მკურნალი ცრემლები 7თავი
7 მთელი ღამე ტირილში გავათენე,სულიერთან ერთად ფიზიკური ტკივილიც მაწუხებდა,ყელში სპაზმებმა მომიჭირა და ვიგრძენი როგორ მეკეტებოდა ფარისებური ჯირკვალი.გამახსენდა ნიკამ,რომ მითხრა ნერვიულობა და ტირილი გავლენას ახდენს ფარისებურ ჯირკვლებზეო,ვცადე დამშვიდება,მაგრამ არ გამომდიოდა.მინდოდა ნიკა ამოსულიყო და უბრალოდ ჩამხუტებოდა მაინც,მაგრამ ის არ ამოსულა. უკვე ნოემბრის ბოლო იყო,მე ისევ ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ცხოვრებას,განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.სამსახურში საქმეები თავზე საყრელად მქონდა,მეც ეს მინდოდა,გვიანობამდე ვიჯექი და ვმუშაობდი.სახლში დაბრუნებული უბრალოდ აბაზანას ვიღებდი და ვწვებოდი.ორივე ხელი მკერდზე მქონდა შემოხვეული და მთელი ღამე ასე მეძინა,მეშინოდა,რომ მალე აღარ მექნებოდა.თავისუფალ დროს ინტერნეტში ჩემს დაავადებაზე ვეძებდი ინფორმაციას ,რომ წარმოვიდგენდი შეიძლება ქიმიოთერაპია დამჭირებოდა,ცუდად ვხდებოდი.ვერ წარმომედგინა ჩემი თავი თმების გარეშე,ჯობდა მოვმკვდარიყავი,ვიდრე ის ყველაფერი განმეცადა რაც ამ პროცესს მოჰყვებოდა.ნუცას აზრით ვგიჟდებოდი,რადგან უარესთა შორის, უარესზე ვფიქრობდი და თავს ვიტანჯავდი.მე ხომ ყოველთვის ასეთი პესიმისტი ვიყავი. იმ საღამოს ნუცასთან შევიარე,ბექაც იქ დამხვდა,ოჯახური სიტუაცია მოერგო ვაჟბატონს და პულტით ხელში ტელევიზორს უყურებდა,მისალმების ნიშნად უბრალოდ ხელი ამიწია,მეც გავუღიმე და ნუცას შევყევი სამზარეულოში. -ეს რა შენთან გადმოვიდა?-ვკითხე ინტერესით,თუმცა პასუხი ისედაც ნათელი იყო. -მალე ქორწილი გვექნება ელენე-თავის გამართლება სცადა ნუცამ,მაგრამ მე ხომ მისი მეგობარი ვიყავი,ამიტომ არც ახლა დამიწყია მისთვის სახარების კითხვა.მე და ნუცამ ბევრი ვილაპარაკეთ,ვიცინეთ და მივხვდი სულაც არ მინდოდა სახლში წასვლა,იქ მარტო უნდა ვყოფილიყავი საკუთარ თავთან და ჩემს მტანჯველ ფიქრებთან,ვუყურებდი ნუცას და ვრწმუნდებოდი,რომ სიყვარულს მართლაც შესძლებია ადამიანების შეცვლა,ჩემი გიჟმაჟი დაქალი, მშვიდი და გაწონასწორებული ქალი გამხდარიყო. სახლში მისული, მთელი კვირის დასარეცხ ჭურჭელს მივადექი,საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად ჭურჭლის რეცხვა და უთოობა მძულდა.თუმცა ახლა იძულებული ვიყავი დამერეცხა,რადგან არც ერთი სუფთა თეფში აღარ დამრჩენოდა,საჭმელი,რომ მეჭამა.ყურზე ყურაასმენები მოვირგე და რეცხვა დავიწყე,მუსიკამ და ფიქრებმა ნიკასთან მიმიყვანეს,არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე,მაგრამ რომ გამოვფხიზლდი ფლეილისტი დასრულებულიყო,ჭურჭელიც დარეცხილი იყო და მე უბრალოდ მოშვებულ ონკანთან ვიდექი და წყლისთვის გამეშტერებინა თავი.ონკანი დავკეტე და ხელები შევიმშრალე,ის იყო ისევ უნდა ჩამერთო მუსიკა,რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.გამიკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო ასე გვიან,ჩემთან ნუცას გარდა თითქმის არავინ დადიოდა,ნუცასგან კი სულ ერთი საათის წინ წამოვედი.კარი დაუფიქრებლად გავაღე და მოულოდნელობისგან უკან დავიწიე.კარს იქით ნიკა იდგა,ხელში ორქიდეეის ქოთნით და ყურებამდე გაღიმებული მიყურებდა.გაოგნებული ვიდექი და ხან ყვავილს ვუყურებდი,ხან ნიკას. -გავიყინე ელენე,შემომიშვი-ნიკას მონატრებულმა ხმამ ყურები ამიწითლა,უხერხულად გავუღიმე და გვერდზე გავიწიე.ნიკა შინაურივით შემოვიდა,ქოთანი გამომიწოდა და ქურთუკი საკიდზე დაკიდა. -აბა,რას შემომთავაზებ?საშინლად მშია-ხელების ფშვნეტით პირდაპირ სამზარეულოში შევიდა და მიპატიჟებას არ დალოდებია ისე დაჯდა მაგიდასთან.მეც უკან მივყევი,გულზე მიხუტებული ქოთანი ფანჯრის რაფაზე დავდე და მისკენ შევბრუნდი. -მანდ არა,სადმე ოთახის ცენტრში დადე,ორქიდეა სინათლის პირდაპირ სხივებს ვერ იტანს-გამიღიმა ნიკამ და მეგონა სამყარო ამოტრიალდა.ჩემს სახლში,ჩემს სამზარეულოში მსოფლიოში ყველაზე სიმპატიური მამაკაცი იჯდა,ვისზეც ყოველწუთს ვფიქრობდი და ის ისე იქცეოდა თითქოს დილით გასული და ახლა უკან დაბრუნებული,მშიერი, ცოლს დაპურებას სთხოვდა.-ელენე მაჭმევ რამეს? -კი,ახლავე-სასწრაფოდ გამოვერკვიე ფიქრებიდან და მაგიდის გაწყობა დავიწყე.მერე მეც ჩამოვჯექი და ვუყურებდი,როგორ ჭამდა ნიკა. -შენ არ შეჭამ? -არა,ნუცასთან ვიყავი და იქ ვჭამე-ფეხზე წამოვდექი და ყვავილთან მივედი,ფოთლებზე ფრთხილად მოვეფერე და მაგიდაზე გადმოვიტანე.-მადლობა, ძალიან ლამაზია. -შენსავით-გამიღიმა ნიკამ და თეფში ნიჟარაში ჩადო.-ფრთხილად,ასე შეიძლება დააზიანო. -საიდან იცოდი ორქიდეები,რომ მიყვარდა? -არ ვიცოდი,თუმცა მიხარია,რომ სწორედ ორქიდეა მოგიტანე და არა ვარდები-გამიღიმა და ფანჯრის რაფას მიეყრდნო,ხელები რაფას მოუჭირა და თითები ნერვიულად აათამაშა,როგორც მაშინ მის კაბინეტში,ამის გახსენებაზე ჩამეღიმა. -იცი, ორქიდეა შენ გგავს. -მართლაა?რით?-წელში გავსწორდი და თვალი გავუშტერე. -ცრემლების მოყვარულია-გული გამიჩერდა,ნიკა ისე მომაჯადოებლად მიყურებდა,მინდოდა სადმე მომესროლა ჩემი სიამაყე,თავმოყვარეობა,წყენა და კისერზე ჩამოვკიდებოდი-დანამვა უყვარს ფოთლების,ისე როგორც შენ ნამავ შენს სახეს-ნიკა ჩემსკენ წამოვიდა და პირველად შემეხო სახეზე. ცერა და შუა თითების ზურგი თვალის კუთხიდან ლოყისკენ ჩამომისვა და ყელთან გაჩერდა-შენი ცრემლები,ხომ ყოველთვის ამ გზას გადიან ელენ,მერე ყელიდან მკერდზე გადადიან და უფსკრულში უჩინარდებიან-თითებით ნათქვამის გამეორება განაგრძო და მკერდის ღარს ჩაუყვა,მერე შეჩერდა,უბრალოდ ლოყაზე მაკოცა და გასავლელისკენ წავიდა.გაშეშებული ვიდექი და გონზე ვერ მოვდიოდი,მერე გამშრალ ყელში მოწოლილი ბურთი ძლივს გადავაგორე და უკან მივყევი. -არ წახვიდე ნიკა...-ჩემი ხმა მე თვითონ მეუცნაურა,ნიკა ჩემსკენ ზურგით გაჩერდა,თავჩახრილი იდგა და ღრმად სუნთქავდა.მე წინ გადავუდექი და კარს ავეკარი-დარჩი,გთხოვ.-ნიკა მიყურებდა,დაჟინებით და ვერ ვხვდებოდი რას ფიქრობდა,მის სახეზე არც ერთი ემოცია არ იკითხებოდა.მერე როგორც სჩვევია,ერთი წარბი მაღლა ასწია,მეორე დაბლა ჩამოსწია,მის ამ ჩვევაზე გულიანად გამეცინა და არც დავფიქრებულვარ ისე შემოვეხვიე.თავი მის მკერდზე მედო და გულისცემას ვუსმენდი,გული რიტმულად მუშაობდა,გამიკვირდა,როგორ შეეძლო ჩემთან ასე ახლოს ყოფილიყო და ასე მშვიდად ჰქონოდა გული. -როგორც იქნა დამიმშვიდდა გული-ჩემს ყურთან ჩაილაპარაკა და ფრთხილად შემომხვია ხელი.ბედნიერებისგან სუნთქვაშეკრული ვიდექი და ვეხუტებოდი,ნიკა თავზე მეფერებოდა.მიკვირდა ნიკასგან ასეთი მოპყრობა,ასეთი სინაზე,ეს არ იყო ის ნიკა,მის კაბინეტში შესულს უტიფრად,რომ მექცეოდა და ჭკუას მაკარგვინებდა. -უნდა წავიდე ელენ... -დარჩი,გთხოვ-ისევ ამოვიჩურჩულე და ვიგრძენი,როგორ წამომივიდა ცრემლები. -ნუ ტირი-თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა,იღიმოდა, საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე ღიმილით. დავიფიცებ,ზუსტად მაშინ მივხვდი,რომ მე ნიკა ენუქიძე მიყვარდა.გაოგნებული ვუყურებდი, როგორ დაიხარა ჩემკენ და როგორ გაჰყვა ცრემლის კვალს ფრთხილი,ოდნავშეხებული კოცნით.გამაჟრჟოლა,მთლიანად ავენთე,ის ჩემ წინ იდგა,გულში მიკრავდა და ყველაზე არარეალურ რამეს აკეთებდა,ცრემლებს მიკოცნიდა. -მკურნალი ცრემლები ელენ...-დაიჩურჩულა ვნებამორეულმა და ვიგრძენი,როგორ შემიგუბდა სული,როგორ გამითბა ბაგეები და როგორ გადმოვიდა მისი ტუჩებიდან ჩემს ტუჩებზე ცეცხლი და ვიგრძენი,როგორ მეწვოდა ყველაფერი.ნიკა დიდხანს და აუჩქარებლად მკოცნიდა,მთელი სინაზითა და სიყვარულით,ორივე ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული და ვგრძნობდი ასე ჯერ არავისთან ვყოფილვარ,ასეთი რამ ვაჩესთანაც არ დამმართნია.ეს იყო სულ სხვა,არარეალურად სასიამოვნო გრძნობა და მეშინოდა,რომ როდესმე დამთავრდებოდა,ნიკა თითქოს მიმიხვდა ამას,ფრთხილად გაიწია ოთახისკენ,თან მეც გამიყოლა და ორივე ჩემ საწოლზე აღმოვჩნდით,მას ერთი წუთით არ შეუწყვიტავს კოცნა.მერე ფრთხილად მომაშორა ბაგეები,დიდხანს,ძალიან დიდხანს მიყურა.მის თვალებში ჩვეულ ირონიას, ან გულგრილობას კი არა,სითბოს და სიყვარულს ვხედავდი.თავი მკერდზე დავადე და თვალები დავხუჭე. -ნიკა მიყვარხარ-ვერც გავიაზრე ისე მოსწყდა ბაგეებს ეს სიტყვები,მაგრამ ერთი წამითაც არ მინანია,ვიგრძენი როგორ დაეჭიმა წელზე შემოხვეული ხელები და ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული. პასუხს არ ველოდი,ვიცოდი რომ არაფერს მეტყოდა,ვიცოდი მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი.ვტკბებოდი იმით რაც მქონდა და მინდოდა ასე გაგრძელებულიყო სამუდამოდ.მე და ნიკა ჩემს ოთახში ვიწექით,მხოლოდ ვიწექით და მეტი არაფერი. გაღვიძებულს ნიკა წასული დამხვდა,თითქოს არაფერი ყოფილა,თითქოს სასიამოვნო სიზმარი მენახოს,მის ჩემთან ყოფნას მხოლოდ სამზარეულოში,მაგიდაზე მდგარი ორქიდეები ადასტურებდნენ.კედელზე მხარმიყრდნობილი ვიდექი და ვუყურებდი,ყვავილს,რომელიც ამ ქვეყნად ყველა ყვავილზე მეტად მიყვარდა,მიხაროდა,რომ ნიკამ სწორედ ის მაჩუქა და არა ბანალური ვარდები.სამსახურში ვიყავი,ვმუშაობდი,მაგრამ სულ ნიკაზე ვფიქრობდი,ბოლოს ვეღარ მოვითმინე და დავურეკე. -გისმენ ელენ...-ნიკას წარმოთქმული ელენ,ქვეყანას მერჩივნა. -როგორ ხარ? -კარგაად,შენ? -მეც კარგად,გცალია?სადმე წავსულიყავით-მეც არ ვიცი რატომ ვეუბნებოდი ამას,მაგრამ ვგრძნობდი რაღაც უნდა გამეკეთებინა. -არ მცალია,ლანა უნდა ვნახო-თითქოს თავში ურო ჩამარტყეს,ვიგრძენი როგორ ამეწვა თავი და გული მომეწურა,გავბრაზდი,როგორ შეეძლო იმ ყველაფრის შემდეგ რაც წუხელ მოხდა,ასე მშვიდად ეთქვა,რომ ლანა უნდა ენახა. -კარგი,მომიკითხე ლანა-ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი და ტელეფონი დაუდევრად მივაგდე.მთელი ტანით ვკანკალებდი და მინდოდა სადმე უდაბნოში ვყოფილიყავი,ან ტყეში, ყველასგან შორს,რომ ისე მეღრიალა,დავცლილიყავი ყველაფრისგან.მე კი ახლა ჩემს კაბინეტში ვიჯექი,მაგიდაზე ხელები დამეყრდნო,თავი ჩამეხარა და წამოსული ცრემლები ყელიდან მკერდისკენ მიიწევდნენ,გავბრაზდი და სასწრაფოდ მოვიწმინდე ხელის ზურგით.ჩანთას ხელი დავავლე და ქუჩაში გამოვედი.ცივმა ჰაერმა,თითქოს გამომაფხიზლა,გონება გამიხსნა.მივხვდი სულელი გოგოსავით ვიქცეოდი,კისერზე ვეკიდებოდი იმ კაცს,ვინც სხვისი საქმრო იყო და ვისაც სათამაშოდ ვყავდი გადაქცეული.ნერვებისგან ისე მქონდა დაჭიმული სხეული,მივხვდი თუ არ დავჯდებოდი,მალე ტკივილი შემშლიდა,ვერის პარკში,სკამზე ჩამოვჯექი,ხელი საზურგეს ჩამოვადე და ნიკაპით დავეყრდენი.მკერდში საშინელმა ტკივილმა მომიარა,ნელ-ნელა დაიწყო და გაძლიერდა,მერე იღლიაში გადავიდა და ხელი გამიშეშა,აუტანელი ტკივილი მკლავდა,მაციებდა.ვიჯექი და ვტიროდი,ვბრაზობდი ჩემს ბედზე,რომ ასე დამაბეჩავა,ოცდაორი წლის გოგოს ამდენი ტკივილი მომივლინა და სანუგეშოდ სიყვარულის უფლებასაც არ მაძლევდა.არ ვიცი,როგორ მაგრამ ასე სკამზე მჯდომს ჩამძინებია.ვიღაცის შეხება მომიყვანა გონს,მხარზე ხელს მიჭერდა და მანჯღრევდა. -გოგონა,გაიღვიძეთ,შეგცივდებათ.-თვალები შეშინებულმა გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე.შემეშინდა, სასწრაფოდ ავდექი და წამოვედი,არც შემიმჩნევია,ვინ გამაღვიძა.წამლები დავლიე და გაუხდელად მივწექი საწოლზე,ნიკას ბალიშს ჩავეხუტე და გავიტრუნე.მინდოდა დამეძინა,მაგრამ არ გამომდიოდა,მაკლდა,რაღაც მაკლდა და ვერ ვხვდებოდი რა.უკვე ძილბურანში მყოფი კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა,გაღებამდე თვალში გავიხედე და ნიკას დანახვაზე გული ამიჩქარდა.სასწრაფოდ გადავწიე საკეტი,მაგრამ მერე თითქოს გამოვფხიზლდი,არ უნდა გამეღო,ეს შეცდომა იყო,ნიკას თამაშში არ უნდა ავყოლოდი.არ შეიძლებოდა მის ჭკუაზე, მევლო.ვერ დავუშვებდი,რომ როცა მოუნდებოდა მაშინ მოსულიყო და როცა მოუნდებოდა წასულიყო. -ელენე გამიღე,ვიცი რომ სახლში ხარ-ზარის რეკვიდან კაკუნზე გადავიდა ნიკა,ხელები მიკანკალებდა,მინდოდა გამეღო და შემომეშვა,მაგრამ ვერ ვბედავდი.-ელენე გამიღე თორემ შევყარე ცნობისმოყვარე მეზობლები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.