შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის კუბიდონი (სრულად)


3-01-2016, 19:46
ავტორი sopiko
ნანახია 5 146

–არა! არა! ამას ვერ გავაკეთებ!–კარტს ვყრი და ხელებს მუხლებზე ვიხვევ.
–თინანა! პირობა პირობაა! სხვანაირად თამაშს აზრი არ აქვს!–მტუქსავს თიკო.
მარის იმედით შევყურებ. იქნებ მან მაინც არ გამწიროს. არა, ამას მართლა ვერ გავაკეთებ!
–თინი, მოგიწევს! ვიცი, სიგიჟეა, მაგრამ მოგიწევს!–არც ის მექომაგება.
მომიწევს?!
ღმერთო, მე ახლა უნდა გავიდე სახლიდან მეგობრებთან ერთად, პირველივე შემხვედრს კისერზე ჩამოვეკიდო და ტუჩებზე ვეძგერო?!
–კარგით რა! უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეთ?–კარტს ნერვიულად ვრევ.
–წუთის წინ ასე არ ჭიკჭიკებდი!
–წუთის წინ არც ვიცოდი რომ წავაგებდი!–უპასუხოდ არც ამ რეპლიკას ვტოვებ.
–თინანა!–ორივე ერთად მიტევს.
–ერთი პირობით! თქვენ არ გამომყვებით!–შეუვალი ვარ მე.
–არ მოგვატყუებ?–ისევ ერთხმად ყვირიან.
–გპირდებით!
ჩემი პირობა ყველასათვის წმინდა და ხელშეუხებელია. იციან, რომ სიკვდილის ფასადაც რომ დამიჯდეს, მას მაინც არ დავარღვევ და ახლა ეჭვიც არ ეპარებათ, რომ სამართლიანობა იზეიმებს.
კარს ხმაურით ვიჯახუნებ და ქუჩაში გავდივარ. სულ მალე თორმეტი გახდება. მე კი ბავშვობის მეგობრებმა ასე გამიმეტეს. არა, რა აზრი აქვს ახლა ამას, ისინი ხომ მაინც ვერ დაინახავენ... ანდაც მათი რა ბრალია! განა მე არ წამოვაყენე ეს იდეა? ისინიც ამყვნენ, რას წარმოვიდგენდი რომ მე დავმარცხდებოდი, ე.წ. ''დურაკას'' კარგად ვთამაშობ და სახელიც განთქმული მაქვს. ახლა... ახლა რაღა დამემართა?
აშკარად რაღაცაშია საქმე, მააგრამ რაში, არ ვიცი...
მივაბიჯებ ლამპიონებით განათებულ გზაზე და დავეძებ მსხვერპლს. ყველა თავის სახლშია შეკეტილი და ახალ წელს ელის, მე რას ვაკეთებ? 2016 წელს ღია ცის ქვეშ ვხვდები!
ჩრდილს ვხედავ. ჩემკენ საშუალო სიმაღლის ბიჭი მოემართება. თავი ჩახრილი აქვს. ხელები ჯიბეში ჩაუყვია. მისკენ მივდივარ და მხარზე ხელს მსუბუქად ვარტყამ.
–ისაა... უნდა გაკოცო!–გადაჭრით ვეუბნები.
–კი, მაგრამ...
–მოკეტე და მაკოცე!–ფეხის წვერებზე ვიწევი და ვკოცნი. ჩემდა გასაკვირად ისიც მყვება. ბეჭზე ხელს მხვევს და ტუჩებს ახლა გვერდით აცოცებს.
–საკმარისია!–უკან ვიხევ.
–მე რომ ვერ ვიკმარე!–უკან მომყვება.
–ეგ უკვე შენი პრობლემაა!–მოკლედ ვუჭრი და გზას ვაგრძელებ.
–ამ შუაღამისას აქ რა გინდა? თანაც რამდენიმე წუთში 2015 კი არა, 2016 წელი იქნება.–ინტერესით მეკითხება. მე ფეხს ვუჩქარებ. იქნებ აღარ გამომყვეს.
–ვეძებ!
–რას?
–ახალი წლის კუბიდონს!–ტუჩის კუთხეში მეღიმება.
–ჩათვალე, რომ იპოვე!–უფრო მიახლოვდება.
–ხოო?–ხმა მეხლიჩება.
–ხო!
–აბა?–მხრებს ვიჩეჩ და მისკენ ვტრიალდები.
–ის უკვე შენ წინ დგას! ახლა დაიხრება და გაკოცებს...
ჩემკენ იხრება და მკოცნის. თავს ვერ ვიკავებ და კისერზე ხელს ვხვევ.
–მორჩი...–კოცნა კულმინაციას აღწევს თუ არა, ვშორდები. ის აღარ მიძალიანდება.
–ერთი წუთიღა დარჩა...
–სადამდე?–ვერ ვხვდები საიდან სად გადახტა.
–ჩემ ახალი წლის კუბიდონად გადაქცევამდე.–მიღიმის.
–მერე რა იქნება?–უცნაურად მიცემს გული.
–მე და შენ!–შუბლზე ბაგეებს მაკრობს.
–მართლა?
–მართლა!
–და თუ მე არ მინდა...–ეშმაკური ღიმილით ვჩურჩულებ.
–მაშინ...
–მაშინ?–ვთრთივარ. მინდა ისევ მაკოცოს.
–მაშინ მოგანდომებ!
ვჩერდები. ისიც აღარ დგამს ნაბიჯს.
–რატომ გაჩერდი?
–მეც მინდა მომანდომო!
მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვევა. ძლიერ მკლავებს წელზე ვგრძნობ და თვალებს ვხუჭავ...
რამდენიმე წამიც და ფეირვერკების გასროლის ხმა მესმის... ახალი წლის კუბიდონის ტუჩებს ვგრძნობ...
თვალებს ვახელ! ის აქ აღარ არის...

^^^
არ ვიცი რა გამომივიდა...
რომ დავიწყე, ვერც გავიგე ისე დავამთავრე!
არც ის ვიცი, რისი თქმა მინდოდა ამ ისტორიით... და არც ის ვიცი ისტორია არის თუ არა..
ველი შეფასებებს, იქნებ თქვენ მაინც გამარკვიოთ...
თქვენი სოფო!
პ.ს. ხვალ ''ბედის მარიონეტის'' ორ თავს გავერთიანებ და ისე დავდებ, დანაკლისი რომ არ განიცადოთ.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

ჰოო... ეს ჩანახატია სოფიკ და სასურველ კატეგორიაში უნდა მოგეთავსებინა ))
მომეწონა!
ძალიან, მომეწონა!
ახლაც ზემოქმედების ქვეშ ვარ...

P.S კარტი არა-ბანქო.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2 სტუმარი Natia

Gagrdzelebaa roqondes ufrokargi iqneboda

 


№3  offline მოდერი sopiko

წითური გოგონა
ჰოო... ეს ჩანახატია სოფიკ და სასურველ კატეგორიაში უნდა მოგეთავსებინა ))
მომეწონა!
ძალიან, მომეწონა!
ახლაც ზემოქმედების ქვეშ ვარ...

P.S კარტი არა-ბანქო.

გმადლობ! მიხარია თუ მოგეწონა! ხო, არ ვიცოდი რა კატეგორია მიმეთითებინა. ერთხელ სასკოლო თემაში ბანქო რომ მეწერა ფილოლოგმა მითხრა რომ ბანქო სხვა იყო და მას სულ სხვა ფიგურები ეხატა, კარტს კი სხვა და მგონი ასეცაა...

წითური გოგონა
ჰოო... ეს ჩანახატია სოფიკ და სასურველ კატეგორიაში უნდა მოგეთავსებინა ))
მომეწონა!
ძალიან, მომეწონა!
ახლაც ზემოქმედების ქვეშ ვარ...

P.S კარტი არა-ბანქო.

გმადლობ! მიხარია თუ მოგეწონა! ხო, არ ვიცოდი რა კატეგორია მიმეთითებინა. ერთხელ სასკოლო თემაში ბანქო რომ მეწერა ფილოლოგმა მითხრა რომ ბანქო სხვა იყო და მას სულ სხვა ფიგურები ეხატა, კარტს კი სხვა და მგონი ასეცაა...
Natia
Gagrdzelebaa roqondes ufrokargi iqneboda

სამწუხაროდ გაგრძელება არ ექნება... ეს ჩანახატი ბედნიერ დასასრულს არ საჭიროებს.

 


№4  offline წევრი Ninuca)

ძალიან კარგი იყოო..მომეწონა..მაგრამ გაგრძელება უკეთესი იქნებოდა..მაგრამ რადგანაც ეს არის ჩანახატი..ჩანახატის თაობაზე ძალიან კარგი იყო <3

 


№5  offline წევრი teddy))

Vauuu mokle iyo magram danaklisi ar migvrdznia da ukve shemayvares tavi am gmirebma! Yochag! Dzalian kargi iyo! Axal wels gilocavt yvelas da warmatebebs gisurvebt!

 


№6  offline მოდერი sopiko

Ninuca)
ძალიან კარგი იყოო..მომეწონა..მაგრამ გაგრძელება უკეთესი იქნებოდა..მაგრამ რადგანაც ეს არის ჩანახატი..ჩანახატის თაობაზე ძალიან კარგი იყო <3

გმადლობ!
teddy))
Vauuu mokle iyo magram danaklisi ar migvrdznia da ukve shemayvares tavi am gmirebma! Yochag! Dzalian kargi iyo! Axal wels gilocavt yvelas da warmatebebs gisurvebt!

დიდი მადლობა ♥

 


№7 სტუმარი Xatia

Martla lamazi chanaxatia. Yochag saintereso iyo momecona dzalian.

 


№8  offline მოდერი sopiko

Xatia
Martla lamazi chanaxatia. Yochag saintereso iyo momecona dzalian.

მადლობა ♥

 


№9  offline წევრი ანა ბალზაკი

კარგია, მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent