შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითობა არ არსებობს (6)


3-01-2016, 21:38
ავტორი elenika.13
ნანახია 2 670

შიგნით შევიდა და ოთახში გეგა ვერ იპოვა. თანდათან ხვდებოდა, რომ ძალას კარგავდა, მაგრამ გადაწყვიტა ფოიეში ჩასულიყო და იქ მოეძებნა. ლიფტის შიშით ისევ ფეხით გადაწყვიტა ჩასვლა. ძლივს ჩააღწია ფოიეში, მაგრამ იქ არავინ არ ჩანდა, არც მოსამსახურე პერსონალი. უეცრად სასტუმროში შუქმა თამაში დაიწყო. ნეონის ნათურებმა და ჭაღმა ციმციმი დაიწყეს. თავი საშინელებათა ფილმში ეგონა. გაქცევა სცადა, მაგრამ ისევ ერთ ადგილზე იყო. ფეხებს ამოძრავებდა, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა გეგას სახელს. შემდეგ ძახილი მოესმა. ვიღაც მის სახელს იძახდა. გეგას ხმას მიამსგავსა. უეცრად თვალთ დაუბნელდა და წამიერმა სინათლემ თვალი მოსწრა. ბოლოს თვალები გაახილა და თავზე წამომდგარ გეგას ახედა, რომელიც მხრებში ჩაჰფრენოდა და მის გაღვიძებას ცდილობდა.
-გეგაააა... შენ აქ ხარ?-ჰკითხა შეშინებულმა და რეალობაში დასარწმუნებლად მაგრად ჩააფრინდა გეგას მკლავეებს.-კოშმარი მესიზმრა...-ამბობდა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და გულისცემის მწყობრში ჩაყენებას ცდილობდა.-დამესიზმრა თითქოს ცემთან აღარ იყავი.
-ჩუუ... ჩუუ... ნუ ნერვიულობ ეს მხოლოდ სიზმარი იყო და მეტი არაფერი. მე შენთან ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ.-უთხრა და შუბლზე აკოცა. მარიამს შუბლი საშინლად ჰქონდა გაცხელებული.ხელითაც შეამოწმა ტემპერატურა და როდესაც დარწმუნდა, რომ გოგონას მაღალი სიცხე ჰქონდა. უცბად წამოდგა და ტელეფონთან მივიდა. ექიმის გამოძახება სთხოვა მორიგეს და მარიამს საწოლზე ჩამოუჯდა.
-მარიამ, მაღალი სიცხე გაქვს. მოდი კარგად დაწექი და საბანი დაიხურე. მე ექიმი გამოვიძახე და მალე აქ იქნება. გეგამ გოგონა საიმედოდ ჩაფუთნა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
ცოტახანში ექიმიც გამოჩნდა და ავადმყოფს მდგომარეობა გამოჰკითხა.
-თქვენი სახელი მითხაით თუ შეიძლება-ჰკითხა ექიმმა გასინჯვის შემდეგ.
-მარიამი ჰქვია.-საუბარში ჩაერთო ანერვიულებული გეგა.
-ასაკიც მაინტერესებს.-კვლავ აგრძელებდა ექიმი გამოკითხვას.
-30
-24-ერთად წამოიყვირეს ასაკი მარიამმა და გეგამ. ბიჭმა გაოცებული თვალები მიაპყრო გოგონას და ექიმის გაკვირვებულ მზერას თვალი აარიდა.
-24-ის ვარ ექიმო.-ჩუმად ამოილღლღა დარცხვენილმა და უძლურმა მარიამმა და გეგას გადახედა. გეგა მიუხვდა, ყველაფერს მიუხვდა და ძარღვებდაბერილმა დაჟინებული მზერა მიაპყრო შეშინებულ გოგონას.
-აჰა, გასაგებია, ესე იგი რაშია საქმე. საშიში არაფერი არ არის. როგორც ჩანს გაცივდით და სიცხემაც აგიწიათ. მე მედიკამენტებს დაგინისნავთ და რამდენიმე დღეში ჩიტივით იგრძნობთ თავს.-ექიმმა რეცეპტი გეგას გაუწოდა და ორივეს თბილად გამოემშვიდობა.
-გეგაა...-რაღაცის თქმა დააპირა ოთახში შემობრუნებული ბიჭისთვის და დამნაშავის თვალებით შეხედა, მაგრამ გეგამ სიტყვა გააწყვეტინა.
-ახლა არა, სხვა დროს მოგხედავ,-მოუჭრა გეგამ მკაცრად და ოთახიდან გასვლა დააპირა.
-სად მიდიხარ?-ჰკითხა ტირილის პირას მისულმა მარიამმა.
-წამლების საყიდლად გავალ, თან ცოტახნით სუფტა ჰაერი არ მაწყენდა. ოღონდ შენ არ ინერვიულო, პირველ რიგში გამოჯანმრთელდი და მერ ვილაპარაკოთ ჩვენ.-უთხრა ცივად და კარი ხმაურით გამოიხურა.
არ სწყენია მარიამისგან ეს საქციელი, მაგრამ არ მოეწონა როცა გაიგო, რომ ამდენი ხნის მანძილზე ატყუებდნენ და მასხრად იგდებდნენ. საერთოდ, ტყუილს ვერ იტანს და მით უმეტეს ეს საქციელი მარიამისგან არ მოეწონა. არა, ასაკზე არავიტარი გართულება არ აქვს, მაგრამ ვერ გაუგია, რატომ გადაწყვიტა ურთიერთობის ტყუილით დაწყება. მიდიოდა ქუჩაში და ფიქრობდა. სადღეღამისო აფთიაქში შეიარა, წამლები შეიძინა და უკან დაბრუნდა. გზაში კიდევ ერთხელ დაფიქრდა გოგონაზე. გეგას მის მიმართ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა. ძალიან მოსწონდა მარიამი, მგონი უყვარდა კიდევაც, მაგრამ ჯერჯერობით მისთვის არაფრის თქმას არ აპირებდა, მით უმეტეს ამ ტყუილის შემდეგ. იქნებ გოგონამ სხვა რაღაცებშიც მოატყუა, ამიტომ ჯერ საჭიროა მასთან გაარკვიოს ყველაფერი და თუ აუხსნის ამ ტყუილის მიზანს, შეიძლაბა ყველაფერი გეგმის მიხედვით გააგრძელოს...
სასტუმროში დაბრუნებულს მარიამი ჩაძინებული დახვდა. საწოლთან ახლოს მიწია სავარძელი და დიდხანს უყურა მძინარეს. ბოლოს მასაც სავარძელში ჩაეძინა.
...
როდესაც მარიამმა თვალები გაახილა პირველად მძინარე გეგას მოჰკრა თვალი. მიხვდა, რომ ძალიან დააშავა, მაგრამ როცა გაიღვიძებს ყველაფერს აუხსნის და იმედია გეგაც მიხვდება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ტყუილი იყო. დიდხანს უყურა მძინარე ბიჭს დაშემდეგ სიცხე გაიზომა. ახლა აღარ ჰქონდა მაღალი სიცხე, მაგრამ სისუსტეს გრძნობდა და ყელიც სტკიოდა, ამიტომ ცოტახნით წოლითი რეჟიმი არ ასცდებოდა. ისედაც ცოტა დრო ჰქონდა გეგასთან გასატარებლად და ეს დროც საწოლში თუ უნდა გაატაროს კარგად ჰქონია საქმე. ამ ამბით შეწუხებულმა ტუჩები სატირლად დაბრიცა, მაგრამ უეცრად გონს ჩახველებამ მოიყვანა და ტავი გეგასკე შეატრიალა, რომელსაც უკვე გაეღვიძა და თვალების ფშვნეტით შეყურებდა მარიამს.
-დილამშვიდობის.-ჩუმად ჩაილაპარაკა მარიამმა და მზერა აარიდა.
-როგორ ხარ?-მზრუნველი და სითბოთი სავსე მზერა მიაპყრო გეგამ.
-არამიშავს. მგონი სიცხემ დამიწია, მაგრამ ყელის ტკივილი და სისუსტე მტანჯავს.
-არაუშავს. წამლებს დაგალევინებ და მალე გამოკეთდები.-მგონი ამას არაფერი არ ახსოვსო, გაიფიქრა მარიამმა და სცადა გაეხსენებინა მისთვის, რომ სალაპარაკო აქვთ.
-იცი? მგონი ჩვენ უნდა გველაპარაკა...-მზერა გააპარა მისკენ და გემრიელად დაახველა. ხველებას როცა მორჩა გეგას გახედა, რომელსაც ისევ დაბრუნებოდა გუშინდელი ბრაზი.
-ხო, სალაპარაკო გვაქვს, მაგრამ ჯერ უნდა გამოჯანმრთელდე. ნუ გეშინია, ასე მალე არ ვივიწყებ ტყუილებს.-უთხრა ცივად და ოთახიდან გავიდა, ხოლო მარიამი დატოვა ასე ნირწამხდარი თვალებაცრემლებული...


გამარჯობათ. ყველას გილოცავთ ახალ წელს <3 და ბედობასაც <3 ეს წელი ყოფილიყოს კარგის და სასურველის მომტანი. ყველაფერს კარგს გისურვებთ. მრავალს დაესწარით <3 მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემი უპასუხისმგებლობისთვის და იმისთვის, რომ ამდენი ხანი გალოდინეთ. ძალიან დიდი მადლობა მათ, ვინც ამ ისტორიას კითხულობთ . თქვენი მხარდამჭერა ძალიან მჭირდება და გთხოვთ თქვენი აზრი გამოხატოთ კომენტარებში. მიყვარხართ ყველა <3



№1 სტუმარი darina

imedia yvelaferi kargad iqneba, me dzalian momwons es wyvili da ase agar daikargo.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent