვირდა.იოანემ სამწუხაროდ დაინახა და მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა. - ვინარიის ბიჭი? - სანდრას ყოფილია- ვუთხარი და მათკენ წავედი. - რამდენჯერ უნდა გაგიმეორო ? შეყვარებული მყავს აღარ მიყვარხარ! თავი დამანებე. - ძალიან გთხოვ მაპატიე და შემირიგდი რა! ვიცი რო გიყვარვარ- დაიყვირა დათამ. იოანემ გზა მომიჭრა და მათთან სწრაფად მივიდა. - ეი აქ რა ხდება? - ძმაო თავი დაგვანებე ვლაპარაკობთ მგონი- თქვა დათამ და სანდრას ხელი ჩასჭიდა. სანდრა გაშვებას ცდილობდა თუმცა ამაოდ. იოანე მიუახლოვდა ხელი გაუნთავისუფლა სანდრას და მე შემომხედა. - სალ, წაიყვანე სანდრა და ადით კლასში. ამ ბიჭთან საქმე მაქვს - თქვა და დათას შეხედა. - კარგი - ვუთხარი და სანდრა წავიყვანე. - აუ რამე რო დაუშავოს იოანეს რა ვქნა? - ანერვიულებულა სანდრამ მკითხა და სახეზე აიფარა ხელები. - ნუ გეშინია არაფერი მოუვათ- დავამშვიდე და კლასში შევიყვანე. მათე თავის კლასში შევიდა და სანდროს გვერდით დაჯდა. აშკარად გაუკვირდა სანდროსაც და ჰკითხა: - როგორ ხარ? - ოო მთვლად კარგად არა მაგრამ არაუშავს. შენ? - იცი კარგად რანაირადაც ვარ- უთხრა მათეს და თავი ხელებში ჩარგო. - კარგი ნუ ნერვიულობ,სალი ძაან კეთილი გოგოა და ადვილად პატიობს ხალხს. - ვთხოვე უკვე პატიება ,მაგრამ არ მირიგდება. - შენ რა გგონია აბა? ისე გამოლანძღე გუშინ სადაცაა შემოვამტვრევდი კარებს და მოგკლავდი. ერთი სიტყვით არ გაპატიებს სალი და უნდა შეეგუო. საქციელით დაუმტკიცე. - კარგი რამეს მოვიფიქრებ. - რაღაცას გეტყვი ეხლა, ოღონდ არ დაიწყო რო მოვკლავ და რაღაცეებიო. - გისმენ- ხმა გაუმკაცრდა სანდროს. - დათა ანუ სანდრას ყოფილი შეყვარებული წეღან შენს დას ელაპარაკებოდა, ერთმანეთს უყვიროდნენ. მერე იოანე მოვიდა სანდრა და სალი კლასში გაუშვა და თვითონ იმასთანაა ეხლა.- სანდროს ძარღვები დაებერა, ადგა და გაკვეთილიდან გავიდა. ეზოში დათა რომ დაინახა მივარდა და სახეში მუშტი გაარტყა. - ჩემს დას დაუყვირებ ან გაეკარები და მოგკლავ ! გაიგე? - დაიყვირა სანდრომ და იოანეს შეხედა რომელიც სანდროს აჩერებდა. - კაი გამიშვი ხო - დაიყვირა სანდრომ და იოანეს ხელი გააშვებინა. დათა ადგა, ძალა მოიკრიბა და საფეთქელთან მუშტი ჩაარტყა. სანდროს სისხლი წამოუვიდა, დათას მივარდა და საყელოში ჩაწვდა. - ხელი ვის დაარტყი შე ნაბი*ვარო ? - ცალი ხელი გაუშვა და მუშტი დაარტყა. დათამაც არანაკლები დაარტყა და იქაურობას გაეცალა. - აქ აღარ დაგინახო , გაიგე?- დაიყვირა სანდრომ და ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა. - ყველაზე ცუდი ისაა რო სანდრას და სალის კლასელია - თქვა იოანემ და კეფაზე შემოიწყო ხელები. - სხვაგან გადავიყვანოთ მაშინ გოგონები- თქვა სანდრომ და სკამზე ჩამოჯდა. - კაი შედი ეხლა გაკვეთილზე და მე მოვაგვარებ სალის გადაყვანაზე ამბებს- უთხრა იოანემ და მხარზე დაადო ხელი. - შენ არ ხარ გაბრაზებული? - იკითხა სანდრომ და თავი ხელებში ჩარგო . - არა, ძალიან მეწყინა ჩემს დას ასე რომ მოექეცი მაგრამ რადგან გავიგე რომ ნანობ და პატიება გინდა... ხელს შეგიწყობ- უთხრა იოანემ და გაიღიმა. - მადლობა - თქვა სანდრომ, მერე ადგა და იოანეს მოეხვია. სალი& სანდრა - შენ როგორა ხარ? - ვეღარ დაგირეკე ცუდად ვიყავი - ვკითხე სანდრას. - საშინლად ვარ. - რატომ იოანეს და დათას გამო? - არა , ნაწილობრივ ეგეც მაგრამ შენზე და სანდროზე ვღელავ. შერიგდით რა. ვიცი რო სანდრო ცუდად მოიქცა მაგრამ ძალიან განიცდის. - ხო, გუშინ კლუბში მაგიტო კოცნიდა სოფის- ვუთხარი და ცინიკურად გავიცინე. - ვიცი, სახლში მოსულმა სანდრომ ყველაფერი მომიყვა. სახლში ყველაფერი დაამტვრია, ეხლა რო მივალ უნდა დავალაგო თორე ყველაფერი არეულია. - ოჰო - გამეცინა- მე მხოლოდ სარკე ვაზარალე ძამიკოებს - გადავიხარხარე. - იდიოტი ხარ - გაიცინა და შემომხედა. - ახვლედიანი, კონცელიძე გარეთ გაბრძანდით. თქვენი ხმაური აუტანელია ! - დაიყვირა მასწავლებელმა. ორივეს შეგვრცხვა , გაკვეთილიდან პირველად გამოგვაგდეს. ჰოლში გავედით და ვისეირნეთ , გაკვეთილის გამოსვლამდე 25 წუთი იყო დარჩენილი. საუბარი მე წამოვიწყე. - იცი, მართლა ძალიან მიყვარს. მინდა ჩავეხუტო,ვაკოცო,მოვეფერო,დაველაპარაკო . გამათბოს როცა წვიმს. მინდა სულ მასთან ვიყო, ჩემი სანდრო იყოს და მისი სალი ვიყო. - მასაც უნდა - ნაცნობი ხმა მომესმა უკან შევტრიალდი და სანდრო დავინახე, გული ათასჯერ მიცემდა,წამოვწითლდი , ვეღარაფერი ვთქვი. მომიახლოვდა და მაკოცა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა,მალევე მოვეგე გონს და სახეში გავარტყი.უბრალოდ გაიღიმა და თქვა: - ბოლოს მაინც ჩემი იქნები- აღარ მომისმენია,სანდრას ხელი ჩავჭიდე და ბუფეტში წავიყვანე. ბევრი ვილაპარაკეთ თუმცა ერთხელაც არ გვიხსენებია სანდრო. მინდოდა!მინდოდა მელაპარაკა მასზე , მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევდი. - რატომ ვერ პატიობ სანდროს?- მკითხა სანდრამ და თვალებში შემომხედა. - არ მინდა ამაზე საუბარი- ვუთხარი და თვალი ავარიდე. - ბოლოს მაინც მოგიწევს. - კარგი, გეტყვი! თუ ძალიან ვუყვარდი სოფისთან არ წავიდოდა და არ აკოცებდა! - ნერვებმოშლილმა მასთან წავიდა, იმისთვის რომ დაევიწყებინე. ეს კოცნა არაფერს ცვლისც , დამიჯერე მას შენ უყვარხარ. - არვიცი როგორ მოვიქცე- თავი ხელებში ჩავრგე. - ხვალ დაბადების დღე აქვს, გაახარე და შეურიგდი. დარწმუნებული ვარ ძალიან გაუხარდება-'მითხრაბ სანდრამ და ხელზე ხელი დამადო. - დავფიქრდები - ვუთხარი და ხელი ჩავჭიდე. ---- - ხვალ რამეს აპირებ ?- ჰკითხა ერთ-ერთმა კლასელმა სანდროს. - რას უნდა ვაპირებდე?- გაიკვირვა სანდრომ. - დაბადების დღესთან დაკავშირებით. - უისულ დამავიწყდა, ალბათ არაფერს. - კაი ,კაი- უთხრა ბიჭმა და კლასში შევიდა. გაკვეთილებმა მშვიდად ჩაიარა, 2 საათზე ზარი დაირეკა და ბავშვები გარეთ გავიდნენ , სანდროს კლასში მხოლოდ თვითონ დარჩენოდა. დავაპირე შესვლა თუმცა გადავიფიქრე, შესულმა უკან შევტრიალდი როცა სანდროს ხმა მომესმა: - შემოდი- გამეღიმა და შევტრიალდი. - რა გინდა?- მკაცრად მივუგე. - ამას მე უნდა გეკითხებოდე- გაიცინა- აქ რა გინდა? -მე...მე ცარცი მინდოდა- ვუპასუხე დაბნეულმა. - გაკვეთილები დასრულდა და ეხლა გინდა ცარცი?- გადაიხარხარა. - დამანებე თავი რა - ვუთხარი და შევტრიალდი. - სიამაყე დაძლიე და შემირიგდი - უკან დამედევნა ეს სიტყვები , ყურადღება აღარ მივაქციე , ეზოში გავედი და იოანეს მანქანისკენ წავედი. უკანა სავარძელზე მოვთავსდი და ძმას ლოყაზე ვაკოცე. მათე უკვე წინა სავარძელზე იყო მოთავსებული. - აბაა როგორ ჩაიარა გაკვეთილებმა?- იკითხა იოანემ და გადმოგვხედა. - ჩემთან მშვენივრად მათემატიკაში და ისტორიაში ორი მივიღე - თქვა მათემ და ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო. - მე...მე... - თავი დავხარე. - რა შენ?- ერთად მკითხეს ბიჭებმა. - მე და სანდრა გაკვეთილიდან გამოგვაგდეს - თავი დავხარე. - ოჰ, მე ვიფიქრე რამე სერიოზულია თქო. დღეს ისე არ ჩაუვლია რო არ გამოვეგდე მასწავლებლებს- გაიცინა მათემ და ტელეფონს დახედა. - სირცხცილი თქვენ!- ნაწყენმა შემომხედა იოანემ. - ბოდიში- ვუთხარი და მხაზე დავადე ხელი. - წავალთ ეხლა სანდრასთან და მოგივლით თქვენ ორს- მითხრა იოანემ და შემომხედა. - კარგი წავიდეთ ეხლა რა - ვუთხარი იოანეს და ფანჯარას მივადე თავი. - ჯერ არა, ერთი ადამიანი უნდა გავიყვანო სადღაც, დაველოდოთ. - ოქ- ვუთხარი და ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან. - იოანე გიოს ნომერი მითხარი რა. ნომერი ჩამაწერინა და მაშინვე ესემესი გავაგზავნე : ,, როგორ ხარ?'' . პასუხი მალევე მომივიდა: ,, კარგად . რომელი ხარ?'' ,, სალი ვარ'' ,, უი ჩავიწერ ნომერს'' ,, მოაგვარე სოფისთან ?'' ,, კი შევრიგდით'' ,, გილოცავთ'' ,, მადლობა'' . ტელეფონი ჩანთაში ჩავდე და ბიჭებს ვკითხე: - აუ ვინ იდიოტია ? ამდენი ხანი ლოდინი როგორ შეიძლება ? - მე ვარ ის იდიოტი - თქვა სანდრომ და ჩემს გვერდით მოკალათდა. - რაკაია აღიარება როისწავლე , ალბათ ელოდებოდი როდის დაგშორდებოდი რო დაჭკვიანებულიყავი- ვუთხარი ნიშნის მოგებით და თვალი თვალში გავუყარე. - შენ არ დამშორებულხარ, მე დაგშორდი და ძალიან ვნანობ-მითხრა და ხელი ხელზე დამადო . ჟრუანტელმა დამიარა ტანში. - ხვალ თუ მოხვალ გამახარებ- მითხრა და იოანეს ანიშნა წავიდეთო. - სად უნდა მოვიდე - ვკითხე გაკვირვებულმა.რაღაც მისამართი გვითხრა, მოდით დაბადების დღე მაქვსო. ჩვენც დავთანხმდით და მის სახეზე სიხარული ამოვიკითხეთ. მალე სანდროს სახლთან ვიყავით. - ამოდით რა გთხოოვთ- თქვა სანდრომ და შემომხედა.იოანე და მათე დასთანხმდნენ, მე კი ჩუმად ვიჯექი. - სალ შენ არ წამოხვალ?- მკითხა მათემ. - აუ არ მინდა აქ დავრჩებირა- ვუთხარი ბიჭებს. - აქ რა გინდა გოგო ავიდეთ და მალე წავიდეთ- მითხრა იოანემ და კარი გააღო. მეც დამიყოლიეს და სახლში ავედით. - ვააა ვინები მოსულან- შეიცხადა სანდრამ. - შენ მოგივლი მე - იოანემ ჩასჩურჩულა სანდრას და სახლში შევიდა. სახლში შევედი და სანდროც უკან შემომყვა. იოანე სანდრას გვერდით დაჯდა,სანდრო კი ჩემთან. - ოუ მგონი აქ ზედმეტი ვარ - გაიცინა მათემ- - რატო ? - ვკითხე გაკვირვებულმა. - წყვილები ხართ და მე ვარ აქ მარტო და გიყურებთ- ამოიხვნეშა მათემ. ყველამ გაიცინა ჩემს გარდა. - აქ მხოლოდ ერთი წყვილია მათე - თვალი ჩავუკარი ძმას. -კარგი მაშინ შევასწორებ, ოთხი შეყვარებული ადამიანი- გადაიხარხარა. ყველა რაღაცაზე ვლაპარაკობდით სანამ მათე არ დაიყვირებდა: - აუ, რაღაცას გეტყვით მაგრამ არ გაბრაზდეთ რა. - გისმენთ- ვთქვით ერთხმად. - სიგარეტს ვეწევი - ყველას გაგვიკვირდა. - რააა?- დავიყვირე. - ხო. ეხლა ჩაირბინე და ამომიტანე რა Winston-ი. - აუ ლიფტი გაფუჭებულია და 7 სართულის მარტო ჩავლა და ამოვლა მეზარება მარტო- ვთქვი ბუზღუნით. - კაი, მე წაგყვები - თქვა სანდრომ და ხელი გადამხვია. - არა მარტო ჩავალ- ვთქვი და კარებისკენ წავედი, სანდროც გამომყვა და ეზოში ჩავედით ისე რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. მაღაზიაში შევდიოდით როცა ბექა შემოგვეფეთა. - თქვენ რა შერიგდით?- მკითხა ბექამ და დავინახე როგორ აუცრემლიანდა თვალები. - კი - თქვა სანდრომ და ხელი ჩამჭიდა. ვერაფერს ვამბობდი , ბოლოს გონება მოვიკრიბე და სანდროს ხელი გავაშვებინე. - არა ბექა - ვუთხარი და გავუღიმე. დავინახე როგორ გაურბინა სახეზე ღიმილმა და გამეცინა. სანდრო? ისე იყურებოდა ალბათ ვინმე შემოაკვდებოდა. - ბექა თუ გინდა ამოდი ჩვენთან- ვუთხარი და გავუღიმე. რათქმაუნდა ხედვიდან არ გამომპარვია სადროს სახე , სიბრაზისგან მუშტებს კრავდა, გამეღიმა და ისევ ბექას შევხედე. - თუ არ შეგაწუხებთ რავი ამოვალ - გაიღიმა. - ოქეი- აქ დამელოდე სიგარეტს ვიყიდი და გამოვალ. - მეც შემოვალ რაღაც უნდა ვიყიდო - თქვა სანდრომ და უკან გამომყვა. სალაროსთან მივედი Winston-ი ვიყიდე და უკან შევტრიალდი. - შოკოლადები არ გინდა ?- მკითხა სანდრომ და გამიღიმა. - არა, ბექა გველოდება გარეთ გამოდი მალე- ვუთხარი და გარეთ გავედი , ნანახმა შოკში ჩამაგდო... გარეთ გავედი , ნანახმა შოკში ჩამაგდო... ბიჭები ჩხუბობდნენ , მათ შორის ბექაც. არა არა! ბექა არ მიყვარდა მაგრამ მეგობარი იყო და შემეცოდა, გამეტებით ურტყავდნენ . სიგარეტი ხელიდან დავაგდე და ბექასთან გაქცევა დავაპირე როცა მკლავში სანდრომ ჩამავლო ხელი და შემატრიალა. - გამიშვი ბექას ცემენ უნდა გავაშველო ! - დავუყვირე და გაქცევა ვცადე. - დამპირდი რო აქ დარჩები და არ მიხვალ იქ, მე გავაშველებ.- ამის გაგონებაზე უფრო შევშფოთდი,სანდროსთვის რომ რამე დაეშავებინათ ალბათ მოვკვდებოდი. აბა თქვენ მითხარით რას გააკეთებდით როცა დაინახავდი რომ 6 ბიჭი გამეტებით ურტყამდნენ შენს მეგობარს და მათ გასაშველებლად შენი ყოფილი შეყვარებული მიდიოდა , რომელიც ჯერ კიდევ გიყვარს . ჰო...გიყვარს,მთელი არსებით. - სალი ! დამპირდი!- დამიყვირა სანდრომ. - ჰო კარგი გპირდები ! - ვუთხარი და თავი დავხარე. - ჩემი ჭკვიანი გოგო- გამიღიმა , თმაზე მომეფერა და წავიდა . არა,ბიჭებს გვერდი აუარა და გაიქცა. გამიკვირდა,2 წუთი ველოდებოდი, ბოლოს ადგომა დავაპირე და გამეღიმა როცა სანდრო დავინახე , უკან რამდენიმე ბიჭი იდგა და ყველას კასტეტი ეჭირა. სანდრომ წამიერად შემომხედა , თვალი ჩამიკრა,გამიღიმა და ნაბიჯს აუჩქარა.გაოცებული ვუყურებდი ბიჭებს. ისე არაადამიანურად ურტყამდნენ ერთმანეთს სადაცაა ვიტირებდი. სანდრომ მუშტი შეკვრა და ერთ-ერთს დაარტყა. მანაც არ დააკლო და სანდროს მუცელში დაარტყა, იქვე ჩაიკეცა. გული ამიჩქარდა, თვალები ცრემლით ამევსო. უცებ სანდრო წამოდგა ძალა მოიკრიბა და მუშტი მოიქნია . მოკლედ რომ ვთქვათ ხმაურზე იოანე მათე და სანდრა ჩამოვიდნენ. მაშინვე მივარდნენ ბიჭებს იოანე და მათე. სანდროსგან განსხვავებით კიარ იჩხუბეს , არამედ გააშველეს . სანდრა მეხუტებოდა და მეც ბედნიერი ვიყავი. გვერდით უსაყვარლესი ადამიანი იდგა და მამშვიდებდა. ფიქრობთ ერთი დღის გაცნობით როგორ გახდით საუკეთესო მეგობრებიო? გამაცინეთ, გეტყვით, სიყვარულით გატარებული 1 წუთით უფრო მეტს გაიგებთ, ვიდრე ერთი თვის ან წლის დაკვირვებით. სანდრო ცუდ დღეში იყო, ტუჩი გახეთქოდა და სისხლი სდიოდა, საფეთქელიდან სისხლი მოდიოდა , საშინელ დღეში იყო. ის ექვსი ბიჭი უარესად იყო. ბექა? ძალიან შემეცოდა. გონება წასვლოდა, სახეზე მთვლად სისხლი ჰქონდა . ავდექი და მისკენ გავიქეცი, მათეს ვუჯიკე რომ დამხმარებოდა, ბიჭებს თავი დაანება და ბექას სადარბაზომდე მიყვანაში დამეხმარა. მიმაყვანინა შემდეგ კი ჩხუბში ჩაერია. - ნიშადურის სპირტი და ხელსახოცი მოიტანე დავაყნოსინოთ,ფილმებიდან მახსოვს რო გონზე მოდის ეგრე ადამიანი - ვუთხარი სანდრას და ბექას თმებზე მოვეფერე . ყველაზე ცუდი კი ის აღმოჩნდა რომ სანდრომ შემომხედა და ჩემი საქციელის დანახვისას დანაღვლიანდა. - კარგი- თქვა სანდრამ და მალევე მოიტანა ნიშადურის სპირტი და ხელსახოცი.მალევე დავასველე ხელსახოცი არყით და ბექას ცხვირთან მივუტანე. მალევე მოვიდა გონს. მეც არ დავაკელი და კითხვები მივაყარე. - რატომ გეჩხუბებოდნენ?- ვკითხე და თავი კალთიდან ავაწევინე. - არ მინდარო გითხრა- მითხრა და თვალი ამარიდა. - მგონი იქ შენს გამო სამი ჩემი საყვარელი ადამინი ჩხუბობს. ღირსი არავარ პასუხი გავიგო? რატომ ?- დავუყვირე . ყველამ მე შემომხედა ,მათ შორის სანდრომ და დანარჩენებმაც. ამასობაში ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა იმ ექვსეულიდან და დაიყვირა : - შეწყვიტეთ ჩხუბი! ჩვენ მიზეზი გვქონდა გვეცემა ეს ნაბი*ვარი !თქვენ კი უმიზეზოდ გეჩხუბებით! - მიზეზი თქვი - თქვა დამშვიდებულმა სანდრომ. - ჩემი!ჩემი... - ვეღარ დააბოლავა,ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო. ყველანი გაკვირვებული ვიყავით გარდა იმ ხუთისა. - არ მოუსმინოთ ! გატყუებთ ! წადით სახლებში - დაიყვირა ბექამ თუმცა ყურადღება არავის მიუქცევია მისთვის. - რა სჭირს?- ჰკითხა სანდრომ იმ ხუთეულიდან ერთ-ერთს და ხელი გაიშვირა ძირს მჯდომ ბიჭზე. - ეგ ვაჩეა. - ხოდა რა სჭირს ვაჩეს , რატომ ტირის?- იკითხა იოანემ. - იმ ნაბი*ვარმა შეყვარებული გაუუპატიურა- თქვა და თავი ხელებში ჩარგო. - რაა?- იკითხა ხმაჩახლეჩილმა სანდრომ. - ჰო რაც გაიგე- თქვა ერთ-ერთმა და ვაჩესთან მივიდა. - უნამუსო ხარ ! - ვუთხარი ბექას და სახეში სილა ვუთავაზე . - პოლიციაში დარეკეთ , დააკავონ ეს უნამუსო ! - დაიყვირა მათემ . - აზრი არააქვს - თქვა ვაჩემ და ფეხზე წამოდგა. - რატომ?- გაიკვირვა იოანემ. - იმიტომ რომ ყველაფერი მოაგვარა . - როგორ ?- იკითხა სანდრომ. - ლიზას მშობლები - ცრემლი ჩამოუვარდა ვაჩეს - ფულზე დახამებულები . როგორც კი ამ უსირცხვილოს ფული დაინახეს ,მაშინვე გამოიტანეს სარჩელი პოლიციიდან. ლიზა არც ჭამს ,არც სვამს,სირცხვილით აღარც მიყურებს , არც ლაპარაკობს. მხოლოდ წევს.- ბექას სირცხვილით ხმა ვერ ამოეღო. - როდის მოხდა ეს ?- ვიკითხე იმედგაცრუებით და ვაჩეს შევხედე. - რამდენიმე დღის წინ-მიპასუხა ვაჩემ. - სს..აად?-ენა დამება. - გორგილაძეზე. - მოიცა... ანუ თქვენ რომ ცემეთ მაშინ ეს მომხდარი იყო?-ვკითხე სანდროს და იოანეს. - ალბათ...- მიპასუხა იოანემ. ცოტახანი ვილაპარაკეთ ეზოში, ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრეთ ბექას დასაჭერად, სახლში ავედით. სახლში ასვლისთანავე დაიწყო სანდრამ ჩვენი გამხიარულება. სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშეთ. ყველა მოქმედებას ვირჩევდით და მერე ვნანობდით კიდეც.მათეს სიმღერა მოუწია,( она сумасшедшая но она моя) იოანეს ჩემი და სანდრას ერთი ხელით აყვანა მოუწია,სანდროს იოანეს ხელში აყვანა ,ეზოში ჩასვლა ისე რომ ხელიდან არ დაესვა და მერე ისევ ამოყვანა .სანდრას თმების ბოლო შეაჭრევინეს,მე კი ოუ..საჭმლის გაკეთება,რაც ყველაზე ძალიან მეზარებოდა . პიცა გამოვაცხვე და ნახევარ საათში უკვე გემრიელად მივირთმევდით. ერთხელ სიმართლის არჩევა მომინდა და სანდროსაც ღიმილით ვუთხარი ჩემი არჩევანი. ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი : - ისევ გიყვარვარ?- თვალებში შემომხედა. დაუფიქრებლად ვუპასუხე. - კი,მუდამ მეყვარები-თვალებში შევხედე და გავუღიმე,თვითონაც გამიღიმა . კიდევ დიდხანს გავაგრძელეთ თამაში და ბოლოს დაღლილებმა სახლში წასვლა გადავწყიტეთ. მანქანაში ჩავსხედით მე იოანე და მათე და სახლისკენ ავიღეთ გეზი. - სალი სანდროსთან შერიგებას აღარ აპირებ?- კითხვისნიშნიანი თვალებით შემომხედა იოანემ. - კი-მოკლედ მოვუჭერი და ყურსასმენები ამოვიღე ჩანთიდან,მუსიკა უნდა ჩამერთო ესემესი რომ მომივიდა სანდროსგან. ,,მეც'' ,,რა შენც?''- ვერ მივხვდი რა იგულისხმა. ,,მეც სამუდამოდ,სიცოცხლის ბოლომდე ,ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები ''- გული ამიჩქარდა,ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან. ,,მართლა?''- იდიოტური კითხვა დავუსვი. ,,არა გატყუებ'' ,,იდიოტო''- გამეცინა ,,ჩემი ჭკვიანი'' ,,უფ უკვე შენი?'' ,,უკვე?რაც გაგიცანი ,მის შემდგომ ჩემი ხართ ქალბატონო სალი''-გამეღიმა,ძალიან კარგი რაღაც მოვიფიქრე ამიტომ პასუხი აღარ მიმიწერია. სახლში მისვლისთანავე გავიხადე ტანსაცმელი,ვისწავლე და კარადასთან დავდექი. ,,ხვალ ჩემი სანდრიკოს დაბადების დღეა და უნდა მოვემზადო''-ხმამაღლა ვთქვი რაც გავიფიქრე და ვინანე.კარი იოანემ შემოაღო,გაიგონა მაგრამ ადგილიდან ფეხი არ გაუდგმია.მერე შეტრიალდა ,გავიდა და ისევ შემოვიდა. - მგონი რაღაც მომესმა ხო?- მკითხა ხმადაბლა და თვალები ოდნავ დახუჭა თითქოს ვინმეს ესმოდა. - ღმერთო ასეთი იდიოტო რატო მყავს?თან ორი?-ხელები ჰაერში ავიტანე და თავიც ავწიე . - რავიცი,თითქოს შენი თავიარ გეყოფოდა ,მათეც დაგემატა .ეჰ,ეჰ!- მოხუცი ქალივით დააბოლავა და მერე თვითონაც გაიცინა თავის ქცევაზე. - ო ნუ სულელობ . ხო და კიდეე ,ჩემო ჭკვიანო,სიმპაიურო ძამიკოო,რაც გაიგე იმას ხო არ ეტყვი არავის ჰაა?- აფერისტობა დავუწყე მაგრამ ამასთან ვინ რას გავა. - კი ჩემო დაიკო აბა რას ვიზამ მაგრამ ხოიცი ახლა,21 საუკუნეა,სიკეთეს სიკეთით უნდა უპასუხო ხოდა მეც უნდა შემისრულო ახლა რასაც გთხოვ თვარა კი დეიღუპე შენც და მეც დაია - ბოლოს სასაცილოდ დაამთავრა და შემომხედა. - აუ ასეც ვიცოდი რა ! რა გინდა უფ ?- გამეცინა. - სანდრა მინდა,მეტი კი არაფერი დაია- გაეცინა. - ვაიმე საწყალი ბავშვი შენს ხელში!-ჩავილაპარაკე და გავიცინე. - ჰე ეხლა კი თუ არა? - გააჩნია ეხლა,სანდრას ვერ გავიმეტებ ყველაფრისთვის -გამეცინა. - ვაიმე ეს რა უზრდელი და მეზრდება და კიდე რა უზრდელი გოგო ეზრდება სანდ- თმებში ჩავავლე ხელი და პირდაპირ კედელზე ავაკარი(ვა ამდენი ძალა საიდან :დ) - რომელ სპორტზე დადიხარ ეხლავე თქვი ?ფულს ვინ გიხდის ?ვაიმე ჩემი ძალოსანი გოგო - მათე შემოვარდა ოთახში. იოანეს თმებიდან ხელი ჩამოვიღე,მკლავზე მოვკიდე მერე მათეს და საწოლზე დავაჯინე ორივე. - მოკლედ რაღაც მინდა გითხრათ..- დავიწყე სერიოზულად ლაპარაკი. - გისმენ დაია- უდარდელად მითხრა იოანემ. - არ გამიბრაზდეთ გთხოვთ!-ცრემლიანი თვალებით შევხედე ძმებს.(რა მსახიობია ვარ ,აღფრთოვანებული ვარ:დ) - ორსულად ვარ-თავი დავხარე. - ეჰ არ გამოგდის ტყუილები სალუ და დაანებე თავი რა ამ იდიოტობებს-უდარდელად თქვა მათემ ,ადგა და ლოყაზე მაკოცა. - საიდა მიხვდი ეე?- გამეცინა. - ვაი დედა ამას გონია ყველას გააცურებს-თქვა იოანემ და მათე ხელში აიყვანა. - რას შვრები შე*ემა დამსვი!- დაიყვირა მათემ. - მე და სალის სალაპარაკო გვაქ ამიტო გარეთ ეგდე -უთხრა ,კარებთან დასვა და ცხვირწინ დაუხურა (ვერარი ეს ბიჭი ცოტა:დ) - მოკლედ იმისთვის რომ არ გაიგოს არავინ ის რაც მოხდა , სადრა უნდა დარჩეს დღეს აქ -გაიკრიჭა. - ვიფიქრე რამე სერიოზულს მეტყვის თქო .კარგი შევანხმდით-გავიცინე. - პაკა დაია-გაიცინა და ოთახიდან გავიდა. ჩემს სამზადისს შევუდექი,არაფერი მომეწონა გარდერობიდამ ამიტომ იოანესთან გავედი. - Hey brother! I want money!- დავიძახე და წამებში უკვე იოანესთან ვიდექი. - ძამა ფული მინდა-გავეკრიჭე;დდ - რამდენი? -კაბა,ფეხსაცმელები,ახალი ტუჩსაცხი,შარვალი მომეწონა კიდე გუშინ ვნახე,ასევე მაისურიც მომეწონა.არა მხოლოდ ერთი!სამი მომეწონა,ერთი ნაცრისფერი იყო,მეორე შავი და ეწერა ,,I love my boy'' და მესამე არ არსებობს უბრალოდ ტაქსის ფული. ხო აი ესენირო ვიყიდო ძამა იმდენი-გავუღიმე და მხარზე დავარტყი. - აუ ეს ვინარი ტო!გამაკოტრებს მალე-ჩაილაპარაკა იოანემ. - შენი ფული არაა დედ-მამა გვიგზავნის ,შენ უბრალოდ სრულწლოვანი ვირი ხარ და მაგიტო გაბარებენ ფულს-გავუღიმე არადა კი მინდოდა გადამეკისკისა გემრიელად მისი როჟის გამო. - გაიქეცი თორე ავდგები ეხლა-მკაცრად მითხრა იოანემ. - დიდ საქმე,დაჯდები ისევ -გამეცინა გვერდით დავუდექი და ჩავეხუტე. -აფერისტო!-ჩაილაპარაკა:დ -მომე ფული -არა -მომე ფული -ნწ -მომე ფული - ნუწუ - მომე ფული - ამან გაფუჭებული ტელევიზორი ხოარ გადაყლაპა?რას იმეორებს ერთიდაიგივე სიტყვებს?-სიცილით შემოვიდა ოთახში სანდრო. სანდროო? რა ვთქვი?მგონი მართლა სანდროა.უკან მივიხედე და იპს მართლაც ის ყოფილა. - აქ საიდან ე?-გაკვირვებულმა შევხედე. - რავი კარგად შენ?- შემომხედა სანდრომ. - რა? -- არაფერს აქ ვზივარ და შენ გიყურებ,შენ? - ეს ვერარი ხო?-ვკითხე იოანეს. - კი არის არის აქ არის-წაიღიღინა სანდრომ. - იოანე მომე ფული - გააგრძელა ამან-თქვა იოანემ და მათეს შეხედა რომელიც სიცილით გაწითლებულიყო ,ცალი ხელი მუცელზე ედო მეორეს ჰაერში უმისამართოდ იქნევდა. -აუ ამან ვაფშე გარეკა-თქვა იოანემ და მათესკენ გაიშვირა ხელი. - ფული რისთვის უნდა პატარა სალისო?-ღიმილით თქვა სანდრომ. -რადა ხვალ მისი სანდ-ვუჩქმიტე მწარედ,მან კი ბოლო ხმაზე დაიყვირა. - გოგო შენ სულ გამოშტერდი?-ხმაჩამწყდარმა თქვა. - აბა რააო?რისთვის უნდაო?-გააგრძელა სანდრომ ირონიული ღიმილით.იოანეს შევხედე და თვალები გავუფართოვე :დ - რადა ხვალ მისი სანდრას ძმის დაბადების დღეა ხოდა ტანსაცმელი უნდა იყიდოს- სანდრა სწრაფად თქვა იოანემ ,მმ ალბათ ჩქმეტა დაამახსოვრდა მწარედ. - აა გასაგებია!აჰა ფული ეე ამაზე ახვეწნინებ ტოო ბავშვს?-ირონიულად გადმომხედა და 500 ლარი დადო 100ლარიანი კუპიურები დამიდო წინ.წარბაწეულმა დავხედე,ხელში ავიღე,გადავკეცე და სანდროს ჩავუდე ჯიბეში. - არ დაგეკარგოს ირონია სადმე-ვუთხარი და მათესთამ დავჯექი. -მათე შენ მაინც მომე რა ფული-გულწრფელად ვთხოვე:დ - ამ ბარათზეა მშობლები რო გვიგზავნიან და შეგიძლია გამოიყენო ხოლმე -გამიღიმა და ბარათი მომცა. -ვაა მადლობა ძმა ხარ -გავიცინე და ოთახში შევედი.სანდროსთვის არც შემიხედია.სპეციალურად მოკლე მაღალწელიანი შორტი და ნაცრისფერი ტოპი ჩავიცვი, შავი კედებიც ჩავიცვი ტელეფონი ,ყურსასმენები ,ბარათი და სხვა ნივთები პატარა ჩანთაში ჩავდე და ცალ მხარზე გადავიკიდე,ლენონები მეორე ხელში დავიჭირე და ოთახიდან გავედი.სანდრომ ერთი შემომხედა,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ახლა ამათვალიერა. მის ქცევაზე გამეცინა,მათეს ვაკოცე და იმ ორს მივუტრიალდი: - 1-2 საათში მოვალ იოანეე, სანდრო შენ კიდე გთხოვ სანდრა დღეს ჩემთან გამოუშვი რაა . თან დარჩეს-გავუღიმე. ფეხზე წამოდგა და ახლოს მოვიდა. - მაგ შორტს თუ გამოიცვლი , ზუსტად 5 წუთში სანდრა აქ გაჩნდება. იყოს ესე?- გაეცინა. - ვაიმე ღმერთო!რომელ საუკუნეში ვართ ბიჭო ჰაა? ვაი დედა ცუდად ვარ უნდა ამოვისუნთქო- სიცილი და ჰაერში უმისამართოდ ხელების ქნევა დავიწყე.სანდრო ღიმილით მიყურებდა (ნუ მაინც საიდან აქვს ამხელა მოთმინება?მაშინ კი ვერ მოთოკა ნერვები სალის რო შორდებოდა.ვახ ბიჭოს რას გაუგებ ამას) -მორჩი პაწუკა?- ღიმილით მკითხა როცა სიცილს მოვრჩი. რაო?პაწუკაო? ვაი დედა რეებს არ მოიგონებს ხოლმე . თავიდან დავიწყე სიცილი. -ეს ვინაა ტო ?ჭარხალს დაემსგავსე გოგო აღარ მოეწონები სანდროს ნუღარ იცინი-სიცილით თქვა იოანემ მაგრამ რაიცოდა რას ამბობდა ;დ მაშინვე შევწყვიტე სიცილი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. - ნუ იღელვებ,მე სულ მომეწონები-ჩამჩურჩულა სანდრომ და ჟრუანტელმა დამიარა. სწრაფად გავსწორდი და ოთახში შევვარდი. - ესეიგი შორტი გამოვიცვალო ხო? ხოდა ნახე შენ ეხლა რაც გიქნა მე - ვბუტბუტებდი და თან ვიხდიდი. ბოლოს შავი მუხლზე კარგად აცდენილი კაბა ჩავიცვი ,სადა იყო და ტანზე ზუსტად მერგებოდა. ფეხზე ისევ კედები ჩავიცვი ,თმები მაღლა ავიტანე და შევიკარი. ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი. კართან მისული იოანეს ხმამ გამაჩერა: - კლუბში მიდიხარ თუ შოპინგისთის?-სიცილით მკითხა. - ჯერ ვიყიდი რაღაცეებს მერე ალბათ კლუბში,გიოს მამის ყოფილა ეგ კლუბი ადრე რო ვიყავით და შემიშვებენ თავისუფლად-გავიღიმე და მზერა სანდროსკენ გავაპარე,მიყურებდა და სიბრაზისგან მუშტებს კრავდა. - რატო გამოიცვალე დობას გაფიცებ თქვი - სიცილით მითხრა მათემ. - სანდრიკომ მითხრა და არ გავუტეხე-ირონიულად გავხედე და ახლა იოანეს შევხედე-მე სიტყვის შესრულება ყოველთვის ვიცი , და მართლა დღეს სანდრა მოვა და დარჩება აქ- იოანეს ნამიოკი მივეცი,მიხვდა და გამიღიმა. - წავედი მე პაკა!- დავიყვირე და კიბეებზე ჩავირბინე.სანდრას დავურეკე: -სანდრუ! - ჰო - წამომყევი რა შოპინგისთვის გთხოოოვ - მეზარება -თან რაღაც უნდა მოგიყვე ! უეჭველი გაგიხარდება!არ გეტყვი თუ არ მოხვალ. - კაი რაა ნუ მაინტრიგებ. - მიდი მალე. მოგაკითხავ 10 წუთში. -ჰოო კაი-ბუზღუნით დააბოლოვა და საძინებელში შევიდა. შორტი,მაისური და კედები ჩაიცვა. მალე მივედი მეც და ერთად წავედით საყიდლად.მე დაბადების დღისთვის ისეთი კაბა ვიყიდე როგორიც პირველ ფოტოზეა ახსნა მეზარება :დ მეორე და მესამე ფოტოზე კი ბოლოს გაიგებთ. სანდრამ თქვა მე არ მინდა ნაყიდი მაქვს უკვეო ამიტომ კაფეში წავედით. ჩემი გეგმის შესახებ მოვუყევი. აღფთოვანდა.გეგმაც შემიქო და ლოყაზე მაკოცა.ყავა დავლიეთ და ჩემთან წავედით.კარები იოანემ გაგვიღო. - იმდენი რაღაც ჩამოთვალე და მხოლოდ ეს იყიდე?- გაკვირვებულმა შემომხედა. - დებილო მართლა კიარ ვყიდულობდი- გამეცინა. - ვაიმე ჩემი კურდღელი მოსულაო -გაიკრიჭა იოანე. - ვინო?ვაიმე ღმერთო თქვენ ძმაკაცები ისეთ სახელებს იფიქრებთ თვითმკვლელობა მოგინდება ადამიანს - გადავიკისკისე. - პაწუკას რას ერჩი ვითომ?- წარბაწეულმა შემომხედა სანდრომ. - ვაიმე ნუღარ მახსენებ შენი ჭირიმე რა - გავიცინე და სახლში შევედით. გვიანობამდე ჩემთან ვიყავით სანდრო გამოაპარებდა ხოლმე მზერას და მეც არ ვაშორებდი თვალებს. - სანდრო შენ მარტო ხარ წასასვლელი და... გვიანია უკვე.თან ბაბილინაც დამთავრდა მგონი. სპეციციალურად საათს დავხედე- კი კი დამთავრდებოდა აბა რას იზამდა. არაუშავს ხვალ უყურებ წადი ეხლა დაიძინე.ირონიით სავსე მზერა მომაპყრო და მკითხა: - დავიძინო? - ხო არ მისმენდი? ნახე ისე გეძინება აღარ გესმის უკვე ძილბურანში ხარ -გამეცინა. - კაი წავედი აბა ძილინებისა -ადგა და ჩემს ოთახში შევიდა,კარების გადაკეტვის ხმაც გავიგე.ფეხზე წამოვვარდი და კარებზე დავარტყი ხელი. - აუუ კაი რა სანდრო!გაგეღადავე გამოეთრიე მაქიდან უფ! - ნწ მეძინება !ბაბილინა დამთავრდა. - კაქი ტკბილი ძილი პაწუკა - გამეცინა. დავბრუნდი დივანზე . - იოანე და სანდრა თქვენ ერთად დაწვებით იოს ოთახში,მე და მათე ერთად მის ოთახში ,ის ვაჟბატონი კი იქ ეგდება . ყველანი დავწექით და დავიძინეთ(ნუ მე დავიძინე დანარჩენებმა არ ვიცი მთვარეული არ ვარ :დდ) დილით ავდექი და საათს შევხედე. რაღა დილა ყოფილა 2ის 17 წუთი იყო . სწრაფად ავდექი და გარეთ გავვარდი,ჩემს ოთახში შევედი და გამოვიცვალე. რა ვქენი? ოთახი დაკეტილი უნდა იყოს და სანდრო,სანდრა,იოანე და მათეც აქ უნდა იყვნენ. მისაღებში გავედი . - აუ დობას გაფიცებ ასე ელვის სისწრაფით რატო გარბოდი?-სიცილით მკითხა მათემ. - თქვენ აქ იყავით?- გაკვირვებულმა ვკითხე. - კი სანდროს გარდა . - ეგ ვირი სადაა?-ვკითხე სიცილით. - დღეს მისი დაბადების დღეა და წავიდა ისე რო არც მიგვალოცინა. - ვაიმე გუშიმნ რატო არ მივულოცეთ 12ზე? დედა დაწყდებოდა ბაღანას გული . დეაა აი რაფერ შევცდით - სიცილით ვამბობდი ბოლოს კი წელზე თბილმა ხელმა გამაჩერა.ჟრუანტელმა დამიარა მთელს ტანში,შევტრიალდი და სანდრო შემრჩა. - გილოცავ ვიროო - ენა გამოვუყავი და ჩავეხუტე .გაუკვირდა და თვითონაც მომეხვია. ასე ვიდექით 2 წუთი ბოლოს მე თვითონ მოვშორდი . - მადლობა-გაიცინა. - არაფერს.დიდი ბიჭი ხარ უკვე -გამეცინა. - შენ პაწუკელა-სიცილით თქვა. -არ თქვა ეგ რა -გამეცინა - კაი ხო ჩვენც მიგვიშვი სანდრიკოსთან-სიცილით თქვა სანდრამ და ძმას მოეხვია.დიდი ხანი ვიყავით ჩვენთან,სანდრო დაბადების დღეს 9 საათზე იხდიდა ამიტო 8ზე უკვე წავიდნენ სანდრო და სანდრა სახლში. მე ჩემი თეთრი კაბა და შავი მაღალქუსლიანები ჩავივი. თმები გავიშალე და ბოლოებში დავიხვიე,წითელი ტუჩსაცხი გამოვიყენე მხოლოდ სახეზე. სუნამო დავისხი.ტელეფონი და საჩუქარი ავიღე ,შავ პატარა ჩანთაში ჩავდე და ძმებთან გავედი. იოს ჯინსი ეცვა და ლურჯი მაისური .ფეხზე შავი კედები.მათესაც ღია ჯინსი და თეთრი მაისური. - ვაიმე ჩემი ანგელოზი გაიჩითა - მათე მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა. - რა გოგო ხარ შენ აზრზე არახარ ტო-. იოანემ ხელში ამიყვანა და დამატრიალა. - ბათუმელი ბიჭი ხარ რა ტოოები აგიტყდა ძმობასგაფიცებ-გამეცინა. - არაფერს დაიკო -ორივემ ერთხმად თქვეს,მერე გადახედეს ეთმანეთს გაიცინეს. - ჰე ვაგვიანეთ მალე!-დავიძახე კარებიდან და კიბეებს დავუყევი. - აუ ლიფტი კიდე არაა ტო-შეიცხადა იოანემ. მანქანაში ჩავსხედით და მალე რესტორანთან მივედით.ნელა გადმოვედი და შენობაში შევედი.ალბათ საჩუქარი გაინტერესებთ ჰმ:დ ეგ ისეთი არაფერი საათი იყო მხოლოდ შეფუთული,მთავარი წინ ელოდა.თვალებით სანდროს ვეძებდი,ბოლოს თვითონ მნახა და უკნიდან ჩამეხუტა. - ვაა პრინცესა გაიჩითა-ჩამჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა. - გილოცავ!აი ეს საჩუქარი -შევტრიალდი და გავუღიმე. - არ იყო შეწუხება საჭირო,გმადლობ-გაიღიმა. - არაფერს.ადგილზე დავჯექი და სანდრას მოსვლას დაველოდე.ყველანი რო დავსხედით მერე მოვიდა ჩემი სანდრა.(მეორე ფოტოზე როა ეგეთი კაბა ეცვა,შავი მაღლები და თმები კოსად ქონდა ატანილი) ულამაზესი იყო. ჩემს გვერდით დაჯდა.ბევრი ვიმხიარულეთ ,11ის ნახევრისკენ უკვე შიშმა შემიპყრო,გეგმა მქონდა არნახული:დ . სანდროსთან მივედი 11ს რომ 15 აკლდა. -ვა რაიყო პრინცეს რამ შეგაწუხა -გაიცინა. - ვიცი ეხლა ტეხავს ამას რო გეუბნები მარა მაგრად-გავიღიმე-ვიცეკოთ რა!-ვუთხარი და გავიცინე. - ეე შენ მგონი უკვე დათვერი პაწუკ-გაიცინა და ფეხზე ადგა. - ანუ კი? - შეიძლება თქვენთან ცეკვა ქალბატონო?-ღიმილით მკითხა.თავი დავუქნიე ,ხელი ჩამკიდა და საცეკვაო ადგილისკენ წავედი. არაფერს ვამბობდით,უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. - როგითხრა რაღაცა...შემისრულებ?-ვკითხე,ცეკვა შევწყვიტე და ჩავეხუტე.გაუკვირდა,გაიცინა და მომეხვია. - კი შეგისრულებ-ღიმილით მითხრა. - წამომყევი-ხელი ჩავკიდე და გარეთ წავიყვანე. იოანეს BMW-ში ჩავჯექით ჩემი თხოვნისამებრ და წავედით. სანდრო გაკვირვებული მიყურებდა. სიჩქარეს მოვუმატე და ბოლოს უკვე 120ით მივდიოდი . - სალი გააჩერე! გაგიჟდი?- შეშფოთებულმა მკითხა. - მოიცაა...ბიჭები რანაირად ამბობთ ?შენმა სიყვარულმა გამაგიჟაო -გავიცინე და თან ტყეში გავაჩერე მანქანა-გადმოდი რა-სანდროც გადმოვიდა და უკვე ჩემს გვერდით დადგა ,ორივე მანქანას ვეყრდნობოდით . -მიყვარხარ სანდრო!ვგიჟდები შენზე,მინდა ჩემი ესემესით გაგაღვიძო,მინდა ყოველდღე შენ იყო ჩემი ღიმილის მიზეზი და მე ვიყო შენი მიზეზი. მინდა რო შენც გიყვარდე და სამუდამოდ ერთად ვიყოთ,მინდა ჩემი ბიჭი გერქვას და მე შენი გოგო -გამეღიმა-ბევრი მინდა ხო?კაი არაუშავს დაიკიდე. პირველად ავუხსენი ბიჭს სიყვარული ეე -გამეცინა და მანქანაში დაბრუნება გადავწყვიტე.სანდრომ შემატრიალა და მაკოცა .მივხვდი რომ მასაც ვუყვარდი და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. * * * რამდენიმე წუთში შეწყვიტეს კოცნა . ერთმანეთს ჩაეხუტნენ და მანქანაში ჩასხდნენ. სანდრო ატარებდა ეხლა საჭეს. მოკლედ რომ დავამთავრო:ამ დღემ კარგად ჩაიარა ,სახლში მალევე დაბრუნდნენ. დღეები სწრაფად გადიოდა,სალიმ გამოცდები ჩააბარა. ყველაფერი წარმატებით დაასრულა სანდრამაც და სალიმაც. მათემ გამოცდების წინ ბევრი იმეცადინა და ბარიერი გადალახა. 3 წელი სწრაფად გავიდა. სალი,სანდრა,სანდრო და მათე მეორე კურსელები იყვნენ. ოთხივემ იურიდიულზე ჩააბარა. იოანემ უნივერსიტეტი დაამთავრა და მუშაობს გამომძიებლად.მის და სანდრას ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა , ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ. მათესაც ყავს შეყვარებული მაშო 20 წლისაა.ძალიან კარგი გოგოა. მაღალი,წითური და სუსტი. ესენიც გიჟდებიან ერთმანეთზე, ოპა სანდრო და სალი კი ნამდვილი ცოლ-ქმარნი გეგონებათ.ნუ ღამით არ არიან ერთად მაგრამ ღამის სამადე მუდამ ლაპარაკობენ ,უკვე ჩვევად აქვთ კიდეც. ახლაც უკვე 2ის 13 წუთია და ისევ ლაპარაკობენ. - ეხლა რა გინდა ყველაზე მეტად?-ჰკითხა სანდრომ სალის . - რავი შოკოლადი-გაიცინა. - და მე?-სანდრომაც გაიცინა - შენ ხარ ჩემი შოკოლადი-გაეღიმა სალის. - ფანჯრიდან გადმოიხედე აბა-გაიცინა სანდრომ. - რაა? -მალე რაა!გავიყინე.სალი ფანჯარასთან მივიდა და გაკვირვებისგან პირი ღია დარჩა . 20 ადამიანი იდგა ეზოში და ყველას ფურცელი ეჭირა ხელში. აშკარად თითო ფურცელზე თითო ასო ეწერა.სიბნელე იყო ამიტომ ვერ ხედავდა რა ეწერა. მალე გამოჩნდა დაახლოებით 7 ბიჭი . გულის ფორმის ორმოცამდე ფრანი გაუშვეს ცაში.მალე ფეიერვერკების ხმაც გაისმა და არემარე გაანათა. ახლა წაიკითხა ფურცელზე დაწერილი სიტყვები. ,,სალი ცოლად გამომყვები''? ცრემლები ვერ შევიკავე. უკნიდან ვიღაც ჩაეხუტა .ვიღაც რა,სანდრო. ყელში აკოცა და შეატრიალა მისკენ. - აბა ახვლედიანის ასულო, ცოლად გამომყვები?-გაიღიმა სანდრომ. - კი,კი,კი,კი !- დაიყვირა სალიმ და სანდროს ჩაეხუტა. ქორწილი 3 თვეში გადაიხადეს. სალის მესამე ფოტოზე ნაჩვენები კაბა ეცვა,ფეხზე თეთრი მაღლები.თმები როგორც მეოთხე ფოტოზეა. წითელი პომადა,ოდნავ მაკიაჟი და სუნამო. სანდრო უსიმპატიურესი იყო სმოკინგში. მალე გამოვიდა სალი ოთახიდან და სანდროს წინ დატრიალდა. - აუ ჩემი პრინცესა ხარ მხოლოდ. რა ლამაზი ხარ გოგო შეგჭამ-გაიცინა. -დასერიოზულდი ცოტა,22 წლის კაცი ხარ -გამეცინა. -ერთი დამთავრდეს ეს დღე და გაჩვენებ მე შენ დაცინვას-გაიცინა.კარგად ჩაიარა ამ დღემაც. უბედნიერესი იყო იოანესთვის და სანდრასთვისაც რადგან:იოანემ ცოლობა თხოვა და ისიც დათანხმდა. 4 წლის შემდეგ: - სანდროოოოო - გისმენთ პრინცესებო - რაფაელო გვინდა - ეხლავე მოიცათ-სწრაფად ჩაირბინა კიბეები სანდრომ ,სამზარეულოდან რაფაელო გამოიტანა და აუტანა სალის და მუცელში მყოფ პატარა ქეთას. - ვაიმე რა გემრიელიაა -ჭამდა ა თან ლაპარაკობდა სალი. - ანდრეა მალე გაიღვიძებს?-სიცილით კითხა სანდრომ სალის. - კი მგონი.ისე 3 წლის ბავშვია და რა ჭკვიანია-თითქოს ჩაფიქრდა სალი-ნუ მამამისი ვირია და ვერ დაემგავნებოდა,დედას გავს ვაჟკაცი აპაა!-შემოიძახა სალიმ. -ეჰ ორსულა ხარ თორე მე ვიცი როგორც დაგსჯიდი - სიცილით უთხრა სანდრომ. - უფ თავზე დიდი წარმოგენა გაქვს-გაიცინა სალიმ და სანდროსკენ შეტრიალდა. - მიწვევ?-კითხა სანდრომ. - აჰაამ-თავი დაუქნია სალიმ.სანდრო მიუახლოვდა და ფრთხილად აკოცა. კოცნა ანდრეამ შეაწყვეტინათ. - ეე რას სვლებით ეგ ლაალი ფუ-ანდრეამ დედ-მამი დანახვისას სახე სასაცილოდ დამანჭა და შეტრიალდა. - მოდი მამას ვაჟკაცი -სანდრომ ხელში აიყვანა და საწოლზ მათ შორის დააწვინა. ალბათ გაინტერესებთ .ბექა იოანემ დაიჭირა(გამომძიებელი როა ვახსენე) ლიზა უკეთ გახდა და უკვე ვაჩეს ცოლი ერქვა. იოანეს და სანდრას 1 შვილი ჰყავთ.2 წლის ვიკა,ქერათმიანი ,კურნოსა ბავშვი. მაშო და მათე 1 წელია დაქორწინდენ და მაშო ჯერ 4 თვის ორსულია. ნამდვილ სიყვარულს ვერავი და ვერაფერი დაუგება წინ. გილოცავთ ახალ წელს ჩემო საყვარლებო. ეს მოთხრობა პირველია რაც დაწერილი მაქვს მათგან.უამრავი შეცდომაა და ბოდიშს გიხდით რომ გადახედვის გარეშე ვდებ.მიყვარხართ და სიყვარული მარადიულიას გაგრძელებას დავდებ 24 საათის შემდეგ.ბოდიში epiclove-ს განსაკუთრებულად. <3 ეს მოთხრობა ვიცი საშინელებაა მაგრამ მომინდა დამედო. ისიც ვიცი ბევრი დიალოგი რომ არის მაგრამ მაინც,მინდოდა ჩემი პირველი მოთხრობა გამეზიარებინა თქვენთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.